Jump to content
Planeta.Ge

რატომ ხდებიან ადამიანები ათეისტები?


Recommended Posts

ესეგი რა გამოდის აქ რომ არსებობს მილიარდი რელიგიური შეხედულება და ათეისტმა მარტო ძირითადი კი არ უნდა გაითვალისწინოს და უპასუხოს, არამედ თითოეულ მათგანს უნდა დაუწყოს სხვადასხვა კუთხიდან ახსნა..

 

მოდით რა ჯერ თქვენ გამოდით რომელიმე ერთი პოზიციიდან და არ გვინდა ეს, ჭეშმარიტი ქრისტიანობა და არაჭეშმარიტი და მერე ვიმსჯელოთ, როდესაც თქვენ გექნებათ თქვენი ერთიანი პოზიცია.

ეს თქვენ იწყებთ რელიგიების წინააღმდეგ უიღბლო ჯვაროსნულ ლაშქრობებს

თორემ სხვა პონტში ვის გაახსენდებოდით :)

რელიგიური ხალხი თვითკმარია, ღმერთის და რწმენის გარეშE

კი უღმერთოები ვერ არსებობთ, :)

 

აი როგორც კრიმინალი ვერ ცხოვრობს პატოსანი ხალხის ჯიბეებსი გამოფხეკის გარეშე,

ისევე ხართ თქვენ ათეისტები, არსებობის საკუთარი წყარო არ გაგაჩნიათ,

ჩვენ კი, მორწმუნე ხალხი უღმერთოების გარეშეც მშვენივრად ვარსებობთ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რელიგიური ხალხი თვითკმარია, ღმერთის და რწმენის გარეშE

მოდი ამის ფაქტს მე დავდებ

 

აი როგორც კრიმინალი ვერ ცხოვრობს პატოსანი ხალხის ჯიბეებსი გამოფხეკის გარეშე,

ისევე ხართ თქვენ ათეისტები, არსებობის საკუთარი წყარო არ გაგაჩნიათ,

ჩვენ კი, მორწმუნე ხალხი უღმერთოების გარეშეც მშვენივრად ვარსებობთ 056.gif

რამდენჯერ უნდა გითხრა ლოთი-მერაბაის არ დაუჯერო მეთქი.. მარა არა შეჯდა ვირი ხესაოო

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

მოდი ამის ფაქტს მე დავდებ

ეგ რა შუაშია,

თვითკმარია ადამიანი რწმენაში, ხოლო პორნოგრაფიის ყურება 12 საათამდე არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ შეიძლება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თემის ირგვლივ რატომ არ მიდის მსჯელობა?

 

პ.ს.

"რატომ ხდებიან ადამიანები ათეისტები?, ნუთუ დაბადებიდანვე ათეისტები იყვნენ?"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუთუ დაბადებიდანვე ათეისტები იყვნენ?"

ჰოო თქო.

 

ადამიანი რომ არ გახდეს მორწუნე ანუ დაბადებიდან შემდგომ ცხოვრებამდე რა გამოდის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუთუ დაბადებიდანვე ათეისტები იყვნენ?"

ჰოო თქო.

 

ადამიანი რომ არ გახდეს მორწუნე ანუ დაბადებიდან შემდგომ ცხოვრებამდე რა გამოდის?

Nukriko

 

მშრალად უდგები საკითხს. :D ადამიანი დაბადებიდანვე არც ათეისტია და არც თეისტი. ახალშობილ ბავშვს რომ არ აქვს ასეთი საკითხების შესახებ დაფიქრების, განსჯის, შესწავლის და დასკვნების გამოტანის უნარი, მგონი შეხსენება არ უნდა გჭირდებოდეს. :)

 

