Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ სააკაშვილის შეცვლა ამ ეტაპზე არ შეიძლება


Recommended Posts

ხანმოკლე პაუზის შემდეგ კიდევ ერთხელ მივიპყრობ თქვენს ყურადღებას და შემოგთავაზებთ თემას რომელში მოყვანილი მოსაზრებები ჩემთვისაც ერთგვარი სურპრიზი აღმოჩნდა, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოში და საქართველოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებისა და პირადად ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე სწორედ ის დასკვნები გავაკეთე რომელთაც თქვენ წარმოგიდგენთ ...

 

გამარჯობათ :))

 

 

მიხეილ სააკაშვილის შეცვლა ამ ეტაპზე არ შეიძლება!

 

მოგახსენებთ რატომ ...

 

ალბათ იცით ჩემი ისტორია და იცით რომ ამჟამად სამწუხაროდ რუსეთის ტერიტორიაზე ვიმყოფები. საზოგადოების დაინტერესებულმა ნაწილმა ადრინდელი პუბლიკაციებიდან ისიც შეიტყო, რომ რუსეთის ტერიტორიაზე გადმოსვლის დღიდან დღემდე ფსბ-ს წარმომადგენლებს ჩემი თანამშრომლობაზე დაყოლიების სამი უშედეგო მცდელობა ჰქონდათ (ალბათ ეს გახდა ძირითადი მიზეზი იმისა რომ დღეის მდგომარეობით მე და ოჯახის წევრები არალეგალები ვართ რუსეთის ტერიტორიაზე და დაჭერით გვემუქრებიან თუმცა ეს სხვა თემაა) ..

 

ფსბ-ს მიერ ჩემი "ვერბოვკის" მცდელობა კი იყო უშედეგო მაგრამ რუსეთის სპეც-სამსახურების წარმომადგენლებთან ინტენსიურ "ურთიერთობებს" ბოლომდე უშედეგოს ნამდვილად ვერ უწოდებ. ვგულისხმობ იმას, რომ ამ "ურთიერთობების - საუბრების" შედეგად ფსბ-ს ოფიცრების მიერ გაჟღერებული (ვერბოვკის ან კონტაქტის დამყარების დროს სპეც-სამსახურები ძალაუნებურად ამჟღავნებენ გარკვეულ ინფორმაციას, რომ 1. მათი დამოკიდებულების სერიოზულობა წარმოაჩინონ. 2. მეორე მხარის დეზინფორმირება შეძლონ.) არაერთი ინფორმაცია დღემდე მაფიქრებს ..

 

ერთ ერთი ასეთი ინფორმაცია გახლავთ ის რომ გარკვეული დროის წინ ფსბ-ს წარმომადგენელმა მათთან თანამშრომლობის შემთხვევაში სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლისთვის საჭირო ინფორმაციული, ტექნიკური და ყველა სხვა ხასიათის დახმარება შემომთავაზა .. შემოთავაზებაზე რათქმაუნდა უარი მიიღეს თუმცა აღნიშნული საუბრისას დავინტერესდი იმით თუ რა - ვინ წარმოადგენდა ფსბ-ს სამიზნეს, კონკრეტულად სააკაშვილი თუ კრიმინალური რეჟიმი, (საქართველოში არსებული საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა) რომლის ნაწილსაც წარმოადგენს თავად სააკაშვილი და პასუხი ერთობ დამაფიქრებელი აღმოჩნდა .. ფსბ-ს წარმომადგენლის სიტყვებიდან გამომდინარე კრემლის სამიზნეს კონკრეტულად სააკაშვილი და შესაძლოა მისი უახლოესი გარემოცვა (სააკაშვილის ერთგული რამდენიმე ადამიანი) წარმოადგენს და არა საქართველოში არსებული რეჟიმი-პოლიტიკური სისტემა. ანუ კრემლი სააკაშვილის მოშორებას მიესალმება, მაგრამ იმ რეჟიმის (საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის) შეცვლა არ უნდა რომელიც ვაშინგტონისა და მოსკოვის მიერ შეიქმნა შევარდნაძის დროს და ადვილად კონტროლდება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძება ვივარაუდოთ რომ მიხეილ სააკაშვილის ე.წ. გუნდის (სააკაშვილის რეჟიმის) ძირითადი ნაწილი მოსკოვის ან ვაშინგტონის პირდაპირი მართვის ქვეშ იმყოფება და ეს ინდივიდები მესამე ძალისთვის "საჭირო" დროს სააკაშვილს "საჭირო" გადაწყვეტილებას მიაღებინებენ და ამის შემდეგ საბოლოოდ მოიშორებენ ...

