Jump to content
Planeta.Ge

ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე


Recommended Posts

ნიცშე დაიბადა 1844 წლის 15 ოქტომბერს, პატარა ქალაქ როკენში, საქსონიის პრუსიულ მხარეში. სახელი მას პრუსიის მეფის - ფრიდრიხ უილიამ IV-ის საპატივსაცემლოდ დაარქვეს, რომელიც ამ დღეს 49 წლის ხდებოდა. მამა კარლ ლუდვიგ ნიცშე (1813-1849) იყო ლუთერანი მღვდელი და ყოფილი მასწავლებელი, ხოლო დედას - ფრანცისკა ოელერს (1826-1897) ყავდა კიდევ ორი შვილი: გოგონა - ელისაბედი და ბიჭი - ლუდვიგი. ნიცშეს მამა გარდაიცვალა ტვინის დაავადებით 1849 წელს, ხოლო ხოლო ერთი წლის შემდეგ - 1850 წელს გარდაიცვალა მისი ძმა. ოჯახი გადასახლდა ნაუმბურგში, სადაც ცხოვრობდა ბებიასთან და მამის ორ გაუთხოვარ დასთან ერთად. ბებიის სიკვდილის შემდეგ 1856 წელს, ოჯახი დაუბრუნდა სახლს.

 

ნიცშე შევიდა ვაჟთა სკოლაში, შემდეგ კი გადავიდა კერძო სკოლაში სადაც დაუმეგობრდა გუსტავ კრუგს და უილჰემ ფინდერს - პატივსაცემი ოჯახების შვილებს. მას შემდეგ რაც მან გამოავლინა სპეციფიური ტალანტი მუსიკასა და ენაში, მსოფლიოში აღიარებულმა საეკლესიო სკოლამ მიიღო ის მოსწავლედ. იქ ის დამეგობრდა პოლ დოუსენთან და კარლ ფონ გერსდორფთან. აქ მან აღმოაჩინა, რომ დრო მოქმედებდა ლექსებზე და მუსიკაზე. საეკლესიო სკოლაში ის გაეცნო ძველ რომაულ და ბერძნულ ლიტერატურას და ცხოვრებაში პირველად იგრძნო თავის დაშორება თავის ოჯახთან და პროვინციალურ გლეხურ გარემოცვასთან.

 

1864 წელს ნიცშემ დაიწყო თეოლოგიისა და კლასიკური ფილოლოგიის შესწავლა ბონის უნივერსიტეტში. ცოტა ხნის შემდეგ ნიცშე და დოუსენი გახდნენ სტუდენტური გაერთიანების წევრები. ერთი სემესტრის შემდეგ (დედის განრისხებით) მან მიატოვა თავისი თეოლოგიური გამოკვლევა და დაკარგა მისდამი რწმენა. მის გადაწყვეტილებაზე შეიძლება იმანაც იმოქმედა, რომ ამ დროს ის კითხულობდა დევიდ შტრაუსის “ქრისტეს ცხოვრებას”, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა ნიცშეზე, მაგრამ უკვე 1862 წელს “ბედი და ისტორია”-ში წერდა, რომ ისტორიული გამოკვლევები დისკრედიტაციას უწევდა ქრისტიანობის ძირითად სწავლებას.

 

ნიცშე კონცენტრირდა ფილოლოგიის შესწავლზე, რომელსაც მას უკითხავდა პროფესორი ფრიდრიხ უილჰემ რითშელი, ხოლო შემდეგ წელს ის გადაყვა პროფესორს ლაიპციგის უნივერსიტეტში. იქ ნიცშე გახდა თანაკურსელი ერვინ როდეს ახლო მეგობარი. მალევე გამოჩნდა ნიცშეს პირველი ფილოლოგიური პუბლიკაციები.

