Jump to content
Planeta.Ge

◙ ისლამი (الإسلام‎) — როდის და სად იღებს სათავეს ◙


Recommended Posts

 

 

არა დამეზარა

არ უნდა დაგზარებოდა ,მთლიანად არ მითქვამს . იქ ხსნის რატოა სამება იმ ტაეპში . ძალიან პატარა მონაკვეთის მოსმენა მოგიწევს - 0:23:00 - 0:26:00
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიჭო რას გადაეკიდე ამ ვაზს? რა გინდა, თემურ ლენგის საქმეები გინდა გააპრავო, თუ რა გინდა ?

ბიჭო, რას გადაეკიდე ამ თემურ ლენგს? თემურ ლენგი და თემურ ლენგი. თუ არ იყო სამაგალითო მუსლიმი რას დაათრევთ ყველგან. თემურლენგი ჯალალუდდინი შაჰ 'აბბასი. მეტი არავინ არ იცით ისტორიაში? ხალიდ იბნ ალ-ვალიდი არ იცით? ჰაბიბ იბნ მასლამა არ იცით? 'ამრ იბნ ალ-'ასი არ იცით? საიფუდდინ ყუტუზი არ იცით?

 

ან ეს ნიკო მარის ნათქვამი რა არის ?

ნიკო მარის ნათქვამი არის ნიკო მარის ნათქვამი, სხვა რა უნდა იყოს?

თუნდაც შოთა იყოს სუფი , მარა არაა და შენც ხო კარგათ იცი რო მისი ფრესკა არსებობს და რომელ სუფიობაზე ლაპარაკობ ?

ააა ეგ ის ერთმორწმუნეებმა რომ გადაგიფხიკეს? არაა გამორიცხული – სუფიზმი ხშირად სინკრეტული იყო. ეგ კი არა, აგერ ამ ოცი წლის წინ ჯოყოლოელი სუფისტები ჯოყოლოში ეკლესიაში დადიოდნენ და აღნიშნავდნენ ქრისტიანულ დღესასწაულებს. ასევე ინდოელი სუფისტები ხშირად აღნიშნავენ ინდუისტურ დღესასწაულებს და ა.შ.

იყოს არა ნაკლები ქართ. მუს. კულტურა ვიდრე ქარ. ქრ. კულტურა

ეგ ვთქვი რო დამესიეთ ყვავებივით. ქართული მუსლიმანური კულტურა თუ არსებობს, მაშინ რის ღალატზეა საუბარი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Abu Aya

ააა ეგ ის ერთმორწმუნეებმა რომ გადაგიფხიკეს?

აი ეს ცინიკურად ნათქვამი "ერთმორწმუნეებმა" ჩვენს მიმართ ძალიან სასაცილოა. ჩვენ ერთი კაი პოეტი გვყავდა ,სხვათაშორის, თუ იცი ნიკოლოზ ბარათაშვილი , რომელმაც თქვა : "სახელმწიფოსა სჯულის ერთობა. არარას არგებს, ოდეს თვისება. ერთა მის შორის სხვადასხვაობდეს". ჩვენთვის რუსი მტერია და რახან მართლმადიდებლები არიან ამიტო არ ვეტენებით და არც ბიზანტიელებს ვეტენებოდით როცა გვმტრობდნენ. აი თქვენ კი - მუსლიმები გიჟდებით ერთმანეთზე ,მთავარია მუსლიმი იყოს და რა მნიშვნელობა აქვს ეროვნებას, რასას ,თუ გინდა მარსიანელი იყოს - მზად ხართ ტუჩებში კოცნოთ ერთმანეთს . გინდ თურქი იყოს ,გინდ სპარსელი რომელიც დაუძინებელი მტერი იყო , რა მოხდა მერე მთავარია მუსლიმია .

ან გადაგიფხიკეს რა ს ნიშნავს ,შენთვის არაა ფასეული?

 

 

ეგ ვთქვი რო დამესიეთ ყვავებივით. ქართული მუსლიმანური კულტურა თუ არსებობს, მაშინ რის ღალატზეა საუბარი?

ჯალალების და თემურების საქმეები გააპრავე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Abu Ayaისე შენ რომელი ხარ? (შეიტი თუ სუნიტი) ვინა ეტნიკური ქართველები აქ :mad: და სულელს ნუ, იშველიებ :facepalm:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ეს ცინიკურად ნათქვამი "ერთმორწმუნეებმა" ჩვენს მიმართ ძალიან სასაცილოა.

რატომ არ არიან ერთმორწმუნეები? კი არადა ფაქტიურად თქვენი სარწმუნოება დგას ბერძნებზე და ბერძნული წარმოშობისაა, ძირითადი ტექსტიც ბერძნულია არამეულიდან თარგმნილი (არამეული აღარ არსებობს).

