Jump to content
Planeta.Ge

FBI -ის შეფის ვიზიტი საქართველოში


Recommended Posts

მოკლედ გაგებაში არ ხართ არაფრის რა :givi:

 

აი გაეცანით "ექსპერტის" დასკვნას:

 

პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის აზრით, ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს უფროსის, რობერტ მიულერის თბილისში ჩამოსვლა "სააკაშვილის დაპატიმრების გეგმის სამზადისს" უკავშირდება.

"ჩემი აზრით, ასეთი დონის ადამიანი საქართველოში უბრალო საქმისთვის არ ჩამოვიდოდა. სერიოზულად ვფიქრობ და ნამდვილად არ ვხუმრობ - სააკაშვილის დაპატიმრება მზადდება.

http://ghn.ge/news-14135.html

 

მაგრამ სააკაშვილმაც მოწვა ეტყობა სიტუაცია და ქე გაასწრო ცალი ფეხით კოსტა-რიკაში :D

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 64
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მაგრამ სააკაშვილმაც მოწვა ეტყობა სიტუაცია და ქე გაასწრო ცალი ფეხით კოსტა-რიკაში

 

:)))))))))))))))))))))))))))))))))) არადა თუ სერიოზულად შევხედავთ ამ ფაქტს Saturn ასეთი ფიგურების ჩამოსვლა ქვეყანაში სერიოზულ მოვლენებთანაა კავშირში! 1993 წელი - ტერაქტის შედეგად გარდაცვლილი აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს რეზიდენტურის ხელმძღვანელის ფრედ რასელ ვუდროფის ცხედრის გადასვენების პროცესს უშუალოდ სტრუქტურის შეფი ხელმძღვანელობდა!( ეს ფაქტი უსაფრთხოების საკითხებში ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დასასრულის დასაწყისად იქცა ) 2003 წელი - თბილისში არსებულ მძიმე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ისევ გამოჩნდა ამ ამერიკული სპეცსამსახურის მაღალი თანამდებობის პირი, კერძოდ, ამ სტრუქტურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, რომელიც ამიერკავკასიის საკითხებს კურირებს! ხოლო მიულერის ვიზიტს რაც შეეხება, მე პირადად მისი ვიზიტის შემდგომ სერიოზულ შედეგებს ველი ( შეიძლება რამოდენიმე ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნის თავიც გაგორდეს! :givi: )

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვანო მერაბიშვილთან საუბრის შემდეგ FBI -ის შეფმა თბილისი დატოვა

ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროს შეფმა რობერტ მიულერმა თბილისი უკვე დატოვა.

 

გამგზავრებამდე ის შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს ესაუბრა, სადაც მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

შეგახსენებთ რომ რობერტ მიულერი თბილისს გუშინ საღამოს ეწვია. მიულერი უკვე 9 თვეა FBI -ის ხელმძღვანელობს.

 

http://epn.ge/?p=10769

 

 

აბა რატომ იყო ეს კაცი ჩამოსული? ვის რა იდეა აქვს?

 

 

9-წელია ხელმძღვანელობს 9-წელი და არა 9-თვე

 

კარგია თარგამაძეს ან ნარჩემაშვილს შეხვდებოდა როდესმე FBI -ის შეფი ჩვენ ქვეყანას აღიქვავენ სერიოზულად და მერაბიშვილსაც აღიქვავენ სერიოზულად რაც მისასლმებელია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

FRIDRIX

ჩვენ ქვეყანას აღიქვავენ სერიოზულად და მერაბიშვილსაც აღიქვავენ სერიოზულად რაც მისასლმებელია

ანუ ამის დასამტკიცებლად ჩამოვიდა ეს ადამიანი ამხელა მანძილზე?

რამე ეთქვა მაინც ან გუშინ დამდგარიყო იმ პარადზე :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

FRIDRIX

 

ანუ ამის დასამტკიცებლად ჩამოვიდა ეს ადამიანი ამხელა მანძილზე?

