Jump to content
Planeta.Ge

ალასანიას ჯანდაცვის პროგრამა


Recommended Posts

healthcare

მ დროს პირიქით, ჯანდაცვის ეკონომისტების რჩევაა, რომ დაბალშემოსავლიან ქვეყნებში უფრო ეფექტურია კერძო დაზღვევის კომპანიების ჩართვა სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში

 

 

ვინ ეკონომისტების?, სტატია,წიგნი თუ შეიძლება (ავტორი წელი), როცა პრაქტიკული საქმიანობიდან დრო მრჩება, ვსწვლობ ევროპის და ამერიკის გამოცდილებას, კერძო დაზღვევის ძალიან დიდმა ქსელმა ამერიკაში შექმნა ის,რომ უძვირესი გახდა მკურნალობა ამერიკაში , მაგრამ აარაეფექტური, ძალიან ჩამორჩნენ ევროპას ,სადაც უმეტესწილად სახ. დაზღვევა მუშაობს, ბოლო საუკეთესო მაგალითი ესტონეთი.

 

ნახეთ რა ჯდება, ბრმა ნაწლავის ამოჭრა ამერიკაში

http://www.surgerycosts.net/price.php?medical=appendectomy

 

რას წერენ ამერიკულ ჯანდაცვაზე

http://en.wikipedia.org/wiki/Health_care_i...e_United_States

 

 

 

 

წაიკითხეთ ალბათ ბოლო HiT -ი ესტონეთის, პროგრესი სახეზეა.

 

მე რაც წავიკითხე,მათ შორის ჯოზეფ კუტცინის სტატიები, აღმ.ევროპაში ყველგან წინსვლაა, ყველგან განხორციელდა ერთნაირი რეფორმა.

 

კერძო ჯანდაცვა არის დანამატი, ანუ ვისაც აქს ფული იხდის ლუქს პალატაში და პროფესორში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 311
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

healthcare

 

 

კიდევ ერთხელ გადავიკითხე პროგრამა, ბევრი რამ ძალიან სწორად არის დაწერილი, განსაკუთრებით პრობლემების ნაწილში,მაგრამ

გადაწყვეტილებების ნაწილში, ბევრ რამეს ვერ დავეთანხმები, მუნიციპალური სააფთიაქო ქსელის შექმნა არასწორი მიმართულებაა, ამის მაგივრად უნდა შეიქმნას სსიპ "ჯანმრთელი თბილის" (ქოპირაითი ჩემია :) ), რომელიც წინსწარ შჱთანხმებულ ფასებში თანადააფინანსებს წამლებს, სქემა არის მარტივი, ეს უწყება ბეჭდავს სპეც. რეცეპტებს (მკაცრი აღრიცხვის) ექიმები უწერენ წამლებს შერჩეულ კონტონგეტს, პაციენტი მიდის აფთიაქში (ვისთანაც ფასები შეთნხმებულია) იხდის რაღაც ნაწილს, აფთიაქი რეცეპტებს აგროვებს , წარუდგენს "ჯანმრთელ თბილის"-ს ასანაზღაურებლად. მორჩა. ექიმი,რომელიც "ლევ" რეცეპტს გამოწერს,სამუდამოდ კარგავს კონტრაქტს.

 

 

იგივეა პროვაიდერებთან ურთიერთობაც, კერძო სადაზღვეოები სრულიად ზედმეტი რგოლია, მასე გააკეთა ბენდუქამ და შედეგად,

 

130 მილიონი ლარი წავიდა ე.წ. "ადმინსტრაციულ და აკვიზიციის ხარჯებში"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

healthcare

მ დროს პირიქით, ჯანდაცვის ეკონომისტების რჩევაა, რომ დაბალშემოსავლიან ქვეყნებში უფრო ეფექტურია კერძო დაზღვევის კომპანიების ჩართვა სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში

 

 

ვინ ეკონომისტების?, სტატია,წიგნი თუ შეიძლება (ავტორი წელი), როცა პრაქტიკული საქმიანობიდან დრო მრჩება, ვსწვლობ ევროპის და ამერიკის გამოცდილებას, კერძო დაზღვევის ძალიან დიდმა ქსელმა ამერიკაში შექმნა ის,რომ უძვირესი გახდა მკურნალობა ამერიკაში , მაგრამ აარაეფექტური, ძალიან ჩამორჩნენ ევროპას ,სადაც უმეტესწილად სახ. დაზღვევა მუშაობს, ბოლო საუკეთესო მაგალითი ესტონეთი.

