Nukriko Posted June 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 24, 2011 ათასწლეულების განმავლობაში ღმერთის არსებობის დამამტკიცებელი არგუმენტების ძიებას, ვერანაირი ლოგიკური საბუთის პოვნა ვერ მოჰყვა შედეგად. რა თქმა უნდა, შეუძლებელია გადაჭრით ამტკიცო ღმერთის არარსებობა, ისევე, როგორც ვერ დაამტკიცებ სანტა კლაუსისა თუ თოვლის კაცის არარსებობას. მიუხედავად ამისა, უაზრობაა გჯეროდეს არარეალური, ზებუნებრივი ძალის, რომლის არსებობის მტკიცებულებაც არ გაგაჩნია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Metalhead Posted June 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 24, 2011 შეიძელბა შენთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ მე ვთვლი რომ ერთ-ერთ არგუმენტი ღმერთის არსებობისა არიან ის მოწამეები რომლებიც ამისთვის ეწამნენ, ისინი ისე ნათლად ხედავდნენ ღმერთს რომ ამისთვის ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლეც კი გაწირეს. რისთვის კვდებოდნენ ისინი, ფულისთვს, ძალაუფლებსთვის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted June 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 24, 2011 . რისთვის კვდებოდნენ ისინი, ფულისთვს, ძალაუფლებსთვის? ეხლა ვიღაც გადარეული მე-16 სართულიდან რომ გადახტეს იმის რწმენით, რომ ღმერთი დაიჭერს და უშველის და რომ დაიბრიდება და ვიღაცეებმა შეიძლება მოწმაედაც აქციონ, ეს რა მისი რწმენის დამამტკიცებელი საბუთი იქნება თუ იმის, რომ გამოშტერებული იყო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Metalhead Posted June 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 24, 2011 ვიღაც გადარეული მე-16 სართულიდან რომ გადახტეს რომ გამოშტერებული იყოკი, მაგრამ მათ მსგავსი არაფერი გაუკეთებიათ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted June 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 24, 2011 კი, მაგრამ მათ მსგავსი არაფერი გაუკეთებიათ. დაახლოებით მსგავსი რაღააცეები გაუკეთებიათ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lev! Posted June 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 24, 2011 თანამშრომელი აშკარად ქართულ ენაზე ვმეტყველებთ ორივე.. თუმც კი სულ სხვაგვარად აღიქვამ ყველაფერს.არ ვიცი, რა გითხრა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Metalhead Posted June 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2011 (edited) მეგონა მცირე ნაწილს მაინც მართლა აინტერესებდა, რა შეკითხვებსაც სვამდა..აქ კი თამაშზე და როლის მორგებებზე მიდის ლაპარაკი. თამაშია აბა რა ჩემი *ლეა, შენ გინდა ფორუმზე ჭეშმარიტება იქადაგო თუ რის მიღწევას ცდილობ?დაახლოებით მსგავსი რაღააცეები გაუკეთებიათ... კლდიდან არცერთი მოწამე გადმომხტარა ღმერთი გადამარჩენსო, მაგრამ ყოველთვის ღმერთის იმედით ცხოვრობდნენ. თუ იცი ისეთი ფაქტი, რომელიც წამებულის ფსიქიკურ აშლოლობაზე მიუთითებდა მითხარი. Edited June 25, 2011 by თანამშრომელი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lev! Posted June 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2011 თანამშრომელი თუნდაც რომ ვცდილობდე კიდეც აზრის გამოთქმას იმის შესახებ, რაც მეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის.. ცუდი რა არის ამაში?