Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

რატომ არ ეკუთვნით აფხაზებს დამოუკიდებლობა?

ეს უბრალოდ კონკრეტული კითხვაა ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე.

მაინტერესებს უბრალო ფორუმელთა პასუხები ამ თემის შესახებ. არა და ვსიო არ მიიღება, დაასაბუთეთ შეძლებისდაგვარად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 112
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

asesino_141

იმიტომ, რომ ამა თუ იმ რეგიონის (ქვეყნის) დამოუკიდებლობა ან რაიმე სხვა არსებობის ფორმა უნდა გადაწყვიტოს მისმა მოსახლეობამ და არა ვინმე სხვამ ქვეყნის გარეთ, ან თუნდაც ამავე ქვეყანაში მცხოვრებმა მოსახლეობის მხოლოდ ნაწილმა.

დაბრუნდეს იქ აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობა სრულად და თუ გადაწყვეტს ეს მოსახლეობა დამოუკიდებლობას, მაშინ ეკუთვნით, თუ არა და მაშინ ამ "დამოუკიდებლობის" მსურველებს უკვე სეპარატისტები და ანტი სახელმწიფო ელემენტები ქვიათ და მათი ადგილი არის სასჯელ-აღსრულების დაწესებულებებში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  asesino_141 said:
რატომ არ ეკუთვნით აფხაზებს დამოუკიდებლობა?

ეს უბრალოდ კონკრეტული კითხვაა ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე.

მაინტერესებს უბრალო ფორუმელთა პასუხები ამ თემის შესახებ. არა და ვსიო არ მიიღება, დაასაბუთეთ შეძლებისდაგვარად.

აფხაზეთი არა მხოლოდ აფხაზების არამედ ქართველების სამშობლოცაა,

ეთნოწმენდის შედეგად მიღებული დამოუკიდებლობა ნორმალური ადამიანისთვის მიუღებელია

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

  Siknadmo said:
აფხაზეთი არა მხოლოდ აფხაზების არამედ ქართველების სამშობლოცაა,

ეთნოწმენდის შედეგად მიღებული დამოუკიდებლობა ნორმალური ადამიანისთვის მიუღებელია

გეთანხმები.

აფხაზეთი ბოლო 2000 წლის განმავლობაში ხან შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში, ხან არა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს რომ ისეთი ქვეყანა შევქმნათ, რომ ისინი მყარად დავაბრუნოთ ჩვენთან ერთიან ქვეყანაში რომელსაც საქართველო ერქმევა.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აფხაზი ქართული ეთნომიმია... რა ვიცი ... სვანებსაც ეკუთვნით, მაშინ , კახელებსაც და მეგრელებსაც...

... რა დამოუკიდებლობა რის დამოუკიდებლობა - როდის ქონია აფსუას სახელმწიფო? არც არასდროს...

აფსუას მოანდომეს ქართულ მიწაზე სახელმწიფოს შექმნა... თუ არ მოანდომეს და მომწიფდნენ სახელმწიფოებრიობის ამბავში ხელი მოემართოთ - ღალიძგას ზემოთ, რაც უნდა აკეთონ და რუსეთმა არკვიოს ქონიათ თუ არა სახელმწიფო და ეკუთვნით თუ არა...

Edited by irene
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  irene said:

2010 წელია და არა 1989

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

  Jonathan Livingston said:
რატომ არ ეკუთვნით აფხაზებს დამოუკიდებლობა?

მსოფლიოში 1000 - ზე მეტი ეთნოსია, მაგრამ ამავე დროს გაეროში სულ რაღაც 192 სახელმწიფო ირიცხება.

შეუძლებელია იმის დადგენა ამ 1000 ეთნოსიდან ვის ეკუთვნის დამოუკიდებლობა, და ვის არა. თუ ასე წავიდა ლაპარაკი, მაშინ ყველას უნდა ქონდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო. მაგრამ ამას კიდევ უფრო დიდი პრობლემები მოყვება. ავიღოთ მაგალითად აფხაზეთი. ვთქვათ მართლა მივეცით აფხაზეთს დამოუკიდებლობა. ეგრევე ჩნდება გალის პრობლემა. გალის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა არის ქართველი. თუ აფხაზეთს მივეცით დამოუკიდებლობა, მაშინ იგივე ლოგიკით აფხაზებმა უნდა დათმონ გალი. ასეთი სიტუაციები იქნება ყველა ტერიტორიული დავის დროს. იქნება გაუთავებელი ომები.

