asds Posted February 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2010 http://itngeorgia.wordpress.com/2010/02/16...83%9D%E1%83%A0/ ბოლო რამდენიმე დღეა რუსეთის ხელისუფლება და რუსული მედია აქტიურად ცდილობს რუმინეთსა და ბულგარეთში ამერიკის შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის რამდენიმე სეგმენტის (რადიოლოკაციური სადგური, გზაგადამჭრელი რაკეტები) განთავსების შესახებ ინფორმაციის ირგვლივ აჟიოტაჟის ატეხვას .. როგორც ჩანს რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მითოლოგიურ დაპირისპირებას საწვავი შემოაკლდა და კრემლმა და თეთრმა სახლმა რეაგირება არ დააყოვნეს .. ვსაუბრობ იმაზე, რომ მე პირადად დღითიდღე ვრწმუნდები იმაში, რომ არანაირი დაპირისპირება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არ არსებობს. ანუ არ არსებობს რეალური კონფლიქტი ორ “ზესახელმწიფოს” შორის და არ არსებობს კონფლიქტი ზოგადად დასავლეთსა და რუსეთს შორის .. თუ რამე ნამდვილად არსებობს, ეს მხოლოდ დასავლეთის (ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და მასთან დაახლოებული ქვეყნების) მიერ საკუთარ ეკონომიკურ და სამხედრო პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე და მსოფლიო დომინირებაზე (დომინირების შენარჩუნებაზე) გათვლილი გეოპოლიტიკური “თამაშია” (ინტერესი), რომლის წესებსაც ემორჩილება პრაქტიკულად ყველა და ყველაფერი, მათ შორის რუსეთიც .. სიტყვა პრაქტიკულის ხაზგასმა შემთხვევითი არ არის, რადგან თანამედროვე სამყაროში არსებობენ გამონაკლისი ქვეყნები, პირობითად რომ ვთქვა “აბსოლიტური” სუვერენიტეტის ოაზისები, რომელთა ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებს პირველ რიგში სწორედ დასავლეთი უქმნის საფრთხეს და რომელთა ნეიტრალიზებაც დასავლეთის ძირითადი ამოცანა იქნება მომდევნო 15-25 წელი .. რათქმაუნდა ვსაუბრობ თანამედროვე “აზიურ ვეფხვზე” (ჩინეთი), რომელიც უკვე დღეს მსოფლიოს მეორე ეკონომიკას წარმოადგენს და ექსპერტული გათვლებით 2025-2035 წლისთვის მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკა გახდება. ჩინეთის თემას ოდნავ მოგვიანებით შევეხები, ამ ეტაპზე კი ვგონებ უმჯობესია რუსეთ ამერიკის ფსევდო დაპირისპირებას დაუბრუნდე და ის არგუმენტები წარმოვადგინო, რომელთა მეშვეობითაც ამ ორ ქვეყანას (და მათ მოკავშირეებს) გლობალურ აფიორაში ვადანაშაულებ … არგუმენტები კი მრავლად დაგროვდა .. დაწყებული რუსეთის პრემიერის, ვლადიმერ პუტინის გერმანიაში მუშაობის პერიოდით (ვლადიმერ პუტინი კგბ-ს საკმაოდ “წარუმატებელი” ოფიცერი გახლდათ, 1985-90 წლებში მუშაობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში და სავარაუდოდ სწორედ იქ მოხდა მისი “ვერბოვკა” დასავლეთის სპეც-სამსახურების მიერ, რასაც თავის მხრივ მოყვა ამ სპეც-სამსახურების (CIA-MI-6 ) ხელთ არსებული რესურსების მეშვეობით პუტინის ეტაპობრივი დაწინაურება რუსეთის პოლიტიკურ იერარქიაში, პრეზიდენტის თანამდებობამდე) და დამთავრებული რუსეთ ამერიკას შორის ირანის წინააღმდეგ გადადგმული ბოლო დროინდელი ერთობლივი ნაბიჯებით .. თუმცა