Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

laci

არ გახსოვს რა ცუდი დრო იყო მაშინ?

 

მე ახლანდელ დროზე ვთქვი. ვინც მაშინ ეს ჩაიდინა, ერთი მაინც თუ გახდა შურისმაძიებელის მსხვერპლი.

გუშინდელი დღესავით მახსოვს ყველაფერი.

Edited by mtidan
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

შურისმაძიებლის ობიექტი კი არა ,ყველა კარგად გრძნობს თავს..

არავის არ მოუკითხია...

ზუსტად მაგ დაუსჯელობამ მიგვიყვანა ამ სიტუაციამდე, ეხლა რაც ხდება ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზუსტად მაგ დაუსჯელობამ მიგვიყვანა ამ სიტუაციამდე, ეხლა რაც ხდება .

 

100%

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნატოს სიცრუის ნიაღვარი

 

ფრანგი ჟურნალისტი და ანალიტიკოსი ტიერი მეისანი, რომელიც აშშ-ში პერსონა ნონ გრატად მას შემდეგ იქცა, რაც გახმაურებული წიგნი «სასწაულებრივი სიცრუე» გამოაქვეყნა. წიგნში მოთხრობილია, რომ 9/11-ის აშშ ტყუპი ცათამბჯენების განადგურების მიზეზი შიდა შეთქმულება იყო და არა გარე თავდასხმა.

«რვა თვის განმავლობაში დასავლეთის მმართველთა და სახელმწიფო საცნობარო საშუალებების ზოგიერთი წარმომადგენელი სირიაში ომის გაჩაღებას ცდილობს,» _ წერს მეისანი «Egalite Reconciliation»-ის ფურცლებზე.

უკიდურესად მძიმე ბრალდებები, რომლებსაც ისინი ბაშარ ასადის წინააღმდეგ აყენებენ, მიზნად ისახავს მათ დაშინებას, ვინც ეჭვქვეშ აყენებს მის წამოწყების საფუძვლიანობას. ზოგიერთი ჟურნალისტი გაემგზავრა სირიაში ადგილზე გადასამოწმებლად და საშუალება ჰქონდა, თავად შეეფასებინა ნატოს ცრუპენტელობის მასშტაბები.

ტიერი მეისანი მასმედიაში გაჩაღებული ომის შესახებ წერს:

1999 წელს კოსოვოში ომის დროს ყოველდღიურად ვაქვეყნებდით ნატოს საცნობარო შეკრებების მოკლე შინაარსს და შემოკლებულ ცნობებს მეზობელი ქვეყნების ჟურნალისტთა წერილებიდან. დროთა განმავლობაში ნატოსა და ადგილობრივი ჟურნალისტების შეფასებები იმდენად დაშორდა ერთმანეთს, რომ მათ უკვე საერთო აღარაფერი ჰქონდათ. საბოლოო ჯამში საუბარი იყო ორ სხვადასხვა შეფასებაზე. ჩვენ არ გვქონდა საშუალება, გაგვერკვია, რომელი მათგანი ცრუობდა და იყო თუ არა სიმართლე რომელიმე წყაროს მიერ მოწოდებულ ცნობებში. მიუხედავად ამისა, ორივე წყაროს გამოქვეყნება სამი თვის მანძილზე განვაგრძეთ. როდესაც ცნობების გადამოწმების საშუალება მოგვეცა, ჩვენი ჟურნალისტები მოვლენათა ადგილზე გაემგზავრნენ, გაირკვა, რომ ნატოს ცნობები სიცრუე იყო, ადგილობრივი ჟურნალისტებისა კი _ სრული სიმართლე.

გაირკვა, რომ სავსებით შესაძლებელია ყველა დასავლელი ჟურნალისტის გასულელება და მათგან სიმართლის დამალვა მათთვის ზღაპრების მოყოლითა და იმ პირობით, რომ თხრობა იქნება უწყვეტი და მძაფრი განცდების გამომწვევი. მაშინ არ შემეძლო სერბეთში გამგზავრება და მდგომარეობის ადგილზე ასახვა, სამაგიეროდ ახლა ვიმყოფები სირიაში, სადაც საკმარისი დრო მქონდა გამოძიებისათვის. საქმის სრული ცოდნით შემიძლია ვამტკიცო, რომ ახლა ნატოს სიცრუის მანქანა სირიის წინააღმდეგ ისევე მუშაობს, როგორც თავის დროზე სერბეთთან დაკავშირებით მუშაობდა.

ნატომ «სამხედრო ჩარევის» მიზნით დაიწყო თავისი სრული სიცრუის მოყოლა. მსგავსებები ამით სრულდება:

სლობოდან მილოშევიჩი იყო სამხედრო დამნაშავე, რომლისთვის ბრალის დადებასაც კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში ცდილობდნენ, რათა მისი ქვეყანა ორად გაეყოთ; ბაშარ ასადი კი ეწინააღმდეგება იმპერიალიზმსა და სიონიზმს, მან მხარი დაუჭირა მოძრაობა «ჰეზბოლას» ლიბანზე თავდასხმისას და ამ დრომდე უჭერს მხარს «ჰამასსა» და ისლამურ «ჯიჰადს» თავიანთი პალესტინური სამშობლოს გათავისუფლებისათვის ბრძოლაში.

 

ნატოს ოთხი სიცრუე

 

1.ნატოსა და სპარსეთის ყურეში, მისი მოკავშირეების თქმით, რვა თვის განმავლობაში სირიაში უფლებათა გაზრდისა და პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი დემონსტრაციები არ წყდება.

 

ეს სიცრუეა. ზოგიერთ ქალაქში ჩატარდა მიტინგი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, მაგრამ საერთო ჯამში მათზე 100 000 ადამიანი შეიკრიბა. ისინი მოითხოვდნენ არა უფლებების გაზრდას, არამედ ისლამური მმართველობის დამყარებას. ნაწილი ბაშარ ასადის გადადგომას მითხოვდნენ არა მისი მართვის გამო, არამედ იმიტომ, რომ სუნიტის სექტანტურ შტოს წარმოადგენენ და ბაშარ ასადს ერესში ადანაშაულებენ. მათი აზრით, ასადის ხელისუფლება არასამართლებრივია, რადგან მაჰმადიანური ქვეყნის მართვის უფლება მხოლოდ მათი სარწმუნოებს წარმომადგენელ სუნიტს შეუძლია.

 

2. ნატოსა და სპარსეთის ყურეში, მისი მოკავშირეების თქმით, ხელისუფლებამ სირიაში ბრბო იარაღის გამოყენებით მრავალჯერ დაარბია, რის შედეგადაც, სულ მცირე, 3500 ადამიანი დაიღუპა.

 

ეს სიცრუეა.

მოვლენათა დასაწყისშივე ხელისუფლება მიხვდა, რომ გარედან ხელოვნურად მზადდებოდა სარწმუნოებრივი დაპირისპირება, სადაც VIII საუკუნიდან სარწმუნოება სახელმწიფოს საფუძველია. სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ყველა შეიარაღებულ ძალებს აუკრძალა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში, როცა კი შეიძლება ეს სამოქალაქო პირის დაჭრით დასრულდეს. სამართალდამცავები მკაცრად იცავდნენ ამ აკრძალვას. რაც შეეხება გარდაცვლილებს, მათი რაოდენობა გამოცხადებულზე ორჯერ ნაკლებია და მათი უმრავლესობა საერთოდ არ წარმოადგენს სამოქალაქო მოსახლეობას, რაშიც საავადმყოფოებისა და მორგების მოვლის შედეგად დავრწმუნდი.

 

3. მას შემდეგ, რაც გავარღვიეთ სიცრუის კედელი და მივაღწიეთ დასავლურ საცნობარო საშუალებებში იმის გამოქვეყნებას, რომ სირიაში საზღვარგარეთიდან შესული სიკვდილის რაზმები ცდილობენ შეტაკებების მოწყობას და ხოცავენ სამოქალაქო მოსახლეობას, ნატომ და სპარსეთის ყურეში მისმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ სირიაში დეზერტირების ლაშქარი არსებობს. მათი თქმით, სამხედროები პარტიზანები გახდნენ და შექმნეს სირიის თავისუფალი ლაშქარი, რომელშიც უკვე 1500 წევრია.

 

ეს სიცრუეა. სირიაში სულ რამდენიმე ათეული დეზერტირია, რომლებიც თურქეთში გაიქცნენ და რომელთაც მართავს რიფატ ასადის ჯგუფის ოფიცერი აბდელ ხაკიმ ხადამი, რომლის ამერიკის "სი-აი-ეი"-სთან კავშირის შესახებაც საყოველთაოდ ცნობილია. ამასთან, ქვეყანაში იზრდება ბრძანებას დაუმორჩილებელი ახალგაზრდების რადენობა, რომლებიც უარს აცხადებენ სამხედრო სამსახურზე, რაც მათი ოჯახების გავლენითაა განპირობებული. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან სამხედროებს ეკრძალებათ თავდაცვის მიზნით იარაღის გამოყენება, თუ ირგვლივ სამოქალაქო მოსახლეობაა. ამ შემთხვევაში მათ სიცოცხლის შეწირვა უწევთ, თუ გაქცევით ვერ უშველეს თავს.

http://warsonline.info/cache/syria21326900138_thumb_medium270_.jpghttp://warsonline.info/images/stories/news/12/01jan/siriya/syria1.jpgასე გამოიყურებიან სირიის ოპოზიციად წოდებულნი

 

4. ნატოსა და სპარსეთის ყურეში, მისი მოკავშირეების თქმით, რევოლუციებსა და ძალადობას სამოქალაქო ომი ჩაენაცვლა. სირიის 1,5 მილიონი მოქალაქე, რომლებიც ხაფანგში მოყვნენ, ახლა შიმშილობს. აუცილებელია «დახმარების არხების» შექმნა სასურსათო დახმარების გასაგზავნად და მსურველებისათვის საომარი არიდან გასვლის საშუალების მიცემა.

