Jump to content
Planeta.Ge

რატომ ხდებიან ადამიანები ათეისტები?


Recommended Posts

რა სისულელეა ათეისტომა დასწამო ჩვილს, რომელიც დედის ძუძუს ვერ მოშორებია?

თუ ამ ჩვილ ბავშვს აქვს ჭამის მოთხოვნილება, რატომ არ უნდა ჰქონდეს მას, ღმერთის მიერ შექმნილ არსებას, რელიგიის მოთხოვნილება? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nuaka

კი მაგრამ, თუკი შენ ამტკიცებ, შენ გაქვს მაგის უფლებამოსილება და იმათ -არა?

საიდან მოიტანე რომ ესე ვაყენებ საკითხს? :) რომ ვფიქრობდე რომ სხვას არ აქვს უფლება თავის აზრი დაამტკიცოს ავდგებოდი და მოდერატორობას გამოვიყენებდი :)

აზრი

თუ თემას გულისხმობ, თემა უბრალოდ ეხება იმას, თუ რატომ ხდებიან ადამიანები ათეისტები.

ისე ამ თემაში არასასურველ პოზიციაში რომ ხართ თეისტები თუ ხვდებით? თქვენ თეორიებს იმდენი ფასი არ ექნება რამდენიც პირველწყაროს, ანუ ათეისტებს.

როგორ გავხდით ატეისტები და რატომ ყველა ვარიანტში ჩვენი პასუხები უფრო სწორი იქნება ვიდრე თეისტების თეორიები..

ახლა კი იმაზე, ქართულად დაწერეო, მიკრობიოლოგიაში ერკვევი?

:) შენ დაწერე დამიჯერე გამოჩნდება ათეისტი ვინც ერკვევა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

შენ აცხადებ რომ რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი ხარ ხომ? ახლა კი, მოდით, ათეისტებს მოგმართავთ ნუკრიკოს თამადობით, რაციონალურად ვიმსჯელოთ. არ გვინდა აქ მღვდლების სუბიექტური აზრების საფუძველზე ათეისტობის გამართლება ეცადოს ვინმემ, რომ აი ვინმე მღვდელმა ათეისტობას უზნეობა უწოდა და მსგავსი რამ. მე გკითხავთ რარაცას და თქვენ გამეცით პასუხი. აქ დავდებ სურათს, ილუსტრაციისათვის სადაც სახვა და სხვა ფერის ლობიოებია და ადამიანი მას ჩამჩით იღებს:

 

http://s61.radikal.ru/i173/1003/2e/92255544b033.jpg

 

 

ახლა მითხარით:

 

ა) ჩამჩით რომ შეეცადოთ ლობიოების გროვა აიღო, როგორც სურათზეა ნაჩვენები, ერთი ფერის ლობიოებს ამოიღებ ხელით გამორჩევის გარეშე,

თუ ჩამჩას სხვა და სხვა ფერის ლობიოებიც გამოყვება?

 

და აქვე მიპასუხეთ:

 

ბ) რამდენჯერ უნდა ცადოთ ჩამჩით ლობიოების აღება, რომ მხოლოდ ერთი ფერის ლობიოები ამოყვეს მას?

 

პასუხს როცა მომწერთ, შემდეგ წარმოგიდგენთ ადვილად გასაგებ ძალიან საინტერესო, მეცნიერულად დასაბუტებულ ფაქტებიდან ამ ეტაპისთვის ერთ ფაქტს, რომელიც ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხზე დაგაფიქრებთ მათ ვისაც ღვთის არსებობის და შემოქმედების არ გჯერათ, და თუ რაციონალურად მიუდგებით, კარგს იზამთ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენც შეგიძლია შემოწმება. დააკვირდი ნებისმიერ პატარა ბავშვს. გინახავს რომ როდესმე პირჯვარს იწერდეს?

:)და შენ სერიოზულად გგონია, რომ თეიზმი პირჯვრის წერაში გამოიხატება?

:)

და ბუდისტი, რომელიც პირჯვარს არ იწერს -ათეისტია?:)

რკინის ლოგიკაა.

მე გავედი.

:D

ჭეშმარიტება რომ მიიღო, მის ტოლფასოვან სიდიდეს უნდა წარმოადგენდე.;*

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

რელიგიის და რწმენის მოთხოვნილება პირვლად მესმის.

 

 

ჩვილი რატომ არ იწერს პირჯვარს, ათეისტიაო :)))

სასაცილო არაა ეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენჯერ უნდა ცადოთ ჩამჩით ლობიოების აღება, რომ მხოლოდ ერთი ფერის ლობიოები ამოყვეს მას?

ეს დამოკიდებულია სხვადასხვა ჯიშის ლობიოს მარცვლების ურთიერთ შეფარდებაზე და განაწილებაზე ამ გროვაში. შემდეგ?

 

კითხვა მართალია ათეისტებზე იყო დასმული, მაგრამ მე, აგნოსტიკოსმა გავეცი პასუხი მასზე. იმედია არავის არ ეწყინება :)

 

nuaka

და შენ სერიოზულად გგონია, რომ თეიზმი პირჯვრის წერაში გამოიხატება?

არა. პირჯვრის გადაწერა თეიზმის გამოვლინებაა. როცა ცდას ატარებ, აკვირდები მის შედეგებს. დასაკვირვებლად კი ეს მაგალითი გამოდგება.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს დამოკიდებულია სხვადასხვა ჯიშის ლობიოს მარცვლების ურთიერთ შეფარდებაზე და განაწილებაზე ამ გროვაში. შემდეგ?

