Jump to content
Planeta.Ge

ჩვენ ვკვდებით მაგრამ არ ვნებდებით !


Recommended Posts

Fomenko is a supporter of drastically revising chronological history. He has created his own revision called New Chronology, based on statistical correlations, dating of zodiacs, and by examining the mathematics and astronomy involved in chronology. Fomenko claims that he has discovered that many historical events do not correspond mathematically with the dates they are supposed to have occurred on. He asserts from this that all of ancient history (including the history of Greece, Rome, and Egypt) is just a reflection of events that occurred in the Middle Ages and that all of Chinese and Arab history are fabrications of 17th and 18th century Jesuits.

 

He also claims that Jesus lived in the 12th century A.D. and was crucified on Joshua's Hill; that the Trojan war and the Crusades were the same historical event; and that Genghis Khan and the Mongols were actually Russians. As well as disputing written chronologies, Fomenko also disputes more objective dating techniques such as dendrochronology and radiocarbon dating (see here for an examination of the latter criticism). His books include Empirico-statistical Analysis of Narrative Material and Its Applications and History: Fiction or Science?.

 

Most Russian scientists considered Fomenko's historical works to be pseudoscientific[2][3].

 

http://en.wikipedia.org/wiki/Anatoly_Fomenko

 

ა, ცოტა გაერთეთ - მონღოლები სინამდვილეში რუსები იყვნენო, ტროას ომი და ჯვაროსნული ლაშქრობები ერთი და იგივე მოვლენა არისო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 40
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

shamili

 

 

ზ. გამსახურდიას აქვს ასეთი წიგნი (ლექციების კრებულია), ჰქვიან 'საქართველოს სულიერი მისია" თუ რაღაც ამგვარი, ჰოდა იქ, შპენგლერის ცნობილ ფრაზას რომ დავესესხო, გვერდების ნუმერაციის გარდა არაფერი არ არის მართალი.

 

მაგ წიგნმა უდიდესი როლი ითამაში ჩემი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.

 

გენიალური ნაშრომია.

 

თქვენის აზრით გაგაჩნიათ იმხელა ავტორიტეტი რომ ზვიადის '' საქართველოს სულიერი მისსია '' ცინიკურად მოიხსენიოთ ?

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

 

იმიტომ შამილ, რომ არანაირი მეცნიერული საფუძველი არა აქვს.

 

რა შეიძლება მივიჩნიოთ ერების ნათესაობის საფუძვლად? ენა, გენეტიკური მსგავსება, ისტორიული წყაროები, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მსგავსებები.

 

ენები აბსოლუტურად სხვადასხვა გვაქვს. აბსოლუტურად.

 

იერით არ ვგავართ. მაგალითად დაღესტნელებს მოგრძო, ვიწრო თვალის ჭრილი აქვთ, დაბალი შუბლი, გრძელნესტოებიანი სქელი ცხვირი. ჩეჩნებს პირიქით გრძელი, თხელი ცხვირი და დიდრონი მრგვალი თვალები. ჩერქეზებს დიდი ყბა, გრძელი ნიკაპი, ვიწრო შუბლი. წარბებიც კი სხვადასხვანაირი აქვთ. :mad:

 

ისტორიულ წყაროებში არსად გვხვდება ცნობები, რომ ამ ერებს ნათესაური თვალსაზრისით ოდესმე საერთო ჰქონდათ, საერთო წინაპარი და საერთო საწყისი არსებობდა.

 

არქიტექტურული ძეგლები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. არქეოლოგიური გათხრებით რაც არის აღმოჩენილი არათუ ნივთები და სამარხები სულ სხვადასხვანაირი ან მიცვალებულები სხვადასხვა წესით დაკრძალული. ჩონჩხების სტრუქტურებიც სხვადასხვაა, არ გავს ერთმანეთს.

 

არნოლდ ჩიქობავას რაც შეეხება, ლინგვისტიკა ისეთი სფეროა ნებისმიერი ვისაც კალამი უჭრის და კირკიტი არ ეზარება ორი ნებისმიერი ენის ნათესაურ კავშირზე იმუშავებს დაწერს და "დაგიმტკიცებს" :)

 

ადამიანის სამეტყველო აპარატს მაქსიმუმ 40-მდე ბგერის წარმოთქმა შეუძლია, ამერიკის ლინგვისტთა ასოციაციის ცნობით ამჟამად მსოფლიოში 6 809 ენაა. თითო ენაში მინიმუმ 40 000 სიტყვა რო ვიგულისხმოთ რო ვიგულისხმოთ (განვითარებულ ენებში 80 000-90 000 და მეტი სიტყვაა) 272 360 000 (კარგად დააკვირდი რა რიცხვია) სიტყვა გამოდის ეს მინიმუმ. :) და ეხლა ამ რაოდენობიდან იმ 40 ბგერით(მაქსიმუმ, თორე ბევრ ენაში 30-ს არ აღემატება) რამდენი საერთო და მითუმეტეს მიმსგავსებული სიტყვა შეიძლება აღმოაჩინო ადამიანმა მაგის გამოთვლა მე მეზარება მაგალითად. :D

 

რადგან მეგრელებს ბერია ყავთ და ბასკებს ეჩებერია ე.ი. ნათესავები ვართ... :))

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

მაგ წიგნმა უდიდესი როლი ითამაში ჩემი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.