რამე ეთქვა მაინც ან გუშინ დამდგარიყო იმ პარადზე :)

 

 

კლიმიაშვილის ვერსია აბსუდულია სააკაშვილის დაპატიმრება დაგეგმესო

 

უფრო ეს იყო პროფილაქტიკური შეხვედრა გახსოვს ალბათ მერაბიშვილი რომ იყო ამერიკაში მაშინ დაგეგმავდნენ რახაც საქმეებს რომლებიც მემრაბიშვილმა ბოლომდე მიიყვანა და ეხლა განიხილეს

 

ეს ჩამოსვლა უკავშირდება მერის არჩევნების შემდგომ მოსალოდნლ არეულობების განეიტრალბას და მან ალბათ აღუთქვა დახმარებაც როგორც პოლიტიკური ასევე რესურსებით

 

ვნახოთ რა მოხდება მერის არჩევნების შემდეგ ოპოზიციაში ბევრი პროფესიონალი ხელისუფლების დამმხობია და სამოქალაქო ომის მომწყობი ვნახოთ რა გეგმები აქვთ თვითონ რუსებმა რა დაავალეს ამას ყველაფერს ჭირდება პასუხის გაცემა

 

რაც მერაბიშვილს და ძალოვან სტრუქტურებს ევალებათ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

უფრო ეს იყო პროფილაქტიკური შეხვედრა გახსოვს ალბათ მერაბიშვილი რომ იყო ამერიკაში მაშინ დაგეგმავდნენ რახაც საქმეებს რომლებიც მემრაბიშვილმა ბოლომდე მიიყვანა და ეხლა განიხილეს

კი, მახსოვს :)

ეს ჩამოსვლა უკავშირდება მერის არჩევნების შემდგომ მოსალოდნლ არეულობების განეიტრალბას და მან ალბათ აღუთქვა დახმარებაც როგორც პოლიტიკური ასევე რესურსებით

მერე FBI რა შუაშია?

ფედერალურ გამოძიებეზე მუშაობს ეს სტრუქტურა, საგარეოზე არა

არც პროფილაკტიკა არ მესმის, მე ვფიქროჰბ, რომ რაღაც საკითხების შეთანხმება სატელეფონო კავშირითაც იყო შესაძლებელი, მით უფრო რომ დიპ.კავშირის მოსმენა ვერ არის შესაძლებელი

ხო, რავიცი ვანხოთ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

კი, მახსოვს :)

 

მერე FBI რა შუაშია?

ფედერალურ გამოძიებეზე მუშაობს ეს სტრუქტურა, საგარეოზე არა

არც პროფილაკტიკა არ მესმის, მე ვფიქროჰბ, რომ რაღაც საკითხების შეთანხმება სატელეფონო კავშირითაც იყო შესაძლებელი, მით უფრო რომ დიპ.კავშირის მოსმენა ვერ არის შესაძლებელი

ხო, რავიცი ვანხოთ :givi:

 

 

რუსები დიპ.კავშირსაც უსმენენ და ყველანარი კავშირსაც

 

არის რაღაც საკითხები რომლებიც ტელეფონით არ განიხილება და არ წყდება

 

FBI-ყველაფერზე მუშაობს რაც ამერიკის ინტერესებს უკავშირდება

 

ხოლო ოფიციალურად კი მუშაობს შიდა ფედერალურ გამოძიებებზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კეზერაშვილის არაფერი ისმის? დაიხურა ქუდი და გადასახლდა ისრაელში.ისრაელი კიდევ არავის არ გადასცემს თავის მოქალაქეებს.არც ამერიკას.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს იქიდან დავაკოპირე.

 

 

"დაცვის სამსახურის მიზანმიმართული დასუსტების გამო სააკაშვილს საფრთხე ემუქრება!"

