Jump to content
Planeta.Ge

რატომ ხდებიან ადამიანები ათეისტები?


Recommended Posts

აზრი

no.gif

როცა ადამიანმა არ იცის რა არის ათეიზმი და არც არავინ ეუბნება რომ ათეიზმი ესეთი რამე შეიძლება არსებობდეს, ავტომატურად ხო ის იქნება თეისტი?

 

ესეა ათეიზმიც :)

ესე იგი, შენი აზრით, ისინი ვინც თეისტები არიან ზღაპრების ჯერ კიდევ სჯერათ?

ისნი ვინც რაციონალურ აზროვნებაზს უარყოფენ და ირაციონალურად აზროვნებენ, მათ მარტივად შეუძლიათ ზღაპრები და მითები რეალობად აღიქვან.

 

ირაციონალიზმი არის თეისტური აზროვნების თავი და თავი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

როცა ადამიანმა არ იცის რა არის ათეიზმი და არც არავინ ეუბნება რომ ათეიზმი ესეთი რამე შეიძლება არსებობდეს, ავტომატურად ხო ის იქნება თეისტი?

 

ესეა ათეიზმიც :)

 

განავრცე თუ შეიგიძლია რას გულისხმობ. მინდა ზუსტად გავიგო რას გულისხმობ. :)

 

 

 

ისნი ვინც რაციონალურ აზროვნებაზს უარყოფენ და ირაციონალურად აზროვნებენ, მათ მარტივად შეუძლიათ ზღაპრები და მითები რეალობად აღიქვან.

ირაციონალიზმი არის თეისტური აზროვნების თავი და თავი..

ესე იგი, შენ გინდა თქვა რომ თუ ადამიანს ღვთის არსებობა არ სჯერა რაციონალური ყოფილა და თუ სჯერა ირაციონალური? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

განავრცე თუ შეიგიძლია რას გულისხმობ. მინდა ზუსტად გავიგო რას გულისხმობ. smile.gif

მე ცხოვრებაში მქონდა რამოდენიმე ადამიანთან შეხვედრა რომელმაც არ იცოდა რომ ათეიზმი არსებობდა და რომ შეიძლებოდა რომ იდეა არსებულიყო რომ მერთი არ არსებობს.

 

ანუ მათ არ იცოდნენ არაფერი ღმერთის შესახებ

ესე იგი, შენ გინდა თქვა რომ თუ ადამიანს ღვთის არსებობა არ სჯერა რაციონალური ყოფილა და თუ სჯერა ირაციონალური?

არა, მორწმუნე რაციონალსა არ გამიოვრიცხავ რა თქმა უნდა. მაგრამ ესეთი მორწმუნე როგორც წესი, უფრო ფორმალურ მორწმუნეს ჰგავს, ანუ კი აღიარებს რომ ღმერთი არსებობს, მარა ცხოვრებას ისე ატარებს რომ ღმერთს არანაირ ყურადღებას არ აქცევს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ ესეთი მორწმუნე როგორც წესი, უფრო ფორმალურ მორწმუნეს ჰგავს

დასკვნები რა პონტში გამოგაქვს.

 

ჭეშმარიტების მამა ხარ?

პრეტენზია გაქვს ყველაფრის ცოდნაზე..

 

დაპატარავდი რა ცოტა, ადამიანო!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სწორედ მაგიტომ დავსვი შეკითხვა ზემოთ:

ციტატა

მასზე ისევე ახდენს ყოფიერება ზეგავლენას როგორც თეისტზე?

 

მე უფრო იმ აზრს ვემხრობი, რომ ყოფიერების გავლენით შეიძლება გახდე ათეისტი ან თეისტი, თუმცა ათეისტურ გარემოში დაბადებულ-გაზრდილიც შეიძლება გახდეს მორწმუნე და პირიქით ანუ აქ პიროვნების ნებაა უკვე განმსაზღვრელი...

Edited by irene
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დასკვნები რა პონტში გამოგაქვს.

 

ჭეშმარიტების მამა ხარ?

პრეტენზია გაქვს ყველაფრის ცოდნაზე..

 

დაპატარავდი რა ცოტა, ადამიანო!

ჯერ ესერთი ჭეშმარიტებას კი არა ჩემ აზრს ვამბობ რომელიც შეილება მართალი იყოს და რომელიც შეიძლება არც იყოს მართალი.

