Jump to content
Planeta.Ge

რატომ ხდებიან ადამიანები ათეისტები?


Recommended Posts

შენ ორი გავამრავლოთ ორზე არ მიპასუხე და მე უნდა ვუპასუხო ამ შეკითხვებს? არ გამოვა მასე. თუ ვმსჯელობთ ვიმსჯელოთ, თუ არა და, ვინ გვაძალებს. smile.gif

აი ეს არ მესმის სიმართლე გითხრა. ადამიანმა ახსნა

მე დაგიწერე პასუხი, თუ გინადა დაგიკონკრეტებ, კი, მხოლოდ იმის გამო რომ ათობით სისტემაში და შესაბამისი აქსიომების როგორც მართლაისაღიარების შემდეგ გამოდის რომ 2X2=4, მაგრამ ასევე შეგვიძლია სხვა აქსიომებზე დაყრდნობით ვთქვათ რომ 2X2=10დსკöდფლდფ2834854

არ ითვალისწინებ ამას და აწვები პირველ შეკითხვას..

 

აბა ეს თუა რ არის ე.წ "ძალადობა" და სხვა ვერსიების არ განხილვა და დოგმატური აზროვნება, აბა რა არის მეტი დოგმატური აზროვნება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

სურათში წარმოდგენილი ლობიოები განასახიერებდა L-რიგის და R-რიგის ამინომჟავებს. რამდენიც არ უნდა ცადოს ადამიანმა ჩამჩით აიღოს დაყრლი ლობიოები, არცერთ შემთხვევაში არ ამოირჩევა და ჩაიყრება ერთი ფერის ლობიოები ჩამჩაში. ეს მარტივი მაგალითი იმისთვის მოვიყვანე, რომ ადამიანები, რომლებიც არ არიან სპეციალისტები ბიოლოგიასა და მიკრობიოლოგიაში, მარტივად დაინახონ და გააანალიზონ რომ ცოცხალი ორგანიზმები შემთხვევით ვერ შეიქმნებოდა

ეგ მაგალითი რბილად რომ ვთქვათ არასწორია. გასაგებია რომ შენ გინდა საქმეში ჩაუხედავ ადამიანს აუხსნა რაღაც, მაგრამ რთული მოვლენები ყოველთვის, უფრო სწორად უმეტეს შემთხვევებში არ აიხსნება მარტივად. და შენი შედარებაც მცდარ მსჯელობაზეა აგებული. ეგ რაც შენ სადღაც ამოიკითხე (შედარებას ვგულისხმობ) ფაქტიურად ახალი აღთქმის მეთოდია, როცა იესო ცდილობს ხალხს აუხსნას რაღაცეები მაგალითების მოყვანით, მაგრამ ეს მეთოდი შეიძლება ამართლებდა როცა საქმე გვქონდა მარტივად აღსაქმელ და ასახსნელ მოვლენებთან. ამინომჟავები, გენები და ა.შ. გაცილებით უფრო რთული კატეგორიაა ვიდრე თეთრი და წითელი ლობიო და ეს შედარება მხოლოდ მარტივი გონების ადამიანებს დააკმაყოფილებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1. ეგ უფრო მეტად ეხება სიცოცხლის წარმოშობას (აბიოგენეზის) და არა ევოლუციას (როგორ იცვლება, უკვე წარმოშობილი სიცოცხლე)

:viciousgirl : :D :givi: :givi: :018: :))

ჩავბჟირდიიიიი :)) :))

ამინომჟავები სიცოცხლის წარმოშობის ერთერტი ყველაზე უმთავრესი ნივთიერებაა. და ეგ სიტყვები, რომელიც მე მოვიყვანე, სწორედ რომ L-რიგის ამინომჟავებთან დაკავშირებით იყო მოყვანილი წიგნში რომელიც მე მიგითითე წინა პოსტებში. :)

 

 

2. ალბათობა მასე არ მუშაობს, ალბათობის მოყვანა უაზრობაა უკვე მომხდარ ფაქტთან,

ეგ მიწერე მეცნიერებს, რომლებსაც ალბათობა მოჰყავთ უკბე მომხდარ მოვლენებთან და მოუმხდართანაც. მე რას მწერ მაგას. :) შენ თურმე ხვდები მეცნიერების შეცდომებს რომ არ უნდა მოიყვანონ ალბათობა უკვე მომხდარ მოვლენებთან და თურმე ისინი ვერ ხვდებიან. სტრანნა. :) მგონი თვალსა და ხელს შუა, მესია გვეზრდები და ვერ გაგვიგია. ;)

 

 

რადგან ალბათობა მხოლოდ შესაძლებლობას ეხება და არა იმას - რაც უკვე მოხდა. უფრო მეტიც - ალბათობის სიმცირე სულაც არ გამორიცხავს ხდომილებას, მაგალითად შენ რომ ახლა გახვიდე პლაჟზე და რომელიმე ქვიშის მარცვალი აიღო - უმცირესი ალბათობა არსებობდა იმის, რომ მაინცდამაინც მაგ მარცვალს აიღებდი, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა იმას, რომ აიღე.