 

ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელის, რობერტ მიულერის ჩამოსვლამ საქართველოში დიდი ინტერესი გამოიწვია. მისმა კონფიდენციალურმა შეხვედრებმა ქართველ მაღალჩინოსნებთან დახურულ ვითარებაში ჩაიარა, მაგრამ "საიდუმლო" ინფორმაციამ კულუარებიდან მაინც გამოჟონა. "კვირის პალიტრას" მიხეილ სააკაშვილის დაცვის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ვასილ გიგოლაშვილმა სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა.

ჩვენს რესპონდენტს სადაზვერვო განათლება აშშ-ში აქვს მიღებული, ის აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სკოლის კურსდამთავრებულია:

 

- ეჭვი არ მეპარება, რომ მიულერს ყველაზე საინტერესო შეხვედრა სწორედ ვანო მერაბიშვილთან ჰქონდა, სადაც მეტად მნიშვნელოვან პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრებდნენ. სავსებით შესაძლებელია, საქართველოში მისი ვიზიტი აშშ-ში იარაღის უკანონო შესყიდვებთან მიმდინარე გამოძიებას უკავშირდებოდა. ჯერ კიდევ 2005 წელს, როცა მე სახელმწიფო დაცვის სამსახურში მნიშვნელოვანი პოსტი მებარა, ჩემი ამერიკელი მეგობრებისგან ასეთი ინფორმაცია მივიღე:

 

"იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებული სკანდალი მწიფდება და მასში საქართველოს მაღალჩინოსნები არიან გარეული". მაშინ ერთ-ერთმა ქართველმა ჟურნალისტმაც გაიგო ეს ამბავი და მშვენივრადაც გააანალიზა ყველაფერი. სასწრაფოდ ვთხოვე, თემა დაეკონსერვებინა და მან პირობა შეასრულა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აშშ-ში ეს ინფორმაცია არ გახმაურებულა,…ეგ იყო, იმხანად საქართველოში ამ თემაზე საჯაროდ არავინ ლაპარაკობდა. დაინტერესებულ პირს ამერიკულ საიტებზე ახლაც შეუძლია იპოვოს სკანდალური მასალა, რომელიც ჩვენთვის სასიამოვნო ნამდვილად არ არის.

 

გავითვალისწინოთ ისიც, რომ იმ პერიოდში საქართველო აშშ-ის ადმინისტრაციის ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობდა და ქართული მხარის დიდი ძალისხმევით "უხერხული ვითარება" როგორღაც დარეგულირდა. მოგვიანებით იყო იარაღით სავსე გემის აღმოჩენის გამო ატეხილი სკანდალიც, სადაც ასევე ქართველები იყვნენ გარეული. შესაძლოა, მას შემდეგ ამ ყველაფერს ახალი ფაქტებიც დაემატა, მაგრამ ჩემთვის ეს უცნობია და ვერ ვისაუბრებ.

 

მსოფლიოში გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა, აშშ-ს ჰყავს ბუშისაგან განსხვავებული პრეზიდენტი, რომელმაც რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა დაიწყო. ფაქტია ისიც, რომ გავლენის სფეროების ხელახალ გადანაწილებაში ევროპაც და აშშ-ც რუსეთს ანგარიშს უწევენ. ასე რომ, შესაძლებელია, იარაღთან დაკავშირებული სკანდალი, რაც ადრე ოფიციალურმა თბილისმა საგულდაგულოდ მიჩქმალა, ძიების დროს ისევ წამოტივტივდეს.

 

- თქვენ სააკაშვილის დაცვის უფროსის მოადგილე იყავით. რომელიმე შემთხვევას ხომ ვერ გაიხსენებთ, როცა მის უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნა?