თუ ადამიანი აღიზარდა ცივილიზებულ გარემოში, მას ყოფიერებიდან გამომდინარე უყალიბდება საკუთარი შეხედულებები ცხოვრების, ზნეობის, რელიგიის, კულტურისა და მუსიკის სფეროშიც კი. და ამ ყველაფერზე საკუთარ შეხედულებებს, მიღებული ცოდნის გაანალიზების საფუძველზე აკეთებს. ახალშობილი კი (თავის ასაკში) მსგავსი სახის ცოდნას ვერ და იტევს და შესაბამისად ვერც თეისტი იქნება და ვერც ათეისტი. ხოლო როცა ადამიანი იმ ასაკს აღწევს როცა იწყებს ფიქრს, ცოდნის მიღებას, დაკვირვებას და ცხოვრების გაანალიზებას, ის დროთა განმავლობაში თავის გონებასა და გულში აკეთებს დასკვნებს. იყალიბებს საკუთარ შეხედულებებს და რწმენას. ზოგს სჯერა ღვთის არსებობის, და ზოგს სჯერა რომ ღმერთი არ არსებობს. თუ ადამიანი ისე კვდება, სჯერა რომ ღმერთი არ არსებობს, ასეთ ადამიანზე იმას ვერ ვიტყვით რომ ათეისტად დაიბადა და დაბადებიდანვე ათეისტი იყო. რომ გეთქვა იმ მომენტიდან არის ათეისტი რა მომენტიდანაც სერიოზული საკითხების გაანალიზება დაიწყოო, კიდევ გაგიგებდი მარა, როცა ამბობ, დაბადებიდანვე ათეისტიაო, ეს როგორც უკვე გითხარი, ძალიან მშრალი, არასწორი და ბავშვური მიდგომაა. :)

 

როცა მაწოვარას წოვდი, ღვთის არსებობა არ არსებოაზე თუ უკვე ფიქრობდი, ეგ ნაღდად არ ვიცი. :D

 

ამ დროს კი აცხადებ რომ ცოდნის გამო ვარ ათეისტიო და როცა ისეთ მეცნიერულ ფაქტებს დაგიდებს ადამიანი რომელიც აკარად ღვთის არსებობაზე მიუთითებს, ცოცხალი თავით რას აღარ მოიგონებ ოღონდაც ის უარყო. ეგ ინტელექტუალურ პატიოსნებაზე არ მიუთითებს.

როცა ინტელექტუალური პატიოსნების ხარ ადმაიანი, მაშინ კი არ შეეცდები საკუთარი მოსაზრების ჯიუტად გატანას, არამედ სულ ცოტა დაფიქრდები და საკითხებს რაციონალური გონებით აწონ-დაწონი. მრავალი მეცნიერი რომლებსაც (როგორც შენ ამბობ) "დაბადებიდანვე სწამთ რომ ღმერთი არ არსებობსო", რაციონალური ანალიზის გაკეთების შემდეგ ღვთის არსებობაში დარწმუნდნენ და მათ ეს ცოდნის მიღების საფუძველზე გააკეთეს და არა ჯიუტი ახირების საფუძველზე როგორმე ათეისტად დარჩენილიყვნენ. როგორც ჩანს, გონბსათან, რაციონალურ განსჯასთან, მსჯელობასთან და ლოგიკასთან ერთად, გულის სიღრმეში რა დევს, იმასაც დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს.

 

თუ ადამიანს სურს მართლა იყოს ობიექტური და მართლა რაციონალურად მიუდგება ღვთის არსებობა არ არსებობას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შეეცდება უახლოეს მეცნიერულ შეხედულებებს გაეცნოს, რომლებიც ღვთის არსებობის დამადასტურებელ მეცნიერულ მტკიცებულებებს სთავაზობენ ობიექურად განწყობილ ადამიანებს.

 

ეს თემა, რომელიც თავად მე გავხსენი, იმას ემსახურება რომ ათეისტებმა თავისუფლად გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ღვთის რწმენის არქონაზე და დაასახელონ მიზეზები თუ რატომ არიან ათეისტები და ასეთ შეხედულებამდე რამ მიიყვანა ისინი, ანუ რატომ გახდნენ ათეისტები.

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

როცა ისეთ მეცნიერულ ფაქტებს დაგიდებს ადამიანი რომელიც აკარად ღვთის არსებობაზე მიუთითებს

არ არსებობს მასეთი მეცნიერული ფაქტები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

არ არსებობს მასეთი მეცნიერული ფაქტები.