მართალი ხარ, ალბათობა შესაძლებლობას ეხება. ისევე როგორც შენ მოგყავს აქ მაგალითი. თუ ზღვაზე, პლიაჟზე გავივლიდი და ქვიშის რომელიმე მარცვალს ავიღებდი. მაგრამ, ალბათობა რომ დავუშვათ ასეთ ნაირად:

 

დავუშვათ პლიაჟი და ქვიშა არ არის იმ ადგილას სადაც მე გავივლი, რამდენია ალბათობა რომ ქვიშის მარცვალს ავიღებდი? :) ანდა, ვზივარ სახლში და მეუღლემ მტვერსასრუტით გაასუფთავა იატაკი. რამდენია იმის ალბათობა რომ ქვიშაში ან Qვიშის მარცვლებში ფექს ჩავყოფ. :)

 

ხომ ხედავ, რომ ძალიან ცდილობ რაღაც თქვა, თანაც რაციონალურად, მაგრამ არ გამოგდის. ჯერ კიდევ რამოდენიმე პოსტის წინ დაგიწერე, რომ მხოლოდ რაციონალური აზორვნება უშველის მაგ საქმესთქო და არ გინდა რომ გაიგო. ვერც დაგაძალებ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე უკვე გაგეცი ამაზე პასუხი! კი,

 

ჭანო მასე გეთქვა მერე, რად გინდა ამდენი გართულება. პირველ კლასელმაც იცის რომ 2-ჯერ ორი უდრის 4-ხს. თუ ხარისხებში ავიყვანთ და ფესვებს გამოვიყვანთ ცხადია 4-ხი აღარ იქნება ორჯერო ორი. :viciousgirl :

 

 

 

და ხომ მაინც არსებობს?

მართალოი ხარ, თეორიულად ალბათობა მაინც არსებობს. მაგრამ, აქ დიდი მაგრამაა. როცა ალბათობა არის ძალიან მაღალი ხარისხის, ის თეორიულადაც და პრაქტიკულადაც აღარ დაუშვება იმ ფორმად რაც შეიძლება რეალურად მომხდარიყო. ესაა და ეს. ამას ამბობენ მეცნიერები.

 

 

და რა პირობებია საჭირო მასეტი მაღალი ხარისხითვის?

პირობები რომელიც დაშვების ან რაიმე რომ მოხდეს მის რეალურობას ამცირებს.

 

 

ე.გ. კრეაციონიზმს აწვები?

არა. კრეაციონიზმს არ ვაწვები. :D უკვე დავწერე, რომ რაციონალურ მეცნიერულ მტკიცებულებებს წინასწარ აკვიატებული აზრების გარეშე განვიხილავ და ვეთანხმებითქო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

ეგ მაგალითი რბილად რომ ვთქვათ არასწორია. გასაგებია რომ შენ გინდა საქმეში ჩაუხედავ ადამიანს აუხსნა რაღაც, მაგრამ რთული მოვლენები ყოველთვის, უფრო სწორად უმეტეს შემთხვევებში არ აიხსნება მარტივად. და შენი შედარებაც მცდარ მსჯელობაზეა აგებული. ეგ რაც შენ სადღაც ამოიკითხე (შედარებას ვგულისხმობ) ფაქტიურად ახალი აღთქმის მეთოდია, როცა იესო ცდილობს ხალხს აუხსნას რაღაცეები მაგალითების მოყვანით, მაგრამ ეს მეთოდი შეიძლება ამართლებდა როცა საქმე გვქონდა მარტივად აღსაქმელ და ასახსნელ მოვლენებთან. ამინომჟავები, გენები და ა.შ. გაცილებით უფრო რთული კატეგორიაა ვიდრე თეთრი და წითელი ლობიო და ეს შედარება მხოლოდ მარტივი გონების ადამიანებს დააკმაყოფილებს.

