DATA TUTASXIA Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 აქამდე გადაწყვეტილი მქონდა და აი ეხლა კი უკვე ეჭვი მეპარება. ეჭვი მეპარება არა იმიტომ,რომ ცუდად იქცევა,არამედ მისი მომხრეების გამო. გვერდით ფორუმზე იუზერ შარის ერთი სურვილი აქვს როდის დაიჭერენ ძიძიგურს და ბიძინა გუჯაბიძეს. ადამიანებს,რომლებმას თავისი ჯანმრთელობა და სიცოცხლის ნაწილი შესწირეს საქართველოს. თუ რამე კარგი და ნათელი წერტილი იყო "ეროვნულ საბჭოში" სწორედ ეს ხალხი იყო. მესმის რომ ძიძიგურის ქმედება არ იყო მთლად კორექტული,მაგრამ ალიანსის მომხრეების სიხარულის მიზეზი ვერ გავიგე. ჯერ ერთი რუსთავის მიერ მოწოდებული ინფოს თავზე გავიარე და მერე, იმ სიუჟეტიდან გამომდინარე დასკვნისა კიდევ. მთვრალ ადამიანს სახლში შეუვარდები და პროვიკაციას მოუწყობ-ამის გაკეთებას რა უნდა,თანაც გუშინდელი დაძაბული დღის ფონზე. ძმებო და დებო არავიზე ნაკლებად არ ვცემ პატივს ალასანიას. დღევანდელ პოლიტიკოსებს შორის ყველაზე პერსპექტიული და საღად მოაზროვნე ადამიანია,მაგრამ თქვენი მისდამი დამოკიდებულება მაკვირვებს. ძალიან გთხოვთ ნუ გააფეტიშებთ და ამით ნუ გააფუჭებთ იმ ადამიანს. მიშა სააკაშვილი 60% რომ მოსულიყო ხელისუფლებაში არ იქნებოდა ისეთი, როგორიც დღეს არის. უფრო დამჯერი იქნებოდა და სხვისი აზრის გათვალისწინებას ისწავლიდა. ბოდიში მაგრამ თქვენი გუშინდელი საქციელი,რბილად რომ ვთქვათ, არასპრავედლივია. სწორედ ეს უნდა ხელისუფლებას,რომ ოპოზიცია არ გაერთიანდეს და ამაში თქვენი თქვენი წვლილის იმედი აქვს,რაშიც თქვენ არ ღალატობთ. შენიშვნა: ალიანსი რომ ამ აქციებში არ ერევა კარგია, მაგრამ მომხრეებმა პატივისცემა და ელემენტარული გულისტკივილი მაინც გამოხატეთ ყოფილი თანამებრძოლების მიმართ. ასეა ეს ჩემო კარგებო. ვის ვის და მე დათა თუთაშხიას არავისგან არ მესწავლება მუშნი ზარანდიას ხრიკები. დაფიქრდით ცოტა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 DATA TUTASXIA გეთანხმები მეგობარო, რა უბედურებაა ეს, რა ხდება,მიუხედავად ამისა მაინც ვაძლევ ალასანიას ხმას, მაგრამ მის მომხრეებს მეტი გონიერება მოეთხოვებათ,ძალიან კარგი პოსტია, გაითვალისწინონ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SSDK Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 (edited) DATA TUTASXIA მესმის შენი..მაგრამ სხვაა მანდ.. არამგონია, ახლებისგან, რესპებისგან, სალომესგან ან თვითონ ალასანიასგან გაგეგონოს ეგ, ხოლო იმის გამო, რომ ჩვეულებრივი ხალხი აფეტიშებს იკაკოს, მაგას ვერ გავექცევით ვერსად.. მაგის გამო ის კი არ უნდა იფიქრო, იკაკოს არ მივცე ხმაო, არამედ, უნდა შეეცადო ამ ხალხს შეაცვლევინო აზრი, მგონია მე.. რა შუაშია ალასანია მანდ და რა დააშავა ნეტაი, რომ ართმევ სიმწრით ნაშოვნ შენს 1 ხმას მისი გამფეტიშებლების გამო? მეორეს მხრივ, მაგ ხალხსაც უნდა გაუგო.. მოღალატეობად აღიქვეს, ნოღაიდელის 3%-იანი რეიტინგის გამო, ყველას მინუს ერთ ფორმულაზე უარი და წამოვიდა არაპოლიტკორექტული პოსტები, ხოლო პოლიტკორექტულობას დღეს საქართველოში პოლიტიკოსებს არ სთხოვენ და შენ ჩვეულებრივ ამომრჩეველს სთხოვ დათა ბატონო? Edited May 7, 2010 by SSDK Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 ჭკვიანებო - შეკითხვა მაქ თქვენთანმჭირდება არგუმენტირებული პასუხიროგორ მოიქცეს ის ამომრჩეველი, რომელსაც არ უნდა გიგი მერად, მაგრამ არც დიდად სხვა კანდიდატებს არ უჭერს მხარს?