ყველაფერზე თანმიმდევრულად .. მოკლედ რაც თავი მახსოვს მუდმივად რუსეთსა (დასავლეთში საბჭოთა კავშირსაც რუსეთად მოიხსენიებდნენ და დღესაც იგივეს აკეთებენ პოსტ საბჭოთა რესპუბლიკებთან მიმართებაში) და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაპირისპირებაზეა საუბრი, გნებავთ საზოგადოებაში, გნებავთ მედიასივრცეში და გნებავთ პოლიტიკურ წრეებში.. ეს საუბრები იმდენად მომაბეზრებელია, რომ რამდენიმე თვეა დასავლეთსა და რუსეთს შორის ბოლო 20 წლიანი ურთიერთობების ისტორიას, შინაარსსა და რაობას გადავხედე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ დაპირისპირება არ არსებობს, არსებობს მხოლოდ დაპირისპირების იმიტაცია, რომელიც პერიოდულად საკმაოდ მწვავე ხასიათს ატარებს თუმცა არასდროს გადადის დასავლეთისთვის, კერძოდ კი ვაშინგტონისთვისა და ლონდინისთვის სახიფათო ფაზაში .. როგორ ან რატომ? მოგახსენებთ ……….. მოდი 90-იანი წლებით დავწყოთ, ანუ რუსეთში ბორის ელცინის პრეზიდენტობის პერიოდით .. ალბათ არავისთვის საკამათო არ არის ის ფაქტი, რომ ელცინის დროინდელი რუსეთი სრულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კოლაპსს აშშ-ის (დასავლეთის) დახმარებით გადაურჩა .. ვაშინგტონმა და ზოგადად დასავლეთმა პირდაპირი და ირიბი ფინანსური დახმარებებისა და ინვესტიციების მეშვეობით რუსეთის ეკონომიკას რეანიმირების შესაძლებლობა მისცა, ხოლო რუსეთს, როგორც სახელმწიფოს, გადარჩენის შანსი .. საუბარია ასეულობით მილიარდ დოლარზე, რომელიც რუსეთმა 90-იანი წლებიდან დღემდე მიიღო და ალბათ კიდევ მიირებს.. თითქოს ძნელია იმის დაშვება, რომ დასავლეთმა რუსეთი დაშლას გადაარჩინა, მით უმეტეს, რომ საზოგადოების უმრავლესობა დღემდე აღიქვავს დასავლეთსა და რუსეთს ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ ორ დამოუკიდებელ “პოლუსად” .. ჩემი დაკვირვებით იმის თქმა შემიძლია, რომ საზოგადოების მინიმუმ ერთი ნაწილი თვლის, რომჩეჩნეთისა და ზოგადად ჩრდილოეთ კავკლასიის ტერიტორიაზე მიმდინარე სეპარატისტული მოძრაობა დასავლეთის მიერ იყო იმთავითვე ინსპირირებული და ჩეჩნეთის ომის დროს მეამბოხე რესპუბლიკის ტერიტორიაზე ფინანსური ნაკადებისა და ცოცხალი ძალის “იმპორტიც” დასავლეთის სპეც-სამსახურების აქტიური ჩარევით ხორციელდებოდა. გარკვეული სიმართლე ამ მოსაზრებაში რათქმაუნდა არის, თუმცა ეს სიმართლე დიდი სურათის მხოლოდ ნაწილია და დასავლეთის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე და რუსეთთან მიმართებაში ინსტალირებული გეოპოლიტიკური მოზაიკის წყობას არანაირად ეწინააღმდეგება … ვგულისმობ იმას, რომ …….. 1. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთმა ფაქტიურად პირწმინდათ გაძარცვა რუსეთი (სხვა და სხვა მონაცემებით 90-იან წლებში რუსეთიდან დასავლეთის ბაკნებში მინიმუმ 300-500 მილიარდი დოლარი შევიდა), შემდეგ კი ისევ რუსეთიდან მიღებული ფულით მოახდინა ამ ქვეყნის (რუსეთის) ეკონომიკის რეანიმირება, საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის მოსყიდვა და წამყვან პოზიციებზე საკუთარი გავლენისა და შტატიანი აგენტების ანუ საკუთარი კადრებისა