 

1865 წლისთვის ნიცშეს უკვე ბოლომდე ჰქონდა შესწავლილი არტურ შოპენჰაუერის ნაშრომები. 1866 წელს წაიკითხა ფრიდრიხ ალბერტ ლანგეს “მატერიალიზმის ისტორია”. ორივე ავტორმა იქონია მასზე მასზე. შოპენჰაუერმა განსაკუთრებით იმოქმედა მის შემდგომ აზროვნებაზე. ხოლო ლანგეს აღწერამ კანტის არამატერიალისტური ფილოსოფიის, ევროპული მატერიალიზმის აღმასვლამ, ევროპის დაინტერესებამ მეცნიერებაში, დარვინის თეორიამ და საერთო პროტესტმა ტრადიციებისადმი ძალიან დააინტრიგა ნიცშე. ხოლო მისი კულტურული გარემოცვა კარნახობდა მას გაეფართოებინაფილოლოგიის ცოდნა და ფილოსოფიური გამოკვლევა გაეგრძელებინა.

 

1867 წელს ის ერთი წლით ჩაეწერა მოხალისედ პრუსიის არტილერიაში, ნაუმბურგში. მაგრამ უბედურმა შემთხვევამ 1868 წლის მარტში, ის გამოუდეგარი გახადა ჯარში სამსახუროდ. ამის შემდეგ ნიცშე ისევ მიუბრუნდა თავის გამოკვლევებს, დაასრულა ისინი და იმავე წელს პირველად შეხვდა კომპოზიტორ რიხარდ ვაგნერს.

 

 

 

პროფესორად ბაზელის უნივერსიტეტში

 

 

რითშელის ხელშეწყობით ნიცშემ მიიღო შესანიშნავი შემოთავაზება, გამხდარიყო კლასიკური ფილოლოგიის პროფესორი ბაზელის უნივერსიტეტში. ამ დროს ის მხოლოდ 24 წლის იყო და მას არ ჰქონდა დამთვარებული დოქტორანტურა და არც სერთიფიკატი ჰქონდა. ის დათანხმდა. ბაზელში გადასვლამდე ნიცშემ უარი თქვა პრუსიის მოქალაქეობაზე და დარჩენილი წლები ოფიციალურად ის არ იყო არცერთი ქვეყნის მოქალაქე.

 

მაგრამ 1870-1871 წლებში, პრუსია-საფრანგეთის ომის დროს, ის მსახურობდა პრუსიის მხარეს, როგორც სანიტარი. ამ ცოტა ხნის განმავლობაში მან გამოცადა ბევრი და ომის მწვავე შედეგების მოწმე გახდა. მას ასევე შეეყარა დიფტერია და დიზენტერია. ვოლტერ კაუფმანი ფიქრობს, რომ ამ დროს სიფილისითაც იყო დაავადებული და ზოგიერთი ბიოგრაფი თვლის რომ სიფილისმა გამოიწვია მისი სავარაუდო სიგიჟე, მაგრამ ეს მაინც საკამათოა. 1870 წელს დაბრუნდა ბაზელში, სადაც სკეპტიკურად უყურებდა გერმანიის იმპერიის დაარსებას და ოტო ფონ ბისმარკის ერას. უნივერსიტეტში მან თავისი პირველი ლექცია წაიკითხა “ ჰომეროსი და კლასიკური ფილოლოგია”. ასევე ის შეხვდა თეოლოგიის პროფესორს, ფრანც ოვერბექს, რომელთანაც მეგობრობდა მთელი ცხოვრება. აფრიკამ სპირი, ნაკლებად ცნობილი რუსი ფილოსოფოსი, ავტორი ნაწარმოების “ფიქრი და რეალობა” (1873) და მისი კოლეგა, ისტორიკოსი ჯაკობ ბურქჰარდთი - ნიცშე ხშირად აკვირდებოდა მათ ლექციებს, და ეს ლექციები ახდენდა მასზე გავლენას.

