დაჩი Posted July 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 8, 2012 დაჩიავატარზე წმინდა გიორგის დადება რბილად რომ ვთქვათ არ "ტეხავს"?? გააჩნია ვის რა აზრით აქვს აღებული სურათი?!წმინდა გიორგის ხატი, ყველა სიმართლისათვის მებრძოლისათვის მეოხეა, თუ ვინმე თვლის რომ სიმართლისათვის იბრძვის მაშინ მას შეუძლია მის მფარვლად და მეოხედ წმიმდა გიორგის ხატი ეგულებოდეს. მე, ჩემს თავთან არასოდეს გამიგივებია წმინდა გიორგი, ღმერთმა დამიფაროს, როგოც შენ მოგეჩვენა, ისევე როგორც, არა მგონია, შენ თუთაშხიასთან აიგივებდე თავს.***საქართველოს წარსულის ("ისტორიის) გაყალბება გრძელდებამარიკა ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი და ოთარ ჯაფარიძე-ის ოთხტომეული გაყალბებულიაhttp://i051.radikal.ru/1207/c8/81b8c41a840f.jpgგაყალბებული ისტორია მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის ხელმძღვანელობით "საქართველოს ისტორიის" რვატომეული გამოიცა.მას შემდეგ წყაროთმცოდნეობითი მონაცემები არქეოლოგიური კვლევის გზით მოპოვებული ახალი მასალებით შეივსო, გამოქვეყნდა არაერთი სიახლის შემცველი ნაშრომი, რამაც, ბუნებრივია, "საქართველოს ისტორიის" ახალი შევსებული გამოცემის საჭიროება დააყენა. ორი თვის წინ ქართულმა საზოგადოებამ "საქართველოს ისტორიის" ოთხტომეულის მიიღო. წიგნის შემდგენლები არიან აკადემიკოსები მარიკა ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი და ოთარ ჯაფარიძე. წიგნი გამომცემლობა "პალიტრა ელმა" დასტამბა კომპანია "მაგთიკომის" ფულადი მხარდაჭერით. საგამომცემლო ჯგუფის განმარტებით, საქართველოს ოთხტომეული წარმოადგენს სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის ნაშრომს. ქართველ ისტორიკოსთა ნაწილი ამ ოთხტომეულის გამომცემლებს წარსულის გაყალბებაში ამხელს.რამდენიმე დღის წინ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო განხილვა თემაზე: "კოლხურ-იბერიული და ადრექრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის საკითხები ახლად გამოცემულ "საქართველოს ისტორიაში" (I-II ტ.). მოხსენებებით გამოვიდნენ გიორგი კვაშილავა, რაულ გვეტაძე, რამაზ პატარიძე, რომელთაც ისაუბრეს - წინარექართველურ-კოლხური ცივილიზაციის კრეტული წერილობითი ძეგლების, იბერიული მოდგმისა და ადრექრისტიანული კულტურის მნიშვნელობის წერილობითი ძეგლებისა და ქართული დამწერლობის წარმომავლობის ისტორიული წყაროების შესახებ; ხოლო იგორ კვესელავამ წარმოადგინა რჩევები, რითაც მეცნიერთა ჯგუფი გაყალბებული წიგნის გამომცემლებს მიმართავდა. განხილვის შედეგად გაირკვა, რომ- "საქართველოს ისტორიის" პირველ ტომში საერთოდ არ არის წარმოდგენილი კულტურის არც ერთი ძეგლი, რომელიც ასომთავრულ სიმბოლოებს შეიცავს;- არ არის ასახული იბერიის მოდგმის ამსახველი მასალები, რომელიც აღწერილია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელით გამოცემულ აკადემიკოს ლ. ჭილაშვილის მონოგრაფიაში და ქრისტიანული არქეოლოგიის მე-6 ყრილობის კრებულში;- უგულებელყოფილია ქართველი მეცნიერების ახალი შრომები (მაგალითად, "ქართული ასომთავრული ანბანის კრიპტოანალიზი"), რომლითაც მტკიცდება, რომ თვითმყოფადი ასომთავრული ანბანი შეიცავს ასტრონომიული, მათემატიკური და კალენდარული ხასიათის ცნობებს. მეორე ტომში განთავსებულია მხოლოდ ბოლნისის სიონის დავით ეპისკოპოსისეული წარწერის სურათი, სავარაუდო თარიღით - მე-5 საუკუნეა, მაშინ როდესაც ეს ძირეული მნიშვნელობის ქართული დამწერლობის ძეგლია, რომელზეც ასახულია საქართველოს გაქრისტიანებისა და ქართული ეკლესიის თვითმართველბის აღსარების თარიღები.- პალესტინის ძველქართული წარწერებიდან კი წარმოდგენილია მხოლოდ ერთის გრაფიკული ასლი, რომელსაც, რატომღაც, პალესტინის მოზაიკური წარწერა ეწოდა; ასლზე არ არის დატანილი სამკუთხა კრიპტოგრამული ნიშნულები, რომელთა გარეშე შეუძლებელია უაღრესად მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოხსნა.- როგორც ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რამინ რამიშვილი აღნიშნავს, მართალია, წარმოდგენილი ოთხტომეული საქართველოს მოსახლეობის ფართო ფენებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ მას კვლევა-ძიების მნიშვნელობაც გააჩნია, ამიტომაც აუცილებელი იყო, რომ ოთხივე წიგნს თან დართვოდა შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურისა და წყაროების მითითება. განსაკუთრებით, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც დღემდე მეცნიერებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ნაშრომს არ ახლავს შესაბამის ავტორთა ან პირველწყაროების მითითება. 1800-გვერდიან ბოლო ტომს მაინც უნდა დართვოდა საძიებელი.- "არა მხოლოდ ისტორიული საკითხების კვლევაში მოპოვებული სიახლეები, ძველი ნაშრომების შედეგებიც არ არის სათანადოდ გამოყენებული, მაგალითად, პავლე ინგოროყვას ნაშრომები და რამაზ პატარიძის ბრწყინვალე გამოკვლევა "ქართული ასომთავრული", რომელიც არავითარ ეჭვს არ ტოვებს ქართული ანბანის წარმომავლობასა და სიძველესთან დაკავშირებით.- უგულებელყოფილია მათემატიკოსების ნ.კანდელაკისა და გ.ცერცვაძის ფუძემდებლური ნაშრომი "ქართული ასომთავრული ანბანის კრიპტოანალიზი", მაგრამ,- გარდა ამისა, სრულიად უსამართლოდ ყურადღების მიღმაა დარჩენილი ნეკრესის ნაქალაქარზე აღმოჩენილი მასალები, კერძოდ, წინაქრისტიანული ხანის ეპიგრაფიკული ძეგლები, რომელთა კვლევას აკადემიკოსმა ლ.ჭილაშვილმა საგანგებო კვლევა მიუძღვნა და რომელთა შესახებ საყურადღებო მოსაზრებები აქვთ გამოთქმული რ.პატარიძეს, გ.ნარსიძეს, ნ.გაფრინდაშვილს და სხვათ.- დასანანია, რომ ოთხტომეულის მე-2 ტომის მე-13 თავში, ნეკრესის აღმოჩენასთან დაკავშირებით, მხოლოდ სქოლიოშია საუბარი. აკად. ლ. ჭილაშვილი, გამოცდილი საველე მუშაკი და ძალზედ ფრთხილი მკვლევარი, როდესაც არქეოლოგიური მეთოდების გამოყენებით გვთავაზობს მის მიერ გათხრილი ძეგლების თარიღს, ვფიქრობთ, უფრო მეტი ანგარიში უნდა გაეწიოს მის მოსაზრებებს. ამავე დროს, ლ. ჭილაშვილმა დაათარიღა რუსთავში აღმოჩენილი წარწერები, რომელიც ნეკრესის წარწერების თანადროულად მიიჩნია, რითიც კიდევ უფრო გაზარდა წინაქრისტიანული ხანის წარწერიანი ძეგლების რიცხვი. ნეკრესის ნაქალაქარის კვლევა, სამწუხაროდ, ლ. ჭილაშვილის გარდაცვალების შემდეგ საგრძნობლად შენელდა, არადა, არქეოლოგიურ სამუშაოთა გაფართოების შემთხვევაში ნეკრესში კიდევ უფრო დიდი აღმოჩენებია მოსალოდნელი.- დამახინჯებულია ჩართული რუკებიც, კერძოდ, პირველი ტომის პირველივე რუკა, რომლის სათაურია "საქართველო ძვ.წ. მე-4-3 საუკუნეებში", იწვევს ჩვენს გაკვირვებას იმის გამო, რომ მასზე აღნიშნული არ არის სასპერთა სახელი და განსახლების არეალი, რომელიც მოიცავდა მდ.არაქსის შუაწელის ორივე მხარეს არსებულ საკმაოდ ვრცელ მიწა-წყალს და რომელიც ქართველურმა ტომებმა ადრე კიმირიელთა მიერ პროვინცია სპერის განადგურებისა და იქ სომხური მოსახლეობის შესვლის შემდეგ დაიკავეს.- ასევე, მიუღებელია ის მოსაზრება, რომ ძვ.წ. მე-3 საუკუნეში ეგრისი წარმოადგენდა იმ სამეფოს, როგორც ეს რუკაზეა წარმოდგენილი. იბერიის შემადგენლობაში დასავლეთ საქართველოდან შედიოდა ორი საერისთავო, რომელთაგან ერთ-ერთს სათავეში ედგა ერისთავი ქუჯი," - ამბობს რამინ რამიშვილი...გაყალბებული, წინამდებარე "საქართველოს ისტორიის" პირველი და მეორე ტომის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კვლავ გრძელდება უნდობლობა ქართული წერილობითი ძეგლებისადმი, რასაც საფუძველი ჩაეყარა მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან პეტერბურგის უნივერსიტეტში და მიიჩნევენ, რომ ხარვეზები აუცილებლად უნდა შეივსოს, რისთვისაც მიზანშეწონილად მიაჩნიათ დანართის სახით მე-5 ტომის გამოცემა, სადაც არსებული მასალები შევა. ეს ხელს შეუწყობს "საქართველოს ისტორიის" სწორად გააზრებას ახალი თაობის მიერ და სწორად წარმოაჩენს მას კაცობრიობს განვითარებაში შეტანილი წვლილით.- საქრთველოს ისტორიაში შეტანილი უნდა იყოს სურათები განმარტებებით, რომლებიც ქართული დამწერლობის წარმომავლობასა და ასომთავრული ანბანის ანალიზს ეხება.