Jump to content
Planeta.Ge

აბა ვინ უნდა დავხოცოთ ბიბლიის მიხედვით, სია


Recommended Posts

Shaten

 

ხო სასაცილოა არა? სატირალი რომ არ იყოს და აი ეხლა ეგ მღვდელი 3 კინკილა ქალს რომ დაუდგა და აფურთხებს, მერე ლურჯა ჯიპს რომ მოახტა და გაქუსლა, წავა სადღაც და ვიღაცას სულიერებაზე დაუწყებს საუბარს. ისე ამ აჭარელ ციცებსაც მაგარი წიკვინა ზახოდები აქვთ, ბათუმში ერთს გავუდე და იმის წიკვინი ხულოში ესმოდათ, იმის მერე სტროგად აჭარელი აღარ მიმისექსია, ძალიან წიოკები არიან. თან აღსარებაც რო გაუბაზრა არ კაიფობ? მეზობელს მიეციო პირზე რო დაადგა :)))))))))))))) ეგ კი მართალი იქნებოდა მაგარი ჩუმჩუმა ბოზანდარები არიან. ქმარი გემის საჭეს ატრიალებს ცოლი მეზობელს აძლევს.

Edited by გიორგი ქადაგიშვილი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო სასაცილოა არა? სატირალი რომ არ იყოს და აი ეხლა ეგ მღვდელი 3 კინკილა ქალს რომ დაუდგა და აფურთხებს, მერე ლურჯა ჯიპს რომ მოახტა და გაქუსლა,

ხო, გაფურთხებაზე მაგარი ვიკაიფე.. :D

ჯიპები ამათა ყავთ თუ ყავთ.. :mda:

ისე ამ აჭარელ ციცებსაც მაგარი წიკვინა ზახოდები აქვთ, ბათუმში ერთს გავუდე და იმის წიკვინი ხულოში ესმოდათ,

იმ წიკვინსაც მაგარი "წვენი" ქვს, თავისებური.. :grr: :vinki:

თან აღსარებაც რო გაუბაზრა არ კაიფობ? მეზობელს მიეციო პირზე რო დაადგა ))))))))))))

არ თქვა, ჩაუშვა საწყალი ქალი იმ ნაბოძარმა წვეროსანმა.. :D

ეგ კი მართალი იქნებოდა მაგარი ჩუმჩუმა ბოზანდარები არიან. ქმარი გემის საჭეს ატრიალებს ცოლი მეზობელს აძლევს.

კი, ეტყობათ.. :D

 

მაგარი ####ები არიან!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :titebi: :facepalm: :dash2: :dash2:

სერიოზული..! :)

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

 

არ თქვა, ჩაუშვა საწყალი ქალი იმ ნაბოძარმა წვეროსანმა.

 

ვაფშე ეგ ტიპი სუ ეგეთ ამბებში იხლართება, ქალები საცემად დასდევენ, აჭარიდან ხო გაქუსლა, ეხლა ეს მეორე ეპიზოდი ნახე: :D

ვიღაცა უეჭველი დაიფენს, კაი ბაევიკი ქალები რო არიან ძვაალმსხვიანები, ორი სამი და გაწიწკნიან წიწილასავით :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და სხვა შიზოფრენიკი ფანატიკოსები პლანეტაზე რომ არიან ეგენიც შეიძლება მოჭკვიანდნენ? რაცხა არა მგონია...

რაცხა მეც მეპარება ეჭვი.. :mda: :)

 

Shaten

 

 

 

ვაფშე ეგ ტიპი სუ ეგეთ ამბებში იხლართება, ქალები საცემად დასდევენ, აჭარიდან ხო გაქუსლა, ეხლა ეს მეორე ეპიზოდი ნახე: :D

http://www.youtube.com/watch?v=Q6P_DoYzxhQ ვიღაცა უეჭველი დაიფენს, კაი ბაევიკი ქალები რო არიან ძვაალმსხვიანები, ორი სამი და გაწიწკნიან წიწილასავით :D

იმენნა სკანდალისტი როჟაა რა.. :cool: :D

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

იმენნა სკანდალისტი როჟაა

ვსიო, ფსევდონიმი მოვუძებნე უკვე: "მამა სკანდალა" დაერხა ფაცეზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

 

ვსიო, ფსევდონიმი მოვუძებნე უკვე: "მამა სკანდალა" დაერხა ფაცეზე.

კაი "კლიჩკაა" :cool: :D :+:

 

გიორგი ქადაგიშვილი, "მამა სკანდალა".. თავის ეკლსიაში (ანუ სადაც "მოღვაწეობს") "ჟესტოკა"-ს ეძახიან, არა? :cool: :D

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრები ხართ შატენ და ქადაგიშვილო!! :D :) :love :v: :+:

ეგ დეგენერატი მღვდლები მჯერა მალე გადაშენდებიან... ან ჩვენ გადაგვაშენებენ ეგენი! ან ერთი ან მეორე! მე უფრო პირველი მინდა :)) :v: :givi:

აუ, როგორ მინდა ვბერტყო "მამა სკანდალა"! :v: :drag:

Edited by შანკარადევა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 6 years later...

