Jump to content
Planeta.Ge

რუსული ბაზარი გვიბრუნდება


Recommended Posts

1 ივლისიდან შესაძლოა, რუსულ ბაზარზე ქართული მინერალური წ####ბი და ღვინო დაბრუნდეს.

როგორც გაზეთი “კომერსანტი”~ იუწყება, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ სალამატოვმა განაცხადა.

 

გაზეთის ინფორმაციით, რუსულ ბაზარზე 2006 წლიდან აკრძალული ქართული პროდუქციის ლეგალურად დაბრუნება შესაძლოა, რუსეთის, ყაზახეთისა და ბელორუსის საბაჟო კავშირის ფარგლებში მოხდეს.

 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საბაჟო კავშირის შექმნა რუსეთის ტერიტორიაზე საქონლის მიმოქცევისა და აკრძალვის რეჟიმს შეცვლის. აკრძალვის შესანარჩუნებლად კი, ყაზახეთისა და ბელორუსის თანხმობაა საჭირო, რომლებიც “ბორჯომისა” და ქართული ღვინის მავნეობას არ აღიარებენ.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. ეს რუსეთუმე ოპოზიციის დამსახურებაა, თუ ხელისუფლება გარუსეთუმეოვდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პ.ს. ეს რუსეთუმე ოპოზიციის დამსახურებაა, თუ ხელისუფლება გარუსეთუმეოვდა?

ჩემი აზრით, არც ერთი და არც მეორე, უფრო "ვინუჟდენი პასატკაა"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

პ.ს. ეს რუსეთუმე ოპოზიციის დამსახურებაა, თუ ხელისუფლება გარუსეთუმეოვდა?

რეალურად ბატიას და ნაზარბაევის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ეს რუსეთუმე ოპოზიციის დამსახურებაა, თუ ხელისუფლება გარუსეთუმეოვდა?

ეს რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოში წარმოებული არააადექვატური და იდიოტური პოლიტიკის გამოსწორების მცდელობაა. მაგრამ მხოლოდ მინერალური წყალი არ უშველით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მხოლოდ მინერალური წყალი არ უშველით.

რა ქნან? მშობლები ეჩხუბებიან - "ბორჯომი" გვინდაოოოოოოო!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ეს რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოში წარმოებული არააადექვატური და იდიოტური პოლიტიკის გამოსწორების მცდელობაა. მაგრამ მხოლოდ მინერალური წყალი არ უშველით.

კიდე რა? აგერ ლტოლვილებს დავაბრუნებთო...

 

ხო, ვიზებიც უნდა გააუქმონ...37 მანეთი და რამე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უფრო "ვინუჟდენი პასატკაა"

ეგრეა, ერთიანი საბაჟო სივრცის შემთხვევაში, აზრი ეკარგება ემბარგოს.

 

ასე, რომ ნოღაიდელი ტყუილად იბრალებს :givi:

 

ისე დიდ საქმეს აკეთებენ ეს გაფუჭებულები, ერთიანი საბაჟო სივრცე, თუ მას უკრაინაც შეუერთდა და სხვა რამოდენიმე ქვეყანა ბიზნესს ხელ შეუწყობს, მაგრად. დიდი რესურსების მქონე ქვეყნებია, აი კორუფცია-შავობასაც თუ მიხედეს მაშინ სულ აყვავდებიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

გეშველა

არა, შენ თბილისში დამჟავებას აპირებ თუ?

 

ხო, ისე, მოსკოვში ვიყავი და მაგრად არ მომეწონა ქალაქი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოსკოვში ვიყავი და მაგრად არ მომეწონა ქალაქი

ამდენი რუსი ერთად აბა რა მოსაწონია :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mogzauri

ეგრეა, ერთიანი საბაჟო სივრცის შემთხვევაში, აზრი ეკარგება ემბარგოს.

 

 

არც ისე მარტივადაა საქმე. ერთიანი საბაჟოს პირობებშიც შეუძლიათ აკრძალონ ქართული პროდუქცია.

ოღონდ გაკონტროლება იქნება ძნელი.

 

Saturn

ამდენი რუსი ერთად აბა რა მოსაწონია 056.gif

:givi: :D :givi:

Edited by DATA TUTASXIA
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არავინ არ უნდა ენდოს პოლიტიკურად ანგაჟირებულ უპატიოსნო რუსებს. ეს მტავალჯერ დადასტურდა, თუ რამე უნდათ ქართული აგერ ყაზახეთიდან და ბელორუსიიდან წაიღებენ.. ჩვენ ჯობია საიმედო პარტნიორებტან გვქონდეს საქმე, თან რუსის ემბარგომ უდიდესი საქმე გააკეთა - ადრე რუსი თავად ახდენდა ქარტული ნაწარმის უდიდესი რაოდენობით ფალსიფიცირებას, ახლა ამის გაქრობამ ჩვენ მოგვცა საშუალება შეგვექმნა გარკვეული იმიჯი ქართული პროდიქციის მიმართ, ჩვენ გვყავს პარტნიორები და მათი შუამავლობით , მხოლოდ ბელორუსი, ან ყაზახი, ან ევროპელი ბიზნესმენების საშუალებით უნდა შევიდეთ რუსულ ბაზარზე, თუ ამის უფლება მოგვცეს, ქართველს იქ მარტო შესვლისას ელის რეკეტი როგორც სახელმწიფოსაგან ისე შავებისაგან, ასევე უკაზებიტ მისი საქონლის განადგურება , ჩვენ ვერ დავიცავთ რუსპუტინლენდში ქართველი ბიზნესის ინტერესებს, ამას უძლიერესი ქვეყნები ძლივს ახერხებენ, ამიტომ ისევ ამ უძლიერესი ქვეყნებისა და რუსის საბაჟო კავშირის წევრ-ქვეყნებისავე საშუალებიტ შევალთ ამ ფაშისტურ ქვეყანაში.. ეს ისედაც მოხდება.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...