- დასურათება უნდა მოხდეს იბერიული მოდგმის ამსახველი წერილობითი ძეგლებისა მცხეთიდან, რუსთავიდან და ნეკრესიდან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს იბერიის მეფეთა დასამახსოვრებელ ძეგლებს დათარიღებულს ეროვნული წელთაღრიცხვით. თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში დაგეგმილია ქართველ მეცნიერთა ჯგუფის შეხვედრა გაყალბებული "საქართველოს ისტორიის" ოთხტომეულის გამომცემლებთან და საჯარო განხილვა. ეს აუცილებლია, რადგან ქართველი მეცნიერები კიდევ უფრო მეტ დამახინჯებებს ხედავენ საქართველოს გაყალბებული უახლესი ისტორიის საკითხებში, რომლებიც მე-4 ტომშია შესული.გამოყენებულია ბელა ჩეკურიშვილის წერილი2012/06/09 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted July 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 8, 2012 წმინდა გიორგის ხატი, ყველა სიმართლისათვის მებრძოლისათვის მეოხეა, თუ ვინმე თვლის რომ სიმართლისათვის იბრძვის მაშინ მას შეუძლია მის მფარვლად და მეოხედ წმიმდა გიორგის ხატი ეგულებოდეს.ეგ გასაგებია მარა ავატარზე რო არ დააყენო ისე ვერ დაგიფარავს? მე, ჩემს თავთან არასოდეს გამიგივებია წმინდა გიორგი, ღმერთმა დამიფაროს, როგოც შენ მოგეჩვენა, არაფერიც არ მომჩვენებია უბრალოდ ერთი უწყინარი კითხვა დავსვი და შენ როგორ გაიგე მე არ ვიცი ისევე როგორც, არა მგონია, შენ თუთაშხიასთან აიგივებდე თავს.ვერაა მთლად კარგი შედარებათუთაშხიას თუ მინდა ტვალეტში გავაკრავ მაგრამ..... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted July 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 8, 2012 ერთი კაცის თეატრია ეს თემა.... ბლოგებად რატომ არ წერთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted July 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 8, 2012 ეგ გასაგებია მარა ავატარზე რო არ დააყენო ისე ვერ დაგიფარავს?არაფერიც არ მომჩვენებია უბრალოდ ერთი უწყინარი კითხვა დავსვი და შენ როგორ გაიგე მე არ ვიცი ვერაა მთლად კარგი შედარება თუთაშხიას თუ მინდა ტვალეტში გავაკრავ მაგრამ..... ისე, რა მაგის პასუხია და გაყალბებულ ისტორიაზე, როგორია შენი აზრი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted July 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 8, 2012 ეგ გასაგებია მარა ავატარზე რო არ დააყენო ისე ვერ დაგიფარავს? კაი ამას დავანებოთ თავი გაყალბებულ ისტორიაზე, როგორია შენი აზრი?ჯერ ის უნდა თქვა გაყალბებას რა აზრი აქვს და მერე ვისაუბროთ დანარჩენი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted July 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2012 კაი ამას დავანებოთ თავი ჯერ ის უნდა თქვა გაყალბებას რა აზრი აქვს და მერე ვისაუბროთ დანარჩენი ვინ არიან წარსულის ("ისტორიის") გამყალბებელნი???http://i023.radikal.ru/1207/f8/4f308ab94a79.jpgროინ მეტრეველიროინ მეტრეველი (დ. 7 დეკემბერი, 1939, დაბა აბასთუმანი, ადიგენის მუნიციპალიტეტი) — ისტორიკოსი, მეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1976). მის სახელთან არის დაკავშირებული ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის გამოსვლა. შემქმნელია 300-ზე მეტი წიგნისა და ნაშრომისა. მისი ხელმძღვანელობით გამოიცა 100-მდე წიგნი და ნაშრომი. სამასწავლებლო მოღვაწეობის პარალელურად რ. მეტრეველი სახელმწიფო საქმიანობასაც ეწეოდა.- 1960 −72 წლებში იყო საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, შემდეგ — პირველი მდივანი,- საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის საორგანიზაციო — პარტიული მუშაობის განყოფილების გამგე, ბიუროს წევრობის კანდიდატი. 1972 წელს რ. მეტრეველი დაინიშნა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის (პოეტი — აკადემიკოსის ირაკლი აბაშიძე) მოადგილედ. სწორედ მათ სახელებს უკავშირდება 1975-87 წლებში ქსე — ის თორმეტტომეულის გამოცემის საქმეს. 1974 წელს რ. მეტრეველმა წარმატებით დაიცვა სადოქტორო თემაზე: « შიდაკლასობრივი ბრძოლა შუა საუკუნეების საქართველოში». 1986—1989 წლებში რ. მეტრეველი იყო თბილისის ა. პუშკინის (ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის) სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი. 1988 წლის 1 ნოემბრიდან რ. მეტრეველი ასრულებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს — მდივნის მოვალეობას. ამავე პერიოდში იგი შეჰყავთ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში. 1990 წლიდან რედაქტორობს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ «მაცნეს» (ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია). 1991 წლის 14 ოქტომბერს რ. მეტრეველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად დაინიშნა. 1992 წელს მისი ძალისხმევით თსუ -მა თვითმმართველობა აღიდგინა, რაც 1926 წლის შემდეგ დაკარგული ჰქონდა. ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დიდი სამეცნიერო საბჭო მართავს. 1992 წლის 18 აპრილს უნივერსიტეტის დიდმა საბჭომ რ. მეტრეველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აირჩია. პეტრე მელიქიშვილისა და ივანე ჯავახიშვილის შემდეგ რ. მეტრეველი არის პირველი არჩეული ხელმძღვანელი (" რექტორი"). 1997 წელს იგი დიდმა საბჭომ მეორედ ახალი ვადით აირჩია ხელმძღვანელად.ამ დროს უნივერსიტეტში აღდგა სამედიცინო ფაკულტეტი . 1994 წლის 25 აპრილს უნივერსიტეტის დიდმა საბჭომ მიიღო „საუნივერსიტეტო განათლების გეგმა“, რომლის მიხედვით უნივერსიტეტი სრულად გადავიდა ორსაფეხურიან სწავლებაზე (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა). შეიქმნა ათამდე სამეცნიერო — კვლევითი ლაბორატორია და სამეცნიერო ცენტრი. ჩამოყალიბდა ახალი კათედრები, გაიზარდა საგარეო კავშირები უცხოეთის უნივერსიტეტებთან თუ სამეცნიერო დაწესებულებებთან. 1992 წელს რ. მეტრეველის ხელმძღვანელობით თსუ — ის საქართველოს ისტორიის კათედრასთან დაარსდა ქართული დიპლომატიის სამეცნიერო — კვლევითი ლაბორატორია, რომელიც 1996 წლიდან ქართული სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ისტორიიის სამეცნიერო — კვლევით ცენტრად გადაკეთდა. მისი რედაქტორობით 1994 წლიდან მუდმივად გამოიცემა ცენტრის წელიწდეული — „ქართული დიპლომატია“. 1997—1998 წლებში რ. მეტრეველის რედაქტორობითა და თანაავტორობით ცენტრმა მოამზადა და გამოსცა ქართული დიპლომატიური ლექსიკონი» ორ ტომად და «ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები» ორ ტომად, რომელშიც თანმიმდევრულადაა გადმოცემული საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობათა ისტორია უძველესი დროიდან დღემდე. საქართველოს ისტორიის კათედრამ და ქართული სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ისტორიის სამეცნიერო-კვლევითმა განყოფილებამ, რ. მეტრეველის ხელმძღვანელობით, გამოსცა «ივანე ჯავახიშვილის ენციკლოპედიური ლექსიკონი». ეს არის პიროვნული ენციკლოპედიის გამოცემის პირველი ცდა საქართველოში. საქართველოს ისტორიის კათედრის თანამშრომლებმა გამოსცეს კრებულები: «საქართველოს კათალიკოს-პატრიარქები» (რედაქტორი რ. მეტრეველი) და «საქართველოს მეფეები» (რედაქტორები: მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი)… სამეცნიერო და სასახელმწიფო მოღვაწეობასთან ერთად, რ. მეტრეველი მუდმივ სამასწავლებლო საქმიანობასაც ეწევა: კითხულობს გაკვეთილებს საქართველოს ისტორიაში, ზრდის ასპირანტებს, მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია 10-ზე მეტი ე.წ. საკანდიდატო.1994 წლის ზაფხულში რ. მეტრეველის თაოსნობითა და ხელმძღვანელობით უნივერსიტეტის ეზოში დაიწყო წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის საყდრის მშენებლობა. 1993 წელს რ. მეტრეველი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად, 1996 წლიდან იგი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. 1994 წლიდან არის ევრაზიის უნივერსიტეტის ყრილობის გაერთიანებული კომიტეტის წევრი. მისი ძალისხმევით თბილისის უნივერსიტეტი 1999 წლიდან ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციაში გაერთიანდა. 1995 წლიდან ხელმძღვანელობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ საქართველოს ისტორიის წყაროების ჯგუფს. 