Jump to content
Planeta.Ge

მეკობრეობით პირველ ადგილზე ვართ


Recommended Posts

SSDK

ყოველთვის მაინტერესებდა ოფენოფისის მომხმარებელის აზრი. ნორმალურია მართლა? ფაილებს ჩვეულებრივად ვორდის ფორმატშიც იმახსოვრებ არა? ანუ ვორდის მომხმარებლებთან ურთიერთობის დროს პრობლემები არ გექმნება, თავისუფლად ხსნი მათ ფაილებს და ისინი შენებს. მართლა ესეა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 66
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

SSDK

შეგიძლია გამოიყენო OpenOfficeOrg უფასო ოფისის ანალოგია.. ცხოვრებაში არ გამომიყენებია ვორდი და ექსელი

ვიზიოს რას უშვები? :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიდება არსენას და დათა თუთაშხიას,

 

 

 

 

ბარეღამ

კაკო ყაჩახსაც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

არა, ბოლომდე ვერა, მაგრამ თუნდაც ტორენტ.რუ-ზე ბობოლა სოფტი სერიოზულად კონტროლდება. მაგაზე უკეთესი ტორენტი კიდევ მე არ მეგულება მთელს დუნიაზე.

 

აი ეხლა ვაინსტალებ უკვე და 2 წუთში მოგახსენებთ ჰაზრს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

 

მაგას ვერ აკრძალავენ რამდენიმე მიზეზით:

 

1. საქართველოში არცერთ კომპიუტერული პროგრამების მწარმოებელ კომპანიას არ ჰყავს ოფიციალური წარმომადგენლობა (representator), ის კი არა და კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებლებსაც კი მხოლოდ ოფიციალური დილერები ჰყავთ. ისიც ოფიციალური დილერი რა, ექსკლუზივი არავის აქვს, მხოლოდ სერტიფიკატს გასცემენ რომ ისინი ნამდვილად მათგან ყიდულობენ საქონელს. მერე ისენი რას ყიდიან აქ ეგ კიდე ცალკე საკითხია.

 

2. ზემოთ კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელთა წარმომადგენლობები შემთხვევით არ მიხსენებია. ოფიციალური წარმომადგენლობა როცა კომპიტერს მოგყიდის, იმ კომპიუტერში სხვადასხვა პაკეტებია დაყენებული ოფიციალური და ლიცენზირებული პროგრამებისა, რომლებსაც ყოველწლიური გადასახადი აქვს და აფდეითი უკეთდება, რომელიც იმხელა ფასი ნამდვილად არ ღირს, რამხელაც ყიდვა.

 

3. ჩემის აზრით მთავარი: არალიცენზირებული არ ნიშნავს მოპარულს!

 

მე რომ ვიყიდო ეხლა რომელიმე ფილმის ლიცენზირებული DVD, მუსიკალური ჯგუფის ლიცენზირებული CD ან ვთქვათ Sony Play Station-ის რაღაც თამაში, ეს გადავაკოპირო და ვინმეს ვაჩუქო, რომელი კანონი კრძალავს ამას? ჩუქება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არაა აკრძალული.

ხოდა ეგეთი პონტია ზუსტად რა. ფულს ხომ არ ვიხდით რასაც ვიწერთ და ვაყენებთ იმაში. ვიღაცამ გვაჩუქა და საჩუქარი გამოვართვით.

ოფიციალურ წარმომადგენლობებს თუ გახსნიან აქ როგორც სოფტის, ასევე ჰარდის მწარმოებელი კომპანიები, მერე შეეძლებათ კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიებს ედავონ და მოსთხოვონ მათი პროდუქციის გაყიდვაში, რაშიც ფულს ახდევინებენ ხალხს, თორე ჩვენ ინტერნეტიდან უფასოდ გადმოწერილზე ვერავინ ვერაფერს მოგვთხოვს ვერასოდეს. :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

მე რომ ვიყიდო ეხლა რომელიმე ფილმის ლიცენზირებული DVD, მუსიკალური ჯგუფის ლიცენზირებული CD ან ვთქვათ Sony Play Station-ის რაღაც თამაში, ეს გადავაკოპირო და ვინმეს ვაჩუქო, რომელი კანონი კრძალავს ამას? ჩუქება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არაა აკრძალული.

ჩუქება არაა აკრძალული. დაკოპირებაა აკრძალული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც უნდათ ის ქნან ვერანაირი კიბერ პოლიცია ვერ აკრძალავს ტორენტებს

ვარეზები მარტო საქართველოში კი არ არსებობს

სხვათაშორის ქართველი ვებმასტერები კი არ ტეხავენ პროგრამებს სხვა უცხოელი ვებმასტერების განატეხ პროგრამებს დებენ თავიანთ საიტებზე

 

პრობლემა იმაშიც მდგომარეობს რომ საქართველოში დიდი ორგანიზაციების ზოგიერთ ოფისშიც გატეხილი პროგრამები უყენიათ:user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს გადავაკოპირო და ვინმეს ვაჩუქო, რომელი კანონი კრძალავს ამას? ჩუქება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არაა აკრძალული.

ნწუ, კოპირება იკრძალება ბევრგან. ჩუქება არ არის პრობლემა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

 

ჩუქება არაა აკრძალული. დაკოპირებაა აკრძალული.

მართალს ამბობს

როდესაც ორიგინალ დისკს იყიდი კარგად თუ დააკვირდები გარეკანზე ყველას აწერია სხვა დისკზე გადაკოპირება არ შეიძლებაო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

3. ჩემის აზრით მთავარი: არალიცენზირებული არ ნიშნავს მოპარულს!

