Jump to content
Planeta.Ge

რატომ ხდებიან ადამიანები ათეისტები?


Recommended Posts

Pariz

 

დღე დღე არ ყოფილა......

 

ანუ როგორც უნდათ ისე ატრიალებენ რა ბიბლიას.

 

ეხლა რომ დაეწერათ 1 წამში შექმნაო, მერე მაგაზეც ეგრე იტყოდნენ.

 

კარგით რა, 2000 წელი თუ არა 1900 წელი მაინც გამოდიოდა და ამრთლებდა ეს მეთოდი, ეხლა აღარ ამართლებს, მორჩა, არარავის სჯერა, ვსო დამთავრებული ამბავია!

Nukriko

 

ძალიან ზედაპირულად განიხილავ საკითხებს. :)) ბიბლია ებრაულ ენაზე დაიწერა. ებრაული ენა ქართული არაა. ებრაულში სიტყვა "დღეს" გაცილებით ფართე მნიშვნელობები აქვს ვიდრე ქართულში. უფრო მეტიც, ებრაულ ენას არტიკლებიც აქვს, რაც წინადადებაში გამოყენებულ სიტყვებს სხვადასხვა დატვირთვას აძლევს. შენ ხშირად ერთი ხელის მოსმით გიყვარს ნებისმიერი რელიგიური მოსაზრების უარყოფა და ეგ არც ღმერთის ბრალია, არც ბიბლიის და არც ბიბლიის სიტყვების განმარტების. როცა საკითხში ჩახედული არ ხარ და არც სურვილი გაქვს, მხოლოდ მოჭრილი სიტყვებით ნუ იფიქრებ რომ საფუძვლიანი მიზეზები დაასახელე არსებული საკითხის შენეულად გადასაჭრელად. :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ძალიან ზედაპირულად განიხილავ საკითხებს

ღრმად განვიხილო სამყაროს შექმნის 6 დღიანი ვერსია :))

 

ესე ლუბოი ძველი რელიგიის განხილვა შეიძლება ღრმად.

 

აი ზევსმა მართლა ისროლა მეხი, ან მე იმიტომ შემიყვარდა ეხლა ვინმე ქალი რომ კუპიდონმა ისარი მესროლა ანდა უჩინარი ფრინავი სპილო დაფრინავს ეხლა ჩემს სახლის წინ.

 

მოდით სერიოზულად განვიხილოთ ეს საკიტხები :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

6 დღეში სამყაროს შექმნა ბევრ კითხვებს ბადებს,

თუკი ამ ინფორმაციას მივიღებთ უკრიტიკოთ

მაშინ რა ვუყოთ ევოლუციის თეორიას?

 

ისიც იცოდეთ, საყვარელნო რომ ერთი დღე უფლისათვის როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი
ეს ციტატა პეტრე მოციქუკს ეკუთვნი და დაბადებაში-ამაზე არაა ლაპარაკი,

ანუ პეტრეს ეს სიტყვები არ ეხება დაბადებაში აღწერილ მოვლენებს, პეტრე მოციქული ამ ციტატით ამბობს რომ ღმერთისთვის

დრო არ არსებობს და ათას წელს ხმარობს პირობითად, ჩვენ რომ ვთქვათ მილიარდი უსასრულობის აღსანიშნავად ეგეთ ვარიანტში,

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

6 დღეში სამყაროს შექმნა ბევრ კითხვებს ბადებს,

თუკი ამ ინფორმაციას მივიღებთ უკრიტიკოთ

მაშინ რა ვუყოთ ევოლუციის თეორიას?

 

სამყარო 6 დღეში შექმნაო ღმერთმა, ეგ არსად წერია ბიბლიაში. ნიკრიკოს მსგავსად ვინც იგებს ბიბლიას, მათ ჰგონიათ მასე. :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
სამყარო 6 დღეში შექმნაო ღმერთმა, ეგ არსად წერია ბიბლიაში. ნიკრიკოს მსგავსად ვინც იგებს ბიბლიას, მათ ჰგონიათ მასე. smile.gif

და ევაზე რას გვეუბნება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

6 დღეში სამყაროს შექმნა ბევრ კითხვებს ბადებს,

თუკი ამ ინფორმაციას მივიღებთ უკრიტიკოთ

მაშინ რა ვუყოთ ევოლუციის თეორიას?

ეხლა განსხვავებას ვერ ხედავ?

ევოლუცია ჭეშმარიტება არ არის და ჯერ ჯერობით მარტო თეორიაა რომელსაც ვერც უარყოფ და ვერ დაამტკიცებ.

მაგრამ ევოლუცია რასაც გვთავაზობს გასაგებია, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ძველ ცხოველებსა და ახალ ცხოველებს შორის მსგავსებას გვაჩვენებს და გვთავაზიობს განვითარების თავისებურ გაგებას.

 

რელიგია კი არაფერ გვაჩვენებს, პროსტა გეუბნება და უსიტყოდ რატომღაც უნდა დაუჯერო. კაცო ევოლუციას ჯერ ჯერობით მარტო თეორიაა როცა თქვენ რელგიას როგორც ჭეშმარიტებას ისე აღიარებთ, ისე რომ არანაირი მტკიცებულება ამისა არ მოგაქვთ, უფრო სწროედ არანაირი პირდაპირი მტკიცებულება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

Nukriko

არ მახსოვს ვინ თქვა,მაგრამ საკმაოდ საინტერესო რამ თქვა:

რელიგია არის მონოლოგიო, ხოლო ფილოსოფია დიალოგიო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

ეხლა განსხვავებას ვერ ხედავ?