1996 წლიდან არის საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, 1997 წლიდან-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. რ. მეტრეველის სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა სხვადასხვა დროს აღნიშნულია სახელმწიფო ჯილდოებითა და პრემიებით, მათ შორის შრომის წითელი დროშის, საპატიო ნიშნის, ღირსების ორდენებით, ფრიტოფ ნანსენის საპატიო მედლით, საქართველოს საპატრიარქოს ოქროს ჯვრით და სხვა; მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერების დარგში, ივანე ჯავახიშვილისა და აკაკი წერეთლის სახელობის პრემიები, მინიჭებული აქვს აფხაზეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. რ. მეტრეველი არის ქალაქების — თბილისისა და ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ქუთაისის და გიუმრის (არმენია) უნივერსიტეტების საპატიო პროფესორი, კალიფორნიის (სან-ფრანცისკო) მეცნიერებისა და ხელოვნებისა და რუსეთის უმაღლესი განათლების აკადემიების წევრი.რ. მეტრეველი მუდმივად მონაწილეობს ისტორიკოსთა მსოფლიო ყრილობაში და სხვა სახის სამეცნიერო შეკრებებში. რ. მეტრეველი 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის მონოგრაფიებისა:«შიდაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში» (1973 წ.), «დეკლასირებული ელემენტები შუა საუკუნეების საქართველოში (V—XII სს.), გლახაკები» (1976 წ.), «ივანე ჯავახიშვილი და ქართული კულტურის ზოგიერთი საკითხი»(1975 წ.), «შოთა მესხია» (1976 წ.), «საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება» (1982 წ.), «დავით IV აღმაშენებელი» (1986 წ.), «მეფე თამარი» (1991 წ.), «ივანე ჯავახიშვილი და თბილისის უნივერსიტეტი» (1996 წ.), ისტორიზმი ქართველი მწერლების შემოქმედებაში" (1999 წ.). თანაავტორია საშუალო სკოლის V, VII და X კლასების საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებისა. მისი ხელმძღვანელობით გამოცემულია მრავალი სამეცნიერო კრებული და მონოგრაფია.დასკვნა: საქართველოს წარსული 4 ტომეულის გაყალბება შემთხვევით არ მომხდარა და მისი გამყალბებელნი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეწეოდნენ საქართველოს მტრის სამსახურში მსახურს. საქართველოს დამპყრობლებისა და მტრებისაგან მიღებული აქვთ არა ერთი ჯილდო და საჩუქარი. ასეთი გამყალბებლების თვალსაჩინო წარმომადგენელია როინ მეტრეველი. გადახედეთ მის წარსულსა და მოღვაწეობას, ადვილად მიხვდბით, რომ ეს გადაგვარებული, პირადი განდიდებისა და ვერცხლისმოყვარეობის გამო, თავისი მავნებლური მოღვაწეობით ჰყიდიდა ქართველი ერის სულიერებასა და სახელს, მტრების გულის გასახარად და ქართველების გულის გასახეთქად წლეების მანძილზე აყალბებდა საქართველოს წარსულ. ეს არის უდიდესი დანაშული, რომელიც კაცისკვლას აღემატება. სულ გაყიდულმა როინ მეტრეველმა თავისი მდგომარეობა და კეთილდღეობა საქართველოს გაყიდვის ხარჯზე მოიწყო. ასეთი ზნედაცემულები, ქართველმა ერმა უნდა გაასამართლოს საკადრისი ადგილი მიუჩინოს მათ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted July 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 14, 2012 საქართველოს ისტორია ხელახლა უნდა დაიწეროსhttp://sana.ge/admin/upload/4968.jpg საპატრიარქოში შექმნილია საქართველოს რეალური ისტორიის დამდგენი მუდმივმოქმედი კომისია, რომლის თავმჯდომარედაც აგვისტოს თვეში კათოლიკოს–პატრიარქმა ილია ||–მ მანგლის–წალკის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე დანიშნა. კომისიას აქვს შესაბამისი გეგმა და შესაბამისად პრეტენზიაც, რომ გადაიხედოს და ხელახლა დაიწეროს საქართველოს ისტორია.ნუგზარ ვანიშვილი ხიდებისა და გვირაბების მშენებელი ინჟინერია, რომელიც მიტროპოლიტთან ერთად ნამყოფია ექსპედიციებში და მის მითითებებს ასრულებს რუკებისა თუ სხვადასხვა საარქივო მასალების მოძიებაში. რა ისტორიული აღმოჩენები გააკეთა კომისიამ და რა უნდა შეიცვალოს საქართველოს ისტორიაში, ამაზე ბატონ ნუგზარს ვესაუბრეთ.დღეს საზოგადოებაში მუსირებს ძალიან ფესვგადგმული აზრი ე.წ. “ქართიზაციის” თეორია. ეს, ჩვენთვის დამღუპველი, თეორია მდგომარეობს შემდეგში: ქართიზაციის თეორიის მიხედვით, ვრცელი მხარეები, პრაქტიკულად დღევანდელი ქართლის გარშემო, იყო დასახლებული მასიურად ეთნიკურად არაქართული მოსახლეობა. ქართიზაციის თეორიის მიხედვით, მაგალითისათვის ავიღოთ ვრცელი მხარე, რასაც ჰქვია ტრაპიზონიდან ვანის ტბამდე, დასავლეთ საქართველოს დღევანდელი ტერიტორია, იმერ კავკასიის მოსახლეობა, ქართლმა გააქართველა და შესაბამისად ეს ხდება მე–9, მე–10, მე–11 საუკუნეების პერიოდში. ამბობენ, რომ ვანის ტბიდან ტრაპიზონამდე, დღევანდელ ტაო–კლარჯეთში, არტაანში, კოლაში, ბასიანში, ტაოში, სპასპირეთში, ქალდეაში, დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ნაწილში ცხოვრობდნენ შესაბამისად ეთნიკური სომხები, აბაზგები, ოსები და სხვები. ეს თეორია ადამიანებს აფიქრებინებს, რომ მოხდა ამ ადამიანების ქართიზაცია ანუ გაქართველება. მოვიყვანოთ ციტატა მიტროპოლიტის ანანია ჯაფარიძის ნაშრომიდან: “საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბდა თვალსაზრისი, თითქოსდა მე–9, მე–10 საუკუნეებში მოხდა ქართიზაცია ანუ ამ მხარეების გაქართველება. კლარჯეთის, ტაოს, ყარსის, ვალამერტის, ანისის მოსახლეობა, აგრეთვე მთელი დასავლეთ საქართველოს (იმჟამინდელი აფხაზეთის) და ჰერეთ–ქვემო ქართლისა. რა ძალა უნდა ჰქონოდა არაბეთის საამირო სფეროში მოქცეულ შიდა ქართლს, რომ ასეთი ქართიზაციის პროცესი განეხორციელებინა, მასზე ათჯერ და ოცჯერ უფრო დიდ მხარეში. კლარჯეთიდან – ვანის ტბამდე, ლიხიდან – ნიკოფსიამდე, ბოდბედან – შამახამდე, მაშინ, როცა შიდა ქართლი არც კი იყო პოლიტიკური ერთეული, ხოლო აღნიშნული მხარეები დამოუკიდებელ სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ. სინამდვილეში კი, მათ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების წყალობით, აღორძინდა იქამდე მინავლებული ეროვნულ–ქართული თვითშეგნება”.გარდა ამისა, მეუფე ანანია გახლავთ ავტორი წიგნთა სერიისა “ისტორიული ბედი საქართველოს ეკლესიისაგან განშორებული ქართველებისა”. ამ სერიის წიგნებს შეადგენენ მაგალითად: ქართლელთა გააფხაზება, გაოსება, გაბერძნება, გალეკება, გაფრანგება, გათათრება, გამუსულმანება, გასომხება და ა.შ. ხახულში, იშხანში არსებულ ქართულ წარწერებზე “ბოროტნი ამა ქვეყნისანი” თვლიან, რომ დავით აღმაშენებლის დროს, როდესაც საქართველო ძლიერი იყო, მაშინ გაქართულდა ყველაფერი. ასე განიხილავენ ქართიზაციის პრობლემას. 13 მილიონი ადამიანი გვყავს დაკარგული, სარწმუნოებისა და მამულის შეცვლით რომ გახდნენ სხვა მიწის მაცხოვრებლები. რეალობაში კი, არამცთუ ანტიკური დროიდან, არამედ იმ დროიდან, საიდანაც არანაირი წყარო და სამეცნიერო დასკვნა არ მოგვეპოვება, ეს მხარეები ქართული, პროტო ქართული ან ქართველური ტომების ხალხით ყოფილიყვნენ დასახლებულნი.– მიტროპოლიტ ანანიას ლაზეთის ეპარქიასთან დაკავშირებული კვლევებიც აქვს გამოცემული. ამ საკითხთან დაკავშირებით რას იტყვით?– მიტროპოლიტი ანანიას კვლევით და მისი ნაშრომის “კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქიის” მიხედვით, რომელიც 2008 წელს არის გამოცემული, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ლაზეთის ეპარქია მდებარეობდა V|–დან | საუკუნის დასაწყისამდე არა დღევანდელ დასავლეთ საქართველოში, არამედ ტრაპიზონის მხრიდან სამხრეთ აღმოსავლეთ ვრცელ ტერიტორიაზე, ვანის ტბამდე. შესაბამისად, ისტორიული ქალაქები: ფაზისი, პეტრა, როდოპოლისი, საისინი, ზიგანევი მოსაძებნია (მრავალი მათგანი ნაპოვნია უკვე) დღევანდელ ჩრდილო–აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე. აღნიშნული შრომა იწყება კონსტანტინეპოლის ეკლესიის საეპისკოპოსოთა ნუსხებით ანუ ნოტიციებით, სადაც კონკრეტულად ქალაქებისა და კათედრების მიხედვით არის განხილული ლაზიკის ეპარქიის მაშინდელი ტერიტორია.– ფაზისის თემასაც შევეხოთ.– ჩვენს ხელთაა მე–7 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო, რომელშიც ვკითხულობთ: ისტორიული გეოგრაფიის მამამთავარი სტრაბონი (ძვ.წ. 64 და ახ.წ. 20) წერს, რომ | საუკუნეში მდ. ფაზისზე აგებულია 120 ხიდი. დღეს 21–ე საუკუნეში ფოთიდან – ქუთაისამდე რამოდენიმე თანამედროვე სახიდე ნაგებობაა და არც ერთი არქეოლოგიური თუ ისტორიული ნაშთი ხიდისა. მდინარე რიონი მუდამ იცვლიდა კალაპოტს და ქმნიდა ე.წ. “ნარიონალებს”. დღესაც კი ნაპირები 20–25 მეტრის სიღრმეზე აღსავსეა ტორფითა და ურბილესი ქანებით. იქ შეუძლებელია, რომ ხიდის ბურჯი დადგა, მით უმეტეს, ქვის და მსგავს ადგილებზე ხიდების არსებობა ანუ მშენებლობა თანამედროვე ტექნოლოგიებისათვისაც კი რთულია.