Jump to content
Planeta.Ge

A.v.B

პლანეტელი
  • პოსტები

    42
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი A.v.B

  1. ყოველი კერპნი წარმართთანი ეშმაკ არიანო .... არ გაგიგია ??
  2. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინანებს და მართლმადიდებელ ეკლესიას. რატომ არ ხურავ თემას ?? გლობალ მოდერატორო ???
  3. ძველი რჯულის წიმნანებზე არ მაქვს საუბარი. ამ თემის დასაწყისში რა კითხვებიც იყო ჩამოთვლილი იმ შეკითხვებზე დავწერე რომ არ მოუნდებოდათო კითხვების დასმა. მე ყოველშემთხევაში არ მომინდებოდა. ეს თემაც ეკლესიის ლანძღვას ემსახურება. ;)
  4. კაცობრიობის მთავარი პრობლემაა სოცრუე რომელიც სხვადასხვა რელიგიებშია გაფანტული .......... გარდა ერთარდერთი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი რელიგიისა
  5. რაღაც არ მგონია რელიგიურმა(ვისაც ღმერთის ყოვლადმოწყალეობის სწამს) ადამიანმა მოინდომოს რაიმე შეკითხვის დასმა. არარელიგიურებმა,ან ვისაც არ სწამს ღმერთის არსებობოს ან მის ყოვლისშემძლეობაში ეჭვი ეპარება. თავის თავებს დაუსვან შეკითხვა ვის,სად,როგორ,რა და რატომ უჭირს.
  6. http://www.orthodoxy.ge/tserilebi/smirnovi_sinanuli.htm გადახედეთ http://tvali.ge/index.php?action=watch&v=175292
  7. მართლმადიდებელი ეკლესიის ბიბლია არ არის დედნისეული ტექსტის შესაბამისი და იეჰოვას მოწმეების არის ხომ ამის თქმა გინდა არა ?
  8. ღმერთმა შექმნა სამყარო http://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/dab1-5.htm აქ წაიკითხე. ქრისტიანობას არავისთან გაერთიანება არ ჭირდება. სიმართლეს არაფრის დამატება არ ჭირდება.
  9. რაო არ გვინდა დავიჯეროთო ნიცშე თავის დასთან მრუშობდაო ?? ჯოჯოხეთში ლპება ნიცშე და ყველა მისნაირსაც ეგრე მეოლის.
  10. ვერც შენი რეკლამირება აქცევს მას ყველაზე საუკეთესო თარგმანად რაც არის იმად დარჩება !
  11. ესეთი "იუმორით" მათ ვიზეც თქვენ "ხურომთ" და იცინით არაფერი აკლდებათ... თქვენი იკითხეთ. ეს თემა ემსახურება მართლმადიდბელი რელიგიისა და წმინდანების დაცინვას ! ღრმად პატივცემულო მოდერატორო რატომ არ ხურავთ ამ თემას ? თუ რადგან ეკლესიას დასცინიან დასაშვებია ?!
  12. სახარებაჲ ლუკაჲს თავი 1 26. და თუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქად გალილეაჲსა, რომლისა სახელი ნაზარეთ, 27. ქალწულისა, თხოილისა ქმრისა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისა, და სახელი ქალწულისაჲ მის მარიამ. 28. და შევიდა ანგელოზი იგი მისა და ჰრქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. 29. ხოლო მან რაჲ იხილა, შეძრწუნდა სიტყუასა მას მისსა ზედა და განიზრახვიდა: ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე? 30. და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. 31. და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ. 32. ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ. 33. და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ. 34. ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი? 35. მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა მას: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ; ამისთჳსცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის. 36. და აჰა ელისაბედ, ნათესავი შენი, იგიცა მიდგომილ არს ძესა სიბერესა თჳსსა, და ესე მეექუსე თუჱ არს მისი, რომელსა-იგი ერქუა ბერწ. 37. რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაჲ. 38. ჰრქუა მას მარიამ: აჰა მჴევალი უფლისაჲ; მეყავნ მე სიტყჳსაებრ შენისა! და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი. http://www.orthodoxy.ge/tserili/mtatsmindeli/luka1-8.htm
  13. რა შუაშია არარელიგიურობა მსოფლიო მგომარეობასთან ? არ არის საკმარისი იმის მტკიცება (არც აქვს აზრი ) რომ ათეისტობა რელიგიურობას ჯობია.
