Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

http://s005.radikal.ru/i212/1110/a0/76e2d4a0cb8c.jpgლატავრა ფოჩიანი - "მე ვადანაშაულებ“

 

ძალადობა, მუქარა, დაშინება

 

"ერთგულად ვმონაწილეობდი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების მხარდამჭერ, სისხლიანი ხუნტის საწინააღმდეგო, მშვიდობიან, ხალხმრავალ საპროტესტო გამოსვლებში. ეს იყო და არს ჩემი, როგორც ქართველის, მოქალაქის, ამომრჩევლის შეგნებული ქმედება მიმართული ძალადობის, კანონის უხეში დარღვევის წინააღმდეგ. შეკრება-გამოსვლებში მონაწილეობას არ ვერიდებოდი მაშინაც კი, როდესაც უდანაშაულო მოქალაქეებს ტყვიებით უმასპინძლდებოდნენ. 1922 წლის 7 მარტის შემდეგ, ზუსტად თარიღს ვერ ვიხსენებ, ღამის საათებში საშინელი ხმაურით ავტომატიანმა პირებმა შემოამტვრიეს სახლის სადარბაზოს კარი და გვაუწყეს, რომ ქალაქის კომენდატურიდან (კომენდანტი გია ყარყარაშვილი) იყვნენ. ვიცოდი რა, სამართლებრივი ეროვნული ხელისუფლების მომხრეთა დარბევა - დაპატიმრებები ღამის საათებში დიდი ხნის დაწყებული იყო, მოვახერხე დამალვა.

ამ დღემდე და მის შემდეგაც, ჩემი ოჯახის მიმართ მიმდინარეობდა სატელეფონო ძალადობა, მუქარა, დაშინება...

მპირდებოდნენ, რომ თუ კვლავ მივიღებდი მონაწილეობას ეროვნული ხელისუფლების მხარდამჭერ შეკრება-მსვლელობებში, გადამიწვავდნენ სახლს, ცოცხლედ გამატყავებდნენ მოხუცი მამის თვალწინ და ა.შ.

მიუხედავად საშიშროებისა, წინააღმდეგობის შეკრება-მსვლელობებში კვლავ ვღებულობდი მონაწილეობას. ამიტომ ჯალათებმა ძალადობის სხვა საშუალებებს მიმართეს.

ჩემს 82 წლის მამას საგარეჯოში, საკუთარ სახლში მიუვარდნენ ავტომატიანები, ხელბორკილები დაადეს ჩემს ბიძაშვილს რობინზონ ფოჩიანს, ნათესავს ნინა კვირიკაშვილს და მთელი სახლი, იარაღის ძებნის მომიზეზებით უნებართვოდ გაჩხრიკეს. რამდენიმე დღის შემდეგ, ღამის 10 საათზე მეორედ მიადგნენ მამაჩემის სახლს, რომელიც შიგნიდან (მოსალოდნელი თავდასხმის მოლოდინში, მამას) საგულდაგულოდ ჰქონდა ჩარაზული. ავტომატიანებმა კარები შეამტვრიეს, სახლში შეცვივდნენ და სროლა ატეხეს. ტყვია მამაჩემს ასცდა და მოხვდა იქვე მდგომ ნინა კვირიკაშვილს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.

ასე დაუნდობლად მებრძოდა ძალადობით მოსული ხელისუფლება ჩემი მრწამსის გამო".

 

 

ლატავრა ფოჩიანი - წიგნიდან "მე ვადანაშაულებ“

***

 

გარდაიცვალა ქართული ცეკვის დედოფალი, საქართველოს სახალხო არტისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ლატავრა ფოჩიანი. "ჯეონიუსი" გთავაზობთ ლატავრა ფოჩიანის ავტობიოგრაფიულ წერილს, რომელიც რამდენიმე წლის წინ დასტამბულ წიგნში გამოქვეყნდა. დაიბადა 1939 წლის 16 ივლისს ლენტეხის რაიონის სოფელ ლექსურაში. 1957 წელს თბილისის პირველი საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. 1978 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიტატის ხარისხი.

 

ლატავრა ფოჩიანი ქართული ცეკვის ხელოვნებას პირველად ეზიარა 7 წლის ასაკში. 1956 წლიდან 1961 წლამდე იყო თვითმომქმედი გუნდის წამყვანი მოცეკვავეა. ხსენებულ გუნდთან ერთად მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა (მოსკოვი, 1957 წ.) და ვენის (1959 წ.) მე-6 და მე-7 საერთაშორისო ზეიმებში და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა ამ ზეიმების გამარჯვებულის წოდება, ვერცხლის და ოქროს მედლები და პირველი ხარისხის აღიარება-მოწმობით.

1965 წლიდან 1982 წლამდე იყო საქართველოს სახელმწიფო დამსახურებული გუნდის წამყვანი მოცეკვავე.

 

შემდგომში ილიკო სუხიშვილის სახელობის ქართულ ხალხურ ცეკვის გუნდში გაიშალა მისი შემოქმედებითი შესაძლებლობანი. შესრულებული აქვს შემდეგი პირადი ცეკვები:

"ქართული", "მთიულური", ყარაჩოხული", ნესტან-დარეჯანის ცეკვა ("ქაჯეთის ციხის აღება" შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით), "სიმდი", "აჭარული", "ცეკვა დაირით".

აგრეთვე შესრულებული აქვს ქართული ხალხური ცეკვებში არსებული ქალის ყველა ცეკვა. ლატავრა ფოჩიანის პირადი ცეკვა, გადაღებულია ფილმებში:

"შეხვედრა მთაში", "ტრიუმფი ლა-სკალაში", "საქართველოს ლეგენდები და სინამდვილე", "ძველი თბილისის მელოდიები", "კორნელი სანაძე", "რუსთაველი-800", "ცეკვავს ლატავრა ფოჩიანი" და სხვა. ლატავრას საცეკვაო სახეები ასახულია სახვით ხელოვნებაში (კორნელი სანაძე - "ცისფერი ლატავრა", "ლატავრა დაირით", ტრიპტიქი - "შოთა რუსთაველი", ესმა ონიანი - "ლატავრა" და სხვა).

 

ქართული ხალხური ცეკვის ხელოვნების განვითარების საქმეში ხანგძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის იგი დაჯილდოებულია საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო მოწმობით (1967), მინიჭებული აქვს საქართველოს სსრ დამსახურებული მოღვაწის (1971 წელი) და საქართველოს სახალხო მოღვაწის (1980 წ.) საპატიო წოდებები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იგორ გიორგაძის ნათლულის აღზევება,

ირაკლი ალასანია მიშა II, თუ ედიკა III ?

28 მარტი 2009 წელი

 

- დაიბადა. 1973 წლის 21 დეკემბერი, ქალაქ ბათუმში,

- მამა, მამია ალასანია რუსეთის საიდუმლო სამსახურის ("კა-გე-ბე") "გენერალ-ლეიტენანტი", 1993 წლის 27 სექტემბერს ჟიული შარტავასთან ერთად დახვრიტეს.