 

კითხვა მართალია ათეისტებზე იყო დასმული, მაგრამ მე, აგნოსტიკოსმა გავეცი პასუხი მასზე. იმედია არავის არ ეწყინება :)

 

nuaka

 

არა. პირჯვრის გადაწერა თეიზმის გამოვლინებაა. როცა ცდას ატარებ, აკვირდები მის შედეგებს. დასაკვირვებლად კი ეს მაგალითი გამოდგება.

Saturn

 

შეკითხვა არ ეხებოდა რაზეა დამოკიდებული თუ რა ფერის ლობიო ამოყვება ჩამჩას. :) მანდ ორი შეკითხვაა და თუ გსურს უპასუხე, არაა პრობლემა. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ვიცი საითაც მიგყავს საუბარი :)

 

ეგ არგუმენტი არის ერთ-ერთი პირველი რატომავ ვიწამე ღმერთი...

 

ანუ სამყარო იმდენად კანონზომიერად არის აწყობილი, რომ უბრალო შემთხვევითი აფეთქებით ასეთი სიზუსტით არ დაეწყობოდა.. ანუ ვიღაც ძლიერის ხელი ურევია...

 

და მეორე არგიუმენტი, რატომაც ვიწამე, ის რომ ის რაც დედამიწაზე არსებობს აუხსნელი მოვლენები, იგივე პოლტერგეისტები, ბოროტი ძალები, ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში რომ არის საპირისპირო, ანუ სიკეთე... და რომ არის უხილავი, რასაც ადამიანები თვალით ვერ ვხედავთ..

 

ბიბლიას მეც მოვყავარ წინააღმდეგობაში, თუმცა ღვთის არსებობაში ეჭვი ნაღდად აღარ მეპარება ..

 

 

 

პ.კ : ყოფილი ათეისტი ...

Edited by Pariz
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

მანდ ორი შეკითხვაა და თუ გსურს უპასუხე, არაა პრობლემა.

ზუსტი პასუხი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაიცეს, როცა ზუსტი პირობაა ცნობილი.

 

Pariz

სამყარო იმდენად კანონზომიერად არის აწყობილი, რომ უბრალო შემთხვევითი აფეთქებით ასეთი სიზუსტით არ დაეწყობოდა.. ანუ ვიღაც ძლიერის ხელი ურევია...

მაშინ წინააღმდეგობაში მოდიხარ შენივე თეორიასთან, რადგან მისი მიხედვით ის ღმერთი, ანუ კანონზომიერების წყაროც, ვერ შეიქმნებოდა თავისთავად და მასაც უნდა ჰყავდეს შემქნელი. იმ შემქმნელს კიდევ შემქმნელი და ა.შ.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ყველა ვარიანტში სხვადასხვა ფერის ლობიოებს ამოიღებ ჩამჩით, რამდენჯერაც არ უნდა სცადო.

 

ძალიან დამაინტერესა, აბა გელი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

შეკითხვა არ ეხებოდა რაზეა დამოკიდებული თუ რა ფერის ლობიო ამოყვება ჩამჩას. 056.gif მანდ ორი შეკითხვაა და თუ გსურს უპასუხე, არაა პრობლემა. vinki.gif

არა და პირდაპირ კავშირშია, ამოცანა რომ ამოხსნა ამოცანი პირობა უნდა იცოდე. ამოცანის პირობის გარეშე რანაირად ვლაპარაკობთ რაციონალიზმზე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიბლიას მეც მოვყავარ წინააღმდეგობაში, თუმცა ღვთის არსებობაში ეჭვი ნაღდად აღარ მეპარება ..

+100000000

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

არა და პირდაპირ კავშირშია, ამოცანა რომ ამოხსნა ამოცანი პირობა უნდა იცოდე. ამოცანის პირობის გარეშე რანაირად ვლაპარაკობთ რაციონალიზმზე?

 

:) კაი, რაციონალისტებო ყველა გვეყნისა შეერთდით და ჩემს შეკითხვებზე უპასუხეთ. სურათი მხოლოდ ილუსტრაციაა. სინამდვილეში კი, დავუშვათ რომ ლობიოები ზუსტი ზომის და წონისაა. მხოლოდ ბერებითაა განსხვავებული ერთმანეთისგან. ახლა უპასუხეთ ზემოთ რაც გკითხეთ. :)

 

აზრი

ყველა ვარიანტში სხვადასხვა ფერის ლობიოებს ამოიღებ ჩამჩით, რამდენჯერაც არ უნდა სცადო.

 

ძალიან დამაინტერესა, აბა გელი :D

 

100%-იანს ამბობ. :D უბრალოდ ნამეტანი ფილოსოფოსობენ ესენი. ახლა უკვე იციან პირობები და იმედია არ დაზადნავენ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

Saturn

 

პირდაპირ უპასუხეთ კაცის შეკითხვას, რად უნდა ამდენი ვაი-ვიში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

დავუშვათ რომ ლობიოები ზუსტი ზომის და წონისაა. მხოლოდ ბერებითაა განსხვავებული ერთმანეთისგან. ახლა უპასუხეთ ზემოთ რაც გკითხეთ

თუ სხვადასხვა ფერის ლობიოს მარცვლები ერთი ზომისაა და ერთნაირი რაოდენობითაა, აგრეთვე თანაბრად არის განაწილებული გროვაში, მაშინ მხოლოდ ერთადერთი ვარიანტი რჩება იმისთვის რომ მხოლოდ ერთი ფერის მარცვლები ამოიღო გროვიდან. კერძოდ ჩამჩა უნდა იყოს ძალიან პატარა, რამდენიმე მარცვლის ტოლი. დიდი ჩამჩის შემთხვევაში ყოველთვის სხვადასხვა ფერის მარცვლები ამოვა. ახლა რა ვქნათ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...