 

მე რომ ვიყიდო ეხლა რომელიმე ფილმის ლიცენზირებული DVD, მუსიკალური ჯგუფის ლიცენზირებული CD ან ვთქვათ Sony Play Station-ის რაღაც თამაში, ეს გადავაკოპირო და ვინმეს ვაჩუქო, რომელი კანონი კრძალავს ამას? ჩუქება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არაა აკრძალული.

ხოდა ეგეთი პონტია ზუსტად რა. ფულს ხომ არ ვიხდით რასაც ვიწერთ და ვაყენებთ იმაში. ვიღაცამ გვაჩუქა და საჩუქარი გამოვართვით.

ოფიციალურ წარმომადგენლობებს თუ გახსნიან აქ როგორც სოფტის, ასევე ჰარდის მწარმოებელი კომპანიები, მერე შეეძლებათ კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიებს ედავონ და მოსთხოვონ მათი პროდუქციის გაყიდვაში, რაშიც ფულს ახდევინებენ ხალხს, თორე ჩვენ ინტერნეტიდან უფასოდ გადმოწერილზე ვერავინ ვერაფერს მოგვთხოვს ვერასოდეს. :user:

მოპარულს არა, მაგრამ არალეგალურს ნიშნავს. :beat:

 

ნებისმიერი ლიცენზირებული დისკი დაცულია (სამართლებრივად) კოპირებისგან. ადრე ვიდეოკასეტებზე კინოებს რომ ვუყურებდით, იქაც გაერჭობოდა ხოლმე გაფრთხილების ტიტრები...

ე.ი. შენ თუ იყიდი ლიცენზირებულს და სხვას აჩუქებს ასლს, აჩუქებ არალეგალურს. ის კი გამოვა კეთილსინდფისიერი მფლობელი თუ არ იცოდა, მაგრამ შენ მოგედავებიან ბეზ პრობლემ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კოპირებაზეც არის გარკვეული გადახრები. მაგალითად თუ დისკიდან კოპიო პირდაპირ კეთდება მაშინ რთული იქნება თქვენი ბრალეულობის დამტკიცება. თუ დისკი დაცულია და თქვენ გატეხავთ დაცვას და დააკოპირებთ, ყველა ვარიანტში კანონდარღვევაა. არის კიდევ მესამე მომენტი, როდესაც იყენებთ სხვა კომპანიის მიერ დამზადებულ პროგრამას, რომელიც თავისუფლად მოიპოვება ინტერნეტში და ეს პროგრამა თვითონ აკეთებს კოპირებას (სავარაუდოდ ჯერ ტეხავს დაცვას), ამ შემთხვევაში რთული იქნება თქვენი ბრალეულობის დამტკიცება, ვინაიდან თქვენ იტყვით, რომ არ იცოდით იმის თაობაზე, რომ ეს პროგრამა ტეხავს დაცვას. მოკლედ ჩახლართული ამბავია.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრობლემა იმაშიც მდგომარეობს რომ საქართველოში დიდი ორგანიზაციების ზოგიერთ ოფისშიც გატეხილი პროგრამები უყენიათ:user:

ზოგიერთში? :beat:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

მოიცა ეგეც ვცადო აბა... ოფისისი პონტია მთლიანი თუ მარტო ვორდია

ტაშიი

SSDK

ყოველთვის მაინტერესებდა ოფენოფისის მომხმარებელის აზრი. ნორმალურია მართლა? ფაილებს ჩვეულებრივად ვორდის ფორმატშიც იმახსოვრებ არა? ანუ ვორდის მომხმარებლებთან ურთიერთობის დროს პრობლემები არ გექმნება, თავისუფლად ხსნი მათ ფაილებს და ისინი შენებს. მართლა ესეა

 

მთლიანად ოფისია OOo, უფრო მეტიც, არამარტო ოფისის ფორმატებს კითხულობს და ინახავს, არამედ პდფ ფორმატსაც.. ანუ როცა გინდა პდფ-დან ვორდის ფორმატში და პირუკუ..

 

საერთოდ მს ოფისთან შედარებით, OOo ყოველთვის ერთი ვერსიით დაბალ დონეზეა, არ ვუარყობ ამას, მაგრამ არამგონია, რომელიმე თქვენგანს დაგჭირდეთ, ან აქამდე დაგჭირვებოდათ, მს ოფისის ბოლო ვერსიების სიახლეები.. :user:

 

პლიუს ამას უფასოა, სინდისსაც გაახარებთ, გუგლ დოქსი გექნებათ განაგონი, ეგეც OOo-ზეა აწყობილი და საერთოდ გუგლი აფინანსებს ბოლო 5 წელია იმჰო..

თქვენთვის დიდი არაფერი შეღავათი, მაგრამ ოფენსორსია :beat:

 

Saturn

ვიზიოს რას უშვები?

არ მჭირდება მე, მაგრამ თუ ვინმეს დასჭირდა: OOo.Draw შედის კომპლექტში, რომელსაც დიაგრამების გარდა, კორელის და მისთანების სერიოზული საპორტიც აქვს თუ არ ვცდები..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართლა? ეგ კი არ ვიცოდი, მაგრამ პრინციპში რაც ვთქვი ისე გამოდის მაინც. ანუ დამნაშავე ვიქნები მე და არა ის ხალხი ვისაც ვაჩუქე.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SSDK

მე პრინციპში ვიყენებ მხოლოდ ვორდს, ექსელს და პაუერ პოინტს. პაუერ პოინტიც აქვს?

და კიდე ერთი კითხვა OOO-ს ექსელის გვერდები ინტერაქტიურია, როგორც მიკროსოფტის ექსელის?

Edited by ტაშიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...