- დედა, გასარკვევია;

- მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე (გურამ ფანჯიკიძის შვილი);

- და ორი შვილი

http://www1.pictures.gi.zimbio.com/UN+Ambassadors+Russian+Georgian+Address+Situation+MYGhgttIJuKl.jpgირაკლი ალასანია

ამერიკა გვთავაზობს კიდევ ერთ, თავის კაცს, ალბათ რუსეთთან შეთანხმებით

სახელმწიფო მოღვაწე, მაგრამ ვისი?

2006 წლის. 11 სექტემბრიდან 2008 წლის 4 დეკემბრამდე იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების უწყებაში,

ამავდროულად სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფსუურ მოლაპარაკებებში.

 

- 1993 წლიდან მამის გზას მიყვება (მისივე დახმარებით) და მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საიდუმლო სამსახურში, შოთა კვირაიას და იგორ გიორგაძის ხელმძღვანელობის ქვეშ, იგორ გიორგაძის ნათლული;

- მუშაობდა საგარეო საქმეთა და თავდაცვის უწყებებში სადაზვერვო ხაზით;

- 1994-96 წლეებში იმავდროულად, სწავლობდა სახელმწიფო უშიშროების "აკადემიაში".

- 1995 წელს ირაკლი ალასანიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის განხრით.

- 2002-04 წლეებში იყო უშიშროებისა (საიდუმლო სამსახურის) და თავდაცვის უწყების თავკაცის (ხაბურძანიას) მოადგილე;

- 2004 წლის სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე.

- 2004 სექტემბრიდან 2006 მარტამდე იყო აფხაზეთის თვითმმართველობის ("ავტონომიის") მთავრობის თავმჯდომარე და

- საქართველოს მრჩეველი აფხაზეთის და სამაჩაბლოს შემოერთების მოწესრიგების საკითხებში.

- 2006 წლის ალასანია დაინიშნა საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად გაეროში.

 

ისევ უცხო სახელმწიფოთა ჯაშუში ხელისუფლებაში?

როდემდე?

მიუხედავად ამისა, ალასანია რჩება სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფსუურ მოლაპარაკებებში.

ირაკლი ალასანია ჯიუტად უარყოფს ცნობას, თითქოს საქართველოს ამერიკისგან სამხედრო მოქმედებებზე რაიმე ბრძანება ჰქონდა.

ამის შესახებ ალასანიამ დღეს პირველი არხის ეთერში რუსეთში ყოფილი ელჩის ეროსი კიწმარიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. კერძოდ, ეროსი კიწმარიშვილმა აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემსწავლელი დროებითი უმაღლესი საბჭოს ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

 

ირაკლი ალასანია კი ამბობს, რომ მას ურთიერთობა ძირითადად გაეროში ელჩებთან ჰქონდა და ნაკლებად ვაშინგტონში მყოფ ამერიკის ხელისუფლებასთან, თუმცა, ბევრ მაღალი დონის შეხვედრას მაინც ესწრებოდა.

ირაკლი ალასანია ჩქმალავს ამერიკის მონაწილეობას წუსეთ-საქართველოს ომში.

 

ირაკლი ალასანიას საქართველოს ტახტზე ასვლა სურს.

მჭიდროდ ურთიერთობს “ახალ მემარჯვენეებთან”, “რესპუბლიკელებთან”.

ალასანია მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების ვადამდელ არჩევნებს. ამისათვის სახალხო გამოსვლებს გამორიცხავს.

ირაკლი ალასანიას მიაჩნია, რომ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და მიიტაცა აფხაზეთი და სამაჩაბლო, სააკაშვილის უნიათობის შედეგად ეს ომი ვერ იქნა აცილებული, რაზედაც პასუხისგებლობა სააკაშვილს ეკისრება.

ირაკლი ალასანიამ გაეროში საქართველოს ელჩის თანამდებობა 2008 წლის 4 დეკემბერს დატოვა.

http://s010.radikal.ru/i313/1111/5c/8217a313d4eb.jpg

ირაკლი ალასანია მეუღლე ნათია ფანჯიკიძესთან და სანდრა რულოვსთან ერთად, "რუსეთის დღის" საზეიმო საღამოზე ნიუიორკში, 2008 წელის 10 ივნისი, 2 თვით ადრე რუსეთ საქართველოს მომამდე

 

ცნობა განსჯისათვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცნობა განსჯისათვის

 

იმსჯელეთ იმსჯელეთ :yes:

 

პ.ს ეს 21 დეკემბერი ზლოი როგივითაა საქართველოსთვის

 

1879 — Иосиф Виссарионович Сталин, советский государственный и политический деятель

1963 — Рогозин, Дмитрий Олегович, политик, дипломат.

1967 — Михаил Николозович Саакашвили, президент Грузии.

1991 — упразднение СССР и создание Содружества Независимых Государств.

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

”რესპუბლიკელები”, ”თავისუფალი დემოკრატები” და ბიძინა ივანიშვილი ერთი გუნდია

26 ნოემბერი, 2011 წელი

 

 

http://s1.ipicture.ru/uploads/20111128/1T44fi0T.jpg

 

"რესპუბლიკელები", "თავისუფალი დემოკრატები" და ბიძინა ივანიშვილი ერთ გუნდში ერთიანდება.

ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის, "თავისუფალი დემოკრატებისა" და "რესპუბლიკელების" შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ბერძენიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილთან "თავისუფალი დემოკრატებისა" და "რესპუბლიკელების" შეხვედრისას სამუშაო ჯგუფების შექმნის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

"შევთანხმდით, რომ სამუშაო ჯგუფების დონეზე ვიწყებთ მუშაობას. უნდა აღვწეროთ ჩვენი ამომრჩეველი და შევიდეთ ყველა ოჯახში. ეს არის საერთო საქმე და ვიმუშავებთ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ყველა ერთად ვემზადებით არჩევნების გზით ნაც-ხელისუფლების დასამარცხებლად", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

 

"ეს იქნება ნაც-ხელისუფლების საპირწონე. მისი საბოლოო სახე და გაწევრიანებულთა ზუსტი ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ჯერ ეს ვერ იქნება საარჩევნო გაერთიანება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არჩევნები დანიშნული არ არის. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ივანიშვილის სასახლეში გაიმართა. შეხვედრაზე იმყოფებოდა "რესპუბლიკელთა" ეროვნული კომიტეტი სრული, 35-კაციანი შემადგენლობით და "თავისუფალი დემოკრატების" დაახლოებით ამდენივე წარმომადგენელი.

 

25.11.11 "ჯი-ეიჩ-ენი"-ის ცნობა

 

ბოლოთქმა:

ცხადია, რომ ესენი ქართთველი ერის მიზნების განმხორციელებლები არ არიან.

