Jump to content
Planeta.Ge

FBI -ის შეფის ვიზიტი საქართველოში


Recommended Posts

მე როგორც გავიგე (შსს-დან) სწორედაც ალვირესის (და არა ალვირეზის. ესპანურში სადაც z წერია ს იკითხება.) საქმეზე იყო ჩამოსული.

 

აი ამაში მოტეხეს ფული მაგან და კეზერას ბანდამ:

 

http://www.ammoman.com/images2/Bosnia223/MVC-005F.jpg

 

 

http://www.reuters.com/article/idUSN0511492220100306

 

Separately, the indictment provides new allegations in which an unnamed sales agent in Israel for Alvirez’s company allegedly contacted him in February 2008 about purchasing 14 million rounds of M855 ammunition for the government of Georgia. Alvirez knew that the Israeli sales agent was paying bribes to government officials in Georgia to facilitate the ammunition contract, the indictment says.

 

The Israeli sales agent purchased the ammunition from an unnamed co-conspirator’s company for approximately $3.9 million, the government alleges. The Israeli agent then sold the ammunition to the government of Georgia for nearly $4.7 million, paying a $112,000 commission to Alvirez for facilitating the deal, the indictment says.

 

In July 2008, the Israeli sales agent, working with another unidentified “corrupt” Miami sales agent, sold to Georgia an additional 7.2 million rounds of ammunition purchased from the co-conspirator’s company, the indictment says. Alvirez allegedly received a $57,600 commission for his participation in that deal.

 

In August 2008, rising tensions between Russia and Georgia over disputed territory of South Ossetia broke out into armed conflict, sparking an international crisis. The United States, long an ally of Georgia President Mikheil Saakashvili, had worked to tamp down tensions, without success.

 

Russia bombed the Georgian Black Sea port of Poti and inflicted extensive damage to Georgian cities and infrastructure. North Atlantic Treaty Organization war ships were mobilized for what the western military alliance said was humanitarian assistance, an explanation the Russians rejected. The fighting ended after a few days, but Russia later recognized the South Ossetia and another disputed Georgian territory, Abkhazia, as independent states. The Georgian government passed a resolution declaring the territories to be Russian-occupied.

 

Throughout the conflict, companies in Israel supplied Georgia with military equipment and training, according to published reports.

 

In October 2008, the unnamed Miami sales agent contacted Alvirez to assist in finding a supplier to sell Meals, Ready to Eat (MREs) to Georgia, the indictment says. Alvirez received a $15,000 commission from the Miami sales agent for the deal, and Alvirez knew the agent had made “corrupt payments” to help obtain the MRE contract, the government alleges.

 

http://www.mainjustice.com/2010/03/07/supe...cpa-conspiracy/

 

შინაარსს გადავთარგმნი:

 

საბრალდებო ოქმის მიხედვით 2008 წლის თებერვალში ამ ალვირესს ისრაელიდან დაკავშირებია აგენტი, რომელსაც გაუკეთებია შეთავაზება რომ მიეყიდათ საქართველოს მთავრობისთვის 14 000 000 (თოთხმეტი მილიონი) ისეთი ტყვია, რომლის ფოტოც დავდე ზემოთ. ალვირესს სცოდნია, რომ ეს აგენტი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ქრთამს უხდიდა ამ კონტრაქტის სანაცვლოდ.

 

ამ აგენტს ეს ტყვიები მისგან უყიდინებია სხვა კომპანიისთვის3 900 000$-ად და შემდეგ ამ კომპანიისგან მიუყიდია საქართველოს მთავრობისთვის 4 700 000$-ად, რისთვისაც ალვირესისთვის გადაუხდია საკომისიო 112 000$.

 

2008 წლის ივლისში იგივე აგენტი ჯერჯერობით დაუდგენელ მაიამელ აგენტთან ერთად ისევ დაუკავშირდა მას და შესთავაზე დამატებით 7 200 000 იგივე ტყვიის მიყიდვა საქართველოსთვის კვალავაც "ჩერეზ" სხვა კომპანიით. ამ გარიგების შედეგად ალვირესმა 57 600$ მიიღო.