ჩემი სტუდენტები მეკითხებოდნენ გუშინ, რაღაც კი ვუპასუხე, მაგრამ მე თქვენი ზრი მაინტერესებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 kisa აქ სადღაც ეწერა მაგ შემთხვევაში თამაზ ვიღაცას მიეცით ხმებიო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 (edited) ჭკვიანებო - შეკითხვა მაქ თქვენთანმჭირდება არგუმენტირებული პასუხიროგორ მოიქცეს ის ამომრჩეველი, რომელსაც არ უნდა გიგი მერად, მაგრამ არც დიდად სხვა კანდიდატებს არ უჭერს მხარს?ჩემი სტუდენტები მეკითხებოდნენ გუშინ, რაღაც კი ვუპასუხე, მაგრამ მე თქვენი ზრი მაინტერესებს ტვინი აქვთ და თვითონ იფიქრონ,თუკი გიგი მართლაც არ უნდათ და არა ისე რა, ამ კითხვას არ დასვავენ,ნუ, მამენტ არ ევასებათ Edited May 7, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SSDK Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 ჭკვიანებო - შეკითხვა მაქ თქვენთანმჭირდება არგუმენტირებული პასუხიროგორ მოიქცეს ის ამომრჩეველი, რომელსაც არ უნდა გიგი მერად, მაგრამ არც დიდად სხვა კანდიდატებს არ უჭერს მხარს?ჩემი სტუდენტები მეკითხებოდნენ გუშინ, რაღაც კი ვუპასუხე, მაგრამ მე თქვენი ზრი მაინტერესებს ჭკვიანის რა მოგახსენო, მაგრამ ნაფიქრი მაქვს ამაზე და ვიტყვი აგერ რა და როგორ მიმაჩნია:გიგი არ გვინდა.. კაი ბატონო..ორი გზაა აქედან..პირველი: საერთოდ არაფერი არ გვინდა..მეორე: გვინდა უკეთესი..პირველ შემთხვევაში გამოსავალი ადვილია: ან საერთოდ არ წახვიდეთ არჩევნებზე, ან წადით და ყველა გადახაზეთ და ან წადით და უმნიშვნელო კანდიდატს მიეცით ხმა.. პრინციპში ამ, პირველ შემთხვევაში, თქვენ უკვე ნიჰილიზმის მორევში ხართ და თქვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელს იზავთ..მეორე ვარიანტში საქმე უფრო რთულადაა.. უკეთესი გვინდაო ვამბობთ.. ხოდა უკეთესი მზამზარეულად არ მოდის ბატონებო არასდროს.. ცოტა შრომა უნდა ამას.. შრომაში არ ვგულისხმობ სამსახურს ან ფიზიკურ შრომას.. ეს შრომა დაკვირვებაა.. შერჩევა.. საარჩევნო პროგრამებზე თვალის დევნება.. შეცდომების დაჭერა და გათვალისწინება, პირადი ემოციების გადადება, ხანდახან კი, მთლიანად ემოციებზე დაყრდნობა.. ყველაფერი ეს უნდა გავაკეთოთ, რომ უკეთესი კანდიდატი დავინახოთ.. ამის შემდეგ კი ჰაიდა არჩევნებზე და მასზე მხარდაჭერა..ანუ ძირითადი მორალი არის ის, რომ კარგი და უკეთესის ლოდინისთვის ფეხი-ფეხზე გადადება ცუდი ამხანაგია ;) აუ რამდენი ვილაპარაკე..არ დამძრახოთ ხალხნო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 Siknadmo ტვინი აქვთ და თვითონ იფიქრონ, ესე გგონია?ძალიან ინფანტილურები არიან მასაშითან ერთი მომენტიცაა - კი არ გთხოვენ დამარიგე და ისე მოვიქცევი, როგორც მეტყვი, უბრალოდ აინტერესებსროგორ უნდა მოიქცეს ესეთ შემთხვევაში ამომრჩეველი ( არასდროს არ ვიკადრებ ბავშვების ცნობიერებით მანიპულირებას)უბრალოდ ახსნა სჭირდებათ არ მივალ - ხმა გიგისმივალ და ყველას გადავხაზავ - ხმა გიგისმაშინ აქვთ კითხვა - აბა რა ვქნა და როგორ დავაფიქსირო, რომ არ მინდა გიგი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 ერთი სული მაქვს არა ლეღვი უბრალოდ ვიძახი რომ თU დამნაშავეა უნდა დაიჭირონ .. და მე ვერ ვცემ პატივს ზვიად ძიძიგურს და ბიძინა გუჯაბიძეს როდესაც ისინი და მათი მეგობრები დღე და ღამე ხელისუფლების მაგივრად ოპოზიციის ლანძღვით არიან დაკავებულნი და იმ ადამიანების გვერდით დგანან ვინც თბილისელებს ჩაჯმულებს ეძახის და ნოღაიდელის გვერდით კარგი და ნათელი წერტილი როგორ წარმოგიდგენიათ ;) :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 Siknadmo ესე გგონია?