არიანე წერს, მდ. ფაზისი ისეთი ჭავლური დინებით შეედინება შავ ზღვაში, რომ ნაპირის გასწვრივ მცირე გემებს უჭირთ ამ ნაკადის გადალახვა და შორიდან უვლიან ფაზისის დინებას. ამასთანავე, ფაზისის წყალი ტყვიისფერია, გამჭვირვალე, ანკარა და დასალევად საუკეთესო. გემებზე და ნავებზე მსხდომნი, პრაქტიკულად, ვალდებულნი არიან გადააქციონ წყლის ძველი მარაგი და ზღვიდანვე შეავსონ ფაზისის წყლით ჭურჭლები, რომელიც კარგა ხანი, ვრცელ მანძილზე არ ერეოდა ზღვას, რაც ნამდვილად არ ახასიათებს რიონს. მით უმეტეს, რომ საბჭოთა კავშირის დროს მდინარე რიონს ასეულ კილომეტრზე ნაპირსამაგრი და ჯებირების მშენებლობის სამუშაოები ჩაუტარდა. ამ დროს, ჭოროხი ტყვიისფერი, სუფთა, ანკარა მთის მდინარეა. დღესაც დასალევად ვარგისი. სატელიტური თანამგზავრიდან ნათლად ჩანს, რომ მიუხედავად თურქეთის სახელმწიფოს მიერ აღნიშნულ მდინარეზე მიმდინარე ჰესებისა და წყალსაცავების მშენებლობისა, წყლის დაგუბების ხშირი შემთხვევებისა, ჭოროხი დღესაც მძლავრი ჭავლით შეედინება შავ ზღვაში. მდინარე ჭოროხის გასწვრივ, პრაქტიკულად სათავიდან შესართავამდე არის ისტორიული და თანამედროვე მაგისტრალური გზები, ასევე დასახლებულია მთელი მდინარის კალაპოტი. მაგალითად, მდინარეზე ართვინამდე 50–მდე თანამედროვე, ამდენივე ისტორიული ხიდი და ხიდის ნაშთია, რომელთა ექსპერტიზა ეჭვს არ იწვევს მათი ანტიკური ხანის წარმომავლობაში. ამასთანავე, პროკოფი კესარიელი მრავალგან აღწერს მდ. ფაზისის თავისებურებებს წიგნში “ომი სარებთან”. იგი 29–ე პარაგრაფში პირდაპირ ამბობს, რომ მდინარე “ბოასი” ჰქვია ამ მდინარის სათავეს, ხოლო შუა წელსა და შესართავთან უერთდება რა მრავალი წყალუხვი მდინარე, მისი სახელი ხდება ფაზისი. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხალხისაგან აღნიშნული მდინარე მოხსენიებული იყო როგორც ფაზისი, ჭოროხი, ბოასი, აკამფსისი, ლივანა, ლიგანა და ა.შ. დაკვირვებული თვალისათვის ადვილად შესამჩნევია, რომ ფუძეთა წყობაში ეს სიტყვები შეიცავს სიტყვა ფაზისის შემადგენელი ფუძის ბგერებს.– თქვენ ნიკო მარის კვლევებს ტენდენციურს უწოდებთ. იქნებ დააკონკრეტოთ, რა ტენდენციებზეა საუბარი.– ნიკო მარი ეროვნებით შოტლანდიელი და პროფესიით არმენისტი იყო, ხოლო მისი კვლევები ცალსახად და ტენდენციურად პროარმენიული. მაგალითად, იგი ტაოს ტაიკად მოიხსენიებს იმ დროს, როცა ქალაქი სპერი ბაგრატიონთა ანუ წმიდა ღვთისმშობლის მონათესავე გვარის – ბაგრატიონთა წარმომავლობის ადგილია შუაგულ იმიერ ტაოში. წარმოშობით ბაგრატიონთა სამეფო დინასტია ქალაქ სპერიდან არიან, რომელიც იმიერ ტაოს შუაგულშია. რაც შეეხება იესოსა და ბაგრატიონთა ნათესაობას – მეუფე ანანიას მიერ შედგენილია ქართველ მეფეთა გენეალოგიური ხე, სადაც ნათლადაა წარმოდგენილი ბაგრატიონთა დინასტიისა და მაცხოვრის (ძე კაცისას) ოჯახის წევრთა ნათესაობა.– თქვენ ედემის ბაღთან დაკავშირებითაც ჩაატარეთ მოკვლევა.– ამ კვლევის ავტორი მე ვარ და მოკვლეული მასალების შესახებ პირველად თქვენი ჟურნალის მეშვეობით ვამბობ. ყველასათვის ცნობილია ძველი ქართული ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, დედამიწის მხარეების სხვადასხვა ტომთათვის განაწილების დროს დაგვიანებულ ქართველებს ღმერთმა ედემი უბოძა. ეს ლეგენდა განვიხილოთ ისეთი ზემძლავრი წყაროთი, როგორიცაა ბიბლია, დაბადება მე–2 თავი, მე–10, მე–14 პუნქტები, სადაც განსაზღვრულია ამქვეყნიური სამოთხის – ედემის ანუ ადამისა და ევას საცხოვრისი. აღნიშნულ ადგილას სწერია, ედემი და ედემის ბაღი მდებარეობს აღმოსავლეთის ქვეყანაში, ხოლო ედემის ბაღის შუაგულში არის ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა. ამ ბაღს რწყავს ერთი მდინარე, რომელიც ოთხ მდინარედ იყოფა, სახელი ერთისა ფისონი, მეორისა გეონი, მესამესი ტიგროსი, მეოთხისა ევფრატი. ზუსტად ძველ იბერიაში იმიერ ტაოს სამხრეთით არის ადგილი, საიდანაც გამოდის მდ. ევფრატი, მდ. ჭოროხი. აღიარებულია და დამტკიცებულია, რომ ხსენებულთაგან ორი მდინარე გახლავთ ევფრატი და ტიგროსი, ხოლო კაცობრიობა დანარჩენი ორი მდინარის იდენტიფიცირებას მსოფლიოს სხვადასხვა მდინარეებთან ახდენს, მაგალითად, ინდოეთის, არაბეთის, შუამდინარეთის და სხვა მდინარეებთან. ამ დროს ცალსახად ხილულია, უმარტივესად საპოვნია და შესაბამისად დასამტკიცებელი, რომ მდ. ფაზისი (ჭოროხი) იგივე ფისონია. რამეთუ მას მდ. ევფრატთან (ჭეშმარიტ ბიბლიურ მდინარესთან) ერთი სათავე აქვს. ბაიბურთის აღმოსავლეთით, ერზრუმის ჩრდილო–დასავლეთით, ბაგრატიონთა სპერის სამხრეთით, დღევანდელ სოფ. ბაშკურტდერესთან. აღნიშნულ მიდამოებშია ასევე მდ. არაქსის სათავეც, რომელიც ცალსახად მდ. გეონად უნდა განვიხილოთ და ასევე ტიგროსიც. განცვიფრებასა და სიმაყის გრძნობას ერთდროულად იწვევს აღნიშნული რეგიონის ლანდშაფტური მახასიათებლებიც – ულამაზესი ჩანჩქერები, მდიდარი ტყეები და ველები, ესოდენ მაღალმთიან რეგიონში წელიწადის განმავლობაში მუდმივტემპერატურიანი კანიონები, ზეთისხილის ჭალები და ა.შ. საოცარია აქაური ფაუნაც. აქ თანაცხოვრობენ პეპელა და ჩიტი, მგელი და კრავი, ხორცის მჭამელი და ბალახის მჭამელი. თუ კაცობრიობა იზიარებს აზრს, რომ მდ. ევფრატი ძვ. აღთქმის დაბადებაში ნახსენები ფერათიაა, ანუ თუ ევფრატი ევფრატია, მაშინ მისი სათავიდან გამომავალი მდინარე ხომ ცალსახად ერთ–ერთი იქნება ედემის ოთხ მდინარეთაგან. შესაბამისად, ჩვენს საყვარელ და ისტორიულ ჭოროხს ანუ ფაზისს შეგვიძლია თავდაჯერებულად ბიბლიური ფისონიც ვუწოდოთ და გავაკეთოთ განცხადება, რომ ადამი და ევა იბერიაში ცხოვრობდნენ.– ექსპედიციებთან დაკავშირებით რას გვეტყვით?– სექტემბრის თვეში რამოდენიმე უმაღლესი სასწავლებლის ძალისხმევით განხორციელდა ექსპედიცია, სამწუხაროდ, ყველასგან მიტოვებულ უძველეს ქართულ მხარეში – ჭანეთში, ლაზეთში, ქალდეაში, სასპერეთში. თითეულმა ჩვენთაგანმა ზედმიწევნით იცის ქართლის, კახეთის, სამეგრელოსა თუ რაჭის საზღვრები. ზემოთ ნახსენები ქართული მხარეებისა კი თითქმის არავინ. მიტროპოლიტი ანანია ამბობს, რომ სიტყვებს – ქალდეა და ქართლი – ერთი და იგივე ფუძე და წარმომავლობა აქვს. შესაბამისად, ქალდეა ისეთივე ქართული ქვეყანაა, როგორც ყველა დანარჩენი ქართული კუთხე. ქართული კვალის არდანახვა შეუძლებელია თვით ქალდეას გულში, ქ. გუმუშჰანეში, იგივე ვერცხლის ქალაქი, იგივე არგიროპოლისი, იგივე თერა. თერა ძვ. ბერძნულად კარიბჭეს ნიშნავს და ეს ქალაქი მართლაც კარიბჭეა თავისი გეოგრაფიული და ფუნქციური მდებარეობით კონსტანტინეპოლიდან ბაღდათამდე, ტრაპეზუნიდან კარნუქალაქამდე. ამ ადგილას ქართულ კვალს უკვე იძლევა ციხეთა, სოფელთა და ეკლესია–მონასტერთა ეტიმოლოგიური სახელები: ზანთა, ზანოი, იმერთა, დოუბერა და ა.შ. აღფრთოვანებასა და სიამაყეს იწვევს უძველესი ქალაქი ჭანისა, ადრინდელი შუა საუკუნეების ქალაქი, დღევანდელი სოფელი სულეიმანიე, რომელიც ახალი გუმუშანედან დასავლეთ ფერდობზეა 2 კმ–ში. გაოცებას იწვევს იქაური ეკლესია–მონასტრების სიმრავლე, რაც მრევლის გრანდიოზულ რაოდენობაზე მეტყველებს. ქალაქს თავს ადგას სამი ციხესიმაგრე, რომელიც ადვილად დაკეტავდა ხეობასა და მისადგომებს. აღნიშნულ ეკლესიებში და სამწუხაროდ, უმეტესწილად სახლების კედლებში დატანებულია ძვ. ქართულტექსტიანი და ორნამენტებიანი ქვები. ლერიონის საკათედრო ტაძარზე კი ბოლნური ჯვრებია გამოსახული. ადგილობრივი მოსახლეობა შეგატყობს რა, რომ თურქული ძალოვანი სტრუქტურებიდან არა ხარ, ამაყად გეუბნება, რომ ეროვნებით არის ქალდეველი და ფრაზეოლოგიურად და ფონეტიკურად მათი ეროვნების სახელი ასე გამოითქმის – ქართლ. ისინი ამაყობენ თავისი მხარით, ისტორიული ძეგლებითა და ეკლესიებითაც კი, მიუხედავად მათი მუსულმანობისა. სოფელთა დათვალიერებისთანავე, თვალში მოგხვდება დაკეტილ–გაძარცვული, მაგრამ არდანგრეული სახლების სიმრავლე, რაც ცალსახად მეტყველებს ამ რეგიონში ჩატარებული მრავალი ეთნოწმენდების შესახებ. ანალოგიური მიტოვებული სახლები ვნახეთ სოფ. ესენიურტში, სინირის ციხის მისადგომებთან, სადაც მშრალი წყობით მე–10, მე–11 საუკუნეებში ნაგები შენობებია მიტოვებული. აღნიშნულ მხარეში, მეუფე ანანიას შრომების არ იყოს, მოხდა ადგილობრივ მცხოვრებთა გაბერძნება. ანუ ბერძნული ეკლესიის წევრობა, რამაც საუკუნეების განმავლობაში ადამიანებს ქართული ეთნოსის სახელწოდება წაართვა და ე.