 

მეორეც ვისაც სასწაულის ჯერა ის უკვე ირაციონალურად აზროვნებს. შესაბამისად თუ არ სჯერა სასწაულების, თუ არ სჯერა უმარავ რელიგიურ მოვლენის და ა.შ და არის რაციონალური, ფსევდო-მორწმუნეობა გამოდის აბა რა გამოდის? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Private Nodari

რაციონალიზმი, ასევე რაციონალისტური მოძრაობა ფილოსოფიური დოქტრინაა, რომლის მტკიცებით სინამდვილის შეცნობა შეიძლება განსჯითა და ფაქტების ანალიზით, რწმენის, დოგმისა ან რელიგიური სწავლების ნაცვლად. მის თავდაპირველ ფესვებს პლატონთან მივყავართ. რაციონალიზმს გარკვეული მსგავსება ახასიათებს იდეოლოგიითა და მოწოდებით ჰუმანიზმთან და ათეიზმთან, ვინაიდან ის იძლევა რელიგიურ ან ზებუნებრივ რწმენათა გარეთ სოციალური და ფილოსოფიური შემეცნების საფუძვლებს; თუმცა რაციონალიზმი ამ ორი მიმართულებისგან განსხვავდება, რაც შემდგომში მდგომარეობს:

 

* როგორც სახელი მიუთითებს, ჰუმანიზმი ხალხის თვითშეგნებასა და საყოველთაო ღირებულებებზე ამახვილებს ყურადღებას. მაშინ როცა რაციონალიზმი ჰუმანიზმის მთავარი კომპონენტია, ამასთან ჰუმანიზმის ძლიერი კომპონენტია ასევე ეთიკაც, რასაც რაციონალიზმი არ ითვალისწინებს. შედეგად, რაციონალისობა ჰუმანისტობას არ ნიშნავს.

 

* ათეიზმი, ღმერთის ან ღვთიურის ურწმუნობა, შეიძლება ნემისმიერ ბაზას ან საერთოდ არანაირ ბაზას ეყრდნობოდეს, მაშასადამე მას რაციონალიზმი არ სჭირდება. უფრო მეტიც, თავად რაციონალიზმი არც ამტკიცებს და არც უარყოფს ათეიზმს. თუმცა ეს ისტორიულად ასე არ იყო. დღესდღეობით მოღვაწე რაციონალისტთა უმეტესობა, ყველა თუ არა, მათ შორის ისეთი მეცნიერი, როგორიცაა რიჩარდ დოუკინსი და აქტივისტი სანალ ედამარუკუ, ათეისტები არიან.

 

 

შენ გადაწყვიტე ეხლა როგორი მოაზროვნეები იყვნენ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე უფრო იმ აზრს ვემხრობი, რომ ყოფიერების გავლენით შეიძლება გახდე ათეისტი ან თეისტი, თუმცა ათეისტურ გარემოში დაბადებულ-გაზრდილიც შეიძლება გახდეს მორწმუნე და პირიქით ანუ აქ პიროვნების ნებაა უკვე განმსაზღვრელი...

 

ართალი ხარ, ნამდვილად ახდენს გავლენას ადამიანზე ყოფიერება. ყოფიერება გარკვეულ წილად განაპირობებს ცნობიერებას, შედეგად კი როცა ყალიბდება გარკვეული სახის ცნობიერება, იქ უკვე ყალიბდება ადმაიანის პირადი, სუბიექტური ხედვა. თუმცა, როცა ათეისტურად იზრდება ადმამიანი და მასზე ათეისტური იდეოლოგიები ახდენს ზეგავლენას და მისი შემეცნებითი არეალი რაციონალურად იზრდება და ფართოვდება, ადმაიანი იცვლის სუბიექტურ შეხედულებებს და ხდება თეისტი. ეს ხდება შემეცნების საფუძველზე და არა ემოციაზე ან რაიმე უბრალოდ დაჯერებაზე, რაც ჩვენს Nukriko-ს ჰგონია რომ ასეა. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუმცა, როცა ათეისტურად იზრდება ადმამიანი და მასზე ათეისტური იდეოლოგიები ახდენს ზეგავლენას და მისი შემეცნებითი არეალი რაციონალურად იზრდება და ფართოვდება, ადმაიანი იცვლის სუბიექტურ შეხედულებებს და ხდება თეისტი

თეორიის მიღმა პრაქტიკაზე გადავიდეთ. მე გავიზარდე მართლმადიდებლურ ანდა უფრო სეკულარულ ოჯახში, ჩემი ოჯახის ყველა წევრს ჩემს გარდა სწამს ღმერთის. მე გავხდი ათეისტი უკვე თინეიჯერობის ასაკში და თან მყარედ. ასე რომ შენი ფატალისტური თეორია ვითომ ათეისტის ბოლო თეისტობაა არის მცდარი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ამასთან ჰუმანიზმის ძლიერი კომპონენტია ასევე ეთიკაც

მერე თავს რეციოზე და ჰუმანიზმზე რომ დებ, ელემენტარული ეთიკაც ხომ უნდა გქონდეს რელიგია არ შემიგინო და ზღაპარი არ უწოდო?