 

http://warsonline.info/images/stories/news/12/01jan/siriya/syria3.jpghttp://warsonline.info/cache/syria413269017851326900138_thumb_medium450_.jpgასე გამოიყურებიან სირიის ოპოზიციად წოდებულნი

ეს სიცრუეა. მიუხედავად სიკვდილის რაზმების დიდი რაოდენობისა და მათი შეტევების სისასტიკისა, მრავალრიცხოვანი მოსახლეობის გადაადგილება არ ხდება. სირია თვითკმარი სახელმწიფოა, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით და წარმოების მნიშვნელოვან შემცირებაზე ახლა საუბარი არ არის. მაგრამ შეტაკებათა უმეტესობა ხდება მსხვილ სატრანსპორტო გამტარებზე, რომელთაც ხშირად კეტავენ. გარდა ამისა, როდესაც შეტაკებები ქალაქის გულში ხდება, ვაჭრები თავიანთ დახლებს ხურავენ. ამის გამო საქონლის გადანაწილების შეზღუდვა ხდება, მაგრამ გასაჭირის არსი სულ სხვაა: გაჭირვება ქვეყნის შებოჭვამ განაპირობა. უკანასკნელი ათი წლის მანძილზე სირიაში ეკონომიკური ზრდა წელიწადში 5%-ს შეადგენდა, ახლა კი მას არ აქვს საშუალება, თავისი ნავთობი ევროპას მიჰყიდოს. დაზარალდა ტურიზმიც. მრავალმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და შემოსავალი.

 

სირიელნი ყველაფერზე ზოგავენ ფულს. ხელისუფლება ზრუნავს თავის ხალხზე _ უფასოდ ურიგებს საწვავსა და საკვებს. ამ შემთხვევაში სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ სირიის ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ზომების მიუღებლობის შემთხვევაში დასავლეთის მავნებლობის გამო 1,5 მილიონი სირიელი იშიმშილებდა.

 

შედეგად ახლა, როდესაც საქმე გვაქვს ბინძურ ომთან დაქირავებულებისა და საიდუმლო სამსახურების გაგზავნასთან ქვეყნის არევის მიზნით, ნატოსა და სპარსეთის ყურის მისი თანამზრახველების მონათხრობი მნიშვნელოვნად სცდება სინამდვილეს. მომავალში ეს სიცრუე მხოლოდ გაიზრდება.

 

ოთხი სიმართლე, რომელთაც ნატო საგულდაგულოდ მალავს

 

1. შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, რომ რეპრესიებისა და მსხვერპლის თაობაზე მონაცემები გულდაგულაა გადამოწმებული. სინამდვილეში ისინი ეყრდნობა ერთადერთ წყაროს: ლონდონში მდებარე ადამიანის უფლებათა სირიულ ცენტრს, რომლის ხელმძღვანელობის ვინაობა გასაიდუმლოებულია;

 

2. რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც გზას გაუხსნიდა საერთაშორისო სამხედრო ჩარევას. ნატოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა სინანულით გვიხსნიან, რომ რუსები ტარტუში მდებარე საკუთარ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ზრუნავენ, ჩინელები კი ნავთობისათვის ყველაფერზე მზად არიან. არადა, რუსეთი და ჩინეთი გაცილებით ნაკლებად არიან დაინტერესებულნი სირიის დაცვით, ვიდრე დასავლთის ქვეყნები _ მისი განადგურებით.

 

3. ძნელია, ვერ შეამჩნიო, რომ არაბულ სახელმწიფოთა ლიგისა და სირიის «დემოკრატიზაციის» მცველების ორი ძირითადი დონორი საუდის არაბეთი და ყატარი, ერთის მხრივ, დიქტატურები არიან, მეორეს მხრივ კი _ აშშ-ისა და ბრიტანეთის ყურმოჭრილი ვასლები. ძნელია, ენდო ჰუმანიტარული დროშის მოფრიალე დასავლეთის ქვეყნებს, რომლებმაც სულ ახლახან გაანადგურეს ავღანეთი, ერაყი და ლიბია, რის შედეგადაც უკანასკნელ 10 წელიწადში 1,2 მილიონ ადამიანზე მეტი დაიღუპა. მათ საქმით დაამტკიცეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ადამიანის სიცოცხლე.

 

4. ნატოსა და სპარსეთის ყურეში მისი მოკავშირეების, ანუ, მათი თქმით, ვისი არმიებიც დემონსტრაციების სისხლიანი ჩახშობის მიზნით იემენსა და ბაჰრეინში შეიჭრნენ, «სირიის რევოლუცია» «არაბული გაზაფხულის» გაგრძელებაა: ხალხი დემოკრატიისა და ამერიკული ცხოვრების წესის კომფორტისაკენ მიისწრაფვის. სინამდვილეში კი პირიქითაა. რუსეთის, ჩინეთის, ვენესუელისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის აზრით, სირიაში მიმდინარე მოვლენები «დიდი ახლო აღმოსავლეთის საზღვრების გადახაზვის» იმ გეგმის განხორციელების გაგრძელებაა, რომელიც ვაშინგტონმა გამოაცხადა, და რომელსაც უკვე ემსხვერპლა 1,2 მილიონი ადამიანი. ამიტომ ყველა, ვისთვისაც ადამიანთა სიცოცხლე ძვირფასია, ამ გეგმის შეჩერებას უნდა ცდილობდეს.

 

მათ ახსოვთ, რომ 2001 წლის 15 სექტემბერს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უმცროსმა 7 ომი დაგეგმა. სირიაზე თავდასხმის მზადება ოფიციალურად 2003 წლის 12 დეკემბერს დაიწყო ბაღდადის დაცემისთანავე სირიის პასუხისმგებლობის შესახებ კანონის მიღებით. მას შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტს კონგრესის მიერ დავალებული აქვს სირიაზე თავდასხმა, ცეცხლის გახსნის საკითხი საპარლამენტო კენჭისყრის აუცილებლობისაგან გათავისუფლებულია.

 

სირიის წინააღმდეგ ომი გრძელდება. გარე ძალები აკეთებენ ყველაფერს, რათა მდგომარეობის დესტაბილიზებას მიაღწიონ. შეიარაღებული იატაკქვეშეთი სისხლს აცლის სამართალდამცავებსა და არმიას. დეკემბრის დასაწყისში სირიამ თავიდან აიცილა პრონატოური ბოევიკების დესანტის გადასმა თურქეთიდან. ამის შემდეგ სირიელმა მესაზღვრეებმა გზა მოუჭრეს ტერორისტების მსხვილ დაჯგუფებას, რომელიც ბრძოლით ცდილობდა სირია-თურქეთის საზღვარზე გადასვლას. დაჭრილები თურქეთის სამხედრო ტრანსპორტით გაიყვანეს.

 

არაბული მასმედიის ცნობით, თურქეთის ტერიტორიაზე არსებობს «სირიის თავისუფალი არმიის» ბაზები და არმიის რიგები მუდმივად ივსება ავღანეთში, ერაყსა და ლიბიაში გამოცდილებამიღებული პროფესიონალი რევოლუციონერებით. არმიის ბოევიკები სირიელ სამხედროებს თავს ახვევენ შეტაკებებს იორდანიის საზღვარზეც და ადგილებზე «წინააღმდეგობის ქსელებს» ქმნიან.

 

ასე კეთდება «რევოლუცია».

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ავღანეთის ომში, ქართველი მებრძოლები იძულებით მიჰყავთ -

"მზად ვარ საქართველოსთვის თავი შევწირო, მაგრამ არა ავღანეთში"

 

"ავღანეთში დამატებით ერთი ქვეითი დანაყოფის გაიგზავნება მაშინ, როცა თავად ამერიკა ავღანეთში მებრძოლების რაოდენობას 33 ათასი ჯარისკაცით ამცირებს. უფრო მეტიც, ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გამოყვანა 2014 წლისთვის დასრულდება. ვიცით, ამერიკელი ჯარისკაცები როდის დატოვებენ ავღანეთს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვიცით, რა ბედი ელით ქართველ ბიჭებს...

ხშირად გაიგონებთ, რომ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და ქართველი ჯარისკაცები თავიანთი სურვილით მიდიან, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. სინამდვილეში ხელშეკრულებით მომსახურე ჯარისკაცებს მეთაურები შეიარაღებული ძალებიდან გაგდებით ემუქრებიან და ასე აიძულებენ ავღანეთში წასვლას. ჯარიდან გაგდებულმა იცის, რომ ხელშეკრულების დარღვევისათვის სასამართლო დიდ ფულად ჯარიმას დააკისრებს. ბევრ ქართველ მებრძოლს ოჯახის უსახლკაროდ დატოვებას ურჩევნია, იძულებით ავღანეთში წავიდეს და თავის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (3 - 16 თებერვალი, 2012) წერილში სათაურით ავღანეთში ვინც არ მიდის, ჯარიდან აგდებენ... / "მზად ვარ საქართველოსთვის თავი შევწირო, მაგრამ არა ავღანეთში".