ამათ იმედად უნდა ვიყოთ ქართველები???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამათ იმედად უნდა ვიყოთ ქართველები

მაგათ იმედად მხოლოდ ნაციონალები არიან

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

სახელმწიფოთა დასუსტება ძღვენით (ე.წ. გრანტით")

(13 დეკემბერი, 2011)

 

 

http://s2.ipicture.ru/uploads/20111213/toxAruhM.jpgაშშ-ის სახელისუფლებო წარმოსახვითი-გვერდი foreignassistance.gov, რომელიც უცხოური ქვეყნებისთვის აშშ-ის სახელწიფო ხაზინიდან გამოყოფილ დახმარებებს აღრიცხავს, წლის ბოლოს ახალ მონაცემებს აქვეყნებს. აქ მოყვანილია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის განვითარების უწყების (USAID) ხაზით გამოყოფილი ფულადი დახმარებები, რომელიც სააკაშვილის ნაც-ხელისუფლებამ მიიღო. წელს ნაც-ხელისუფლებას აშშ-მა 24 მლნ დოლარი გამოუყო. ამით საქართველოს დამპყრობი ნაც-ხელისუფლებას, რუსეთისა და უკრაინის შემდეგ ყველაზე მსხვილი წილის მიმღები ქვეყნების სამეულშია. რუსეთმა წელს 37,3 მლნ, უკრაინამ კი 28,4 მლნ დოლარი მიიღო. ფულადი დახმარების (სახელმწიფო საქმეში ჩარევის) მიხედვით იმპერიის ყოფილ ქვეყნებში ეს სამი ქვეყანა აშშ-ის რჩეულია.

ყოფილ რუსეთის იმპერიიდან გამოსულ ქვეყნებს და მათ შორის რუსეთს, აშშ ფულად დახმარებას, ძირითადად, ე.წ. "სამოქალაქო საზოგადოების" (ამერიკის საჯაშუშო ქსელი) გაძლიერებისთვის უწევს (თანხის მიმღებები ე.წ. "არასამთავრობო ორგანიზაციები" არიან), საქართველოს კი, ძირითადად, მოძალადე ნაც-ხელისუფლების გაძლიერების მიზნით (თანხის მიმღები ნაც-ხელისუფლებაა).

 

აღმოჩნდა, რომ 2008-2009 წლებში საქართველოში "დემოკრატიის" სახელით სააკაშვილის ნაც-ხელისუფლებისათვის გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილი, აშშ-ის ბიუჯეტში თავიდანვე გათვალისწინებული არ ყოფილა – ისინი მოგვიანებით დამტკიცებულ ხარჯებში შევიდა. ამ წლების განმავლობაში მიღებული დახმარება 2007 წლის მაჩვენებელს სამჯერ აღემატება.

USAID-ის მონაცემებით, რუსეთში "დემოკრატიის" (ძირგამომთხრელი საქმიანობა) მხარდაჭერა გრანტების გაცემით განისაზღვრება. ფულს იღებენ რუსეთში მოღვაწე ის ჯგუფები, რომლებიც სახელმწიფოს შიგნიდან ანგრევენ, ე.წ - ადამიანის უფლებების, რეფორმების ხელშეწყობის "საქმით " არიან დაკავებულინი. გრანტები გადაეცემათ აგრეთვე ერის გამრყვნელ საცნობარო საშუალებებს.

2011 წლის მონაცემებით, ყოფილ რუსეთის იმპერიიდან გამოსულ ქვეყნებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და USAID-მა მთლიანობაში 158,3 მლნ დოლარი გამოყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

მასონური სახელმწიფო გადატრიალებები საქართველოში

(ანუ საქართველოს საშინაო საქმეში დანაშაულებრივი ჩარევა)

2011 წლის 21 დეკემბერი

 

http://iberiana.files.wordpress.com/2010/02/femap.jpgეროვნული მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის (1990 წელის 28 ოქტომბერი) ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, შემდეგ იწყება მასონების მიზანმიმართული, ძირგამომთხრელი მუშაობა საქართველოს წინააღმდეგ. საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ომს ხელმძღვანელობდა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, მასონური დაჯგუფებიდან "თავის ქალის და ძვლების საძმო" ჯორჯ ბუში (უფროსი).

მასონებმა ამერიკიდან საცნობარო ომით დაიწყეს, რითაც მოამზადეს ნიადაგი სახელმწიფო გადატრიალებისათვის, შემდგომ ფულით მოამარაგეს ყველა ის მოღალატე დანაშაულებრივი ჯგუფები, რომლებიც საჭურვილით ხელში იბრძოდა ქართველი ერის სახელმწიფოს განადგურებაში. მასონებმა შეიმუშავეს გეგმა, რომლითაც დაამხეს საქართველოს ეროვნული ხელისუფლება.

რუსეთი ამ მოვლენებში გვევლინებოდა მასონების ნების ამღსრულებლად (საბრძოლო მასალები, მზვერავები და ცალკეული საბრძოლო მოქმედებების ხელმძღვანელობა). საქართველოს სახელმწიფო გადატრიალებას ხელმძღვანელობდნენ, ფულით და საერთაშორისო მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ მასონები. მასონების შეკვეთით მოხდა საქართველოს პირველი კანონიერი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დევნა და მკვლელობა (გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს მკვლელობის თავისებურებას).

დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების მსოფლიო მმართველებთან (მასონებთან) დაუმორჩილებლობით გამოიხატება. მსოფლიო მმართველებმა, ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის (უფროსი) პირით რუსეთის საბჭოთა იმპერიაში შემავალ ქვეყნებს მოსთხოვეს განახლებულ რუსეთის იმპერიაში ("დსთ") შესვლა, აქ მსოფლიო ბატონთა გადაწყვეტილებით, გამონაკლისი მხოლოდ ბალტიისპირეთის 3 ქვეყანა, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი იყო.

ზვიად გამსახურდიას ეროვნულმა ხელისუფლებამ

- 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებით,

- 1991 წლის 8 დეკემბერი - რუსეთის საბჭოთა იმპერიის ყოფილმა ქვეყნებმა (რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია) ხელი მოაწერეს იმპერია სსრკ-ს დაშლას (ბელოვეჟის შეთანხმება). რუსეთის განახლებული იმპერიის, "დსთ"- ში შესვლაზე საქართველომ უარი განაცხადა.

- 1991 წლის 21 დეკემბერი - ალმა-ათის განცხადება. ალმა-ათაში ახალი სახელით გამოცხადდა რუსეთის იმპერია "დსთ": "სსრ კავშირის" მემკვიდრე გახდა ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა ("დსთ), რომლის შემადგენლობაში არ შევიდა საქართველო.

