Jump to content
Planeta.Ge

რას წააგებს, ან მოიგებს უკრაინა იანუკოვიჩის საქციელით?


Recommended Posts

FRIDRIX

იანუკოვიჩი არის კაგებეს აგენტი ნაძირალა თავისი ქვეყნის მოღალატე და მას დაამხობენ გაანადგურებენ

 

პოლიტიკური განადგურება მსუბუქი ვერსიაა ურო მეტი სიმძაფრეა საჭირო

და მიუხედავად ამისა ის არის ჩვენი მოძმე ერის - უკრაინელების მიერ გაუყალბებელი არჩევნებით არჩეული პრეზიდენტი.

დარწმუნებული ვარ თუ იანუკა ისე არ მოიქცევა, როგორც ამას ელოდება 40 მილიონიანი უკრაინის მოსახლეობის უმეტესობა მას გააბრძანებენ პოლიტიკის სანაგვეზე.

 

 

ვინ ვინა და აი ჩვენ რა გვალაპარაკებს ვერ გამიგია, ბოლო დროს რაცხა მოგვიმრავლდა უაზრო უკმეყოფილობები, ხან ჯულიანის ვაკრიტიკებთ, ხან დასავლეთს პოლიტიკას ვუწუნებთ, ხან ყირგიზეთის შეცდომებს ვითვლით, რუსეთზე და ჩვენს სხვა მეზობელზე ხომ ბაზარი არაა.

დარჩა რომელიმე ვინს პრეზიდენტის "მახვილ ხედვას" გამოეპარა?

 

მოკლედ პოლიტიკური კლიმაქსი გვაქვს და ვერ მიმხდარვართ რა.

 

ყველამ თავის მამიდას მიხედოსო ამ დროს ამბობენ მგონი.

 

 

 

პ.ს. მიხედავს რამენაირად ჩვენი ჩარევისა და რჩევების გარეშე უკრაინელი ხალხი თავის თავს. პრორუსული ქონდათ პოლიტიკა თუ პროპორტუგალიური ნაკლებად საინტერესოა. უფრო საინტერესოა თუ როგორ მოახერხა უკრაინამ, რომელსაც ჩვენთან შედარებით გაცილებით უფრო დიდი ტერიტორიული პრობლემა შეიძლება ქონოდათ რუსეთთან ვიდრე ჩვენ, მოახერხა ცხელი კონფლიქტის თავიდან აცილება, ყველა ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანდა, მოახერხა თავისუფალი, გაუყალბებელი არჩევნების ჩატარება და მყარად ადგას დემოკრატიული განვითარების გზას.

დღესდღეობით მათი პოზიციები მსოფლიოში ჩვენთან შედარებით განუზომლად უფრო ძლიერია.

უკრაინა არშემდგარი სახელმწიფო არ არის, რომ ასე ადვილად ათამაშოს თავის ნებაზე ვინმემ, იანუკოვიჩი იქნება ის, თუ პუტინი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 52
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

უფრო საინტერესოა თუ როგორ მოახერხა უკრაინამ, რომელსაც ჩვენთან შედარებით გაცილებით უფრო დიდი ტერიტორიული პრობლემა შეიძლება ქონოდათ რუსეთთან ვიდრე ჩვენ, მოახერხა ცხელი კონფლიქტის თავიდან აცილება

იმით მოახერხა რომ ჩვენზე გაცილებით დიდია და გაცილებით უფრო დასავლეთით მდებარეობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმით მოახერხა რომ ჩვენზე გაცილებით დიდია და გაცილებით უფრო დასავლეთით მდებარეობს.

რათქმაუნდა ესეცაა Saturn, მაგრამ ისეთი გაქნილი და უსინდისო პროვოკატორები, როგორებიც რუსეთის დღევანდელი მმართველები არიან, დარწმუნებული ვარ ცდას არ დააკლებდნენ ამისათვის, მაგრამ როგორც იტყვიან - მოვიდა წვიმა და დახვდა ქვაო.

