analgin Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 (edited) ყველა ვინც თვლით თავს ლიბერალებად და განსაკუთრებულად აგრესიული, ცინიკური და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით გამოირჩევით ქრისტიანული ღირებულებების მიმართ.საერთოდ წარმოდგენა გაქვთ რა არის და რას ნიშნავს ლიბერალური ღირებულებები?ლიბერალიზმის ერთერთი ძირითადი და უმთავრესი პრინციპი სხვისი ღირებულებების პატივისცემაა (არა გათავისება, თანხმობა ან მიმდევრობა)!ღმერთის, ღვთისმშობლის, წმინდანების, სასულიერო პირების, წმინდა წერილის შეურაცხყოფა და გაშარჟება (უნიჭოს რომ თავი დავანებოთ) თქვენი აზრით თქვენი მხრიდან ლიბერალიზმის დემონსტრირებაა?საერთოდ ლიბერალიზმი მემარჯვენე იდეოლოგიის ძირითადი საყრდენი და საფუძველია. სხვათაშორის მემარჯვენე იდეოლოგიაში უმნიშვნელოვანესი, მეტად პოზიტიური, ღირსეული და პატივსაცემი ადგილი უჭირავს რელიგიას, თუმცა ეს კიდევ ცალკე და სხვა საკითხია. ღვთის გმობა, სასულიერო პირების და მორწმუნეთა დაცინვა და შეურაცხყოფა, რელიგიისადმი აგრესიული და ნეგატიური დამოკიდებულება მემარცხენე, კომუნისტური იდეოლოგიის საძირკველი, კარკასი და სახურავია. გამაგებინეთ ვინ ხართ, კომუნისტ-ლიბერალები ხართ? ვისაც გსურთ მედებატეთ. ოღონდ არ გირჩევთ - ორი საერთაშორისო სერთიფიკატის მფლობელი ვარ ლიბერალიზმში. Edited May 11, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 აჰა, მშვენიერი იდეააა.... მიიღეთ ხელთათმანი . დუელი .... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Leo_Nafta Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 (edited) მე მემარცხენე ვარ, ბუნებით ანარქისტი და ორიენტაციით ლიბერალი, სხვების არ ვიცი თემის ავტორს მემარცხენე ლიბერალების შესახებ არაფერი სმენია?ან კომუნიზმი რატომ გონია ის, რაც საბჭოთა კავშირში იყო? პ.ს. ნუ გვხარშავთ ყველას ერთ ქვაბში.და ნუ შემაზიზღეთ ეს სიტყვა - ლიბერალი! Edited May 11, 2010 by Leo_Nafta Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 კომუნიზმი რატომ გონია ის, რაც საბჭოთა კავშირში იყო?Leo_Nafta ვიცით, ვიცით, რომ არ შედგა კომუნიზმი საბჭოთა კავშირში. კომუნიზმს ახლა კომუნისტური წყობის შემოკლებულ სიტყვად ხმარობენ. ისე, რა განათლებულები არიან ეს ლიბერასტები.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 ბევრჯერ მითქვამს, ერთი მაგარი ტიპია ფეიბუქზე სოლომონ ტერნალი. მე მგონი ამ თემას ეხება:Solomoon Ternali ეკო დეისაძე: მე მართლმადიდებელი ვარ, ქრისტიანი ვარ და ქრისტე მიყვარს [მალხაზ გულაშვილი: მე დემოკრატი ვარ, ექსტრალიბერალი ვარ და მარტინ ლუთერ კინგზე - ვგიჟდები, ისე მიყვარს] ესენი სიამის ტყუპები არიან. ერთმანეთის მოშორებაზე ოცნებობენ და უერთმანეთოდ განწირულნი იქნებიან! Solomoon Ternali ღმერთმა ხომ იცოდა, რომ არც ერთი იყო ლიბერალი და არც მეორე - ქრისტიანი! ორთავენი (გიგიც და მახოც) ბედკრული რეჟიმის შვილები იყვნენ! D:D:D:D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted May 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 Leo_Nafta ჯერ ერთი სად ვახსენე, მივანიშნე, ვიგულისხმე ან გავიფიქრე მაინც საბჭოთა კავშირი?