"მას შემდეგ, რაც ნაც-პარლამენტმა დამატებითი ლაშქრის გაგზავნაზე თანხმობა გასცა, თავდაცვის სამინისტრომ ავღანეთში პირველი ქვეითი "ბრიგადის მე-12 ბატალიონის" გაგზავნა გადაწყვიტა. თურმე ჯარისკაცების უმრავლესობამ უარი თქვა ავღანეთში წასვლაზე და დანაყოფი შევსება საფრთხის წინაშე დადგა. დანაყოფის მეთაურ ცინდელიანს ეს უცნობებია პირველი ქვეითი "ბრიგადის" მეთაურისთვის, მაიორ დ. მაყიშვილისთვის. გაბრაზებულ მეთაურს მკაცრი ბრძანება გაუცია, - ვინც ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერს, დაწერს მოხსენებას ჯარიდან წასვლაზე!

2012 წლის იანვარში ამ მიზეზით 100-ზე მეტ ჯარისკაცს ხელშეკრულება გაუუქმეს, თან გააფრთხილეს, სასამართლოში გიჩივლებთ ხელშეკრულების დარღვევისთვისო... ჯარისკაცების შესაგროვებლად კოჯორში, მე-12 ბატალიონის ბანაკის ადგილზე, "კამაზებით" მიჰყავდათ პირველი ქვეითი ბრიგადის სხვადასხვა დანაყოფის ჯარისკაცები, ზოგი გამოძახებული იყო, თავად მიდიოდა და მათაც სთხოვდნენ ახსნა-განმარტებას, რატომ არ მიდიოდნენ ავღანეთში. სხვა დანაყოფებიდანაც დაითხოვეს ყველა ის ჯარისკაცი, ვინც წასვლაზე უარი თქვა. 2012 წლის იანვარში "სამანდატო კომისიამ" განიხილა ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის საკითხი".

 

"სამანდატო კომისიის სხდომას წარედგინა ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც ხელშეკრულების ვადა 2014 წელს ეწურებათ და არ სურთ მონაწილეობა ავღანეთში მიმდინარე ომში. "კომისიის" თავმჯდომარე მაყიშვილმა იკითხა, ჯარისკაცები რა მიზეზით ამბობდნენ უარს ავღანეთის ომში გამგზავრებაზე, რაზედაც სამხედრო მოსამსახურეებმა მიზეზად ოჯახური მიზეზი დაასახელეს. "კომისიის" წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი თავმჯდომარის წინადადებას, რომ სამხედრო მოსამსახურეები პირადი მოხსენების საფუძველზე წარადგინონ ხელშეკრულების შეწყვეტაზე და დათხოვნილ იქნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან.

გადაწყვეტილების გასაჩივრება ჯარისკაცებს 15 დღის ვადაში შეუძლიათ, გამოიყენებენ თუ არა ისინი ამ უფლებას, უცნობია. მეთაურმა ისინი აიძულა, წასვლაზე მოხსენება დაეწერათ. ეს მოთხოვნაც ერთგვარი ხრიკია ნაც-სამინისტროსთვის, რადგან განცხადებაში არსად არის მითითებული, რომ ისინი ავღანეთში არწასვლის გამო მიდიან ჯარიდან. განცხადებაში ნათქვამია, რომ ოჯახური პირობების გამო წავიდნენ ჯარიდან. ბუნებრივია, ამას თავდაცვის ნაც-სამინისტრო სასამართლოში ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყენებს და ყოფილ სამხედროებს იმის დამტკიცება გაუჭირდებათ, რომ განცხადება იძულებით დაწერეს...

ჩვენი წყაროს ცნობით, ჯარიდან იძულებით წამოსული ყველა ჯარისკაცის განცხადება ერთნაირია. არის ნიმუში, რომლის მიხედვითაც იწერება ყველაგანცხადება, იცვლება მხოლოდ სახელი და გვარი".

 

"თითქმის ორ წელიწადს ვიმსახურე ქართულ ჯარში, ოთხწლიანი ხელშეკრულება მქონდა. რამდენიმე დღის წინ მაიძულეს, დამეწერა განცხადება წასვლაზე. ასე 100-ზე მეტი ჯარისკაცი დაითხოვეს, იმიტომ, რომ ავღანეთში წასვლაზე უარი ვთქვით. ჯარიდან წასვლა არავის გვინდოდა. მზად ვიყავით, ქვეყნის სადარაჯოზე ვმდგარიყავით და დაგვეცვა საქართველოს მთლიანობა, მაგრამ არჩევანის წინაშე დაგვაყენეს. ბევრმა სახლში წასვლა ვარჩიეთ. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც იძულებულნი შეიქნენ, ხელი მოეწერათ თანხმობაზე. ამბობენ, რა ვქნათ, სამსახურის შოვნა ადვილი არა არის, აქ მუდმივი გასამრჯელო, ბანკიდან სესხი გვაქვს გამოტანილი, იმასაც ხომ გასტუმრება სჭირდება, რომ წავიდე ჯარიდან, ხელშეკრულების დარღვევისთვის დამაჯარიმებენ, საიდან მოვიტანო ეს ფული?

სხვა გზა არამაქვს, ბანკმა სახლი რომ გამიყიდოს და შვილები ქუჩაში დამრჩეს, იმას მირჩევნია, ნებით წავიდე სასაკლაოზეო. 2008 წელს სამხედრო პირი არ ვიყავი, მაგრამ ჩემი სურვილით მივედი ნაც-გამგეობაში და მოხალისედ ჩავეწერე. ჩემს ქვეყანას რომ დასჭირდეს, საბრძოლველად წავალ, მაგრამ ავღანეთში წასვლა არ მინდა. ხომ აცხადებენ, რომ ავღანეთის ომში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, აგვიხსნან მაშინ, რატომ გვაიძულებენ წასვლას?"

- აცხადებს ერთ-ერთი ჯარისკაცი გიორგი და დასძენს:

"როცა ნივთებს ვაბარებდით, გვითხრეს, ბიჭებო, ჯობს, წახვიდეთ ომში, თორემ ხომ იცით, დიდი ჯარიმა დაგეკისრებათო. ამ სიტყვებმა ბევრზე იმოქმედა და აზრი შეიცვალა. ძირითადად, პირველი ბრიგადის ბიჭებს გვაძალებდნენ ომში წასვლას. იმდენმა ჯარისკაცმა თქვა წასვლაზე უარი, ალბათ, ნებისმიერ მსურველს მიიღებენ. უფრო მეტიც, სასწრაფოდ, ახალი ნაკადის მიღება გამოაცხადეს და არ არის გამორიცხული, მათაც უკრან თავი ავღანეთის ომში. ძირითადად, თანხმობას სოფლიდან ჩამოსული ბიჭები ამბობენ, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ აქვთ, იქ რა პირობებში მოუწევთ ყოფნა...

იქ ყველა ომობს, ყველას აქვს იარაღი, ჩვენ რას ვიზამთ?..

აქედან თითქმის მოუმზადებელი ბიჭები მიჰყავთ. უმრავლესობა 18-19 წლისაა. ჯარში მედღევეებად დადიან. მათი მოვალეობა საგუშაგოს დარაჯობაა, სამი კაცი მორიგეობს და ევალებათ ღამით საჭურვილს უდარაჯონ და თუ ტელეფონმა დარეკა, უპასუხონ. სხვა საბრძოლო მომზადება არც გაუვლიათ. სრულ გაურკვევლობაში არიან... სწავლება კრწანისის სამხედრო სასწავლებელში დაიწყება. ამ ლაშქარს, სააკაშვილმა დამატებითი ძალების გაგზავნა რომ გადაწყვიტა, იმისთვის ამზადებენ. ამბობენ, ავღანეთის ჰელმანდის მხარეში კი არა, სხვაგან მიჰყავთო. ბუნებრივია, ისიც საკმაოდ ცხელი წერტილი იქნება.

აბა, ქართველ ბიჭებს დაცულ ადგილას ვინ წაიყვანს?"

***

ბოლოთქმა:

 

ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთში მიერეკებიან

 

დღეს გამთენიისას საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის 173 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში გაგზავნეს, სადაც ე.წ. "ISAF-ის" ბრძოლებში გამოიყენებენ მათ.

ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულთან ახლოს განალაგეს და მსოფლიო ბატონთა სარდლობას დაემორჩილებიან.

მომდევნო 700 ჯარისკაციანი ჯგუფი კი, რომლებიც ავღანეთში 2010 წლის თებერვალში გაემგზავრნენ.

 

მიშა დამაქცევარი

http://s018.radikal.ru/i514/1202/d3/6950b63cd295.jpgქართველი ჯარისკაცების მორიგ ფარას სასაკლაოზე მიერეკება

 

ამ დროს როცა საქართველოში მტრის ურდოები დაშლიგინებენ, ადამიანებს იტაცებენ, აბუჩად იგდებენ, ქართველ ჯარისკაცებს მსოფლიო დამპყრობნი ავღანეთის, ერაყის, სერბიის და სხვა ქვეყნების დასაპყრობად იყენებენ. ქართველი ერი კი დაუცველადაა მიტოვებული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

თურქეთი წყალსაცავებით აჭარის დატბორვას აპირებს

აჭარაში თურქეთი მიმდინარე წელს სამი წყლის ელექტროსადგურის მშენებლობას დაიწყებს

 

http://s53.radikal.ru/i139/0904/8d/a4c95650c05b.jpgწყალსაცავი ელექტროსადგურისათვის

რაც იმას ნიშნავს, რომ განზრახულობა სისრულეში მოსაყვანად მზადდება. მაგალითად, ჭოროხის

მდინარეზე ჰესის აშენების შედეგად 250 ჰექტარი მიწა დაიტბორება. ეს არის ორნახევარი

კვადრატული კილომეტრი. ნამდვილი ბათუმი (შემოერთებების გარეშე) 5 კვადრატული კილომეტრია

და ორნახევარი კილომეტრის დატბორვა ნახევარი ბათუმის დატბორვას ნიშნავს.