ჩვენთან კი რაც დახვდა არ ვიტყვი ხმამაღლა. :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

 

 

აფხაზეთის ომამდე ძალიან სერიოზულად განიხილებოდა რუსების მხრიდან ომის ორი ვარიანტი, ან აფხაზეთი, ან ყირიმი, მიზანი ერთი იყო, შავი ზღვის კონტროლის შენარჩუნება. არჩეული იქნა აფხაზეთი. ელემენტარული არითმეტიკიდან გამომდინარე, ეს მათთვის გაცილებით იოლი და იაფი იყო იმ დროს.

 

სწორედ ამის გამო იყო აქ რომ იბრძოდნენ ჩვენს მხარეს უკრაინელი ნაციონალისტები აფხაზეთში. რომ არა ეს ომი, ეხლა ჩვენთან იქნებოდა იგივეო, თავად ამბობდნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

ჩვენთან რუსეთთან დაპირისპირება ეროვნულ სპორტად იქცა.

ნაცმოძრაობისთვის ეს ბიზნესია

და პატარ პატარა პარტიებისთვის კიდო, ვინც ნაცმოსგან ფინანსდება :018:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვიცით უკვე,რომ შავი ზღვის ფლოტი 17 წლის შემდეგ 25–ი წელი კიდევ დარჩება სევასტოპოლში.რუსეთმა ვალდებულება აიღო მაგ რეგიონის ინფრა სტრუქტურის განვითარებაზე მთელი ამ ხნის განმავლობაში.იანუკოვიჩმა არა კონსტიტუციური ხელშეკრულება გააფორმა ამ მხრივ რუსეთთან,მაგრამ ყოველ წლიურად 4 მილიარდი დოლარი(თუ არ მეშლება)კარგი ფულია ქვეყნისთვის.

 

გაზის საფასური თუ არ მეშლება 100 დოლარით შეუმცირეს უკრაინას.

 

 

მოკლედ დაწერეთ რა, რა ხეირი ამითი უკრაინას?

 

 

ეს თემა იმიტომ გავხსენი,რომ ბევრი რამ ეკუთვნის რუსებს საქართველოში და პარალელები გავატაროთ და დაგარწმუნებთ იმაში,რომ მიშას ხელისუფლებამ დასავლეთის და ამერიკის წაქეზებით დიდი შეცდომები დაუშვა.

 

 

არაფერს არ აგებს, გარდა იმისა რომ მის ქვეყანას განვითარების შანსს აძლევს. გუშინ უკვე ჰილარი კლინტონმა განცხადა რომ მივესალმებით ასეთ დაბალანსბულ პოლიტიკასო, ფოგ რასმუსენმაც, კარგია რომ რუსეთთან საუბრობსო. და საერტოდ ევროპა და ამერიკა მეძავეები ვართ, როცა გვინდა მაშინ გაგყიდით და არ უნდა იყო ძალინ იდიოტი რომ ქვეყანა გადააყოლო ჩვენს მეძავეობასო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

proletari

 

საერტოდ ევროპა და ამერიკა მეძავეები ვართ, როცა გვინდა მაშინ გაგყიდით და არ უნდა იყო ძალინ იდიოტი რომ ქვეყანა გადააყოლო ჩვენს მეძავეობასო

აი ეს ბოლო წინადადება განსაკუთრებით სწორია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს რა ისტერიაა, რა არის?

 

რა წააგო? სერიოზულად გეკითხებით!

 

ტერიტორიები დაკარგა? - არა.

მატერიალურად აზარალა საკუთარი ქვეყანა? - არა.

რომელიმე სტრატეგიულ, მითუმეტეს არასტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა და მომავალი პერსპექტივები გაიფუჭა? - არა.

უმუშევარი დატოვა ვინმე? - არა.

ხალხი დახოცა? - არა.

 

მატერიალური დოვლათი მიაღებინა საკუთარ ქვეყანას? - კი.