გამოდის, რომ მე მოსაკლავი ვყოფილვარ (პოლითეისტი ვარ).:)

რაც შეეხება დახოცვას, სიკვდილს... მკვლელობა ღმერთის სახელით არის უმეცრების მოდუსი (ტამო-გუნა). ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ქადაგებს, რომ ღმერთის სახელით შეიძლება ვიღაცის მოკვლა, არის სრულ უმეცრებასა და სულიერ სიბნელეში მყოფი დემონი და სხვა არავინ. ღმერთი არის სიყვარული, თუ სადმე წერია, რომ ეს ასე არაა, ნიშნავს იმას, რომ ვინც ჩაიწერა, ჩაიწერა ის რაც სურდა და არა ის, რაც ბრძანა უფალმა ან სხვა ვარიანტი, შესაძლოა კონტაქტი ჰქონდა არა ღმერთთან არამედ რაღაც სხვა არსებასთან, ბნელთან, ვისთან, გამოიცანით ვითონ. პროფანაციას განიცდის ყველა რელიგია და ისტორიასაც და წმინდა წიგნებსაც ძირითადად წერენ გამარჯვებულები (ტრიუმფატორები), რომლებიც ხშირად არც იმსახურებდნენ ტრიუმფს.

არსებობს მოსაზრება, რომ მოსეს ღმერთი ადონაი ელოჰიმი არ არის კეთილი სული. არ ვიცი იზიარებთ თუ არა ამ აზრს, მაგრამ ამ იდეას იზიარებენ ბევრნი, მაზდეანები, ბუდისტები, ეზოთერიკები (ზოგიერთები), ათეისტი მეცნიერები და ნეოპაგანისტები.

 

“ძველი აღთქმის ღმერთი სავარაუდოდ ყველაზე უსიამოვნო პერსონაჟია მთელ მხატვრულ ლიტერატურაში: ეჭვიანი და ამით ამაყი; მეწვრილმანე, უსამართლო, პატიების უნარის არმქონე დესპოტი; შურისმაძიებელი, სისხლის მოშურნე და ეთნიკური წმენდის შემოქმედი; ქალთმოძულე, ჰომოფობი, რასისტი, ბავშვების მკვლელი, გენოციდების მოყვარული, შვილების შემომწირველი, ნათესებისა და საქონლის გამნადგურებელი, განდიდების მანიით შეპყრობილი, სადო-მაზოხისტი, ახირებული და ღვარძლიანი მოძალადე.”

 

რიჩარდ დოკინსი. „ღმერთი როგორც ილუზია“. 2006 წელი.

 

ბჰაგავად-გიტა. სიმღერა მეთექვსმეტე.

16.4. ფარისევლობა, ამპარტავნება, სიამაყე, ნარცისიზმი, მრისხანება, უხეშობა - ეს ახასიათებს იმათ, ვინც დაბადებულნი არიან დემონური ბუნებით, ო პრიტჰვის ძეო.

16.17. თვითკმაყოფილნი, თავის მომაბეზრებელნი, სიამაყით აღვსილნი და სიმდიდრით დათრობილნი, ისინი დემონსტრაციულად, პომპეზურად ასრულებენ მსხვერპლშეწირვებს, არ მისდევენ არანაირ წესებს.

16.18. ეგოიზმში, ძალადობაში, სიამაყეში, ავხორცობაში და მრისხანებაში ჩაფლულნი, ეს შურიანი ადამიანები ზიზღით მიყურებენ მე, რომელიც ვარ მათ სხეულებში და სხვა სხეულებში.

16.19. მათ, შურიან და სასტიკ ბოროტმოქმედებს, ადამიანთა შორის ყველაზე უბადრუკებს, მე მუდმივად მხოლოდ დემონურ საშვილოსნოებში ვაგდებ დაბადებისა და სიკვდილის ამ სამყაროში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აპოკრიფი (ძვ. ბერძ. ἀπόκρῠφος — დაფარული, საიდუმლო) — გვიანიუდაური და ადრექრისტიანული ლიტერატურული „არაკანონიკური“ თხზულებები. თავდაპირველად ეს ტერმინი იხმარებოდა გნოსტიკური (ელინისტური ეზოთერული) ხასიათის თხზულებების მიმართ, რადგან გნოსტიკოსები (ეზოთერიკი ელინები და ელინისტები) ცდილობდნენ თავიანთი სწავლება საიდუმლოდ შეენახათ, მოგვიანებით ტერმინი დაუკავშირდა ასევე ადრექრისტიანულ ტექსტებს (სხვადასხვა არაკანონიკურ სახარებებს, ეპისტოლეებს, გამოცხადებებს), რომლებიც ახ.წ. მეოთხე საუკუნეში ტირანი კონსტანტინეს შექმნილი ფსევდო-ქრისტიანული ეკლესიის მიერ არ იქნა ცნობილი „ღვთივშთაგონებულად“ და არ შევიდნენ „ბიბლიურ კანონში“.

აპოკრიფები იყოფა ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის აპოკრიფებად (ე.ი. დაკავშირებულნი არიან იუდო-ელინურ პლაგიატზე დაფუძნებულ კონსტანტინესეულ „ბიბლიასთან“).

იუდაიზმი დაფუძნებული არის ძველ სემიტურ პოლითეიზმზე (კონკრეტულად კი: შუმერულ, ფინიკიურ, ბაბილონურ და ქანაანურ მითოლოგიაზე ე.ი. არის მათი „ადაპტირებული“ პლაგიატი). იუდაიზმმა განიცადა მაზდეანობის ძლიერი ზეგავლენა (კონკრეტულად; იგულისხმება ასურა-მაზდას იგივე აჰურ-მაზდას კულტი). ცნობისთვის; მაზდეანური ზოროასტრიზმი, გახლდათ ერთგვარი რევოლუცია ირანულ რელიგიურ აზროვნებაში; ძველი ირანული მოგვების და დევების ვედური რელიგიის მკაცრი და უხეში ინვერსია.