მცირე მიწიანი საქართველოსათვის ეს მომაკვდინებელი დარტყმაა. ასევე გარდაუვალ, ისედაც მაღალი ტენიანობის გაზზრდას გამოიწვევს.აჭარაში თურქული საწარმო მიმდინარე წელს სამი წყლის ელექტროსადგურის მშენებლობას დაიწყებს .

აღნიშნული წყალსაცავები იმ 15 წყლის ელექტროსადგურში შედის, რომელთა მშენებლობის შესახებ ნა-მიშურმა მთავრობამ საჯაროდ განაცხადა.

"ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების" სამინისტროს ცნობით, "Adjar Energy 2007" აჭარაში "ხელვაჩაური წყლის სადგური 1"-ს, "ხელვაჩაური წყლის სადგური 2"-ს და "კირნათი წყლის სადგურს" ააშენებს, რომლის სავარაუდო, ჯამური ღირებულება 196 032 494 აშშ დოლარია.

აღნიშნული წყლის სადგურბის ჯამური დადგმული სიმძლავრე 105,67 მგვტ-ია, ხოლო ჯამური წლიური გამომუშავება – 495 კვტ/საათი.

სამივე წყალ სადგურის მშენებლობა თურქულმა საწარმომ 2016 წლის დეკემბერში უნდა დაასრულოს და მუშაობა 2017 წელს დაიწყოს.

 

საქართველოს ნაცმიშურ მთავრობასა და "Adjar Energy 2007"-ს შორის ხელშეკრულებას 2011 წლის ივლისში მოეწერა.

 

[ინტერპრესნიუსი]-ს ცნობიდან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

მიშნაცურმა ხელისუფლებამ ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები საზოგადოებისგან მალულად დაკრძალა

2012 წლის 29 თებერვალი

http://s39.radikal.ru/i085/1006/8f/50a2eab21c36.jpgსაზოგადოება „საქართველო“-ს განცხადებით, საქართველოს მიშნაცურმა ხელისუფლებამ ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები საზოგადოებისგან მალულად დაკრძალა.

საქართველოს დამპყრობმა ნაც-ხელისუფლებამ ამერიკის დავალების შესასრულებლად, ქართველ მებრძოლებს ავღანეთში საზარბაზნე ხორცად გზავნის.

„მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ გამოიწვია თავის საჯარისო შენაერთები ავღანეთიდან. სააკაშვილი კი, იქ ქართველი ჯარისკაცების რაოდენობას ზრდის. ეს ერის წინაშე ჩადენილი სახელმწიფოებრივი დანაშაულია“.

მიშნაცურ ხელისუფლებას ს სასაკლაოზე დაღუპული სამხედროების გმირებად ხსენება მხოლოდ საკუთარი თავის წარმოჩენისათვის და ბაქიბუქისთვის სჭირდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების" სამინისტროს ცნობით, "Adjar Energy 2007" აჭარაში "ხელვაჩაური წყლის სადგური 1"-ს, "ხელვაჩაური წყლის სადგური 2"-ს და "კირნათი წყლის სადგურს" ააშენებს, რომლის სავარაუდო, ჯამური ღირებულება 196 032 494 აშშ დოლარია.

აღნიშნული წყლის სადგურბის ჯამური დადგმული სიმძლავრე 105,67 მგვტ-ია

მაგარია :+:

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სააკაშვილიც ეროვნული გმირი გეგონათ ერთ დროს?!...

 

http://www.ambebi.ge/pictures/image2/c3e5c6e83d3c85b69c68d163d05bf394.jpgლუიზა შაკიაშვილი:

_ ვწყევლი იმ დღეს, მისი რომ მჯეროდა და არჩევნებში ხმა მივეცი. ისე შევცდი, რომ ხალხს ბოდიში მოვუხადე და ვაღიარე, რომ ასეთ შეცდომას როცა ადამიანი უშვებს, როგორიც მე დავუშვი სააკაშვილისადმი რწმენის გამო, პოლიტიკაში ყოფნის უფლება არ აქვს-თქო.

 

_ რა არის შეცდომა, რომელსაც არასდროს აპატიებთ სააკაშვილს?

 

_ სააკაშვილს შეცდომები არ დაუშვია, სააკაშვილი ქვეყნის მოღალატეა.

 

2010.04.30 , "ჯორჯიან ტაიმსი", ამონარიდი

 

ბოლოთქმა:

ხელისსუფლებაში მოსვლის მსურველებმა, და ცალკეული საზოგადოებრივი გაერთიანებების წინამძღოლობის მსურველებმაც უნდა შეიმეცნონ, ლუიზა შაკიაშვილის მიერ გაცხადებული ჭეშმარიტება აღიარება -

არა ერთგზის შემცდარ პიროვნებებს, ზნეობრივი უფლება არ აქვთ, რომ წინ გაუძღვნენ ერს.

ასეთი შემცდარი ადამიანები კი მრავლად არიან საზოგადოებაში: ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ნოღაიდელი, ბიძინა ივანიშვილი და სხვები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა ერთგზის შემცდარ პიროვნებებს, ზნეობრივი უფლება არ აქვთ, რომ წინ გაუძღვნენ ერს. ასეთი შემცდარი ადამიანები კი მრავლად არიან საზოგადოებაში: ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ნოღაიდელი, ბიძინა ივანიშვილი და სხვები.

პოლიტიკოსებზე მეტად, იმათ არ უნდა ქონდეთ ხმის ამოღების უფლება, ვინც ეგენი მოიყვანა და ხმა მისცა მაგათ. რა, ისინი არ არიან დამნაშავეები? ვიკითხე აქ მე :)

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასეთი შემცდარი ადამიანები კი მრავლად არიან საზოგადოებაში: ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ნოღაიდელი, ბიძინა ივანიშვილი და სხვები.

შეუცდომელი რომელია? მე ვერ ვიხსენებ ეგეთს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

ფითრი (ინგ. Mistletoe; რუს. Омела; ლათ.Viscum) - მრავალი საუკუნის განმავლობაშ ფითრზე მრავალი იდუმალი ამბავი არსებობდა. იგი სხვადასხვა წესის შესრულების, მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. დრუიდებს - ძველი კელტების ქურუმებს სჯეროდათ, რომ ფითრი წმინდა მცენარე და ერთგვარი სულიერი წამალიც კი იყო. ისინი განსაკუთრებულ სასწაულმოქმედ ძალას მუხაზე გაზრდილ ფითრს მიაწერდნენ. (მეცნიერულად ფითრი ნახევრადმუქთახორა მცენარეა, რომელიც სხვა ჯიშის ხეზე ან ბუჩქზე იზრდება და ბინადრობს)

http://4.bp.blogspot.com/-B-rzWCcBblA/Tu7zJCyx5sI/AAAAAAAADZc/pLIEmKujGn4/s320/800px-Viscum_album_Populus_2009_G2-520x390.jpgფითრი

ეძღვნება საქართველოში ე.წ. "ეროვნულ უმცირესობებს"

- მცივა, მცივა, შემიბრალე, თავშესაფარი მომეც, სიცივით ნუ მომკლავ, ხო ხედავ, რა პატარა ვარ, ლამის ქარმა გადამაგდოს და თოვლმა დამახრჩოს! ბინა მომეც, ცასქვეშ ნუ დამაგდებ,- ასე ევედრებოდა სიცივისაგან სიკვდილის პირას მისული პაწაწა ფითრის თესლი მსხლის ხესა, რომელსაც ამაყად თავი მაღლა აეღო და ირხეოდა. ქარი ჰქროდა, თოვდა, ნამქერი ტრიალებდა. მსხალმა წვერებიდან გადმოხედა ფითრის მარცვალსა; ეძებდა, ვინ ეძახდა, რა სულიერი იყო მთხოვნელი, ათვალიერებდა, მაგრამ არავინ ჩანდა.

- გამოჩნდი, არ დამენახვები, ვიღაცა ხარ, ჭოგრიტით გეძებო? სადღაც შემძვრალხარ და წრიპინებ! – ჩამოსძახა გაჯავრებულმა მსხალმა. ფითრის მარცვალი ზედ ტოტზე აცოცდა, ქერქს ამოეფარა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, იჭიმებოდა, დამინახოსო. თან მსხლის ქერქს ეკროდა, ებღაუჭებოდა, რომ ქარს არ ჩამოეგდო ძირსა.

- აქა ვარ, პატარა ვარ, დაიხარე კიდევ, რო დამინახო; ჩემი ტოლ-ამხანაგებიდან მარტო მე გადავრჩი. გაუმაძღარმა ჩხართვმა გადაყლაპა ყველანი, მეც ნახევრად დაგლეჯილ-დაფლეთილმა აქ შენ შემოგაფარე თავი. შენ თუ არ დამმალე, ის მსუნაგი მეც ჩამყლაპავს, არ გადავურჩები.