 

ნახეთ რა ჯდება, ბრმა ნაწლავის ამოჭრა ამერიკაში

http://www.surgerycosts.net/price.php?medical=appendectomy

 

რას წერენ ამერიკულ ჯანდაცვაზე

http://en.wikipedia.org/wiki/Health_care_i...e_United_States

 

წაიკითხეთ ალბათ ბოლო HiT -ი ესტონეთის, პროგრესი სახეზეა.

 

მე რაც წავიკითხე,მათ შორის ჯოზეფ კუტცინის სტატიები, აღმ.ევროპაში ყველგან წინსვლაა, ყველგან განხორციელდა ერთნაირი რეფორმა.

 

კერძო ჯანდაცვა არის დანამატი, ანუ ვისაც აქს ფული იხდის ლუქს პალატაში და პროფესორში.

 

ვერ დაგეთანხმებით, ევროპაში ბოლო 10 წელია დაიწყო კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართვა სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში - ჰოლანდია, გერმანია, შვეიცარია... 90-იანი წლებიდან დაიწყო ჰოლანდიაში. ვან დე ვანის და ალან ეინთჰოვენის რეფორმები - კონკურენტული სადაზღვევო მოდელი. მისი არსი იმაშია, რომ ბენეფიციარს მისცენ არჩევანის უფლება, გარდა ამისა კონკურენცია განაპირობებს ხარისხის ზრდას, პაკეტის ღირებულების შემცირებას და ა. შ. ასე რომ კერძო დაზღვევის მნიშვნელობა არ უნდა გავაიგივოთ მხოლოდ აშშ ჯანდაცვასთან. უმნიშვნელოვანესია მათი რეგულირება, რომელიც ცალკე დიდი თემაა და რასაც საქართველოში არანაირი ყურადღება არ ექცევა, ვფიქრობ ამის მიზეზია საქართველოში გამეფებული არაპროფესიონალიზმი....

 

კვლევები ამტკიცებენ რომ 39 ქვეყნიდან, სადაც კერძო დაზღვევა ჯანდაცვაზე მთლიანი ხარჯების 5 %-ს აღემატება, 47 % დაბალი ან საშუალოზე დაბალშემოსავლიანი ქვეყნებია (Johannes Jütting and Denis Drechsler, Development Centre, OECD, Paris)

 

დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისათვის კერძო დაზღვევის ჩართვა უპირატესია შემდეგი გარემოებების გამო:

 

სახელმწიფო დაზღვევის კომპანია საჭიროებს დიდ ინვესტიციებს სახელმწიფოს მხრიდან (ინფრასტრუქტურის შენახვა ...)

დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ჯანმრთელობის კერძო დაზღვევა შესაძლებელია წარმოადგენდეს რისკის გაერთიანების დამატებით ფორმას

იზრდება სისტემის გამჭვირვალობა, მეტი არჩევანის შესაძლებლობა

მოსახლეობის უმრავლესობა ჯიბიდან გადასახადს იხდის, კერძო დაზღვევა საშუალებას იძლევა სადაზღვევო შენატანები გადაიხადონ წინასწარი გადახდის გეგმებში, რითაც იზრდება მათი ფინანსური დაცვა.

ხაზინაში გადასახადებით შემოსული შემოსავლები მცირე მოცულობისაა

დიდი მოცულობის არალეგალური სექტორი

სახელმწიფო პროგრამების მიმართ უკმაყოფილება

ბაზრის ლიბერალიზაცია

ეკონომიკის ზრდის გამო მომხმარებლის მოთხოვნის გაზრდა სერვისების მოცულობისა და მრავალფეროვნების მიმართ.