Saturn

 

სურათი იყო ახსნის და გაგებისთვის ხელშესაწყობად მოყვანილი თორემ მეცნიერული ენით დაწერილს საერთოდ ალბათ ვერც გაიგებდა ბევრი. მიუხედავად იმისა რომ მარტივად აგიხსენი, თავად აღიარე რომ არ იცი, არ გაქვს პასუხი და არ ხარ ამ საკითხებში ჩახედული. ახლა მწერ რომ ეგ მაგალითი არასწორიაო. :viciousgirl : თურმე, რისი პასუხიც არ გაქვს ის მაგალითი არასწორია?

ნებისმიერ ბიოლოგს კითხე მე რაც აგიხსენი და უთხარი არასწორ მაგალითად მივიჩნევთქო და მერე მოდი დაწერე რასაც გიპასუხებს. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ჭანო მასე გეთქვა მერე, რად გინდა ამდენი გართულება. პირველ კლასელმაც იცის რომ 2-ჯერ ორი უდრის 4-ხს. თუ ხარისხებში ავიყვანთ და ფესვებს გამოვიყვანთ ცხადია 4-ხი აღარ იქნება ორჯერო ორი. smile.gif

მაინც ვერ გამიგე რაც დავწერე :viciousgirl :

 

არა. კრეაციონიზმს არ ვაწვები. smile.gif უკვე დავწერე, რომ რაციონალურ მეცნიერულ მტკიცებულებებს წინასწარ აკვიატებული აზრების გარეშე განვიხილავ და ვეთანხმებითქო

თუ ღმერტის არ არსებობა რა დამტკიცებული ე.ი. არსებობს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

მე შემიძლია ადამიანის და საერთოდ დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის უფრო მარტივი ახსნა დავდო. წარმოვიდგინოთ რომ სადღაც გალაქტიკის ცენტრისაკენ, სადაც სამყაროს წარმოშობის თეორიის თანახმად ვარსკვლავთა სისტემები უფრო ადრე ჩამოყალიბდნენ ვიდრე ჩვენთან, გალაქტიკის განაპირას არსებობს მაღალ განვითარებული ცივილიზაცია, რომელსაც ის ამინომჟავები რომელსაც შენ ეყრდნობი მსჯელობაში განაწილებული აქვთ შემთხვევითი სახით, ზოგი L და ზოგიც R რიგის აქვთ. ყურადღება მიაქციე რომ ამ შემთხვევაში შენი მტკიცებულება აღარ მუშაობს. ახლა მივყვეთ ჩვენს ჯაჭვს. რადგან ის სისტემა ჩვენს სისტემაზე ადრე ჩამოყალიბდა, ბუნებრივია რომ იქაური ცივილიზაცია ჩვენსაზე უფრო განვითარებულია. წარმოვიდგინოთ რომ ის არსებები ჩამოვიდნენ დედამიწაზე დიდი ხნის წინათ, შექმნეს და დაგეგმეს ეს სამყარო ისე, როგორი სახითაც არსებობს. ეს ვერსია მშვენივრად ხსნის იმას თუ რატომაა ყველაფერი დალაგებული ისე როგორცაა ანუ რატომ არსებობს წესრიგი ამინომჟავებში, გენებში და ა.შ. და ხსნის ღმერთის გარეშე :viciousgirl : აბა რას დაუპირისპირებ ამ თეორიას?

 

მიუხედავად იმისა რომ მარტივად აგიხსენი, თავად აღიარე რომ არ იცი, არ გაქვს პასუხი და არ ხარ ამ საკითხებში ჩახედული

არ ვარ ჩახედული ამჟამად, მაგრამ ჩახედვა შემიძლია :D

 

სურათი იყო ახსნის და გაგებისთვის ხელშესაწყობად მოყვანილი თორემ მეცნიერული ენით დაწერილს საერთოდ ალბათ ვერც გაიგებდა ბევრი

ხოდა მაგას გეუბნები ზუსტად. ეგ სურათი არ ასახავს საქმის არსს, რადგან სინამდვილეში უამრავი ფაქტორი მოქმედებს და მასეთი გამარტივება დაუშვებელია.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ თურმე ხვდები მეცნიერების შეცდომებს რომ არ უნდა მოიყვანონ ალბათობა უკვე მომხდარ მოვლენებთან და თურმე ისინი ვერ ხვდებიან. სტრანნა.

