shamili Posted April 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2010 (edited) ოთარ ჭილაძე ძალიან მაგარი ადამიანი იყო. ეგ ადამიანი იყო ნამდვილი ხელოვანი და ადამიანი რომელსაც ეჭვშეუტანლად სჯეროდა თავისი ერის ბრწყინვალე მომავლის. ღმერთმა აცხონოს. სამწუხაროა რომ მასაც ხელოვანს უწოდებენ და ებრალიძის პრემიის ლაურეატებსაც Edited April 4, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted April 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2010 მოგესალმებით მეგობრებო! ყველას, კიდევ ერთხელ გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს! რაც შეეხება გადარჩენა-არგადარჩენას, ვთვლი რომ თუ ჩვენ გადაშენების საფრთხის წინაშე ვართ (რასაც მე პირადად არ ვიზიარებ), ეს შეიძლება მოხდეს არა გარეშე მტრის ზეწოლით, არამედ შინაგანი გადაგვარებით. გარეშე მტერს შეუძლია მხოლოდ ხელი შეუწყოს შინაგან გადაგვარებას. შინაგანი გადაგვარება არ გულისხმობს მხოლოდ რელიგიის მიმართ (ამ შემთხვევაში მართლმადიდებლობის მიმართ) გაუცხოებას, ეს ალბათ გაცილებით უფრო რთული პროცესია. რელიგიური ფანატიზმიც ჩემი აზრით შინაგანი გადაგვარების ერთერთი სახეა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted April 4, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2010 მოგესალმებით მეგობრებო! ყველას, კიდევ ერთხელ გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს! რაც შეეხება გადარჩენა-არგადარჩენას, ვთვლი რომ თუ ჩვენ გადაშენების საფრთხის წინაშე ვართ (რასაც მე პირადად არ ვიზიარებ), ეს შეიძლება მოხდეს არა გარეშე მტრის ზეწოლით, არამედ შინაგანი გადაგვარებით. გარეშე მტერს შეუძლია მხოლოდ ხელი შეუწყოს შინაგან გადაგვარებას. შინაგანი გადაგვარება არ გულისხმობს მხოლოდ რელიგიის მიმართ (ამ შემთხვევაში მართლმადიდებლობის მიმართ) გაუცხოებას, ეს ალბათ გაცილებით უფრო რთული პროცესია. რელიგიური ფანატიზმიც ჩემი აზრით შინაგანი გადაგვარების ერთერთი სახეა.Lo Janko აღდგომას გილოცავ, მეგობარო კი ბატონო, რწმენას ნამდვილად მიყავს ადამიანი ფანატიზმამდე, მაგრამ ეს ის ფანატიზმია, რომელმაც ერი გადაარჩინა და "შეინახა" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted April 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2010 ლ ი ც ი ეს ის ფანატიზმია, რომელმაც ერი გადაარჩინა და "შეინახა""შეინახა" - ამის ბრჭყალებში ჩასმა რითია გამოწვეული? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2010 ლ ი ც ი "ურწმუნოების" მიუხედავად ვაღიარებ, რომ ქვეყანა დღემდე მართლმადიდებლურმა რწმენამ, ეკლესიამ მოიტანა.შე დალოცვილო თუკი მაგას ხვდები რაღას გვანერვიულებ ხოლმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted April 4, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2010 "შეინახა" - ამის ბრჭყალებში ჩასმა რითია გამოწვეული?ერი პომიდორი არ არის , ვერ დააკონსერვებ, ჩემო ბატონო Lo Janko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2010 Lo Janko რელიგიური ფანატიზმიც ჩემი აზრით შინაგანი გადაგვარების ერთერთი სახეა.მმკას გულისხმობ? მაგათ 7-8 შვილი ჰყავთ, არ იკეთებენ წამალს, ლოთები არ არიანდა მუქთახორები,ეგენი გადაგვარდებიან და ლეო ნაFტები აწევენ საქართველოს გადარჩენის დროშას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted April 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2010 (edited) მმკას გულისხმობ? მაგათ 7-8 შვილი ჰყავთ, არ იკეთებენ წამალს, ლოთები არ არიანდა მუქთახორებიარა Siknadmo, მმკ არ მიგულისხმია.ბევრი შვილები რომ ყავთ და არც სხვა სიგლახეებს აკეთებენ ეს ძალიან კარგია და თუ ამ საქმეს გააგრძელებენ ისე, რომ დაანებებენ სხვების საქმეებში ჩარევას კიდევ უფრო უკეთესი იქნება, მაგრამ ეს ჯერ კიდევ მაინც არ ნიშნავს რომ ერის მომავალი უზრუნველყოფილია. ერი ცხოვრობს ძალიან სწრაფად განვითარებად, კონკურენტულ და გლობალურ გარემოში. თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი ამ სამყაროში და თანაბარნი თანაბართა შორის, მაშინ საკუთარი გადარჩენის გზა უნდა ვეძიოთ ჩვენი ერის უდიდესი ინტელექტუალური და სულიერი პოტენციალის რეალიზაციის გზაზე. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ თავისუფალ, სეკულარულ საზოგადოებაში. ეგენი გადაგვარდებიან და ლეო ნაFტები აწევენ საქართველოს გადარჩენის დროშას?