თამაში რა შუაშია, როცა ქრისტეზე ლაპარაკობ? თუკი მიუღებელია შენთვის უფალზე საუბარი ფორუმში, სულ ნუ გამოეხმაურებოდი.. არავინ გავალდებულებდა.ვფიქრობ დიდი შეურაწყოფაა, როცა ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს, ასე უდგება ადამიანი...გზამშვიდობისა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2011 Lev!აზრი არ აქვს ახლა რამე მაგალითი რომ მოვიყვანო.პირველ რიგში გირჩევ რომ როცა მსჯელობას იწყებ ღმერთზეაქსიომები არ იქონიო. ბუნებაში არც ღმერთი და არც ეშმაკი არ აღმოუჩენიათამიტომაც ჰქვია ღმერთის რწმენა და არა დაჯერება.მე მაგალითად მწამს რომ ადამიანები ვართ ღმერთები საკუთარი თავისგვაქვს გონება, მსჯელობის უნარი და ყველაფერი იმისათვის რომ საკუთარ თავს და სხვებს მოვუაროთ.უამრავი ადამიანია რომელსაც არც გონება აქვს, მითუმეტეს მსჯელობის უნარი და არც საკუთარი თავის მოვლა არ შეუძლია,ფსიქიური ავადმყოფები, ფატარა ბოვშები და მოხუცები, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი ადამიანები არიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Metalhead Posted July 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2011 დავიწყოთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted July 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2011 წნმინდა ათეიზმით დაინტერესდით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Metalhead Posted July 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2011 არა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted July 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2011 10 მითი ათეიზმის შესახებ 1. ათეისტებს სწამთ რომ სიცოცხლეს აზრი არ აქვს - პირიქით, უფრო ხშირად სწორედ "მორწმუნეები" ფიქრობენ რომ ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ იმქვეყნიურმა სიამოვნებებმა შეიძლება აანაზღაუროს, ათეისტებს კი სწამთ რომ იმქვეყნად არაფერი ელოდებათ, შესაბამისად უფრო მეტად უყვართ სიცოცხლე და ცხოვრებისგან, დღევანდელი დღიდან უფრო მეტის მიღებას ცდილობენ. 2. ათეიზმის კისერზეა ზოგადსაკაცობრიო დანაშაულები - ძალიან ბერვი ფიქრობს რომ ჰიტლერის, სტალინის და სხვათა მოქმედებები მათი ურწმუნოების შედეგი იყო, სინამდვილეში პრობლემა ფაშიზმი და კომუნიზმი იყო, საქმე იმაშია რომ დოგმატური რეჟიმები მეტად ახლოს იყო რელიგიასთან, ასეთი რეჟიმების დროს ხშირად ხდება პირადი კულტის აღზევება და ზოგიერთ პიროვნებას ზუსტად ისე ადიდებენ როგორც რომელიმე რელიგიურ გმირს. 3. ათეიზმი დოგმატურია - ებრაელები, მაჰმადიანები და ქრისტიანები თვლიან რომ მათი წერილები იმდენად კარგად არის მორგებული კაცობრიობის მოთხოვნებს, რომ ასეთი წერილები მხოლოდ უმაღლეს გონს შეეძლო შეედგინა, ათეისტი კი უბრალოდ ის პიროვნებაა, რომელმაც ცოტათი მეტი წაიკითხა და მიხვდა რომ ასეთი რწმენა არის აღსაშფოთებელი. მწერალმა სტეფან ჰენრი რობერტსმა (1907-71) ერთხელ თქვა: მეც და შენც ორვენი ათეისტები ვართ, უბრალოდ მე შენგან განსხვავებით ერთით ნაკლები ღმერთის მწამს, როცა შენ მიხვდები რატომ არ გწამს სხვა რელიგიების ღმერთების არსებობა, მაშინ მიხვდები რატომ არ მწამს შენი ღმერთის. 