 

მთელი აგვისტოს ომის განმავლობაში საქართველო მუდმივად იღებდა ისრაელიდან სხვადასხვა შეიარაღებასო.

 

2008 წლის ოქტომბერში ზემოთხსენებული უცნობი მაიამელი აგენტი დაუკავშირდა ალვირესს და შესთავაზა საქართველოსთვის მიეყიდათ სამხედროებისთვის განკუთვნილი მზა საჭმელი MRE (Meals, Ready to Eat). ალვირესს 15 000$ საკომისიო მიუღია.

 

ამის დედაც. უშუალოდ ომისთვის მზადების, ომის და ომის შემდეგ პერიოდში მილიონ დოლარზე მეტი გაუკეთებია კეზერას! ეს მარტო აქედან რაც გასკდა...მარტო M4-ის ტყვიებიდან! და მარტო ამ პერიოდში!

თანაც ატკატების გარეშე. გახსენი პატარა "ლევი" შპს, იყიდე იაფად და მიყიდე ძვირად...

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 64
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

analgin

ეს ყველაფერი მხოლოდ ტყვიებში

ეხლა სხვა შეიარაღებაში და ამუნიციასი რამდენი გააკეთა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დავიჯერო, დაცვის სამსახურის წარმომადგენელი უნებართოდ აჭარტალებს ენას?

 

ან რასაც ამბობს, იქიდან ყველაფერი დაეჯერება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სად რა სპექტაკლებს დგამენ ვეღარ გაიგებ, ტყუილების ქვეყანა,

მაგიტომ არის სულ რომ წვიმს :bushti:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელის, რობერტ მიულერის ჩამოსვლამ საქართველოში დიდი ინტერესი გამოიწვია. მისმა კონფიდენციალურმა შეხვედრებმა ქართველ მაღალჩინოსნებთან დახურულ ვითარებაში ჩაიარა, მაგრამ "საიდუმლო" ინფორმაციამ კულუარებიდან მაინც გამოჟონა. "კვირის პალიტრას" მიხეილ სააკაშვილის დაცვის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ვასილ გიგოლაშვილმა სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა.

ჩვენს რესპონდენტს სადაზვერვო განათლება აშშ-ში აქვს მიღებული, ის აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სკოლის კურსდამთავრებულია:

 

- ეჭვი არ მეპარება, რომ მიულერს ყველაზე საინტერესო შეხვედრა სწორედ ვანო მერაბიშვილთან ჰქონდა, სადაც მეტად მნიშვნელოვან პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრებდნენ. სავსებით შესაძლებელია, საქართველოში მისი ვიზიტი აშშ-ში იარაღის უკანონო შესყიდვებთან მიმდინარე გამოძიებას უკავშირდებოდა. ჯერ კიდევ 2005 წელს, როცა მე სახელმწიფო დაცვის სამსახურში მნიშვნელოვანი პოსტი მებარა, ჩემი ამერიკელი მეგობრებისგან ასეთი ინფორმაცია მივიღე:

 

"იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებული სკანდალი მწიფდება და მასში საქართველოს მაღალჩინოსნები არიან გარეული". მაშინ ერთ-ერთმა ქართველმა ჟურნალისტმაც გაიგო ეს ამბავი და მშვენივრადაც გააანალიზა ყველაფერი. სასწრაფოდ ვთხოვე, თემა დაეკონსერვებინა და მან პირობა შეასრულა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აშშ-ში ეს ინფორმაცია არ გახმაურებულა,…ეგ იყო, იმხანად საქართველოში ამ თემაზე საჯაროდ არავინ ლაპარაკობდა. დაინტერესებულ პირს ამერიკულ საიტებზე ახლაც შეუძლია იპოვოს სკანდალური მასალა, რომელიც ჩვენთვის სასიამოვნო ნამდვილად არ არის.

 

გავითვალისწინოთ ისიც, რომ იმ პერიოდში საქართველო აშშ-ის ადმინისტრაციის ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობდა და ქართული მხარის დიდი ძალისხმევით "უხერხული ვითარება" როგორღაც დარეგულირდა. მოგვიანებით იყო იარაღით სავსე გემის აღმოჩენის გამო ატეხილი სკანდალიც, სადაც ასევე ქართველები იყვნენ გარეული. შესაძლოა, მას შემდეგ ამ ყველაფერს ახალი ფაქტებიც დაემატა, მაგრამ ჩემთვის ეს უცნობია და ვერ ვისაუბრებ.