 

მესამე ძალა ჩემი აზრით ვაშინგტონია ანუ იგივე ანგლოსაქსები და ანგლოსაქსების ფინანსური იმპერია ლონდონის სითისა და უოლ სთრითის ჩათვლით (ვრცელი თემაა), რადგან დარწმუნებული ვარ რომ რეალურად რუსეთი სწორედ ვაშინგტონის მარიონეტების მიერ (მედვედევი, პუტინი, ჩუბაისი, კუდრინი, გრეფი და სხვები ) იმართება და დამოუკიდებელ სამხედრო-პოლიტიკურ სუბიექტს არ წარმოადგენს .. შესაბამისად რუსეთის მიერ გადადგმული გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ყველა ნაბიჯი ვაშინგტონის (ანგლოსაქსების) მსოფლიო დომინირებაზე (დომინირების შენარჩუნებაზე + ჩინეთის ნეიტრალიზებაზე) კარგად გათვლილი გეოპოლიტიკის ნაწილია და მეტი არაფერი.

 

იქიდან გამომდინარე რომ ვაშინგტონისთვის (ანგლოსაქსებისთვის) ძირითად ამოცანას მსოფლიოს დომინანტი ძალის სტატუსის შენარჩუნება და შესაბამისად ძირითადი მოწინააღმდეგის ჩინეთის ნეიტრალიზება წარმოადგენს "საჭირო"გადაწყვეტილება რომელსაც ვაშინგტონისა და მოსკოვის მიერ კონტროლირებადი ქართული საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა (სააკაშვილის გარემოცვა) სააკაშვილს მიაღებინებს კატალიზატორი გახდება პროცესებისა, რომლის შედეგად საქართველო დაკარგავს სამცხე ჯავახეთს აჭარას, სამეგრელოს და რუსეთთან მოსაზღვრე ხეობებსა და რაიონებს. კონკრეტულად რა გადაწყვეტილება იქნება ეს, რუსეთთან მორიგი სამხედრო კონფლიქტის პროვოცირება, სომხეთთან ურთიერთობების სამხედრო დაპირისპირებამდე გართულება თუ სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირება ძნელი სათქმელია (მრავალი სცენარი შეიძლება გა|თამაშდეს) თუმცა ვფიქრობ რომ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე ვაშინგტონი სომხეთს შავ ზღვაზე გაიყვანს სამცხე ჯავახეთისა და აჭარის ხარჯზე და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით სომხეთს ოკუპირებული ტერიტორიების მინიმუმ მნიშვნელოვანი ნაწილის აზერბაიჯანისთვის დაბრუნებას აიძულებს (სამხედრო ან პოლიტიკური გზით)...

 

უფრო ნათელი რომ გახდეს ის თუ რატომ ვვარაუდობ ამ ყველაფერს ბოლომდე ჩაიკითხეთ თემა და ამ პუბლიკაციასაც გადახედეთ >>> საქართველო და გეოპოლიტიკა ანუ ომი თუ მშვიდობა (ნაწილი მეორე), რადგან ყველაფერი რასაც ვწერ პირდაპირ კავშირშია როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონის უნიკალურ პოტენციალთან, რასაც ენერგოდერეფანი წარმოადგენს, აგრეთვე ვაშინგტონსა და პეკინს შორის ენერგომატარებლებისა და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი თემების გამო ფაქტიურად დაწყებულ ცივ ომთან.

 

ალბათ ლოგიკურია კითხვა თუ რა შეიძლება და რა უნდა გაკეთდეს იმ შემთხვევაში თუ ის რაზეც ამ თემაში ვსაუბრობ მეტ ნაკლებად სიმართლეს შეესაბამება ..

 

კითხვაზე პასუხის ძიებაში ვარ რამდენიმე წელი და დღეისთვის ასეთ დასკვნამდე მივედი ..

 

1. პირადად ჩემთვის ფაქტია რომ ქართული საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა (გნებავთ სააკაშვილის გარემოცვა - ნაც-ბოზ-ბანდისა და დამკვრელების ჩათვლით და გნებავთ ფსევდო ოპოზიცია და მომსახიობ-მომესიო მასხარები) კორუმპირებული და მსუბუქი აზროვნების მქონე ინდივიდებისგან შედგება, რაც ამ ე.წ ელიტის მიერ საქართველოს (საქართველოს მოსახლეობის) ინტერესების გააზრებას და ამ ინტერესების სამსახურს აპრიორში გამორიცხავს (სურვილი რომც ქონდეს ქვეყანას ვერ ემსახურებიან, რადგან შესაბამისი ღირებულებები და ინტელექტუალური პოტენციალი არ აქვთ) ..

 

2. რეალურად დამოუკიდებელი მოქალაქეების ხელმძღვანელობით სახალხო ამბოხება, ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმის ძალისმიერი შეცვლა და საქართველოს ფაქტობრივად დაკარგული სუვერენიტეტის აღდგენა აგრეთვე გამორიცხულია (მინიმუმ ამ ეტაპზე) რადგან მე საქართველოში აღარ ვარ biggrin.gif და პროცესების რევოლუციური გზით განვითარების სხვა აქტიური მქადაგებელი არ ჩანს .. (ალბათ იმიტომაც აღარ ვარ საქართველოში)

 

3. პროცესების დინებაზე მიშვება შეცდომად მიმაჩნდა და მიმაჩნია, რადგან დინებას ამ შემთხვევაში ვაშინგტონი განსაზღვრავს, თეთრი სახლი კი სააკაშვილს ეშაფოტზე მიიყვანს ხოლო საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მინიმუმ ნაწილობრივ ან სრულ დეზინტეგრაციამდე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ შესაძლოა აზრი ქონდეს მიხეილ სააკაშვილის, როგორც ცალკე აღებული პოლიტიკოსის და არა ნაც-ბოზ-ბანდის ლიდერის მხარდაჭერას, რადგან ერთი, რომ დასავლეთის მიერ მისი პრეზიდენტობა აღიარებულია, როგორც ლეგიტიმური და მეორეც ის, რომ მოგვწონს თუ არა მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოს ფაქტობრივი პრეზიდენტი და სულ ცოტა ნომინალურად უკიდურესად ძლიერი ადმინისტრაციული რესურსი გააჩნია.

 

ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ქართულმა საზოგადოებამ მოახერხა და გამიჯნა ნაც მოძრაობა და კრიმინალური რეჟიმი მიხეილ სააკაშვილისგან და თუ საზოგადოებამ ღია და აქტიური მხარდაჭერით შეძლო სააკაშვილის სტიმულირება და ერთგვარი გადატვირთვა, არ არის გამორიცხული რომ ამ უკანასკნელმა (მიხეილ სააკაშვილმა) მისივე გარემოცვისა და ვაშინგტონის ფაქტობრივ მძევლობასაც დააღწიოს თავი და რეალურად დაიწყოს დამოუკიდებელ პოლიტიკოსად ფორმირება. ანუ განახორციელოს არსებული კრიმინალური რეჟიმის ეტაპობრივი ან მყისიერი დემონტაჟი და ახალი პოლიტიკური სისტემის მშენებლობის პროცესში არა არსებულ კორუმპირებულ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ელიტას, არამედ ჩრდილოვან ელიტას დაეყრდნოს. ელიტას, რომელიც მეტ წილად პასიურია თუმცა ნამდვილად არსებობს და შესაძლებლობის შემთხვევაში ქართული საზოგადოების სამსახურშიც ჩადგება ...