 

ამათგან უმთავრესია კონკურენტული გარემოს შექმნა და ბენეფიციარის არჩევანის უფლება, წინასწარი გადახდის სქემებში მათი დაზღვევა.

 

წყაროები:

 

Neelam Sekhri, Private Health Insurance, Developing Markets, 2005

Mark V. Pauly, Peter Zweifel, Richard M. Scheffler, Alexander S. Preker, and Mark Bassett, Private Health Insurance In Developing Countries, HEALTH A F FA I R S ~ Vo l u m e 2 5 , Nu m b e r 2

A.S. Preker, R. Scheffler, andM. Bassett, eds., FriendNot Foe: PrivateHealth Insurance in Development(Washington:

World Bank, forthcoming).

Peter Zweifel, PRIVATE VOLUNTARY HEALTH INSURANCE IN DEVELOPING COUNTRIES, July 2004

Private Voluntary Health Insurance in Low-Income Countries, World Bank Conference of Private Voluntary Health Insurance in Low-Income Countries

Edited by healthcare
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

healthcare

 

აქ ხომ არ ათენებ და აღამებ დზმა? :)

 

ცოტა დაისვენე, ბაბუს ძინავს :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

healthcare

 

აქ ხომ არ ათენებ და აღამებ დზმა? :)

 

ცოტა დაისვენე, ბაბუს ძინავს :(

 

ბაბუსთვის არ დამიწერია ეს პასუხი. კითხვა დასვა წევრმა და ვუპასუხე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

healthcare

ბაბუსთვის არ დამიწერია ეს პასუხი. კითხვა დასვა წევრმა და ვუპასუხე.

ოკ. კინაღამ ვიფიქრე ბაბუმ იზმენა აკიდა ამ ახალ ალიანსელ უზერს და ჯამრთელობას გაუფრთხილდი თქვა მინდოდა მეთქვა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე რადგან ამ თემაშI ვპოსტამ ბრიტანეთის NHS-ზე რას იტყვით? არ გამოვა მასეთი ან სადღაც დაახლოებით მასეთი პონტი საქართველოში?

 

ანუ სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა ყველა მოქალაქეზე სადღაც დაახოებით ხელფასის 12-18%-ის მიდამოებში რომ გაკეთდეს და სამაგიეროდ სამედიცინო მომსახურეობა იყოს პირობითად უფასო?

 

განისაზღვროს მინიმალური ხელფასი და სახელმწიფომ გადაიხადოს ყველა უმუშევარის სამედიცინო დაზღვევა მინიმალური ხელფასის ოდენობიდან გამომდინარე?

 

რათქმაუნდა კერძო სამედიცინო მომსახურეობის მაქსიმალური წახალისების პირობებში ვსაუბრობ ამ ყველაფერზე და მაქსიმალურად მკაცრი მოთხოვნების კიდო.. სამედიცინო დაწესებულებები დღევანდელის მსგავსად, მუნიციპალური საპირფარეშოების პირობებში და მდგომარეობაში რომ არ ახდენდნენ საზოგადოების მომსახურებობას ..

 

მამენტ ცუდი ჰაზრი არ უნდა იყოს.. გადასახადი რათქმაუნდა მაღალია თითქოს, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ ნორმალური სახელმწიფო გვინდა და გვინდა სოციალური სამართლიანობა, ამ გულავის ფული ვიღაცამ უნდა გადაიხადოს და ეს ვიღაცა გული მიგრძნობს ისევ ხალხი იქნება, ნუ მინიმუმ მანამდე ვიდრე უცხოპლანეტელები დაიწყებენ ჩვენ დაფინანსებას. ანუ მოქალაქეებს ასეც მოუწევთ და ისეც ხელფასებიდან სულ ცოტა 25-35%-ის სხვადასხვა სახის გადასახადის სახით გადახდა, იქნება ეს დაზღვევა, საშემოსავლო თუ სხვა..

 

ხოდა იფიქრეთ, განიხილეთ და მომახსენეთ მოკლედ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კიდევ ერთი ჰაზრი მოკლედ ..