წ. ბერძნებად აქცია. ეს იყო ლაზეთ–ჭანეთ–ქალდეას გაბერძნების წინაპირობა და თუ დასავლეთ საქართველოში მდებარეობდა ვითომდა ბიზანტიის ეკლესიის ეპარქია, რატომ არ მოხდა დასავლეთ საქართველოს კუთხეთა გაბერძნება, როგორც ეს ტრაპზონ–გუმიშხანეს რეგიონშია მომხდარი.ჩვენმა ექსპედიციამ მოინახულა ძვ. ქალაქის ლერიონის, არდაშას, როდოპოლისის, ზიგანის, ტრაპეზუნთას კათედრები. საერთო ჯამში 30–მდე ეკლესია და მონასტერი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ სოფელი – ეკლესია–სამონასტრო კომპლექსი. გაგვაოცა ადგილობრივმა მდიდარმა ბუნებამ, რომელსაც 2200–2300 მეტრშიც კი ზღვის დონიდან უპრობლემოდ შეუძლია გამოკვებოს მოსახლეობის დიდი რაოდენობა (პანტა, ვაშლი, კუნელი, კოწახური, ასკილი, მაყვალი, ჟოლო, კენკრა). ზიგანის ზემო გადასასვლელზე, ზღვის დონიდან 2000 მ–ზე გაშლილია გარეული ვაშლისა და მსხლის ტყეები. სახელგანთქმული სუმელას მონასტერიდან რამოდენიმე კილომეტრში მდებარეობს ყველასათვის ცნობილი როდოპოლისის საკათედრო ტაძარი. ამ სოფელში ადგილობრივი მეცნიერისა და ისტორიკოსის ილიას კარაგოზის ცნობით და დოკუმენტებით, 31 ეკლესია და 3 ციხესიმაგრეა, რაც ცალსახად მეტყველებს ბიზანტიურ ტრადიციაზე, მრავალრიცხოვანი მოსახლეობის გარემოში დაუფუძნებიათ კათედრები. ამ სოფელს თამარის დრომდე ქართული სახელი – დოუბერა ერქვა. შემდგომ ბიზანტიური ლივერა, დღეს კი იაზლიკი. ბიზანტიის ტახტის მემკვიდრე, ხუან–არკადიო კომნენოს ლასკარისი 2004 წლის შრომაში “ექსპედიცია ჩემს სამშობლოში” ახასიათებს ამ რეგიონის ეკლესია–მონასტრებსა და ციხეებს და ვერ მალავს გაკვირვებას მისი იქაური ფრესკებისა და კვალების ქართულ იდენტობასთან. თვით სუმელას მონასტერშიც, რომელიც ჩვენი შეხედულებით სიტყვა სამებასა და ლაზური სიტყვის სუმის (სამი) ფუძით ნაწარმოები სიტყვაა და არა მელა–თი, რაც ბერძნულად შავს ნიშნავს. უამრავი ქართული და არაქართული წყაროები გვაწვდიან ცნობას, რომ ტრაპეზუნთა ოდითგანვე, შესაბამისად ანტიკურ დროშიც, როდესაც ქალდეა დაერქვა, ქართული იყო. ეს მხარე გრძელ ზოლზე ესაზღვრება წმ. ნინოსა და წმ. გიორგის კაბადოკიას და აღნიშნულ რეგიონში ქალდეასა და კაბადოკიაში პროტო ქართული საერთო ენა უნდა ყოფილიყო. თუ ეს ქვეყანა “მოქცევაი ქართლისაის” ქართლია, შესაბამისად, სრულად ამ ვრცელ მხარეში პროტო ქართული ენა უნდა არსებულიყო. თურქეთის ტერიტორიის ქართულ მხარეებში მკვიდრთაგან ნელ–ნელა იწყება საკუთარი ეთნიკურობის გამორკვევა. ძალიან ბევრმა ადამიანმა უკანასკნელ პერიოდში თქვა, რომ იგი ეთნიკურად ლაზია, ქალდეველია, გურჯია. გაჩნდა დიდი ინტერესი ქართული ენის შესწავლისა, დაარსდა შემსწავლელი კურსები, რომლის პედაგოგია რიდვან გათენაძე, დიდებული ქართველი, ბორჩხელი ფიზიკის მასწავლებელი. საწყის ეტაპზე კურსებზე 33 მსმენელი იყო. დღეს კი მათი რიცხვი 200–ს აღემატება. დაფუძნდა ქართული სახლი, რომელშიც მრავლადაა ქართული წიგნები, რუკები და ა.შ. ქართული თვითშეგნების მხრივ, საიმედო მდგომარეობაა ქ. შავშეთში, ბორჩხაში, ჩაილიში, არხავში და ა.შ., სადაც თურქულენოვანი სკოლის მოწაფეები სკოლის გარდა, ყველგან ქართულად საუბრობენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ვრცელ ტერიტორიებზე ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, მასიურად მიდიოდა ქართველთა გაბერძნება, გასომხება და გამუსლიმანება–გათათრება. შესაბამისად, მე–12 საუკუნის ქართველთა შთამომავლობა შესაძლოა 20 მილიონს და მეტსაც აღემატებოდეს, მაგრამ ქართულ წარმოშობას გულში ან ხმამაღლა სავარაუდოდ სამ მილიონამდე ადამიანი აღიარებს. ეს ინფორმაცია კი ადვილად მისაღებია ადგილობრივი ლაზური და პონტოური საიტებიდან.თამარ ბატიაშვილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted August 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2012 სამხრეთ კავკასიიდან 1944 წელს გასახლებული თურქების საიდუმლო,ანუ არმენიიდან და აზერბაიჯანიდან გასახლებულ თურქებსაც საქართველოში უპირებენ ჩამოსახლებას(მცირე შესწორებით) რომელი თურქების ჩამოსახლებას აპირებენ საქართველოში?ვინ არიან ე. წ. "თურქი მესხები" და საიდან გაასახლეს ისინი? "1944 წელს თურქული მსომხედველობის მაჰმადიანების გასახლება განხორციელდა არა მარტო საქართველოდან, არამედ მთლიანად ამიერკავკასიიდან, არმენიიდან და აზერბაიჯანიდან" შუა აზიაში გადასახლებული თურქების კავკასიაში განსახლების ადგილებიhttp://s019.radikal.ru/i627/1208/e2/e619f1eba47f.jpg რა იყო სამხრეთ საქართველოდან 1944 წელს ათობით ათასი ადამიანის გასახლების გამოცხადებული მიზეზი?ალექსი მიქელაძე: ამ კითხვაზე მიუკერძოებელი პასუხი შეიძლება მივიღოთ "მეცნიერ ისტორიკოსის", "დოცენტ" შოთა ნოზაძის მიერ რუსეთის (საბჭოთა კავშირის) თავდაცვის სამინისტროს მთავარ არქივში, ქალაქ პოდოლსკში მოკვლეული მასალების მიხედვით. მეორე მსოფლიო ომის დროს, ფაშისტურ გერმანიის მოკავშირე თურქეთიდან ამიერკავკასიაში ძირგამომთხრელ ჯგუფებს გზავნიდნენ, რომლებიც ადგილობრივი მუსულმანი მოსახლეობის მხარდაჭერით სარგებლობდნენ. ამიერკავკასიის სამხედრო საბჭოს 1942 წლის 31 ივლისის დადგენილებით, საჭიროდ ჩათვალეს საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის "კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტებისა" და "სახკომსაბჭოებისთვის" ეთხოვათ, უმოკლეს ვადაში განეხილათ რუსეთის (საბჭოთა კავშირ)-თურქეთის საზღვრისპირა 25-30 კილომეტრიან ზოლში, აგრეთვე, შავი ზღვისპირა ზოლიდან, კერძოდ ქალაქებიდან:- სოჭიდან,- ადლერიდან,- გაგრიდან,- გულრიფშიდან,- ახალციხიდან,- ახალქალაქიდან,- ლენინაკანიდან,- კიროვაბადიდან,- ნახჭევანიდან,- ლენქორანიდან; "სახელმწიფოებრივად საშიში და არასაიმედო" პიროვნებების გასახლების საკითხი. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, რა შედეგი მოჰყვა ამ დადგენილების განხილვას თბილისში, ერევანში, ბაქოსა და მოსკოვში. ცნობილია მხოლოდ საქართველოს "პრეზიდენტის" არქივში მოკვლეული მასალა, "საქართველოში მოგვიანებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ", საიდანაც ჩანს, რომ რუსეთ-თურქეთის საზღვრის საქართველოს მონაკვეთზე მაჰმადიანი მოსახლეობის გასახლების ღონისძიებათა მომზადებისას, 1944 წლის მაისში, "სცეკა"-ს პირველი მდივნის კანდიდ ჩარკვიანისა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ვალერიან ბაქრაძის ხელმოწერით, ლავრენტი ბერიას სახელზე მოხსენებითი ბარათი გაიგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ადიგენის, ახალციხის, ასპინძისა და ახალქალაქის რაიონებიდან გასახლებას ექვემდებარებოდა 14 460 ოჯახი - 77 500 სული. მოხსენებით ბარათში რჩევის სახით, ნათქვამი იყო ამ რაიონების მუსულმანი მოსახლეობიდან ადგილზე დაეტოვებინათ:- ქურთთა 961 ოჯახი (6,65%);- 200 "არასაიმედო ოჯახი" (1,38%) საქართველოს ფარგლებს გარეთ უნდა გაესახლებინათ;- დანარჩენი ოჯახების (92%) ჩასახლებას საქართველოს შიგა მხარეებში მიიჩნევდნენ საჭიროდ. წერილში ჩამოთვლილია 22 დასახლება, სადაც თითოეულში დაასახლებდნენ სასაზღვრო ზონაში მცხოვრებ მაჰმადიანთა 250-1500 ოჯახს. ამისთვის საჭირო იქნებოდა აშენებულიყო 10 000 ერთოთახიანი ბინა და ოთხიათასამდე მიწური და ფაცხა, რასაც 120 მილიონი მანეთი დასჭირდებოდა. თუ რატომ არ გაითვალისწინეს კანდიდ ჩარკვიანის რჩევა და რატომ გაასახლეს მაჰმადიანი მოსახლეობა თურქეთის მოსაზღვრე დასახლბებიდან მაშინ, როცა ფაშისტური გერმანია რუსეთის იმპერიიდან თითქმის განდევნილნი იყვნენ, ბრძოლები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მიმდინარეობდა და საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის გამარჯვებაში ეჭვი აღარავის ეპარებოდა. ამას ხსნის შემდეგი მოვლენები. - 1942 წლის მეორე ნახევარში და 1943 წლის დასაწყისში კავკასიის ბრძოლის ხაზზე ძალზე მძიმე მდგომარეობა იყო. ამიერკავკასია რუსეთის იმპერიის გულისა და რუსეთის იმპერიის აღმოსავლეთ მხარეებისაგან მოწყვეტილი აღმოჩნდა. გერმანელ ფაშისტთა რჩეული ნაწილები სტალინგრადისკენ გაიჭრნენ და კავკასიის ქედის გადასასვლელებთან ამიერკავკასიაში შეჭრას ცდილობდნენ, რათა ხელთ ეგდოთ ბაქოს ნავთობი, ჭიათურის მანგანუმი, ტყიბულისა და ტყვარჩელის ქვანახშირი. ამავე დროს, რუსეთ-თურქეთის საზღვრის გასწვრივ თავმოყრილი იყო თურქეთის იმპერიის ლაშქრის საკმაოდ დიდი ნაწილი. ისინი საბჭოთა რუსეთის იმპერიაზე თავდასხმისთვის ხელსაყრელ დროს უცდიდნენ. ამასთან, თურქეთს, როგორც ფაშისტური გერმანიის არამებრძოლ მოკავშირეს, მიზნად ჰქონდა დასახული დაებრუნებინა მის მიერ XVI| საუკუნეში დაპყრობილი და XIX საუკუნეში რუსეთ-თურქეთის ომებში დაკარგული ქართული მიწები - სამცხე-ჯავახეთი, აჭარა და აღედგინა ახალციხის თურქული მხარე (ე.