 

ნიცშე იცნობდა რიჩარდ ვაგნერს და ცოტა ხნის შემდეგ გაიცნო მისი ცოლიც-ქოსიმა. ნიცშე ორივეს დიდ პატივს ცემდა და ხშირად სტუმრობდა მათ სახლს. ვაგნერმა ის ყველაზე ახლო წრეში მიიღო. ქოსიმა ვაგნერს, 1870 წლის დაბადების დღეზე ნიცშემ აჩუქა ხელნაწერი “ტრაგიკული იდეის წარმომავლობა”. 1872 წელს ნიცშემ გამოსცა პირველი წიგნი “ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან”. მისმა კოლეგებმა კლასიკური ფილოლოგიის დარგში, რითშელის ჩათვლით, ენთუზიაზმი გამოხატეს ამ ნაშრომზე. პოლემიკაში “მომავალის ფილოლოგია” ულრიხ ფონ ვილამოვიტც-მოელენდორფმა გააკრიტიკა წიგნი და ამით მოიუტანა პოპულარობა. როდემ და ვაგნერმა დაიცვეს ნიცშე. ნიცშე შეეცადა თავის დამკვიდრებას ფილოსოფიაში, ბაზელის უნივერსიტეტში, თუმცა უშედეგოდ.

 

 

მაინც მაჯობე, ნაზარეველო! (ნიცშეს უკანასკნელი სიტყვები)

 

 

ყველა ვინც აცხადებს, რომ სხვა ბრიყვი ადამიანია, ბრაზობს, როდესაც ამ უკანასკნელს შესაძლებლობა ეძლევა საწინააღმდეგო დაამტკიცოს.

 

 

სიმდიდრე, მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე, ხდის ადამიანს შედარებით დამოუკიდებელს და უფრო თავისუფალს. კიდევ ერთი ნაბიჯი და ქონება ხდება ბატონი, ხოლო მისი მფლობელი მონა: როგორც მონამ, უნდა მიუძღვნას მას თავისი დრო, აზრები, უნდა გააძლიეროს გარკვეული კავშირები საზოგადოებაში, უნდა მიეჯაჭვოს გარკვეულ ადგილს, შეეზარდოს გარკვეულ სახელმწიფოს, და ყველაფერი ეს, შესაძლოა, საკუთარი შინაგანი და ყველაზე უფრო არსებითი სურვილის საწინააღმდეგოდ.

 

 

სიცილი ნიშნავს, რომ ღვარძლიანი ხარ, ოღონდ ისე, რომ სინდისი სუფთა გაქვს.

 

 

მეგობრად ის მიიჩნიე, ვისაც იგივე ადამიანები სძულს,ვინც შენ.

 

 

ადამიანი რომ ბუნებით ბოროტია, ამაშია ჩემი ნუგეში, რადგან იგი ძალას შეიცავს.

 

 

ახალგაზრდის გახრწნის ყველაზე იოლი გზაა ასწავლო მეტი პატივი სცენ მათ, ვინც მასავით ფიქრობს, ვიდრე მათ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.

 

 

ადამიანი ანგელოზსა და ცხოველს შორის გადებული ხიდია.

 

 

ცხოვრებას იმით იწყებ ხოლმე, რომ სხვის შეყვარებაზე უარის თქმას სწავლობ. დასასრულს კი, საკუთარ თავში ვერ პოულობ ვერაფერს ისეთს, შეყვარების ღირსად რომ ჩათვალო.

 

 

ორი უდიდესი ევროპული ნარკოტიკი: ალკოჰოლი და ქრისტიანობა.

 

 

არ არსებობს არავითარი წარსული, რომლისთვისაც ღირდეს წუხილი. არსებობს მხოლოდ მუდამ-აწმყო, რომელიც იქმნება წარსულის გაფართოებული ელემენტებისაგან, და ამიტომაც ნამდვილი წუხილი უნდა იყოს პროდუქტიული, რათა შევქმნათ რაღაც ახალი და უკეთესი.

 

 

ღმერთი მოკვდა.

 

 

მე ვერ ვიწამებ ღმერთს, რომელსაც გამუდმებით თაყვანისცემა სურს.

 

 

სამოთხეში ვერცერთი საინტერესო ადამიანი ვერ მოხვდება.

 

 

ორი რამ ენატრება ნამდვილ მამაკაცს: ხიფათი და თამაში. ამიტომ სჭირდება ქალი - ყველაზე სახიფათო სათამაშო.