 

მსოფლიოში გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა, აშშ-ს ჰყავს ბუშისაგან განსხვავებული პრეზიდენტი, რომელმაც რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა დაიწყო. ფაქტია ისიც, რომ გავლენის სფეროების ხელახალ გადანაწილებაში ევროპაც და აშშ-ც რუსეთს ანგარიშს უწევენ. ასე რომ, შესაძლებელია, იარაღთან დაკავშირებული სკანდალი, რაც ადრე ოფიციალურმა თბილისმა საგულდაგულოდ მიჩქმალა, ძიების დროს ისევ წამოტივტივდეს.

 

- თქვენ სააკაშვილის დაცვის უფროსის მოადგილე იყავით. რომელიმე შემთხვევას ხომ ვერ გაიხსენებთ, როცა მის უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნა?

- დიახ, მე ვხელმძღვანელობდი სააკაშვილის დაცვით ღონისძიებებს. ბუშის საქართველოში ჩამოსვლის წინ ამერიკელებმა მოითხოვეს, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მომემზადებინა პერიმეტრი, სადაც უნდა ჩატარებულიყო ღონისძიება. მას შემდეგ დაიწყო ჩემი კონფლიქტი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან, რომლებიც დავალების შესრულებისას, ნებით თუ უნებლიეთ, ხელს მიშლიდნენ. მაგალითად, როცა მერიის ძველი შენობა გავაკონტროლეთ და დასალუქად მოვამზადეთ, გიორგი არველაძემ, რომელიც მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი და პარლამენტარიც იყო, შენობაში სტუდენტები შემოიყვანა.

 

ამის გამო წავკამათდით კიდეც. შემდეგ აბსოლუტურად იზოლირებული მქონდა მერიის მიმდებარე ტერიტორია და სამი დღე-ღამის განმავლობაში არ დამიტოვებია. სწორედ იმ ადგილიდან, სადაც ადრე შადრევანი იყო და ახლა წმინდა გიორგის სკულპტურა დგას, ვხელმძღვანელობდი ყველაფერს. იმ დღეებშივე მომივიდა შეხლა-შემოხლა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და დაცვის სამსახურის უფროსთანაც, რომელიც თანახმა იყო, პოლიცია შემოსულიყო უსაფრთხოების პირველ და მეორე წრეებში და დაცვის სამსახურთან ერთად გაეკონტროლებინა პერიმეტრი.

 

მე წინააღმდეგი ვიყავი, რადგან როდესაც ორ სხვადასხვა სტრუქტურას ევალება უსაფრთხოების გაკონტროლება, გაუგებრობები გარდაუვალია. განსაკუთრებით კუდ-ისა და სოდ-ის წარმომადგენლები აქტიურობდნენ პერიმეტრზე შემოსასვლელად. ბოლოს სპეციალური დაცვის სამსახურის უფროსმა მითხრა, რომ პოლიციამ ჩემი გათავისუფლება მოითხოვა და მე აღარ მევალებოდა პრეზიდენტების უსაფრთხოების გაკონტროლება. მაშინვე ვთქვი, თუ რამე მოხდება, პასუხს მე არ ვაგებ-მეთქი. როცა საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა იწყებოდა თავისუფლების მოედანზე, სწორედ მაშინ გამათავისუფლეს მოვალეობისგან.

 

მერე იპოვეს რუსული ტიპის ხელყუმბარა, რომელიც თითქოს ისროლეს და არ აფეთქდა და ა.შ. თუმცა მანამდე უსაფრთხოების ისეთი ღონისძიებები იყო გატარებული, არ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო...

 

- მაშ რა მოხდა სინამდვილეში?