მე მოვიყვანე მაგალითი რომელიც შენ ისე შეცვალე და ბუნდოვანი გახადე

მართალი ხარ, ალბათობა შესაძლებლობას ეხება. ისევე როგორც შენ მოგყავს აქ მაგალითი. თუ ზღვაზე, პლიაჟზე გავივლიდი და ქვიშის რომელიმე მარცვალს ავიღებდი. მაგრამ, ალბათობა რომ დავუშვათ ასეთ ნაირად:

შენნაირი აზროვნება რომ გავაგრძელოთ, მსგავსი ალბათობა არ დაიშვება, ეხლა გინდ ყირამალაზე დადექი გინდ რა ვიცი რაც გინდა ის ქენი, მსგავსი ალბათობა პრინციპულად არ დაიშვება :viciousgirl :

მესია გვეზრდები და ვერ გაგვიგია

მესია შენ ხარ კაცო :D და ბნელი მესია ჭანოა :givi: (ორივე მიხვდებით ხუმრობას)

დავუშვათ პლიაჟი

რატომ უნდა დავუიშვა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაინც ვერ გამიგე რაც დავწერე :viciousgirl :

 

რაც დაწერე იმის საფუძველზე გავაკეთე დასკვნები.

 

 

თუ ღმერტის არ არსებობა რა დამტკიცებული ე.ი. არსებობს?

 

ეგ რა შუაშია საერთოდ ჭანო? :D ღმერთის არ არსებობა თუ არ დასტურდება ესე იგი არსებობს, ეგ არის ბავშვური ირაციონალური მსჯელობა. მე მაგალითი მოვიყვანე, რომელიც მაღალი ინტელექტუალის არსებობის მეცნიერულ მტკიცებულებას წარმოადგენს. მსგავსი მტკიცებულებები უამრავი არსებობს. ამიტომ, პირადად მე, რაციონალურ მეცნიერულ მტკიცებულებებს ვანიჭებ უპირატესობას და მითების და ალალბედზე დამთხვევის წყალობით სიცოცხლის წარმოშობის ნაცლად, ვეთანხმები იმ მეცნიერების მტკიცეუბლებებს და თვალსაზრისს რომ სამყარო და სიცოცხლე მაღაი ინტელექტის მქონდე არსების შექმნილი უნდა იყოს. ამ არსებას მე ღმერთს დავარქმევ თუ კონსტრუქტორს, უფალს თუ რას, ეს უკვე სხვა საკითხია, ანუ თეოლოგიური საკითხია.

 

კაი გავედი ახლა მე, ვმუშაობ დღეს. :givi:

 

დროებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
რაც დაწერე იმის საფუძველზე გავაკეთე დასკვნები.

აი სწორედ რომ ვერ გაიგე, დღეს ნიუტონის კანონებს ძალიან კარდაგ და ხშირად ვიყენებთ, მაგრამ ეს კანოები არ არის მთლად სწორი როგორ ეინშტეინმა დაამტკიცა, მაგრამ მაინც ვიყენებთ, რადგან ეს საკმარისია რისთვისაც ვიყენებთ და თან მარტივიც!

ისევე 2X2=4!

 

 

მე მაგალითი მოვიყვანე, რომელიც მაღალი ინტელექტუალის არსებობის მეცნიერულ მტკიცებულებას წარმოადგენს. მსგავსი მტკიცებულებები უამრავი არსებობს.

ალბატობის თეორიას გულისხმობ?

და მაგ ინტელექტს რა ფუნქცია აკისრია, იმის გარდა რომ ამინომჟავეების კომბინაცია გვაჩუქა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
წარმოვიდგინოთ რომ სადღაც გალაქტიკის ცენტრისაკენ, სადაც სამყაროს წარმოშობის თეორიის თანახმად ვარსკვლავთა სისტემები უფრო ადრე ჩამოყალიბდნენ ვიდრე ჩვენთან,

ერთერთი თეორიის მიხედვით ადამიანები შექმნა რომელიღაცა გალაქსიიდან მოსულმა არსებებმა გენური ინჟინერიის საფუზველზე, ანუ მატი გენების მცირე ნაწილი ჩაუნერგეს მაიმუნებს, რისი გამოც გაჩნდა ადამიანი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
მე დავწერე ის რაც ერთმა ათეისტმა თქვა. აი შენ დაწერე რატომ გახდი ათეისტი (თუ ხარ ათეისტი).

