Jump to content
Planeta.Ge

ალასანიას ჯანდაცვის პროგრამა


Recommended Posts

healthcare

 

 

ამონარიდი, თქვენს მიერ ხსენებული, ჯან.დაცვის საერთაშორისო ექსპერტის ლედი ფიჩემის ნაშრომიდან "HOW CAN PRIVATE HEALTH INSURANCE SERVE THE PUBLIC INTEREST?1

 

ციტატა" Unlike social insurance which is commonly viewed as promoting equity,

functioning in the general interest of society and leading to universal health

coverage, private insurance often conjures up visions of unequal access to

care for the poor, large segments of the population left uninsured and market

forces creating elitist health care for the rich. Experience indicates that

unregulated or poorly designed private insurance systems can indeed

exacerbate inequalities, provide coverage only for the young and healthy, and

lead to cost escalation."

 

ზუსტად ის რაც მოხდა საქართველოში, კიდევ ერთი არგუმენტი "სეყოველთაო დაზღვევის" სასარგებლოთ.

ქართულად თუ შეიძლება. :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 311
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

prologic

ნუ პრინციპში მართალი ხარ...

მაგრამ საქმე ისაა რომ, არანაირ შეხედულებას ის ვინც ხელისუფლებაშია არ იზიარებს.

და ხელისუფლებაში სხვისი მოსვლა იმ მეთოდებით როგორიც თქვენ გინდათ არარეალურია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

healthcare

 

გერმანიის მოსახლეობა ,ჯერ კიდევ ოტტო ფონ ბისმარკის კანცლერობის დროიდან არის მოცული, სავალდებულო უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამით, (http://en.wikipedia.org/wiki/Health_in_Germany) , კერძო სადაზღ. პაკეტები არის მდიდრებისათვის ,ნებაყოფლობითი და მხოლოდ ავსებს, სავალდებულო დაზღვევას. მგონი საკამათო არ არის,რომ გერმანიის ჯანდაცვა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.

 

1990-იანი წლებიდან გერმანიაში სახელმწიფო (თუმცა უფრო საზოგადოებრივს უწოდებენ - პაბლიკ) პრგრამების განხორციელებაში ჩაერთო კერძო დაზღვევის კომპანიები. და შეიქმნა კონკურენტული სადაზღვევო მოდელი. გერმანიაში მანამდე ერთ მხარეში იყო ერთი კომპანია, რითაც ბენეფიციარს არ ჰქონდა არჩევის უფლება და სისტემა არაკონკურენტული იყო. კერძო დაზღვევის კომპანიების ჩართვით სისტემა კონკურენტული გახდა. მე ეს მაქვს მხედველოაში, თორემ სავალდებულო დაზღვევა საუკუნეზე მეტი ხანი როა ეს ცნობილია. ჩვენ სწორედ ეს მოდელი ავირჩიეთ - მთელი მოსახლეობის მოცვა სადაზღვევო სისტემით, კონკურენტული გარემოს შექმნით, რომ პაციენტს ჰქონდეს არჩევანის უფლება. საქართველოში ეს სისტემა მოსპეს.

ცხადია კერძო დაზღვევის კომპანიებს თავიანთი დამატებითი პაკეტებიც ექნებათ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

healthcare

 

ბოლო სამ წელიწადში,საქართველოს მთავრობამ, კერძო სადაზღვეობს "აჩუქა" 140 000 000 ლარამდე თანხა ბიუჯეტიდან, რომელიც

უბრალოდ დაილექა ამ "კერძო" სადზღვეობი დამფუძნებელთა ჯიბეებში, არავითარი ეფექტი, მედიცინის განვითარება ამას არ მოყოლია, სამაგიეროდ გალამაზდა სადაზღვეო კომპანიებბის ოფისები. მე გეტყვით, ადმინისტრაციის და პერსონალის ხელაფსი + სხვა ხარჯი სახელმწიფო ჯანდაცვი კომპანიაში იქნება არა უმეტეს 3 000 000 ლარისა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