დავიჯერო ყველა მეცნიერულ ნაშრომს გაეცანი? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გავიგეთ ხო რომ მეცნიერებამ ღმერთის არსებობა დაამტკიცა. :)

და ჩვენ ტყვილ უბრალო ვართ ათეისტები

ვაშააააააააააააააააააააა

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გავიგეთ ხო რომ მეცნიერებამ ღმერთის არსებობა დაამტკიცა. :beach:

და ჩვენ ტყვილ უბრალო ვართ ათეისტები

ვაშააააააააააააააააააააა

 

Nukriko

 

მენცნიერებამ ღვთის არსებობა დაამტკიცათქო არსად დამიწერია. :D მეცნიერები გვთავაზობენ ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც ღვთის არსებობაზე მიუთითებს.

 

გარდა ამისა, უნდა შეგახსენო, რომ მეცნიერები სამყაროს 95%-ზე მეტის გაგებაშიც კი არ არიან და შენ გინდა დაფაზე გამოყვანილი ფორმულით დაგიმტკიცონ ღვთის არსებობა? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

მენცნიერებამ ღვთის არსებობა დაამტკიცათქო არსად დამიწერია. smile.gif მეცნიერები გვთავაზობენ ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც ღვთის არსებობაზე მიუთითებს.

 

გარდა ამისა, უნდა შეგახსენო, რომ მეცნიერები სამყაროს 95%-ზე მეტის გაგებაშიც კი არ არიან და შენ გინდა დაფაზე გამოყვანილი ფორმულით დაგიმტკიცონ ღვთის არსებობა?

 

ძალიან კარგად იცი რომ პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს და რომ არსებობდეს აქამდე დამტკიცებული გექნებოდათ. ეხლა გინდათ რაღაც მეცნიერული კვლებვები რომელიც არანაირ პირდაპირ კავშირში არ არის დაუკავშირდეთ ღმერთის არსებობას, არ გამოდის.

 

არაპირდაპირი მტკიცებულება არის დემაგოგია და მეტი არაფერი, რომ გაამართლო ის რისიც თქვენ გწამთ.

პირდაპირი მტკიცებულება იქნებოდა სწორედ ის რითაც თქვენ შეძლებდით ათეიზმის განადგურებას, მარა არ გაქვთ ეს მტიცებულება, თავდაყირა რომც დადგეთ მაინც არ გექნებათ.

 

რელიგია, ღმერთი და ა.შ არის ცნებები რომელიც კულტურა უნერგავს ადამიანს თავში, არაბუნებრივი ცნებები. პატარა ბავშვი როგორ უკრიტიკოდაც იღებს უფროსების ნათქვამს, ისე უკრიტიკოდ იღებს ღმერთის არსებობას და მერე ესე აკრძელებს ან იწყებს კრიტიკულ აზროვნებას. მარა რომ არავინ არ უთხრას ღმერთის არსებობის შესახებ, შესაბამისად არც ღმერთი ეწამება, ანუ დარჩება ბუნებრივ მდგომარეობაში ათეიზმში :)

 

ღმერთის არ არსებობის ყველა ფორმა არის ათეიზმის სფერო, ეხლა გინდ ყირამალაზე დადექით და რაც გინდათ ის ქენით, ფაქტი ფაქტად რჩება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღმერთის არ არსებობის ყველა ფორმა არის ათეიზმის სფერო, ეხლა გინდ ყირამალაზე დადექით და რაც გინდათ ის ქენით, ფაქტი ფაქტად რჩება.

:)

ის აქ არის და ვუყვარვართ, ისე ძალიან ვუყვარვართ რომ კატა-თაგვობანას გვეთამაშება :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

 

ძალიან კარგად იცი რომ პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს და რომ არსებობდეს აქამდე დამტკიცებული გექნებოდათ. ეხლა გინდათ რაღაც მეცნიერული კვლებვები რომელიც არანაირ პირდაპირ კავშირში არ არის დაუკავშირდეთ ღმერთის არსებობას, არ გამოდის.

 

არაპირდაპირი მტკიცებულება არის დემაგოგია და მეტი არაფერი, რომ გაამართლო ის რისიც თქვენ გწამთ.

პირდაპირი მტკიცებულება იქნებოდა სწორედ ის რითაც თქვენ შეძლებდით ათეიზმის განადგურებას, მარა არ გაქვთ ეს მტიცებულება, თავდაყირა რომც დადგეთ მაინც არ გექნებათ.