მსხალიც მოიდრიკა, აიყვანა ფითრის თესლი და შინჯვა დაუწყო.

- რა პატარა ყოფილა ეს საცოდავი! ამისი თავშესაფარი რა უნდა იყოს ან მისი შეჭმა ვის უნდა გაუხდეს, რა მუცელს გაუძღობს?! – იფიქრა მსხალმა.

რამდენი ჭია-ღუა ზის ჩემს ქერქქვეშ, დათბება, გამოძვრებიან, თავის გზაზე წავლენ, არც მოსვლასა მკითხავენ, არც წასვლასა.

წეღან კოდალა იყო აქა.

თავიდან ფეხებამდე სულ გამსინჯა, ამივლიდა და ჩამივლიდა, იმის ნისკარტს ჩემს ტანზე რაკარუკი გაჰქონდა. საწყალ ჭია-ღუებს გულები დაუსკდათ, მევედრებოდნენ: - შეგვიბრალე, ნუ შეგვაჭმევ ამ მოსისხლესაო! – მერე რა მეშველა? ბევრი ჩაყლაპა და ბევრიც გადარჩა ისევ ჩემს ქერქში.

მუხა მეძახდა: კაცო, ჭკუაზე მოდი, რამ გაგასულელა, ვინც მოგადგება, შენც კარებს უღებ, იმათაც აუღიათ თავი და ყველა შენზე მოცოცავს. მე გირჩევ რაც ქერქქვეშ ჭიები და ბუჭყები გისხედს, გარეთ გამორეკე, კოდალამ შეჭამოსო. აღარ გახსოვს, გაზაფხულზე როგორ ჰყვავი? გამვლელ-გამომვლელი იძახის: \"ძალიან მოაქვს ამ მსხალსა, ბევრს მოისხავს წლეულობითაო!\" გავა ცოტა ხანი, დაიყვავილებ, წვრილი ნაყოფი ჯერ ბევრი გასხია, თითქო ფოთოლსა სჭარბობს. მოდის ზაფხული, სადღაა ხილი? მეათედი აღარ გასხია...

- რა იქნა, სად წავიდა, რამ ჩაყლაპა?

- რამა და, სულ მაგ ჭიებმა, შენ რომ შემოგხიზვნიან.

თვალი გაახილე, თვალიო, - თითქო მე ბრმა ვიყო.

- ნეტა შენა, მუხავ, რო მაგისთანა ეჭვიანი ხარ, ნიადაგ ბევრი ნაყოფი შეგრჩება.

მე კაკალსა ვკითხე, კაკალმაც ისეთი პასუხი მომცა, როგორც მუხამ.

- მე მაგათი შიშით ჩემს თესლს ორნაირ ტანისამოსში ვახვევ, გარეთ მწარე წენგოს ვუკეთებ, შიგნითაც ძვალივით მაგარ ნაჭუჭს, მაგრამ კიდევ უზარალოდ ვერა ვრჩები. ნახევარს მაინც ეგ ჭიები მიჭამენ და მიფუჭებენ. მაგათგან კარგი არა გამოდნება რა. მუხაც მაგას გეტყოდა, ჭკვიანია, შენც გაფრთხილდიო.

- მცივა, მცივა! – წრიპინებდა ფითრის თესლი, - აქვე შევძვრები, თორემ ეს არის სული ამოვიდა.

- შეძვერ, შე საწყალო, ადგილს როგორ დაგიჭერ, - უთხრა გულმტკივნეულად მსხალმა, - თუ თქვენები კიდევ ნახო ვინმე გაჭირვებული, მოვიდნენ, არ დავიშურებ არც იმათთვის ბინასა. თქვენ ხომ ნაყოფს არ შემიჭამთ ჭიებივით, მუხა რო იძახდა?

- რასა ბრძანებთ, თქვე დალოცვილო, ჩვენი ჯიში ხილეულს არ ეწყობა და არც მე გიახლებით, არხეინადა ბრძანდებოდე. ოჰ, რა მადლობელი ვარ, რა მადლი მიყავ, ერთი სული მომარჩინე სიკვდილსა. თუ ფითრი ვარ, გადაგიხდი შენს სიკეთესა.

ფითრის მარცვალი შეძვრა მსხლის ქერქქვეშ, სადაც უფრო ღრმად იყო გახეთქილი და ზედ ცილაზე მიეკრა.

- ოჰ, რა კარგადა ვარ, არც შემცივა, არც მომშივა! – ბუტბუტებდა ფითრი.

- ვის ელაპარაკები, მანდ ყოფნა ხომ არავინ დაგიშალა? – ჩამოსძახა მსხალმა.

- არა, გენაცვა, ნაცნობი შემხვდა, იმას გამოვეხმაურე.

- ხომ აღარა გცივა, ვერ გათბი?

- ახლა რაღა მიშავს, რაკი ჩხართვს თავი დავაღწიე და შენ შემოგეხიზნე.

***

ფითრის მარცვალმა ის ზამთარი მსხლის ქერქში გაატარა. არა ციოდა, არა შიოდა, მტერი ვერაფერს დააკლებდა და დუშმანი, ისე იყო შემძვრალ-შემალული, სინათლეც კი ვერ დაინახავდა. რამდენიმე დღეს შიშით თავი არ გამოუყვია გარეთ. სულ ჩხართვი ელანდებოდა, ან ახლა ჩამცხებს ნისკარტს, ან ახლაო.

არ იცოდა, დღე იყო თუ ღამე. მაგრამ დრო გავიდა, თავის მდგომარეობას შეეჩვია. პირველმა შიშმაც გადაუარა.

ერთხელ მზის შუქი პირდაპირ თვალებში მიადგა ფითრსა. ფითრმაც ნამძინარები თვალები მოიფშვნიტა, გაინძრა, გაიშალა ცოტათი წელში, მზეს თვალი აარიდა და ზურგი კი უცხუნა. ძალიან ესიამოვნა მზის სტუმრობა.

- ახლა აღარა მიშავს რა, რაკი ჩემს სადგომს მზემაც მოაგნო, - ფიქრობდა ფითრი, - თქვენ კი, მანდ გეძინოთ, ჭია-ღუებო, ზოგს კოდალა ამოგთხრით და მძინარს ჩაგყლაპავთ, ზოგს ქარი ჩამოგყრით ძირსა.

იქაც კაჭკაჭები და ჩხიკვები კაი გემოს ჩაგატანენ. მე კი აქ არხეინად ვიქნები, პატარა, თქვენგან ათვალისწუნებული ფითრი, ნახავთ, როგორ გავიზარდო და გავსუქდე. მსხალს კაი ღონიერი ფესვები აქვს, საკმაო საჭმელი გვექნება. მსხალი მომაწოდებს მიწიდან მზამზარეულს საზრდოსა. მოხმარება ჩემზე ჰკიდია. – ასე ფიქრობდა ფითრის მარცვალი მზის შუქისგან გახარებული.

ქარი გრიალებდა.

თოვლი მზეზე სპეტაკად ბრწყინავდა. მსხალი ნელ-ნელა ირწეოდა. ჭია-ღუები ღრმა ძილში იყვნენ გაზაფხულის მომლოდინენი. მართლაც ბევრი მათგანი ფრინველებისა და თაგვების წერა ხდებოდა. ფითრმა კი, რაკი მზის შუქი დაინახა, რაღა დააძინებდა, ფიქრად გადაიქცა, სულ რაღასაც საზრობდა. დღეებიც გადიოდნენ და მზესაც სითბო ემატებოდა.

რამდენიც დრო გადიოდა, იმდენი ფითრიც იცვლებოდა, მსხლის ქერქზე, ტკიპასავით დაკრობილი, იზრდებოდა, იბერებოდა, სულ გან-გან იწევდა.

მსხლის ცილა რამდენიმე ალაგას ჩაეხვრიტა და ტუჩებით დაჰკვროდა.

მსხალს აღარც კი ახსოვდა ფითრი, ან კი რა ყურადღების ღირსი იყო! რამდენი იმისთანა შემოხიზნული თბებოდა და ძღებოდა მსხლის ოფლითა! კიდეც რო ხსომებოდა, ბერსაც არ ინაღვლებდა ფითრის გულისათვის: ვინ იცის, საწყალი, სად გადავარდებოდა, რა შეჭამდაო.

ცილაში ჩაკრობილი ფითრის თესლი კი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, წუწნიდა და ახლად გამართული ტუჩებით ისეც სიცივისაგან გამოფიტულ მსხლის ქერქსა. ეს სისხლის წოვნა კი უგრძნობელი არ დარჩა მსხალსა.

- რაღაცა მიღიტინებს, თითქოს არცა მკბენს და არცა მწუწნისო, - იძახდა შეშფოთებული მსხალი და იჭროლებოდა მთელი ტანითა.

ვინ იცის, დაუდეგარი ჭიები თავშესაფარს ხვრეტენ. კოდალამ მაინც ჩამოიაროს და მომაშოროს ეს აბეზრები.

კოდალამაც რამდენჯერმე ჩამოუარა და გაარაკრაკა ნისკარტი იმის ქერქზე. დამფრთხალ ჭიებსაც ამ ხმაზე ელეთ-მელეთი მოსდიოდათ. შეშინებულები ხან აქ ამოჰყოფდნენ თავს ხან იქა.

კოდალასაც სხვა არ უნდოდა რა, სტაცებდა პირს და ყლაპ!

მსხალს კი მაინც რაღაცა უღიტინებდა და, რამდენიც დრო გადიოდა, იმდენი მოუსვენრობა ემატებოდა.