- დიახ, მე ვხელმძღვანელობდი სააკაშვილის დაცვით ღონისძიებებს. ბუშის საქართველოში ჩამოსვლის წინ ამერიკელებმა მოითხოვეს, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მომემზადებინა პერიმეტრი, სადაც უნდა ჩატარებულიყო ღონისძიება. მას შემდეგ დაიწყო ჩემი კონფლიქტი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან, რომლებიც დავალების შესრულებისას, ნებით თუ უნებლიეთ, ხელს მიშლიდნენ. მაგალითად, როცა მერიის ძველი შენობა გავაკონტროლეთ და დასალუქად მოვამზადეთ, გიორგი არველაძემ, რომელიც მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი და პარლამენტარიც იყო, შენობაში სტუდენტები შემოიყვანა.

 

ამის გამო წავკამათდით კიდეც. შემდეგ აბსოლუტურად იზოლირებული მქონდა მერიის მიმდებარე ტერიტორია და სამი დღე-ღამის განმავლობაში არ დამიტოვებია. სწორედ იმ ადგილიდან, სადაც ადრე შადრევანი იყო და ახლა წმინდა გიორგის სკულპტურა დგას, ვხელმძღვანელობდი ყველაფერს. იმ დღეებშივე მომივიდა შეხლა-შემოხლა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და დაცვის სამსახურის უფროსთანაც, რომელიც თანახმა იყო, პოლიცია შემოსულიყო უსაფრთხოების პირველ და მეორე წრეებში და დაცვის სამსახურთან ერთად გაეკონტროლებინა პერიმეტრი.

 

მე წინააღმდეგი ვიყავი, რადგან როდესაც ორ სხვადასხვა სტრუქტურას ევალება უსაფრთხოების გაკონტროლება, გაუგებრობები გარდაუვალია. განსაკუთრებით კუდ-ისა და სოდ-ის წარმომადგენლები აქტიურობდნენ პერიმეტრზე შემოსასვლელად. ბოლოს სპეციალური დაცვის სამსახურის უფროსმა მითხრა, რომ პოლიციამ ჩემი გათავისუფლება მოითხოვა და მე აღარ მევალებოდა პრეზიდენტების უსაფრთხოების გაკონტროლება. მაშინვე ვთქვი, თუ რამე მოხდება, პასუხს მე არ ვაგებ-მეთქი. როცა საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა იწყებოდა თავისუფლების მოედანზე, სწორედ მაშინ გამათავისუფლეს მოვალეობისგან.

 

მერე იპოვეს რუსული ტიპის ხელყუმბარა, რომელიც თითქოს ისროლეს და არ აფეთქდა და ა.შ. თუმცა მანამდე უსაფრთხოების ისეთი ღონისძიებები იყო გატარებული, არ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო...

 

- მაშ რა მოხდა სინამდვილეში?

- გეტყვით იმას, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. საიდანაც პოლონელმა ჟურნალისტმა გადაუღო არუთინიანს ფოტო, სწორედ იმ ადგილას ვიჯექი. ჩემ გვერდით ისხდნენ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი და სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნები, ე. ი. მთელი "ამერიკული მანქანა" და გამორიცხული იყო, ჩვენ ცხვირწინ რამე მომხდარიყო. მეტიც, ამერიკული ფარული კამერები იღებდა ყველაფერს და ყველაფერზე ამომწურავი, დეტალური ინფორმაცია იყო.

მერწმუნეთ, რასაც ახლა ვამბობ, სკანდალურიც კი არის. ამერიკელებმა მთხოვეს, საიდუმლოდ დარჩენილიყო და ამიტომაც ვიდეომასალის შინაარსს ვერ გავახმაურებ. შესაძლოა, დადგეს დრო, როცა თავად გაამჟღავნებენ ყველაფერს.

 

- პოლონელმა ჟურნალისტმა ხომ გადასცა თავისი გადაღებული მასალა ხელისუფლებას, იქ არ იყო ხელყუმბარის სროლის ფაქტი?

- პოლონელმა ჟურნალისტმა მხოლოდ არუთინიანის ფოტო გადასცა. ეს იყო და ეს. თქვენ სწორად მიხვდით, ფაქტია, რომ ხელყუმბარის სროლის ამსახველი მასალა არავის გამოუქვეყნებია(!).