 

რას ფიქრობთ კერძო სტომატოლოგიურ კლინიკებს რომ გაუფორმოს კონტრაქტები სახელმწიფომ, გნებავთ თბილისმა და მოქალაქეებს ყოველ 6 თვეში ერთხელ უფასო სოტმატოლოგიური მომსახურეობა ქონდეთ?

 

რამდენადაც ვიცი მძიმე მდგომარეობაში ჩაყენებული პირის ღრუ საკმაოდ ბევრი გართულებების მიზეზი შეიძლება გახდეს ჯამრთელობის ჰამბავში და იქნებ ღირდეს სახემწიფოს ხარჯზე ასეთი პრაქტიკის დანერგვა? სახელმწიფოს ხარჯზე რა მამენტ, საბოლოო ჯამში იმ დაზღვევის პონტიდან გაიცემა თანხები ამ ყველაფერზე.. მოსახლეობის სიმცირისა და სამედიცინო მომსახურეობის სიძვირის გამო რათქმაუნდა ქართული NHS-ი ვინუჟდენი სუფსიდიებზე იჯდება, მაგრამ თუ ისევ და ისევ სოციალურ სახელმწიფოზე ვსაუბრობთ მაშვინ ვგონებ, რომა ჯანდაცვაზე საბიუჯეტო მაყუითების ხარჯვა კეთილშობილური საქმეა და ამნები..

 

ბოლო ბოლო საბოლოო ჯამში ასე 20-30 წლის შემდეგ უკუგებაც იქნება, რადგან გაცილებით ჯამრთელი თაობები გაიზრდება ვიდრე დღევანდელი და შესაბამისად ჯანდაცვის სისტემაზე შედარებით ნაკლები იქნება დაწოლა..

 

ესეც განიხილეთ..

 

თუ ამ თემაში შემოვბოდიალდი როგორმე შეიძლება სხვა ჰაზრებიც მოგაწოდოთ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

healthcare

ევროპაში ბოლო 10 წელია დაიწყო კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართვა სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში - ჰოლანდია, გერმანია, შვეიცარია...

 

 

გერმანიის მოსახლეობა ,ჯერ კიდევ ოტტო ფონ ბისმარკის კანცლერობის დროიდან არის მოცული, სავალდებულო უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამით, (http://en.wikipedia.org/wiki/Health_in_Germany) , კერძო სადაზღ. პაკეტები არის მდიდრებისათვის ,ნებაყოფლობითი და მხოლოდ ავსებს, სავალდებულო დაზღვევას. მგონი საკამათო არ არის,რომ გერმანიის ჯანდაცვა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.

 

 

 

სახელმწიფო დაზღვევის კომპანია საჭიროებს დიდ ინვესტიციებს სახელმწიფოს მხრიდან (ინფრასტრუქტურის შენახვა ...)

 

ბოლო სამ წელიწადში,საქართველოს მთავრობამ, კერძო სადაზღვეობს "აჩუქა" 140 000 000 ლარამდე თანხა ბიუჯეტიდან, რომელიც

უბრალოდ დაილექა ამ "კერძო" სადზღვეობი დამფუძნებელთა ჯიბეებში, არავითარი ეფექტი, მედიცინის განვითარება ამას არ მოყოლია, სამაგიეროდ გალამაზდა სადაზღვეო კომპანიებბის ოფისები. მე გეტყვით, ადმინისტრაციის და პერსონალის ხელაფსი + სხვა ხარჯი სახელმწიფო ჯანდაცვი კომპანიაში იქნება არა უმეტეს 3 000 000 ლარისა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

ყველა ის პროგრამა,რომელსაც ანხორციელებს HESPA (hespa.gov.ge) პირდაპირ და უშუალოდ პროვაიდერ კლინიკებთან ხელ-ის საფუძველზე (60-ზე ზევით ურგენტული, ონკო.პაციენტები ურგენტული, პედიატრიული ურგენტული) მუშაობს მწყობრად ,ყველა კმაყოფილია. ხოლო უმწეოთა პროგრამა, სადაც კერძო სადაზღვეოა შუამავალი, სახელმწიფოსა და პაციენტს შორის ,არ მუშაობს, პაციენტს უშვებენ ყველაზე იაფფასიან ექიმთან და ყველაზე იაფფასიან კლინიკაში,არავითარი არჩევანი მათ არ აქვთ,ძალიან ბევრმა არც კი იციან,რომ სახელმწიფო მათ ჯანდაცვაში თვეში 15 ლარს უხდის კერძო სადზღვეოებს და ასეთი 900 000 ადამიანია საქართველოში.

