Jump to content
Planeta.Ge

◙ ისლამი (الإسلام‎) — როდის და სად იღებს სათავეს ◙


Recommended Posts

Abu Aya

 

:Dმანახე გეხვეწები სად ქადაგებს სიყვარულს ქრისტიანობა

 

კაი მოგიყვან ციტატებს სახარებიდან.

იოანეს სახარება

თავი მეცამეტე

 

34. ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი.

 

35. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის.(სხვა საქმე ამას ვინ როგორ ასრულებს)

 

მათეს სახარება

თავი ოცდამეორე

 

 

36. მოძღვარო, რომელია სჯულის მთავარი მცნება?

 

37. ხოლო იესომ მიუგო მას: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით.

 

38. ეს არის პირველი და მთავარი მცნება.

 

39. და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.

 

40. ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი.

 

 

იოანეს სახარება

თავი მეთხუთმეტე

 

12. ეს არის ჩემი მცნება, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.

 

13. არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლუკას სახარება

თავი მეექვსე

 

27. ხოლო თქვენ, ჩემს მსმენელთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ;

 

28. აკურთხეთ თქვენი მაწყევარნი და ილოცეთ თქვენსავ შეურაცხმყოფელთათვის.

 

29. ვინც ყვრიმალში შემოგკრას, მიუშვირე მეორეც, და ვინც მოსასხამს წაგართმევს, მიანებე პერანგიც.

 

30. ყველას, ვინც კი გთხოვს, მიეცი, და ვინც შენსას წაიღებს, უკან ნუ მოსთხოვ.

 

31. როგორც გინდათ, რომ გექცეოდნენ კაცნი, თავადაც ისე მოექეცით მათ.

 

32. თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რას მიითვლით მადლად? რადგან თავიანთი მოყვასნი ცოდვილთაც უყვართ.

 

33. და თუ კეთილს უყოფთ თქვენს კეთილისმყოფელთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც ასევე იქცევიან.

 

34. თუ ასესხებთ იმათ, ვისგანაც დაბრუნების იმედი გაქვთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც აძლევენ სესხს ცოდვილთ, რათა დაიბრუნონ ერთი იმდენიც.

 

35. ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, კეთილი უყავით და სესხი მიეცით მათ, ისე, რომ არაფერს მოელოდეთ სანაცვლოდ; და დიდი იქნება თქვენი საზღაური, და იქნებით უზენაესის ძენი; რადგან ის კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ.

 

36. მაშ, იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც გულმოწყალეა მამა თქვენი.

 

37. ნუ განსჯით და არ განისჯებით; ნუ დაჰგმობთ, და არ დაიგმობით; მიუტევეთ და მოგეტევებათ;

 

38. გაეცით და მოგეცემათ: კეთილი, დაბეკნილი, დატენილი და თავდადგმული საწყაულით თქვენსავე კალთაში მოგეწყვებათ; ვინაიდან რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

alex

აა ტექსტების საფუძველზე ამბობ? მე მეგონა პრაქტიკაში მაჩვენებდი. მსგავსი ტექსტები ყველა რელიგიას აქვს. მაგალითად არის ასეთი ჰადისი

عن النبي صلى الله عليه و سلم قال: لا يؤمن أحدكم حتى يحب لأخيه ما يحب لنفسه

მაცნე, ღმერთმა დალოცოს იგი, ამბობს: არ ურწმუნია არც ერთ თქვენგანს, ვიდრე მას იგივე არ სურს თავისი ძმისთვის, რაც თავისი თავისთვის. გამოგვცემს ბუხარი (13), მუსლიმი (45) და ამათგან ნავავი (13)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირველი პეტრესი

თავი პირველი

 

22. ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები უპირფერო, ძმური სიყვარულისთვის და წმიდა გულით მხურვალედ გიყვარდეთ ერთმანეთი.

 

 

პირველი იოანესი

თავი მეორე

 

9. ვინც ამბობს, ნათელში ვარო, მაგრამ თავისი ძმა სძულს, ბნელშია დღემდე.

 

10. ვისაც თავისი ძმა უყვარს, ნათელში მკვიდრობს და საცთური არ არის მასში.

 

11. ხოლო ვისაც თავისი ძმა სძულს, ბნელშია, ბნელშივე იარება და არ იცის, საით მიდის, რადგანაც ბნელმა დაუვსო თვალი.

 

პირველი იოანესი

თავი მეოთხე

 

7. საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგანაც სიყვარული ღვთისაგან არის; ვისაც უყვარს, ღვთისგანაა შობილი და იცნობს ღმერთს.

 

8. ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგანაც ღმერთი სიყვარულია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Abu Aya

აა ტექსტების საფუძველზე ამბობ? მე მეგონა პრაქტიკაში მაჩვენებდი. მსგავსი ტექსტები ყველა რელიგიას აქვს. მაგალითად არის ასეთი ჰადისი
რა თქმა უნდა ტექსტის საფუძველზე აბა ვინ როგორ ასრულებს ეგ რა ჩემი საქმეა.