ყველა ის პროგრამა,რომელსაც ანხორციელებს HESPA (hespa.gov.ge) პირდაპირ და უშუალოდ პროვაიდერ კლინიკებთან ხელ-ის საფუძველზე (60-ზე ზევით ურგენტული, ონკო.პაციენტები ურგენტული, პედიატრიული ურგენტული) მუშაობს მწყობრად ,ყველა კმაყოფილია. ხოლო უმწეოთა პროგრამა, სადაც კერძო სადაზღვეოა შუამავალი, სახელმწიფოსა და პაციენტს შორის ,არ მუშაობს, პაციენტს უშვებენ ყველაზე იაფფასიან ექიმთან და ყველაზე იაფფასიან კლინიკაში,არავითარი არჩევანი მათ არ აქვთ,ძალიან ბევრმა არც კი იციან,რომ სახელმწიფო მათ ჯანდაცვაში თვეში 15 ლარს უხდის კერძო სადზღვეოებს და ასეთი 900 000 ადამიანია საქართველოში. სისტემის გამჭვირვალეობა დამოკიდებულია რეგულაციებზე, აბა თქვენ მითხარით, თქვენ იცით რამდენი დახარჯა "არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ" დაზღვეულთა მკურნალობაზრე და რამდენი ავტომობილების შეძენაზე (სახ. პოგრამებიდან, პოლიციის დაზღვევიდან) იცით? არ იცით და არც არავინ გეტყვით, კომერციული საიდუმლოებააო გეტყვიან, სახელმწიფო სააგენტო კი ვალდებულია ყოველწლიური ანგარიში პე-დეფ ფაილში დადოს საიტზე.

მე,მაინც ვფიქრობ,რომ თქვენ განათლება აშშ-ში მიიღეთ და მოხიბლული ხართ იქაური სისტემით,გარდა ამისა ყველა მრჩეველი ამერიკელია, რომელიც იგივეს აწვება და ამ დროს 15 მილიონი ამერიკელი საერთოდ დაუზღვეველია და ყოველწლიურად 100 000 ადამიანი კვდება მხოლოდ იმიტომ,რომ ფული არ აქვს მკურნალობისათვის.

საქართველოს სინამდვილეში, ევროპული, სოციალურ სოლიდარობაზე დამყარებული, სტანდარტიზებული ჯანდაცვა ჯობია,Compulsory social health insurance (SHI), ამერიკულ ნებაყოფლობით სქემებს.

თუ გაქვთ საწინააღმდეგო არგუმენტები გისმენთ.

 

მე თავიდანვე დავწერე რო დღეს არსებულ მდგომარეობას სადაზღვევო ინდუსტრიაში ნუ გააიგივებთ ჩვენს მიერ არჩეულ მოდელთან და პროგრამასთან, რომელიც ძირეულად განსხვავდება. ჩვენს სქემას ჰქვია რეგულირებადი კონკურენტული სადაზღვევო მოდელი, რომელიც განსხვავდება დღეს არსებული მოდელისაგან. საქმეც იმაშია, რომ საქართველოში არსებულ სისტემას არაფერი აქვს საერთო იმ მოდელთან რომელიც ჰოლანდიაში, და გერმანიაში არსებობს კონკურენტული რეგულირებადი სადაზღვევო მოდელის თვალსაზრისით. მეტსაც გეტყვით მას ამერიკულთანაც დიდი არაფერი აქვს საერთო, თუნდაც იმითაც, რომ ფარმაციას ჩართავ სადაზღვევო სქემებში, რაც აშშ-იც აკრძალულია.

ანუ არ არის რეგულირების სქემები, რომელიც აწესრიგებს სადაზღვევო კომპანიების მიე გაწეულ საქმიანობას პაციენტთა უფლებების დაცვის, სამედიცინო მომსახურების ხარისხის და ა. შ. რაც საქართველოში არ არის. თუ რატომ არ არის ესეც მოგახსენეთ არაკომპეტენტურობის და არაპროფესიონალიზმის გამო... რეგულირება მოიცავს სტანდარტებს, რეიტინგულ კვლევას, მონიტორინგის სქემებს და ა. შ.

 

ჰესპას მოდელი გახლავთ ერთი მონოპოლური სისტემის მოდელი, რაც გერმანიამ, ჰოლანდიამ, შვეიცარიამ უარყვეს გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან და სწორედ იმ მოდელზსე გადავიდნენ რაც მოგახსენეთ. ჩვენი პროგრამაც ამ სისტემაზეა აგებული, ანუ ევროპულ მოდელზე. მონოპოლური მოდელი არ ითვალისწინებს პაციენტის უფკლებას აირჩიოს მათთვის სასურველი სადაზღვევო კომპანია, ჩვენი უმთავრესი მიზანი სწორედ ეს გახლავთ - პაციენტის უფლების დაცვა არჩევანის უფლების დაცვის მეშვეობით... გარდა ამისა კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართვა დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ხელს უწყობს მოუცველი მოსახლეობის ჩართვას სადაზღვევო სქემებში, მათთვის დამატებითი პაკეტების შეთავაზებას.