და ვაშინგტონის ინტერესების სამსახურზე გათვლილი პოლიტიკური სისტემის საფუძვლიანი იმპლემენტაცია .. (მაგალითისთვის ალბათ ისიც კმარა რომ დასავლეთმა ელცინის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბება, პარლამენტის სრული იგნორირება და რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახლის (თეთრი სახლი) ტანკებით დაცხრილვის ფაქტი დემოკრატიის ზეიმად შერაცფხა. (თავად მართავდა ელცინს დასავლეთი და სხვაგვარ შეფასებას ამ მოვლენებს ალბათ ვერც მისცემდა)) 2. ვაშინგტონმა რუსეთის ფედერაციის კოლონიზირებით და ამ კოლოონიის ერთიანობის შენარჩუნებით, მინიმუმ დროში 30-50 წლით გადადო ჩინეთის მიერ რუსეთის შორეული აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი ტერიტორიების შესაძლო მცოცავი ან პირდაპირი ანექსია .. პლუს ამას დასავლეთმა შეინარჩუნა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ბუნბრივ რესურსებზე (გაზი, ნავთობი, მადნეული, ქვანახშირი, ხე-ტყე, მტკნარი წყალი და სხვა .. ) ირიბი კონტროლი .. 3. ვაშინგტონმა ჩრდილოეთ კავკასიაში სეპარატისტული მოძრაობის წახალისებითა და ფარული მხარდაჭერით “დაასაქმა” ფაქტიურად დაშლის ზღვარზე მყოფი რუსეთის არმია და “ცივი ომის” წაგების ფაქტთან ვერ შეგუებული რუსული გენერალიტეტი, რომელიც რომ არა ჩეჩნეთის ომი ღმერთმა იცის სად და რა ვითარებაში გამოიყენებდა სამხედრო ძალას .. 4. 5. 6. 7. 8. 2008 წლის აგვისტოს ომი. აშშ-ის მიერ მართულმა სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო და კონფლიქტის ზონაში (რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონში პასპორტების უკანონოდ გაცემის შედეგად) მცხოვრებ და დისლოცირებულ რუსეთის მოქალაქეებსა და სამშვიდობო ძალებზე თავდასხმით, მოსკოვს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო კონტინგენტის შემოყვანის შესაძლებლობა მისცა .. როგორც კი სააკაშვილმა დასმული ამოცანა შეასრულა და რუსეთის საჯარისო ქვედანაყოფები საქართველოს ტეირტორიაზე შემოვიდნენ, ქართულმა არმიამ უწესრიგო უკან დახევა დაიწყო და რუსეთს პრაქტიკულად უბრძოლველად გადააბარა ქვეყნის მეოთხედი .. ოფიციალური თბილისი დღემდე აცხადებს, რომ ომი მოიგო და სულ ცოტა ნაწილობრივ მაინც მართალიც არის, რადგან ვაშინგტონის მიერ მიცემული “საინაო დავალება”, რაც რუსეთის საომარ მოქმედებებში ჩათრევაში გამოიხატებოდა ხუთიანზე შეასრულა .. ეგ არის, რომ ოფიციალურმა თბილისმა არც აგვისტოს დღეებში იცოდა და არც დღეს იცის ვგონებ, რომ ვაშინგტონმა საქართველო საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენა და კიდევ არაერთხელ გამოიყენებს .. ვგულისხმობ იმას, რომ თეთრ სახლს საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი სამხრეთ კავკასიაზე გამავალი ენერგოდერეფნის მარშრუტის შეცვლა და საქართველოს თამაშიდან გამოთიშვა, რაც ქვეყნის დეზინტეგრაციას ითხოვს და პირველი ეტაპიც აგვისტოს დღეებში განხორციელდა .. ის თუ რაში აწყობს ვაშინგტონს საქართველოს დეზინტეგრაცია სხვა პუბლიკაციებში განვიხილე და დღეს ამ თემას აღარ მიუბრუნდები … ერთს დავამატებ, რომ დღეს არსებული ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, ჩემი ვარაუდით 2010-2011 წლის გაზაფხული- ზაფხულის თვეებში საქართველოს დეზინტეგრაციის მეორე ეტაპი დაიწყება.. 