წ. "საფაშო"). რუსეთის სარდლობამ თურქეთის მოზღვავებულ სამხედრო ძალებს დაუპირისპირა 1942 წლის ზაფხულში ირანის საბრძოლო მსვლელობიდან გამოთავისუფლებული და სამხრეთ კავკასიაში სასწრაფოდ გადმოსროლილი საბჭოთა რუსეთის შეიარაღებული ძალები. ცხადია, მოწყვეტილი ამიერკავკასიის პირობებში ძნელი იქნებოდა სამხრეთის საზღვრისპირა ზოლიდან მაჰმადიანების გადასახლების მომზადება და განხორციელება. მით უმეტეს, რომ ასეთი მოქმედეება შეიძლებოდა საომრად მომზადებულ თურქებს ომის დაწყების მიზეზად გამოეყენებინა. რუსეთ-გერმანიის ბრძოლის ხაზზე 1943 და განსაკუთრებით 1944 წელს მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა - 1943 წლის იანვარში ფაშისტების მიერ სტალინგრადთან განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ თურქეთმა რუსეთზე გალაშქრება ვეღარ გაბედა. იმავე წლის ნოემბერ-დეკემბერში რუსეთის მოკავშირეებსა (ამერიკა და ინგლისი) და თურქეთის ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება გაიმართა. რუსეთის მოკავშირეები მოითხოვდნენ თურქეთს ფაშისტურ გერმანიასთან კავშირი გაეწყვიტა და მის წინააღმდეგ საომარი მოქმედება დაეწყო. მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა. ასევე უშედეგო აღმოჩნდა 1944 წლის ზაფხულში თურქეთის ხელისუფლების თხოვნით გამართული მოლაპარაკებაც. თურქეთი აშკარად მიმართავდა დროის გაყვანის გეგმას. რუსეთის, ამერიკა, ინგლისი (მოკავშირეთა) მოთხოვნას თურქეთი მხოლოდ 1945 წლის თებერვალში დათანხმდა - მას შემდეგ, რაც 1944 წლის აგვისტო-სექტემბერში რუმინეთმა და ბულგარეთმა ფაშისტურ გერმანიასთან კავშირი გაწყვიტეს და წითელი არმიის მხარეს გადავიდნენ. იმავე წლის 9 სექტემბერს კი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მარშალ ტოლბუხინის მეთაურობით, გერმანელების მიერ დაკავებული უკანასკნელი ქალაქი და შავ ზღვაზე ნავსადგური ბურგასი გაათავისუფლეს და თურქეთის დასავლეთის საზღვარს მიადგნენ. რუსეთის წითელი არმიის მთავარსარდლობამ გადაწყვიტა თურქეთისთვის ელვისებური დარტყმა მიეყენებინა, როგორც დასავლეთიდან, ისე აღმოსავლეთიდან, დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები დაეპყრო. შექმნილ ვითარებაში, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლების 1944 წლის მაისის ზემოხსენებული რჩევა არ მიიღეს და რუსეთის თავდაცვის სახელმწიფო უწყებაში დადგეგმილი მოქმედების წინ გადაწყვიტეს საზღვრისპირა ზოლიდან მოეხდინათ თურქული განწყობილების მაჰმადიანების გადასახლება, რაც 1944 წლის სექტემბერ-ნოემბერში განხორციელდა კიდეც. ამასთან, 1945 წლის 19 მარტს რუსეთის საბჭოთა მთავრობამ თურქეთთან 1925 წელს დადებული ხელშეკრულება მეგობრობისა და მიუმხრობლობის შესახებ გააუქმა... რატომ არ მოხდა ელვისებური დარტყმა თურქეთზე? თურქეთზე ელვისებური დარტყმა რუსეთის მოკავშირეთა ამერიკა-ინგლისის წინააღმდეგობის გამო ვერ განხორციელდა, რადგან ისინი შიშობდნენ, რომ თურქეთის დამარცხების შემთხვევაში გაიზრდებოდა რუსეთის (საბჭოთა კავშირის) გავლენა შუა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე, რაც მოკავშირეებს ხელს არ აძლევდათ. პოდოლსკი მთავარ არქივში, შოთა ნოზაძის მიერ მოპოვებული მასალიდან ჩანს, რომ 1944 წელს საქართველოდან გადასახლებული ყოფილა 15 568 ოჯახი, 69 869 სულით. მათ შორის:- 59 780 ანუ, 85,5% თურქი;- 8 667, ანუ 12,4% მაჰმადიანი ქურთი;- 1 462, ანუ 2,1% თარაქამი და ხემშილი (მაჰმადიანი არმენი). სამცხე-ჯავახეთის მხარიდან გასახლებულთა ზუსტად იგივე რაოდენობა (69 869 სული) მოყვანილია პროფესორ მაყვალა ნათმელაძის მიერ საქართველოს "პრეზიდენტის" არქივში მოკვლეულ საბუთებში (იხილეთ მ. ნათმელაძე, "დემოგრაფიული ცვლილებები საქართველოში XX საუკუნის ორმოციან წლებში", თბილისი, 2002 წ.). 1991 წელს გამოცემულ საბჭოთა ჟურნალ "კომუნისტში" გამოქვეყნებული "დეპორტაციის მასალების" თანდართულ ცხრილში საქართველოდან გასახლებულ ადამიანთა რაოდენობად დასახელებულია 94 955. ამავე მასალებში არის 1944 წლის 28 ნოემბრით დათარიღებული ლავრენტი ბერიას მოხსენებითი ბარათი სტალინის, მოლოტოვისა და მალენკოვის სახელზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ საბჭოთა კავშირის თავდაცვის კომიტეტის განკარგულებით საქართველოს საზღვრისპირა მხარეებიდან 91 095 თურქი, ხემშილი და ქურთი გაუსახლებიათ. ბერიას მოხსენებითი ბარათიდან ჩანს, რომ 1944 წლის 25-26 ნოემბერს მაჰმადიანი მოსახლეობა აჭარიდანაც გაუსახლებიათ. ბერიას მოხსენებით ბარათში აჭარიდან გასახლებულთა რიცხვი მითითებული არ არის. პოდოლსკში ბატონი ნოზაძის მიერ მოკვლეული საარქივო მასალების მიხედვით კი, ბათუმიდან გასახლებულია 165 ოჯახი:- მათ შორის თურქი - 84,- ქურთი - 7,- ხემშილი (მაჰმადიანი არმენი) - 6. ბათუმის მხარიდან გასახლებულია 1 049 კერა, ქობულეთის რაიონიდან - 302 კერა:- აქედან თურქი - 70,- ქურთი - 198,- ხემშილი - 34.ქედის რაიონიდან - 61 ოჯახი;-აქედან თურქი - 44,-ქურთი - 12 და ხემშილი - 5.ხულოს რაიონიდან - 124 ოჯახი; აქედან თურქი - 61, ქურთი - 35 და ხემშილი - 28. დიახ, ეს სხვაობა ნამდვილად თვალშისაცემია, სხვაობა შეადგენს - 25 146-დან და სულ მცირე 21 296. ამას შეიძლება ასეთი ახსნა ჰქონდეს: თავდაცვის სამინისტროს მთავარ არქივში მოყვანილია მხოლოდ საქართველოდან გადასახლებულთა მაჰმადიანების რაოდენობა, ხოლო "კომუნისტში" გამოქვეყნებულ "სტალინური გადასახლების" მასალაში შეტანილია თურქეთთან საზღვრის მთელ მონაკვეთზე გადასახლებულთა რაოდენობა (მათ შორის სომხეთიდან და ნახჭევანიდან (აზერბაიჯანი)) და მიჩნეულია, რომ ყველანი საქართველოდან იყვნენ გასახლებული. სავარაუდოა, რომ ამ "ცდომილების" ავტორები იმ სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებმაც 1989 წელს ფერღანის (უზბეკეთში) სისხლიანი სასაკლაო მოაწყვეს, შემოიღეს და დაამკვიდრეს ე.წ. სიტყვა "თურქი მესხი". ამ მოსაზრებას ადასტურებს სერგო ტაბატაძის მოგონება: "წარსულის რამდენიმე მონაკვეთი", რომელიც 1994 წელს გაზეთ "საქართველოში" გამოქვეყნდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ბატონი სერგო არმენიაში, ლენინაკანის "გარნიზონის" ერთ-ერთი შენაერთის მეთაურად მსახურობდა. 1944 წლის სექტემბრის პირველ ნახევარში იგი გამხდარა არმენიის საზღვრისპირა ზოლიდან მდინარე ასპაჩაის ორივე მხარეს მცხოვრები თურქების გასახლების თვითმხილველი. ისინი კიროვაკანის რკინიგზის გადასარბენ შტოზე "სტუდებეკერებით" მიუყვანიათ და შორეული შუა აზიისკენ საბარგო მატარებლის ვაგონებით გაუყენებიათ. მოგვიანებით ბატონ სერგოს შეუტყვია, რომ ლენინაკანიდან 12 000 თურქი გაუსახლებიათ. რუსეთის საბჭოთა შეიარაღებული ძალებიდან დაბრუნების შემდეგ, 1968 წელს ბატონი სერგოსთვის, რომელიც საქართველოს ცეკა-ს აპარატში მუშაობდა, დახმარებისთვის ე.წ. გადასახლებულ მაჰმადიანთა ერთ ჯგუფს მიუმართავს, რომელთა შორის სამი არმენიიდან გადასახლებული თურქი ყოფილა. თბილისში ჩამოსვლამდე მათ არმენიაში დაბრუნების თხოვნით, არმენიის "კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისთვისაც" მიუმართავთ, რაზეც ცივი უარი მიუღიათ. ეს ამბავი მოუხსენებიათ ცეკა-ს პირველი მდივნისთვის ვასილ მჟავანაძისთვის, რომელი არმენ ხელისუფალთ დაკავშირებია და უკითხავს რა აზრის იყო გასახლებული თურქების უკან დაბრუნებაზე. არმენიის ცეკა-ს პირველ მდივანს განუცხადებია, რომ ბრეჟნევისგან მიღებული ჰქონდა სიტყვიერი თანხმობა, რომ არც ერთი გადასახლებული თურქი არმენიის მიწაზე არ უნდა დაბრუნებულიყო. თავის მოგონებაში სერგო ტაბატაძე იხსენებს:"როგორც უკანასკნელ ხანებში გაირკვა, გადასახლებულ მაჰმადიანთა გაერთიანებას მიეკედლნენ და მათთან ერთად "იბრძვიან" არმენიიდან გადასახლებული თურქები, ე.წ. "ისტორიულ სამშობლოში" - მესხეთში დასაბრუნებლად". "მ.