და რატომ თვლით რომ ჩვენი პროგრამა ამერიკულ მოდელზეა დაფუძნებული. ჩვენთვის ამოსავალია დღევანდელი გერმანული სადაზღვევო მოდელი და არა მონოპოლური სადაზღვევო მოდელი ერთი კომპანიის სახით. ანუ რეგულირებადი კონკურენტული მოდელი. ეს მოდელი ევროპაში დანერგეს და არა ამერიკაში, რაც წინა თემებში არაერთხელ მოგახსენეთ. ამერიკამაც შეცვალა სისტემა და გადაიხარა ევროპული გამოცდილებისაკენ.

ამერიკული ჯანაცვის სისტემით ნამდვილად არ ვარ მოხიბლული.

მოკლედ ჩვენი მოდელიც ევროპულ ფასეულობებზეა დაფუძნებული და არა ამერიკულზე, დააკვირდით ჩვენს პროგრამაში სადაზღვევო სისტემის სახელწოდებას - რეგულირებად კონკურენტული სადაზღვევო მოდელი, რომელიც ევროპაში დაინერგა და არა ამერიკაში

Edited by healthcare
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იტოგში რადგან კიდევ ერთხელ შემოვედი ამ თემაში და რადგან თემის ავტორისგან ჩემს მიერ დასმულ საკითხზე პასუხი ვერ დავინახე მაშვინ ვიტყვი რომა ალიანსის პროგრამების ფასი იმაზე ნაკლებია რაც ის ქაღალდი ღირს რომელზეც იბეჭდება ..

 

ამერიკული მოდელი არა შვანცკი ბლიად .. თქვენ ხომ არ გძმარავთ ხალხო საერთოდ?

 

სახელმწიფო ხალხისთვის იქმნება და შესაბამისად ხალხს და ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ბიზნესის ან არა მხოლოდ ბიზნესის ..

 

ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემა მიმაჩნია საუკეთესოდ დღეს მსოფლიოში და თუ როდისმე საქართველოს ნორმალური ხელისუფლება ეღირსება აუცილებლად მოხდება ანალოგიური სისტემის იმპლემენტაცია ქვეყანაში..

 

ერთი პლუსი აქვს რა ალასანიას სასტავს, თუ ამას პლუსი ქვია - პროდასავლურობა..

 

დანარჩენში ბაბუ მართალია ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბაბუ მართალია, ანუ რა თქვენ და რა ნაცმოს სასტავი ..

 

ჯერ იმ ონოფრიშვილმა თანაფორუმელს სიტყვა ვიღაცა როგორ აკადრა ტო?

 

ადამიანების პატივისცემა ისწავლეთ და მერე თხოვეთ ამ ადამიანებს არჩევნებში მხარდაჭერა ..

 

საერთოდ აღარ გამოყოთ ფეხი ამ ალიანსელებმა თორე ჩაგრეცხავთ ჩემი კაი ტო!

 

 

 

თან დაუნდობლად! http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იტოგში რადგან კიდევ ერთხელ შემოვედი ამ თემაში და რადგან თემის ავტორისგან ჩემს მიერ დასმულ საკითხზე პასუხი ვერ დავინახე მაშვინ ვიტყვი რომა ალიანსის პროგრამების ფაზი იმაზე ნაკლებია რაც ის ქაღალდი ღირს რომელზეც იბეჭდება ..

 

ამერიკული მოდელი არა შვანცკი ბლიად .. თქვენ ხომ არ გძმარავთ ხალხო საერთოდ?

 

სახელმწიფო ხალხისთვის იქმნება და შესაბამისად ხალხს და ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ბიზნესის ან არა მხოლოდ ბიზნესის ..

 

ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემა მიმაჩნია საუკეთესოდ დღეს მსოფლიოში და თუ როდისმე საქართველოს ნორმალური ხელისუფლება ეღირსება აუცილებლად მოხდება ანალოგიური სისტემის იმპლემენტაცია ქვეყანაში..

 

ერთი პლუსი აქვს რა ალასანიას სასტავს, თუ ამას პლუსი ქვია - პროდასავლურობა..

 

დანარჩენში ბაბუ მართალია ..