 

 

ქალი მამაკაცზე უკეთ უგებს ბავშვებს, მაგრამ მამაკაცი ქალზე უფრო ბავშვია.

 

 

ურჩხულებთან მებრძოლს მართებს ფიქრი იმაზე, რომ თავად არ იქცეს ურჩხულად.

 

 

კარგი ქორწინება მეგობრობის ნიჭს ეფუძნება.

 

 

პირველად იყო აბსურდი და აბსურდი იყო ღმერთში, აბსურდი იყო თავად ღმერთი.

 

 

მეუღლეები ცალ-ცალკე რომ ცხოვრობდნენ, იღბლიანი ქორწინებები უფრო ხშირად შეგვხვდებოდა

 

 

საკმარისია ერთი უბრალო გასეირნება ფსიქიატრიულ კლინიკში, რათა დარწმუნდე, რომ ძალა არაფერს ნიშნავს.

 

 

არის ადამიანი ღმერთის უხეში შეცდომა თუ თავად ღმერთია ადამიანთა შეცდომათაგანი?

 

 

მუსიკის გარეშე ცხოვრება ერთი დიდი შეცდომა იქნებოდა.

 

 

'სრულყოფილი ქალი ბევრად უფრო მაღალი არსებაა, ვიდრე სრულყოფილი კაცი,მაგრამ ამავდროულად ძალზედ იშვიათი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

chegesto

ჩემი აზრით, ნიცშე არსებული ზნეობრიობით უკმაყოფილო და იქნებ, ამით უფრო ამაღლებული, თავისუფალი ზნეობის მქადაგებლია. მის შრომებში ამოკითხული ფრაზები: ”ღმერთი მოკვდა”, ”ნუ იქმ სიკეთეს, რადგან სიკეთე დასასრულის დასაწყისია” და სხვა, მრავალთათვის მხოლოდ გაუგებარი კი არა, აღმაშფოთებელია. თუმცა, რა გასაკვირია, თუ კონტექსტიდან ამოჭრით, მისი შემოქმედების სიღრმისეულად აღქმის გარეშე, ამ აღშფოთებას ბევრი დაეთანხმება. შევეცადოთ, მისი აზროვნების სიღრმეს ჰერმენევტიკულად ჩავწვდეთ, შევიდეთ მისი აზროვნების სამზარეულოში და მივხვდებით, რომ იგი უპირველესად იდეალისტი და შესაბამისად, რელიგიური სულის მქონეა. ყველაფერს, რაც მან შექმნა, დაკარგულ ღვთაებაზე წუხილი წითელ ხაზად მიჰყვება. ამიტომ, გავეცნოთ მის ნაშრომს _ ”მხიარული მეცნიერება”. აი, ამონარიდი ამ წიგნიდან:

“ნუთუ არაფერი გესმით? _ ყვირის გიჟი _ რა, აღარ ხმაურობენ მესაფლავენი, რომლებიც ღმერთს მარხავენ? თქვენ რა, არ გცემთ გახრწნილი ღვთაების სუნი? _ ღმერთები იხრწნებიან! ღმერთი მოკვდა! რჩება მკვდარი! და მოვკალით ის ჩვენ, მკვლელებმა, მკვლელთა შორის! სად ვიპოვით ხსნას? რით დავიმშვიდებთ თავს? ყველაზე წმინდა და მძლავრი, რაც იყო აქამდე სამყაროში, ჩვენი დანით იწრიტება სისხლისაგან”.

დიახ, ნუ ეძებთ ღმერთს ნურც ცაში, ნურც მიწიერ სამოთხეში, ის საკუთარ თავში ეძებეთ.

ჩვენ ვეძებთ ღმერთს საკუთარ თავში და თუ ვპოულობთ, მას ჩვენი უზნეობით, გაუნათლებლობით ვკლავთ. აი, ამას გვეუბნება ნიცშე.

ნიცშე აბსოლუტური სიკეთის ტანჯული მაძიებელია. მისი ფილოსოფია დამყაყებული ისტორიული მიწიერი ზნეობის, ფსევდოალტრუისტული მორალის, საზოგადოებრივი უტილიტარიზმისა და ჰედონიზმის მიმართ, სუვერენული ”მე”-ს სახელით მკაცრად დაფიქსირებული პროტესტია.