  14. მართლმადიდებელი ეკლესია ხელმძღვანელობს იულიუსის კალენდარით...იულიუსის კალენდარში რომ 25 დეკემბერი დადგება... გრიგორიანული კალენდარით 7 იანვარია. გრიგორიანული კალენდარი 13 დღით წინ უსწრებს იულიუსის კალენდარს. ეს ნახე http://www.orthodoxy.ge/apologetika/kalendari1.htm
  15. მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი) იესო ქრისტე - კაცობრიობის მხსნელი ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო! მოგეხსენებათ, რომ ქვეყნიერების დასაბამს, როცა დაბადა ღმერთმა ადამიანი, დაადგინა იგი სამოთხეში, შეამკო სათნოებით და მისცა მას მცნება, რომ არ ეჭამა ნაყოფი ხისგან ცნობისა კეთილისა და ბოროტისა, რომელიც იდგა სამოთხის ბაღის შუაგულში. მაშინ კაცი იყო წმინდა და უბიწო, ცხოვრობდა შვებითა და ღვთის დიდებით, მაგრამ როცა ადამიანმა დაარღვია მცნება ღვთისაგან მოცემული და შეჭამა აკრძალული ხის ნაყოფი, მაშინ დაჰკარგა კაცმა ცხოვრება სამოთხისებური და მასთან ერთად უკვდავება ქვეყნიური. შეცოდებით დაეცა ბუნება ადამიანის, იგი ჩავარდა დიდებისმოყვარებასა და გემოთმოყვარებაში; ღვთის ხატადა და მსგავსად შექმნილი თავისუფალი ნების ადამიანი იძლია ვნების მიერ: კაცი თავისი ნების დაემონა ცოდვას და დაშორდა ღმერთს. ქვეყნად გამრავლდა უკეთურება, ბიწიერება და სიკვდილი. ადამიანებმა მიივიწყეს თავიანთი გამჩენი ღმერთი და მისგა მიცემული ბუნებითი სჯულიც. მხოლოდ ზოგიერთებმა - ღვთისგან გამორჩეულებმა - დაიმარხეს გულში უფლის სიყვარული და მცნებები. ესენი იყვნენ: აბრაამი, ნოე, იაკობი, და სხვა მამამთავრები. ადამიანთა მოდგმაზე გაბატონდა ცოდვა, ეშმაკმა განფინა ქვეყნიერებაზე უკეთურება თვისი. ადამიანებმა იწყეს კერპების თაყვანისცემა, ხალხში მომრავლდა კაცისკვლა, შური, ანგარება და ყოველგვარი უკეთურება. სულ უფრო ეფლობოდა კაცი ცოდვის ჭაობში, ადამიანს არ შესწევდა ძალა და უნარი მძიმე მდგომარეობიდან თავის დაღწევის. ისიც კი აღარ იცოდა კაცმა, თუ რა იყო კარგი და რა - ცუდი. ეს მოხდა იმიტომ, რომ ადამიანს მივიწყებოდა შინაგანი, ბუნებითი სჯული, ოდითგან რომ ჰქონდა მას ღვთისაგან მიცემული. სახიერმა და კაცთმოყვარე ღმერთმა შეიწყალა ადამიანები და წინასწარმეტყველ მოსეს მიერ მისცა მათ სჯული, ანუ კანონი, რომელშიც ზოგიერთი საქმე აქო და ზოგიც აძაგა და დაგმო. ე.