 

რელიგია, ღმერთი და ა.შ არის ცნებები რომელიც კულტურა უნერგავს ადამიანს თავში, არაბუნებრივი ცნებები. პატარა ბავშვი როგორ უკრიტიკოდაც იღებს უფროსების ნათქვამს, ისე უკრიტიკოდ იღებს ღმერთის არსებობას და მერე ესე აკრძელებს ან იწყებს კრიტიკულ აზროვნებას. მარა რომ არავინ არ უთხრას ღმერთის არსებობის შესახებ, შესაბამისად არც ღმერთი ეწამება, ანუ დარჩება ბუნებრივ მდგომარეობაში ათეიზმში ;)

 

ღმერთის არ არსებობის ყველა ფორმა არის ათეიზმის სფერო, ეხლა გინდ ყირამალაზე დადექით და რაც გინდათ ის ქენით, ფაქტი ფაქტად რჩება.

Nukriko

 

მეცნიერება ამოწურული არაა. ის წინ მიიწევს და ასეთნაირად განიცდის შემეცნების გაფართოებას. ის არის პროგრესული. როგორც უკვე დავწერე წინა პოსტებში, სამყაროს 95%-ზე მეტის ბაიბურში არაა მეცნიერება. წინ ბევრი რამ აქვს მეცნიერებას გასავლელი. ამ ეტაპისთვის მეცნიერებმა უამრავი რამ აღმოაჩინეს სამყაროში. დაკვირვებები, ანალიზი, მსჯელობა, ფაქტები, ეს ისინია, რის საფუძველზე მრავალი მენცნიერი ღვთის არსებობის აღიარებამდე მივიდა. შენ ალბათ დაფაზე დაწერილი ფორმულის სახით გინდა მტკიცებულებები დაგვიდონ მეცნიერებმა. როგორც ჩანს ამ ეტაპისთვის მსგავსი რამ წარმოუდგენელია.

 

აი დაფიქრდი მაგალითად, სამეცნიერო კურსების უმრავლესობა ყურადღებას ამახვილებს ცოცხალი არსებების შემგუებულობასა და გადარჩენაზე, ნაცვლად იმისა, რომ შეეხოს უმთავრეს საკითხს — სიცოცხლის დასაწყისს. თუ გაცნობილხარ მეცნიერულ ნაშრომებს ალბათ შეამჩნევდი, რომ სიცოცხლის წარმოშობის ახსნას, ჩვეულებრივ, ზოგადი ფრაზებით ცდილობენ: "მილიონობით წლის წინ მოლეკულების შეჯახების შედეგად როგორღაც წარმოიქმნა სიცოცხლე". :)) მაგრამ აფიქრდი, არის ეს სრულიად დამაკმაყოფილებელი? ათეისტი, რომელიც საკუთარი მოსაზრების სისწორეში უნდა დაარწმუნოს სხვები, ცხადია ამ შეხედულებას ჩაებღაუჭებ-ჩაეხტება, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ მზის ენერგიის, ელვებისა თუ ვულკანური ამოფრქვევების დახმარებით ზოგი არაცოცხალი მატერია ამოძრავდა, სტრუქტურული ცვლილებები განიცადა და, საბოლოოდ, გაცოცხლდა — და ეს ყველაფერი თავისთავად მოხდა! ამის სჯერა მილიონობით ათეისტს. თან რაციონალურ და ლოგიკურ რამედაც კი მიიჩნევს. მაგრამ ასეთი რამ,ძალიან ნახტომი იქნებოდა ერთი მოვლენიდან მეორე მოვლენამდე! არაცოცხალი მატერიიდან წარმოიშვა ცოცხალი! გიფიქრია ამაზე? დაფიქრდი, შეიძლებოდა ეს ამგვარად მომხდარიყო?

