kisa Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 ლევან ვარშალომიძეს თავად პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური არ შეხვდება ჭარის ავტონომიური მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძეს თავად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური არ შეხვდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერის პრესსამსახურში განუცხადეს, სახელმწიფო კანცელარიაში, ხვალისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე ვარშალომიძეს ვიცე-პრემიერი, სავარაუდოდ, გია ბარამიძე მიიღებს. შეხვედრა ხვალ, 14 აპრილს, 12:30 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს ღიად დაუპირისპირდა და საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აჭარისთვის გაზრდილი ადმინისტრაციული უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე გილაურისთვის მის მიერ 2009 წლის ივლისიდან გაგზავნილი ყველა წერილი უპასუხოდ დარჩა. "აჭარის მთავრობა და სამინისტროები ვერ იღებენ უმარტივეს ტექნიკურ გადაწყვეტილებებსაც კი და ველოდებით რომელიმე თბილისელი ბიუროკტარის მიერ მისთვის უცნობ დოკუმენტზე ხელმოწერებს. ეს ყველაფერი მიუღებელი, გაუმართლებელი და აღმაშფოთებელია. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ აჭარის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ჩვენს მიერ მოთხოვნილი უფლებამოსილების გადმოცემა არა მარტო გაამარტივებს და დააჩქარებს მომსახურებას, არამედ ხელს შეუწყობს ადგილობრივ მეწარმეებს. გაუგებარია, რატომ არ მოხდა სათანადო რეაგირებები პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილ წერილებზე, რომელსაც ჩემი ხელმოწერა აქვს. როგორც ჩანს, წერილობითი ფორმა არაა საკმარისი", - განაცხადა ვარშალომიძემ.აჭარის ავტონომიური მთავრობის თავმჯდომარის ამ განცხადებას პრემიერის აპარატი გუშინვე გამოეხმაურა და ვარშალომიძე აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ თბილისში დაიბარა.http://www.ghn.ge/news-12272.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 "აჭარის მთავრობა და სამინისტროები ვერ იღებენ უმარტივეს ტექნიკურ გადაწყვეტილებებსაც კი და ველოდებით რომელიმე თბილისელი ბიუროკტარის მიერ მისთვის უცნობ დოკუმენტზე ხელმოწერებს. ეს ყველაფერი მიუღებელი, გაუმართლებელი და აღმაშფოთებელია. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ აჭარის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ჩვენს მიერ მოთხოვნილი უფლებამოსილების გადმოცემა არა მარტო გაამარტივებს და დააჩქარებს მომსახურებას, არამედ ხელს შეუწყობს ადგილობრივ მეწარმეებს. გაუგებარია, რატომ არ მოხდა სათანადო რეაგირებები პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილ წერილებზე, რომელსაც ჩემი ხელმოწერა აქვს. როგორც ჩანს, წერილობითი ფორმა არაა საკმარისი", - განაცხადა ვარშალომიძემ.უფ ეხლა განაცხადა ეეს? შარშან ყველა ბატუმელი მაგას აცხადებდა -ტან ლევანა ეცოდებოდთ ცაცკალი-ჩმოაო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 ვარშალომიძე ვისი კაცია ისე, მე არ მახსოვს, ჟვანიასი თუ ნაცების? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 DonCaredo ვარშალომიძე ვისი კაცია ისე, მე არ მახსოვს, ჟვანიასი თუ ნაცების?მიშას ძმაკაცია, ერთად სწავლობდნენ კიევში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 რაღაც ახალ სიურპრიზს გვიმზადებს მიხო, როქს გააკეთებს ალბათ, გადაწევ-გადმოწევს ვიღაცეებს,მასე აუგორეს ლაშა ჟვანიასაც რაღაცთითიდან გამოწოვილი "პრობლემა", წინასაარჩევნოდ სჭირდებათ,ვითომ სისხლის განახლება. რომ არ გაუცდვა ეს "პლასტინკა"?? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 ბენდუქას ხომ არ უპირებს რამეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 (edited) გასაუქმებელი იყო ეგ აჭარის ავტონომია 2004-შივე, ყველაზე მარტივი მაშინ იყო. ვითომ აფხაზების გულის მოსაგებად და რაღაც გაუგებარ პრობლემებს მოერიდნენ ვითომ უცხოელებთან. არადა ამ უცხოელებსაც ვკიდივართ და აფხაზებს ხომ საერთოდ და ეგ ავტონომია კი დაგვრჩა მტკივანი კბილივით, რა დროს და ვის ხელში აფეთქდება, კაცმა არ იცის. თან არანაირი გამართლება მაგის არსებობას უკვე აღარ აქვს, თავის დროზე ვითომ რელიგიური ნიშნით განსხვავებილი მოსახლეობა იყო, ეხლა არც ეთნიკური, არც რელიგიური, არც პოლიტიკური და საერთოდ არანაირი ნიშნით არ განსხვავდება ზოგადად აჭარისა და დანარჩენი საქართველოს მოსახლეობა. უბრალოდ ფულის საჭრელი ერთი კარგი და დიდი ცეხია. რაც პერსპექტივაში კარგს არაფერს უქადის საქართველოს. Edited April 13, 2010 by Achiko1972 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 აირია მინასტერი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 ვარშალომიძეს რაღაც თავში ხომ არ აუვარდა ? ასლანობა მოუნდა ? საერთოდ გასაუქმებელია ეგ ავტონომია უფლებამოსილება კი არ უნდა გაუზარდონ. ფედერაციის უფლებები მოუნდა და უნდა დროზე ალაგმონ თორემ ღალატის სუნი უდის ამ ყველაფერს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 Achiko1972 გასაუქმებელი იყო ეგ აჭარის ავტონომია 2004-შივერატომ? რას ერჩი? ეგ ავტონომია კი დაგვრჩა მტკივანი კბილივითშEნ თუ გტკივა წადი ტანკესთან, გიშველის. თავის დროზე ვითომ რელიგიური ნიშნით განსხვავებილი მოსახლეობა იყო, ეხლა არც ეთნიკური, არც რელიგიურიეთნიკური განსხვავება არც ადრე არ ყოფილა, რაც შეეხება რელიგიურს, რას გულისხმობ, რომ ყველა მართლმადიდებელია, თუ რელიგიურ სხვაობას ეხლა არა აქვს მნიშვნელობა? არც პოლიტიკური და საერთოდ არანაირი ნიშნით არ განსხვავდება ზოგადად აჭარისა და დანარჩენი საქართველოს მოსახლეობაარც გერმანიაში განსხვავდებიან, მაგრამ იქ ყველა მიწას ავტონომია აქვს. ევროპის ყველა განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში სახელმწიფო მოწყობა არის თვითმმართველობაზე დაფუძნებული, რაც ავტონომიურობაა ფაქტიურად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 ევროპის ყველა განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში სახელმწიფო მოწყობა არის თვითმმართველობაზე დაფუძნებული, რაც ავტონომიურობაა ფაქტიურად.ეცროპამდე ჩვენ ბევრი გვიკლია..ევროპაში პრეზიდენტები ქვეყანას როგორც თავიანთ საკუთრებას არ უყურებენ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 ეცროპამდე ჩვენ ბევრი გვიკლია..ევროპაში პრეზიდენტები ქვეყანას როგორც თავიანთ საკუთრებას არ უყურებენ..გიორგი68, სამწუხაროდ მართალი ხარ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 მიშას ძმაკაცია, ერთად სწავლობდნენ კიევში. აკი ნაცნობობით აღარ რიგდება თანამდებობებიო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 lasha1997 აკი ნაცნობობით აღარ რიგდება თანამდებობებიო?ეს ფორმულა მიხოს ძმაკაცებზე არ ვრცელდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 lasha1997 აკი ნაცნობობით აღარ რიგდება თანამდებობებიო?რა მაგის ბრალია ყველა მაგის ნაცნობი თუ ნიჭიერი აღმოჩნდა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.