9. 10. 11. გაგრძელება დიდხანს შეიძლება და ვაპირებდი კიდეც, მაგრამ გამგები ვფიქრობ ისედაც გაიგებს და დაინახავს სურათს რომელსაც მე ვხედავ. ისე კი თუ მსოფლიო საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილმა არ გააცნობიერა, რომ ანგლოსაქსების ფინანსური იმპერია საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით მთელი პლანეტის ეტაპობრივ კოლონიზირებას ახდენს და ათეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლეს წირავს, ვერც წინააღმდეგობას გაუწევს ამ პროცესს და ვერც გლობალურ მასშტაბში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას შეაფერხებს. დასავლეთის ქვეყნებში უკვე აქვს ადგილი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მასიურ შეზღუდვებს, სპეც-სამსახურების მიერ შექმნილი უნივერსალური “ტერორისტული საფრთხის ლეგენდის” მეოხებით, დანარჩენ სამყაროზე რომ არაფერი ვთქვა … ფაქტია დღეს დასავლეთის ფინანსურ პოლიტიკური ელიტა, ჰუმანიტარული იდეების სამსახურის ნაცვლად საზოგადოებაზე ტოტალური კონტროლის დაწესებას და საკუთარი ინტერესების უხეში ძალით დაცვას ცდილობს. მიზეზი მარტივია, დასავლეთის ფინანსურ პოლიტიკური ელიტა ვერც იმას ახერხებს, რომ საკუთარი შეცდომები აღიაროს და ამბიციები დათმოს და ვერც იმას, რომ ჩინეთთან ენერგომატარებლების გამო დაწყებულ “ცივ ომში” თუ არ გაიმარჯვოს, პოზიციები მაინც შეინარჩუნოს .. არადა ყველას ესმის რომ ამ ომში (აშშ-დასავლეთი VS ჩინეთი-აღმოსავლეთი) ყაიმი არ იქნება … იტოგში კიდევ ძალიან ბევრი რამ შეიძლება ითქვას ან დაიწეროს, მაგრამ ამ თემით რისი თქმაც მინდოდა ის ვთქვი და დანარჩენზე სხვა დროს მოგახსენებთ .. რუსეთი და ამერიკა მტრები არ არიან და ამ ორი ქვეყნის დაპირისპირებაზე აგებული ნებისმიერი პოლიტიკური პოზიცია მცდარია და ასე იქნება ვიდრე დასავლეთი და რუსეთი “ჩინეთის საფრთხეს” არ გაანეიტრალებს.. უფრო მეტიც, მინიმუმ ბოლო 20 წელი მოსკოვი ვაშინგტონის მარიონეტებით იმართება და ანგლოსაქსების ფაქტობრივ კოლონიას წარმოადგენს .. საქმის ინტერესიდან გამომდინარე კი მსოფლიოს გეოპოლიტიკურ სცენაზე, თეთრი სახლისა და კრემლის მესვეურებმა უპრობლემოდ მოირგეს ჟანდარმის მანტია და Good cop/bad cop (joint questioning and friend and foe[1], is a psychological tactic used for interrogation.) სტილში მოქმედებით, ვფიქრობ საკმაოდ სოლიდურ შედეგებს მიაღწიეს .. ვნახოთ ჩინეთი რა თამაშსს შესთავაზებს მსოფლიოს .. დასავლეთის ჰეგემონიას რომ არ შეურიგდება და დასავლეთ აღმოსავლეთის დაპირისპირებაში აღმოსავლეთის უდაო ლიდერი რომ გახდება ეს მგონი ხვალინდელი ფაქტია .. ან უკვე დრევანდელიც … აბა ჰე და აბა ჰო და სუუუუულ კარგად იყავით … Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted February 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2010 asds ისე საით ხარ?