შუა საუკუნეებში ასეთ შეხედულებასთან დათანხმება არ გაუჭირდებოდათ, ვინაიდან იმ დროს გაბატონებული იყო წარმოდგენა სიცოცხლის თვითჩასახვის შესახებ, რომლის თანახმადაც შესაძლებელი იყო სიცოცხლის თავისთავად წარმოშობა. მაგრამ XVII საუკუნეში იტალიელმა ექიმმა ფრანჩესკო რედიმ დაამტკიცა, რომ გაფუჭებულ ხორცს მატლი მხოლოდ ბუზების მიერ კვერცხების დადების შემდეგ უჩნდებოდა. ხორცს, რომელიც დაცული იყო ბუზისგან, მატლი არ უჩნდებოდა. თუ ბუზისოდენა ცოცხალი ორგანიზმები თავისთავად არ წარმოიქმნებოდა, რა შეიძლება გვეთქვა მიკრობებზე, რომლებიც ყოველთვის უჩნდებოდა საკვებს მაშინაც, როცა ის თავდახურულ ჭურჭელში იყო? შემდგომმა ცდებმა ცხადყო, რომ არც მიკრობები წარმოიქმნებოდნენ თავისთავად, :) და საკითხი საკამათო რჩებოდა. ამას მოჰყვა ლუი პასტერის შრომა.

მრავალს ახსოვს პასტერის წვლილი ფერმენტაციასა და ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის საკითხში. მან აგრეთვე ჩაატარა ცდები იმის დასადგენად, შესაძლებელია თუ არა პაწაწინა ცოცხალი ორგანიზმების თავისთავად წარმოშობა. შეიძლება წაკითხული გაქვთ, რა ცხადყო პასტერის ცდამ: უმცირესი ბაქტერიაც კი არ ჩნდება სტერილურ წყალში, რომელიც დაცულია დაბინძურებისგან. იცოდი?

1 864 წელს მან გამოაცხადა: "თვითჩასახვის თეორია ვერასოდეს განიკურნება სასიკვდილო დარტყმისგან, რომელიც მას ამ უბრალო ცდამ მიაყენა". ამ განაცხადს დღემდე არ დაუკარგავს ძალა. არც ერთი ცდის შედეგად არ წარმოქმნილა სიცოცხლე არაცოცხალი მატერიიდან. შენგან განსხვავებით, მე არ ვფიქრობ რომ "ღმერთი და ა.შ." მხოლოდ ცნებებია, "რომელიც კულტურა უნერგავს ადამიანს თავში, არაბუნებრივი ცნებები". - როგორც თავად წერდი.

ღვთის არსებობის რწმენას, უამრავი რამ უდევს საფუძვლად, როგორც მეცნიერული მტკიცებულებები, ისე ლოგიკა და დაკვირვება-დაფიქრება რაციონალური გონებით.

მთავარი ისაა, რამდენად ობიექტურად განიხილავს ადამიანი ამ საკითხებს და სინამდვილეში რა სურს მას? სურს რაციონალურად მიუდგეს თუ, უბრალოდ მიიღოს ნებისმიერი მოსაზრება რომელიც მის ათეისტურ მოსაზრებას დაუჭერდა მხარს? თუ მზადაა შეამოწმოს თავისი შეხედულებების სისწორე და ყურადღებით განიხილოს სხვა ხელმისაწვდომი ფაქტები, რომელთა გაანალიზება, ლოგიკური დასკვნის გაკეთება საშუალებას მისცემდა გონება გახსნილი იყოს და ხელმისაწვდომ ფაქტებზე დაყრდნობით გამოიტანოს დასკვნები. ხელმისაცვდომ ფაქტებს იმიტომ ვწერ, რომ დაფაზე გამოყვანილი ფორმულის სახით ღვთის არსებობა არ არსებობის გეომეტრიული ან ქიმიური ფორმულა ჯერ არ არსებობს. :) რაც ფაქტებიც არსებობს, რაიონალური გონებით, გახსნილი გონებით, ობიექტური გაანალიზების შედეგად უნდა გააკეოს თითოეულმა ადამიანმა საკუთარი დასკვნები და არ წამოეგოს არც ათეისტურ და არც თეისტურ დემაგოგიას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

მეცნიერება ამოწურული არაა. ის წინ მიიწევს და ასეთნაირად განიცდის შემეცნების გაფართოებას. ის არის პროგრესული. როგორც უკვე დავწერე წინა პოსტებში, სამყაროს 95%-ზე მეტის ბაიბურში არაა მეცნიერება. წინ ბევრი რამ აქვს მეცნიერებას გასავლელი. ამ ეტაპისთვის მეცნიერებმა უამრავი რამ აღმოაჩინეს სამყაროში. დაკვირვებები, ანალიზი, მსჯელობა, ფაქტები, ეს ისინია, რის საფუძველზე მრავალი მენცნიერი ღვთის არსებობის აღიარებამდე მივიდა. შენ ალბათ დაფაზე დაწერილი ფორმულის სახით გინდა მტკიცებულებები დაგვიდონ მეცნიერებმა. როგორც ჩანს ამ ეტაპისთვის მსგავსი რამ წარმოუდგენელია.