”უკანასკნელი ადამიანი” მისთვის ის ადამიანია, რომელმაც მოიგონა ბედნიერება და თავის ისტორიულ მორალში დაავიწყდა ”მე”. თანამედროვე მორალი მისთვის მხდალი ნახირის მორალია, პოლიციური მორალი, რადგან მის საფუძველში ინდივიდში არსებული ქონდრისკაცული ”ეგოს” უარყოფა არ დევს.

იგი ვერ იტანს იმ ეთიკურ თეორიებს, სადაც ზნეობრივ სანქციებს საკუთარი “მე”-ს გარდა ყველგან ეძებენ, ანუ ზოგადად _ საზოგადოებრივ აზრში, საზოგადოებრივ კმაყოფილებაში, გარემოსთან შემგუებლობაში. ნიცშე უფრო მართალი და ღრმა ზნეობრივი ნორმის ჩამოსაყალიბებლად წმენდს და ამზადებს ნიადაგს. ეს ის ნორმაა, რაც “უკანასკნელმა ადამიანმა” დაივიწყა, როცა ის წვრილმანს გამოეკიდა.

“მათ უკვირთ _ ამბობს ზარატუსტრა, რომ მე არც კი ვფიქრობ მათს ჟინსა და სიმდაბლეზე. ამიტომ, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ მე არ ვაპირებ დაგიცვათ ჯიბის ქურდებისაგან”.

“მე მივდივარ მათ შორის და მიკვირს, ისინი წვრილმანდებიან და წვრილმანდებიან და იქამდე ისინი ბედნიერებასა და სიკეთის შესახებ მათმა მეცნიერებამ მიიყვანა”.

“სიკეთედ ისინი მიიჩნევენ იმას, რაც ქმნის შეჩვეულს და წყნარს. მათ უკვე მოახერხეს ასეთი გზით მგელი ძაღლად და თვით ადამიანი, შინაურ ცხოველთა შორის საუკეთესოდ გადაექციათ”.

“ამიტომ მორბიან თქვენთან და სიკეთის ქმნას ცდილობენ. ეს კი სიმხდალეა, თუმცა, მას სიკეთის მქმნელი ჰქვია”.

“და მე ვყვირი ყველა მიმართულებით: პატარა ადამიანებო, თქვენ წვრილმანდებით და წვრილმანდებით, სიკეთის მიღების მოყვარულნო თქვენ ნამცეცებად იქცევით!”, “ძალიან გულჩვილია, დამთმობია თქვენი სამეფო”.

“რათა ხე დიდ ხედ გაიზარდოს, მას სჭირდება მკვრივ კლდეს მძლავრი ფესვები შემოაჭდოს.”

ეს მოხდება მაშინ, როცა ”მე” პოლიციურ-ჰიგიენური მორალისაგან გათავისუფლდება.

რას კრძალავს დღევანდელი ზნეობა, რას უარყოფს ის? ის უარყოფს ”ეგოს” ყოველგვარ შეზღუდვას. ის კრძალავს მისი უფლებების უპატივისცემულობას, ანუ _ ნუ შეზღუდავ პიროვნებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მასში მკვეთრად გამოსახულ უზნეობას ხედავ. დაუკვირდით, როგორ ელაქუცებიან ჩვენში ”ძლიერთა ამაქვეყნისათა” იმ დროს, როცა მათში არსებული უზნეობის არდანახვა, უბრალოდ, შეუძლებელია. ”მორალისტები” ნიცშეს მხოლოდ იმიტომ ვერ იტანენ, რომ ყველაფერი, რასაც ნიცშე ამბობს, თავის თავში უკიდურესად ღრმა, ფსიქოლოგიურ და ეთიკურ სიმართლეს მოიცავს. არსებული მორალი ურთიერთსაწინააღმდეგოს _ მონასა და ბატონს, სუსტსა და ძლიერს შორის არსებულ ბარიერს ვერ გადალახავს. მართლაც, სამარცხვინოა, რომ ადამიანმა მორალი მონების აჯანყებაზე ააგოს. “ვაი თქვენ, მოყვარულთ _ ამბობს ზარატრუსტრა _ რომელთაც არ იცით უფრო მაღალი, ვიდრე მათი თანაგრძნობაა.”