მეორეც კომუნიზმი არის პოლიტიკური წყობილება, რომელშიც არცერთი წარმოების საშუალება არ შეიძლება იყოს კერძო საკუთრებაში, იქნება ეს ქარხანა, ფაბრიკა, სახნავ-სათესი მიწა, ფერმა, მაღაზია, ბანკირკინიგზა, მოკლედ ყველაფერი, გარდა პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილი ნივთებისა. ასეთი კი ნამდვილად იყო საბჭოთა კავშირი. მემარჯვენე იდეოლოგია თუკი ეყრდნობა კონსერვატიულ და ტრადიციულ ღირებულებებს, გარკვეულ პერიოდში აუცილებლად მოითხოვს და შობს მონარქიას, ხოლო თუ ძლიერ გაიდგა ფესვები თეოკრატიას;თუ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზეა დაფუძნებული, კაპიტალიზმს აყალიბებს, რომელიც დროთა განმავლობაში ნაციონალიზმში გადაიზრდება, საბოლოო ჯამში კი ფაშიზმში. რაც შეეხება მემარცხენე იდეოლოგიას, ის ყოველთვის ეგალიტარიზმზეა (ანუ თანასწორობაზე, როგორც სოციალურად, ისე პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ა.შ.) დაფუძნებული და აუცილებლად წარმოშობს სოციალიზმს. ნამდვილი სოციალიზმი ანუ ნამდვილი თანასწორობა ლოგიკურად და აუცილებლად მიაღწევს ანარქიას, რადგან როცა ყველა თანასწორია და თანაც ყველა თავის ჭკუაზე ერეკება ვერ ხდება შეთანხმება ვინ და როგორ უნდა მართოს ქვეყანა, ეკონომიკა, როგორ ებრძოლონ კრიმინალს, როგორ შექმნან დოვლათი, რა ააშენონ, რა დაანგრიონ და ა.შ. ხოდა ანარქიაში ბოლოს გამოჩნდებიან ყველაზე ჭკვიანნი და ძლიერნი, რომელთაც ბრბო ბელადებად ირჩევს და ეს ბელადები ქმნიან კომუნიზმს. რაც შეეხება მემარცხენე ლიბერალიზმს, ეგ მაგარი ტრუხა პონტია, რადგან ერთმანეთთან თავსებადი არ არის. ასეთმა იდეოლოგიამ შეიძლება ერთჯერადი ეფექტი მოიტანოს ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად, თუმცა ძალიან მალე მაინც ლიბერალიზმი ანუ მემარჯვენეობა გადასწონის და მემარცხენეობისა აღარაფერი დარჩება მისგან. კონკრეტული მაგალითები შემიძლია მოგიყვანო:მაჰათმა განდი,მარტინ ლუთერ კინგი,ნელსონ მანდელა,დალაი ლამა,ოსკარ რომერო...ყველა ამათმა უდიდეს წარმატებას მიაღწიეს თავიანთ ქვეყნებში, ყველა მათგანი მემარცხენე, სოციალური მოთხოვნებით და იდეოლოგიით გამოირჩეოდა და ამით მიაღწიეს შედეგს, მარა შედეგი რა იყო? პოლიტიკური წყობილების ცვლილება? არა და ვერა. მათ გაიმარჯვეს, ისინი მოვიდნენ, მაგრამ ქვეყანაში დარჩა მემარჯვენე პოლიტიკური წყობილებები. ...ხო, სხვათა შორის ყველა ზემოთჩამოთვლილი ბუმბერაზი პიროვნება უაღრესად მორწმუნე იყო. ასე რომ ან ნუ დაიბრალებთ მემარცხენე ლიბერალობას ან არადა ჩაუღრმავდით ან საკუთარ თავს ან წიგნებს. ისეთი იდეოლოგიით და ქცევით კი თქვენ რომ გამოირჩევით სტალინი, ლენინი, მაო ძე დუნი და ფიდელ კასტრო მოვიდნენ თავიანთი ქვეყნის სათავეებში. თავიდანვე ბელადები კი არ იყვნენ ეგენი. თქვენსავით თანასწორობას, ადამიანს უფლებებს, სიბნელიდან გამოსვლას, ჩამორჩენილობის აღმოფხვრას, განვითარებას ქადაგებდნენ და ეკლესია-რელიგიების უაზრობას, დამნაშავეობას და სასაცილოობას ამტკიცებდნენ. ერთი ერთში ასეა ეს. კარგად თუ დაფიქრდებით და სარკეში ჩაიხედავთ მიხვდებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 analgin სრულიად გეთანხმებით!!! აბსოლუტურად კომკავშირული იდეოლოგიის მატარებელია ეს ხალხი, უბრალოდ ბევრი მათგანი არ მოსწრებია, ასაკიდან გამომდინარე, იმ მარაზმს და ჰგონიათ, რომ რაღაც ახალი და კარგი აქვთ აღმოჩენილი. ერთი-ერთში კომკავშირული იდეოლოგიაა!!! ზუსტად იგივე ლოზუნგებითა და მეთოდებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 analgin მემარჯვენე იდეოლოგიათუ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზეა დაფუძნებული, კაპიტალიზმს აყალიბებს, რომელიც დროთა განმავლობაში ნაციონალიზმში გადაიზრდება, საბოლოო ჯამში კი ფაშიზმშივუი ვუი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 რა ლიბერალიზმი,რის ლიბერალები. ესენი არიან ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი ერთი ჯგუფი,რომლებმაც სწორედ ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში მიიღეს პირველი ნათლობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 (edited) ესენი არია სეკულარისტები, მათი სურვილია საზოგადოება თავისუფალი იყოს რელიგიური და ტრადიციული ღირებულებებისგან, ქართველი სეკულარისტები შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად,1. თავისუფლების ინსტიტუტი,რომელსაც არ აინტერესებს დემოკარტია, ლიბერალიზმი და სამართლებრივი სახელმწიფო,2. მემარცხენე ლიბერასტები რომლებიც ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ,მათთვის მეტ-ნაკლებად ლიბერალური ღირებულებები მისაღებია,თუმცა რაში გამოიხატება მათი მემარცხენეობა გაუკრვეველია ორივე ამ ჯგუფს აქვს ნეგატიური დამოკიდებულება საქ. მარტლმადიდებლური ეკლესიის მიმართ,რაც შეეხება მოტივს1. თავისუფლების ინსტიტუტისთვის მართლ. ეკლესია არის კონკურენტი რომელიც ხელს უშლის ნაცმოძრაობას სრული კონტროლი დაამყაროს საზოგადოებაზე,2. მათთვის პიროვნულად მართლმადიდებლური იდეოლოგია მიუღებელი რაც შეეხება მემაცხენე ლიბერასტებს მათ მხოლოდ მეორე მოტივი ამოძრავებთ რა კატეგორიის ხალხია სეკულარისტები ზოგადად, გინდ თავისუფლების ინსტიტუტში გაერთიანებული,გინდ მემარცხენეამაზე ჩემი აზრი გამაჩნია..ანუ, რატომ ხდება ადამიანი სეკულარისტი Edited May 11, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted May 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 სატურნ რეაქცია აღარ აქვს შენს ხითხითზე არავის. მათ შორის მეც. ალბათ უწიგნურება ყველაზე უკეთ უნიჭო დაცინვით იმალება.ვუი-ვუი არ უნდა მაგას. გადაშალე წიგნები და წაიკითხე. წიგნები თუ არა საიტები მაინც.უკიდურესი მემარცხენეები რომ კომუნისტები არიან და უკიდურესი მემარჯვენეები ფაშისტები ეს ცნობილი ჭეშმარიტებაა ყველასთვის ვინც ოდნავ მაინც ერკვევა პოლიტიკურ იდეოლოგიებში. ანდა რას გიხსნი?... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 Achiko1972 აბსოლუტურად კომკავშირული იდეოლოგიის მატარებელია ეს ხალხი, უბრალოდ ბევრი მათგანი არ მოსწრებია, ასაკიდან გამომდინარე, იმ მარაზმს და ჰგონიათ, რომ რაღაც ახალი და კარგი აქვთ აღმოჩენილი. ერთი-ერთში კომკავშირული იდეოლოგიაა!!! ზუსტად იგივე ლოზუნგებითა და მეთოდებით.აბსოლუტური სიმართლეა. ეგეთები გაიზარდნენ და ლიბერალები დაირქვეს. კახური გამოთქმაა-ვირი გინდა ღობის გარეთ დააბა, გინდა შიგნით, მაინც ვირიაო. ისე ჩვენში ეგეთ ხალხს პედარასტებს ეძახიან. (თუ ვინმეს ეწყინოს თავისუფლების ინსტიტუტში მიჩივლოს). Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 (edited) analgin ალბათ უწიგნურება ყველაზე უკეთ უნიჭო დაცინვით იმალებაახლა მივხვდი რატომ უყვარს აქ ზოგ-ზოგიერთს უნიჭო დაცინვა უკიდურესი მემარცხენეები რომ კომუნისტები არიან და უკიდურესი მემარჯვენეები ფაშისტები ეს ცნობილი ჭეშმარიტებააეგ კი არის ცნობილი ჭეშმარიტება, მაგრამ აი ეს აქამდე უცნობი სისულელეა:მემარჯვენე იდეოლოგია თუ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზეა დაფუძნებული, კაპიტალიზმს აყალიბებს, რომელიც დროთა განმავლობაში ნაციონალიზმში გადაიზრდება, საბოლოო ჯამში კი ფაშიზმშითავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული მემარჯვენე იდეოლოგია ფართოდ არის გავრცელებული აშშ-ში. და რა გინდა შენ თქვა რომ ამ ქვეყანაში ფაშისტური წყობაა? Edited May 11, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 analgin კომუნისტ-ლიბერალებიზუსტი ტერმინია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted May 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 (edited) Saturn კარგი სატურნ, კარგი.