ძალიან ინფანტილურები არიან მასაშითან ერთი მომენტიცაა - კი არ გთხოვენ დამარიგე და ისე მოვიქცევი, როგორც მეტყვი, უბრალოდ აინტერესებსროგორ უნდა მოიქცეს ესეთ შემთხვევაში ამომრჩეველი ( არასდროს არ ვიკადრებ ბავშვების ცნობიერებით მანიპულირებას)უბრალოდ ახსნა სჭირდებათ არ მივალ - ხმა გიგისმივალ და ყველას გადავხაზავ - ხმა გიგისმაშინ აქვთ კითხვა - აბა რა ვქნა და როგორ დავაფიქსირო, რომ არ მინდა გიგი?აღზრდის პრობლემაა ინფანტილიზმი, ეხლა ვუსმენდი სასულიერო პირს და ხევსურეთში 8 წლის ასაკიდან ბიჭი უკვე კაცად ითვლებოდა,დღეს კი არანაირი პასუხისმგელბოა არა აქვთ, დედიკოები ფიქრობენ მათ მაგივრად,დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაა საჭირო, ხოლო დამოუკიდებელი აზროვნება პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 SSDK დაახლოვებით იგივე ვუპასუხე : ვურჩიე კრიტიკული აზროვნება "ჩართონ" და ისე განიხილონ კანდიდატები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 ერთი სული მაქვს არა ლეღვი უბრალოდ ვიძახი რომ თU დამნაშავეა უნდა დაიჭირონ .. და მე ვერ ვცემ პატივს ზვიად ძიძიგურს და ბიძინა გუჯაბიძეს როდესაც ისინი და მათი მეგობრები დღე და ღამე ხელისუფლების მაგივრად ოპოზიციის ლანძღვით არიან დაკავებულნი და იმ ადამიანების გვერდით დგანან ვინც თბილისელებს ჩაჯმულებს ეძახის და ნოღაიდელის გვერდით კარგი და ნათელი წერტილი როგორ წარმოგიდგენიათ ;) :Dმე არ მომისმენია რომ მათ ალიანსი ელანძღოთ, რაც შეეხება თბილისეთა ლანძღვას ეგ დეტსკი სადობაა და სერიოზული ადამიანი ამაზე არც აღშფოთდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted May 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 Siknadmo მიუხედავად ამისა მაინც ვაძლევ ალასანიას ხმას, რაციონალურად თუ მიუდგებიან საკითხს ოპოზიციურად განწყობილმა ამომრჩეველმა ალასანიას უნდა მისცეს ხმა. იმიტომ,რომ ეხლა გიგის გამარჯვება ოპოზიციის სრულ კრახს ნიშნავს.ამ ეტაპზე არ არის იმის გარკვევის დრო, თუ ვის აქვს მეტი რეიტინგი. SSDK არამგონია, ახლებისგან, რესპებისგან, სალომესგან ან თვითონ ალასანიასგან გაგეგონოს ეგ არ გამიგონია,პირიქით გუშინდელ ამბებზე ხელისუფლებას დააკისრეს პასუხიხმგებლობა. რა შუაშია ალასანია მანდ და რა დააშავა ნეტაი, რომ ართმევ სიმწრით ნაშოვნ შენს 1 ხმას მისი გამფეტიშებლების გამო? მე ვარდების დროს მიშას მივეცი ხმა(რასაც გულწრფელად ვნანობ) და არ მინდა იგივე განმეორდეს.არ შეიძლება ადამიანის,მით უმეტეს,პოლიტიკოსის გაფეტიშება. ეს ძალიან ცუდ შედეგს მოგვიტანს. SSDK ოპოზიციის ერთიანობა გადაარჩენს ოპოზიციას.წარმოდგენაც არ მინდა იმისა თუ რა სიტუაცია იქნება 31 მაისს თუ გიგიმ მოიგო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 Siknadmo სოციალურ ქსელებში ხშირად ლანძღავენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 აღზრდის პრობლემაა ინფანტილიზმი, ეხლა ვუსმენდი სასულიერო პირს და ხევსურეთში 8 წლის ასაკიდან ბიჭი უკვე კაცად ითვლებოდა,დღეს კი არანაირი პასუხისმგელბოა არა აქვთ, დედიკოები ფიქრობენ მათ მაგივრად,დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაა საჭირო, ხოლო დამოუკიდებელი აზროვნება პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობსჯერ ადრეა დამოუკიდებელი აზროვნება.... 40-45 წლის "ბავშვები" ჯერ კიდევ ბლომადაა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.