ისევ სამეზლობოშო ხარ? ანუ დიდ მეზობელთან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted February 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2010 ჭანო asdsისე საით ხარ?ისევ სამეზლობოშო ხარ? ანუ დიდ მეზობელთან?ჯერ ჯერობით ვერ გავცდი დიად ღრუსეთს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted February 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2010 ჯერ ჯერობით ვერ გავცდი დიად ღრუსეთსასე თავს რომ ნამეტარი შეაყვარებ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2010 asds ვსაუბრობ იმაზე, რომ მე პირადად დღითიდღე ვრწმუნდები იმაში, რომ არანაირი დაპირისპირება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არ არსებობს.ეხლა მიხვდი შენ ამას?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chegesto Posted February 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2010 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2010 newstudio ვსაუბრობ იმაზე, რომ მე პირადად დღითიდღე ვრწმუნდები იმაში, რომ არანაირი დაპირისპირება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არ არსებობს. ეხლა მიხვდი შენ ამას?!ვინ როდის "მიხვდა" დაწერეთ აბა, საინტერესოა რამდენი გენიოსი ჰყავს პოლიტიკის განყოფილებას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted February 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2010 მე პირადად დღითიდღე ვრწმუნდები იმაში, რომ არანაირი დაპირისპირება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არ არსებობს.არ არსებობს კონფლიქტი ზოგადად დასავლეთსა და რუსეთს შორისხო არა, რათქმაუნდა არა, არც არასდროს ყოფილა. ყველაფერი მოწყობილია და დადგმულია.სუსურუკუც რათქმაუნდა ზვიადმა დაშალა და ამიტომ აითვალწუნა მერე ის დასავლეთმა, ამიტომ არ დაუფასეს კაცს ამაგი. : სპერვა პაძუმაიწე, ა პაწომ გავარიწე რა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2010 Saturn ვინ როდის "მიხვდა" დაწერეთ აბა, საინტერესოა რამდენი გენიოსი ჰყავს პოლიტიკის განყოფილებას.ნამეტანი ბრძენს ხო არ თამაშOბ? : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2010 newstudio aturnციტატა(Saturn @ 16th February 2010 - 09:38 PM) *ვინ როდის "მიხვდა" დაწერეთ აბა, საინტერესოა რამდენი გენიოსი ჰყავს პოლიტიკის განყოფილებას. ნამეტანი ბრძენს ხო არ თამაშOბ? 018.gifრას თამაშობს - არის!არ იცოდი? ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2010 newstudio ნამეტანი ბრძენს ხო არ თამაშOბ?აბა ანგარიშებს მე ვერ ვიცნობ და Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted February 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2010 newstudio ეხლა მიხვდი შენ ამას?!ერთი თუ რამეს ვხვდები დეპრეს იმას, რომ რაც მე ვიცი ან რაც შეიძლება გავიგო ზღვაში წვეთიც არ არის ინფორმაციის იმ მოცულობასთან რომლის ცოდნაც საჭიროა თუ გინდა რომ მართლა იცოდე რამე .. ამ ყველაფრში თუ რამე ასწორებს ალბათ ის რომ საკუთარ თავზე სიცილის უნარი და შესაბამისად ცხოვრების ხალისი არ დავკარგე თორე მართლა მაგარი ტასკა იქნებოდა წუთისოფელი : ))) ტყვილა არ უთქვავთ კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო .. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2010 asds ინფორმაციის იმ მოცულობასთან რომლის ცოდნაც საჭიროა თუ გინდა რომ მართლა იცოდე რამე ..ერთი წვეთი ზვას გავსო, ხო გაგიგია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted February 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2010 თუ ამაზე დათანხმება გენიოსობაა, მეც გენიოსი ვარ! ვაშაა! არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პუტინი დასავლეთის ჩანერგილი აგენტია და რუსეთს აშშ მართავს, მაგრამ დასავლეთი რომ რუსეთის მიზანმიმართულ გახრწნა-დაქუცმაცებას ახორციელებს უკვე ათწლეულებია, ამას მხოლოდ ბრმა არ დაეთანხმება, მაგრამ იმ მოსაზრებას, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, ორი ხელის აწევით ვეთანხმები და არა იმიტომ, რომ რუსეთი არ უპირისპირდება აშშ-ს, არამედ ვერ უპირისპირდება.რუსეთი აგერ უკვე რა ხანია, წლიდან წლამდე ღარიბდება, სუსტდება და ცოტავდება (ბოლო ოც წელიწადში რუსეთის მოსახლეობა ათი მილიონით შემცირდა). აშშ-სთან კი არა ჩინეთთან და თურქეთთან ვერ გაბედავს დაპირისპირებას რამე რომ იყოს... ნატო-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, ერაყში არჩარევა, ავღანეთში არჩარევა, ირანსა და ჩრდ. კორეაში ამერიკული პოლიტიკისთვის კვერის დაკვრა, ესენი არ კმარა იმის დასამტკიცებლად რომ ვერავითარი დაპირისპირება ვერ იარსებებს მათ შორის? მარა რა აზრი აქვს? სატურნს და ფრიდრიხს ალბათ გულწრფელად სჯერათ მიშას ნაბჟუტურების, რომ თურმე ავადსახსენებელ აგვისტოში წკიპზე იყო და მესამე მსოფლიო ომს იწყებდა აშშ ჩვენს გამო, თურმე ნუ იტყვით და ბუში და რამსფელდი ბჭობდნენ როკის გვირაბი ავაფეთქოთ თუ არაო... ჩვენი ხსნა განათლებაში და ეკონომიკაშია, ასე თუ ვაიძულებთ ვინმეს პატივი გვცეს, თორე მილიტარისტული....ნიგერია 150 მილიონია და უზარმაზარი ნავთობის საბადოები აქვს, მაგრამ უღატაკესი და უსუსტესი ქვეყანაა, რადგან მილიტარისტული ქვეყანაა და მათაც კლანები მართავენ ცვენსავით...ზანგი ვანოები, გივიები, კოდუები, ახალაიები, კეზერაშვილები და ადეიშვილები ყავთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Leo_Nafta Posted February 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2010 analgin ჩვენი ხსნა განათლებაში და ეკონომიკაშია, ასე თუ ვაიძულებთ ვინმეს პატივი გვცეს, თორე მილიტარისტული....ნიგერია 150 მილიონია და უზარმაზარი ნავთობის საბადოები აქვს, მაგრამ უღატაკესი და უსუსტესი ქვეყანაა, რადგან მილიტარისტული ქვეყანაა და მათაც კლანები მართავენ ცვენსავით...ზანგი ვანოები, გივიები, კოდუები, ახალაიები, კეზერაშვილები და ადეიშვილები ყავთმართალი ხარ, მაგრამ ეს ,,ზანგი" მაინც ცუდად მხვდება რა. კანის ფერი რა შუაშია საერთოდ? ან თუ მაინცდამაინც მაგაზე გინდოდა ხაზგასმა შავკანიანი მაინც გეთქვა შე კაცო. კი გკიდია ახლა შენ მე რა მხვდება () ცუდად და რა არა, მაგრამ ჩემი გულის ტკივილი დავაფიქსირე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.