 

პოლონეთმა შექმან გემანული მოდელი 1998-ში,რომელიც ცოტა შეცვალეს 2004-ში და დღეს ძალიან კარგი შედეგები აქვთ.

 

ესტონეთზე უკვე მოგახსენეთ. იგივე გააკEტმა ჩეხეთმა და ბულგარეთმა.

 

 

"იზრდება სისტემის გამჭვირვალობა, მეტი არჩევანის შესაძლებლობა"

 

 

სისტემის გამჭვირვალეობა დამოკიდებულია რეგულაციებზე, აბა თქვენ მითხარით, თქვენ იცით რამდენი დახარჯა "არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ" დაზღვეულთა მკურნალობაზრე და რამდენი ავტომობილების შეძენაზე (სახ. პოგრამებიდან, პოლიციის დაზღვევიდან) იცით? არ იცით და არც არავინ გეტყვით, კომერციული საიდუმლოებააო გეტყვიან, სახელმწიფო სააგენტო კი ვალდებულია ყოველწლიური ანგარიში პე-დეფ ფაილში დადოს საიტზე.

 

 

"ხაზინაში გადასახადებით შემოსული შემოსავლები მცირე მოცულობისაა"

 

 

ამაში გეთანხმებით, მაგრამ მაშინ სანამ არ გავმდიდრდებით არ ვიზრუნოთ ჯანდაცვაზე.

 

 

 

მე,მაინც ვფიქრობ,რომ თქვენ განათლება აშშ-ში მიიღეთ და მოხიბლული ხართ იქაური სისტემით,გარდა ამისა ყველა მრჩეველი ამერიკელია, რომელიც იგივეს აწვება და ამ დროს 15 მილიონი ამერიკელი საერთოდ დაუზღვეველია და ყოველწლიურად 100 000 ადამიანი კვდება მხოლოდ იმიტომ,რომ ფული არ აქვს მკურნალობისათვის.

 

საქართველოს სინამდვილეში, ევროპული, სოციალურ სოლიდარობაზე დამყარებული, სტანდარტიზებული ჯანდაცვა ჯობია,Compulsory social health insurance (SHI), ამერიკულ ნებაყოფლობით სქემებს.

თუ გაქვთ საწინააღმდეგო არგუმენტები გისმენთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

asds

ისე რადგან ამ თემაშI ვპოსტამ ბრიტანეთის NHS-ზე რას იტყვით? არ გამოვა მასეთი ან სადღაც დაახლოებით მასეთი პონტი საქართველოში?

 

ანუ სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა ყველა მოქალაქეზე სადღაც დაახოებით ხელფასის 12-18%-ის მიდამოებში რომ გაკეთდეს და სამაგიეროდ სამედიცინო მომსახურეობა იყოს პირობითად უფასო?

 

 

 

მეც,სწორედ ეგეთ კონცეფციზე ვაგიტირებ აქ, მაგრამ თემის ავტორმა დაიჯინა,ამერიკა,კერძო სადზღვევო და თავისუფალი ბაზარიო, კი ბატონო , ესთეტიკურ მედიცინაში იყოს,მაგრამ არა ფუნდამენტალურ საკითხებში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იგივეა ესპანეთშიც.