და მართლაც, თუ ადამიანს მხოლოდ შეცოდებით და თანაგრძნობით ექცევით და არ გინდათ მასში თქვენი თანასწორი დაინახოთ, მას სუსტ და საცოდავ მონად აღიქვამთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თვით თქვენ ხართ მისი თანაგრძნობისა და სისუსტის მონა. მხოლოდ მონებს შეუძლიათ ჩაიდინონ ასეთი სიკეთე _ გახსნან უფასო სასადილოები და ამით ადამიანს ყველაზე ამაზრზენი შეურაცხყოფა მიაყენონ, რაც შეიძლება ამ ცოდვილ მიწაზე მოიფიქრო. ესაა არსებული მორალი. ამ მორალიდან გამომდინარე, სიკეთე, მართლაც, დასასრულის დასაწყისია. ამიტომ გვეუბნება ნიცშე:

”ნუ იქმ სიკეთეს, რადგან სიკეთე დასასრულის დასაწყისია”.

ნეობრივი კანონი, უპირველეს ყოვლისა მოითხოვს, რომ ადამიანი არასდროს იყოს მონა, თუნდაც სხვისი სისუსტის და თანაგრძნობის, შეცოდების მონა. ადამიანური “მე” თავს არ უნდა ხრიდეს არაფრის წინაშე, გარდა საკუთარი იდეალისა, საკუთარი ღმერთისა. ადამიანის ”მე” დგას უფრო მაღლა, ვიდრე სხვისი სიმართლე, საზოგადოების სიმართლე, ის ყოფიერებაზე მაღლა დგას, რადგან ერთადერთი მოსამართლე, რომელიც მასზე მაღლაა, არის ის ზნეობრივი კანონი, რომელიც ქმნის ”მე”-ს ჭეშმარიტ არსს, რომელსაც ცნობს თავისუფალი “მე”. განა ეს არ განახორციელა დავითმა? განა ამას არ გვასწავლის ვაჟა?

ადამიანს არა მარტო აქვს უფლება, არამედ, ვალდებულიცაა ჯერ პიროვნება გახდეს და შემდეგ ზეადამიანი, რადგან ზეადამიანი არის გზა ადამიანიდან, პიროვნებიდან ღმერთისაკენ.

ნიცშესათვის ადამიანი არის ის, რაც უნდა ამაღლდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 months later...
  • 1 month later...

:) :) კარგია რომ ყველა ფორუმზე სადაც შევდივარ ნიცშეს თემები მხვდება.

 

ნიცშე იყო ადამიანი რომელმაც გადატრიალება მოახდინა მსოფლიოს მსოფლმხედველობაში.

თუნდაც მარტივი ავიღოთ ზეკაცის მოდელი, რომელიც მთლიანად მოერგო ევროპასა და ამერიკას.

არ მიყვარს როდესაც ნიცშეს მხოლოდ ზარატუსტრას ახსენებენ ხოლმე, რადგან ჩემი აზრით ის იდეალისტი ნიცშე უფრო საინტერესოა რომელმაც "ტრაგედიის დაბადება" დაწერა.

იყო იგი ნიცშე და ნიცშე იყო პროტესტი! საზოგადოების პროტესტი.

 

შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო ნიცშეზე , მაგრამ გავჩერდები სანამ შევვურაცხყე ვინმე ან რამე. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...