ლექციების საკითხავად არ მოვუწვევივარ არავის, რომ სატიტაოდ ავხსნა რა რატომ, როგორ და რისგან არის გამოწვეული. თუ გაქვს რამე ცოდნა ამის შესახებ რას მალავ, მოდი და მედებატე არა და გადი რა კცო, მე შემოვდივარ პროგრამისტების განყოფილებაში და ალგორითმებზე გეუბნები რამეს?ძალიან მოკლედ აგიხსნი: თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა წარმატებით მუშაობისას დროთა განმავლობაში წარმოშობს დიდ კაპიტალს, რომელიც მცირერიცხოვანი ადამიანების (კაპიტალისტების) ხელში იყრის თავს. ამ კაპიტალზე რაღა თქმა უნდა ნერწყვი მოსდის როგორც დანარჩენ თანამოქალაქეებს, აგრეთვე გარეშე მტაცებლებს. იმატებს კაპიტალისტების მიმართ უკმაყოფილება და გაღიზიანება. შესაბამისად კაპიტალი საჭიროებს იმაზე მეტ დაცვას ვიდრე მანამდე იყო ანუ ძლიერდება არმია, იზრდება შეიარაღება. რაც უფრო გადის დრო მით უფრო იზრდება ნაპრალი მდიდარ და ღარიბ სოციალურ ფენებს შორის, იმატებს უკმაყოფილებაც და იზრდება საფრთხე რომ გაავებულმა ღარიბთა ფენამ მათ ეს ქონება ძალით გასტაცოს, თუ ამათ მოერევიან გარეშე მტრის მოგერიების დროს ეს რარიბები არ დაუდგებიან გვერდში. ამიტომ იწყება კაპიტალის მცირე დოზით განაწილება ღარიბ ფენებზე, ძირითადად აბორიგენ მოსახლეობაზე, რომელიც იმ მიწაზე სადაც კაპიტალია უმრავლესობას წარმოადგენს და მდიდრები რთავენ პროპაგანდის მანქანას, რომ ისინი საუკეთესო ნაცია არიან მსოფლიოში, რომ ეს ქონება და კაპიტალი მხოლოდ მათია, რომ ისინი ყველაზე აღმატებულები, ძლიერები ჭკვიანები, გამბედავები არიან. თაობებს სისხლში უჯდებათ ეს იდეოლოგია და ნელნელა იზრდება ნაციონალური მიდრეკილებები, ნელნელა იზრდება კაპიტალი, რა თქმა უნდა პროპორციულად იზრდება ჯარი და შეიარაღებაც, ხოდა როცა ეს ყველაფერი იმდენად გაიზრდება და გაიდგამს ფესვებს, რომ კაპიტალი და ეკონომიკა იზრდება თუ იკლებს აღარ აქვს მნიშვნელობა მათ უჩნდებათ უძლეველობისა და ამპარტავნების მანია, უჩნდებათ მოთხოვნილება მთელს მსოფლიოს დაუმტკიცონ ეს, იზრდება სიხარბეც და სხვისი ქონებისა და თუ მიწების მითვისების სურვილებიც ჩნდება, დაუოკებელი მისწრაფება აქვთ სხვა ერებმა აღიარონ მათი უპირატესობა, ეთაყვანონ მათ, ემსახურონ და ეშინოდეთ მათი. აი ამ დროს ამოირჩევენ რომელიმე ერს ან ერებს სხვადასხვა მიზეზით, ზიზღდებათ ისინი და...მეტი კი არაფერია ფაშიზმი....აშშ ვერ იქნება ფაშისტური. ერთი რომ მულტინაციონალური ქვეყანაა და ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა ნაცია ამერიკელი, მეორეც მართლა ერთი თუთის ხის ასაკისაა ჯერ. მე მაგას ვერ მოვესწრები ალბათ, მაგრამ რამოდენიმე ათეულ წელიწადში ან ას წელიწადში აშშ აუცილებლად გახდება ფაშისტური, ყველაფერი ისე მიდის. ევროპაში ეს არავის ემუქრება რადგან მემარჯვენე და მემარცხენე ძალები პერიოდულად ენაცვლებიან ერთმანეთს ხელისუფლებაში და ეს აბალანსებს, აი აშშ-ში კი დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც მემარჯვენეები არიან.ამაზე მოკლედ ვერ ავხსნი და თუ კიდევ ვერ გაიგე მკიდია. სხვა დროს კარგი იქნება თუ უფრო ღირსეულად წარმოაჩენ შენს თავს. მარტო ღრეჭვის სმაილების დადებას და "ტყუილია" ან "სისულელეს" დაწერას ასეთ თემებში ძალა არ აქვს და მხოლოდ შენს მიმართ უკურეაქციას გამოიწვევს მაგის მკითხველში. Edited May 11, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.