ევოლუცია ჭეშმარიტება არ არის და ჯერ ჯერობით მარტო თეორიაა რომელსაც ვერც უარყოფ და ვერ დაამტკიცებ.

მაგრამ ევოლუცია რასაც გვთავაზობს გასაგებია, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ძველ ცხოველებსა და ახალ ცხოველებს შორის მსგავსებას გვაჩვენებს და გვთავაზიობს განვითარების თავისებურ გაგებას.

 

რელიგია კი არაფერ გვაჩვენებს, პროსტა გეუბნება და უსიტყოდ რატომღაც უნდა დაუჯერო. კაცო ევოლუციას ჯერ ჯერობით მარტო თეორიაა როცა თქვენ რელგიას როგორც ჭეშმარიტებას ისე აღიარებთ, ისე რომ არანაირი მტკიცებულება ამისა არ მოგაქვთ, უფრო სწროედ არანაირი პირდაპირი მტკიცებულება.

შენ ფიქრობ რომ ბიბლია ეს მითოსია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

შენ ფიქრობ რომ ბიბლია ეს მითოსია?

 

არა ბიბლიას ესე მარტივად არ ვუყურებ, მარა არის მითებიც მარა არა თავიდან ბოლომდე. პირველ რიგში ალბათ სწავლებაა და მერეა მითები უკვე, ამ სწავლების ჭეშმარიტების დასამტკიცებლად.

 

მითს ეხლა ჩვენ ვამბობთ თორე იმ პერიოდის ადამიანისთვის შეიძლება ეს მითი სულ არ იყო, რადგა სულ სხვანაირად აზროვნებდა, ძველ ადამიანს ჰქვია "მაგიური ადამიანი" იმ გაგებით რომ რაღაც ბუნებრივ მოვლენას ღვთაებრივ მოვლენად აღიქვამდნენ. ანუ დამწერთათვის ეს შეიძლება არც ყოფილიყო მითი. მარა დღევანდელი გაგებით არის მითი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ევაზე რას გვეუბნება?

ლამაზი, ჯანმრთელი და მაცდუნებელი იყოო. :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

ევოლუცია ჭეშმარიტება არ არის

მადლობ ვიცით. :yes:

 

და ჯერ ჯერობით მარტო თეორიაა

მარტო თეორიაა და მასეც დარჩება. :)) ზოგი მეცნიერისთვის, თეორიაც კი არაა. მაგრამ, ევოლუციაზე თუ გსურს, სხვა თემაში სხვა დროს გავაგრძელოთ. :)

 

რომელსაც ვერც უარყოფ და ვერ დაამტკიცებ.

როგორ ვერ უარყობ. უამრავი ლაფსუსები აქვს მაგ თეორიას და არაერთი ნაშრომია გამოქვეყნებული მაგაზე.

 

მაგრამ ევოლუცია რასაც გვთავაზობს გასაგებია, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ძველ ცხოველებსა და ახალ ცხოველებს შორის მსგავსებას გვაჩვენებს და გვთავაზიობს განვითარების თავისებურ გაგებას.

არქეოლოგიური გათხრები ევოლუციის თეორიის სისწორეს არ ადასტურებენ.

 

რელიგია კი არაფერ გვაჩვენებს, პროსტა გეუბნება და უსიტყოდ რატომღაც უნდა დაუჯერო.

რელიგიასაც გააჩნია. შენ რა ყველა რელიგიას და ყველა რელიგიურ მოსზრებას ერთბაშად ყრი ხოლმე ქვაბში, ხინკალი კი არაა. :))

 

კაცო ევოლუციას ჯერ ჯერობით მარტო თეორიაა

გავიგეთ, გავიგეთ, რამდენჯერ უნდა შეგვახსენო რომ "თეორიაა". :yes:

როცა თქვენ რელგიას როგორც ჭეშმარიტებას ისე აღიარებთ, ისე რომ არანაირი მტკიცებულება ამისა არ მოგაქვთ, უფრო სწროედ არანაირი პირდაპირი მტკიცებულება.

 

არანაირი? :* თურმე ნოეს კიდობანი თუ არ მოგიტანეს, შენთვის სხვა მტკიცებულებები არანაირი ყოფილა. ჟალ.. :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

იცი რა პასუხი დააკმაყოფილებდათ ამ შეკითხვაზე

რატომ ხდებიან ადამიანები ათეისტები?

ეშმაკმა შემაცდინა რომ გვეპასუხა.

 

იცი რა ბედნიერები იქნებოდნენ :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
მარტო თეორიაა და მასეც დარჩება. 056.gif ზოგი მეცნიერისთვის, თეორიაც კი არაა. მაგრამ, ევოლუციაზე თუ გსურს, სხვა თემაში სხვა დროს გავაგრძელოთ. smile.gif

:)) :)) ეტყობა "" მეცნიერის ბრჭყალების ჩასმა დაგავიწყდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...