ი. ამას იქმოდეთო და ამას ნუ იქმთო. უმთავრესი ამ მცნებათაგან იყო შემდეგი: „უფალი ღმერთი შენი, უფალი ერთ არს“, და „შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“. პირველი მცნებით ღმერთს სურდა კაცი განშორებოდა მრავალ ღვთაებათა და კერპების თაყვანისცემას, ხოლო მეორეთი - მთელი არსებით ერთი ჭეშმარიტი ღმერთის შეყვარებასა და აღიარებას ითხოვდა. სახიერმა ღმერთმა ადამიანებს მისცა სჯული იმისათვის, რომ მათთვის შემწეობა აღმოეჩინა, მოექცია ისინი სიკეთისადმი და გაემართა მათი ცხოვრება. ღვთის მიერ მოცემულ კანონებს დაცემული კაცი უნდა აღედგინა, მაგრამ იგი ვერ გაიმართა. ამის შემდეგ ღმერთმა ადამიანებს დასახმარებლად მოუვლინა წინასწარმეტყველნი, მაგრამ ვერც მათ შეძლეს ქვეყნიერების წყლულების განკურნება, ვერც მათ მოახერხეს ადამიანის ხსნა და გადარჩენა. წინასწარმეტყველი ისაია ამაზე ბრძანებდა: „არა არს მის შორის სიმართლე, არცა წყლული, არცა ნაგვემი, არცა ბრძვილი განსივებული, არა არს სალბუნი, დასადებელად, არცა ზეთი, არცა შესაკრველნი“ (ის. 1, 6). აღნიშნული სიტყვების აზრი შემდეგია: ქვეყნიერების წყლული, ანუ ბოროტება მცირე არ არის, მას რომ მარტო ერთი რომელიმე ადგილი მოეცვა, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა მისი განკურნება, მაგრამ მან დაიპყრო მთელი ქვეყანა. ყოველი ადამიანი დაემონა ცოდვას, ყოველივე დაპყრობილ იქნა ბოროტების მიერ. წინასწარმეტყველი იერემია ამბობს ერთგან: „ვკურნე ბაბილონსა და არა განიკურნა“ (იერ. 51, 9) ე.ი. ბაბილონს, ანუ ქვეყანას ყველაფერი გავუკეთე, მაგრამ ვერ განიკურნა, რადგან არ შეინანა და არ დაუტევა უკეთურება. და როგორც წინასწარმეტყველი დავითი ბრძანებს: „..ყოველი ჭამადი მოიძაგა სულმან მათმან და მიეახლნეს ბჭეთა სიკუდილისათა“ (ფს. 106, 18). ე.ი. ყოველი ქვეყნიური სიკეთე იგემა კაცმა, ყოველი ქვეყნიური სიამე მოიძაგა და ერთიღა - სრული დაღუპვა და სიკვდილიღა დარჩენოდათო. აი, სწორედ, კაცობირობის ხსნისათვის უმნიშვნელოვანეს დროს, სახიერმა და კაცთმოყვარე უფალმა ქვეყნად მოავლინა მხოლოდშობილი ძე თვისი - იესო ქრისტე, რადგან მხოლოდ ღმერთს შეეძლო სრული განკურნება საქვეყნო სენისა, მხოლოდ მას შეეძლო აღდგენა დაცემული ადამიანისა. იშვა მაცხოვარი და უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მოხდა სასწაული ენით გამოუთქმელი: ჩვენთვის დაიმდაბლა ღმერთმა თავი, მიიღო სახე მოკვდავი ადამიანის, რათა როგორც წმ. გრიგორი ღვთისმეტყველი ბრძანებს - მსგავსითა განეკურნა მსგავსი, სულითა - სული, ხორცითა - ხორცი. იესო ქრისტემ ცოდვის გარდა ყოველმხრივ ადამიანის ბუნება მიიღო. მან მიიღო არსება ჩვენი. იგი იქმნა განახლებული ადამი, რომელმაც