სტრატეგიულ პარტნიორთან და მეზობელთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა? -კი.

 

ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო რა...ევროკავშირთან, ნატოსთან, აშშ-სთან ურთიერთობა არ გაფუჭებია ამის გამო, იმ ბაზებს მაინც ვერ გააყვანინებდა ვერაფრით. ხოდა ადგა და ორი კურდღელი ერთად დაიჭირა თან დიდ ფულს იღებს მისი ქვეყანა იმაში რასაც მიჩვეულები არიან და ვერც შეცვლიან, თან დაძაბული ურთიერთობის ნორმალიზება მოახდინა.

 

P.S. ვინც მე ჩემი ამ მოსაზრების გამო რუსეთუმედ, მოღალატედ და ა.შ. ჩამთვალოს, მის სინდისზე იყოს და ჩემზე მოღალატე და რუსეთუმე კაცი არ ანახოს და არ გააგონოს ღმერთმა ცხოვრებაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როცა ედუარდ ორჯონიკიძე დასვეს რუსებმა, სანაცვლოდ აფხაზეთი და სამაჩაბლო მიიღეს,ასევე ირანელებმა 368 წელს სკამის სანაცვლოდ ვარაზ -ბაკურისგან რანი და მოვაკანი მიიღეს,ბიზანტიელებმა 591 წელს ხოსრო-2 დასმისთვის-- ქართლი და სომხეთი და ა.შ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

 

ჯერ ერთი ამას გადაავლეთ თვალი: http://planeta.ge/index.php?showtopic=20682&hl=

 

მეორეც, აფხაზეთი და სამაჩაბლო (განსაკუთრებით) რუსებმა შევარდნაძემდე მიიღეს რამდენადაც მახსოვს და თუ შეიძლება აქ ნუ ვილაპარაკებთ იმაზე ვისი არასწორი ნაბიჯების და განცხადებების გამო დაიწყო იქ ომები.

 

მესამეც, უკრაინას მტკაველი არ მიუცია რუსებისთვის და თუ ყირიმს გულისხმობთ იქ რუსები იმაზე მეტი ხანია დგანან, ვიდრე საქართველოში, თანაც კაცმა რომ თქვას რუსებმა მიუერთეს ეგ ტერიტორია უკრაინას, ისევე როგორც მაგალითად აჭარა საქართველოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს რა ისტერიაა, რა არის?

 

რა წააგო? სერიოზულად გეკითხებით!

 

ტერიტორიები დაკარგა? - არა.

მატერიალურად აზარალა საკუთარი ქვეყანა? - არა.

რომელიმე სტრატეგიულ, მითუმეტეს არასტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა და მომავალი პერსპექტივები გაიფუჭა? - არა.

უმუშევარი დატოვა ვინმე? - არა.

ხალხი დახოცა? - არა.

 

მატერიალური დოვლათი მიაღებინა საკუთარ ქვეყანას? - კი.

სტრატეგიულ პარტნიორთან და მეზობელთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა? -კი.

 

ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო რა...ევროკავშირთან, ნატოსთან, აშშ-სთან ურთიერთობა არ გაფუჭებია ამის გამო, იმ ბაზებს მაინც ვერ გააყვანინებდა ვერაფრით. ხოდა ადგა და ორი კურდღელი ერთად დაიჭირა თან დიდ ფულს იღებს მისი ქვეყანა იმაში რასაც მიჩვეულები არიან და ვერც შეცვლიან, თან დაძაბული ურთიერთობის ნორმალიზება მოახდინა.

 

P.S. ვინც მე ჩემი ამ მოსაზრების გამო რუსეთუმედ, მოღალატედ და ა.შ. ჩამთვალოს, მის სინდისზე იყოს და ჩემზე მოღალატე და რუსეთუმე კაცი არ ანახოს და არ გააგონოს ღმერთმა ცხოვრებაში.