 

ამ კითხვაზე ვუპასუხე წინა პოსტში,

ისევ გიმეორებთ ჩვენი პროგრამა არ გახლავთ ამერიკული მოდელი. იგი გახლავთ გერმანული, ჰოლანდიური, შვეიცარიული სადაზღვევო სქემაზე დაფუძნებული, სადაც რეფორმები გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო და შემოიღეს კონკურენტული რეგულირებადი სადაზღვევო მოდელი. მისი პრინციპები ავხსენი და გადახედეთ.

ბრიტანული გირჩევნიათ თუ გერმანული, ჰოლანდიური და შვეიცარიული ეს უკვე მსოფლმხედველობაზეა დამოკიდებული. ბრიტანეთში დაზღვევა საერთოდ არ არსებობს. იქ ბევერიჯის სისტემაა, რომელიც თავის დროზე ჩერჩილმა შემოიღო საბჭოთა სემაშკოს მოდელით აღფრთოვანებულმა.

ჩვენი ხედვა უფრო გერმანულ, ჰოლანდიურ და შვეიცარიულ მოდელებზეა აქცენტირებული, ანუ ვიმეორებ ევროპულ სადაზღვევო სქემებზე.

Edited by healthcare
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბაბუ მართალია, ანუ რა თქვენ და რა ნაცმოს სასტავი ..

 

საერთოდ აღარ გამოყოთ ფეხი ამ ალიანსელებმა თორე ჩაგრეცხავთ ჩემი კაი ტო!

 

თან დაუნდობლად! http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

 

ბაბუ არაპროფესიონალია, წარმოიდგინეთ ეკონომისტიც არ გახლავთ! ბაბუ სწორიაო რომ ამბობთ, საკითხავია საიდან იქნება არაპროფესიონალის აზრი სწორი. მაგრამ ესეც გასაგებია თქვენ და თქვენნაირები სწორედ არაპროფესიონალების მიერ დაწერილ პროგრამებს ირჩევთ, თუ ირჩევთ საერთოდ.

 

თქვენი სიტყვებია - "თორე ჩაგრეცხავთ ჩემი კაი ტო!" - ესეც გასაგები ლოზუნგია და საიდანაც მოდის ისიც ცხადია. ნაცმოძრაობას აგინებთ და მეორე მხრივ მისი სიტყვებით და ლოზუნგებით აპელირებთ. თქვენთვის ისევე როგორც ნაცმოძრაობისათვის პროფესიონალების აზრი ჩასარეცხია და ბაბუსნაირი არაპროფესიონალების აზრი, რომელსაც ბისმარკის სიტყვის გარდა არაფერი ესმის მისი შინაარსი, ნამდვილად იქნება მისაღები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

 

ევროპაში, მცირე სხვაობების გარდსა,პრაქტიკულად ერთნაირი მოდელია, ყველა დასაქმებული დაზღვეულია, ხელფასის ნაწილი

მიდის ფონდში, დანარჩენებს (უმწეოებს,უმუშევრებს და ა,შ)აფინანსებს სახ-ფო, სოლიდარობის პრინციპით სერვისის სტანდარტი ყველასთვის ერთნაირია, ვისაც ზე-სტანდარტი უნდა ,კერძო სადაზღვეოშ ეზღვევა ,აქვს 5 ვარსკვლავიანი პალკატა,პირადი ექთნით და საუკეთესო პროფესორის ყურადღება,დანარჩენებს აქვთ კარგი და რაც მთავარია ხელმისაწვდომი სერვისი. სტანდარტულ პალატაში, პროფესორი სეიზლება თავალით ვერ ნახოთ,მაგრამ თქვენის ისტორია კონფერენციაზე მაინც გაირჩევა და მკურნალობა მაონც მაღალი დონისაა.

 

 

 

ვაა, რატომ არ აქუოთებს ჩემთან???

 

ევროპაში არ არის ერთნაირი მოდელი. უნდა იცოდეთ, რომ არსებობს ბევერიჯის და ბისმარკის მოდელები, რომელთა შორის ძირეული სხვაობაა. თვით ბისმარკის სოციალური დაზღვევის მოდელშიც სხვადასხვა განშტოებებია.

ჩვენი მოდელი ეფუძნება ევროპულ გამოცდილებას. დავწერე ზემოთ და კიდევ გიმეორებთ - ჩვენი მოდელის საფუძველია გერმანული, ჰოლანდიური, შვეიცარიული სადაზღვევო სისტემების გამოცდილება, სადაც დაინერგა კონკურენტული რეგულირებადი სადაზღვევო მოდელი.