მაზდეანობა ისევე როგორც ინდური ვედიზმი, დაფუძნებულია პროტო-ინდო-ირანულ რელიგიაზე, რომელიც წარმოიშვა ჰიპერბორეული მისტიკისგან. იუდაიზმშიც და ქრისტიანობაშიც არსებობს ე.წ. აპოკრიფები ანუ საიდუმლო წიგნები, რომელთა წაკითხვაც ასურების შექმნილი „ორთოდოქსიის“ მიერ აკრძალულია და რომლებიც არ შევიდნენ არც "ქრისტიანულ" ბიბლიაში და არც იუდაისტურ „ტანახში“. თავდაპირველად იყვნენ მხოლოდ გნოსტიკოსები. რომის იმპერიაში თავდაპირველად არ იყო არავითარი „ორთოდოქსია“. ის გაჩნდა ახ.წ. მესამე საუკუნეში. ახ.წ. მეოთხე საუკუნეში ტირანმა კონსტანტინემ შექმნა ქრისტიანობის გამრუდებული ფორმა – ორთოდოქსია. ორთოდოქსიამ ახ.წ. 325 წელს აიღეს იუდაისტური და გნოსტიკური წიგნები, ზოგი უარყვეს და ზოგი დაიტოვეს, რაც დაიტოვეს ერთმანეთში კარგად აურიეს, დაამახინჯეს ტექსტების შინაარსი და გაავრცელეს ასეთი ფორმით. ამას უწოდეს "ბიბლია". შემდგომში "ბიბლიის" მრავალი ვერსია შეიქმნა. მინიმუმ ექვსჯერ მაინც გადაიწერა ბიბლია და კიდევ უფრო დამახინჯდა შინაარსი. მაგალითად ე.წ. "ძველ აღთქმაში" საუბარია ძველი სემიტების 72 ღმერთზე (ე.წ. „ელოჰ-იმ-ებ-ზე“ - ელოჰ-იმ, ნიშნავს - ღმერთ-ებს, ესაა ტერმინი ქანაანელთა და ფინიკიელთა ძველი რელიგიიდან), არადა ეს დღევანდელ ვერსიაში მთლიანად დაკარგულია და დამახინჯებულია. ე.წ. "ახალ აღთქმაში" ქრისტეს პერსონა არასწორადაა წარმოდგენილი. იუდეური „იაჰვეს“ კულტიც ხომ საერთოდ აღებულია ფინიკიური პანთეონიდან, სადაც იაჰვე (იგივე იევო ან იამმუ) ცუდი ხასიათების მეათეხარისხოვანი ხულიგანი მოჯანყე ღმერთუკა იყო, რომელიც ბაალმა და მისმა ცოლმა - ანატმა ჩაასიკვდილეს, ეპიკურ ბრძოლაში... და მისი ნაკუწები ქვესკნელში ჩააგდეს. ასეა მითის მიხედვით. ამას გარდა არსებობდა 55 გნოსტიკური სახარება და 20 გნოსტიკური აპოკალიფსი. იყო და არის ასევე იუდაური აპოკალიფსებიც, მაგალითად "მოსეს აპოკალიფსი" და "ადამის აპოკალიფსი". ორთოდოქსებმა (მლეჩხებმა) უარყვეს გნოსტიკური და იუდაური აპოკრიფები იმიტომ, რომ მათში იყო ისეთი ცოდნა, რომლის მიცემაც მასებისთვის არ სურდათ. ორთოდოქსებმა დაიმონეს მასები და შეტენეს ხალხს ებრაული ბოროტი დემიურგი (ამონ-იაჰვე-სეტ-ასურმაზდას გლობალური ენერგოინფორმაციული დივერსიულ-პარაზიტული ფსევდო-რელიგიური ეგრეგორი), რომლის წინააღმდეგაც იბრძოდა პლერომას კეთილი ეონი ქრისტე-პარაკლეტი. თანამედროვე ბიბლია სრული უაზრობაა. ის დაფუძნებულია სუფთა პლაგიატზე და ქადაგებს მიზოგინიას და ჰომოფობიას. მთელი აბრაამისეული ბიბლია ესაა ისიდაიზმის, ელინიზმის, შუმერული, ფინიკიური, ბაბილონური, ქანაანური და ელამური მითოლოგიის და ნაწილობრივ ირანული ზოროასტრიზმის მრუდე პლაგიატი, რაც დასტურდება.

 

ჩვენამდე მოღწეულ ძველ აპოკრიფებს გააჩნიათ არა მარტო ისტორიული მნიშვნელობა, არამედ გარკვეულწილად დიალექტიკურიც, რადგან მათში ასახულია პირველ საუკუნეთა ქრისტიანების შეხედულებები. აბრაამული ქრისტიანული სკოლები და ორთოდოქსი იუდაისტები მათ არ აღიარებენ.