აი თქვენ კი - მუსლიმები გიჟდებით ერთმანეთზე ,მთავარია მუსლიმი იყოს და რა მნიშვნელობა აქვს ეროვნებას, რასას ,თუ გინდა მარსიანელი იყოს - მზად ხართ ტუჩებში კოცნოთ ერთმანეთს .

რა თქმა უნდა. მუსლიმანი მუსლიმანის ძმაა. ოღონდ მუსლიმანი, ანუ ის ვინც პირველ რიგში ისლამს აყენებს და ვისი ცხოვრების წესიც ისლამია და არა ის, ვინც უბრალოდ მუსლიმანს ეძახის თავის თავს და სხვა ცხოვრების წესს მისდევს.

ან გადაგიფხიკეს რა ს ნიშნავს ,შენთვის არაა ფასეული?

ნაკლებად.

ჯალალების და თემურების საქმეები გააპრავე.

გავაპრავე ხო ბეჭედი დავურტყი. თემურმა და ჯალალუდდინმა რომ უბედურება დამართა საქართველოს, ამ საკითხის რელიგიურ ჭრილში განხილვა და ამით ისლამის დადანაშაულება, მით უმეტეს მისი ცრუ რელიგიად შერაცხვა სრული სისულელეა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

..Abu Aya, რა უნდა გელაპარაკო ადამიანს, რომელიც ნათლად, "შავზე" ამბობ "თეთრიაო".. იცი, ზოგჯერ მგონია რომ ვიღაც უბრალოდ კაიფობს.. და ერთობა ინეტთან..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიკვირს ღმერთის წინაშე მამაპაპის იმედის მქონე ხალხის.

მე ღმერთი(ს) არა მწამს.. მამა-პაპას ხსოვნას კი პატივს ვცემ.. მიუხედავად იმისა რომ მათი (და საერთოდ - ყველა) რელიგია უარვყავი (რადგან ძალით ვერც ღმერთს შევიყვარებ და ვერც თვით მათ ვცემ პატივს, - სიტყვაზე..), ჩვენი მტრების რელიგია, რომლის მიმდევრებმაც (ძირითადად), მათი სისხლი დალიეს (ჰო, იმ მამა-პაპის სისხლი, რომლებმაც ჩვენ თავიანთი, სწორედ იმ სისხლით, ჩვენი ეთნოსი, ჩვენი მე და ჩვენი რასა შეგვინარჩუნეს), არ არ მიმიღია, ღრმადპატივცემულო, Abu Aya..

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ღმერთი(ს) არა მწამს..

აქ ვამთავრებ შენთან რელიგიაზე საუბარს.

არ არ მიმიღია,

ხოდა ღმერთთან განკითხვის დღეს მამაპაპის იმედი გქონდეს.

وإذا قيل لهم اتبعوا ما أنزل الله قالوا بل نتبع ما ألفينا عليه آباءنا أولو كان آباؤهم لا يعقلون شيئا ولا يهتدون

როცა ეტყვიან მათ - მიჰყევი, რაც ღმერთმა გადმოავლინაო, უპასუხებენ - "არა, ჩვენ იმას მივყვებით, რასაც მამაჩვენები მიჰყვებოდნენო!" და თუ არ იცოდნენ მათმა მამებმა? თუ არ იყვნენ მათი მამები სწორ გზაზე? სურა ალ-ბაყარა, აია 170

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ ვამთავრებ შენთან რელიგიაზე საუბარს.

ბუნებრივია, რადგან.. -

.Abu Aya, რა უნდა გელაპარაკო ადამიანს, რომელიც ნათლად, "შავზე" ამბობ "თეთრიაო"..
:)
ხოდა ღმერთთან განკითხვის დღეს მამაპაპის იმედი გქონდეს.

შენი სიტყვებიდან გამომდინარე, ქრისტე ყოფილა ღმერთი.. ჰო და მაშინ, როგორც ამერიკულ ბოევიკებში იტყვიან: "ჯოჯოხეთში შევხვდებით!" :grr: ;) მაგრამ შენ მგონი უფრო ბევრი მოგხვდება, რადგან მე ღმერთს ვუღალატე, შენ კი ღმერთსაც და ერსაც..

:D Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

გავაპრავე ხო ბეჭედი დავურტყი. თემურმა და ჯალალუდდინმა რომ უბედურება დამართა საქართველოს, ამ საკითხის რელიგიურ ჭრილში განხილვა და ამით ისლამის დადანაშაულება, მით უმეტეს მისი ცრუ რელიგიად შერაცხვა სრული სისულელეა.