***

გავიდა ზამთარი. ჭია-ღუები დათბნენ, გაცოცხლდნენ, ამოძვრნენ მსხლის ქერქიდან, ფრთიანები ცის ქვეშ გაფრინდნენ; უფრთონი ზოგი ძირს დაეშვა ნეხვის საძებნელად, ზოგი ტოტებზე გავიდა ყვავილის კვირტებში კვერცხების ჩასადებად.

ფითრი?! იმან რაღა ქნა?

სადაც ფითრი შეძვრა, იმ ადგილზე ერთი მწვანედ გაღაღანებული ბატის ფრთის სისხო ყლორტი ამომძვარლიყო და ორიოდე ფოთოლიც გაშლოდა.

- გამარჯვება, ფითრო! აქ რამ ამოგიყვანა, ამ ქორფა მსხალზე? – ეკითხებოდა გაკვირვებული ხავსი, - ოცი წელიწადია მაგ მსხლის გარშემო ვტრიალებ, მინდოდა როგორმე ამოვსულიყავ, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე; დახე დახე, ისევ შენ არ დამსაწარ. ოჰ, რა ეშმაკი რამა ხარ! შენ მანდ არხეინად უნდა იჯდე და მე აქ უნაყოფო ქვებსა და გადამღრძვალ ხეებს შევცქეროდე!

- რა არის, კაცო შეგშურდა ჩემი აქ ამოსვლა, თუ რა დაგემართა. მოესწრები შენც ამოსვლასა. მეც ხომ ეს არის, ახლა ვერევი ქვეყანაში, ჯერ წუთისოფელი არ მომიჭამია. ღმერთმა ააშენოს ჩხართვის ოჯახი. ზოგი ჭირი მარგებელიაო, რომ იტყვიან, სწორედ ჩვენზე არის. ის რომ არ გვჭამდეს, ჩვენი გვარი დუნიაზე ამოვარდებოდა.

მოგეხსენება, რომ ღორმუცელაა ის შეჩვენებული, სადაც კი ფითრს ნახავს, იქ დაიბუდებს, აღარ მოეშვება, სანამ სათითაოდ არ გამოჰკენკავს, ჩვენც ძალიან ამტანები ვართ, ჩხართვის მუცლიდანაც კი ბევრი ისევ უვნებლად გამოდის. წავა ჩხართვიც, სადმე ქორფა მსხალზე ან ვაშლზე მოსკინტლავს, ჩვენებთაგანიც ვინმე გაჰყვება სკინტლში უჭირველ-უტკივარი. ძალიან ბედნიერადა გრძნობს იქ თავსა. სამშობლოს მოშორებული თავისთვის იწყებს წარმოებას. შეხედავ სამი-ოთხი წლის შემდეგ, ერთი უშველებელი გამხდარა. მსხლის ტოტებში მწვანე კორდივით გადაფენილა. გამრავლდება, გაავსებს ტოტებსა და დაიჭერს მთლად ყველა ადგილს.

საკვირველი კაი ჯიში გვაქვს. ის არის კიდევ საკვირველი, რომ თუ არ ხეზე, თუ არ მზამზარეული საკვებით, ჩვენი გვარი ვერ ხეირობს. თუ სხვებს არ ვასხედვართ, დედამიწაზე ჩამოყრილები ერთ დღეს ვეღარა ვცოცხლობთ. რამდენსაც განვიბნევით, იმდენი ვმრავლდებით და ვსუქდებით, ჩვენი სამშობლო იქ არის, სადაც ხეებია. საფითრეთი არსად გამიგონია. ან კი საიდან რა მეცოდინება, სულ ერთი ზამთარია, რაც აქ მოვედი. ამ მსხალმა შემიფარა, ბინაც მომცა და საჭმელიც.

მეც დავბინავდი და ფესვები მაგრად გავიდგი. სამუდამოდ აქ ვაპირებ დარჩენას. სანამ მე ცოცხალი ვარ ეს მსხალიც იცოცხლებს და მეც არა გამიჭირდება რა. როცა მე აღარ ვიქნები, ჯანი გავარდეს, ვინც დარჩეს, თავის თავს თვითონ მოუაროს. შენი ჯიში ვიცი, ხავსო, მალე შენც მესტუმრები.

ძალიან რომ გამრავლდეთ და მსხალი აღარ გეყოთ საწუწნად, მაშინ რაღას იზამთ, ერთმანეთს ხომ ვერ დაჭამთ? – ჰკითხა ცბიერმა ხავსმა. ფითრი გაჩუმდა, პასუხი არა მიუცია რა.

მსხალს ესმოდა იმათი ხმაურობა, მაგრამ რასა ლაპარაკობდნენ, კი ვერ არჩევდა. ეს ძალად სტუმრები უცხო-უცხო ენაზე ლაპარაკობდნენ; ფითრს არ იცნობდა, ხავსი კი გაეგონა და ენახა კიდეც: აგერ, ა იმ ბებერ მუხას როგორი ხავსები ეკიდა. ძირზე შავად ჰქონდა ბალანივით შემოდებული და ტოტებზეც აბლაბუდასავით ჩამოჰკიდებოდა მწვანე ფოჩვებივით.

***

თუ სხვა წლით იზრდებოდა, ფითრი – დღითა. ღერს ღერი ემატებოდა, ტოტს – ტოტი, ფოთოლს ფოთოლი. გასუქდა, გალაღდა, გაიბარჯღა, გაიზარდა; გაშალა შორს თავისი ბრჭყალები. ფესვებიდან მომდინარე წვენს წვერებისაკენ აღარ უშვებდა, წოვდა, როგორც ობობა ბუზსა, წუწნიდა, როგორც ბალღი შაქარსა, ძღებოდა, როგორც სვავი სისხლითა.

მსხალი კი თანდათან იმშეოდა. ახლა კი მწვავედ იგრძნო მსხალმა ტკივილი იმ ადგილზე, სადაც ფითრი აჯდა. მჭამელივით ჭამდა და ჰგლეჯდა რაღაცა, ჩხვლეტდა და სწვავდა შანთივითა.

- ვინა ხარ, რა ხარ, რა სულიერი ხარ? აღარ მომშორდები? – ეკითხებოდა ფითრსა. – თუ სტუმარი ხარ, სტუმრობა ამდენი ხანი არ გაგონილა, სხვებიც იყვნენ ჩემს ქერქქვეშ შემოხიზნულები, მაგრამ წავიდნენ თავის გზაზე. მგონი, შენც ისე უნდა ჰქნა, სტუმრების წესი აასრულო. თუ მტერი ხარ, გამაგებინე, გამეცალე, რას ჩამციებიხარ?!

- ხა! ხა! ხა! – გადაიხარხარა ფითრმა, ისეთი საზარელი და საძაგელი ხმითა და კილოთი, რომელშიაც გამოიხატებოდა მწარე და გულის მომკვლელი დაცინვა.

– სად უნდა წავიდეთ, ვერა ჰხედავ, რამდენი ვართ?! ჩვენი სამშობლო ეს არის. აბა გაიხედე, აი, იმ ტოტებზე!

მსხალს თვალი დარჩა იქით, საითკენაც ფითრი უჩვენებდა. აუარებელ წვრილსა და მსხვილს ფითრს ამოეყოთ თავები მსხლის ტოტების ქერქიდან და გაჯეჯილებულიყვნენ.

დაფიქრდა მსხალი, თითქო ახლაღა იგრძნოვო, მთელმა ტანმა დაუწყო ქავილი და ჭამა.

- არ მომშორდებით მაშა, ვიღაცეები მოთრეულხართ ამ ჩემ ტოტებზე! – დაუყვირა

ყელმოღერებული ნაიალაღარი ხარირემი ამაყად და მსუბუქად ატრიალებდა მრავალშტოვან რქებსა. აქა-იქ ჰგლეჯდა და ჰყლაპავდა ხეებიდან ხავსსა. იმ დალოცვილის რქებში არწივი გაიკეთებდა ბუდესა.

ბაღს გარს უვლიდა და ხეებსა ჰკორტნიდა. მსხლის ხმაურობაზე თვალი მაღლა დარჩა, იქნება ჩამოყაროს რამეო. ფითრები არხეინად ისხდნენ და ყურსაც არ იბერტდნენ.

გაბრაზებული მსხალი კი ძირიანად ირყეოდა, უნდოდა მათი ჩამოყრა. ირემი კი ნაღვლიანად იღიმებოდა.

ფითრი, თითქო ჯიბრზე, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, სწოვდა მსხალსა. ახლა აღარც იმალებოდა და აღარც თავს იკატუნებდა.

ისე იყო გასუქებულ-გათამამებული, რომ ყველა გაიგებდა, საიდანაც მოჰქონდა საზრდო. ფოცხვერივით აჯდა კისერზე და წუწნიდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა.

მიდიოდა ხანი და მსხალს უფრო და უფრო უჭირდებოდა საქმე. ჯერ შუა ხნისაც არ იყო და ბებერს კი დამსგავსებოდა. დახავსებულ-დაძაბუნებული ქერქი ძინძებივით ეკიდა. ერთი ფრჩხილის ტოლა ნაზარდიც კი აღარ უჩანდა... სასოწარკვეთილი, ღონემიხდილი აქეთ-იქით იხედებოდა, ეძებდა მშველელს, არავინ კი შველოდა.

- ქარო! ქარო! – შეევედრა ქარს, - ერთი შენებურად დაუქროლე და ეს ფითრები მომაშორე, ხო ჰხედავ, ვკვდები.