 

რიჩარდ დოუკინსი და აქტივისტი სანალ ედამარუკუ, ათეისტები არიან.

მაგათ ადარებ აინშტაინს?

 

საერთოდ როგორაა იცი, მეცნიერების უმრავლესობა, რომლებიც ღრმად ვერ წვდებიან თავიანთ პროფესიას, ათეისტები არიან.

ხოლო მათ, რომლებმაც შეძლეს და ღრმად ჩასწვდნენ მეცნიერების არსს, აღიარეს უფალი :)

 

სინამდვილის შეცნობა შეიძლება განსჯითა და ფაქტების ანალიზით

როგორ ფიქრობ, მორწმუნე ადამიანი ( ლაპარაკი არ მაქვს უაზრო ფანატებზე) ფაქტების ანალიზით და მსჯელობით არ იკვალავს ცხოვრებას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Private Nodari

მერე თავს რეციოზე და ჰუმანიზმზე რომ დებ, ელემენტარული ეთიკაც ხომ უნდა გქონდეს რელიგია არ შემიგინო და ზღაპარი არ უწოდო?

ჰუმანიზმზე არ ვდებ თავს, მაგრამ რაც შეეხება ათეისტურ პოზიციას, მარტივია და ყველასთვის ცნობილია და რატომ გიკვირს ვერ გავიგე, ათეისტებს მიაჩნიათ რომ რელიგია არის ადამიანის მიერ გამოგონილი და არარეალური ამბები, ზღაპრები, მითები და ალეგენდები. სიტყვის თავისუფლებაც და ყველანაირი ლოგიკა მოითხოვს იმას რომ ათეისტმა თავისი პოზიცია დააფიქსიროს.

 

თეისტებისთვის, ქრისტიანებისთვის კი ათეისტი არის "ფარისეველი და მწიგნობარი", "ცოდვილი" და ა.შ ამ და სხვა "წოდებებს" ჩვეულებრივად ვიღებთ ათეისტები როცა ქრისტიანები გველაპოარაკებიან და თქვენც უნდა შეძლოთ ჩვეულებრივად მიღება სხვისი პოზიციის. :)

 

მაგათ ადარებ აინშტაინს?

და აინშტაინი რა?

საერთოდ როგორაა იცი, მეცნიერების უმრავლესობა, რომლებიც ღრმად ვერ წვდებიან თავიანთ პროფესიას, ათეისტები არიან.

ხოლო მათ, რომლებმაც შეძლეს და ღრმად ჩასწვდნენ მეცნიერების არსს, აღიარეს უფალი

თურმე ყველა წამყვანი მეცნიერლი ღმერთის არსებობას ამტკიცებს :) :)

 

როგორ ფიქრობ, მორწმუნე ადამიანი ( ლაპარაკი არ მაქვს უაზრო ფანატებზე) ფაქტების ანალიზით და მსჯელობით არ იკვალავს ცხოვრებას?

ხო და მითხარი რა მეთოდებით და როგორ გამოიკვლია ღმერთის არსებობა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახლა დავწერ თუ რა ფაქტორები უწყობს ხელს ურწმუნოებას ან ათეისტობას. ჩემი აზრით, ყველა ათეისტი ბავშვობიდან არ აღზრდილა ასეთად და მითუმეტეს, არც ათეისტად დაბადებულა და არც თეისტად. მსოფლიოში ცხოვრობს უამრავი ადამიანი, რომელიც მისდევდა რომელიმე რელიგიას და ერთ დროს სწამდა ღმერთი. მაგრამ ჯანმრთელობასთან თუ ოჯახთან დაკავშირებულმა სერიოზულმა პრობლემებმა ან გადატანილმა გარკვეულმა უსამართლობამ შეარყია მათი რწმენა და ათეისტებად აქცია.