ბრიტანული მოდელში საერთოდ არაა დაზღვევა, იგი ბევერიჯის სახელითაა ცნობილი.

კიდევ ერთხელ გიმეორებთ - ჩვენი პროგრამის ქვაკუთხედია უნივერსალური დაზღვევა, თბილისის მთელი მოსახლეობის მოცვა, სოლიდარობის პრინციპით რისკის გადანაწილება. გადახედეთ პროგრამას კარგად და წინა პოსტებს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ კითხვაზე ვუპასუხე წინა პოსტში,

ისევ გიმეორებთ ჩვენი პროგრამა არ გახლავთ ამერიკული მოდელი. იგი გახლავთ გერმანული, ჰოლანდიური, შვეიცარიული სადაზღვევო სქემაზე დაფუძნებული, სადაც რეფორმები გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო და შემოიღეს კონკურენტული რეგულირებადი სადაზღვევო მოდელი. მისი პრინციპები ავხსენი და გადახედეთ.

ბრიტანული გირჩევნიათ თუ გერმანული, ჰოლანდიური და შვეიცარიული ეს უკვე მსოფლმხედველობაზეა დამოკიდებული. ბრიტანეთში დაზღვევა საერთოდ არ არსებობს. იქ ბევერიჯის სისტემაა, რომელიც თავის დროზე ჩერჩილმა შემოიღო საბჭოთა სემაშკოს მოდელით აღფრთოვანებულმა.

ჩვენი ხედვა უფრო გერმანულ, ჰოლანდიურ და შვეიცარიულ მოდელებზეა აქცენტირებული, ანუ ვიმეორებ ევროპულ სადაზღვევო სქემებზე.

 

ასე ყველა იტყვის "იგი გახლავთ გერმანული, ჰოლანდიური, შვეიცარიული სადაზღვევო სქემაზე დაფუძნებული".

პროგრამის რეალობაში რომ დარწმუნდეს ადამიანი უნდა ნახოს ამ პროგრამის გაფართოვებული ვერსია, რომელიც თქვენ არ გაქვთ. არ გაქვთ იმის გამო რომ ეს პროგრამა არ არსებობს. გაქვთ მხოლოდ თეზისები. ის რომ თქვენ ჯანდაცვაზე რაღაც წარმოდგენა გაქვთ, არ ნიშნავს იმას, რომ ეს "პროგრამა" იმუშავებს.

დაგვიწერეთ რომელ უცხოელ ექსპერტებთან ერთად მუშაობდით ამ ე.წ. პროგრამაზე. ამის გადამოწმება არ იქნება ძნელი. დავიჯერო ინფორმაციამაც ვერ გაჟონა პრესაში ალაინს ექსპერტები ჰაყვს ჩამოყვანილიო?

იქეთ გადაუგზავნეთ მონაცემები?

მოკლედ ჩამოწერეთ. ძალიან საინტერესო იქნება ამ ექსპერტებთან გასაუბრება.

 

პირველ რიგში უნდა გესმოდეთ რა არის პარტიის საარჩევნო პროგრამა.

1. მოკლე თეზისები.

2 შემოკლებული ვერსია

3. ფართო ვერსია

 

პარტიას რომელსაც საარჩევნო პროგრამა აქვს, აქვს ეს სამივე ვერსია.

რაც თქვენ ვებ-გვერდებზე დევს ეს არის პარტიის პროგრამი სამი მიმართულება.

შეუძლებელია ცალკე რომელიმე მიმართულების განხორციელება, როდესაც არ არსებობს პარტიის მთლიანი პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს თბილისის ბიუჯეტს და იქედან გამომდინარე ყველა მიმართულების დაფინანსების წყაროს.

როგორ შეიძლება რომელიმე პარტიამ ამტკიცოს ის, რომ აქვს პროგრამა როდსაც ვებ-გვერდზე უდევს მხოლოდ სამი მიმართულების თეზისები.

 

ასე მახსოვს კონსერვატორებს ჰქონდათ "მეღვინეობის განვითარების პროგრამა". როგროც თქვენ არ გესმით ისე მაგათ არ ესმოდათ ის, რომ პროგამა შეიცავს ყველა მიმართულებას.

მოკლედ დილეტანტები ხართ.