4. ათეისტები ფიქრობენ რომ "ყველაფერი თავისით გაჩნდა" - სინამდვილეში კი არავინ ამ ქვეყნად ჯერ-ჯერობით არ იცის საიდან გაჩნდა სამყარო, სინამდვილეში, გაჩენაზე და დასაწყისზეც საუბარიც კი მეტად საეჭვოა, იმიტომ რომ ამ ცნებებისთვის საჭიროა დროის განზომილება და ჩვენ ვსაუბრობთ თავად დროისა და სივრცის წარმომავლობაზე. ამ მითს ხშირად წავაწყდებით დარვინის თეორიის კრიტიკის დროს (საერთოდ ევოლუციის თეორიის კრიტიკის დროს) ეს ძირითადად გამოწვეულია იმით რომ ბევრს საერთოდ არასწორად ესმის დარვინის თეორია, მიუხედავად იმისა რომ არ ვიცით ზუსტად როგორ გარდაიქმნა მარტივი ქიმიური პროცესები - ბიოლოგიურ პროცესად, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ რომ სამყაროში არსებული სიცოცხლის მრავალფეროვნება ნამდვილად არ არის "შემთხვევითი" და დიდ ხნიანი ბუნებრივი გადარჩევისა და რიგ შემთხვევებში მუტაციის ბრალია. თავად დარვინმა ტერმინი "ბუნებრივი გადარჩევა" გამოიყენა მას მერე რაც გაიგო მეცხოველეობაში გავრცელებული "ხელოვნური გადარჩევის" პროცესის შესახებ. ორივე შემთხვევაში გადარჩევა აჩვენებს მყარ და ძლიერ ეფექტს არსებებზე! 5. ათეიზმს არ აქვს კავშირი მეცნიერებასთან - მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი მეცნიერი ახერხებს თან მეცნიერი იყოს და თან ღმერთის სწამდეს, უეჭველია რომ მეცნიერული მოღვაწეობა უარყოფს და არა ამყარებს ღმერთის არსებობის შესაძლებლობას, ავიღოთ აშშ-ს მოსახლეობა მაგალითისთვის: საერთო მოსახლეობის 90% სწამს ღმერთის არსებობის, ხოლო ეროვნული სამეცნიერო აკადემიის წევრების 93% კი - არა! 6. ათეისტები ჯიუტები და ბრმები არიან - როცა მეცნიერებმა არ იციან რაიმე ან ვერ ხსნიან - ამას აღიარებენ, აი მორწმუნეების უმრავლესობა კი იბრალებს რომ შეუძლიათ ახსნან და იციან კოსმოსზე, ქიმიაზე, ბიოლოგიაზე იმაზე მეტი ვიდრე ყველა მეცნიერმა ერთად. როცა საუბარი მიდის კოსმოსზე, ბუნებაზე და ჩვენს ადგილზე მათთან მიმართებაში, ათეისტები იშველიებენ მაგალითებს და ფაქტებს მეცნიერებიდან, რაც სიჯიუტე კი არა - ინტელექტუალური გულახდილობაა. 7. ათეისტებს არ შეუძლიათ "სულიერების განცდა" - აბსოლიტურად არაფერი აკავებს არცერთ ათეისტს უყვარდეს, აღფრთოვანდეს, დააფასოს, შეიწყალოს, იყოს ბედნიერი... ათეისტები ხშირად ცდილობენ განიცადონ ეს გრძნობები, უბრალოდ ისინი ამ გრძნობებს არ აბრალიან და მიაწერენ უმაღლესს გონს, ეჭვგარეშეა რომ ზოგიერთმა ქრისტიანმა შეცვალა თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ ბიბლიის კითხვით და ლოცვით - რას ამტკიცებს ეს? რას და იმას რომ დისციპლინას და ზოგიერთი კანონის დაცვას აქვს დამამშვიდებელი და პოზიტიური გავლენა ტვინზე. ბუდისტები, ინდუსები, მაჰმადიანებიც იგივეს გრძნობენ როცა თავისი წმინდანებისთვის ლოცულობენ. 8. ათეისტებს სჯერათ რომ არაფერი არ არის ადამიანის ცხოვრებისა და აღქმის მიღმა - პირიქით, ათეისტი თავისუფალია ადამიანის აღქმის საზღვრების დადგენისას, მიუხედავად იმისა რომ ბევრი არ ვიცით სამყაროს შესახებ, ვერც ბიბლია და ვერც ყურანი ვერ გვაძლევს უკეთესს ახსნას სამყაროსი, როდესაც მორწმუნეები შეზღუდულნი არიან ასეთ ფიქრებში, ათეისტს თავისუფლად შეუძლია დაუშვას სხვა სამყაროების, სხვა სიცოცხლეების არსებობა სხვადასხვა პლანეტებზე, განზომილებებში. 