ფრიდრიხ ნიცშე

 

კანონი ქრისტიანობის წინააღმდეგ

 

გამოცემული ხსნის დღეს, დღე პირველი, პირველი წლისა (1888 წლის 30 სექტემბერი ყალბი წელთაღრიცხვით)

 

სამკვდრო-სასიცოცხლო ომი მანკიერებას: მანკიერება ქრისტიანობაა

 

პირველი დებულება: მანკიერია ყველაფერი ბუნების საწინააღმდეგო. უმანკიერესი სახეობა ადამიანისა არის მღვდელი: იგი ასწავლის მანკიერებას. მღვდლის საწინააღმდეგოდ არ არსებობს საფუძველი, არსებობს მხოლოდ საპყრობილე.

 

მეორე დებულება: ღვთისმსახურებაში ყველა სახის მონაწილეობა არის თავდასხმა საზოგადოებრივ ზნეობაზე. უფრო მეტი სიმკაცრეა საჭირო პროტესტანტების მიმართ, ვიდრე კათოლიკებისა, მეტი სიმკაცრე ლიბერალი პროტესტანტების წინააღმდეგ, ვიდრე ღრმადმორწმუნეების. ქრისტიანად ყოფნის დანაშაულებრიობა მატულობს, როდესაც იგი მეცნიერებას უახლოვდება. ამდენად დამნაშავეთა დამნაშავე ფილოსოფოსია.

 

მესამე დებულება: დასაწყევლი ადგილები, სადაც ქრისტიანობამ თავისი ასპიტი ვასილისკოები გამოჩეკა, მიწასთან უნდა იქნას გასწორებული და როგორც გავერანებული ადგილები მიწაზე, უნდა აფრთხობდეს ყველა შემდგომ თაობას. იქ შხამიანი გველები უნდა იქნას მოშენებული.

 

მეოთხე დებულება: უმანკოების ქადაგება არის საჯარო დაგეშვა გაუკუღმართებისაკენ. ყოველგვარი ზიზღი სქესობრივი ცხოვრების მიმართ, მისი გაუწმინდურება ისეთი ცნებით, როგორიცაა "უწმინდური", - სწორედ ეს არის ცოდვა სიცოცხლის სულიწმინდის მიმართ.

 

მეხუთე დებულება: მღვდელთან ერთად ტრაპეზობა ნიშნავს საკუთარი თავის წესიერ ადამიანთა საზოგადოებიდან ექსკომუნიციას. მღვდელი არის ჩვენი ჩანდალა, - ის უნდა კანონგარეშედ გამოაცხადო, დაამშიო, ყველანაირ უდაბნოში უკრა თავი.

 

მეექვსე დებულება: "საღვთო" ისტორიას ის სახელი უნდა ეწოდოს, რასაც ის იმსახურებს: წყეული ისტორია; ისეთი სიტყვები, როგორებიცაა "ღმერთი", "მესია", "მაცხოვარი", "წმინდანი" უნდა იხმარებოდეს სალანძღავად, დანაშაულის აღმნიშვნელად.

 

მეშვიდე დებულება: დანარჩენი ზემოთთქმულიდან გამომდინარეობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 6 months later...

:) :) კარგია რომ ყველა ფორუმზე სადაც შევდივარ ნიცშეს თემები მხვდება.

 

ნიცშე იყო ადამიანი რომელმაც გადატრიალება მოახდინა მსოფლიოს მსოფლმხედველობაში.

თუნდაც მარტივი ავიღოთ ზეკაცის მოდელი, რომელიც მთლიანად მოერგო ევროპასა და ამერიკას.

არ მიყვარს როდესაც ნიცშეს მხოლოდ ზარატუსტრას ახსენებენ ხოლმე, რადგან ჩემი აზრით ის იდეალისტი ნიცშე უფრო საინტერესოა რომელმაც "ტრაგედიის დაბადება" დაწერა.

იყო იგი ნიცშე და ნიცშე იყო პროტესტი! საზოგადოების პროტესტი.