KvirisPalitra.Ge- გეტყვით იმას, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. საიდანაც პოლონელმა ჟურნალისტმა გადაუღო არუთინიანს ფოტო, სწორედ იმ ადგილას ვიჯექი. ჩემ გვერდით ისხდნენ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი და სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნები, ე. ი. მთელი "ამერიკული მანქანა" და გამორიცხული იყო, ჩვენ ცხვირწინ რამე მომხდარიყო. მეტიც, ამერიკული ფარული კამერები იღებდა ყველაფერს და ყველაფერზე ამომწურავი, დეტალური ინფორმაცია იყო.

მერწმუნეთ, რასაც ახლა ვამბობ, სკანდალურიც კი არის. ამერიკელებმა მთხოვეს, საიდუმლოდ დარჩენილიყო და ამიტომაც ვიდეომასალის შინაარსს ვერ გავახმაურებ. შესაძლოა, დადგეს დრო, როცა თავად გაამჟღავნებენ ყველაფერს.

 

- პოლონელმა ჟურნალისტმა ხომ გადასცა თავისი გადაღებული მასალა ხელისუფლებას, იქ არ იყო ხელყუმბარის სროლის ფაქტი?

- პოლონელმა ჟურნალისტმა მხოლოდ არუთინიანის ფოტო გადასცა. ეს იყო და ეს. თქვენ სწორად მიხვდით, ფაქტია, რომ ხელყუმბარის სროლის ამსახველი მასალა არავის გამოუქვეყნებია(!).

 

სხვათა შორის, იმის გამო, რაც მოხდა, ჩემთვის არავის უსაყვედურია. შესაძლოა, მათ, ვისაც ღონისძიების ჩატარებისას დავუპირისპირდი, მაშინვე უნდოდათ ჩემი გათავისუფლება, მაგრამ ბოლო მომენტამდე ვერ მოახერხეს. ალბათ, იმიტომ, რომ ღონისძიების მერე აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა საიდუმლო სამსახურის საპატიო თანამშრომლის წოდება გადმომცეს.

 

თანამდებობიდან ოფიციალურად მოგვიანებით, 2006 წელს გამათავისუფლეს, უმიზეზოდ. მხოლოდ მითხრეს, შენს თანამდებობაზე სხვა დაინიშნაო.

 

- დღეს რამდენად არის პრეზიდენტ სააკაშვილის უსაფრთხოება დაცული?

- პრეზიდენტი საკმაოდ ხშირად ცვლის დაცვის წევრებს. ბოლო ორ თვეში პრეზიდენტმა 5 თუ 6 დაცვის უფროსი ერთიმეორის მიყოლებით გამოცვალა. დაცვის წევრების ხშირი ცვლა პრეზიდენტის უსაფრთხოებისთვის კარგი არ არის. 2000 წლამდე პრეზიდენტს დაცვის ძლიერი სამსახური ჰყავდა, ამერიკული პრინციპით, ნაძვის ხესავით იყო აწყობილი. შემდეგ ეს სისტემა თანდათან დაიშალა, ღერძი გამოეცალა...

 

დაცვის სამსახურში პრობლემა პირველად მაშინ გაჩნდა, როდესაც ჟვანია გარდაიცვალა. ამან მიგვანიშნა, რომ შიგნით უკვე ცუდად იყო საქმე.

 

როგორც წესი, დაცვა პოლიტიკური ნიშნით ან შეხედულებისამებრ არ უნდა შეირჩეს. ალბათ, გახსოვთ, შევარდნაძეს თავის დაცვაზე ზემოქმედება არ შეეძლო, ახლა კი დაცვის მუშაობაში ყველა ერევა, იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაცია თუ პოლიცია.

 

დასასრულ, დაცვის სამსახურის მიზანმიმართულად დასუსტების გამო საქართველოს პრეზიდენტის უსაფრთხოებასაც ბევრი რისკის შემცველი ფაქტორი ემუქრება. მათ შორის ერთ-ერთი, შესაAძლოა, არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარება გახდეს. როგორც ვიცი, აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს განსჯის საგანი ესეც იყო.

 

ვანო მერაბიშვილისა და რობერტ მიულერის შეხვედრაზე "კვირის პალიტრას" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეც ესაუბრა:

 

- ის, რომ სამხრეთ კავკასიაში ყველაფერი რიგზე არ არის და ესკალაცია ყოველწლიურად ხდება, ძველი ამბავია, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენლისა და შს მინისტრის საუბრის თემა ესეც უნდა ყოფილიყო.