 

სხვების წარმოდგენაზე ღმერთთან დაკავშირებით უარყოფითად იმოქმედა უმაღლეს სასწავლებელში გავლილმა კურსებმა. მაგალიტად, პარიზში ერთი ქალი ძვლის დამაუძლურებელი ავადმყოფობით დაიბადა. თუმცა კათოლიკედ იყო მონათლული, ნუუ ტრადიციულად მონათლა ოჯახმა რაა, და როცა გაიზარდა ის თავს ათეისტად აცხადებდა. როდესაც მან მონაზვნებს ჰკითხა, რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ ასეთი უძლურებით დაბადებულიყო, მათი პასუხი ასეთი იყო: "იმიტომ რომ მას უყვარხარ". ის არ დაეთანხმა ამ უაზრობას. შესაბამისად, რელიგიებისადმი რწმენა სრულიად დაკარგა. სხვა ბიოგრაფია რომელიც წავიკითხე ყოფილი ათეისტის იყო ფინეთიდან. გავიხსენებ ფინეთში მცხოვრები ერთი ახალგაზრდის შემთხვევას, რომელსაც უკურნებელი კუნთოვანი დაავადების დიაგნოზი დაუსვეს და რომელიც ინვალიდის სავარძელს იყო მიჯაჭვული. დედამისმა ის პროტესტანტულ ეკლესიაში წაიყვანა, რომელიც ვითომ ავადმყოფებს ულოცავდა, (შელოცვას ვგულისმობ) და თან კურნავდა. მაგრამ არანაირი სასწაულებრივი განკურნება არ მომხდარა. შედეგად ამისა, ახალგაზრდამ ღვთისადმი ინტერესი დაკარგა და ათეისტი გახდა. ჰონდურასში ერთი კაცი კათოლიკედ აღიზარდა მაგრამ სოციალისტურ ფილოსოფიასა და ათეიზმს სწავლობდა. უნივერსიტეტში ნასწავლმა თეორიამ - რომ კაცობრიობა ევოლუციის ნაყოფი იყო, თანდათანობით ღვთისადმი რწმენა დააკარგვინა და ათეისტად ჩამოაყალიბა. მსგავსად ამისა, ერთი ჩემი ნაცნობი ქალი, ერთი ქალი მართლმადიდებლად აღიზარდა. უნივერსიტეტში ის ფსიქოლოგიის გაკვეთილებს ესწრებოდა. ამ ქალმა ასეთი რამ თქვა: "ერთ ზაფხულს ამ გაკვეთილებმა სრულიად დაანგრია რელიგიისადმი ჩემი რწმენა". ამ მოკლე ისტორიების გახსენებით იმის თქმა მსურდა, რომ ადამიანები ათეისტებად სხვა და სხვა მიზეზებისა და გარემოებების შედეგად ყალიბდებიან. ზოგი მიღებული განათლების გამო ამბობს რომ ათეისტია და რაციონალურობაზე დებს თავს; ზოგი პრობლემების გამო თუ საკუთარი თვალით ნანახი რელიგიური პირმოთნეობისა და დოგმატური რელიგიური შეზღიდვების გამო იყალიბებს თავს ათეისტად და ზოგი კი უბრალოდ ათეისტობას გონება გახსნილობის მაჩვენებლად მიიჩნევს. :)

 

სინამდვილეში, თუ ადამიანს სურს გაეცნოს თანამედროვე დროში მცხოვრები მეცნიერების აღმოჩენებს, რომელიც ღვთის არსებობის საკმაოდ ძლიერ რაციონალურ მტკიცებულებებს გვთავაზობენ, გაერკვევა და ობიექტურ, რაციონალურ დასკვნებსაც გააკეთებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სინამდვილეში, თუ ადამიანს სურს გაეცნოს თანამედროვე დროში მცხოვრები მეცნიერების აღმოჩენებს, რომელიც ღვთის არსებობის საკმაოდ ძლიერ რაციონალურ მტკიცებულებებს გვთავაზობენ, გაერკვევა და ობიექტურ, რაციონალურ დასკვნებსაც გააკეთებს.

მოდი მოიყვანე რაციონალური მტკიცებულება ღვთის არსებობის შესახებ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ცოდვილი" და ა.შ ამ და სხვა "წოდებებს" ჩვეულებრივად ვიღებთ ათეისტები როცა ქრისტიანები გველაპოარაკებიან

ხოდა არასწორია მერე, ნამდვილი ქრისტიანი არ იკადრებს მაგას.

ვაი კიდევ მართლაც ქრისტიანი ბევრია, მაგრამ მათ გამო ყველა არ უნდა დაძრახო.

 

შენ მე შეურაწყოფა მომაყენე, ჩემი რწმენა აუგად მოიხსენიე და მეზღაპრე მიწოდე, მაშინ, როცა მე შენი ათეისტობის გამო არაფერი მიკადრებია.

 

გასაგებია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...