Jump to content
Planeta.Ge

სიბნელე წავა და სინათლე მოვა.


Recommended Posts

ყელზე ყულფივით მაქვს შემოხვეული ჩემი ქვეყნის უბედურება, რომელიც მახრჩობს, მგუდავს, შიგნით ჩაბრუნებული ცრემლებით და უსასოობით...და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, მეამაყება ქართველად რომ დავიბადე. რას ვიზავთ, ალბათ ჩვენი ეროვნებაც -ღმერთის გამოცდაა. მოკლედ, ოთარ ჭილაძის არ იყოს:

 

"მე ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე

შესაძრწუნებლად ვარ ბედნიერი"

 

შენ?

 

 

თანაფორუმელებო ყველაფერი რიგზეა:-ქვეყანა რომ ამოტრიალდება , ის რაც ფსკერზეა დალექილი, ზემოთ მოექცევა ხოლმე, მაგრამ ამ ლექს დიდხანს არ შEუძლია იყოს ზედაპირზე-დრო მოვა, ლექი ისევ ფსკერს დაუბრუნდება.

 

ასე რომ,

 

ქართველებო! სიბნელე წავა და სინათლე მოვა. ეს მარადიული მონაცვლეობაა ბნელისა და ნათლისა. მჯერა, რომ მოვა დრო, როდესაც უფრო მყარი იქნება საქართველოს სახელმწიფოებრიობა, როდესაც ვერც შინაური და ვერც გარეული მტერი ვერ დაგვცინებს, ვერ აგვიგდებს აბუჩად...

 

უზერებო, გჯერათ თუ არა, რომ ყველაფერი რიგზე იქნება?

 

და "ზაადნო" კიდევ ერთი კითხვა: თქვენი აზრით, საამაყოა თუ არა ქართველობა?

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 41
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

რათმაუნდა საამაყოა ქართვეელობა.

 

საამაყოა რომ ამ ქვეყნის შვილივარ.

 

მაგრამ რაამომწონს იცი ამბოლოდროს ძალიან ბევრი ტირილი ისწავლეს ქართველებმა :(

Edited by Nautilus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უზერებო, გჯერათ თუ არა, რომ ყველაფერი რიგზე იქნება?

იასნათ ტო!

 

აი ეს შემართება და ეს განწყობა მომწონს ხოლმე რაა !

 

თქვენი აზრით, საამაყოა თუ არა ქართველობა?

მთლად თავზე გადასაჯმელიც არ უნდა იყოს :(

Edited by Private Nodari
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამარჯვება მოგცეს ღმერთმა ლ ი ც ი!:)

უზერებო, გჯერათ თუ არა, რომ ყველაფერი რიგზე იქნება?
მე ავადმყოფურად ოპტიმისტი ვარ ქვეყნის მომავლის მიმართ.

 

საამაყოა თუ არა ქართველობა?
საამაყოზე რა მოგახსენო, ერთი ჩვეულებრივი ტვინამღვრდეული ხალხი ვართ რა, მაგრამ ძალიან დიდი პოტენციალის და აი ამის იმედი მაქვს რა.:)

 

მართალი ხარ

ქვეყანა რომ ამოტრიალდება
ლექი აღზევდება, როცა დამშვიდდება ლექიც დაილექება.

იცის ეს ლექმა და არ სურს ქვეყნის დამშვიდება. (ა ლა დათა თუთაშხია:(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქვეყანა რომ ამოტრიალდება , ის რაც ფსკერზეა დალექილი, ზემოთ მოექცევა ხოლმე, მაგრამ ამ ლექს დიდხანს არ შEუძლია იყოს ზედაპირზე-დრო მოვა, ლექი ისევ ფსკერს დაუბრუნდება.

მაგ ლოგიკით მერე ისევ უნდა ამოტრიალდეს. ფსკერზე უფრო კაი რაღაცეები ილექება, თორემ ზემოთ რაც ტივტივებს, თავადაც მოგეხსენებათ :( ასე რომ, ყველანაირი შედარება შედარებისათვის ამ შემთხვევაში არ გამოდგება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე არ მეამაყება და, თქვენი არ ვიცი...

Marta1

და რატომ არ გეამაყება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

 

გიჟი ავირჩიეთ პრეზიდენტად და თუ ეს საამაყოა- ვიყოთ ამაყები. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

 

გიჟი ავირჩიეთ პრეზიდენტად და თუ ეს საამაყოა- ვიყოთ ამაყები.

DATA TUTASXIA

სხვაგან წახვედი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საამაყო ან პირიქით, სამარცხვინო შეიძლება იყოს ადამიანის ნამოქმედარი, მისი საქმეები. რა ეროვნება ექნება ადამიანს იგი ამას არ ირჩევს, იბადება ასეთად. ამიტომაც არ შეიძლება ეროვნული კუთვნილება იყოს საამაყო ან სამარცხვინო.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეროვნული კუთვნილება იყოს საამაყო ან სამარცხვინო.

Saturn

კოსმოპოლიტის სადარი პოსტია? :givi:

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ის მეამაყება ამდენი "ვეშაპი" რომ გვკბეჩს, გვღეჭავს, გვყლაპავს და მაინც ვერ ჩაგვყლაპა...

და კიდევ "ცუდას რად უნდა მტერობა..."

 

:givi: მოკლედ, არ გამოდის ლიცის თემებში მაღალფარდოვანების გარეშე :givi:

Edited by irene
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

რა ეროვნება ექნება ადამიანს იგი ამას არ ირჩევს, იბადება ასეთად. ამიტომაც არ შეიძლება ეროვნული კუთვნილება იყოს საამაყო ან სამარცხვინო.

სწორი ბრძანდებით ბატონო სატურნ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საამაყოა თუ არა ქართველობა?

ისე, მიშას დავცინით ომის დროს ფორთხავდაო, მარა ყველა გამწარებული გარბოდა სადღაც მაშინაც და ახლაც იმ იდიოტური გადაცემის შემდეგ:givi: ნეტა რა გვქვს საამაყო?

 

ყელზე ყულფივით მაქვს შემოხვეული

ძალიან თუ გიჭერს მოუშვი :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...