 

სხვათა შორის, ძალიან მენიშნა იულია ლატინინას სიტყვები, რომ თქვა, შარშან ობამამ ომს გადაარჩინა საქართველოო. მე არ ვიცი, რას გულისხმობდა ლატინინა, მაგრამ რუსეთი რომ ყოველი გაზაფხულის მოახლოებისთანავე კონფლიქტის ესკალაციას ცდილობს, ფაქტია. შარშან, როგორც ჩანს, მან მიზეზი ვერ იპოვა - წელს კი კარგი მიზეზი აქვს, - გამოიყენოს ის პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არჩევნების შემდეგ იქნება.

 

რუსეთის მიზანი საქართველოზე საბოლოოდ გავლენის დამყარებით აზერბაიჯანის ენერგომატარებლებზე კონტროლის მოპოვებაა. მას უნდა ევროპის მთავარი მომმარაგებელი იყოს, აშშ-ს კი უნდა, ამას ხელი შეუშალოს. სწორედ ეს იქნებოდა ერთ-ერთი სალაპარაკო თემა. ამასთან, საუბარი უნდა ყოფილიყო იარაღის კონტრაბანდაზეც, რის გამოც 20 კაცზე მეტია დაკავებული აშშ-ში. მათ შორის არის რამდენიმე ძალიან მაღალი რანგის ჩინოვნიკი და სავსებით შესაძლებელია, კვალი საქართველოსკენაც მოდიოდეს. რამდენადაც ვიცი, ქართველებიც არიან ჩართული იარაღის კონტრაბანდაში.

 

შეხვედრისას აუცილებლად იქნებოდა ლაპარაკი იმაზეც, რომ ომის შემდეგ დიდძალი იარაღი გავიდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან ჩრდილო კავკასიისკენ, მაგრამ რუსებმა ამ კონტრაბანდის მარშრუტი გადაკეტეს. მოსკოვის ტერაქტების მერე ეს თემა გახმაურდა კიდეც აზერბაიჯანის მედიაში. ასე რომ, ასეთი ტიპის კონტრაბანდაზეც იქნებოდა ლაპარაკი და ისეთზეც, რომელიც საერთაშორისო ტრასებზე ხდება.

 

http://www.kvirispalitra.ge/politic/3497-a...li-ar-aris.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

180 მილიონი დოლარი ჩაურიცხია ისრაელის განვითარების ფონდში.

 

 

ეს საიდან იცი და თუ რამე ინფორმაცია გაქვს დადე რა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

 

 

ეგ ინფორმაცია იქით დავუდე და არ სჯერათ.თან იმას მიმტკიცებენ კეზერაშვილი თბილისშიაო,საკუთარი თვალით ვნახეთო. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

 

კეზერაშვილი ისრაელშია. მის გარემოცვასთან მაქვს რაღაც ურთიერთობა და დანამდვილებით ვიცი.

რაც არ უნდა სამწუხარო იყოს კეზერაშვილი "სუფთად" გამოძვრება მაგ საქმიდან, რადგან ისრაელის კანონმდებლობა კრძალავს მათი მოქალაქის სხვა ქვეყნისთვის გადაცემას, რაც არ უნდა დიდი დანაშაული ჰქონდეს მას იმ ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი.

 

ეხლა რატო ამოვქექე ეს თემა:

 

იმავე კეზერაშვილის გარემოცვიდან შევიტყე, რომ ამ საქმეში კვალი ფაქტიურად პირდაპირ სააკაშვილთან მიდის, რადგან მთავარი ეჭვმიტანილი პრეზიდენტის ბიძაშვილი, თემურ ალასანიას ვაჟი ნიკა ალასანია ყოფილა. რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კეზერაშვილი უდანაშაულოა.