აპოკრიფებს განაკუთვნებენ ე. წ. ძველაღთქმისეულ აპოკრიფებს, აპოკრიფულ სახარებებს, წმიდა მოციქულთა საქმეების ალტერნატიულ ვერსიებს, აპოკრიფულ აპოკალიფსებს და სხვა. ასევე ორთოდოქსული „ეკლესიის“ მიერ ალტერნატიულად აღიარებულ წმინდანთა ცხოვრებებს. ახ. წ. მეოთხე საუკუნეში იმპერატორი კონსტანტინეს თაოსნობით აბრაამიტმა ორთოდოქსმა „ქრისტიანებმა“ ისინი უარყვეს და ანათემას გადასცეს. ახ. წ. მეოთხე საუკუნეში გნოსტიციზმი აიკრძალა და გამოცხადდა მცდარ მოძღვრებად, იგივე ბედი ეწიათ სხვა ბერძნულ და იუდეურ მისტიკურ-ფილოსოფიურ სწავლებებსაც, აიკრძალა მათი წიგნებიც და განადგურდა ანტიკური სამყარო. ორთოდოქსებს არ აწყობდათ აპოკრიფული ეზოთერული წიგნები, რადგანაც ეშინოდათ მათში არსებული ცოდნის და იმიტომაც, რომ აპოკრიფული ფილოსოფია ეწინააღმდეგებოდა კონსტანტინეს შეთხზულ დოგმატიკას. ორთოდოქსებს მუდამ ეშინოდათ ცოდნის და სურდათ რომ ხალხი უმეცრებაში ჰყოლოდათ, რათა კარგად და მარტივად ემართათ. ეს არის იდეოლოგიური ბრძოლა. აპოკრიფებში დევს სულ სხვა ფილოსოფია და დოგმატიკოსებს ეს არ მოსწონთ. იაჰვეს მიმდევრებს სურთ ფაქტების დამალვა, მათ მუდამ ახასიათებდათ ცოდნის აკრძალვა.

ძველაღთქმისეული აპოკრიფები

ძველაღთქმისეულ აპოკრიფებს ჩვეულებისამებრ განაკუთვნებენ ენოქის წიგნს, იუბილეთა წიგნს, თორმეტი პატრიარქის აღთქმას და სოლომონის ფსალმუნებს. ყველა მათგანი დაიწერა ელინისტურ პერიოდში ეზრას ძველი აღთქმის კოდიფიკაციის შემდეგ, მაგრამ მათ მეორადკანონიკურ წიგნთაგან განაცალკევებენ მათი იდუმალი (ეზოთერული) შინაარსის გამო.

ძველაღთქმისეულ აპოკრიფებს ასევე განეკუთვნებიან:

ეზრას მესამე წიგნი

ენოქის სლავური წიგნი

ბარუქის სირიული და ბერძნული აპოკალიფსისები ("ბარუქის ხილვა")

"მოსეს ამაღლება"

"ისაიას წამება"

"იობის აღთქმა"

სიბილას წიგნების იუდაური განყოფილებანი

"ისაიას ხილვა"

"აბრაამის აღთქმა" ("აბრაამის გამოცხადება", "აბრაამის სიკვდილი")

"მელქისედეკი"

ახალაღთქმისეული აპოკრიფები

1. სახარება სიყრმისა (ქრისტესი)

2. პეტრეს სახარება

3. იუდას სახარება

4. სახარება ეგვიპტელთაგან

5. ებრაელთა სახარება

6. ჭეშმარიტების სახარება

7. მარიამის სახარება

8. თომას სახარება

9. ფილიპეს სახარება

11. ნიკოდიმოსის სახარება

12. ბარნაბას სახარება

13. ევას სახარება

14. ღვთისმშლობლის მიმოსვლა ჯოჯოხეთში

15. ჰერმესის "მწყემსი"

16. დიდაქე

17. იაკობის პროტოსახარება

აპოკრიფული სახარებები

რადგან კანონში შევიდა მხოლოდ 4 სახარება, რომელთაგან მხოლოდ 2 დაიწერა უშუალოდ ქრისტეს მოციქულთა მიერ, ქრისტიანულ სამყაროში ხშირად ჩნდებოდა იდეა, რომ ეს სია შეევსოთ სხვა მოწაფეთა (პეტრეს, იუდას, ფილიპეს, თომას), ან კიდევ იესოსთან დაახლოვებულ პირთა (უფლის ძმა იაკობი, მარიამი, ნიკოდიიმოსი) სახარებებით. ჩვენამდე მოაღწია 50-მდე აპოკრიფულმა სახარებამ. ავტორები აგროვებდნენ ზეპირ გადმოცემებს, რომლებიც შესაძლო იყო დავიწყნოდათ, ან აღწერდნენ იმ მოვლენებს, რომლებზეც კანონიკურ სახარებებში მხოლოდ მიანიშნებენ. ზოგჯერ სახარებისეულ ამბებს გადმოსცემდნენ ჩვეულებრივი მეტყველებითი ფორმით. ამ ტექსტების ავტორები საკუთარ სახელებს არ წერდნენ, არამედ თავიანთი თხზულებებისთვის დიდი მნიშვნელობა რომ მიენიჭებინათ მათ ავტორებად ასახელებდნენ რომელიმე მოციქულს ან მათ მოწაფეს. აპოკრიფულ სახარებათა შინაარსი მრავალფეროვანია, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს "სიყრმის სახარება".

"სიყრმის (ბავშობის) სახარება" მიეწერება მოციქულ თომას.

"ფსევდო-მათეს სახარება" ანუ "წიგნი ნეტარი მარიამის წარმომავლობისა და მაცხოვრის ბავშვობის შესახებ" იესოს სიყრმის პერიოდზე იუწყება.

"იაკობის სახარება" ("იაკობის პროტოსახარების" გაგრძელება). იესოს ბავშვობა ჩასახვიდან 12 წლამდე. ჩასახვა, შობა, გაქცევა და ცხოვრება ეგვიპტეს 3 წლის განმავლობაში, დაბრუნება ნაზარეთში 12 წლამდე. ტექსტის წარმომავლობა უცნობია.