რაც მსოფლიო ბატონთა ნების წინააღმდეგ წასვლა იყო.

საქართველოს ურჩობაზე, მსოფლიო მმართველთა მუქარანარევმა განცხადებამაც არ დააყოვნა, ზვიადის მიერ რუსეთში ხელოვნურად დადგმულ სახელმწიფო გადატრიალების მხილებას, შემდგომ მოჰყვა ამერიკის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის 1991 წლის 21 აგვისტოს განცხადება. კერძოდ, საქართველოს თავისუფლებისაკენ სწრაფვას დინების საწინააღმდეგოდ ცურვა უწოდა-

"ზვიად გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს"

 

http://profile.ak.fbcdn.net/hprofile-ak-snc4/50269_499601315857_5937770_n.jpgზვიადი - ეროვნული გმირი

ზვიადმა უპასუხა: "დინების მიმართულებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან!"

 

1991 წლის ნოემბერი - რუსეთის პრეზიდენტის - ბ. ელცინის, მასონი, ამერკის დანიშნული და მართვადი, ადმინისტრაციაში სპეციალური საიდუმლო ჯგუფის შექმნა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ზედამხედველობის მიზნით (ხელმძღვანელი: სახელმწიფო მდივანი გ. ბურბულისი (მასონი); წყარო - გ. ბურბულისის 1996 წლის საჯარო აღიარება).

1991 წლის ოქტომბერი-ნოემბერი - გარედან მართვით სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობები საქართველოში.

1991 წლის 21 დეკემბერი - 1992 წლის 6 იანვარი - მასონური იმპერიის მიერ მოწყობილი დამნაშავეთა ჯგუფებისა და სამხედრო გადატრიალების პირველი საფეხური - რუსეთის სამხედრო ნაწილების (ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის, ძერჟინსკის დივიზიის 345-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის, როსტოვის საგანგებო დანიშნულების რაზმთა), მოღალატე ქართველებისა და დამნაშავეების მიერ საქართველოს სახელმწიფო შენობებისა და ტელევიზიის დაკავება. საქართველოდან ეროვნული ხელისუფლების, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, დამხობა. რუსეთ-საქართველოს ომის ახალი საფეხურის დასაწყისი.

 

1991-92 წლეების სახელმწიფო გადატრიალების შემდგომ მასონებმა ედვარად შევარდნაძე (თავადაც მასონი) ხელისუფლებაში მოიყვანეს და ყოველგვარი დახმარება აღმოუჩინეს ხელისუფლების შენარჩუნებაში.

1992 წლის 11 სექტემბრის ე.წ. "იმედის არჩევნებიდან" მოყოლებული ყველა არჩევნები გაყალბდა, დახვრიტეს არაერთი მშვიდობიანი მსვლელობა, ძარცვა, ნარკომანია, მექრთამეობა არნახულ სიდიდემდე ავიდა, მიუხედავად ამისა მასონები და ამერიკის მთავრობა განაგრძობდნენ შევარდნაძის დანაშაულებრივი, "უკანონო" ხელისუფლების ფულად და საცნობარო მხარდაჭერას. ვიდრე შევარდნაძის ჯგუფმა ("კლანმა") არ ამოწურა თავისი შესაძლებლობები, საქართველოს ნგრევის საქმეში.

 

http://s1.ipicture.ru/uploads/20111223/OXXJA3HY.jpgჯორჯ სოროსმა ჯერ კიდევ 2003 წლის თებერვალში დაიწყო სახელმწიფო გადატრიალების საფუძვლის ჩაყრა. თებერვალში სოროსმა თავისი "ღია საზოგადოების" მეშვეობით 1 000 ახალგაზრდა "კმარელი", გიგა ბოკერიას მეთაურობით, გაგზავნა სერბიაშია ქ. ბელგრადში მსგავს "ოტპორ"- ს (წინააღმდეგობა) ჯგუფთან შესახვედრად და გამოცდილების გასაზიარებლად. მათ სერბიაში ჩაუტარეს სწავლება თუ როგორ უნდა მოეწყოთ ქუჩის მსვლელობები, არეულობა და მსგავსი ღონისძიებები.

სოროსმა ფულით უზრუნველყო მეამბოხეების ტელევიზია "რუსთავი 2" და ასევე მსვლელობები, სოროსი ფულით ამარაგებდა სააკაშვილის და მის "ნაციონალურ მოძრაობას" (ქართულად - მოქალაქეთა მოძრაობა).

გიგა ბოკერიას "თავისუფლების ინსტიტუტი" ფულს ღებულობდა, როგორც სოროსის "ღია საზოგადოებიდან" ასევე ამერიკის ხელისუფლების დაქვემდებარებული "ევრაზიის ინსტიტუტიდან".

"კმარამ" 2003 წლის აპრილში მიიღო, საწყის საფეხურზე ფულადი დახმარება ("გრანტი") 500 000 დოლარის ოდენობით, რომმელიც მოხმარდა გადატრიალებას.

სოროსმა მისცა საწყისი ფული 1995 წელს, "რუსთავი 2" (ზურა ჟვანია - ეროსი კიწმარიშვილი), ასევე ფულით უზრუნველყო გაზეთი "24 საათი", რომლებმაც ქმედითი წვლილი შეიტანეს გადატრიალებაში. ასევე შეუკვეთა ნახატი ფილმი შევარდნაძეზე "რუსთავი 2"-ს და მისივე მეშვეობით გადაიცა.

გადატრიალების მომზადებისას მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია ამერიკის ელჩმა საქართველოში რ. მაილსმადა მთლიანად ამერიკის საელჩომ, თავისი საჯაშუშო და სადაზვერვო საქმიანობით.

სააკაშვილის (იუსტიციის მინისტრი) ურთიერთობა სოროსთან ჯერ კიდევ 2000 წლიდან დაიწყო, როდესაც სოროსი რამოდენიმეჯერ ჩამოფრინდა თბილისში შევარდნაძის მოწვევით, რათა დაეარსებინა საქართველოს "ღია საზოგადოება" და "სამოქალაქო საზოგადოება", სოროს შევარდნაძის მასონური ურთიერთობები ჯერ კიდევ 1980 წლიდან იღებს სათავეს, შევარდნაძის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრობიდან.

2001 წელს სოროსის დარიგების მიხედვით სააკაშვილი გადადგა და ღიად დაუპირისპირდა შევარდნაძეს.

მასონების მიერ მართვადი არასამთავრობო ჯგუფები და ე.წ. საერთაშორისო დამკვირვებლები ყველანაირად ხელს უწყობდნენ გადატრიალებას.

მასონებმა და ამერიკის ხელისუფლებამ (რ. მაილსის სახით) შევარდნაძეს ხელშუხებლობის პირობა მისცეს (რითიც დღევანდლამდე სარგებლობს) და აიძულეს გადამდგარიყო.