მე შენ გითხარი რო არ ვარ რელიგიური , მაგრამ სხვა რელიგიებს შორის უპირატესობას ვანიჭებ ქრისტიანობას ,რაზეც შენ მთხოვე რო მეჩვენებინა სად ქადაგებს ქრისტიანობა სიყვარულს , მე მოგიყვანე ადგილები სახარებიდან საიდანაც მკაფიოდ ჩანს რო ქრისტიანობის ქვაკუთხედი არის სიყვარული და მთელი რჯული სიყვარულზეა დაფუძნებული , თუ კარგად გადაიკითხავ იქ ხაზიც მაქ გასმული ადგილზე სადაც ქრისტე ამბობს მთავარ მცნებას რჯულისას.

عن النبي صلى الله عليه و سلم قال: لا يؤمن أحدكم حتى يحب لأخيه ما يحب لنفسه

მაცნე, ღმერთმა დალოცოს იგი, ამბობს: არ ურწმუნია არც ერთ თქვენგანს, ვიდრე მას იგივე არ სურს თავისი ძმისთვის, რაც თავისი თავისთვის. გამოგვცემს ბუხარი (13), მუსლიმი (45) და ამათგან ნავავი (13)

ხო, ეს სიტყვები , სხვათაშორის , მანამდე ქრისტემ თქვა ,დიდი ხნით ადრე. და ეგ მხოლოდ ახლებური ინტერპრეტაციაა მისი სიტყვებისა.

 

ლუკას სახარება

თავი მეექვსე

 

31. როგორც გინდათ, რომ გექცეოდნენ კაცნი, თავადაც ისე მოექეცით მათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

alex

რა თქმა უნდა ტექსტის საფუძველზე აბა ვინ როგორ ასრულებს ეგ რა ჩემი საქმეა.

და ჭეშმარიტმა რელიგიამ ვერ უნდა მოახერხოს ისე, რომ მის მიმდევართა დიდი ნაწილი მის ძირითად მცნებას ასრულებდეს?

ხო, ეს სიტყვები , სხვათაშორის , მანამდე ქრისტემ თქვა ,დიდი ხნით ადრე.

უეჭველად იტყოდა, რადგან ყველა მაცნის, ღმერთმა დალოცოს ისინი, სუნნა ანუ მაგალითი ერთნაირია ადამიდან მუჰამმადამდე, ღმერთმა დალოცოს ისინი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Abu Aya

და ჭეშმარიტმა რელიგიამ ვერ უნდა მოახერხოს ისე, რომ მის მიმდევართა დიდი ნაწილი მის ძირითად მცნებას ასრულებდეს?

რელიგია რა შუაშია თუ პრობლემა ადამიანშია? რა კითხვაა ეს საერთოდ ,არსი ვერ გავიგე. ქრისტე ამბობს: მრავალი ეძებს სასუფეველს და ცოტა თუ იპოვის ,ზუსტად არ მახსოვს ციტატა.

 

უეჭველად იტყოდა, რადგან ყველა მაცნის, ღმერთმა დალოცოს ისინი, სუნნა ანუ მაგალითი ერთნაირია ადამიდან მუჰამმადამდე, ღმერთმა დალოცოს ისინი.

 

აი ,ეს კი დიდი ტყუილია , რადგან ქრისტემ ბევრი რამ გააუქმა ძველი აღთქმიდან მაგალითად , როცა ამბობს:

 

43. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი.

 

44. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდით თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის.

 

ასევე ის მრუში ქალი რომელიც იუდეველებს უნდა ჩაექოლათ და რასაც ისინი სრულიად სამართლიანად აკეთებდნენ რადგან მათი რჯული ამას ითხოვდა - ქრისტე მათ ეუბნება : ვინც უცოდველია მან ესროლოს ქვა . და კიდე ,პავლე მოციქულის მიერ გაუქმებული წინდაცვეთა რაც ძველი აღთქმის ადამიანისთვის სავალდებულო იყო.

მოკლედ გამოდის რომ ისლამს არც არაფერი უთქვამს ახალი ისეთი რაც მანამდე სხვა რელიგიებს :ქრისტიანობას ,იუდაიზმს და ა.შ. გარდა იმისა რო მუჰამედმა თქვა : ადექით ახლა ყველანი : იუდეველებიც და ქრისტიანებიც და მე დამემორჩილეთო რადგან მე ვარ ყველაზე აღმატებული წინასწარმეტყველიო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Abu Ayaხო, შენზეც ჩანს რატო"არ უყვართ" თათრები :laugh: და ხო აქვს მნიშვნელობა, მაგრამ აბუს არ ან ვერ ესმის :facepalm: :haha:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ჭეშმარიტმა რელიგიამ ვერ უნდა მოახერხოს ისე, რომ მის მიმდევართა დიდი ნაწილი მის ძირითად მცნებას ასრულებდეს?