ეს საერთოდ არაფერ შუაშია. ლეო ნაფტა არავის არ უვარდება არც სახლში და არც სკოლაში და ძალით ან მუქარით არ ახვევს თავზე თავის აზრებს. Edited April 4, 2010 by Lo Janko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted April 4, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2010 სამწუხაროა რომ მასაც ხელოვანს უწოდებენ და ებრალიძის პრემიის ლაურეატებსაცთუ არ ვცდები ერთ-ერთი ლაურეატი ამაშუკელია, არა? shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2010 (edited) ეს კი შესაძლებელია მხოლოდ თავისუფალ, სეკულარულ საზოგადოებაში.თავისუფალ, სამართლებრივ გარემოში კი,მაგრამ სეკულარულში არა,მე გავიზარდე სეკულარულ საზოგადოებაში სადაც პალაჟენიე შავებს და კომკავშირლებს მიჰყავდათ, ეხლა კი მათ საყურიანი როჟები ჩაენაცვლონ? Нах... надо... Edited April 4, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted April 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2010 ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრემდე წარჴდეს ცაჲ და ქუეყანაჲ, იოტაჲ ერთი გინა რქაჲ ერთი არა წარჴდეს სჯულისაგან და წინასწარმეტყუელთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს. სახარებაჲ მათეს თავისაჲ 5-18 ქრისტე აღსდგა, გილოცავთ ყველას, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ყოველთვის ვცხოვრობდით ისე, როგორც ვიმსხურებდით, ეხლაც ვცხოვრობთ ისე, როგორც ვიმსახურებთ, მომავალშიც, ღვთის წყალობით, ვიცხოვრებით ისე, როგორც დავიმსახურებთ. სულ ყურებზე სიარული რომ ვისწავლოთ, ამაზე ვერც მეტს და ვერც ნაკლებს ვერ ვეღირსებით ვერაფერს ვერასდროს.და კიდევ, ქართველები ყოველთვის ვიმარჯვებდით, როცა ვიბრძოდით არა ამქვეყნიურ კეთილდღეობისა და განდიდებისთვის, არამედ როცა ვიბრძოდით ღვთისა განდიდებისა და მისი ერთგული მსახურებისთივის. ყველაზე სასტიკი იარაღი, რაც კი მონახეს ჩვენს დასამარცხებლად და დასაცემად, სწორედ ამ ფასეულობათა გადატრიალება აღმოჩნდა, რამაც, სამწუხაროდ, საკმაოდ და სავალალოდ გაიდგა ფესვი ჩვენს ხალხში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted April 4, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2010 ყველაზე სასტიკი იარაღი, რაც კი მონახეს ჩვენს დასამარცხებლად და დასაცემად, სწორედ ამ ფასეულობათა გადატრიალება აღმოჩნდა,Achiko1972 ესე იგი, მეთანხმები, არა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted April 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2010 ლ ი ც ი მძიმე საქმე მთხოვე ამ თემაში რამოდენიმე პრობლემას გამოვყოფ და შევეცდები ეს პრობლემები გამოვკვეთო აზრით მისაწვდომ დონეზე.თემის ავტორი გვეუბნება:1.ჩვენი მიზანია დავინახოთ პრობლემა.2.ამ პრობლემას ქართველი მოაზროვნე და ჰუმანისტი ასე ხედავდა:ჩვენთვის, ჯერჯერობით, მთავარი პრობლემა მაინცფიზიკური გადარჩენაა.3.თემის ავტორი გვეუბნება, რომ ის პრობლემას ხედავსსულიერ საყრდენს ვერ დაანგრევ,- სულიერ გადარჩენაში. (თუ ვცდები თემის ავტორი შემისწორებს)4.თემაში გამოთქმულია სავსებით რეალური აზრები,არა პესიმისტურ-რადიკალური, არამედ რეალური აზრები:სავსებით რეალურია ქართველი ერის გადაშენებაპროცესები კი ისეთი მიდის, რომ მე დიდი იმედი არ მაქვს ჩვენი აღზევებისა...თემაში გამოთქმულია აზრები, რომ საფრთხე არ არსებობს: მანდამაინც დიდ ნგრევას ამ კუთხით ვერ ვხედავ, თუმცა არის ცალკეული გამოხტომები.არც მგონია რომ განადგურების საფრთხე რეალური იყოს.და არის რეალური საფრთხის ზოგადი გრძნობა: მე კი... საფრთხეს ვხედავაგრეთვე რადიკალურად საპირისპირო აზრები იმის თობაზე, რამაც, როგორც ერთნი აღიქვამენ- გადაგვარჩინა, ხოლო მეორენი თვლიან რომ სწორედ მან მოგვიტანა ზიანიასევე რადიკალურად განსხვავებული აღქმები:-ა)კომუნისტ.რეჟიმმა უმძიმესი დარტყმა მოგვაყენა,ბ)კომუნისტებს არაფერი გამოუვიდათ... მძიმე სურათია მეგობრებო. უმძიმესი. მე ვიტყოდი -აგონიური...ლიცის თხოვნით, ქვემოთ შევეცდები აზრის დონეზე ამოვატივტივო ის, თუ რასთან გვაქვს საქმე. ზემორე ამონარიდებიც ამასთან დაკავშირებით მოვიყვანე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted April 4, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2010 სულიერ გადარჩენაში.მე მინდოდა მეთქვა, რომ სულიერი საყრდენი სულშია...nuaka Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted April 4, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2010 მძიმე სურათია მეგობრებო. უმძიმესი. მე ვიტყოდი -აგონიური...სამწუხაროდ ნამდვილად საგანგაშო სიტუაციაა, მაგრამ ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, საფრთხეს ვერ აცნობიერებს, რამეთუ ანალიზისა და პროგნოზირების უნარი ატროფირებული აქვს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.