2003 წელს ოქტომბერში მასონი სოროსის და ამერიკის საიდულო სამსახურების მომზადებულმა სააკაშვილ-ჟვანია-ბოკერია-ბურჯანაძეებმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს.

სოროსმა პირადად მიულოცა მიშა სააკაშვილის გადატრიალება და დააჯილდოვა იგი "ღია საზოგადოების" ჯილდოთი.

 

ჯორჯ სოროსმა განაცხადა:

"თავის დროზე, ჩვენ იგივე გავაკეთეთ სლოვაკიაში ვლადიმერ მესიარის წინააღმდეგ, ხორვატიაში ფრანჯო ტუჯმანის წინააღმდეგ და იუგოსლავიაში სლობოდან მილოშევიჩის წინააღმდეგ".

საქართველოს 2003 წლის ნოემბრის სახელმწიფო გადატრიალების შემდგომ ჯორჯ სოროსი დაუფარავად ხელფასებს (ანუ ქრთამს) უხდიდა გადატრიალების შემდგომ ხელისუფლებაში მოსულ ნაც-ხელისუფლებას. სააკაშვილის ნაც-ხელიუფლებას სოროსის მოსამსახურეებს უწოდებენ, რომელიც ამერიკის და მასონ სოროსის დავალებებს ასრულებს, მეთვალყურეობას ანხორციელებს ამერიკის ელჩები ჯონ ტეფტი, ჯონ ბასი.

მოგვიანებით გაირკვა, რომ სოროსთან ერთად სააკაშვილის ნაც-ხელისუფლებისათვის ხელფასების გადახდასა და სხვა სახის ფულად დახმარებებში ლომის წილი მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსაც მიუძღვის.

***

იხილეთ გახმაურებული ფრანგების გადაღებული ხედვითი ჩანწერი ე.წ. სააკაშვილის "ვარდების სახელმწიფო გადატრიალებაზე"

ფერადი რევოლუციები (გადატრიალებები)

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვიდან 20 წელი გავიდა,

1991 წლის 21 დეკემბერი დამუკიდებლობის დაკარგვის დღე

2011 წლის 21 დეკემბერი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მასონური გადატრიალებები საქართველოში

 

http://s017.radikal.ru/i423/1112/cc/4529a0f8af8e.jpgზვიად გამსახურდია:

სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში

1992 წელი

 

როცა სადღაც აფრიკაში ამხობენ მორიგ დიქტატორს, დაახლოებით ბოკასას ტიპისას, კაციჭამიაობაში მხილებულს, დასავლეთის განვითარებული ქვეყნების მთავრობები ამას განიხილავენ, როგორც “ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლების უხეშ დარღვევას” და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჯარებს გზავნიან. მაგრამ როცა საქართველოში იარაღის ძალით დაამხეს კანონიერი ხელისუფლება, მსოფლიო საზოგადოებრიობამ ეს ფაქტი შეაფასა, როგორც ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამოვლინება.

 

იმის გასარკვევად, თუ რით აიხსნება დასავლური დემოკრატიის ესოდენი გულგრილობა სახელმწიფოს კანონიერი ხელისუფლების ბედისადმი, მივმართეთ თავად საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას.

 

- მთავრობები, რომელთაც თქვენ დემოკრატიულს უწოდებთ, სინამდვილეში კარგა ხანია განუდგნენ დემოკრატიას.

დემოკრატია იქცა ცარიელ სიტყვად, რომელსაც თავის ნებაზე ატრიალებენ დასავლეთის მთავრობათა ამა თუ იმ პოლიტიკური ინტერესების შესანიღბავად. როცა ამ მთავრობებს სურთ გააძლიერონ თავიანთი გავლენა და სამხედრო ყოფნა რომელიმე რეგიონში, თავდაპირველად ცდილობენ მოისყიდონ ამ ქვეყნის ხელისფლება და თუ წინააღმდეგობას წააწყდნენ, უბრალოდ, ამხობენ მას. ასეთ შემთხვევაში მათთვის არა აქვს მნიშვნელობა დამხობილი რეჟიმის ხასიათს: დემოკრატიულია იგი, თუ ავტორიტარული. ეს მტაცებლური მიდგომა სხვა ქვეყნებისადმი დღეს საბოლოოდ დამკვიდრდა ნატოს სახელმწიფოებში.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ყველაზე მძლავრი სახელმწიფოები უკვე აღარც კი ცდილობენ შენიღბონ თავიანთი ზრახვები და აშკარად და ცინიკურად თრგუნავენ სხვა ხალხთა ნებას. სწორედ, ეს მოხდა საქართველოში.

 

- ბატონო პრეზიდენტო, რას წარმოადგენენ ეს მსოფლიო ძალები, ესოდენ თავისუფლად რომ ერევიან უცხო სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში?

 

- კაცობრიობის მტრებს – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით:

- ისინი მიზნად ისახავენ ყველა სხვა ხალხის გენოციდს;

- პლანეტის მთელი მოსახლეობის ერთი განსაზღვრული ჯგუფის გამოკლებით.

ეს ჯგუფი მჭიდროდ არის დაკავშირებული შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან და მთელი ძალით მიილტვის მსოფლიო ბატონობისაკენ. ზოგადად, მე მას ევროამერიკულ იმპერიალიზმს ვუწოდებდი. მთავარ დამკვრელ ძალას მასში წარმოადგენს აშშ. შეიძლება ითქვას, სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში იმართებოდა ოკეანის გაღმიდან. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯ. ბეიკერის პირადი მონაწილეობით და ბუშის ლოცვა-კურთხევით.

ბეიკერმა პირდაპირ მოუწოდა პუტჩისადმი საქართველოს ბანდიტურ-ოპოზიციურ დაჯგუფებებს (ამერიკაში ჩინებულად იცოდნენ, რომ ოპოზიცია საქართველოში კრიმინალური მაფიისა და ყოფილი პარტოკრატებისაგან შედგებოდა). ბეიკერმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ უჭერდა მხარს საქართველოში არსებულ რეჟიმს და არაფრით დაეხმარებოდა მას.

სცენარი გადატრიალებისა, რომელიც აშშ-მ მოაწყო საქართველოში, ადრე არაერთგზის გამოუყენებია ამ ქვეყანას პლანეტის სხვა რეგიონებში.

- რით ვერ დაიმსახურა თქვენმა ხელისუფლებამ დასავლეთის კეთილგანწყობა?

 

- ჩვენ მივესწრაფვოდით დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას, არ დავემორჩილეთ დასავლური სახელმწიფოების დიქტატს, არ ვიქეცით მათი ინტერესების მსახურად, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ არ დავუშვით, რომ საქართველო დასავლეთის კოლონიად ქცეულიყო.