და ისლამი ახერხებს ამას..?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

alex

რა კითხვაა ეს საერთოდ ,არსი ვერ გავიგე. ქრისტე ამბობს: მრავალი ეძებს სასუფეველს და ცოტა თუ იპოვის ,ზუსტად არ მახსოვს ციტატა.

რატომ არის რომ ჭეშმარიტი რელიგიის ამდენი მიმდევარი არის რეალურად არარელიგიური.

აი ,ეს კი დიდი ტყუილია , რადგან ქრისტემ ბევრი რამ გააუქმა ძველი აღთქმიდან

გააუქმა? მეეჭვება რამე გაეუქმებინოს, გარდა იმისი რაც ადამიანებმა ჩაამატეს ძველ აღთქმაში.

ასევე ის მრუში ქალი რომელიც იუდეველებს უნდა ჩაექოლათ

ვიცოდი რომ ამას იტყოდი.

მივყვეთ კონტექსტს.

 

"ხოლო მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომელიც მრუშობისას შეეპყროთ, შუაში დააყენეს. და უთხრეს იესოს: მოძღვარო, ეს ქალი მრუშობისას შევიპყარით, მოსემ რჯულში გვამცნო ამნაირების ჩაქოლვა, შენ კი რას იტყვი?"

 

ისინი იესოს ცდიან. თუ იესო, ღმერთმა დალოცოს იგი, ამ ქალს ჩაქოლავდა, მაშინ ეს თვითსამართალი გამოდიოდა, რადგან იესოს არც მოწმეები უნახავს და არც სიძვის თუ მრუშობის ფაქტი. ამით ფარისევლებმა მახე დაუგეს იესოს, ღმერთმა დალოცოს იგი. ეს თვით სახარებაშივე წერია:

"ხოლო ამას საცდუნებლად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი დაედოთ მისთვის."

მაგრამ იესოს, ღმერთმა დალოცოს იგი, ღმერთის ძალით, მეტი მოხერხება ჰქონდა და არ აჰყვა ფარისევლებს, იჯდა და მიწაზე ჩხირით წერდა.

მაგრამ ფარისევლები ასე იოლად დანებებას არ აპირებდნენ და ჯიუტად მოითხოვდნენ იესოს განაჩენს.

"მაგრამ რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, წამოიმართა და უთხრა მათ: ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა. მერე კვლავ დაიხარა და მიწაზე წერა განაგრძო."

ამ სიტყვებით იესომ, ღმერთმა დალოცოს იგი, მიუთითა, რომ ის ცოდვა, რასაც ისინი სჩადიოდნენ - ურწმუნოება, უფრო საშინელი იყო, ვიდრე სიძვა-მრუშობის ცოდვა. და მართლაც, შერცხვენილი ფარისევლები დაიფანტნენ.

"ხოლო ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიფნენ."

დარჩნენ მარტო იესო, ღმერთმა დალოცოს იგი და ქალი.

"წამოიმართა იესო და რაკი ქალის გარდა ვერავის მოჰკრა თვალი, უთხრა მას: ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი? მან კი მიუგო: არავინ, უფალო, და უთხრა მას იესომ: არც მე განგსჯი. წადი და ამიერიდან ნუღარა სცოდავ."

იესო, ღმერთმა დალოცოს იგი, ათავისუფლებს ქალს. რა გამოდის, რომ იესო მოსეზე (ღმერთმა დალოცოს ისინი ორივე) უფრო ლმობიერია? არა. უბრალოდ იესო, ღმერთმა დალოცის იგი, არ გაება ფარისეველთა ხაფანგში და არ განახორციელა თვითსამართალი. ამის დასტური კი არის სიტყვები:

ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლად კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად. რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება. ამრიგად, ვინც დაარღვევს თუნდაც ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ასე ასწავლის კაცთაც, უმცირესად იწოდება ცათა სასუფეველში; ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, უდიდესად იწოდება ცათა სასუფეველში. (მათე, 5:17-19)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ არის რომ ჭეშმარიტი რელიგიის ამდენი მიმდევარი არის რეალურად არარელიგიური.

შენ თვლი რო ქრისტიანობა არის ჭეშმარიტი რელიგია? რა ვიცი, კითხე რატო არ არიან რელიგიურები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ არის რომ ჭეშმარიტი რელიგიის ამდენი მიმდევარი არის რეალურად არარელიგიური.
ჯერ მუსლიმური კალენდრიდ 16-საუკუნე თქვენთანაა :haha: :facepalm: მერე პატარა განსხვავება არის "არაბ რელიგიურ" და ქრისტიან ან თუნდაც სხვებს შორის. გასაგებია აბუსათვის?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Abu Aya

 

ვერ წარმომიდგენია მუჰამადის ზღაპრები როგორ უნდა იწამო კაცმა და ისლამის მიმდევარი გახდე... დასანანია ნამდვილად. ყურანს რა ენაზე კითხულობ? ყურანის რომელ თარგმანს კითხულობ? არაბული იცი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Giorgi Kiskeidze

 

ყურანი წაკითხული გაქვს? იცნობ ისლამის ისტორიას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...