rusako Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 ეს ნამდვილად არ არის პროგრამაში, მაგრამ ზოგადად მაინტერესებს თქვენი ხედვა ანტიმონოპოლიურ სამსახურთან დაკავშირებით....წლის ბოლომდე უკვე უნდა განისაზღვროს ამ სამსახურის ფუნქციები და თქვენი აზრით, რა ფუნქციები უნდა ჰქონდეს?? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nika3012 Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 რა გარანტიაა იმისა, რომ ხელისუფლება არ შეუმცირებს დაფინანსებას მერიას ირაკლი ალასანიას გამარჯვების შემთხვევაში და თქვენი პროგრამით გათვალისწინებული ლამაზი მომავალი დიდ იმედგაცრუებად არ გადაიქცევა ხალხისთვის? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
David_Onoprishvili Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 erfiro სჯერა ამ ყველაფრის თვითონ?800 ლარი არის საკმარისი თანხა ჩვეულებრივი სამშობიაროს პირობებში. თუ ჩაჩავაში გნებავთ მშობიარობა მოგიწევთ თანხის დამატება.გართულებულ მშობიარობაზე საჭირო იქნება მეტი თანხა. ვეცდებით ეს ნაწილიც დაფინანსებულ იქნეს მერიის ბიუჯეტიდან. შეგახსენებთ ეხლა მშობიარობა ფასიანია. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
David_Onoprishvili Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 lasha1997 გთხოვთ, დააზუსტოთ რომელი კანონის ამუშავებაზეა ლაპარაკი. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 (edited) David_Onoprishvili გთხოვთ, დააზუსტოთ რომელი კანონის ამუშავებაზეა ლაპარაკი. იმ კანონზე,რომელიც მხოლოდ ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის მუშაობს და ჩინოვნიკებისთვის არა. მე ამერიკიდან ვპოსტავ და აქ ქართველმა ჟურნალისტმა სთქვა ახლა,რომ უგულავას 57%–ი უჭერს მხარსო და თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? სამსახურში ვარ და სამწუხაროთ უნდა გავიდე.წინასწარ გიხდით მადლობას და მერე გადავათვალიერებ პასუხებს. Edited May 20, 2010 by lasha1997 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
David_Onoprishvili Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 დღეს ეკონომიკის რეალური განვითარების მთავარი შეფარხებელი კერძო კომპანიების საქმიანობაში "სახელისუფლო კლანის" ჩარევა და ხელოვნური გაკოტრებებია..... ყველა ძირითადი კომპანიის წილში სახელისუფლო ჩინოსნები სხედან წილებში.... ამას რას უზამთ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ???? რამდენწლიანი პროცესი იქნება ბიზნესის გათავისუფლება???? თუ უბრალოდ "მეწილეების" ჩანაცვლება მოხდება???? საქართველოს ეკონომიკას ბევრი შემაფერხებელი ფაქტორი აქვს. პირველ რიგში ეს არის ბოლო წლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. არ არსებობს ნორმალური ანტიმონოპოლური კანონმდებლობა და შესაბამისად ჯანმრთელი კონკურენცია ბაზარზე, დამოუკიდებელი სასამართლო, მუდმივად ირღვევა საკუთრების უფლებები. კერძო კომპანიების საქმიანობაში "სახელისუფლო კლანის" ჩარევა და ხელოვნური გაკოტრებებიც ასეთივე დონის ფაქტორია. კომპანიის წილში სახელისუფლო ჩინოსნების ჩასხდომის პროცესი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკა ნამდვილად ვერ განვითარდება. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
David_Onoprishvili Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 newstudioაზოტის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 David_Onoprishvili 100% გამორიცხავთ რომ ირაკლი ალასანიამ საკუთარი კანდიდატურა მოხსნას რომელიმე ფსევდო ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
David_Onoprishvili Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 როგორ ფიქრობთ, საკმარისად ინფორმირებულია საზოგადოება თქვენი პროგრამაზე??? ალბათ, საკმარისად მაინც არ არის ინფორმირებული. ჩვენი პროგრამები არის www.iraklialasania.ge ასევე facebook-ზე. ალასანია ყველა სატელევიზიო გამოსვლაში აჟღერებს პროგრამების შინაარს. ასევე დარიგდა პროგრამები მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, თუმცა სახსრების უქონლობის გამო არჩევნებისთვის სასურველი მაშტაბები არ არის. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DAVID_AGMASHENEBELI Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 თქვენ მემარჯვენე პოლიტიკოსი ხართ თუ მემარცხენე? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 ისე როგოც თემაში იყო აფიშირებული პროგრამის გარშემო გვექნება საუბარი ხო დაჯერ რვსაუბრობთ ყველაფერზე პროგრამის გარდა. ხომ არ მიხედათვთ ამ ამბეს მოდერატორებეი? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 (edited) ისე როგოც თემაში იყო აფიშირებული პროგრამის გარშემო გვექნება საუბარი ხო დაჯერ რვსაუბრობთ ყველაფერზე პროგრამის გარდა. ხომ არ მიხედათვთ ამ ამბეს მოდერატორებეი?კითხვების შინაარსს ვერ განსაზღვრავს ადინისტრაცია Edited May 20, 2010 by lasha_alo ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 კითხვების შინაარსს ვერ განსაზღვრავს ადინისტრაცია ე.ი. თავისუფლად შესძლებელია ეხლა ტრადიციული თემა ჰომოსექსუელების პარადზე გავარჩიოთ არა? კეთილი. კითხვების შინაარს თუ ვერ განსაზღვრავს ადმინისტრაცია, ხომ ვერ სთხოვთ სტუმარს პასუხები რომ განსაზღვროს პროგრამის გარშემო. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
David_Onoprishvili Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 როგორ შეაფასებთ კონკურენტების პროგრამას ? კონკურენტებს ჩამოყალიბებული პროგრამები არ გააჩნიათ. მათ აქვთ მესეჯები თუ რის გაკეთებას აპირებენ, მაგრამ როგორ, რა სახსრებით, რის ხარჯზე ეს ამომრჩევლისთვის უცნობია. შეგიძლიათ ინახულოთ მათი პარტიული ინტერნეტგვერდები და დარწმუნდებით. გამონაკლისი არის გია ჭანტურიას ტარიფების შესახებ პრეზენტაცია, სადაც არის კონკრეტული გაანგარიშებები. თუმცა არსებული იდეა არარეალურია და პოპულისტური. ემსახურება მხოლოდ მოსახლოების შეცდომაში შეყვანას და ხმების მოპოვებას. შეგიძლიათ ამ თემაზე გაეცნოთ ჩემს გუშინდელ ინტერვიუს www.bp.ge machkatela თბილისში მაცხოვრებელი ყველა დევნილი: ა) მიიღებს საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის 50%–იან შეღავათს; ხარჯი – 2 მლნ ლარი ბ) სიღარიბის ზღვარს ქვემოთ რეგისტრირებული ყველა დევნილი (36,200 ადამიანი), დამატებით მიიღებს შემწეობას თვეში – 10 ლარის ოდენობით; ხარჯი – 4,4 მლნ ლარი; გ) მიიღებს უფასო სამედიცინო დაზღვევას; (იხილეთ „ალიანსის“ ჯანდაცვის პროგრამა); დ) მივაღწევთ, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობა–ნაგებობებში მცხოვრებ დევნილებს კერძო საკუთრებაში დაუკანონდეთ დაკავებული ფართები. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 David_Onoprishvili რატომ მოხდა ალსანიასგან ობამას ასლის, თუ ქართული "პროტოტიპის" შექმნა? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts