Jump to content
Planeta.Ge

"კავკასია"-ზე დაუხოციათ ერთმანეთი!)))


Recommended Posts

მართლმადიდებლობა უმრავლესობაა და უმრავლესობას ეკუთვნის მათი სურვილების გათვალისწინება.

კონსტიტუცია

მუხლი 38

1. საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად მათ უფლება აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ.

 

ანუ

თუ უმრავლესობა მოიწყობს სამლოცველოს უნივერსიტეტის შენობაში, ეს სრულ უფლებას აძლევს უმცირესობას მოიწყოს მეჩეთი ან რაიმე სხვა იგივე უნივერსიტეტში

ანუ მივდივართ იმ მდგომარეობამდე რაც აღწერა ასდს-მა

 

"სპეცნაზში" ხალხი რომ აყავთ ერთერთი პირველი შეკითხვა არის ხარ თუ არა მართლმადიდებელი და დადებითი პასუხის შემთხვევაში უარს გეუბნებიან აყვანაზე, ეს სპეცნაზები კი ვანო მერაბიშვილს ექვემდებარებიან და არა მგონია ამ კითხვარს გუბაზ სანიკიძე ადგენდეს.

თავად გაიარე გასაუბრება? :D))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 916
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

ეს ხალხი მიზანმიმართულად ებრძვის ერის სიწმინდეებს ქრისტიანობას და ზნეობას

ეს ხალხი რომელია?

ლიბერასტებნი თუ მმკალები? თუ ორივენი ერთად? მაშინ აქვე რომელ სიწმინდეს და რომელ ზნეობას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭავჭავაძის უნივერსიტეტი არის შპს, სხვათა შორის გიგი წერეთლის მამა, ნუგზარ წერეთელია მისი დამფუძნებელი,

ვერანაირად ვერ აიძულებ, კანონმდებლობა უნივერსიტეტებს საკულტო ნაგებობების მშენებლობას არ აიძულებს

Siknadmo, ჭავჭავაძის სახელთან თბილისში დაკავშირებულია ორი უნივერსიტეტი, ერთია საჯარო - "ილიას უნივერსიტეტი", რომლის რექტორია გიგი თევზაძე, ხოლო მეორე არის შპს და თუ არ ვცდები ქვია ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, რომელთანაც გიგი თევზაძეს არანაირი კავშირი არა აქვს.

ხსენებულ სკანდალში მგონი ილიას უნივერსიტეტია გახვეული. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

asds

 

ეგ არ არის ლოგიკური.

მართლმადიდებლობა უმრავლესობაა და უმრავლესობას ეკუთვნის მათი სურვილების გათვალისწინება.

შედარებისთვის პარლამენტს მოგიყვან. ქვეყნის ბიუჯეტის განკარგვის, სფეროებში ფინანსების რაოდენობის მიმართვას, პრიორიტეტებს ხომ უმრავლესობა ამტკიცებს. ვთქვათ უმრავლესობას უნდა რომ A თანხა მიიმართოს თავდაცვაში, B ჯანდაცვაში და C განათლებაში, უმცირესობას უნდა A განათლებაში, B თავდაცვაში და C ჯანდაცვაში. ეს სამართლებრივი კუთხით.

რაც შეეხება მორალურ მხარეს, მე, შენ, სიკნადმომ და კისამ სპონსორი რო გავჩითოთ, რომელიც გვაძლევს სიტყვაზე მილიონს და გვეუბნება მოილაპარაკეთ და რამე საქმეში ჩამადებინეთ, რაშიც გინდათ იმაშიო, მერე თქვენ ამუშავეთო. შენ რო გაზეთის გამოშვება გადაწყვიტო და ჩვენ სამმა საწარმოს გახსნა, როგორ ფიქრობ ეს ფული საით უნდა მიიმართოს? ეს ფული ორივე საქმეს ერთად არ ეყოფა და ამიტომ გავხსნით საწარმოს.

ბიზნესი ბიზნესად მაგრამ თუ დემოკრატიულ ქვეყანაზე და ლიბერალიზმზე ვსაუბრობთ არანაირი უპირატესობა ეთნიკურ ან რელიგიურ უმრავლესობას არ უნდა ქონდეს. სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება უმრავლესობის დომინირების და უმცირესობის იგნორირების საფუძველზე არ/ვერ ხერხდება და ამის მაგალითია სწორედ დღევანდელი საქართველო და საზოგადოება..

 

მერე რა რომ მართლმადიდებლები უმრავლესობა ხართ? აი მერე რა? მე რაში ან რატომ უნდა მაინტერესებდეს ან თქვენი რელიგია ან თქვენი რელიგიური ხედვები და თქვენ როგორ ან რატომ უნდა შეზღუდოთ ჩემი უფლებები, მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მარტო იმიტომ რომ თქვენს რელიგიურ ხედვებში ჩემი ესა თუ ის საქმიანობა უმტკივნეილოდ არ ჯდება და უმრავლესობა ხართ?

 

მესმის რომ გამაღიზიანებლად შეიძლება ჟღერდეს მართლმადიდებელი უმრავლესობისთვის როცა მათ უფლებებსა და იგივე იაღოველების უფლებებს ათანაბრებენ, მაგრამ როგორ ნეგატიურადაც არ უნდა ვიყო განწყობილი სიტყვაზე იაღოველების მიმართ ფაქტი ფაქტად რჩებაა და ვინაიდან მე პირადად ცივილიზებული საზოგადოება და ქვეყანა მჭირდება თქვენა და იაღოველებს შორის უფლებებისა და თავისუფლებების თვალსაზრისით არანაირ განსხვავებას არ ვხედავ.

 

საერთოდ ზედმეტი მგონია ეს მოძალებული რელიგიურობის ზრდა საზოგადოებრივ ცხვრებაში ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ათეისტი ადამიანი ვარ და ნამდვილად მიუკერძოებელი ვიქნები თუ ვიტყვი, რომ მართლმადიდებელი ეკლესია სერიოზულ მოდერნიზებას საჭიროებს. 21-ე საუკუნეში მრევლის მოზიდვა კი არა და შენარჩუნება გახდება ეკლესიისთვის შეუძლებელი თუ საკუთარი თავის რეფორმირებას არ დაწყებს და უფრო გამჭვირვალე და უფრო გასაგები არ გახდება..

პირიქით, ძალიან ბევრი მრევლი ჰყავს ეკლესიას საქართველოში და რაოდენობა არ კლებულობს, იზრდება,

მოდერნიზაციას მართლმადიდებლობა არ ექვემდებარება,

დავით აღმაშენებლის ეკლესიურ რეფორმები ძალიან არასწორად გაიგეს ჩვენმა ლიბერასტებმა,

არაფერი სიახლე დავითს არ შეუტანია, რეფორმატორი, კლასიკური გაგებით იყო ლუთერი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dariala

ისა და მეზარება თან დროც არ მაქვს მთელი თემა რომ გადავიკითხო და გეხვეწებით ერთი მითხარით რა წერია იმ წიგნში,შინაარსია შეურაცხმყოფელი თუ სათაურზეა მარტო ამხელა ამბავი? პლზ რა, მითხარით.

არა მგონია ვინმეს ქონდეს ამ ფორუმიდან წაკითხული :D

 

მე ნამდვილად არ წამიკითხავს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

საერთოდ ზედმეტი მგონია ეს მოძალებული რელიგიურობის ზრდა საზოგადოებრივ ცხვრებაში ..

რამოდენიმე წელიწადში დასრულდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სპეციალურად ხომ არ ატეხეს აჟიოტაჟი მავანთ, რამე უფრო მნიშვნელოვანის გადასაფარად.???
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo, ჭავჭავაძის სახელთან თბილისში დაკავშირებულია ორი უნივერსიტეტი, ერთია საჯარო - "ილიას უნივერსიტეტი", რომლის რექტორია გიგი თევზაძე, ხოლო მეორე არის შპს და თუ არ ვცდები ქვია ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, რომელთანაც გიგი თევზაძეს არანაირი კავშირი არა აქვს.

ხსენებულ სკანდალში მგონი ილიას უნივერსიტეტია გახვეული. :D

მართალი ხარ, გადავამოწმე, ერთმა ფორუმელმა შემიყვანა შეცდომაში :D

 

asds

ბიზნესი ბიზნესად მაგრამ თუ დემოკრატიულ ქვეყანაზე და ლიბერალიზმზე ვსაუბრობთ არანაირი უპირატესობა ეთნიკურ ან რელიგიურ უმრავლესობას არ უნდა ქონდეს

უცმირესობასაც არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ თავისი ფასეულობები მოახვიოს უმრავლესობას,

იგივე საჯარო დაწესებულების ხელში ჩაგდებით,

შემეშალა მე, ლო ჯანკომ მიმითითა შპს არაა ის უნივერსიტეტი, საჯარო დაწესებულებაა და საქ. მართლმადიდებლური მოსახლეობის დიდი ნაწილი აფინანსებს მისი ეკლესიის საწინააღმდეგო იდეოლოგიის მქონე დაწესებულებას,

ეს ნორმალურია?

