Grig Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 Nukriko საფრანგეთზე უკეთესი ჰიმნი იტალიას აქვს D.gif კაი, მოვუსმენ ორივეს აუცილებლად - შვედურს და იტალიურს. სსრკ-ს ჰიმნზე რას იტყვი? ნუ, მუსიკალური კუთხით ვგულისხმობ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted April 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 კი იტალიის ჰიმნი მე ძალიან მიყვარს. თან იტალიის გულშემატკივარი ვარ და მით უმეტეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irene Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 რამდენადაც ვიცი, სამწუხაროდ ვერ ვიხსენებ სად წავიკითხე, მე-14 საუკუნეში კატალონიელი ბერის გამოქვეყნებულ ატლასში რომ ოთხი ქართული დროშაა აღწერილი, დროშები ერთმანეთის იდენტურია, თეთრ ტილოზე ოთხკუთხა ჯვრით და განსხვავებაა მხოლოდ ოთხკუთხედებში ჩახატულ ჯვრებს შორის... ვარაუდობენ, რომ თეთრ ტილოზე ჯვრის გამოსახვა დავით აღმაშენებლის დროიდან დაეწყოთ ქართველებს, ანუ მაშინ, როცა საქართველომ ჯვაროსნების მსგავსად წმინდა გიორგის მფარველობა მიიღო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 Grig სსრკ-ს ჰიმნზე რას იტყვი? ნუ, მუსიკალური კუთხით ვგულისხმობ. D.gifხო სამხედრო სულისკვეთების ჰიმნია რა.. იცი რას მაგონებს, იგივე საფრანგეთის და რუსეთის ჰიმნი, ჩქარა მოიტა იარაღი, მტერი დავამარცხოთ. ჰიმნის მუსკალური მხარე მომწონს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 shamili განსხვავდება ძალიან ჩვენი სამფეროვანი დროშა მაგ გერმანული დროშისგან. ჩემის აზრით - არც ისე ძალიან: მასე ირლანდიის, ირანის და იტალიის დროშების გაიგივებაც შეგიძლიათ ერთმანეთთან. აბსოლუტურად დამოუკიდებლებია ერთმანეთისგან, ტონალურ მსგავსებას თუ არ ჩავთვლით. სამფეროვანი დროშის შერჩევაზე მუშაობდნენ ექვთიმე თაყაისვილი, ივანე ჯავახიშვილი და იაკობ ნიკოლაძე და სამივე ფერს ისტორიული ახსნა მისცეს ვიცი ეგ ამბავი, მაგრამ არამგონია, რომ მაშინდელი გერმანიის ფაქტორი არ გაეთვალისწინებინათ. რა შუაშია აქ გერმანიის იმპერიის დროშა. მარტივ მაგალითს მოვიყვან, თუ რას ნიშნავს "პროტექტორატი" სიმბოლიკაში: ესაა დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის დროშები. ეს კი თანამედროვე საქართველოსა და მისი ერთ-ერთი ნაწილის - აჭარის სიმბოლიკა, აქ მთლად "პროტექტორატი" სიტყვა არ გამოდგება, მაგრამ ზოგადი პრინციპის ასახსნელად მემგონი საკმარისია. ეხლა დააკვირდით მაშინდელ გერმანიის იმპერიისა და საქართველოს რესპუბლიკის დროშებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted April 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 პროტექტორატი სხვა რაღაცაა. ჩვენი დროშის კუთხეში არ ყოფილა მინიშნებული გერმანიის ალამი როგორც ეს ბრიტანეთისა და ავსტრალიის დროშებზეა. მხოლოდ ფერები ემთხვევა, აბსოლიტურად განსხვავებული მფორმებია. არც გერმანიის პროტექტორატში ვყოფილვართ სხვათა შორის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 shamili არც გერმანიის პროტექტორატში ვყოფილვართ სხვათა შორის. ვყოფილვართ, მერე ინგლისელებს გადაგვილოცეს და მანდ დაგვერხა კიდეც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 Grig ჩემთან ხმის პრობლემაა და ვერ მოვუსმინე, მაგრამ რაღაც არ მგონია, ფრანგებზე მაგარი ჰიმნი ჰქონდეს ვინმეს.იტალიის გიმნი ჯობია.