კ": კიდევ რა მაგალითის მოყვანა შეგიძლიათ იმის დასადასტურებლად, რომ 1944 წელს გასახლება საქართველოს გარდა სომხეთიდან და აზერბაიჯანიდანაც მოხდა. გასახლებამდე და მას შემდეგ აღნიშნულ მხარეებში დასახლებული მაჰმადიანების ეროვნულობისა და რიცხოვნობის ამსახველი მასალის მოპოვება ვცადე, რათა მათი ურთიერთშედარებით დამედგინა, რომელი მხარიდან რა რაოდენობისა და რომელი ეროვნების წარმომადგენელი გაასახლეს. სამწუხაროდ, ამისთვის საჭირო მასალა ვერ მოვიძიე. უშედეგო აღმოჩნდა მცდელობა მიმეღო საჭირო მონაცემები არმენიისა და აზერბაიჯანის სააღრიცხვო უწყებებიდან. მაჰმადიანთა გასახლებამდე, რუსეთის იმპერიის (საბჭოთა კავშირის) მოსახლეობის სრული აღწერა 1939 წელს ჩატარდა, მაგრამ ეს მონაცემები ჩვენი ქვეყნის არც ერთ წიგნთსაცავში არ აღმოჩნდა. შემდგომი ძიებისას მოვიპოვე 1926 წელს მოსახლეობის რუსეთის საკავშირო აღწერის შედეგები და 1937 წელს რუსეთის საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით განხორციელებული საგანგებო საკავშირო აღწერის ანგარიში, რომელიც მხოლოდ 1991 წელს გამოიცა საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის სსრკ-ს ისტორიის ინსტიტუტის სახელით. ჩემ მიერ მოპოვებული აღწერების მიხედვით გაკეთებული შესწავლიდან ჩანს, რომ ყოფილ საბჭოთა რუსეთის იმპერიაში ჩატარებულ მოსახლეობის აღწერის სხვადასხვა მონაკვეთზე ამიერკავკასიაში ვხვდებით მაჰმადიანური მოსახლეობის რიცხოვნობისა და ეროვნული შემადგენლობის ძალზე მკვეთრ და არაკანონზომიერ ცვალებადობას - შემცირება-გაზრდას, ან წარმოქმნა-გაუჩინარებას. თუ პირველი საკავშირო აღწერის დროს (1926 წელი) საქართველოში, აზერბაიჯანსა და არმენიაში აღინიშნებოდა თურქული და ირანული ტომების (ანატოლიელი თურქების, სპარსელების, თალიშების და სხვების) საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა, მომდევნო 1937 წლის აღწერისას შეინიშნება მათი რიცხოვნობის მკვეთრი შემცირება აზერბაიჯანსა და არმენიაში, ხოლო გაზრდა საქართველოში, რაც ნაკლებ სარწმუნო და დაუჯერებელია. აღწერებზე, როგორც მაჰმადიანების გასახლებამდე, ისე მას შემდეგ, არ აღმოჩენილა ისეთი ერებისა და ეთნოსების წარმომადგენლობა, რომლებიც სინამდვილეში, გადასახლებულნი იყვნენ სამხრეთ კავკასიიდან (თარაქამები, ხემშილები, ყარაფაფახები, მაჰმადიანი ქართველები (მესხები) და სხვანი), აგრეთვე, ყოფილი რუსეთის საბჭოთა კავშირის და რუსეთის გაერთიანების საიდუმლოსამსახურების მიერ შეთხზული ეროვნება ე.ი. "თურქიმესხები". ყოველივე ეს ადასტურებს, რომ 1944 წელს მაჰმადიანების გადასახლება განხორციელდა არა მარტო საქართველოდან, არამედ მის ფარგლებს გარეთ სამხრეთ კავკასიის დანარჩენი მხარეებიდანაც (აზერბაიჯანი და არმენია). ამის ნათელი დადასტურებაა ის გარემოებაც, რომ ჩვენს ქვეყანაში რატომღაც გაქრა 1939 წელს მოსახლეობის საბჭოთა რუსეთის საკავშირო აღწერის ამსახველი მასალები და მის ნაცვლად გაჩნდა საკავშირო "მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის" მიერ 1991 წელს გამოცემული ანგარიში 1937 წლის მოსახლეობის საგანგებო აღწერის შედეგებზე, რომელშიც არის ამიერკავკასიის რესპუბლიკების მაჰმადიანი მოსახლეობის რიცხოვნობის და ეროვნული შემადგენლობის ამსახველი ძალზე საეჭვო მასალები. ანგარიშის შესავალში მოტანილი განმარტების მიხედვით, 1937 წლის აღწერის შედეგები ითვლებოდა "განადგურებულად". მოგვიანებით კი არქივში "აღმოუჩენიათ" და მისი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა გადაუწყვეტიათ. ზემოხსენებული მოსაზრების გასამყარებლად შეიძლებ მოვიშველიოთ კიდევ ერთი სახელმწიფო მონაცემი - 1939 წელს საქართველოში ჩატარებული აღწერის შედეგები, რომელიც საქართველოს სააღრიცხვო სამმართველოში მოვიპოვე. ამ მონაცემების მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობდა 26 6115 კაცი; მათ შორის:- 88 164 (33,13%) აზერბაიჯანელი (მაშინ თურქებიც აზერბაიჯანელებად ეწერებოდნენ) და- 3 886 (1,46%) ქურთი. ამრიგად, მხარეში მაჰმადიანების ჯამური რიცხოვნობა 92 150 კაცს შეადგენდა. ანუ, მთელი მოსახლეობის 34,5%-ს. თუ ჩავთვლით, რომ 1939 წლიდან 1944 წლამდე მძიმე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო მოსახლეობის ბუნებრივი მატება თითქმის ნულის ტოლი იქნებოდა, ხოლო ფაშისტურ გერმანიასთან ხანგრძლივი ომის გამო 18-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცები გაწვეული იქნებოდნენ მოქმედ არმიაში, სავარაუდოდ მთელი მოსახლეობის 25%, ანუ 23 037 კაცი, გადასახლების დროისთვის მხარეში მუსლიმანების რიცხოვნობა დაახლოებით 69 000 კაცი უნდა ყოფილიყო, რაც საოცრად ემთხვევა ბატონი ნოზაძის მიერ პოდოლსკის არქივში მოძიებულ რიცხვს. ეს კი ნიშნავს რომ 2005 წლის მდგომარეობით, გადასახლებულებისა და მათი შთამომავლების რიცხოვნობა 6,5-ჯერ მეტია სამცხე-ჯავახეთიდან გადასახლებული მაჰმადიანების რაოდენობაზე.რა მიზანს ემსახურებოდა ეს სიყალბე? 1991 წელს გამოცემული ანგარიში უცნაურად ემთხვევა ფერღანის სასაკლაოს - გადასახლებულების უზბეკეთიდან გამოძევების. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყოველივე ეს გაკეთდა წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხევდით, რათა შეექმნათ გამოძევებული მაჰმადიანების საქართველოში და მის ძირძველ მხარეში სამცხე-ჯავახეთში, როგორც მათ "ისტორიულ სამშობლოში" დაბრუნების და ერთად ჩასახლების სამართლებრივი საფუძველი, შემდეგ კი ჩამოესახლებინათ თურქები და ამით წინააღმდეგობები, დაძაბულობის კერები შეექმნათ თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოსთვის. რატომაა სიტყვა "თურქიმესხი" მიუღებელი როგორც 1944 წელს გასახლებული თურქი მოსახლეობისთვის, ისე ამ საკითხზე მომუშავე სწავლულებისათვის, მცოდნეთათვის და სახელმწიფო მოღვაწეთა უმეტესობისთვის. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს სახელი რუსეთის (საბჭოთა) საიდუმლოსამსახურების მიერ ფერღანის მხარეში (უზბეკეთი) დაგეგმილი საშინელი მოვლენების შემდეგ გაჩნდა. მცოდნეთა ნაწილს მიაჩნია, რომ ეს სახელი მიუღებელია, რადგან ერთი და იგივე პიროვნება არ შეიძლება იყოს თურქიც და მესხიც (ქართველიც). უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ სამცხე-ჯავახეთიდან გაასახლეს არა მარტო თურქები და მაჰმადიანი მესხები, არამედ თარაქამები (აზერბაიჯანელი თურქმენები), ხემშილები (მაჰმადიანი არმენები) და ქურთები. დაუშვებელია ისინი ერთ არარსებულ ეროვნებად - ე.წ. "თურქმესხებად" მოვიაზროთ. ე.წ. "თურქიმესხების" სახელის დაფუძნებით და სამცხე-ჯავახეთში ასეთივე დასახელების ვითომდა ეროვნების ჩამოყალიბების ცრუ აზრის შემოტანით, მისმა შემქმნელები არა მარტო ქართველი ხალხისა და გამაჰმადიანებული მესხების წარსული შელახეს, არამედ სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები და 1944 წელს გადასახლებული ერების წარსულიც დაამახინჯეს:ოსმალო თურქებს, სპარსელებს, თარაქამებს, ხემშილებს, ყარაფაფახებს, ქურთებს და თვით მაჰმადიან მესხებს სინამდვილეში წაართვეს ეროვნულობა, ენა, რწმენა, უნარ-ჩვევები, მოაქციეს არარსებული, შეთხზული ეროვნების აღმნიშვნელი სახელის - ე.წ. "თურქიმესხების" ქვეშ და ამით აბუჩად აიგდეს ისინი. საერთაშორისო დაწესებულების წარმომადგენლები ამ საკითხზე გამართულ შეკრებებზე ე.წ. სახელ "თურქმესხს" გამომწვევად ხმარობენ, მიუხედავად არაერთხელ გაკეთებული შენიშვნისა თავად გასახლებულ მაჰმადიანთა მხრიდან. სამწუხაროდ, ამ სახელმა საერთაშორისო დაწესებულებებში (გაერო, ეუთო, ევროკავშირი, ევროსაბჭო, მიგრაციის საერთაშორისო ცენტრი) მტკიცედ მოიკიდა ფეხი, რაც თავსატეხის სამართლიანი განხილვა-გადაჭრისას უმეტესწილად მნიშვნელოვან გართულებებს იწვევს. უცხო ქვეყნის მცოდნეები ამ სახელს უპირატესობას ანიჭებენ, როგორც "უფრო მოხერხებულსა" და 1944 წელს გადასახლებულთა "სადაურობისა და რწმენის ამსახველს". ამ სახელის დამკვიდრებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი 1998 წელს ვენაში და 1999 წელს ჰააგაში, 1944 წელს გადასახლებულთა საკითხზე გამართული საერთაშორისო რჩევითმა შეკრების შედეგებმაც, როდესაც მრავალდღიანი კამათის შემდეგ სახელი ე.