განწმინდა და განაახლა ბუნება დაცემული ადამიანისა. კაცი გაათავისუფლა ცოდვის მონობისაგან და შემუსრა სიკვდილი. ბოროტის მარწუხებისგან ადამიანის გათავისუფლება იყო „ძლევაჲ საკვირველი“, რადგან სცოდავდნენ და ემონებოდნენ ბოროტს ისინიც კი, რომელთაც არ უნდოდათ შეცოდება, როგორც ამბობს ამაზე წმიდა პავლე მოციქული: „რამეთუ არა რომელი იგი მე მნებავს კეთილი მას ვყოფ, არამედ რომელი იგი არა მნებავს ბოროტი მას ვიქმ (რომ. 7, 19). ახლა კი, საყვარელნო, ბოროტება დათრგუნულია ქრისტეს წყალობით. თვითონ ცრუ კაცი თუ არ მიიდრიკა ცოდვისადმი, თვითონ ადამიანი თუ არ დაემონა ბოროტს, ამ უკანასკნელს აღარ შეუძლია დაიმონოს ადამიანი. თვით სიკვდილიც კი აღარაა საშინელი დღეს ქრისტე მაცხოვრის წყალობით, რადგან იგი შემუსვრილია და დათრგუნვილი. იესო ქრისტეს მიერ განგვემზადა ჩვენ მოკვდავთ ზეციური სასუფეველი. ამიტომ უნდა ვისმინოთ საყვარელნო სანატრელი ხმა მაცხოვრისა იესო ქრისტესი და მხოლოდ მას ვმორჩილებდეთ. დავიმარხოთ მისი მცნებები და კეთილად აღვასრულოთ ცხოვრებაში, რათა მოვიპოვოთ გამართლება უფლის მიერი, რომლისა არს დიდება და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ! 1984 წ. სვეტიცხოველი
  16. შენ რომ დადე იეჰოვას მოწმეების გადათარგმნილი ბიბლია ის არ არის ზუსტი და ტენდენციური ? თქვენ რომ არ გადაგეთარგმნათ ნეტავი რა გვეშველბოდა... არ გეწყინოს მაგრამ შენნაირ ადამიანთან კამათს აზრი არ აქვს... მაინც იმას გააკეთებ რაზეც დაპროგრამებული ხარ.
  17. http://www.orthodoxy.ge/tserili/mtatsmindeli/akhali_agtqma.htm ეს არის მართლმადიდებლურ საიტზე დადებული ახალი აღთქმა , საქმე მოციქულთა, კათოლიკე ეპისტოლენი , ეპისტოლენი პავლე მოციქულისა.
  18. შენ გაგვიზიარე მაშინ კაცობრიობის მომავალზე შენი სწორი წარმოდგენები... ...........
  19. აზრი იცინე და იღადავე იმა ადამიანებზე და იმ რელიგიურ მიმდევრობაზე ვის აზრებსაც აქ ამ ფორუმზე ატარებ !
  20. დღეს ? მე სულ მართლმადიდებლურად ვარ განწყობილი, ვაპირებ ასე ვიყო ყოველთვის ... იმათ იკითხონ ვინც ანტიმართლმადიდებლურად არიან განწყობილნი.
  21. მართლმადიდებელისათვის მიუღებელია მღვდლებზე..ეკლესიაზე...წმინდანებზე...სამოთხეზე და მსგავს თემებზე სიცილ-ხარხარი.... შენ თუ გინდა იცინე და იღადავე. ეს თემაც იმიტომ გახსენი რომ ეკლესიას დასცინო და დაამცირო... არ გამოგივა ! იცინე და იღადავე იმა ადამიანებზე და იმ რელიგიურ მიმდევრობაზე ვის აზრებსაც აქ ამ ფორუმზე ატარებ !
×
×
  • შექმენი...