მე არ 100% ათეისტი, ალბათ იმიტომ რომ ჩემთვის არ აქვს რაიმე მნიშვნელობა მის არსებობა არ არსებობას, მაგრამ უმთავრესი პრობლემა არის რომ მისი არსებობა არ არსებობა ჯერ-ჯერობით რთული დასადგენია, მაგრამ რაც ადვილი დასადგენია რელიგიების დიდი ნაწილი რომლებიც ცდილობს ღმერთის არსებობის არს და მის ფუნქციებს, მიმაჩნია ხშირ შემთხვევაში ძალიან აბსურდულ.

თუნდაც რომ ღმერთი კეთილია--> მაშინ ბოროტება ვინ შექმნა? (ხოლო მეცნიერები ამ მოვლენას საკმაოდ ლოგიკურად ხსნიან)

 

ასევე რთულია პირველი "ნაპერწკალის" დედამიწაზე შესახებ 100% პასუხის გაცემა, სავარაუდოდო ეს მოხდა ოკეანის ფსკერზე, რადგან იქ საკმარისი ტემპერატურა და ქიმიური პროცესები მიმდინარეობს(ადრე ვარაუდობდნენ ზედაპირზე), ხოლო სიცოცხლის განვითარების ევოლუციური თეორია ჯერ-ჯერობით ერთადერთი თეორიად მიმაჩნია,რომლეიც ბევრი მაგალითითა დამტკიცებული, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა დღევანდელ მეცნიერებაში 1000 0000000 ჯერ დამტკიცდეს მისი ჭეშმარიტება მოცემულ სიტუაციაში ეს არ ნიშავს რომ მომდევნო შემთხვევასიც ჭეშმარიტიკი იქნება. რის გამოც მეცნიერები ერიდებიან თქვან ღმერტი არ არსებობს, მაგრამ ეს ასევე არ ნიშნავს რომ ის არსებობს!

ბევრი თეისტის პოზიცია მაგონებს ცუნელი ფიოსოფოსის გამონათქვამს: ძნელია ბნელ ოთახში იპოვო შავი კატა, თუ ის იქ არ არის!

და გვეუბნებით აგერ იპოვე კატა და დავიჯერებო.

 

 

მაგრამ რელიგიების სრული უმრავლეობა აძლევს საკუთარ თავს იმის უფლებას რომ ერთადერთ ჭეშმარიტებაზე გვესაუბროს, არაფერს ვამბობ მათ სხვა უამრავ მანკიერ საქციელზე, რომელსაც ღვთის მსახურებს აბრალებენ(მიზეზით თუ უმიზეზოდ).

 

 

ხოლო რაც შეეხება ოჯახს და ბავშვობას, მე ბავშვობაში სადღაც 6-8 კლასში ძალიან გატაცებული ვიყავი წმინდანების და აღთქმების კითხვით, შემდეგ კრიშნას შესახებ ვკითხულობდი.

ვერ ვიტყვი რომ მაშინ ღმერთის მწამდა,მაგრამ მაინც ერთგვარი რელიგიური ვიყავი, რელიგიური იმ გაგებით რომ იქ ვეძებდი სამყაროს ახსნას, რომელიც ვერ ვიპოვე.

ხოლო რაც შეეხება ოჯახს, ბაბუაჩემი(დედის მხრიდან, რადგან მამის მხრიდან ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა) ათეისტი იყო, მაგრამ დედაჩEმი ფსევდო-მორწმუნე იყო, უფრო სწორედ რწმენასთან ერთად ბევრი ცრუ რწმენაც ქონდა და აქვს, მაგრამ ხატები და სანთლები .... მღვდლები, კურთხევა და ა.შ.

ასევე სადაც გავიზარდე იმ უბანში გვყავდა მორწმუნე ოჯახი, ერთი-ერთი მამაო დღეს და 7 თუ 8 ბავშვი ყავს, მაგრამ ასევე მისი ძმის შვილი რომელსაც ძალიან ვაფასებდი, ჰუმანიტარული დახმარებით(მისი გაყიდვით, რელიგიური ხაზით შემოდიოდა 90-იან წლებში "უაფასო" დახმარება) ღიპები დაიდვენენ, მაშინ მივხვდი რომ ადამიანი ცხოველია!

 

სიკეთე ვერ შვებს ბოროტებას!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
იუზერთა დიდმა ნაწილმა თქვა რომ ესაა ბლეფი და ტყუილი. როგორც კი ერთერთმა იუზერმა ამას მკრეხელობა დაარქვა, გაეკაიფეთ იმ იუზერს და ეგ იყო. მაგარი მსჯელობაა

უკაცრავად, მაგრამ შენ რას აკეთებ ამთემაში სხვა ტუ არაფერი?