ამიტომ არსებობს გაერო, რომელიც უნდა იყოს არსებული სახელმწიფოების საზღვრების უცვლელობის გარანტი. ანუ ერს აქვს თვითგამორკვევის უფლება მხოლოდ მაშინ როცა ეს არ ეწინააღმდეგება იმ სახელმწიფოს კონსტიტუციას, რომლისგან გამოყოფაც უნდა მას.

Edited by McLaren
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Achiko1972

  Achiko1972 said:
დაბრუნდეს იქ აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობა სრულად და თუ გადაწყვეტს ეს მოსახლეობა დამოუკიდებლობას,

მოჰაჯირების დაბრუნების შემთხვევაში ჩვენს სასარგებლოდ ბალანსი არ იქნება.

ასე რომ რუსები რომ არა ჩვენ მაინც გვექნებოდა პრობლემები აფხაზეთში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  Siknadmo said:
2010 წელია და არა 1989

ამას რამე მნიშვნელობა აქვს ისტორიული სიმართლისთვის? გადაფასდა ისტორია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაშ ასე:

Achiko1972

  Quote
იმიტომ, რომ ამა თუ იმ რეგიონის (ქვეყნის) დამოუკიდებლობა ან რაიმე სხვა არსებობის ფორმა უნდა გადაწყვიტოს მისმა მოსახლეობამ და არა ვინმე სხვამ ქვეყნის გარეთ, ან თუნდაც ამავე ქვეყანაში მცხოვრებმა მოსახლეობის მხოლოდ ნაწილმა.

დაბრუნდეს იქ აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობა სრულად და თუ გადაწყვეტს ეს მოსახლეობა დამოუკიდებლობას, მაშინ ეკუთვნით, თუ არა და მაშინ ამ "დამოუკიდებლობის" მსურველებს უკვე სეპარატისტები და ანტი სახელმწიფო ელემენტები ქვიათ და მათი ადგილი არის სასჯელ-აღსრულების დაწესებულებებში.

გაბათილდა მოჰაჯირების ვარიანტით

სიკნადმო

  Quote
აფხაზეთი არა მხოლოდ აფხაზების არამედ ქართველების სამშობლოცაა

მასე მთელი მსოფლიო სომხების სამშობლოა

irene

  Quote
აფხაზი ქართული ეთნომიმია... რა ვიცი ... სვანებსაც ეკუთვნით, მაშინ , კახელებსაც და მეგრელებსაც...

... რა დამოუკიდებლობა რის დამოუკიდებლობა - როდის ქონია აფსუას სახელმწიფო? არც არასდროს...

არ არის ქართული ეთნომიმი... თანაც

  Quote
აფხაზეთი ბოლო 2000 წლის განმავლობაში ხან შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში, ხან არა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  irene said:
ამას რამე მნიშვნელობა აქვს ისტორიული სიმართლისთვის? გადაფასდა ისტორია?

აზროვნებამ განიცადა პროგრესი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  Siknadmo said:
აზროვნებამ განიცადა პროგრესი

პროგერესული აზროვნება გულისხმობს ქართულ მიწაზე აფხაზეთის სახელმწიფოს შექმნის იდეის განხილვას? და მათ შორის ქართველისგან?

Edited by irene
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  irene said:
პროგერესული აზროვნება გულისხმობს ქართულ მიწაზე აფხაზეთის სახელმწიფოს შექმნის იდეის განხილვას? და მათ შორის ქართველისგან?

პროგრესული აზროვნება გულისხმობსაფხაზების შემორიგებას და მათში სურვილი გაჩენას რომ ვიცხოვროთ ერთ სახელმწიფოში

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  Siknadmo said:
პროგრესული აზროვნება გულისხმობსაფხაზების შემორიგებას და მათში სურვილი გაჩენას რომ ვიცხოვროთ ერთ სახელმწიფოში

ვერ გავიგე ვართმევთ თუ ვიბრუნებთ?

Edited by irene
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  irene said:
ვერ გავიგე ვართმევთ თუ ვიბრუნებთ?

მაგის დადგენას ვცდილობ მე მაგალითად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • შექმენი...