 

შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო ნიცშეზე , მაგრამ გავჩერდები სანამ შევვურაცხყე ვინმე ან რამე. :D

ზე კაცის იდეა დოსტოევსკის "მოპარა" :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ზე კაცის იდეა დოსტოევსკის "მოპარა"

ზეკაცი სიტყვა შეიძლება, მაგრამ არა შინაარსი.. ნიცშეს ზეკაცი სულ სხვაა თავის არსით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნიცშე დაიბადა 1844 წლის 15 ოქტომბერს, პატარა ქალაქ როკენში, საქსონიის პრუსიულ მხარეში. სახელი მას პრუსიის მეფის - ფრიდრიხ უილიამ IV-ის საპატივსაცემლოდ დაარქვეს, რომელიც ამ დღეს 49 წლის ხდებოდა. მამა კარლ ლუდვიგ ნიცშე (1813-1849) იყო ლუთერანი მღვდელი და ყოფილი მასწავლებელი, ხოლო დედას - ფრანცისკა ოელერს (1826-1897) ყავდა კიდევ ორი შვილი: გოგონა - ელისაბედი და ბიჭი - ლუდვიგი. ნიცშეს მამა გარდაიცვალა ტვინის დაავადებით 1849 წელს, ხოლო ხოლო ერთი წლის შემდეგ - 1850 წელს გარდაიცვალა მისი ძმა. ოჯახი გადასახლდა ნაუმბურგში, სადაც ცხოვრობდა ბებიასთან და მამის ორ გაუთხოვარ დასთან ერთად. ბებიის სიკვდილის შემდეგ 1856 წელს, ოჯახი დაუბრუნდა სახლს.

ჰო ამ დოსიეს თუ მივამატებთ რომ შოვინისტი ღორი იყო და საკუთარ დასაც ჟიმავდა არ იქნებოდა ურიგო :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰო ამ დოსიეს თუ მივამატებთ რომ შოვინისტი ღორი იყო და საკუთარ დასაც ჟიმავდა არ იქნებოდა ურიგო :givi:

ეს ვინ გითხრა თეოდორე გიგნაძემ? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

იდეა მოპარა

იდეა 2 გვერდითაც შეიზლება ჩაისახოს

 

ოღონდ დოსტოევსკი ეს იდეა ერთ რომანში და ერთ პერსონაჟიტ არ აქვს გადმოცემული ,ამიტომ არის ასე ვტქვათ შეუმჩნეველი-არც განვრცობა მოუხდენია

 

 

 

 

 

 

 

 

პირველად იყო აბსურდი და აბსურდი იყო ღმერთში, აბსურდი იყო თავად ღმერთი..-ნიცშე

 

თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან,და სიტყვა იყო ღმერთი-იოანეს სახარება

ეს ისე პრიკოლისთვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ვინ გითხრა თეოდორე გიგნაძემ?

აბა ეს თუ არ იცი და თავი მცოდნე გგონია მხოლოდ გგონია ესე იგი ნებისმიერი ფილოლოგი გეტყვის რომ ნიცშე ფრიდრიხაანთ ბიჭი თავის დაიკოს აკვნესებდა უმცროსს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

აბა ეს თუ არ იცი და თავი მცოდნე გგონია მხოლოდ გგონია ესე იგი ნებისმიერი ფილოლოგი გეტყვის რომ ნიცშე ფრიდრიხაანთ ბიჭი თავის დაიკოს აკვნესებდა უმცროსს.

ვაი დიდო ათეო, მიუტევე რადგან არ იცის რას ჩადის! :))

 

 

ამ სისულელეების წერა არ გეზარება მაინც?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაო არ გვინდა დავიჯეროთო ნიცშე თავის დასთან მრუშობდაო ?? ჯოჯოხეთში ლპება ნიცშე და ყველა მისნაირსაც ეგრე მეოლის.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაი დიდო ათეო, მიუტევე რადგან არ იცის რას ჩადის!

 

 

ამ სისულელეების წერა არ გეზარება მაინც?

აბა ეხლა მითხარი ნიცშე ჩემი მტერი იყო რომ რაღაც მოვუგონო? რატო სხვა ფილოსოფოსებზე არაფერს ვამბობ? გეუბნები თავის დაიკოს აკნავლებდა და შენ რაღატომღაც ფრთები გინდა შეასხა გამოიკვლიე კარგად საკითხი თორემ ეგ მერე სხვა საზოგადოებაში წამოგცდება და შერცხვები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...