Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ათეიზმი ჭეშმარიტებაა

 

:))

რაო საგუშაგო კოშკშიც ეცინებათ? http://s16.rimg.info/432c42269535b607fc8be592a54cd4ec.gif

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 996
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

რაო საგუშაგო კოშკშიც ეცინებათ? http://s16.rimg.info/432c42269535b607fc8be592a54cd4ec.gif

 

არ ვიცი, მარა მე რომ მაგრად გამაცინე, ეგ კი ვიცი. :)) :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცი, მარა მე რომ მაგრად გამაცინე, ეგ კი ვიცი.

ეს როდის, 1999-ი წლის შემდეგ აპოკალიპს რომ ელოდით და არ მოხდა, მაშინ მოხვედით სიცილის ხასიათზე? :)) :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

თქვენობით როდის აქეთ დაიწყე წერა. :D

 

მე არანაირ აპოკალიფსს არ ველოდებოდი არც 1999 წლიდან და არც 1054 წლიდან. :)

 

მისამართი შეგეშალა. ;)

 

აი ის რო დაწერე, "ათეისტებაა ჭეშმარიტება"-ო, რამდენჯერაც გამახსენდება, იმდენჯერ ვბჟირდები ხოლმე სიცილისაგაააან... :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

თქვენობით როდის აქეთ დაიწყე წერა. :D

 

მე არანაირ აპოკალიფსს არ ველოდებოდი არც 1999 წლიდან და არც 1054 წლიდან. :)

 

მისამართი შეგეშალა. ;)

საკუთარი შეცოდმების უარყოფაში არის რაღაც მისტირუი

აი ის რო დაწერე, "ათეისტებაა ჭეშმარიტება"-ო, რამდენჯერაც გამახსენდება, იმდენჯერ ვბჟირდები ხოლმე სიცილისაგაააან... :givi:

ოო რა კარგია :D

 

პ.ს.

შუტკა.....

 

 

თემას შუტკებით ნუ გააოფებ. ბოლო ბოლო საშენო თემაა, ათეისტობაზეა და შენ საყვარელ თემას მაინც გაუფრთხილდი. :D

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

თემას შუტკებით ნუ გააოფებ. ბოლო ბოლო საშენო თემაა, ათეისტობაზეა და შენ საყვარელ თემას მაინც გაუფრთხილდი

მემგონი ეს შენ ააოფებ, პირველი პოსტი უკვე ოფი იყო შენი ამ თემაში ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

მორჩი ახლა უსაგნო პოსტებს და ბავშვურად ნუ გააგრძელებ არა შენ დაიწყე არა მეო და ა.შ. :) თემის ირგვლივ წერე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნამდვილი ათეისტი არ საჭიროებს თავისი პოზიციის დემონსტრირებას ოპონენტის შოკირებით თავისი მკრეხელური აზრბეის გამოყენებით. ის ასევე ამცირებს კარიკატურების პრობლემას სხვისი რწმენის პატივისცემით. სხვისი რწმენის პატივისცემა, როგორც უმაღლესი ფასეულობა მხოლოდ ერთ-ერთიშეიძლება იყოს ორიდან: ჩვენ სხვას ისე ვექცევით როგორც ჩვენს ქვემოთ მყოფს, დასაცავს, რომ არ ვატკინოთ, არ დავუნგრიოთ ილუზიები. ან რელატივისტურ დამოკიდებულებას ვიყენებთ მულტიჭეშმარიტებებისა, ნებისმიერ ჭეშმარიტებისთვის ბრზოლად შევრაცხავთ რა ძალადობად. თუმცა რას იტყოდით ისლამის და სხვა რელიგიების პატივისცემით, თუმცა საკმაო მიზეზების გამო აგრესიულ კრიტიკაზე? ეს და მხოლოდ ეს არის ერთადერთი გზა აჩვენი მუსულმანებს ნამდვილი პატივისცემა: მოვექცეთ მათ, როგორც სერიოზულ, ზრდასრულ ადამიანებს რომლებიც პასუხს აგებენ თავიანთ რწმენაზე.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...
მარქსიდან დარვინის ჩათვლით, უდიდეს არამორწმუნეებს ნაკლებად აინტერესებდათ რელიგიასთან ბრძოლა, ან მათ ლიდერთა დემონიზირება. ისინი დარწმუნებული იყვნენ დარვინის სიტყვებში - "არაფერი ისე არ ავითარებს აზრის თავისუფლებას, როგორც ადამიანის თანმიმდევრული განათლება"
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი პირადი დაკვირვებით, დღესდღეობით ათეისტები საქართველოს პროგრესულად და ლიბერალურად მოაზროვნე ახალგაზრდობის დიდი ნაწილს შეადგენენ... ( საინტერესო იქნებოდა ამ თემაზე ერთი კარგი სოციოლოგიური კვლევა... მიზეზები, მართლა ასეა თუ არა, თუ კი რატომ და ასშ?)