 

ფორუმის ადმინისტრრაციამ საშუალება მოგცათა იმით რომ ბაბუ დაბლოკეს, ხო და მიდით მიაწექით.

სახვათაშორის წინა საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ფორუმ ჯეზე დაბლოკეს ეს ბაბუ ასე. :(

 

პ.ს. ისე თქვენს ადგილზე ოდნავ შერცხვებოდა კაცს. ამ თემაში თქვენ და თქვენი კოლეგა ამტკიცებდით პროგრამის გაფართოებული ვერსიის არსებობას, რომელიც შემდგომ ურყვეთ.

 

რამდენად ვიცი ტყული არა შეშვენის ადამიანს და თუ ამ ტყუილში ვინმე გამოგიჭერს, ბოდიში მაიც უნდა მოიხადოს.

რას უნდა ელოდოს ადამიანი იმათგან ვინც დასაწყისშივე იტყუბა?

Edited by bebo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

healthcare

 

 

ამონარიდი, თქვენს მიერ ხსენებული, ჯან.დაცვის საერთაშორისო ექსპერტის ლედი ფიჩემის ნაშრომიდან "HOW CAN PRIVATE HEALTH INSURANCE SERVE THE PUBLIC INTEREST?1

 

ციტატა" Unlike social insurance which is commonly viewed as promoting equity,

functioning in the general interest of society and leading to universal health

coverage, private insurance often conjures up visions of unequal access to

care for the poor, large segments of the population left uninsured and market

forces creating elitist health care for the rich. Experience indicates that

unregulated or poorly designed private insurance systems can indeed

exacerbate inequalities, provide coverage only for the young and healthy, and

lead to cost escalation."

 

http://www.searo.who.int/LinkFiles/Social_...surance_an8.pdf

 

 

 

ზუსტად ის რაც მოხდა საქართველოში, კიდევ ერთი არგუმენტი "სეყოველთაო დაზღვევის" სასარგებლოთ.

 

ჩვენს პროგრამაში გარკვევით და ხაზგასმით წერია თბილისის მთელი მოსახლეობის მოცვა საყოველთაო დაზღვევის სახით - ანუ უნივერსალური მოცვა, უნივერსალური მინიმალური სადაზღვევო პაკეტი და არა ფრაგმენტიზირებული დაზღვევა, სადაც მოსახლეობის მხოლოდ გარკვეულ კატეგორიას აქვს დაზღვევა ხოლო დანარჩენს ელემენტარული პირველადი ჯანდაცის სისტემის ხელმისაწვდომობაც არ გააჩნია. ამას ქვია რესურსების არაადექვატური განაწილება, რაც საქართველოში არაპროფესიონალების მიერ შემუშავებული სქემაა. მარტო ამისათვის უნდა რცხვენოდეთ ჯანდაცვის სამინისტროს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასე ყველა იტყვის "იგი გახლავთ გერმანული, ჰოლანდიური, შვეიცარიული სადაზღვევო სქემაზე დაფუძნებული".

პროგრამის რეალობაში რომ დარწმუნდეს ადამიანი უნდა ნახოს ამ პროგრამის გაფართოვებული ვერსია, რომელიც თქვენ არ გაქვთ. არ გაქვთ იმის გამო რომ ეს პროგრამა არ არსებობს. გაქვთ მხოლოდ თეზისები. ის რომ თქვენ ჯანდაცვაზე რაღაც წარმოდგენა გაქვთ, არ ნიშნავს იმას, რომ ეს "პროგრამა" იმუშავებს.

დაგვიწერეთ რომელ უცხოელ ექსპერტებთან ერთად მუშაობდით ამ ე.წ. პროგრამაზე. ამის გადამოწმება არ იქნება ძნელი. დავიჯერო ინფორმაციამაც ვერ გაჟონა პრესაში ალაინს ექსპერტები ჰაყვს ჩამოყვანილიო?

იქეთ გადაუგზავნეთ მონაცემები?

მოკლედ ჩამოწერეთ. ძალიან საინტერესო იქნება ამ ექსპერტებთან გასაუბრება.

 

პირველ რიგში უნდა გესმოდეთ რა არის პარტიის საარჩევნო პროგრამა.

1. მოკლე თეზისები.

2 შემოკლებული ვერსია

3. ფართო ვერსია

 

პარტიას რომელსაც საარჩევნო პროგრამა აქვს, აქვს ეს სამივე ვერსია.