- როგორ მოგაშორო, შე საცოდაო, ძირიან თუ მოგტეხ, თორემ შენ ეგენი არ მოგშორდებიან, აბა, რა გიყო, რა გიწამლო?!

- კაცო, შენ მაინც მომაშორე ეს ფითრები, ლამის ზეზეურ ჩამომახმონ, ცოცხალი გამომსუტონ,

- ეხვეწებოდა ძროხების პატრონს მსხალი.

- შე დალოცვილო, ჩემთვის ისა სჯობიან, რაც უფრო ბევრი ფითრი ესხმის ტყესა; ჩემს ძროხებს ძალიან უყვართ და ძალიანაც ასუქებს. – უპასუხა მწყემსმა.

აღარავინ იყო მშველელი, აღარავინ!

***

ზამთარია. ქარი ჰქრის, თოვლსა ჰყრის, ზმუის და წუწუნებს. დატიტვლებულ-დაშიშვლებული ხეები ქარის ქროლაზე ბუზებივით ბზუიან და ნადირივით ღმუიან.

ახედე სიცივეს, უენოსაც კი ააკვნესებს! აღარსად არა სჩანს სიცოცხლის ნიშანი. მწვანე ფოთლების მაგივრად თოვლი დაჰყინვია, ბარდანი დასდებია ხეებსა. ზაფხულის მომღერლების მაგივრად ქარი შემოჰღმუის. სიცივისაგან დაფიჩხებული ტოტები კანკალებენ და ცახცახებენ. ზოგი გაყინულ-გაქვავებული ვეღარ უძლებს ქარის მოწოლას. ტყდება და პარტყა-პურტყით მოაჩახუნებს ძირსა. ყველა შეუშინებია და შეუძრწუნებია ზამთრის სუსხსა.

მხოლოდ ბაიბუათაც არ იგდებს ფითრი. ის ახლა მწიფს და ნაყოფიერდება. ნახევრად დამტვრეულ-დაძაბუნებულ მსხალს ქორის ბუდეებივით ასხმია და მწვანედ ხასხასი გააქვს. მარტო ისა ხარობს და ლხინობს. იმისთვის არც სიცივეა, არც ზამთარია, არც მიწა გაეყინება, არც წყალი დაუშრება.

ამდენი უზარმაზარი ხეები საცოდავად შესტირიან მოღუშულ ცას. ფითრი კი აზის ზურგზე მსხალს და დღე და ღამე წოვს და წუწნის.

- ჰაი, ჰაი, ფითრო, აღარ გახსოვს, ამ ათი-თხუთმეტი წლის წინათ როგორი იყავ, როცა მსხალს თავშესაფარს თხოვდი. ახლა კი მსხალმა შენ უნდა გთხოვოს, რომ სიცოცხლე აჩუქო იმ საბრალოსა!

აღარც ქარი გაშინებს, ისიც შენ გემსახურება. ქარსა და ჩხართვს მრავლად გააქვს შენი თესლი და ირგვლივ ხეებზე ჰდებს. სად არ მოუკალათნია ფითრსა, სად არ აცოცებულა და გამოჭიმულა! მსხალზე, ვაშლზე, თელაზე, იფანზე, რცხილაზე, მურყანზე, კაკალზედაც კი აქა-იქ ამომძვრალა, თხილზე, ნეკერჩხალზე, ვერხვზე. მუხის ტოტებშიაც კი ამოუყვია თავი. სად არ არის, სად არ გაჩენილა! მაგრამ ისე კი ვერსად მოუკიდნია ფეხი და გამრავლებულა, როგორც მსხალზე. იმის ნაზი ქერქიდან უფრო ადვილად და გაუჭირებლად წუწნიდა საზრდოსა, ვიდრე მუხის გაქვავებულ გაშეშებული ქერქიდან.

არც დიდი დღე აქვს მუხაზე ამოსულსა. ცოტა ხანს იღონღიალებს, მორჩება მერე და მოისპობა, აგრეთვე კაკალზე. ბრალი მსხლისა!

გავიდა ხანი. კოხტა, თავმომწონე მსხალი უდროვოდ დაბერდა. ასი წლის ბებერივით მოიკეცა. დახავსდა, დაიღმიჭა, დაეღრიჯა ქერქი, დაუსკდა კანი. ტოტები დაუკოპიტდა, ზოგი დაემტვრა, ზოგიც ნახევრად ხმელი აქა-იქ გაეშვირა.

საცოდავი შესახედი იყო. ,,ვაი შენი ბრალი, შე საწყალო! ხილს შენ აღარ ისხამ და შტო შენ აღარ გეზრდება!’’

წლის ნაზარდი სრულებით აღარა ჰქონდა. სულ უკან-უკან მიდიოდა.

- რა დაემართა ამ მსხალსა! – იძახდა პატრონი, სანამ პატარა იყო, მსხმოიარებით ემტვრეოდა ტოტები, იმის ხილი პირში დნებოდა. ახლა კი მაგის ქეციან ნაყოფზე კაცს შესახედავადაც აღარ მიუვა გული. უნდა მოვჭრა, მეტი ღონე არ არის, ტყუილად ადგილსა ჰფარავს. მართალია, ცოდოა, არ არის გასამეტი, მაგრამ რა ვქნა, მაგის ადგილზე ახლა სხვას დავრგავ, რად მოვაცდინო ადგილიო.

ენანებოდა პატრონს, არ უნდოდა იმის ჯიშის გაწყვეტა, მერე იმისთანა იყო ის ძირკურთხეული, რომ მთელს იმ არემარეში იმაზე კარგი აღარა იყო რა.

- რას უვლი, ფიდონ, მაგ მსხალსა, რა ცული დაგიჭერია, რას შესცქერიხარ, შეშა ხომ არ შემოგელია და ხმელი ტოტების შერთმევას უპირობ? – დაეკითხა გზაზე მიმავალი მეზობელი მსხლის პატრონს ფიდონას, რომელიც ხელცულიანი მსხალს შესტრიალებდა, უვლიდა აქეთ-იქით, და არც ემეტებოდა მოსაჭრელად.

- რას ამბობ, კაცო, რის ხმელი ტოტები, მინდა ძირიანად მოვჭრა და მოვიშორო, მინდა, ამის ადგილზე სხვა დავრგო. რა ხანია შევცქერივარ. აღარაფერს ისხამს, მომატების მაგივრად ამან სულ უკლო და ახლა თითო-ოროლასღა იბამს და იმასაც პანტასავით. ბარემ მოსაჭრელი ხილი არ არის, ამისთანა ჯიშის მსხალი არსად მეგულება. ვინც კი გემოთ ნახა, ყველამ წაიღო სამყნობი ტოტები.

ალბათ ბარაქა და იღბალი თუ გაჰყვა სადმე, აღარ ვიცი, ღმერთმანი, რამ გადააგვარა ამისთანა ბედაური მსხალი!

- კაცო, ეს ფითრი რო შესხმია, რატო არ უპატრონე, მაგაზე მეტად რა აფუჭებს ხეხილსა? ვისაც კი თავისი ხეხილი უყვარს და ეზოგება, განა ფითრს დააყენებს ხეზე? მოაშორე, არ იქნება, ისევ არ გამობრუნდეს, - ურჩია მეზობელმა.

როგორ მოვაშორო, ერთი მოვგლიჯო, იმის ადგილზე სხვა ამოვა, - უთხრა ფიდონამ,

- რა ეშველება, რა ვუყო?

- გადაკაფე დაზიანებული ფითრიანი ტოტები, სხვა ნორჩს აიყრის და გახალისდება. ისევ ისეთს ხილს მოისხამს, როგორც წინათ, - ურჩია მეზობელმა.

- შენს პირს შაქარი, თუკი მაგის მეტი არა უნდა რა, გადაკაფვა რა დიდი საქმეა, თუკი ისევ აიყრის. ვაითუ გახმეს და აღარა აიყაროს რა. რა მომაგონდებოდა, ძმაო, თუ ფითრს მაგოდენა ნავნების მოტანა შეეძლო.

- ვაი შენ, ჩემო თავო! – წამოიძახა გაბრაზებულმა მეზობელმა, - მოიტა აქ ე ცული, თუ შენ არ იცი, როგორ მოიქცე!

კაპ! კუპ! კაპ! კუპ! – მოისმოდა ცოტა ხანს შემდეგ ფიდონას ბაღიდან ცულის ხმაურობა.

მსხალს შიშით და ელდით თავისი დაემართა. ღაპაღუპით ცრემლები ჩამოსდიოდა.

კაპ! კუპ! კაპ! კუპ! – ისმოდა ცულის კაკუნი, თან მოჭრილი ტოტების ჭრიალი და ბარტყუნი.

ჰ, რა შეშინებული იყო მსხალი! რა ტკივილსა გრძნობდა, თითო ცულის დაკვრაზე თითო ლიტრა ხორცი ადნებოდა. ტოტებს რო ჭრა და მორვა დაუწყეს, იმას კინაღამ სული ამოხდა.

- ახლა კი დაითვალა ჩემი დღეებიო, - ფიქრობდა მსხალი, - აღარაფერი მიხსნის!

დახუჭა თვალები, თითქო არ უნდა სიკვდილის თვალით დანახვაო. თავისთავი მკვდრად მიაჩნდა.

მაგრამ აგერ, აგერ, ძირიდან, მიწის ჯურღმულიდან რაღაცა ხმაურობა და დუდუნი მოესმა, რომელსაც თანდათან უფრო და უფრო არკვევდა.