წ. "თურქიმესხი" ერთხმად მიიღეს. იმაზე, თუ როგორი იყო სამხრეთ საქართველოდან გადასახლებულთა აზროვნება; როგორ წარიმართა მათი ბედი გადასახლების შემდეგ; რატომ გაიხიზნა ქრისტიანი მოსახლეობა სამცხე-ჯავახეთიდან 1918-1921 წლებში; 1989 წელს როგორ და რატომ დაარბიეს ფერღანაში გადასახლებული მოსახლეობა და მათი შთამომავლობა; სად და რა რაოდენობით ცხოვრობენ ისინი დღეს; როგორია მათი ამჟამინდელი ცნობიერება და რამდენადაა შესაძლებელი გადასახლებული თურქების და მათი შთამომავლების ჩამოსახლება საქართველოში 2011 წლამდე, "მთელი კვირის" შემდეგ ნომერში მოგითხრობთ. ალექსი მიქელაძე"მთელი კვირა", "რეზონანსი " , 13 აგვისტო, 2007 წელი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted December 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2012 (edited) http://sana.ge/uploads/125536.jpg "სააკაშვილი პარლამენტში გამოსვლისას თავს ვერ აკონტროლებდა" 16.03.2012 – დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელისუფლების ნარკოლოგიურ შემოწმებას ითხოვს ყველა საჯარო მოხელეს და პოლიტიკოსს, ვინც პარლამენტის, ან მთავრობის წევრი ხდება, კანონი ნარკოლოგიურ გამოკვლევას ავალდებულებს, მაგრამ შემოწმების მეთოდი იმდენად მარტივია, რომ თუ პირი შემოწმებამდე რამდენიმე დღე შეიკავებს თავს ნარკოტიკისგან, ნივთიერება შარდში არ აღმოჩნდება. ამის გათვალისწინებით, ზუსტად 2 წლის წინ პარლამენტის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე წინადადებას აყენებს, რომ შემოწმება არა – შარდით, არამედ თმის ღერით მოხდეს. თმის ღერი ცნობას ნარკოტიკსა თუ ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე 4 თვის განმავლობაში ინახავს. შესაბამისად, ხელისუფლებაში ნარკომანების გამოვლენა, მით უმეტეს, იმ დროს, როცა შემოწმებას არავინ ელოდება, არანაირ სირთულეს წარმოადგენს. მაშინ ლორთქიფანიძე პრეზიდენტმა თავისთან მიიწვია, ინიციატივა მოუწონა და პირველმა თვითონ გამოთქვა ანალიზის ჩატარების სურვილი. ორი კვირის თავზე, ლორთქიფანიძე რომ მიხვდა, სააკაშვილი პირობის შესრულებას არ აპირებდა, მაგალითის მისაცემად თვითონ ჩაიტარა შემოწმება, შემოწმებისათვის საჭირო თანხა 76 ლარი და 50 თეთრიც საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა და კვლევის შედეგი, რომ ნარკომანი არ არის, ყველას წარუდგინა. პარლამენტში ახლახან გამართული დებატებისა და ოპოზიციის მისამართით სააკაშვილის აღელვებული განცხადებების შემდეგ "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ კვლავ წამოსწია ნარკოლოგიური შემოწმების მივიწყებული თემა. რატომ ჩათვალა საჭიროდ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ საკითხის გააქტიურება? დიმიტრი ლორთქიფანიძე: – ორი წლის წინ საქართველოს პრეზიდენტს ამისკენ იმიტომ მოვუწოდე, რომ საზოგადოებრივი ინტერესი ითხოვდა, პოლიტიკური თანამდებობის პირებს გაევლოთ ნარკოლოგიური შემოწმება. მაშინ რომ მოულოდნელად შეემოწმებინათ ყველა თანამდებობის პირი, სურათი რეალური იქნებოდა, მაგრამ პრეზიდენტმა პირობა დაარღვია. –– გჯერათ, რომ ანალიზის პასუხი რეალური იქნებოდა? – არ მჯერა და ეს არც არის ჩემთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანი. გარკვეულ შემთხვევებში ისედაც ბევრი რამ ჩანს კარგად. –– რომელ შემთხვევებზე საუბრობთ? – პარლამენტის წევრების მიმართ დამოკიდებულებას, რომელიც გამოჩნდა პოლიტიკური დებატების დროს, რაც მნიშვნელოვან საფუძველს იძლევა გარკვეული ეჭვისთვის. მიუხედავად ამისა, ჩემი მიზანი არ იყო, მხოლოდ პრეზიდენტის თმის ღერის კვლევა. მინდოდა, ის გამხდარიყო ბიძგის მიმცემი ამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტისთვის. კარგად გამოჩნდებოდა, თუ ვინ მართავს ქვეყანას. –– რას გულისხმობთ? – იმას, თუ რამდენად დიდია ხვედრითი წილი იმ პოლიტიკოსებისა თუ თანამდებობის პირებისა, რომლებსაც კავშირი აქვთ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან. პარლამენტში თავიდან უნდა დაიწყოს ნარკოტიკებზე შემოწმების წესის განხილვა და, ვიმედოვნებ უკვე პარლამენტს მოუწევს, საკანონმდებლო გადაწყვეტილება მიიღოს იმაზე, რასაც ორი წლის წინ მოვითხოვდი. –– რამ გაგიჩინათ პარლამენტში გამართული პოლიტიკური დებატებისას ეჭვი ნარკოტიკების მოხმარებაზე? – იმან, რისი მომსწრეც პირადად გავხდი. სხდომათა დარბაზში ვიჯექი და ერთ მომენტში მომეჩვენა, რომ რუსთაველის თეატრის პარტერში ვიჯექი, სცენაზე კი ძალიან ამაღელვებელი დრამა თამაშდებოდა. პრეზიდენტმა დაკარგა კონტროლი საკუთარ თავზე და ჩვენი მისამართით აქამდე გაუგონარი ფრაზები მოვისმინეთ. ეს არ იყო მხოლოდ ჯონდი ბაღათურიას მისამართით ნათქვამი, როცა პრეზიდენტმა უთხრა, რომ ტალახში გორაობაა თურმე მისი ბუნებრივი მდგომარეობა. ამ შემთხვევაში მან შეურაცხყოფა მიაყენა მთელ საზოგადოებას, ვინაიდან პარლამენტის წევრი ხალხის სახელით ახორციელებს უფლებამოსილებას და ნებისმიერი შეურაცხმყოფელი გამონათქვამი, მით უმეტეს, პრეზიდენტისა დეპუტატისადმი, საზოგადოებასაც ეხება. ყველაფერი ამით რომ დასრულებულიყო, კიდევ ჩავთვლიდით, რომ პრეზიდენტი წყობიდან კი გამოვიდა, მაგრამ მერე ჩარჩოებს დაუბრუნდა. შემდეგაც გააგრძელა შეურაცხყოფა, უკვე მრავლობით ფორმაში, რომ ყვითელი ავტობუსები ყველასათვის გამოიძებნება, წაგვიყვანენ და ტალახში აგვზელ–დაგვეზელენ. ეს პირდაპირ კავშირშია 26 მაისის ტრაგედიასთან, რაც რუსთაველის გამზირზე მოხდა, როცა გორებად დაყარეს ნაცემი ადამიანები ერთმანეთზე, ორი მათგანი კი ცემით მოკლეს. –– თქვენი ინიციატივა ნარკოტესტზე და პრეზიდენტის გამოსვლა ერთმანეთთან რა კავშირშია? – საქმე ისაა, რომ პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული ეს ფრაზები ნამდვილად შორს არის ჯანმრთელი ფსიქიკის მქონე ადამიანის ფრაზეოლოგიისგან. არაერთხელ მოგვისმენია პრეზიდენტის ცინიკური და არაკორექტული განცხადებები, მაგრამ ასეთი ტიპის განცხადება, რომელიც პირდაპირ შეიცავდა მუქარას დეპუტატების მიმართ, მსოფლიო მასშტაბით, უპრეცედენტოა. მსგავსი ფაქტის წინაშე, ალბათობის მაღალი ხარისხით, შეიძლებოდა დავმდგარიყავით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი გარკვეული მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იქნებოდა. თუ ასეთი ეჭვი ჩნდება და საზოგადოების დიდ ნაწილში გაჩნდა კიდეც, ვფიქრობ, თვითონ პრეზიდენტი უნდა იყოს დაინტერესებული, დაუყოვნებლივ შეასრულოს ორი წლის წინ დადებული პირობა და თმის ღერით ჩაიტაროს უტყუარი ნარკოლოგიური შემოწმება, რაც მაშინვე სავალდებულო გახდება ხელისუფლების სამივე შტოსათვის. –– ასეთ შთაბეჭდილებას, თქვენი აზრით, ხელისუფლების სხვა წევრებიც ტოვებენ? – სხვადასხვა მოცემულობებზე ტოვებენ, მაგრამ არ მინდა, ჩვენი აკადემიური მსჯელობა ჭორაობად გადაიქცეს. თუ პრეზიდენტი თავის სიტყვას შეასრულებს, ყველა თანამდებობის პირი გახდება იძულებული, შემოწმება გაიაროს. Edited December 21, 2012 by დაჩი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted December 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2012 დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელისუფლების ნარკოლოგიურ შემოწმებას ითხოვსეგ კაი ხანია ითხოვს არც უმრავლესობას აწყობს და არც უმცირესობას ამან კი რამდენიც არ უნდა ითხოვოს გაზაფხულს ვერ მოიყვანს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted December 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2012 ეგ კაი ხანია ითხოვს არც უმრავლესობას აწყობს და არც უმცირესობას ამან კი რამდენიც არ უნდა ითხოვოს გაზაფხულს ვერ მოიყვანს გაზაფხულის მოყვანა მარტო დიმიტრის მოვალეობა არ არის, ჩვენი ვალიც არის.საერთო ძალით უნდა მოვიყვანოთ გაზაფხული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted December 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2012 საერთო ძალით უნდა მოვიყვანოთ გაზაფხული. ჩვენც მოვითხოვოთ რო ნარკოტესტი გაიარონ??აზრი არ აქვს მაინც არ დაგვიჯერებენ და ტყვილა ვაწყენიებთ სოზარას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted December 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2012 (edited) ტყვილა ვაწყენიებთ სოზარას სოზარი რა, - კაიფარაა..? Edited December 21, 2012 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted December 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2012 სოზარი რა, - კაიფარაა..? გავს კია საღამოს დავდებ მაგის ვიდეოებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted December 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2012 Shaten 0:40დან ნახე http://www.youtube.com/watch?v=uSnr0Qtveos Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.