რაც თქვენ ვებ-გვერდებზე დევს ეს არის პარტიის პროგრამი სამი მიმართულება.

შეუძლებელია ცალკე რომელიმე მიმართულების განხორციელება, როდესაც არ არსებობს პარტიის მთლიანი პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს თბილისის ბიუჯეტს და იქედან გამომდინარე ყველა მიმართულების დაფინანსების წყაროს.

როგორ შეიძლება რომელიმე პარტიამ ამტკიცოს ის, რომ აქვს პროგრამა როდსაც ვებ-გვერდზე უდევს მხოლოდ სამი მიმართულების თეზისები.

 

ასე მახსოვს კონსერვატორებს ჰქონდათ "მეღვინეობის განვითარების პროგრამა". როგროც თქვენ არ გესმით ისე მაგათ არ ესმოდათ ის, რომ პროგამა შეიცავს ყველა მიმართულებას.

მოკლედ დილეტანტები ხართ.

 

ფორუმის ადმინისტრრაციამ საშუალება მოგცათა იმით რომ ბაბუ დაბლოკეს, ხო და მიდით მიაწექით.

სახვათაშორის წინა საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ფორუმ ჯეზე დაბლოკეს ეს ბაბუ ასე. :(

 

პ.ს. ისე თქვენს ადგილზე ოდნავ შერცხვებოდა კაცს. ამ თემაში თქვენ და თქვენი კოლეგა ამტკიცებდით პროგრამის გაფართოებული ვერსიის არსებობას, რომელიც შემდგომ ურყვეთ.

 

რამდენად ვიცი ტყული არა შეშვენის ადამიანს და თუ ამ ტყუილში ვინმე გამოგიჭერს, ბოდიში მაიც უნდა მოიხადოს.

რას უნდა ელოდოს ადამიანი იმათგან ვინც დასაწყისშივე იტყუბა?

 

ბატონო ბებო

საარჩენვო პროგრამა დევს იმ სახით რაც მიღებული და აპრობირებულია მთელ მსოფლიოში, თანაც ცალ-ცალკე ყველა დარგის მიხედვით. ამაზე კამათს მეტს აღარ გავაგრძელებ.

ჩემი პოსტებიდან არ ჩანს რომ დილეტანტი ვარ. საკმაოდ დიდი ხარისხი მაქვს და ესეც მოგახსენეთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო ბებო

საარჩენვო პროგრამა დევს იმ სახით რაც მიღებული და აპრობირებულია მთელ მსოფლიოში, თანაც ცალ-ცალკე ყველა დარგის მიხედვით. ამაზე კამათს მეტს აღარ გავაგრძელებ.

ჩემი პოსტებიდან არ ჩანს რომ დილეტანტი ვარ. საკმაოდ დიდი ხარისხი მაქვს და ესეც მოგახსენეთ.

ეს რომ დაგიჯეროთ იმ შემთხვევაში სამი დარგია ბოლო-ბოლო.

ეს არის მთელი პროგრამის შინაარსი?

ალასანიას საარჩევნო პროგრამა მხოლოდ სამი დარგისგან შედგება? არ გეცინებოდათ ამას რომ სწერდით. :D

 

პ.ს. ის ედვარდის ყოფილი მინისტრი ჩემზე იძახდა უცოდინარს :(

 

ადამიანო, რამდენი დარგი შეიძლება ყოფილიყო საარცევნო პროგრამაში თუ დაფიქრებულხარ.

 

ხო იმ სამი დარგიდან დაფინანსება მხოლოდ ერთზე გაქვთ მოცემული.

ეს შემთხვევითია თუ???????????????????

Edited by bebo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს რომ დაგიჯეროთ იმ შემთხვევაში სამი დარგია ბოლო-ბოლო.

ეს არის მთელი პროგრამის შინაარსი.

ალასანიას საარჩევნო პროგრამა მხოლოდ სამი დარგისგან შედგება? არ გეცინებოდათ ამას რომ სწერდით.

 

კიდევ ერთხელ გიხსნით, რომ მხედველობაში მაქვს ჯანდაცვის პროგრამა და მხოლოდ ჯანდაცვის პროგრამაზე ისაუბრეთ ამ თემაში.

 

ჯობია ისიც აღნიშნოთ, რომ სხვას საერთოდ არ აქვს პროგრამა, სახელისუფლებო კანდიდატის ჩათვლით.

Edited by healthcare
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...