- ჩვენ ისევ ცოცხლები ვართ, არ მოვკვდებით, ჩვენამდე ჯერ სიკვდილს არ მოუღწევია, სასოებას უნ ჰკარგავო. – იძახოდნენ თურმე ფესვები. ისინი ისევ ღონიერნი, მძალვრნი, მრავალნი, უთვალავნი იყვნენ. თავისთვის, ჩუმად ბნელს, უმზეო, თვალჩაუხედველ უკუნში მიმალულ-მიჩქმალულნი, მსხალს ახალ-ახალი ტოტებისათვის უხვ საჭმელ-საზრდოს უმზადებდნენ და აწვდიდნენ.

***

სამ წელს შემდეგ მომიხდა ჩამოვლა იმ სოფელზე. ფიდონას ხუთი-ექვსი ბალღი სიამოვნებით შესცქეროდა ქარვასავით ყვითელ, დაშაქრებულ მსხლებს, ან ახლა ჩამოვარდება, შევჭამოთ, ან ახლაო.

 

რაზიკაშვილი თედო

1896 წ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მასონური აშშ-ის მიერ საქართველოს დაპყრობის 20 წლის თავი

 

საქართველოში აშშ-ის ელჩი (მეფისნაცვალი) ჯონ ბასი ამერიკა–საქართველოს სახელმწიფო ურთიერთობების (დაპყრობის) 20 წლისთავს ეხმაურება.

http://s1.ipicture.ru/uploads/20111223/OXXJA3HY.jpgაშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობა

საქართველოს 1992 წლის 6 იანვრის, სახელმწიფო გადატრიალების მემდეგ, 1992 წლის 24 მარტს აშშ–მა და საქართველომ "დიპლომატიური" ურთიერთობები დაამყარეს. ამერიკამ საქართველოს ხელისუფლებამ თავისი ჯგუფი მოიყვანა ხელისუფლებაში, მასონ ედვარდ შევარდნაძის მეთაურობით.

განვლილი 20 წლის განმავლობაში ჩვენს თვალწინ საქართველო ახლად ფეხადგმული დამოუკიდებელი სახელმწიფოდან დაპყრობილ, მსოფლიო მასონური გოდოლის რგოლად და კავკასიაში, მის შემოგარენში მასონური, საზოგადოებრივი ვირუსის, "დემოკრატიის" (მონობის) გამავრცელებელ ქვეყნად იქცა.

როგორც პრეზიდენტმა ობამამ თქვა, "საქართველომ უნდა იამაყოს იმ მიღწევით, რომელსაც "დემოკრატიული" (მონური) სახელმწიფოს მშენებლობაში მიაღწია", - აცხადებს აშშ-ის საელჩო.

ელჩი ბასი კი აღნიშნავს:

"ამერიკელები ამაყნი არიან იმ მოკრძალებული წვლილით, რომელიც საქართველოს განვითარების (დაპყრობა) საქმეში შეიტანა".

განვლილი ოცი წლის განმავლობაში აშშ–ის "მასწავლებლების" (გამრყვნელ-გადამჯიშებლების) ლაშქრის ათასობით დაქირავებულმა იმსახურა საქართველოში. აშშ–ის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამებით 5000–ზე მეტმა ქართველმა მოსწავლემ განათლება აშშ-ში მიიღო (ტვინი მოუწამლეს). 20 წლის განმავლობაში, აშშ–მა საქართველოს 3 მილიარდი დოლარის მიზნობრივი სესხი გამოუყო, მასონური აშშ-ის მიზნების გასატარებლად.

აშშ-ის ხელისუფლება განუზომლად მადლიერია, ქართველი დაქირავებული მებრძოლების მონაწილეობის მსოფლიოში აშშ-ის მიერ წარმოებულ ომებში.

"შეერთებული შტატები კმაყოფილია დაქირავებული ქართველი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების მიერ გაღებული მსხვერპლისთვის", - აცხადებს აშშ-ის საელჩო.

აშშ-ის ელჩი (მეფისნაცვალი) ბასი კი იმედოვნებს, რომ მომდევნო ოცი წლის განმავლობაში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება.

გამოყენებულია [ინტერპრესნიუსი] ცნობა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 months later...

SOS!

დედა ენა საფრთხეშია

14.05.2012

 

http://www.moecs.ge/uploads/news_198.png

დედა ენა, როგორ ტკბილად ჟღერადი და საოცარი სითბოს გამომხატველია ეს სიტყვები იმ ადამიანებისათვის, ვისაც მისი მნიშვნელობა ესმის. რაოდენ სიმბოლური და ღრმა აზრის გამომხატველია ეს ორი სიტყვა თავისი შინაარსით, ისინი ხომ დედას - სიცოცხლის დამბადებელ, გამჩენს აღნიშნავენ (გამოხატავენ, უკავშირდებიან). სრულებით არაა შემთხვევითი, რომ ქართველი ერის იდენტიფიკაციის ყველაზე ლაკონიური გამოხატვა - ”მამული, ენა, სარწმუნოება” (ილია ჭავჭავაძე) ენის ანუ დედა ენის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მე არ მინდა შევეხო ამ წერილში თუ რა დღეში ჩააგდო ჩვენმა ხელისუფლებამ ქართველებისთვის ეგრე სათაყვანებელი დედა ენა, როგორ ცდილობს დღევანდელი ხელისუფლება გამოდევნოს ის ცხოვრების ყველა სფეროდან, ეს ყველამ კარგად ვიცით. მე მინდა გავაანალიზო ის, თუ როგორ ვეპყრობით ჩვენს მშობლიურ დედა ენას, რათა საკუთარ თავს დავუსვათ შეკითხვა: ასე თავის სიწმინდეს ვინ ეპყრობა, იმ შტოს რომელი ჭკუათმყოფელი ჭრის, რომელზეც თვითონ ზის? არ არის საჭირო დამნაშავეების ძებნა თუ გარედან თავსმოხვეული იდეებით თავის მართლება, საჭიროა მხოლოდ რამოდენიმე კითხვა დავუსვათ საკუთარ თავს და შევეცადოთ პატიოსნად გავცეთ მათზე პასუხები.

ქართველები ერთმანეთთან ურთიერთობაში ჯერ-ჯერობით მასობრივად არ გადავსულვართ რომელიმე უცხო ენაზე (მადლობა ღმერთს), მაგრამ როდესაც საქმე დამწერლობას ეხება ადვილად შესამჩნევია თუ რა კატასტროფულ მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი ეროვნული თვითშეგნება საკუთარ ენასთან მიმართებაში. ქართული ”ფეისბუკის” - ინფორმაციის წერილობით გავრცელების მასობრივ საშუალებაში მთავარი ენაა არა ქართული ენა, არამედ ლათინური შრიფტით ნაწერი, რაღაც უცნაური ნაზავი, რომელსაც ენა არც შეიძლება უწოდო. ლათინურ შრიფტს იყენებს ”ფეისბუკის” ქართველ მომხმარებელთა უმრავლესობა, მათ შორის მწერლებიც და პოეტებიც, რომლებიც პირველები უნდა იცავდნენ საკუთარ დედა ენას და რაც ორმაგად გულსატკენია, ახალგაზრდობის აბსოლუტური უმრავლესობა. ერმა, რომელიც არის ავტორი მსოფლიოში არსებული 14 ანბანიდან ერთ-ერთის, ფაქტიურად უარი თქვა თავისი თვითმყოფადობის გამომხატველი უმთავრესი ნიშნისაგან და ნებაყოფილობით უარყო ის. ასეთი მდგომარეობა უახლოეს მომავალში უდიდესი საფრთხის შემცველია ამ ერისათვის. ლათინური შრიფტის გამოყენება იწვევს ენის დამახინჯებას, რადგან მხოლოდ ქართულ ანბანს შეუძლია სრულყოფილად გადმოსცეს ქართული სიტყვები, მასში ჩადებული ღრმა აზრი. ლათინური შრიფტის გამოყენება ასევე იწვევს ქართულად მოაზროვნე ადამიანისთვის წერილობითი ინფორმაციის აღთქმის შესაძლებლობის დაქვეითებას, რადგან უცხო შრიფტით დაწერილი ქართული სიტყვები გადმოიცემა დამახინჯებული ფორმით, რაც თავის მხრივ შემდგომში ხდება მიზეზი, რომ ქართველს უჩლუნგდება საკუთარ ენაზე ინფორმაციის აღთქმის უნარი, რამაც საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს მშობლიურ ენაზე უარის თქმა.

ჩემი ბლოგის სხვადასხვა თემაში ხშირად მითქვამს, რომ არ მაქვს პრეტენზია პუბლიცისტობასა თუ მწერლობაზე. შესაბამისი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები ბევრად უკეთესად მოახერხებდნენ ამ თემის გახსნას, მაგრამ თავს უფლებას ვაძლევ, რომ ჩემი გულის ტკივილი გაგიზიაროთ, რადგან გაჩუმება არ შემიძლია. ”ზღვა კოვზით დაილიაო”, ასეთი ანდაზა გვქონდა ქართველებს და ჩვენი სიჩუმით ასე ნელ-ნელა, მისხალ-მისხალ გვეკარგება სამშობლო. ნუ გავჩუმდებით, შემოვკრათ განგაშის ზარებს, შევუნარჩუნოთ ქართული ენა და საქართველო მომავალ თაობებს.

[/color]

ბადრი წიქორიძე

Edited by დაჩი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...