შენ თქვი , რო მათ არც თუ ისე დიდი ზარალი მიუყენებიათ საქართველოსთვის.

 

 

რა თქმა უნდა. მუსლიმანი მუსლიმანის ძმაა. ოღონდ მუსლიმანი, ანუ ის ვინც პირველ რიგში ისლამს აყენებს და ვისი ცხოვრების წესიც ისლამია და არა ის, ვინც უბრალოდ მუსლიმანს ეძახის თავის თავს და სხვა ცხოვრების წესს მისდევს.

მუსულმანი ავღანელი ძმაა და ქართველი ქრისტიანია შენთვის მტერი? ძაან ..... ლოგიკაა - რახან მუსლიმია ,ჩემი ძმაა .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენი სიტყვებიდან გამომდინარე, ქრისტე ყოფილა ღმერთი..

ავოიეე!!! ჯერ ალექსის ბატინისტური უნარები აღმოვაჩინე და ეხლა კი - შენც არანაკლები ყოფილხარ. რომელი ჩემი სიტყვიდან გამოიყვანე რომ იესო (მშვიდობა მას) ღმერთად მიმაჩნია? ღმერთი ღმერთია და არა იესო.

მამაპაპის მოიმედებას რაც შეეხება, წინადადება ნახევრად მეწერა და მე მეგონა თუ მიხვდებოდი, ამჯერად გაგრძელებას დავწერ - რასაც დაიჭერ, მე არ გამიყო, შენთვის გქონდეს.

 

მუსულმანი ავღანელი ძმაა და ქართველი ქრისტიანია შენთვის მტერი?

ამით რისი თქმა გინდა, რომ მარტო ძმები და მტრები არსებობენ, თუ იმისი რომ ყველა ქართველი ქრისტიანი მუსლიმანის მტერია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

ამით რისი თქმა გინდა, რომ მარტო ძმები და მტრები არსებობენ, თუ იმისი რომ ყველა ქართველი ქრისტიანი მუსლიმანის მტერია?

რახან თქვი ქართველი ვარო და რწმენით მუსლიმი ,მაინტერესებს : თურქი რო შემოვიდეს საქართველოში ასაოხრებლად, ხელში იარაღს აიღებ მამულის დასაცავად თუ თურქ მუსლიმ ძმებს ვერ ესვრი და ტუჩებში დაუწყებ კოცნას?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

alex

მემგონი კითხვასთან მწყრალად უნდა იყო. კარგი მაგ კითხვაზე მარტივად გიპასუხებ - თურქეთი რომ შემოიჭრას საქართველოში და დაიწყოს მჩაგვრელობა, მე ვეცდები ეს ჩაგვრა შევაჩერო, მათ შორის იარაღის ძალით. თურქეთის სახელმწიფო ჩემი ძმა არ არის არანაირად. ეხლა შენ მითხარი, საქართველოს სახელმწიფომ რომ დაიწყოს მუსლიმანების შევიწროება ისლამის გამო (ქართველების და არაქართველების), მათი ჩაგვრა, შენ რას იზამ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Abu Aya

მემგონი კითხვასთან მწყრალად უნდა იყო. კარგი მაგ კითხვაზე მარტივად გიპასუხებ - თურქეთი რომ შემოიჭრას საქართველოში და დაიწყოს მჩაგვრელობა, მე ვეცდები ეს ჩაგვრა შევაჩერო, მათ შორის იარაღის ძალით. თურქეთის სახელმწიფო ჩემი ძმა არ არის არანაირად.
რატო მუსლიმები არ არიან?
ეხლა შენ მითხარი, საქართველოს სახელმწიფომ რომ დაიწყოს მუსლიმანების შევიწროება ისლამის გამო (ქართველების და არაქართველების), მათი ჩაგვრა, შენ რას იზამ?
ავღშფოთდები.

 

პლაგიატო :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატო მუსლიმები არ არიან?

თუ მჩაგვრელები არიან მაშინ მუსლიმანის ვალდებულებაა გამოასწოროს მათი ჩაგვრა.

ავღშფოთდები.

გასაგებია, მაინტერესებს მუსლიმანებს უფლება აქვთ თუ არა საქართველოში სადაც დაჭირდებათ (რეალურად დაჭირდებათ და არა უცებ მოინდომონ ონში აშენება) იქ ააშენონ მეჩეთი თუ არა?

(ისე აქ რა შუაშია მაგრამ აღვშფოთდები არის სწორი, აღ– წინსართი არ იყოფა შუაში პირის ნიშნით)

Edited by Abu Aya
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...