 

 

ეს ბოლშევიკური ისტერიაა, რომელიც იმაზეა გათვლილი რომ ხალხმა მიხეილზე გააგრძელოს ლოცვა, როგორც ერთადერთ და განუმეორებელ მებრძოლზე რუსეთის წინააღმდეგ.

 

ბოლშევიკებსაც უნდათ ეს ისტერია, რომ ამ დროს გაგრძელნ ქვეყნის დანგრევა და მისი რუსეთისათის გადაცემა, მღვრიე წყალში ფულის კეტება და მერე უყარე კაკალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

 

ჯერ ერთი ამას გადაავლეთ თვალი: http://planeta.ge/index.php?showtopic=20682&hl=

 

მეორეც, აფხაზეთი და სამაჩაბლო (განსაკუთრებით) რუსებმა შევარდნაძემდე მიიღეს რამდენადაც მახსოვს და თუ შეიძლება აქ ნუ ვილაპარაკებთ იმაზე ვისი არასწორი ნაბიჯების და განცხადებების გამო დაიწყო იქ ომები.

 

მესამეც, უკრაინას მტკაველი არ მიუცია რუსებისთვის და თუ ყირიმს გულისხმობთ იქ რუსები იმაზე მეტი ხანია დგანან, ვიდრე საქართველოში, თანაც კაცმა რომ თქვას რუსებმა მიუერთეს ეგ ტერიტორია უკრაინას, ისევე როგორც მაგალითად აჭარა საქართველოს.

არასწორი ნაბიჯები კია არა ქვეყნის ღალატზე გელაპარაკები...ცნებებს ნუ ურევ და ადვოკატობას თავი დაანებე... რაც შეეხება ვინმეს არასწორ ნაბიჯებს გირჩევნია მეტი იკიტხო და გაიგო,ასე მაგალიტად...კიდევ ერთხელ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ http://www.200.org.ge/1991/1991gamokvlevebi.html

ბიმურზა დადეშქელიანი – აფრასიძე

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საბჭოთა

კავშირის მხრივ დაიწყო პროვოკაციებისა და შანტაჟის კამპანია, რომლის

კულმინაციაც გახდა გორბაჩევის მუქარა პრეზიდენტ

ზ.გამსახურდიასადმი: „საქართველოს საბჭოთა კავშირიდან შეუძლია

გავიდეს, მაგრამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე“-ო.

საქართველოს ხელისუფლება არ აპირებდა ასეთი რადიკალური ზომების

მიღებას რასაც ოლქის გაუქმება ქვია, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიული

მთლიანობის შენარჩუნების მიზნით ყველა ნორმატიული აქტის დაცვით,

ხელისუფლებამ სამართლიანად გააუქმა "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური

ოლქი"

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ცდილობდა მშვიდობიანი,

სამართლებრივი ფორმების გამოყენებით მოეგვარებინა საბჭოთა

ხელისუფლების მიერ ინსპირირებული კონფლიქტები სამხრეთ ოსეთის

ავტონომიურ ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო

დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრეი სახაროვის ლოზუნგით

„საქართველო მცირე იმპერიაა“) მიიღო დადგენილება ოლქის „სამხრეთ

ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“. ეს

გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა

გააუქმა 21 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე

სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ

ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი

კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და

ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დანიშნა

1990 წლის 2 დეკემბერს.

ამის საპასუხოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის

22 ნოემბერს მიიღო დადგენილება:

„გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა

საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე. წ. „სამხრეთ ოსეთის

საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ და, აქედან

გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის

1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების

შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის

მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის

დებულებებსა და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990

წლის 21 სექტემბრის დადგენილებას.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს სამხრეთ ოსეთის

ავტონომიური ოლქის მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ოსი

ეროვნების მოქალაქეებს მოწოდებით, გამოიჩინონ კეთილგონიერება,

პოლიტიკური წინდახედულება, სიფრთხილე და სწორად შეაფასონ

სეპარატისტული ძალების სახიფათო მოქმედება, რომელსაც შეიძლება

საერთო დესტაბილიზაცია და უაღრესად მძიმე, გაუთვალისწინებელი

შედეგები მოჰყვეს.

რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად

იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა

და სუვერენიტეტისათვის. ამასთან ერთად იგი ადასტურებს თავის

გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა

ეროვნული უმცირესობის უფლებებს საერთაშორისო საყოველთაოდ

აღიარებული პრინციპების შესაბამისად“.

მიუხედავად აღნიშნულისა, მოსკოვის მიერ წაქეზებული ოსი

სეპარატისტები აგრძელებდნენ საქართველოს რესპუბლიკის

კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებას, რასაც მოჰყვა იძულებითი

ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით და

მიღებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი - „სამხრეთ ოსეთის

ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“ და დადგენილება - „ქ.

ცხინვალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების

გამოცხადების შესახებ“ (1990 წლის 11 დეკემბერი).

კრემლის მიერ ინსპირირებული საომარი მოქმედების პასუხად გაისმა

ზვიად გამსახურდიას მოწოდება ოსი მოსახლეობისადმი, რომელშიც,

კერძოდ, ნათქვამი იყო:

“... ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე

მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა

ურთიერთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით. ვინაიდან ეს

ძმათამკვლელი ომი ვიღაცის იმპერიულ ამბიციების დასაყრდენია,

სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება

მშვიდობა და თანხმობა ჩვენს ხალხებს შორის. ამის უპირველესი და

აუცილებელი პირობაა ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების მიერ

იარაღის ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, მათი სრული და

უსიტყვო განიარაღების, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე

მიმდინარეობს. ცხინვალი გამონაკლისი არ უნდა იყოს. შეიარაღებული

ჯგუფები უნდა განიარაღდნენ. სამაგიეროდ ჩვენ სრული ხელშეუხებლობის

გარანტიას ვაძლევთ მათ, ვინც ნებაყოფილობით ჩააბარებს იარაღს და

ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება... ოსებისათვის შენარჩუნებული

იქნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, რომელიც მათ ოლქის

არსებობის პერიოდში ჰქონდათ. ის უფლებები კიდევაც გაიზრდება,

გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის

კანონმდებლობით... ქართველები და ოსები თანაბარი უფლებებით

ისარგებლებენ. გარანტირებული იქნება მათი ხელშეუხებლობა, შრომითი

მოწყობა და მშვიდი ცხოვრება შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე...

მოვუხმოთ კეთილგონიერებას, სანამ გვიან არ არის, ვინაიდან ჩვენი

კონფლიქტი და სისხლის ღვრა მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს“ (1991

წლის 4 მარტი).

ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991

წლის 23 მარტს საქართველოს ტერიოტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს

შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად

გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებანი.

უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-

საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე,

რომელიც დაიგეგმა თბილისში. გაფორმდა შეხვედრის და მოლაპარაკების

ოქმი, რომელშიც, კერძოდ, აღინიშნა:

1. 1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის

სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო

ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც შეიქმნას სამუშაო

ჯგუფები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში

ვითარების სტაბილიზაციისათვის, ერთობლივი მოქმედების მიზნით

შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ:

2. რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს

რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთბლივი

კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე

წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით.

3. რუსეთი სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს

რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან

მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის

ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების

განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა

მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე.

4. სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს გაიყვანოს

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ

დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები.

5. რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის

ასსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა,

რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების

საშუალება შეექმნათ, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების

კანონიერი ორგანოების აღდგენა.

6. საქართველოს რესპუბლიკის, რუსეთის სფსრ და ჩრდილოეთ ოსეთის

ასსრ მთავრობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის

შემფასებელი კომისია და დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური და

ფინანსური სახსრები გამოყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად.

7. შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალოს

რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა.

8. შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის

შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ზვიად

გამსახურდია

რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ბორის ელცინი

დაბა ყაზბეგი, 1991 წ. 23 მარტი

დოკუმენტიდან ჩანს, რომ რუსეთი სცნობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ

ოლქს გაუქმებულად. შეთანხმებაში ყველგან ნახმარია "ყოფილი სამხრეთ

ოსეთი"! უფრო მეტიც, მოლაპარაკებებში იგი საერთოდ არ ფიგურირებს

როგორც არსებული სუბიექტი ...

ასევე წერია-"გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის

ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები."----- ეს

იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი მიღწევა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აფხაზეთის ომამდე ძალიან სერიოზულად განიხილებოდა რუსების მხრიდან ომის ორი ვარიანტი, ან აფხაზეთი, ან ყირიმი, მიზანი ერთი იყო, შავი ზღვის კონტროლის შენარჩუნება. არჩეული იქნა აფხაზეთი. ელემენტარული არითმეტიკიდან გამომდინარე, ეს მათთვის გაცილებით იოლი და იაფი იყო იმ დროს.

 

სწორედ ამის გამო იყო აქ რომ იბრძოდნენ ჩვენს მხარეს უკრაინელი ნაციონალისტები აფხაზეთში. რომ არა ეს ომი, ეხლა ჩვენთან იქნებოდა იგივეო, თავად ამბობდნენ.

და რა ჯობდა?

მიგვეცა ბაზა არენდით თუ ნაღიარები აფხაზეთი მიგვეღო?

დეგენერატები ვართ რა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

 

ერთი თხოვნა მექნება, მეტი კითხვისგან და მეტის გაგებისკენ ნუ მიმითითებთ. :)

 

თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არახალია არც ჩემთვის და არც ქართული საზოგადოებისთვის და ეგ არის ერთერთი ყველაზე დიდი შეცდომა რაც დაუშვა გამსახურდიას ხელისუფლებამ.

არარაციონალური, ურაპატრიოტული, აგრესიული და პოლიტიკურად ბეცი ნაბიჯი იყო ეგ.

იმის მაგივრად შეერგოთ ის, რაც ჰქონდათ და ავტონომია ან არ გაეუქმებინათ ან მაქსიუმ უშიშროების საბჭოზე შეემუშავებინათ გრძელვადიანი სტრატეგია ამ ავტონომიის გასაუქმებლად, გრიფით "საიდუმლო", ერთი ხელის დაკვრით ადგნენ და ბენზინის ცისტერნაში ანთებული ასანთის ღერი ჩააგდეს.

მარტო ეროვნულობა და პატიოსნება, თუნდაც ვაჟკაცობაც არ კმარა იმისთვის, რომ ქვეყანა წარმატებით მართო.

ჯოკერი გითამაშიათ ალბათ და ასეთ რამეს გეტყვით: ეგ საქციელი იცით რას მაგონებს 9 დარიგებაზე ერთი ჯოკერი და რვა გული რომ მოგივიდეთ და ცხრა თქვათ ბოლო კაცის გახიშტვის სურვილით აღგზნებულმა, შემდეგ პირველი კარტი ყვავი რომ ატარონ და თქვენ ის დაჯოკროთ. ეხლა თქვენ განსაჯეთ იმ ბოლო კაცსაც რომ ყავდეს ჯოკერი რა გელით. მითუმეტეს თუ წინა ორმა პასი თქვა უნდა მიხვედრილიყავით. :)

ეს არ იყო ის შემთხვევა, როცა ორმა დიდოსტატმა ჭადრაკი ითამაშა და 9 საათიანი ბრძოლის შემდეგ წააგო ერთმა. ეს სწორედ ჩემს მიერ ზემოთაღწერილ მაგალითს გავდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რა ჯობდა?

მიგვეცა ბაზა არენდით თუ ნაღიარები აფხაზეთი მიგვეღო?

დეგენერატები ვართ რა...

:givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...