"იოსების წიგნი" - იოსებ დამწინდველის ისტორია.

"სიყრმის სახარების" არაბული ვერსია - მაცხოვრის ცხოვრებაზე ეგვიპტეში;

"ტიბეტური სახარება" (ანუ "ტიბეტური თქმულება იესოზე") - ეს არის "სიყრმის სახარებათა" ერთ-ერთი ვერსია, რომლის თანახმადაც იესომ თავისი ადრეული წლები ინდოეთის ტიბეტში გაატარა.

"იესო ტაძარში" – 12 წლის იესოს 3 დღიანი დავა იუდეველ ფარისევლებთან იერუსალემის ტაძარში უკვე განკაცებული მესიის გამო. ტექსტის წარმომავლობა და ავტორი უცნობია.

სხვა აპოკრიფული სახარებები

"აპელესისი სახარება"

"ესეების სახარება"

"მარკოზის საიდუმლო სახარება"

"ანდრიას სახარება" (მას მიეწერება ციტატა: "ჩრდილოეთის წარმართებთან ნუ ივლით, რადგან ისინი უცოდველნი არიან, არ უწყიან ვნებები და ისრაელის სახლის ცოდვანი, თუმცა თვით აპოკრიფი არანაირი სახით არ შენარჩუნდა).

მოციქულთა აპოკრიფული საქმეები

"პეტრესა და პავლეს საქმენი"

"ბარნაბას საქმენი"

"ფილიპეს საქმენი ელადაში"

"თომას საქმენი" (უძველესი წარმომავლობის)

"იოანეს საქმენი"

"ქალწულ მარიამის მიძინება"

"წმიდა მოციქულისა და მახარებლის იოანე ღვთისმეტყველის საქმენი"

"მოციქულ მატათას საქმენი და მარტვილობა"

"პავლეს საქმენი"

"პავლესა და თეკლეს საქმენი"

"საქმენი წმიდისა მოციქულისა თადეოსისა, რომელიც იყო ერთ-ერთი თორმეტთაგანი"

"ფილიპეს საქმენი"

"წმიდა მოციქულ პავლეს მარტვილობა"

"წმიდა და ქებული მოციქულის ანდრია პირველწოდებულის მარტვილობა"

"ადა მოციქულის სწავლება"

"მოციქულთა საქმეების 29-ე თავი"

მოციქულთა აპოკრიფული ეპისტოლეები

"ავგაროზის ეპისტოლე ქრისტეს"

"ქრისტეს ეპისტოლე ავგაროზს"

"მოციქულ პავლეს მიმოწერა სენეკასთან" (14 წერილი, მოიხსენიება იერონიმე სტრიდონელიდან მოყოლებული, ვიდრე XV – XVI საუკუნეებამდე. მიიჩნეოდა ნამდვილ თხზულებად, მაგრამ შემდეგ დადგინდა მისი აპოკრიფულობა).

"ეპისტოლე ლაოდიკიელთა მიმართ"

"კლიმენტ ეპისკოპოსის ეპისტოლენი" (5 ეპისტოლე)

"მოციქულ ბარნაბას ეპისტოლე"

"მოციქულ პეტრეს ეპისტოლე მოციქულ იაკობისადმი"

"თორმეტი მოციქულის ეპისტოლე"

"მოციქულ პავლეს მესამე ეპისტოლე კორინთელთა მიმართ"

"დიონისე არეოპაგელის ეპისტოლე"

"წმ. იოანე ღვთისმეტყველის სიტყვა"

აპოკრიფული აპოკალიფსისები

აპოკრიფული აპოკალიფსისების რაოდენობა ძალზედ ბევრია, მაგრამ მთლიანობაში ჩვენამდე მხოლოდ ზოგიერთმა მოაღწია:

"იოანეს აპოკალიფსისი" (რომელიც არსებითად განსხვავდება კანონიკურისგან)

"იოანეს აპოკალიფსისი" (სხვა თხზულება, რომელიც აღმოაჩინეს 1595 წელს)

"პეტრეს აპოკალიფსისი"

"პავლეს აპოკალიფსისი"

"ბართლომეს გამოცხადება"

სხვა ახალაღთქმისეული აპოკრიფები

"მოციქულ პავლეს ჩასვლა ჯოჯოხეთში"

"იოანეს საიდუმლო წიგნი"

"იაკობის საიდუმლო წიგნი"

"მაცხოვრის დიალოგი"

"თომას წიგნი"

"სამი მღვდელმთავრის საუბარი"

"აფროდიტიანეს თქმულება"

აპოკრიფები, რომლებიც ეძღვნება წმინდანებს

"ღვთისმშობლის სიზმარი და თქმულება 12 პარასკევის პატივისცემის შესახებ"

"თქმულება თორმეტ პარასკევზე"

"თქმულება მაკარი რომაელზე"

"თქმულება თევდორე ტირონის გმირობაზე"

გვიანდელი და თანამედროვე ფსევდოსაეკლესიო აპოკრიფები

"მშვიდობის სახარება ესეელთაგან" - ცნობილია მხოლოდ ედმონდ ბორდო სეკეის პუბლიკაციიდან, რომელიც ამტკიცებს, რომ ამ ტექსტს გაეცნო 1923 წელს ვატიკანის საიდუმლო არქივებში. სეკეის მიერ გამოქვეყნებულ აპოკრიფულ ტექსტში ქრისტე ასწავლის, რომ მამა-ღმერთის თაყვანისცემის გარდა საჭიროა დედა-მიწის და მისი ანგელოზების თაყვანისცემაც. ის ასევე ასწავლის ადამიანებს, რომ უნდა იყვნენ ვეგეტარიანელები და არ შეამზადონ საკვები ცეცხლზე.