 

აი დაფიქრდი მაგალითად, სამეცნიერო კურსების უმრავლესობა ყურადღებას ამახვილებს ცოცხალი არსებების შემგუებულობასა და გადარჩენაზე, ნაცვლად იმისა, რომ შეეხოს უმთავრეს საკითხს — სიცოცხლის დასაწყისს. თუ გაცნობილხარ მეცნიერულ ნაშრომებს ალბათ შეამჩნევდი, რომ სიცოცხლის წარმოშობის ახსნას, ჩვეულებრივ, ზოგადი ფრაზებით ცდილობენ: "მილიონობით წლის წინ მოლეკულების შეჯახების შედეგად როგორღაც წარმოიქმნა სიცოცხლე". 056.gif მაგრამ აფიქრდი, არის ეს სრულიად დამაკმაყოფილებელი? ათეისტი, რომელიც საკუთარი მოსაზრების სისწორეში უნდა დაარწმუნოს სხვები, ცხადია ამ შეხედულებას ჩაებღაუჭებ-ჩაეხტება, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ მზის ენერგიის, ელვებისა თუ ვულკანური ამოფრქვევების დახმარებით ზოგი არაცოცხალი მატერია ამოძრავდა, სტრუქტურული ცვლილებები განიცადა და, საბოლოოდ, გაცოცხლდა — და ეს ყველაფერი თავისთავად მოხდა! ამის სჯერა მილიონობით ათეისტს. თან რაციონალურ და ლოგიკურ რამედაც კი მიიჩნევს. მაგრამ ასეთი რამ,ძალიან ნახტომი იქნებოდა ერთი მოვლენიდან მეორე მოვლენამდე! არაცოცხალი მატერიიდან წარმოიშვა ცოცხალი! გიფიქრია ამაზე? დაფიქრდი, შეიძლებოდა ეს ამგვარად მომხდარიყო?

შუა საუკუნეებში ასეთ შეხედულებასთან დათანხმება არ გაუჭირდებოდათ, ვინაიდან იმ დროს გაბატონებული იყო წარმოდგენა სიცოცხლის თვითჩასახვის შესახებ, რომლის თანახმადაც შესაძლებელი იყო სიცოცხლის თავისთავად წარმოშობა. მაგრამ XVII საუკუნეში იტალიელმა ექიმმა ფრანჩესკო რედიმ დაამტკიცა, რომ გაფუჭებულ ხორცს მატლი მხოლოდ ბუზების მიერ კვერცხების დადების შემდეგ უჩნდებოდა. ხორცს, რომელიც დაცული იყო ბუზისგან, მატლი არ უჩნდებოდა. თუ ბუზისოდენა ცოცხალი ორგანიზმები თავისთავად არ წარმოიქმნებოდა, რა შეიძლება გვეთქვა მიკრობებზე, რომლებიც ყოველთვის უჩნდებოდა საკვებს მაშინაც, როცა ის თავდახურულ ჭურჭელში იყო? შემდგომმა ცდებმა ცხადყო, რომ არც მიკრობები წარმოიქმნებოდნენ თავისთავად, smile.gif და საკითხი საკამათო რჩებოდა. ამას მოჰყვა ლუი პასტერის შრომა.

მრავალს ახსოვს პასტერის წვლილი ფერმენტაციასა და ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის საკითხში. მან აგრეთვე ჩაატარა ცდები იმის დასადგენად, შესაძლებელია თუ არა პაწაწინა ცოცხალი ორგანიზმების თავისთავად წარმოშობა. შეიძლება წაკითხული გაქვთ, რა ცხადყო პასტერის ცდამ: უმცირესი ბაქტერიაც კი არ ჩნდება სტერილურ წყალში, რომელიც დაცულია დაბინძურებისგან. იცოდი?