 

გენიალური ნაშრომია.

 

თქვენის აზრით გაგაჩნიათ იმხელა ავტორიტეტი რომ ზვიადის '' საქართველოს სულიერი მისსია '' ცინიკურად მოიხსენიოთ ?

 

ავტორიტეტი აქ არაფერ შუაშია - უბრალოდ, ეს წიგნი ეწინააღმდეგება საღ აზრს, არის წმინდა წყლის ფაბრიკაცია, და არავითარი საერთო არა აქვს მეცნიერებასთან ზოგადად და ისტორიასთან კერძოდ. სრული უფლება გაქვს ეჭვი შეიტანო ჩემს სიტყვებში და გაეცნო ავტორიტეტული საერთაშორის დონის მეცნიერების მოსაზრებებს ნებისმიერ იმ საკითხზე, რასაც გამსახურდია იმ წიგნში ამტკიცებს.

 

ცინიკურად კი იმიტომ მოვიხსენიებ, რომ ამ და მსგავსმა იდეებმა ძალიან ცუდი სამსახური გაუწიეს ჩემ ქვეყანას. კონფლიქტების გაჩაღებას ვგულისხმობ. ადამიანებია დახოცილი ამგვარი ნაბოდვარის გამო. თუმცა, სრული ჭეშმარიტებისთვის უნდა ვთქვა, რომ ზვიადი იყო შედეგი და არა მიზეზი ქართველი ერის ბნელი პერიოდისა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ბასკებს ბერიაც ჰყავთ და იზორიაც :) იზორი არ ვიცი და ბერი ახალს ნიშნავს.

 

და ჩემი გვარი ვაფშემც ეკლესიის შესასვლელ-კარიბჭედ გადამითარგმნეს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

shamili

ჰო არ გეთანხმები არასდროს?

მაინც კარგია რომ ქართული,ჯიგრული სული გაქვს . ეს მომწონს,სხვა არაფერი.

აი ამ სიტყვებით ცუდ, ძალიან ცუდ სამსახურს უწევ შამილს..

ხვდებოდა უნდა წესით..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

 

ეეეჰ, შენ ამაზე გეცინება და ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია პოსტსაბჭოური ისტორიოგრაფიის მარგალიტებიდან. მაგ., აზერებს (მგონი) სკოლაში ასწავლიან, რომ შუმერები თურქ-აზერები იყვნენ, თითქოს კავკასიაში პირველად მაგენი დასახლდნენ და სხვები მერე მოვეთრიეთ აქანე; უკრაინაში სერიოზულად განიხილავენ ჰიპოთეზას თითქოს ეტრუსკები უკრაინელები იყვნენ; რუსეთში კი გამოჩნდა ერთი შარლაქტანი, რომელსაც ბევრი მომხრე ჰყავს (მათ შორის კასპაროვი) და ისეთ რაღაცეებს ამტკიცებს... მაგ. ივან გროზნი და ბათო ყაენი ერთი და იგივე ადამიანები არიანო; ოქროს ურდო სინამდვილეში მოსკოვში იყოვო; ქრისტე მე-13 საუკუნეში ცხოვრობდაო და ა.შ.

ვიცი გამიგია, მაგრამ მათ სერიოზულად არავინ მიიჩნევს...

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისტორიულ წყაროებში არსად გვხვდება ცნობები, რომ ამ ერებს ნათესაური თვალსაზრისით ოდესმე საერთო ჰქონდათ, საერთო წინაპარი და საერთო საწყისი არსებობდა

ყველა აფრიკიდან მოვდივართ. თანამედროვე მეცნიერება თვლის რომ თანამედროვე ადამიანი აფრიკაში ჩამოყალიბდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირბელი ადამიანი უეჭველი თურქი იქნებოდა. თურქულად "ადამ" კაცს ნიშნავს. :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

პირბელი ადამიანი უეჭველი თურქი იქნებოდა. თურქულად "ადამ" კაცს ნიშნავს. D.gif

 

თურქულად ღმერთი არის "ტენგრი", შუმერულად - "დინგირ". ამ მსგავსებაზე აიგო მთელი პირამიდა ცრუმეცნიერებისა, რომელიც ამტკიცებს, რომ პირველი ცივილიზაცია თურქებს ეკუთვნით.

 

georgekh13

ვიცი გამიგია, მაგრამ მათ სერიოზულად არავინ მიიჩნევს...

smile.gif

 

მიიჩნევს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...