წყაროები: ru.wikisource.org და ru.wikipedia.org

 

ახ.წ. 325 წელს მოხდა ქრისტიანული რელიგიის კოდიფიკაცია იმპერატორი კონსტანტინეს მიერ და დაიწყო ერეტიკოსების დევნა. კონსტანტინეს მიზნად ჰქონდა დასახული ქრისტიანობის, როგორც ახალი და ძლიერი რელიგიის გამოყენება რომის იმპერიის გადასარჩენად, მაგრამ საბოლოოდ იმპერია მაინც დაიშალა და სიმრთელე ვერ შეინარჩუნა. ამის გარდა, სისხლიან მსხვერპლშეწირვებში და ჰედონიზმში ჩაფლული წარმართებისთვის ქრისტიანობის ტრიუმფი იყო უგრაკარმა. შემდგომში თეოდოსიუს პირველმა გამოაცხადა სიმფონიის პრინციპი ანუ კონკორდატი ქრისტიანულ ორთოდოქსულ ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის.

 

ქრისტიანებს უყვართ საუბარი იმაზე, რომ მათი ეკლესია პირველი საუკუნიდან დაწყებული იყო ერთიანი და ცენტრალიზებული სისტემა ფორმირებული და ჩამოყალიბებული დოგმატებით, რიტუალებით, რწმენის სიმბოლოებით, მაგრამ ეს სიცრუეა. ეს ასე არ არის. მეცნიერული კვლევების თანახმად ადრეული ქრისტიანობა ახ.წ. 325 წლამდე ანუ კოდიფიკაციამდე, იყო ანარქისტული კომუნების უსისტემო ქსელი მთელი იმპერიის მასშტაბით, ყოველგვარი ცენტრალიზაციის გარეშე. რატომ იყო ასე? იმიტომ რომ ქრისტიანობა იყო არალეგალური აკრძალული რელიგია. ეს იყო არაოფიციალური მარგინალური კულტი. ქრისტიანობას ტრადიციონალისტი რომაელები განიხილავდნენ როგორც დესტრუქციულ ტოტალიტარულ მარგინალურ სექტას, რადგანაც დაფუძნებული იყო ანარქო-კომუნიზმის პრინციპებზე და ეურჩებოდა ხელისუფლებას. ადრეული ქრისტიანობა იყო ნაირფერი სექტების ერთობლიობა, სხვა არაფერი. ამასთან აღსანიშნავია, რომ ახ.წ. 325 წელს მოხდა არა ქრისტიანობის ცენტრალიზება და სისტემაში მოყვანა, არამედ უბრალოდ ერთმა კონკრეტულმა სექტამ - მართლმადიდებელი კათოლიკეების სექტამ გაიმარჯვა და ეს სექტა გაბატონდა ჯერ მთელი რომის იმპერიის მასშტაბით, ხოლო შემდეგი 1000 წლის მანძილზე თითქმის მთელ მსოფლიოში, თუმცა რაც ყველაზე სასაცილოა, ამ სექტამაც განიცადა ტრანსფორმაცია და დაიშალა სამ ნაწილად: მართლმადიდებლობად, კათოლიციზმად და პროტესტანტიზმად. პრინციპში ამ სამი განშტოების გარდა წარმოიშვნენ სხვადასხვა ბევრად უფრო წვრილი სექტებიც. ქრისტიანობის დანაწევრების პროცესი გრძელდება დღესაც. მოკლედ; ერთიანი ეკლესია არ იყო, არ არის და არც იქნება ოდესმე (ეგ კი არა ჩემი საკუთარი ინდუიზმიც კი არაა ერთიანი). ქრისტიანობა ეს იყო ანარქო-კომუნისტური დ ი ვ ე რ ს ი ა.

ომ ნამო ბჰაგავატე ვასუდევაია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიბლეისტებმა ბრუნო ბაუერმა, ფერდინანდ კრისტიან ბაურმა და ფრიდრიხ დევიდ შტრაუსმა დაამტკიცეს, რომ პირველი ორი საუკუნის მანძილზე არ არსებობდა არავითარი ერთიანი მონოლითური ბიბლიური ტექსტი (ბიბლიური კანონი) ან ეკლესია (ორგანიზაცია ცენტრალიზებული). ცენტრალიზებული ეკლესია არ იყო, არ იყო არც ბიბლია. სამაგიეროდ არსებობდნენ სხვადასხვა სექტები და არსებობდა მრავალი სახარება, მრავალი ეპისტოლე და მრავალი აპოკალიფსი, რომელთა ჩაწერა დაიწყო მხოლოდ მეორე საუკუნის მეორე ნახევარში, მანამდე ყველა ევანგელე (სახარება), ეპისტოლე და ა.შ. გადაეცემოდა ზეპირსიტყვიერად. ერთიანი ეკლესია მონოლითური, შეიქმნა ახ.წ. 314-325 წლებში. ბიბლიური ტექსტის ჩამოყალიბება კი 325 წელსაც კი არ იყო დასრულებული. ტექსტის (კანონის) ფორმირება გრძელდებოდა შემდეგი საუკუნეებიც. "ერეტიკული" სექტები განადგურდნენ, ხოლო ორთოდოქსებმა ხელში ჩაიგდეს რომის იმპერია.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის ძველი ხელნაწერები ხელთ გვაქვს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ტექსტი ბიბლიის რაც გვაქვს ხმარებაში ახლოსაა ორიგინალთან, ყველა ისე ჭრის და კერავს, როგორც უნდა, ბიბლიის გაყალბების პრპცესი ჯერ კიდევ 325 წელს დაიწყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძველი აღთქმა ესაა სერიოზულად პროფანირებული იუდეური თანახი (ებრაული ბიბლია).