1 864 წელს მან გამოაცხადა: "თვითჩასახვის თეორია ვერასოდეს განიკურნება სასიკვდილო დარტყმისგან, რომელიც მას ამ უბრალო ცდამ მიაყენა". ამ განაცხადს დღემდე არ დაუკარგავს ძალა. არც ერთი ცდის შედეგად არ წარმოქმნილა სიცოცხლე არაცოცხალი მატერიიდან. შენგან განსხვავებით, მე არ ვფიქრობ რომ "ღმერთი და ა.შ." მხოლოდ ცნებებია, "რომელიც კულტურა უნერგავს ადამიანს თავში, არაბუნებრივი ცნებები". - როგორც თავად წერდი.

ღვთის არსებობის რწმენას, უამრავი რამ უდევს საფუძვლად, როგორც მეცნიერული მტკიცებულებები, ისე ლოგიკა და დაკვირვება-დაფიქრება რაციონალური გონებით.

მთავარი ისაა, რამდენად ობიექტურად განიხილავს ადამიანი ამ საკითხებს და სინამდვილეში რა სურს მას? სურს რაციონალურად მიუდგეს თუ, უბრალოდ მიიღოს ნებისმიერი მოსაზრება რომელიც მის ათეისტურ მოსაზრებას დაუჭერდა მხარს? თუ მზადაა შეამოწმოს თავისი შეხედულებების სისწორე და ყურადღებით განიხილოს სხვა ხელმისაწვდომი ფაქტები, რომელთა გაანალიზება, ლოგიკური დასკვნის გაკეთება საშუალებას მისცემდა გონება გახსნილი იყოს და ხელმისაწვდომ ფაქტებზე დაყრდნობით გამოიტანოს დასკვნები. ხელმისაცვდომ ფაქტებს იმიტომ ვწერ, რომ დაფაზე გამოყვანილი ფორმულის სახით ღვთის არსებობა არ არსებობის გეომეტრიული ან ქიმიური ფორმულა ჯერ არ არსებობს. smile.gif რაც ფაქტებიც არსებობს, რაიონალური გონებით, გახსნილი გონებით, ობიექტური გაანალიზების შედეგად უნდა გააკეოს თითოეულმა ადამიანმა საკუთარი დასკვნები და არ წამოეგოს არც ათეისტურ და არც თეისტურ დემაგოგიას.

აჰა კიდე არაპრიდაპირი მოსაზრებები.

 

ჩვენ ვცოვრტობთ 2010 წელს და შესაბამისად შენ არ გეცოდინება უფრო მეტი რაც 2010 წლის კაცობრიობამ იცის. შესაბამისად ეს ცოდნა არანაირ პირდაპირ მტკიცებულებას არ გაძლევს შენ ღმერთის არსებობის შესახებ. როგორ გაჩნდა სიცოცხლე, ეს ჯერ არავინ არ იცის ზუსტად. გადავდოთ ის რაც არ ვიცით ზუსტად. ყურადღება გავამახვილოთ იმაზე რაც ვიცით და ამ ცოდინის და არა თეორიების მეშვეობით ან მივალთ ღვთის არსებობის პირდაპირ მტკიცებულებამდე ან არა. მარა დარწმუნებული ვარ ესეთი მიდგომა არ მოგწონს, რადგან თქვენი მტკიცებულება მდგომარეობს იმ თპერიაში რომ თუ კი დღეს არ არის პირდაპირი მტკიცებულება 100-200-300-400 და ა.შ წლის შემდეგ ეს მტკიცებულება იქნებაო. პრობლემა ის არის რომ შენ არ იცი 1 წლის შემდეგ რა იქნება როგორც ყველა ადამიანმა და ამაზე ლაპარაკიც იარის უაზრო რადგან რაც არ შეიძლება იცოდეს კაცობრიობამ, იმაზე დავა არის უბრალოდ უაზრობა.

 

ერთადერთი არგუმენტი რომელიც ამყარებს ღმერთის არსებობას არის რწმენა ეხლა მითხარი რომელი მეცნიერებაა რწმენა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...