აქილიკებ თუ არა ამ თემაში სხვა თემებს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ისე აქაურ ათეისტებს რომ ვაკვირდები, აშკარაა რომ რაღაცა აწუხებთ. სხვანაირად ასეთ აგრესიულ ინტერესს ქრისტიანობის მიმართ ვერ ავხსნი.

ერთ ჩემ ნაცნობს უყვარს შემდეგი მაგალითის მოყვანა: რელიგია ჩაქუცივითაო, თუ გინდა კედელზე ლურსმანს მიაწედებ და თუ გინდა თავებს გაუტეხავო!

სამწუხაროდ უმეტესობა ამ ჩაქუჩს თავების გასატეხად იყენებვთ, საბედნიეროდ დასავლეთში ნელ-ნელა ისწავლეს, სხვაგან კი, ტუნდაც იმავე აშშ ბევრს სასწავლი აქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გავეცანი თქვენს მიერ ჩემდამი დაწერილ პასუხებს და სანამ ცოტა დრო მაქვს, თანმიმდევრულად გიპასუხებთ.:)

მაგრამ, საერთო შთაბეჭდილებას კი გეტყვით,პრელუდიის სახით. ანუ ის, რაც საერთოა თქვენს პასუხებში ესაა მაძიებლური სულის და ინტერესის არქონა:D

თქვენი აზრისა და პოზიციისადმი სრულიად საპირისპირო აზრის მშვიდად და დაკვირვებით მოსმენა და დაკვირვებიდან წარმომდგარი შეკითხვების დასმა.

ანუ ის საწყისი განწყობა და პოზიცია, რაც ადამიანს ანვითარებს მის უნარებში. მის უნარებს ხდის უფრო ფართოდ და ღრმად მხედველს. გამჭოლად მხედველს,ლაზერის სხივის მსგავსად.

ხოლო თქვენ - ეგრევე უხვედრებთ სტერეოტიპს. ამით აისხლეტავთ სწორედ იმ საპირისპიროს, რომელის მიღებაც, თუნდაც მასზე დაკვირვების მიზნით, -თქვენივე ხედვის გაფართოებას მოემსახურებოდა. მაგრამ მივყვეთ თავიდან.

აი მაგ. საოცრად მცდარი პოსტულატი:

თუ ამ ჩვილ ბავშვს აქვს ჭამის მოთხოვნილება, რატომ არ უნდა ჰქონდეს მას, ღმერთის მიერ შექმნილ არსებას, რელიგიის მოთხოვნილება?

კვებისა და გამომყოფი სისტემის მუშაობა, აგრეთვე მთელი ჯირკვლოვანი სისტემა, შინაგანი სეკრეცია - წარმოადგენს იმას, რასაც მეცნიერება განიხილავს როგორც თანდაყოლ რეფლექსებს. ეს რეფლექსები სრულიად ადამიანის ნების ჩაურევლად მუშაობს და რეგულირდება.

მათში არ მონაწილეობს ადამიანის ნება!

 

ხოლო რელიგიური მისწრაფება (და არამარტო რელიგიური) წარმოადგენს ადამიანის ნებელობით აქტს. რასაც სინდისის თავისუფლების აქტს ეძახიან. და მას მთლიანად ადამიანის გონითი ცხოვრების შინაარსები განაპირობებენ.

 

თქვენ აქ ერთმანეთში ურევთ ადამიანს, როგორც ბიოლოგიურ არსებას (ცხოველის და მცენარეც ბიოლოგიური არსებებია), და ადამიანს, როგორც გონით-ინტელექტუალურ, სულიერ-ინტელექტუალურ ინდივიდუალობას.

 

თუკი ადამიანი სრულიად დეტერმინირებულია თავისი ბიოლოგიური ბუნების რეფლექსებით (მაგ. მას სავსებით არ შეუძლია დაარეგულირის ნაღვლის წვენის გამოყოფა),

ის თავისუფალია და არავიზე და არაფერზე დამოკიდებული თავისი მსოფლმხედველობის, მრწამსის, მორალური ქცევის და ღირებულებათა საყაროს შინაარსების არჩევაში. და არამარტო არჩევაში, არამედ - შექმნაში.:)

ეს ერთი.

ქვემოთ გავაგრძელოთ.:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...