რაც შეეხებათ კანონიკურ სახარებებს (კანონიკურ ოთხთავს), ვისი დაწერილია ეშმაკმა უწყის. ის, რომ ეგ წიგნები მათემ, მარკოზმა, ლუკამ და იოანემ დაწერეს, სჯერათ მხოლოდ ვარდისფერი სათვალეების მფლობელ რომანტიკულ და სენტიმენტალურ ქრისტიანებს. რაბინებმა შესანიშნავად იციან, რომ ქრისტიანული ლიტერატურა და დოგმები სრული ფიქციაა. იუდეველთაგან ერთადერთი ჯგუფი, რომელსაც სჯერა მესია ქრისტესი ესაა ორგანიზაცია "ებრაელები იესოსათვის" და ეგეც იმიტომ, რომ მარგინალური ფსევდო-იუდეური სექტაა.

 

საკუთარი თვალით მაქვს წაკითხული და შედარებული თანახი და "ძველი აღთქმა". განსხვავდებიან როგორც ცა და მიწა.

 

რომაელ წარმართებს ჰქონდათ აბსოლუტურად არასწორი პოლიტიკა ადრეულ ქრისტიანებთან მიმართებაში. ადრეულ ქრისტიანებს სურდათ მოწამეობა, რომაელ წარმართებს კი ეს არ ესმოდათ, მათ არ ესმოდათ ქრისტიანების ფსიქოლოგია და ის, რომ ისინი ადრე თუ გვიან შურს იძიებდნენ, ასეც მოხდა 314-325 წლებში.

 

ქრისტიანებს ყოველთვის უნდოდათ ძალაუფლების ხელში ჩაგდება, 314 წელს მათი ლეგალიზება მოხდა და 392 წელს ერთადერთ ლეგალურ რელიგიად გამოცხადდნენ რომის იმპერიაში და საბოლოოდ რა მიიღეს? არაფერი. ჯერ 1054 წლის დიდი სქიზმით ორად გაიყო მათი "ერთიანი კათოლიკე მართლმადიდებელი სამოციქულო" ეკლესია, მერე სამად და ბოლოს შეიქმნა ერთის მაგივრად ათასობით სექტა. კათოლიკეებს გამოეყვნენ პროტესტანტები, პროტესტანტები კი დაიშალნენ ასობით და ათასობით სექტად. მათ (ქრისტიანებმა) მაინც ვერ მიიღეს რაც უნდოდათ, ერთიანი ეკლესია და მსოფლიოზე ერთპიროვნული ჰეგემონია. მსოფლიოში 7,7 მილიარდი ადამიანიდან მხოლოდ 2,4 მილიარდია ქრისტიანი, ასე რომ...

 

ქრისტიანებს ყოველთვის უნდოდათ ძალაუფლების ხელში ჩაგდება, 314 წელს მათი ლეგალიზება მოხდა და 325 წელს ერთადერთ ლეგალურ რელიგიად გამოცხადდნენ რომის იმპერიაში და საბოლოოდ რა მიიღეს? არაფერი. ჯერ 1054 წლის დიდი სქიზმით ორად გაიყო მათი "ერთიანი კათოლიკე მართლმადიდებელი სამოციქულო" ეკლესია, მერე სამად და ბოლოს შეიქმნა ერთის მაგივრად ათასობით სექტა. კათოლიკეებს გამოეყვნენ პროტესტანტები, პროტესტანტები კი დაიშალნენ ასობით და ათასობით სექტად. მათ (ქრისტიანებმა) მაინც ვერ მიიღეს რაც უნდოდათ, ერთიანი ეკლესია და მსოფლიოზე ერთპიროვნული ჰეგემონია. მსოფლიოში 7,7 მილიარდი ადამიანიდან მხოლოდ 2,4 მილიარდია ქრისტიანი, ასე რომ...

 

ქრისტიანული ქორონიკონის შესახებ ორიოდე სიტყვა + ინდოეთი

 

ახ.წ. 325 წელს რომის იმპერიაში ქრისტიანული რელიგიის ტრიუმფის შემდეგ, საუკუნეთა მანძილზე ევროპელებს სჯეროდათ, რომ "ღმერთმა" სამყარო შექმნა სულ რაღაც რამოდენიმე ათასი წლის წინ და დღესაც სჯერათ ფანატიკურად განწყობილ მორწმუნეებს, რომ სამყაროს ასაკი 7807 წელია. ამას ეწოდება "ქრისტიანული ქორონიკონი". არსებობდა ქორონიკონის რამდენიმე ვერსია მცირედი განსხვავებებით, ესენია: ქართული ქორონიკონი, ანტიოქიური ქორონიკონი, ბიზანტიური ქორონიკონი და ალექსანდრიული ქორონიკონი.