ეს ძალიან სერიოზული საქმეა, იმდენად სერიოზული, რომ დიდი შანსია პირადად სააკაშვილი გადაყვეს ამ ამბებს. თავად განსაჯეთ თვით ამერიკაშიც კი აშშ-ს 22 მაღალი რანგის ჩინოვნიკის საქმეებზე მიმდინარეობს მოკვლევა, რომელთა დიდი ნაწილი დაკავებული ყოლიათ უკვე. იმ იარაღის შესყიდვა ამერიკული ფულით ხდებოდა და თუ ვინმეს გონია მიშას ამას აპატიებენ...დაველოდოთ. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

თვით ამერიკაშიც კი აშშ-ს 22 მაღალი რანგის ჩინოვნიკის საქმეებზე მიმდინარეობს მოკვლევა, რომელთა დიდი ნაწილი დაკავებული ყოლიათ უკვე

 

 

რა თურმე ირაკლი,მართლა დაკავებულები არიან.

 

 

დღეს აქ ქართველი ჟურნალისტი ბაზრობდა(ფაფალაშვილი და ეგება გაიგო ვინ არის)და ე.ი. რამის ულოკოს მიშას ერთი ადგილი ესეთი პონტია.პროსტა მრცხვენია დარეკვა,რადგან ბევრი დედა ადუღებული უსმენს მაგ რადიოს და არ მინდა მივაჩმორო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ეს ძალიან სერიოზული საქმეა, იმდენად სერიოზული, რომ დიდი შანსია პირადად სააკაშვილი გადაყვეს ამ ამბებს. თავად განსაჯეთ თვით ამერიკაშიც კი აშშ-ს 22 მაღალი რანგის ჩინოვნიკის საქმეებზე მიმდინარეობს მოკვლევა, რომელთა დიდი ნაწილი დაკავებული ყოლიათ უკვე. იმ იარაღის შესყიდვა ამერიკული ფულით ხდებოდა და თუ ვინმეს გონია მიშას ამას აპატიებენ...დაველოდოთ.

 

და ამერიკა რას იზავს რო? საქართველოს თავის მოქმედ პრეზიდენტის გადაცემას მოსთხოვს რაღაც თავისი შინაური საქმეების გამო? რა სისულელეა!

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

 

"თურმე" სად მიწერია კაცო? :D

 

ფაფალაშვილი რავი. არც კი გამიგია. ეხლა დავგუგლე და აი ეს ვიპოვე. 20 წლის ლაწირაკია ვიღაცა.

 

http://www.facebook.com/Gio.Papala

 

რამდენიმე ჟურნალისტი ყავს მეგობრებში + კარდუ და ნაფტა. აი თუ შემოვა ნაფტა კითხე და ეცოდინება ალბათ. :D

 

ვეფხვი

 

არა მგონია. მაქსიმუმ აიძულონ დატოვოს თანამდებობა. ბოლობოლო ბიძაშვილი თუ დაუჭირეს ან მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს აზრზე ხარ რამხელა სკანდალი იქნება? პრეზიდენტის ბიძაშვილი ქვეყნისთვის შესაძენ იარაღზე ფულს აკეთებდა, თანაც ისე, რომ ამას იარაღით უკანონო ვაჭრობის სახე ქონდა ფაქტიურად. მძლავრი ბერკეტია მიხოს საშანტაჟოდ და სამანიპულაციოდ. :D

 

2-3 კვირის წინ კი მეუბნებოდა ერთი ჩემთვის ძალიან სანდო კაცი შემოდგომაზე მიშას მოქესტავენ ამერიკელები, ძალიან დიდ საერთაშორისო სკანდალშია გახვეულიო, მარა არ მივაქციე მაშინ ყურადღება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ფაფალაშვილი რავი

 

 

ქალია და დამავიწყდა რა ჰქვია.ის თურმე ვერ წავიკითხე წეღან ნორმალურად და თვით ყოფილა. :D

 

 

ეხლა ვნახე რადიოს საიტზე და თამარა ჰქვია.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

 

არ ვიცი. საქართველოში არ მოღვაწეობს ეგ ქალი. პირველად მესმის. რაც ვქექე ინტერნეტში, 2-3 უსარგებლო ინფორმაციას მივაგენი რაღაც რადიოებში გამოსულა ნავადვორსკაიასთან და პორტნიკოვთან ერთად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...