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 ჯვრის ნაცვლად ქართულ დროშაზე გამოსახული უნდა იყოს ყანწი,ემბლემად კი ქართული სუფრა,უნდა ფიგურირებდეს მწვადი და ელარჯი,როგორც დას. საქრთველოსა და აღმოსავლეთ საქ. ერთიანობის სიმბოლო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 ბევრმა ევროპულმა სახელმწიფომ, რომლებსაც არც თუ უმნიშვნელო ისტორიული მემკვიდრეობა ქონდათ, უარი თქვეს ძველ (მონარქიულ) დროშებზე და ახალი დროშები ააფრიალეს, ძირითადად სამფეროვანი, ალბათ იმ სამი ძირითადი პრინციპის - თავისუფლება, თანასწორობა, ერთობას საპატივსაცემოდ, რომლებიც საფუძვლად დაედო მათ პოლიტიკურ ფილოსოფიას. საქართველო მრავალეთნიკური და მულტიკონფესიური ქვეყანაა, ამიტომ მე არასწორად მიმაჩნია სახელმწიფო ატრიბუტიკაში რელიგიური და თუნდაც ეთნიკური ნიშნების ასახვა. დროშა, გერბი და ჰიმნი პოლიტიკური სიმბოლოებია და მათ სილამაზის ნიშნით არ უნდა ირჩევდნენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 ასამდე ჰიმნს მოვუსმინე გუშინ. გაგიკვირდებათ და ყველაზე მეტად თურქეთის ჰიმნი მომეწონა. აი, ასეთი უნდა იყოს ჰიმნი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 სადაც ამათმა შეცძლეს უდიდესი პრობლემების გადაწყვეტა საკუთარ საზოდადოებშიჩვენ რატომ არ შეგვიძილა არ მესმის რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 (edited) analgin თავში შავი ფერი იყო. მსოფლიოს არცერთ დროშაზე არ არის ზედა ნაწილი შავი ფერის, რადგან მას სამგლოვიარო დატვირთვა აქვს და მხოლოდ მაშინ უკეთებენ ზემოთ შავ არშიას,აბსოლიტურად გეთანხმები... მაგრამ გერმანიის დროშაზეც მასეა რატომღაც შავი ფერი სულ მაღლა! ... მაგრამ მაგის გადაკეთება შეიძლებოდა და არა სრულიად გაუქმება! და თანაც ბორჯღალი ეს არის დინამიკაში მოყვანილი ანუ მოძრავი ჯვარი... ეს კარგია მაგრამ საქმე იმაშია რომ ეს ბორჯღალი ეხატა საათის ისრის საწინააღმდეგოდ მოძრავ ფიგურად... მიშამდელ პასპორტებზეც უკუღმა ბრუნავს ბორჯღალი!!!იქ შავი ფერი დროშის თავში აქ საათის ისრის საწინააღმდეგოდ მბრუნავი ჯვარი და იმიტომაც დაერხა საქართველოს... ვფიქრობ რომ მეწამური ფერი აუცილებელია რომ იყოს ქართულ დროშაზე რადგან ეს ფერი ქართულ დროშას განსაკუთრებულობას და განუმეორებლობას სძენს... რატომღაც მეწამური ქართულთან და ქართველობასთან ასოცირდება! ასევე ბორჯღალიც საჭიროა ჩვენს გერბზე და თანაც მოძრავი და არა გაჩერებული (როგორც მკვდარი) რაც შეეხება დღევანდელ სიმბოლიკას... ჩვენი გერბი პირდაპირი მიმბაძველობაა ევროპული და ბევრი სხვა გერბებისადმი და არავითარ ორიგინალურობას და თვითმყოფადობას არ შეიცავს... სად საქართველო და სად ლომები, არწივები მაინც დაეხატად მაგ პლაგიატებს მაგათ... არც ოქროს საწმისი, არც ზღვა, არც ნინოს ჯვარი, რაღაც ,,ძალა ერთობაშია'' - აბსტრაქტული და ზოგადი მოწოდებები და დევიზები, დროშაც აგრეთვე მიმბაძველობაა სხვა ერებისადმი რომლებსაც დროშაზე ჯვარი უხატიათ... საქმე იმაშია რომ საქართველოს ისტორია იწყება ქრისტეშობამდე გაცილებით ადრე რის ასახვაც საჭიროა სიმბოლიკებზე... რასაც ვერ ვიტყვი ბევრ ევროპულ ერზე რომელთა წარმოშობის ისტორია და სახელმწიფოებრიობის ისტორია იწყება ქრისტეშობის შემდეგ... ამიტომაც არის რომ მათ დროშებზე (და ბევრი სხვა მიზეზის გამოც) გამოსახულია ჯვრები... მოკლედ ჩემის აზრით საჭიროა დროშაზე აუცილებლად იყოს მეწამური ფერი (თუ რა სახით ეს სხვა საკითხია), გერბზე იყოს ოქროს საწმისი, ზღვა, ნინოს ჯვარი და წარწერა-დევიზი: ენა, მამული, სარწმუნოება! Edited April 11, 2010 by ვეფხვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 kisa სადაც ამათმა შეცძლეს უდიდესი პრობლემების გადაწყვეტა საკუთარ საზოდადოებშინუ ეხლა მაგათში გააჩნია ვის გულისხმობ. სამხრეთ აფრიკა ევროპელების აშენებული ქვეყანაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 ვეფხვი გერბზე იყოს ოქროს საწმისი ყოველთვის მაინტერესებდა ეს ოქროს საწმისი და მედეა რითია ქართველებისთვის საამაყო და მნიშვნელოვანი. ჩემთვის პირადად ესაა ღალატის, გამყიდველოველობის, შვილის მიერ მშობლისა და სამშობლოს დაქცევისა და განადგურების სიმბოლო, ოქროს საწმისის დაკარგვა კი ბედოვლათობისა და უსუსურობის განცდის მეტს არაფერს აღძრავს ჩემში. ბერძნებმა რომ იამაყონ, კიდევ მესმის და ჩვენთვის რა არის ამაში საამაყო, არ მესმის ნამდვილად. მე მაპატიეთ, თუ რაიმე არასწორად მესმის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.