XV-ე საუკუნეში ინდოეთის ტერიტორიაზე კოლონიების დაარსება იწყეს პორტუგალიელმა და ესპანელმა მისიონერებმა, შემდგომში იგივეს გაკეთება სცადეს, დანიელებმა, ავსტრიელებმა, შვედებმა, ჰოლანდიელებმა და ბრიტანელებმა. მათ სცადეს ოსტ-ინდური სამხედრო კომპანიების შექმნა. ყველაზე მეტად გაუმართლათ ბრიტანელ ანგლიკანებს, რომლებმაც მოგოლებს წაართვეს მთელი ინდოეთი და ბოლოს უშუალოდ დედოფლის გვირგვინს დაუქვემდებარეს მთელი ჰინდოსტანი. ცხადია ბრიტანელები ცდილობდნენ ინდური რელიგიების დისკრედიტაციას და "ბარბაროსობად" შერაცხვას. ანგლიკანებს თავიანთი მისიონერული ინტერესები ჰქონდათ და ასეთ პირობებში XVIII-ე საუკუნეში შეიქმნა "აკადემიური მეცნიერება" - ინდოლოგია. პიონერები იყვნენ: ჰენრი ტომას კოლბრუკი, უილიამ ჯონსი, ავგუსტ ვილჰელმ შლეგელი, მაქს მიულერი და სხვები.

ევროპელები (ბრიტანელები) ინდურ რელიგიებს აანალიზებდნენ ანგლიკანური ქრისტიანული თეოლოგიის პოზიციიდან და მუდმივად ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ყველაფერი რაც მოსეს ხუთწიგნეულში წერია აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, ხოლო ინდურ მითებს თავისმხრივ აცხადებდნენ "ველურ ზღაპრებად" და "ერესად". განსაკუთრებით ზარავდათ მისიონერებს ტანტრული კულტები. შემდგომში ინდუიზმის "შესწავლა" იწყეს დარვინისტებმაც, რათა დაედასტურებინათ დარვინის თეორიების სისწორე. დღესაც ინდოლოგია ძირითადად ეყრდნობა ქრისტიანი და დარვინისტი "მკვლევარების" შეთხზულ თეორიებს. ცხადია ეს მისიონერები უარყოფდნენ ინდუისტურ დოქტრინებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახ.წ. 314 წელს რომის წ ა რ მ ა რ თ მ ა იმპერატორმა კონსტანტინე "დიდმა" გამოსცა მილანის ედიქტი და მოახდინა ქრისტიანობის ერთ-ერთი სკოლის – ორთოდოქსიის ლეგალიზება. ამას მოჰყვა ელინისტური რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის გაჩაღება, ყველაფერი დაიწყო არტემისის ტაძრების და ქურუმების ლიკვიდაციით და დასრულდა 529 წელს მისი საბოლოო ლიკვიდირებით. ცხადია საუბარია ფიზიკურ განადგურებაზე. კონსტანტინე მხოლოდ სასიკვდილო სარეცელზე მოინათლა სხვათაშორის... ვინც არ იცის იმათთვის ვამბობ. 325 წელს ამ "დიდმა" იმპერატორმა შეკრიბა ორთოდოქსი იერარქები და ოფიციალურად დაგმო გნოსტიკური რელიგია. დაიწყო გნოსტიკოსების დევნა და ლიკვიდაცია. საუბარია ფიზიკურ ლიკვიდაციაზე. გნოსტიკოსები ან უარყოდნენ ებრაულ თანახს ანუ "ძველ აღთქმას" ანდა განსხვავებულად განმარტავდნენ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთავარი ის კი არაა მიგვიწვდება თუ არა ხელი ბიბლიის ორიგინალურ ვერსიაზე, არამედ იმაზე, ქადაგებს თუ არა ქრისტიანობა ჭეშმარიტებას და არის თუ არა რეალობასთან ახლოს ქრისტიანული ქორონიკონი, პასუხი (ჩემი პასუხი): არა. საქმე საქმეზე თუ მიდგა ჩემთვის იუდაიზმი და ისლამი ბევრად უფრო ავტორიტეტულია ვიდრე ქრისტიანობა და არა მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი უნიტარული (და არა ტრინიტარული) მონოთეიზმის გამო. ორიგინალური აბრაამული ტრადიციაა - იუდაიზმი და თან კლასიკური იუდეური ორთოდოქსია და არა რეფორმისტები, სხვა ყველაფერი - აბსურდია.

პირადად მე შივაიზმის, შაკტიზმის და ნეოპლატონიზმის (კლასიკური ნეოპლატონიზმის) მომხრე ვარ და არასოდეს გავხდები ქრისტიანი, საქმე საქმეზე რომ მიდგეს იუდაისტი უფრო გავხდები ვიდრე ქრისტიანი, მით უმეტეს, რომ რაბინები უკვე არაებრაელებსაც იღებენ იუდაიზმში.

 

პირადად მე მართლმადიდებლობას და პროტესტანტიზმს მირჩევნია კლასიკური კათოლიციზმი, ნესტორიანელობა და არიანელობა.

 

ორიგენიზმი და ავგუსტინიზმიც მომწონს.

 

არ მომწონს ქრისტიანული ესქატოლოგია, ამით ყველაფერია ნათქვამი. ქრისტიანულ (და ზოგადად აბრაამულ) ესქატოლოგიას უფრო ზოროასტრიული (მაზდეანური) სჯობს (ჩემთვის პირადად), როგორც მონოთეისტური (ან მონოლატრიული) ესქატოლოგიის გაცილებით ძველი ვარიანტი, შექმნილი ძვ.წ. მეექვსე საუკუნეში მცხოვრები წინასწარმეტყველი ზარდუშტ სპიტამას (ზარათუსტრას) მიერ. შესაძლოა ზარათუსტრა უფრო ადრეც ცხოვრობდა. ზუსტად არ ვიცით.

 

არც მაზდეანური დაკრძალვა მზარავს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...