Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ზურაბ ნოღაიდელი მოსახლეობას ანაბრების დაბრუნებას დაჰპირდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/Nogaideli1-150x130.jpg

ზურაბ ნოღაიდელმა “ჭადრაკის სასახლეში” შეკრებილ ამომრჩევლებს, ეროვნული საბჭოს კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ანაბრების დაბრუნების სქემა გააცნო.

 

 

როგორც მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერმა შეხვედრაზე განაცხადა, მოხდება ანაბრების აღწერა და ინდექსაცია, რის შემდეგაც მეორე წელსვე დაიწყება მოსახლეობისათვის ანაბრების დაბრუნება.

 

 

“აღწერის შემდეგ, მეორე წელსვე, დავიწყებთ ანაბრების დაბრუნებას და პირველ რიგში ისინი დაუბრუნდება მათ, ვინც მეტად ასაკოვანია და ნაკლები შემოსავალი აქვს“ – განაცხადა ნოღაიდელმა

 

 

მანვე ქვეყანაში ჯანდაცვის, განათლების და სოციალურ სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და ხელისუფლებას ამ კუთხით ფულის ჩადებისკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, საქართველოს მთავრობა, დღეს ყველაზე მეტ ფულს საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებაში დებს.

 

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეროვნული საბჭოს ლიდერებმა, პარლამენტის წინ აქციაზე გადაინაცვლეს.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 33
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ეს ნოღაიდელმა გააკეტა, მორჩა, ნოღაიდელს ვაძლევ ხმას :) :))

 

ოღონდ დამარწმუნოს, როგორ აპირებს და რა ვადებში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ ეხლა ზღაპრების მოყოლა ყველამ დაიწყო :D

თქვენმა საყვარელმა ალიანსმაც კი :))

ჩვენო დავიცავთ ყველა უსამართლოდ დაჩაგრულსო და ბლა ბლა ბლა...

და როგორაო როგორაო? :)

რა ბერკეტებითო? მერი ხარო თუ სასამართლოს თავმჯდომარეო? :) :) :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეც დაგპირდებით რომ ანაბრებსაც დაგიბრუნებთ თქვენ ყველა ვალსაც გადავიხდი და ცხოვრებასაც აგიწყობთ :D მეტი რაღა გინდათ...

 

 

პ.ს. ზაადნო თუ გინდათ რუსეთსაც დავიპყრობ და საქართველოს შემოვუერთებ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

რა ბერკეტებითო? მერი ხარო თუ სასამართლოს თავმჯდომარეო?

აი ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ არჩევნებზე მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნოღა რულამს :) რესპებს დაჟე ეგ მოუგებს :D

ალასანიას დროზე ურჩიეთ დაანებოს თავი რესპებს, თორე მართლა გაფარჩაკდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ნოღაიდელმა გააკეტა, მორჩა, ნოღაიდელს ვაძლევ ხმას :) :)

 

ოღონდ დამარწმუნოს, როგორ აპირებს და რა ვადებში

 

 

ანაბრებს აბრუნებს ინდექსით:საბჭოთა მანეთებში შეტანილი თანხის ნომინალი აშშ დოლარში ან ევროში მენაბარის სურვილისამებრ...

 

ანაბრების აღწერის შემდეგ წელსო...

 

ხოდა ანაბრების აღწერა ვინმეს მარტივად ნუ წარმოუდგება - მაგას კი მოუნდება სამ -ოთხი წელი და კიდევ შემდეგ ანუ მეხუთე წელს დაიწყებს რა გაცემას

:D :) :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

აი ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ არჩევნებზე მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდება...

კერძოდ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:D

მერიის ბიუჯეტიდან აპირებს ამ ანაბრების დაბრუნებას?

რა დონის აფერისტია , ეს ხალხი სულ დებილი ჰგონია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

და რა? ცდება?

შენ გჯერა?

მე, შენ და აქ მყოფი ყველა ხალხი ვართ, რატომ გგონია რომ ჩვენზე ნაკლებია დანარჩენი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

შენ გჯერა?

დარწმუნებული ვარ.

და იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ უიმეტესობა ამ ქვეყანაში ჩემზე ბევრად უტვინოა. ალბათ 95% მაინც :D

თუმცაღა ისიც უნდა ვაღიარო რომ არიან ისეთებიც რომელთან შედარებით მეც ბევრად უტვინო ვარ.

თუმცაღა ძალიან ცოტაა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...