 

ისე კი ყოველთვის მიკვირს ადამიიანის ვინც ამბობს: - "მე ათეისტი ვარ"...

 

1. ათეიზმი ყველაზე რთული "რელიგიაა"... რომლის ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად უდიდესი ნებისყოფა, ძალა და ენერგია სჭირდება ადმიანს.

2. ეჭვი მეპარება რომ ასეთი ძალა ადამიანს გააჩნდეს... მათი უმეტესობა ქვეცნობიერი ღვთისმოშიშეა...

3. ხშირად ადამიანი რომელიც თავს ათეისტად მიიჩნევს აღმოჩნდება რომ უბრალოდ უარყოფს რელიგიურ მიმდინარეობებს, ისლამს, ბუდიზმს,ქრისტიანობას და ამიტომაც თავი ათეისტი ჰგონია (თუ არა და სწამს ღმერთის.)

4. აგნოსტიციზმს და ათეიზმს ვერ ანსხვავებს ერთმანეთისგან.

5. გარიყულია სოციუმისგან და სჭირდება საზოგადოების ერთი კონკრეტული ჯგუფის წევრად შეიგრძნოს თავი, ამასთან პროტესტი გამოთქვას გარშემომყოფებზე და ზოგადად ყოფიერებაზე... ქართულ რეალობაში "მე ათეისტი ვარ" ამის კარგი საშუალებაა...

6. მე არ მჯერა ნამდვილი ათეისტის არსებობის... კამიუ, ბარტონ რასელი, სტალინი, ნიცშე... და მაინც მე მათ ნაწერებში,მათი შესწავლისას ვხვდები ღმერთს...

 

ეს ჩემი პირადი აზრია, საკმაოდ ბევრიც მაქვს ნაკამათები და ყოველ კამათს ვასრულებ სიტყვებით:)

 

- დამალაპარაკეთ ათეისტი და დაგანახებთ მის ღმერთს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბელაია

- დამალაპარაკეთ ათეისტი და დაგანახებთ მის ღმერთს...

აჰა დამელაპარაკე და მითხარი ვინ არის ჩემი ღმერთი :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

ათეიზმი ჩემი აზრით არის ყველაზე ბნელი და აგრესიული რელიგიური მიმდინარეობა.

განმარტებები თუ გაინტერესებთ აგიხსნით რატომ მგონია ყველაზე ბნელი და რატომ ყველაზე აგრესიული.

მაგრამ მე მგონი საჭირო არ იქნება....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

ათეიზმი ჩემი აზრით არის ყველაზე ბნელი და აგრესიული რელიგიური მიმდინარეობა.

მოდი ჯერ რელიგიის და მერე ათეიზმის განმარტებები გაიგე და მერე დაწერე ესეთი სიბრძნე ხოლმე. ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაში მჭირდება რელიგია?

 

რელიგიის დანიშნულებაა - გადარჩენა, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, რომცა ადამიანი შეუერთდება ღმერთს. ადამიანის შექმნის დროს ადამიანი იყო სუფთა და უმანკო. ამ ზნეობრივ მდგომარების შედეგად შეეძლო მას პირდაპირი ურთიერთობა ჰქონოდა ღმერთთან. ადამიანი ცოდვილი, რომ გახდა მაშინ დაკარგა ღმერთან პირდაპირი ურთიერთობა. რელიგიის დანიშნულება კი ამ ურთიერთობის აღდგენა უნდა იყოს.

დაახლოებით ეს აზრი გამოვიტანე მე ბევრ მორწმუნესთან საუბრის დროს.

 

მაგრამ ათეისტი თუ ხარ, ყველანაირი რელიგიური არგუმენტი აზრს კარგავს.

ჩემთვის როგორც ათეისტისთვის რელიგიური მტკიცებულება საკმაოდ არასერიოზულია. მათი (თეისტების) მტკიცებულებიდან გამოვიტანე შემდეგი აზრი:

 

სიმართლე მათი არის წერილში (ბიბლიაზეა საუბარი)

წერილის მიმართ არანაირი ეჭვი არ უნდა არსებობდეს

ეჭვები წერილის მიმართ - არის ცოდვა

მცდელობა წერილი გადამოწმების - ეჭვის შეტანა წერილზე, არის ცოდვა

ცოდვები ჩვენი - ეშმაკისეულია

ექსპერიმენტალური შეხედულება - ეშმაკისეულია

ყველა მეცნიერება - რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს წერილს, ეშმაკისეულია, გარდა ე.წ „ქრისტიანულ მეცნიერებიბისა“.