 

სხვათა შორის, იმის გამო, რაც მოხდა, ჩემთვის არავის უსაყვედურია. შესაძლოა, მათ, ვისაც ღონისძიების ჩატარებისას დავუპირისპირდი, მაშინვე უნდოდათ ჩემი გათავისუფლება, მაგრამ ბოლო მომენტამდე ვერ მოახერხეს. ალბათ, იმიტომ, რომ ღონისძიების მერე აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა საიდუმლო სამსახურის საპატიო თანამშრომლის წოდება გადმომცეს.

 

თანამდებობიდან ოფიციალურად მოგვიანებით, 2006 წელს გამათავისუფლეს, უმიზეზოდ. მხოლოდ მითხრეს, შენს თანამდებობაზე სხვა დაინიშნაო.

 

- დღეს რამდენად არის პრეზიდენტ სააკაშვილის უსაფრთხოება დაცული?

- პრეზიდენტი საკმაოდ ხშირად ცვლის დაცვის წევრებს. ბოლო ორ თვეში პრეზიდენტმა 5 თუ 6 დაცვის უფროსი ერთიმეორის მიყოლებით გამოცვალა. დაცვის წევრების ხშირი ცვლა პრეზიდენტის უსაფრთხოებისთვის კარგი არ არის. 2000 წლამდე პრეზიდენტს დაცვის ძლიერი სამსახური ჰყავდა, ამერიკული პრინციპით, ნაძვის ხესავით იყო აწყობილი. შემდეგ ეს სისტემა თანდათან დაიშალა, ღერძი გამოეცალა...

 

დაცვის სამსახურში პრობლემა პირველად მაშინ გაჩნდა, როდესაც ჟვანია გარდაიცვალა. ამან მიგვანიშნა, რომ შიგნით უკვე ცუდად იყო საქმე.

 

როგორც წესი, დაცვა პოლიტიკური ნიშნით ან შეხედულებისამებრ არ უნდა შეირჩეს. ალბათ, გახსოვთ, შევარდნაძეს თავის დაცვაზე ზემოქმედება არ შეეძლო, ახლა კი დაცვის მუშაობაში ყველა ერევა, იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაცია თუ პოლიცია.

 

დასასრულ, დაცვის სამსახურის მიზანმიმართულად დასუსტების გამო საქართველოს პრეზიდენტის უსაფრთხოებასაც ბევრი რისკის შემცველი ფაქტორი ემუქრება. მათ შორის ერთ-ერთი, შესაAძლოა, არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარება გახდეს. როგორც ვიცი, აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს განსჯის საგანი ესეც იყო.

 

ვანო მერაბიშვილისა და რობერტ მიულერის შეხვედრაზე "კვირის პალიტრას" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეც ესაუბრა:

 

- ის, რომ სამხრეთ კავკასიაში ყველაფერი რიგზე არ არის და ესკალაცია ყოველწლიურად ხდება, ძველი ამბავია, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენლისა და შს მინისტრის საუბრის თემა ესეც უნდა ყოფილიყო.

 

სხვათა შორის, ძალიან მენიშნა იულია ლატინინას სიტყვები, რომ თქვა, შარშან ობამამ ომს გადაარჩინა საქართველოო. მე არ ვიცი, რას გულისხმობდა ლატინინა, მაგრამ რუსეთი რომ ყოველი გაზაფხულის მოახლოებისთანავე კონფლიქტის ესკალაციას ცდილობს, ფაქტია. შარშან, როგორც ჩანს, მან მიზეზი ვერ იპოვა - წელს კი კარგი მიზეზი აქვს, - გამოიყენოს ის პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არჩევნების შემდეგ იქნება.