 

მომსახურების პაკეტი აბსოლუტურად იდენტურია დასაქმებულთათვის (ანუ ვინც ფულს იხდის დაზღვევაში) და უმწეოთათვისაც (ფულს იხდის სახელმწიფო). ეს მომსახურების პაკეტი მოიცავს ნებისმიერ გამოკვლევას და მკურნალობას გარდა ესთეტიური მედიცინისა, მათ შორის ფასდაკლება (ჩემი ვარაუდით სადღაც 90%-მდე იმიტომ რომ არც ერთ წამალში 3-4 ევროზე მეტი არ გადამიხდია ჯერ) ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტებზე. ერთადერთი ნაკლი ესპანური ჯანდაცვისა ისაა, რომ ექიმები ჰყავთ ცოტა. სასწრაფოდ თუ არ გჭირდება ექიმი, ვიზიტი შეიძლება 3 თვის დაგვიანებითაც კი დაგინიშნონ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

იგივეა ესპანეთშიც.

 

მომსახურების პაკეტი აბსოლუტურად იდენტურია დასაქმებულთათვის (ანუ ვინც ფულს იხდის დაზღვევაში) და უმწეოთათვისაც (ფულს იხდის სახელმწიფო). ეს მომსახურების პაკეტი მოიცავს ნებისმიერ გამოკვლევას და მკურნალობას გარდა ესთეტიური მედიცინისა, მათ შორის ფასდაკლება (ჩემი ვარაუდით სადღაც 90%-მდე იმიტომ რომ არც ერთ წამალში 3-4 ევროზე მეტი არ გადამიხდია ჯერ) ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტებზე. ერთადერთი ნაკლი ესპანური ჯანდაცვისა ისაა, რომ ექიმები ჰყავთ ცოტა. სასწრაფოდ თუ არ გჭირდება ექიმი, ვიზიტი შეიძლება 3 თვის დაგვიანებითაც კი დაგინიშნონ.

 

 

 

ევროპაში, მცირე სხვაობების გარდსა,პრაქტიკულად ერთნაირი მოდელია, ყველა დასაქმებული დაზღვეულია, ხელფასის ნაწილი

მიდის ფონდში, დანარჩენებს (უმწეოებს,უმუშევრებს და ა,შ)აფინანსებს სახ-ფო, სოლიდარობის პრინციპით სერვისის სტანდარტი ყველასთვის ერთნაირია, ვისაც ზე-სტანდარტი უნდა ,კერძო სადაზღვეოშ ეზღვევა ,აქვს 5 ვარსკვლავიანი პალკატა,პირადი ექთნით და საუკეთესო პროფესორის ყურადღება,დანარჩენებს აქვთ კარგი და რაც მთავარია ხელმისაწვდომი სერვისი. სტანდარტულ პალატაში, პროფესორი სეიზლება თავალით ვერ ნახოთ,მაგრამ თქვენის ისტორია კონფერენციაზე მაინც გაირჩევა და მკურნალობა მაონც მაღალი დონისაა.

 

 

 

ვაა, რატომ არ აქუოთებს ჩემთან???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

რა აზრი აქვს ალასანიას პროგრამის გაცნობას?

 

 

 

 

პროგრამის განხილვას,ყოველთვის აქვს აზრი,კამათში იბადება ჭეშმარიტება :(

 

აი, სადღეგრძელოებზე მსჯელობა, კი მართალაც უაზრობაა, ან ეთანხმები და სვავ განსხვავებულით ან არა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

healthcare

 

 

ამონარიდი, თქვენს მიერ ხსენებული, ჯან.დაცვის საერთაშორისო ექსპერტის ლედი ფიჩემის ნაშრომიდან "HOW CAN PRIVATE HEALTH INSURANCE SERVE THE PUBLIC INTEREST?1

 

ციტატა" Unlike social insurance which is commonly viewed as promoting equity,

functioning in the general interest of society and leading to universal health

coverage, private insurance often conjures up visions of unequal access to

care for the poor, large segments of the population left uninsured and market

forces creating elitist health care for the rich. Experience indicates that

unregulated or poorly designed private insurance systems can indeed

exacerbate inequalities, provide coverage only for the young and healthy, and

lead to cost escalation."

 

http://www.searo.who.int/LinkFiles/Social_...surance_an8.pdf

 

 

 

ზუსტად ის რაც მოხდა საქართველოში, კიდევ ერთი არგუმენტი "სეყოველთაო დაზღვევის" სასარგებლოთ.

Edited by prologic
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...