 

დასავლეთს კი მხოლოდ ისეთი ხელისუფლება აძლევდა ხელს, რომელიც უსიტყვოდ აღასრულებდა მის ნებას. ეს იქცა ერთ-ერთ მიზეზად სამხედრო გადატრიალებისა და ხელისუფლებაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცრუ) აგენტისა და ევროამერიკული იმპერიალიზმის პირდაპირი აგენტის მოსვლისა.

მაგრამ დასავლეთის წყრომას ჩვენს მიმართ კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა. სახელმწიფოს სათავეში მოსულნი, ჩვენ ვესწრაფვოდით ეროვნული კულტურის აღორძინებას, ხალხის შეკავშირებას ეროვნული სულისკვეთებით, რათა მას მთელი სიღრმით გაეცნობიერებინა, რომ გაცილებით ძველი ისტორია აქვს, ვიდრე ბევრ ევროპელ ხალხს… ჩვენი პოლიტიკის ეს ეროვნული ორიენტაცია არ იწვევდა სწორედ საერთოევროპული სახლის მესვეურთა აღტაცებას, რადგან ოფიციალური დასავლეთი (მხედველობაში მაქვს ხელისუფლებანი და არა ხალხები) ებრძვის ყოველგვარ ეროვნულ მოძრაობას. მათი მიზანია, გაანადგურონ ერის ნება საერთოდ და შექმნან ერთიანი მსოფლიო კონგლომერატი, სათავეში-მსოფლიო ხელისუფლებით.

ამ მსოფლიო მთავრობამ უნდა განაგოს ქვეყნიერება და დაამყაროს ე.წ. ახალი მსოფლიო წესრიგი.

ახალი მსოფლიოს წესრიგის არსია:

განადგურება ყველა სახელმწიფოს (ქრისტიანული იქნება ის თუ მუსულმანური, რელიგიას ისინი არ ანიჭებენ ნმიშვნელობას) დამოუკიდებლობისა, გენოციდი ამ ქვეყნების მოსახლეობისა და საბოლოო დამორჩილება მთელი პლანეტისა.

ძალები, რომელთაც ეკისრება მსოფლიო ხელისუფლების ბატონობის შემზადება, სხვა ქვეყნებს განიხილავენ მხოლოდ რესურსების თვალსაზრისით. მათი მიზანია, ეს ქვეყნები თავიანთი ხალხებით, მთავრობებით, კულტურებითურთ აქციონ უბრალოდ ტერიტორიებად, სადაც მოსახლეობას დატოვებენ მხოლოდ მსოფლიო ელიტისათვის საჭირო რაოდენობით. ამასთან, სრულიად დემორალიზებულს, მზადმყოფს მისი ინტერესების სამსახურისადმი.

 

ამ ზრახვათა განცხორციელებას მხოლოდ ხალხთა ეროვნული თვითშეგნება და ეროვნული სახელმწიფოების შექმნა შეიძლება აღუდგეს წინ. ამიტომ ებრძვის დასავლეთი ეროვნულ მოძრაობებს, ამიტომ ცდილობს ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღებას და ომების პროვოცირებას. მაგალითად, იუგოსლავიაში მიმდინარე ომი მათი ნამოქმედარია. ეს შემთხვევით სტიქიურად აალებული კონფლიქტი კი არ არის, არამედ მიზანმიმართულად გაჩაღებული ომი, რომელშიც უნდა დაიფერფლოს ეროვნული იდეის მატარებელი ხალხი. დღეს დასავლეთს იუგოსლავიის მოდელი დასავლეთიდან გადააქვს კავკასიაში, ხელოვნურად მწვავდება ეროვნებათაშორისი დაძაბულობა. შემდგომში ხან აქ, ხან იქ აფეთქებული ლოკალური კონფლიქტები დასავლეთს მისცემენ საბაბს პირდაპირი სამხედრო ჩარევისათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძალთა სახით.

სულ ახლახან გაკეთდა განცხადება, რომ ნატო ქმნის სწრაფი რეაგირების ძალებს, 100 ათასი კაცის შემადგენლობით, რომელიც ჩაერევა მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში მიმდინარე მოვლენებში. ფრიად საყურადღებოა, რომ ამასთან დაკავშირებით მოხსენებულ იქნა კავკასია და იუგოსლავია.

 

- ბატონო პრეზიდენტო, თქვენ განზრახული გქონდათ ისეთი სახლემწიფოს აშენება საქართველოში, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ეროვნული ინტერესებისაკენ. რა მიგაჩნიათ უმთავრეს პირობად ეროვნული სახელმწიფოს აშენებისათვის?

 

- პირველ რიგში, აუცილებელია შემუშავება ისეთი მექანიზმისა, რომელიც უზრუნველჰყოფს ქვეყანაში მოსახლე ყველა ეროვნების ურთიერთთანხმობის მიღწევას, ეროვნულ უმცირესობათა უფლების განუხრელ დაცვას.

 

ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ შინაგანი სტაბილურობის მიღწევა შეუძლებელია ძალადობისა და ეროვნულ უმცირესობათა დათრგუნვის გზით. აუცილებელია გადასვლა ერთ სახელმწიფოში ეროვნებათა თანაარსებობის ისეთ ფორმაზე, რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველასათვის, როგორც ეკონომიკის სფეროში, ისე ეროვნული კულტურის შენარჩუნების უსაფრთხოების თვალსაზრისით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო კოსმოპოლიტური ძალები, რომლებზედაც ვლაპარაკობთ, უსათუოდ შეეცდებიან რომელიმე ეროვნების უკმაყოფილება გამოიყენონ სახელმწიფოს დარღვევისათვის. ეს მათი ნაცადი და ქმედითი ხერხია. თვითგამორკვევის პრინციპი რასაკვირველია, არ უნდა დავიდეს აბსურდამდე; მაგალითად, თუ დღეს რუსეთში ვოლგისპირელმა გერმანელებმა გერმანული სახელმწიფოს შექმნა მოინდომეს, ეს ყოვლად დაუშვებელ მოთხოვნად უნდა შეფასდეს.

 

- რატომ ქმნიდით მაინც და მაინც ეროვნულ სახელმწიფოს?

საერთოდ, რაში სჭირდება ადამიანს ეროვნება, თქვენი თვალსაზრისით?

 

- სწორედ, ეროვნული თვითშეგნება აქცევს ადამიანს ადამიანად. ეროვნება არა აქვს ცხოველს, სარწმუნოება და ეროვნება ის ძირითადი თვისებებია, რომელნიც ადამიანს სხვა სულიერისაგან განასხვავებენ და მისთვის ამ განმასხვავებელი თვისებების წართმევა უმძიმესი დანაშაულია ადამიანის წინაშე, დასაწყისი მისი, როგორც პიროვნების, დეგრადაციისა. დენაციონალიზაცია წინაპართა და წარსულის უარყოფა, ადამიანის სრული მოკვეთაა ეროვნული ფესვებისაგან. კაცი ადამიანურ აზრს მხოლოდ თავისი ეროვნული კულტურის წიაღში ინარჩუნებს, ამიტომ ადამიანის კულტურა განუყრელად არის დაკავშირებული მის ეროვნებასთან; იგი მშობლიური კულტურის მეშვეობით ეზიარება მსოფლიო ცივილიზაციას. ამდენად დენაციონალიზაცია ადამიანისა და დენაციონალიზაცია ქვეყნისა წყვეტენ მათ კავშირებს დანარჩენ სამყაროსთან და დაუცველს ტოვებენ მსოფლიო მასშტაბით ორგანიზებული კოსმოპოლიტური ძალების წინაშე.