 

რუსეთის მიზანი საქართველოზე საბოლოოდ გავლენის დამყარებით აზერბაიჯანის ენერგომატარებლებზე კონტროლის მოპოვებაა. მას უნდა ევროპის მთავარი მომმარაგებელი იყოს, აშშ-ს კი უნდა, ამას ხელი შეუშალოს. სწორედ ეს იქნებოდა ერთ-ერთი სალაპარაკო თემა. ამასთან, საუბარი უნდა ყოფილიყო იარაღის კონტრაბანდაზეც, რის გამოც 20 კაცზე მეტია დაკავებული აშშ-ში. მათ შორის არის რამდენიმე ძალიან მაღალი რანგის ჩინოვნიკი და სავსებით შესაძლებელია, კვალი საქართველოსკენაც მოდიოდეს. რამდენადაც ვიცი, ქართველებიც არიან ჩართული იარაღის კონტრაბანდაში.

 

შეხვედრისას აუცილებლად იქნებოდა ლაპარაკი იმაზეც, რომ ომის შემდეგ დიდძალი იარაღი გავიდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან ჩრდილო კავკასიისკენ, მაგრამ რუსებმა ამ კონტრაბანდის მარშრუტი გადაკეტეს.

 

http://www.kvirispalitra.ge/politic/3497-a...li-ar-aris.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სატურნ,არ დაიწყო ოღონდ კვირის პალიტრა და ეგეთები.კაცი იძლევა ინტერვიუს და თუ იტყუილება უჩივლონ.

 

 

კეზერაშვილი ამ საქმის გამო დაითესა ისრაელში.ანუ იარაღის კონტრაბანდაში არის ეჭვმიტანილი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სატურნ,არ დაიწყო ოღონდ კვირის პალიტრა და ეგეთები

აი დამასწარი თორე ვაპირებდი დაწყებას :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

აი დამასწარი თორე ვაპირებდი დაწყებას

 

 

კომენტარი გააკეთე ამ სტატიაზე და შაყირს გაეშვი. :)) შენი თემაა და შენ დაგვისვი კითხვა და აი პასუხიც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იარღის გაყიდვებზე იყო, ალვირეზის სამქეზე 100%-იანი.

 

ისე ის თუ გახსოვთ ქართული გემი, რომ დაიჭირეს ფილიპინებზე ებრაული წარმოების იარაღს, რომ აწვდიდნენ აბუ საიაფს მინდანაუზე. მაგარია ისრაელის იარაღს ყიდდნენ მუსულმან ტერორისტებზე. მერე ქართულმა მედიამ როგორ გადაფარა მიშა შეახვედრეს მეზღვაურების მშობლებს და გამოუშვეს მეზღვაურები, რომლებიც დარწმუნებული ვარ მართლა გონზე არ იყვნენ რას ეზიდებოდნენ. მაგრამ მთავარი ინფო მათი გათავისუფლება გახდა და არა მიზეზი :)). საღამოზე ალბათ ზუმბაც ამღერეს და პატრიოტებმა ბევრი დროშები აფრიალეს. ხო გამოვაშვებინეთ ბიჭებიო :D

Edited by ტაშიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესო სტატიაა

ანუ რა გამომდინარეობს ამ კაცის მონათხრობიდან?

დაცვის სამსახური ჩააჩოჩეს და ტავად მოაწყვეს ეს რარაც "ყუმბარ-სპექტაკლი"?

 

გარდა ამისა საქართველო არის მსოფლიოში იარაღით უკანონო ვაჭრობაში ეჭვმიტანილი?

 

მდააააააა, ნი ჩეგო ნე სკაჟეშ :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

კეზერაშვილი ამ საქმის გამო დაითესა ისრაელში.ანუ იარაღის კონტრაბანდაში არის ეჭვმიტანილი.

კიდევ ბევრი დაითესება მილიარდებთან ერთად. 180 მილიონი დოლარი ჩაურიცხია ისრაელის განვითარების ფონდში. კიდევ ბევრი გაიქცევა, ზოგი ისტორიულ სამშობლოში ზოგიც ცოლეურებში და დაგვიტოვებენ 6 მილიარდზე მეტ ვალს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...