9. ათეისტები უარყოფენ ფაქტს რომ რელიგია სასარგებლოა საზოგადოებისთვის - მას ვინც ამას ამტკიცებს ხშირად ავიწყდება რომ ასეთი სარგებელი არ ამტკიცებს რელიგიის ამა თუ იმ დოქტრინის ჭეშმარიტებას რათქმაუნდა შეიძლება ვიკამათოთ რელიგიის სარგებელზე, რადგან ხშირად რელიგია იძლევა საკმაოდ "ცუდ" მიზეზებს მაშინ როდესაც არსებობს "კარგი" მიზეზები, ასე მაგალითად: რომელი სჯობს: დაეხმარო მათხოვარს იმიტომ რომ ის იტანჯება, თუ იმიტომ რომ უმაღლესმა გონმა გითხრა ასე და დაგაჯილდოებს ასეთი საქციელისთვის და დაგსჯის თუ ასე არ მოიქცევი. 10. ათეიზმში არ არსებობს მორალი - თუ ადამიანი თავისით ვერ ხვდება რა არის ბოროტება, მაშინ ამას ნამდვილად ვერ მიხვდება ბიბლიიდან და ყურანიდან, მორალი ადამიანებს გვიყალიბდება იმ გარემოდან და იმ მორალური ინტუიციიდან, რომლებიც წლების მანძილზე წყვეტდნენ რა იყო საჭირო ადამიანის ბედნიერებისთვის. კაცობრიობამ განიცადა ნამდვილად დიდი მორალური პროგრესი ბოლო წლების მანძილზე და ეს ნამდვილად არ მომხდარა იმის გამო რომ ბიბლიას ან ყურანს უფრო დაკვირვებით ვკითხულობდით, ორივე წიგნში არის მონობის მაგალითები, მაშინ როცა ნებისმიერი თანამედროვე ადამიანი მონათმფლობელობას გაუმართლებლად თვლის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted August 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 24, 2011 რა განსხვავებაა ათეისტსა და იმ მორწმუნეს შორის რომელიც მცნებებს არ იცავს,რახან ადამიანი ათეისტია ე.ი. ამას აქვს მიზეზი, მითუმეტეს თუკი ის კარგი და გონიერი ადამიანია,თუკი გონება გაქვს ამ მხრივ გახსნილი და ხვდები იმას რომ უფალი არსებობს, მაგრამ არაფერს არ ცვლი, ალბათ უფრო მოგეკითხები ვიდრე იმ ადამიანს, რომელიც უბრალოდ ვერ ხედავს არ ესმის, არ გამოვრიცხავ რომ ასეც იყოს საჭირო, რომ ის ვერ ხედავდეს,ყოფილა შEმთხვები როდესაც ათეისტი მორწმუნე გამხდარა და მისი ცხოვრება უარესისკენ შეცვლილა,თუკი ადრე მას თავისი ზნეობრივი პრინციპები გააჩნდა, შEმდგომში მან ყველაფერი მის წარმოდგენაში არსებულ ზებუნებრივ ძალას ჩააბარა და მოიხსნა ვალდებულებები,ნუ რა თქმა უნდა ყოფილა კარგი შEმთხვევებიც , ზოგჯერ ძალიან მცირედია ზღვარი მორწმუნესა და ურწმუნოს შორის,მე მაგალითად ვერასდროს ვერ გავუგებ ათეისტს ამ საკითხში, ანუ მისი მრწამსის მიმართ არ მექნება პატივისცემა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მისი პიროვნების მიმართ ვიყო უპატივცემულო, ადამიანის მრწამსის აბუჩად აგდება უგუნრებაა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რამ განაპირობა ასეთი მრწამსის ჩამოყალიბება მასში, ზოგჯერ კი არა ძირითადად მიუღებელი მრწამსის მიღმა შესაძლოა ნორმალური ადამიანი იყოს, ანუ რაღაც ნიღაბი ჰქონდეს გაკეთებული და ეგონოს რომ ეგრე ფიქრობს, უცებ ბაც, რაღაც შემთხვევა და ადამიანის მრწამსისგან არაფერი რჩება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted August 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 25, 2011 რა განსხვავებაა ათეისტსა და იმ მორწმუნეს შორის რომელიც მცნებებს არ იცავს,ის რომ მორწმუნე რელიგიური ცრურწმენებით არის სავსე.. ნუ მისი მრწამსის მიმართ არ მექნება პატივისცემაარც ჩვენ გვაქვს თქვენი ცრუ (რელიგიურ) რწმენების მიმართ პატივისცემა ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.