Jump to content
Planeta.Ge

ჩილეში 8.5 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა


Recommended Posts

ჩილესა და პერუში ცუნამის განგაში გამოცხადდა. ეს მას შემდეგ, რაც ჩილეში დაახლოებით ერთი საათის წინ ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ რიხტერის შკალით 8,5 მეათედი ბალი შეადგინა. სეისმოლოგების განცხადებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ კონსეპსიონთან, 55 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა.

 

მედიის ცნობით მიწისძვრას ძლიერი ნგრევა მოჰყვა, ინფორმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ჯერ ჯერობით არ არსებობს. გაითიშა ელექტროენერგია და კომუნიკაცია შეწყდა, სწორედ ამიტომ არ არსებობს სტიქიის ზონის ამსახველი ვიდეო მასალა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 46
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩილეში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

როგორც საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა, პაატა კალანდაძემ განაცხადა, საქართველოს საგარეო უწყება ამ დროისთვის არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, დაზარლდნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები მიწისძვრის შედეგად.

“ვინაიდან ჩილესთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, ჩვენს მოქალაქეებზე ინფორმაციის მოძიება გაერო-ში ჩვენს წარმომადგენლობას დავავალეთ”, - აღნიშნა კალანდაძემ.

მისივე თქმით, თუ ჩილეში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული საქართველოს მოქალაქეები აღოჩნდებიან, მათ სამშობლოში ჩამოყვანისა და მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

ჩილეში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 47 ადამიანი დაიღუპა. მოსალოდნელი ცუნამის გამო კი, რამდენიმე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

 

8.8 ბალი დაფიქსირებულა :P

 

ჩილეს პრეზიდენტმა დაადასტურა უკვე 16 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი.

 

მიწისძვრის ეპიცენტრი ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოდან 200 მილით (380კმ) სამხრეთ-აღმოსავლეთით დაფიქსირდა.

 

თვითონ სანტიაგოში თანამედროვე შენობები მიწისძვრაგამძლეებია, მაგრამ ბევრმა ძველმა შენობამ ვერ გაუძლო, დანგრეულია Nuestra Senora de la Providencia-ს ტანძრის სამრეკლო, ერთი დიდი ავტოფარეხი, სადაც 50 მანქანა იყო, ქალაქის შესასვლელში მდებარე ხიდი, რომელზეც მიწისძვრის მომენტისთვის მინიმუმ 1 მანქანა მოძრაობდა.

 

http://www.cbsnews.com/stories/2010/02/27/...in6249181.shtml

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს არის ჩილეს პრეზიდენტის განცხადება და მცირე ვიდეო ამ მიწისძვრასთან დაკავშირებით, იმედია შემოვა ლივინგსტონი და გადაგვითარგმნის.

 

http://www.cyberjournalist.net/live-video-...ili-earthquake/

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს რა უბედურებაა, ჯერ ჰაიტი, მერე ჩილე, დღეს მგონი იაპონიაშიც იყო და თქვეს 1909 წლის შემდეგ ასეთი მიწისძვრა არ ყოფილაო.:v:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Я думаю, что это землетрясение — крупнейшее за последний год на Земле. Магнитуда 8,8. Если напомнить вот эту ужасную трагедию на Гаити, которая была недавно, там магнитуда была всего 7 с чем-то, то есть энергия у этого землетрясения примерно больше в 10 раз. Поэтому то, что сейчас там 17 погибших – это предварительные данные, я думаю, что будет гораздо больше.

ვავა რადროს არჩევნებია 2012 მიდის:))

http://www.vesti.ru/doc.html?id=344383&cid=520

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დილის 4 საათზე მომხდარა მიწისძვრა 10 ბლიანი და 17 კაცი როგორ დაიღუპა?

 

რარაც არარეარული ინფოა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

სად იპოვე :)) მე ვერ ვნახე!(ისე აქ რომ ხარ ოპერატიული პმ-ს ველოდები კაიხანია შენსას:cool: )

 

დილის 4 საათზე მომხდარა მიწისძვრა 10 ბლიანი და 17 კაცი როგორ დაიღუპა?

 

რარაც არარეარული ინფოა

მგონი ანდებში მოხდა არა? დასავლეთ სანაპიროზე ანუ და დაუსახლებელზე ა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეუF... სიმძლავრით ყველა დროის მეექვსე მიწისჭვრაა და 122 კაცი მოკვდაო ანალგინის ვიდეოში. (პირდაპირი ლინკია და ამწუთი მონაცემებია)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიწისძვრის ეპიცენტრი ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოდან 200 მილით (380კმ) სამხრეთ-აღმოსავლეთით დაფიქსირდა.

 

 

მე მგონი, ეპიცენტრის ადგილი მეჩხრადაა დასახლებული და მსხვერპლიც მაგიტომაა ნაკლები. თან ჩილე ლათინოსებში ყველაზე განვითარებული ქვეყანაა და, ალბათ, სამშენებლო ნორმებსაც უკეთ იცავენ.

 

როგორც ვიცი, მე-20 საუკუნის ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრაც ჩილეში მოხდა - 9 ს ჩემტა ბალი იყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://i029.radikal.ru/1002/fb/9c20115357f5.gif

 

Grig

ბიბისი წერს, რომ ჩილე მზად იყო მიწისძვრისთვისო - აბა გადახედე მაგათ საიტს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო ჩილეში 9.5 ბალიანი 1907 წელს მემგონი

 

 

და ვინმემ ზუსტად იცით ამ რიხტერის შკალით ათვლა როგორ არის? მე როგორც ვიცი ყოველ ბალზე ასვლით 10-ჯერ იზრდება ძალი ანუ ვთქვათ 6 ბალი რაც იყო 7 ბალი არის 10X6 და ეგ ეგრეა მართლა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...