 

ათეისტისთვის გასაგებია, რომ მსგავსი დამოკიდებულება არა მარტო მიუღებელია, არამედ გარკვეულ პროტესტსაც იწვევს. როგორც ათეისტს მიმაჩნია, რომ მსგასი აზროვნება წარმოშობს მონურ ფსიქოლოგიას, უსიტყვოდ დაემორჩილო და ჭეშმარიტებად მიიღო ყველაფერი, რომელსაც „პაპი“, „მამაო“ ან რომელიმე ისეთი პიროვნება გეტყვის, რომელიც რელიგიურ იერარქიას მიეკუთვნება. ეს იგივეა უსიტყოდ დაემორჩილო, ყველა მის, კონკრეტულ პიროვნებისა თუ ორგანიზაციის ნება სურვილს. მთავარი აქ ხომ ის არის, რომ ვიღაცამ უნდა ილაპარაკოს ღმერთის სახელით და სწორედაც ის ვინც ილაპარაკებს ღმერთის სახელით, ის იქნება რეალურად „ღმერთი“, ყველა მორწმუნესთვის, რადგან მის სიტყვებში იქნება ღვთიური ნება გამოსახული.

 

ისტორია გვასწავლის, რომ ყველა რელიგია ცდილობს სახელმწიფოში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს, მოიპოვოს პრივილეგიები, ძალაუფლება და შემდეგ მართოს. რელიგია ვერ გაექცევა იმ ბრალდებას, რომ ის ხშირად წარმოადგენს, პოლიტიკურ იარაღს მართველ ელიტის ხელში. ხოლო ბრმა და უსიტყვო მორჩილება რელიგიურ იერარქებისადმი, აისახება თავად პოლიტიკურ სისტემაზეც. იქ სადაც ძლიერია რელიგიური ინსტიტუტები, იქ დემოკრატიული წეს-წყობილებისთვის დამახასიათებელი ინსტიტუტების ფუნქციონირება, საკმაოდ ჭირს ხოლმე.

 

თავისთავად დაუმორჩილებლობა, ეჭვის შეტანა ითვლება ცოდვათ. ანუ თავისუფლება, სხვანაირი ცხოვრების, აზროვნების, ქცევის სტილი არასასურველია რელიგიისთვის და ის ყოველთვის ცდილობს მისგან სხვანაირი და მეტიც დამოუკიდებელი, ბოროტებად წარმოაჩინოს. ამიტომაც თავისუფლება ამ მხრივ გამოდის, როგორც ბოროტება, რომელიც ემსახურება ადამიანის დაშორებას ღმერთთან. ამიტომ ხშირად ექსტემისტ და რადიკალ მორწმუნეებს სურვილი აქვთ, არ დაუშვან განსხვავებული აზროვნების მქონე ადამიანები საზგოადოებაში და მათგან ყოველგვარ თავისუფალ და განსხვავებულ საქციელს მკაცრად უსწორდებიან. ეს არის გარკვეულწილად ერთი იდეის (იდეაში რელიგია იგულისხმება), ერთი ინსტიტუტის (ეკლესიის) სრული დიქტატურა, საზოგადოებაზე.

 

მე როგორც ათეისტს რელიგია არ მჭირდება. არ მჭირდება არავისგან გადარჩენაც და ღმერთთან სიახლოვე. არ მჭირდება ვინმეგან სწავლება, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი. მე მიმაჩნია, რომ მე სავსებით შემიძლია ყველა რელიგიისგან დამოუკიდებლად გავარჩიო რა არის კარგი და რა არის ცუდი, მიმაჩნია რომ მე ბედნიერებისკენ სწრაფვაში რელიგია საერთოდ არ მესაჭიროება, პირიქით თუ კი ის ძალაუფლებას გამოიყენებს რათა ჩემი თავისუფლება შეზღუდოს, მაშინ ის მხოლოდ ხელისშემშლელ ინსტრუმენტი იქნება ბედნიერებისკენ სწრაფვაში და მეტი არაფერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიმართლე მათი არის წერილში (ბიბლიაზეა საუბარი)

წერილის მიმართ არანაირი ეჭვი არ უნდა არსებობდეს

ეჭვები წერილის მიმართ - არის ცოდვა

მცდელობა წერილი გადამოწმების - ეჭვის შეტანა წერილზე, არის ცოდვა

ცოდვები ჩვენი - ეშმაკისეულია

ექსპერიმენტალური შეხედულება - ეშმაკისეულია

ყველა მეცნიერება - რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს წერილს, ეშმაკისეულია, გარდა ე.წ „ქრისტიანულ მეცნიერებიბისა“.

ათეისტისთვის გასაგებია, რომ მსგავსი დამოკიდებულება არა მარტო მიუღებელია, არამედ გარკვეულ პროტესტსაც იწვევს.

 

ასეთ რელიგიურ შეხედულებებს არც მე ვეთანხმები და არც მე ვიზიარებ. :) პირიქით, ათეისტებისა არ იყოს, მსგავსი დამოკიდებულება საკითხებისადმი, ჩემშიც პროტესტის გრძნობას იწვევს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...