 

- რა ძალები აღუდგნენ სახელმწიფოს შექმნას თვით საქართველოში?

 

- საქართველოში ინტელიგენციის გარკვეულ ნაწილს ნომენკლატურულს უწოდებენ. კულტურის ეს მოღვაწენი დიდი პრივილეგიებით სარგებლობდნენ საბჭოურ წლებში და ახლაც ახალ პრივილეგიებს გამოდევნებულები მზად არიან ზურგი აქციონ მშრომელი ხალხის ინტერესებს. ამჯერად ისინი ე. შევარდნაძის გარშემო დაირაზმნენ. იგივე ნაწილი ინტელიგენციისა ძალზედ მჭიდროდაა დაკავშირებული ჩრდილოვანი ეკონომიკის სამყაროსთან, მაფიასთან. არსებითად, ჩვენთან, საქართველოში, მათ შორის არც არის რაიმე განსხვავება. ისინი ისე განუყრელად შეზრდიან ერთმანეთს, რომ ერთ პიროვნებაში ხშირად შერწყმულია ინტელიგენტიც და დანაშაულებრივი სამყაროს ავტორიტეტიც. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების წლებში წარმოიქმნა მთელი კლასი ასეთი ჰიბრიდებისა. სწორედ, ისინი ჩაუდგნენ სათავეში და განახორციელეს გადატრიალება.

 

ერთნი საქართველოში მომხდარს ახასიათებენ, როგორც “ბურჟუაზიულ რევოლუციას”, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს; საქართველოში არ არსებობს ბურჟუაზია, არის მხოლოდ მაფია და საქართველოში სწორედ “მაფიოზური რევოლუცია” მოხდა.

 

- რით აიხსნება დასავლეთის ესოდენ გაზრდილი ინტერესი კავკასიის მიმართ?

 

- ეს რეგიონი ძალზედ მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, კავკასიის მფლობელი ფლობს ახლო აღმოსავლეთსაც და აზიასაც. ეს, სხვათაშორის, მუდამ ესმოდათ დასავლეთის ქვეყნებს, რის გამოც ბრძოლა კავკასიისათვის უძველესი დროიდან მიმდინარეობდა მათსა და რუსეთს შორის.

წმინდა სამხედრო თვალსაზრისით კავკასია წარმოადგენს ხიდს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რომელიც მეტად აუცილებელია ორივე მხარისათვის.

 

რუსეთიც კავკასიას ოდითგანვე განიხილავდა, როგორც მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პლაცდარმს, მაგრამ რუსეთი დღეს სუსტდება და ამიტომ დასავლეთი მიისწრაფვის ხელიდან გამოსტაცოს მას ინიციატივა, თავისი გავლენა გაავრცელოს ამ რეგიონში და ბოლოს და ბოლოს მოახდინოს მისი ოკუპაცია. მაგრამ ეს შეუძლებელია კავკასიის სრული “ბალკანიზაციის” გარეშე.

საკმარისია, რუსეთმა სცნოს მთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რომ მათი სახით მყისვე შეიძენს ყველაზე ერთგულ მეგობრებს, რადგან აქ მკაფიოდ განასხვავებენ ელცინსა და რუსეთის სახელმწიფოს, როგორც მფარველს დასავლური ექსპანსიისაგან.

 

- ბატონო პრეზიდენტო, თავად თქვენ როგორ ეკიდებით რუსეთს?

 

- ძალიან კარგად. ვიმედოვნებ, არც თქვენ აიგივებთ ელცინსა და რუსეთს!

მმართველები მოდიან და მიდიან, ქვეყანა კი რჩება.

მე მიმაჩნია, რომ როლი, რომელსაც დღეს რუსეთი ასრულებს კავკასიაში, არ შეესაბამება მისსავე ინტერესებს და ოკეანის გაღმიდან აქვს თავსმოხვეული.

ჩემთვის არ არის უცხო პრორუსული განწყობა. მე მუდამ მივესწრაფვოდი მჭიდრო კავშირს რუსეთთან და ვოცნებობდი, საქართველოს ჰყოლოდა ბუნებრივი მოკავშირე ამ თავისი დიდი აღმოსავლელი მეზობლის სახით. მაგრამ ეს არ აძლევდა ხელს დასავლურ სამყაროს და მის მორჩილ ხელისუფლებას რუსეთისა. ისინი განაგრძობენ ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღებას კავკასიაში. შედეგად, ჩვენ ვდგავართ ამ კონფლიქტების დიდ ომში გადაზრდის სავსებით რეალური საფრთხის წინაშე.

 

მე იმედი მაქვს კონფლიქტებში ჩათრეული ხალების; პირველ რიგში, რუსი ხალხის საღი აზრისა და გონიერებისა.

ვიმედოვნებ, იგი შეიგნებს, თუ ვინ და რა ინტერესების კარნახით უბიძგებს რუს ჯარისკაცებს ახალი კავკასიური ომის უფსკრულსაკენ. ამ ომში ვერც ერთი მხარე ვერ იქნება გამარჯვებული. მხოლოდ დასავლეთი მოითბობს ხელს ახალი ომის ალზე.

მე მწამს ხალხთა სიბრძნისა. ეს არის უკანასკნელი, რამაც უნდა გვიხსნას კატასტროფისაგან.

 

“ნაროდნაია პრავდა”, 1992 წელი, სანკტ-პეტერბურგი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაცო ზვიადი ცოცხალია კიდევ? რა შეგვეცით იბიომატ ამ ნეკროფილიით.