 

საჯარო დაწესებულებაში ხდება მართლმადიდებლური სარწმუნოების შEურაცხმყოფელი წიგნის პრეზენტაცია,

რატომ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

პირიქით, ძალიან ბევრი მრევლი ჰყავს ეკლესიას საქართველოში და რაოდენობა არ კლებულობს, იზრდება,

მოდერნიზაციას მართლმადიდებლობა არ ექვემდებარება,

დავით აღმაშენებლის ეკლესიურ რეფორმები ძალიან არასწორად გაიგეს ჩვენმა ლიბერასტებმა,

არაფერი სიახლე დავითს არ შეუტანია, რეფორმატორი, კლასიკური გაგებით იყო ლუთერი

ხო ვამბობ მე თქვენსკენ და თქვენ კიდო ეშმაკებისკენ რა ..

 

ეხლა თეოლოგიურ დისკუსში ვერ შემოვალ ჩემი სფერო არ არის მაგრამ ერთ მარტივ რამეს კი ვიტყვი რომა .. ჩემის ღრმა რწმენით ე.წ. მრევლის უმრავლესობა ყველაფერია მართლმადიდებლის გარდა.

ე.წ. მრევლის უმრავლესობამ მართლმადიდებელი ეკლესიის, ქრისტიანობის როგორც ერთ ერთი დომინანტი რელიგიის ისტორია კი არა ყველაზე "ცნობილი" დღესასწაულების შინაარსი და რაობა არ იცის.

ე.წ. მართლმადიდებლების უმრავლესობა არ აღიარებს ტოლერანტობას, კაცთმოყვარეობასა და მიმტევებლობას, როგორც ღირებულებას.

ე.წ. მართლმადიდებების უმრავლესობა საერთოდ არ აღარებს მართლმადიდებობას რაიმე ღირებულებად და მხოლოდ მერკანტილური - არაადეკვატური ინტერესი ამოძრავებს ეკლესიაში მისვლას.

 

ამ ჩაონათვალს გავაგრძელებ დაუსრულებლად. ვარანცოვზე წმინდა ნიკილოზის ეკლესიის ეზოში გავიზარდე და დამიჯერე ბევრმა არ იცის მრევლის შინაარსი და რაობა ჩემზე მეტად, მაგრამ არის რომ ვინმე გამგები? ანდა ასეთი ე.წ. "მართლმადიდებლების" სიჭარბე მრევლში რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი რათქმაუნდა ღირსეული ადამიანია არ მეტყველებს იმაზე რომ ეკლესიას მოდერნიზება ჭირდება? ბოლო ბოლო დაშორდეს ეკლესია დოგმებს რა დაშავდება ამით? გახდეს პროტესტანტული მართლმადიდებლური ეკლესია. რა პრობლემაა? თუ უფრო მეტ პოზიტიურ გავლენას მოახდენს საზოგადოებაზე არა მგონია ღმერთმა ეს ცოდვაში ჩაუთვალოს ვინმეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცმირესობასაც არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ თავისი ფასეულობები მოახვიოს უმრავლესობას,

რითი გახვევს ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

 

რამოდენიმე წელიწადში დასრულდება

ნაცმოს აქტივისტის ოცნებაა რომ ღმერთს დავივიწყებთ და მიშა მიშას ვიყვირებთ ხო? :D

ანალგინისა არ იყოს ეს ხელისუფლება მართლმადიდებლებთან ჭიდაობასს

გადაყვება :D

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაცმოს აქტივისტის ოცნებაა რომ ღმერთს დავივიწყებთ და მიშა მიშას ვიყვირებთ ხო? 030.gif

არა, იკაკოს :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

aiv

რამოდენიმე წელიწადში დასრულდება

თუ ეკლესიის რეფორმირება არ დაიწყო ან დასრულდება ან არა .. ფანატიკოსები აკლდა საქართველოს და აგერ ბატონო ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...