იმ ეროვნული გმირის დედა მოვდღან ცოლიც და ყველა შვილი რომ უწესო და აგრეწარი ჰყავს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://profile.ak.fbcdn.net/hprofile-ak-snc4/23277_329752150501_2979_n.jpgსაქართველოს რესპუბლიკის მთავრობა დევნილობაში

http://www.facebook.com/mtavroba

 

ქართული ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის განცხადება

 

უკვე 20 წელია რაც საქართველოს სამართლებრივი ხელისუფლება აღარ მართავს. 1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალებიდან, მოყოლებული, რომლის სულისჩამდგმელი ნსოფლიო გლობალიზმია რუსეთისა და აშშ-ს ხელისუფლებების მოთავეობით, საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა და იგი გარედან იმართება. 1992 წელს საქართველოს სამართლებრივი, ეროვნული ხე...ლისუფლება ზვიად გამსახურდიას თავკაცობით დამხობილი იქნა და აშშ-მა და მათმა პატრონებმა საქართველოში მოიყვანეს დანაშაულებრივი, თვითმარქვია შევარდნაძის ხელისუფლება. ამ მართვადი ხელისუფლების მეშვეობით საქართველო გაანადგურეს, როგორც სულიერად ისე ხორციელად. ქართველი ერის ყველა მცდელობა აღედგინა სამართლებრივი (კანონიერი), ეროვნული ხელისუფლება, სისხლში იქნა ჩახშობილი. თვითმარქვია, არასამართლებრივმა შევარდნაძის ხელისუფლებამ 12 წლიანი დამანგრეველი მმართველობით, მთლიანად ამოწურა თავი, საქართველოს ნგრევის საქმეში და მის ადგილზე, მისივე წიაღიდან აშშ-მა მოიყვანა შევარდნაძის იუსტიციის ყოფილი თავკაცი, მიშა სააკაშვილი, ამ დადგმულ სახელისუფლო ჩანაცვლებას "ვარდების რევოლუცია" უწოდეს. საქართველო მორიგი არასამართლებრივი, დანაშაულებრივი ხელისუფლების პირობებში კიდევ უფრო გაპარტახდა. საქართველოს მოსახლეობის 10% ციხეშია, ან პირობითი საასჯელია აქვს, 1.5 მილიონი ადამიანი უცხოეთში გადაიხვეწა, მრეწველობა მთლიანად დანგრეულია, ქვეყანას 20 მილიარდ ლარამდე საგარეო ვალი აქვს, საქართველომ დაკარგა ძირძველი მხარეები აფხაზეთი და სამაჩაბლო ( 20% მიწებისა ).

 

ამ სავალალო მდგომარეობაში მყოფი ქართველმა ერმა უკვე კარგად დაინახა პირსისხლიანი სააკაშვილის ნაც-ხელისუფლების დამპყრობლური არსი, და დამპყრობი ამერიკა იძულებულია თავის დანიშნულ მმართველს შემცვლელი მოუძებნოს. ამერიკელთა არა ერთი მცდელობა სააკაშვილის ნაც-ხელისუფლება ჯაშუშ ირაკლი ალასანითი და მასზე მიწებებული "რესპუბლიკელებით" ჩაენაცვლებინა, მარცხით დამთავრდა. ქართველმა ერმა სატყუარა არ გადაყლაპა, რადგან სულგაყიდულ ალასანიას და მის საძმოს ხალხში ნდობა არ აღმოაჩნდა. ამ მდგომარეობაში ამერიკამ ახალ ხრიკს მიმართა და დამშეულ-გაპარტახებული საქართველოს მოსახლეობას მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის სახით "მხსნელი" მოუვლინა, ხოლო ცოტა მოგვიანებით ირაკლი ალასანია და საძმო, "რესპუბლიკელების" სახით ბიძინა ივანიშვილის ორთქმავალს მიაბა. რამაც ისინი საქართველოს ხელისუფლებაში უნდა მოიყვანოს. საქართველოს მოსახლეობას საცნობარო საშუალებებით არწმუნებენ, რომ არჩევანი უნდა გაკეთდეს სააკაშვილსა და ივანიშვილს (ბოროტსა და კეთილს) შორის, სხვა გზა გადარჩენისა არ არსებობს.

 

ასეთი გახლავთ საქართველოს მტების მიერ ქართველი ერისათვის დაგებული მახე.

საქართველოს გადარჩენის გზა, ერში ცხოველი სარწმუნოების და სამართლიანობის აღდგენაზე გადის. საქართველოში უნდა აღდგეს ზნეობრივი, ეროვნული და სამართლებრივი, ხელისუფლება. რომელიც ქართველი ერის მიზნების გამტარებელია. ზნეობრიობისა და სულიერების უარყოფით მიღწეული თავისუფლება შეიძლება აღმოჩნდეს კიდევ უფრო დიდი მარცხის შედეგი. ჩვენი მოძრაობა უპირველეს ყოვლისა ეროვნულ-რელიგიური მოძრაობაა, რომელიც ეფუძნება ღვთისგან კურთხეული უმაღლესი მთავარსარდლისა და საქართველოს განმათავისუფლებლის, მისი კანონიერი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ანდერძს.

 

სწორედ ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობისა და მისი ეროვნული ხელისუფლების მიერ გაწეულამა თავგანწირულმა წინააღმდეგობამ, ეროვნული გმირების დაღვრილმა წმინდა სისხლმა მოამზადა და გარდუვალი გახადა 1993 წლის შუახანებში საქართველოში კანონიერი ეროვნული ხელისუფლების აღდგენის პროცესის დაწყება და წარმატებული განვითარება — რომლის გლობალისტური, იმპერიული ძალებით შეჩერება ვაშინგტონის ადმინისტრაციის მითითების საფუძველზე რუსეთის მიერ პირდაპირი და დაუფარავი აგრესიის შედეგად განხორციელდა.

 

ჩვენი მოძრაობა ცალსახად ემიჯნება საქართველოში მომქმედ ყველა პოლიტიკურ ძალას სწორედ ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეოლოგიიდან გამომდინარე. ჩვენ ვიწყებთ მოღვაწეობას პირველ რიგში ქართველი ერში ზნეობრივი და სულიერი პრინციპების დაცვისაკენ და ვცდილობთ თავადაც ჩამოვყალიბდეთ ერისკაცთა ისეთ „მცირე სამწყსოდ“ ანუ „მცირე ფარად“, რომლისთვისაც ამ აპოკალიპსისურ, ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგან განდგომისა და უარყოფის ხანაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებელობის მტკიცედ და შეურყვნელად დაცვას!

 

მხარი დაუჭირეთ პოლიტიკურ ემიგრაციაში მყოფ ლეგიტიმურ, კანონიერ მთავრობას, რომელსაც მეთაურობს კანონიერი მთავრობის მეთაური ბ-ნი ბესარიონ გუგუშვილი. მოგიწოდებთ გაერთიანდეთ ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეოლოგიის მატარებელ სახელისუფლებო ორგანიზაციებში, რომლებიც არიან საქართველოში მომქმედი „სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართალი“ და „საქართველოს ჰელსინკის კავშირი - ეროვნული აღირძინება“. ავაღორძინოთ დამოუკიდებელი მართლმადიდებლური საქართველო.

 

ქართული ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობა

Edited by დაჩი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://profile.ak.fbcdn.net/hprofile-ak-snc4/41590_160138260681466_9888_n.jpgხედვითი მაუწყებლობა ("ტელევიზია")

საქართველოს ემიგრაციული მთავრობისა და ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის

ვიდეო-ტელე კარიბჭე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...