 

არ ვიცი ჩაიკითხავთ თუ არა თემას ბოლომდე მაგრამ თუ ჩაიკითხვათ იქნებ მოსაზრებაც დააფიქსიროთ, რადგან პირადად ჩემთვის ფაქტია რომ ეგრეთწოდებული ოპოზიცია საქართველოს ისეთივე სირცხვილია როგორც ნაც მოძრაობა და ერთი ნაძირლის მეორე ნაძირლით ჩანაცვლება ხალხს სიკეთეს არ-ვერ მოუტანს ..

 

კომპლექსური ცვლილებებია საჭირო და სააკაშვილს ამ ცვლილებების განხორციელება ვფიქრობ შეუძლია თუ საზოგადოება მას კიდევ ერთ შანს მისცემს .. მით უმეტეს, რომ რამდენადაც ვხვდები მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ პატივმოყვარე, ამბიციური და მოაზროვნე ადამიანია და არა მგონია საქართველოს ისტორიაში სამარხვინო ხელმძღვანელის, ანგლოსაქსების ყურმოჭრილი მონის, საკუთარი ხალხის გენოციდის მომწყობისა და მოღალატის სტატუსით უნდოდეს შესვლა .. დღეს დღეისობით კი უკეთესი სტატუსი გარანტირებული ნამდვილად არ აქვს ..

 

 

შესაძლოა ვინმემ იკითხოს თუ როგორ უნდა გამოხატოს საზოგადოებამ სააკაშვილის მხარდაჭერა და პასუხი მარტივია ... თუნდაც ჩემს მიერ წამოწეული თემა და მისი მუსირება საკმარისი იქნება პროცესის დასაწყებად და შემდეგ ვითარებიდან გამომდინარე იქნება საჭირო მოქმედება...

 

მოუწოდეთ სააკაშვილს რომ უარი თქვას ანგლოსაქსების მონობაზე და ხელისუფლებას ჩამოაშოროს კრიმინალური ხროვა რომელსაც საბოლოო ჯამში დასამარებისკენ მიყავს საქართველო.

 

მხარდაჭერა აღუქვით სააკაშვილს იმ შემთხვევისთვის თუ ვანო მერაბიშვილი, კოდუა, ახალაია ან ვინმე სხვა (ღმერთმა იცის რეალურად ვის მიყავს პარადი მმართველ "ელიტაში") სახელმწიფო გადატრიალებას და ხელისუფლებაში ანგლოსაქსების ახალი მონის მოყვანას შეეცდება ...

 

ღიად უთხარით სააკაშვილს, რომ მას აქვს შანსი მომდევნო 2-3 წელიწადში საქართველოს აარიდოს შემდგომი დეზინტეგრაცია და ჰუმანიტარული კატასტროფა, რომ მას აქვს შანსი დამსახურებულად წავიდეს პენსიაზე და მაინც დარჩეს ქართულ საზოგადოებრივ ან პოლიტიკურ ცხოვრებაში როგორც უნიკალური ადამიანი და უნიკალური ლიდერი და შეიძლება მან ეს გააკეთოს ...

 

სხვა რა გზაა? ეგ ვაშინგტონისა და თეთრი სახლის მორჩილი, კრემლის მონა ვითომ ოპოზიცია?

 

არა მგონია ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომ არ შეიძლება ჯერ, მაგას მეც ვეთანხმებოდი, ჩემნი არგუმენტებით... თუმცა, ამ ბოლო დროს ეჭვი მეპარება...

თქვენს არგუმენებს კი აუცილებად გავეცნობი მოგვიანებით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

 

 

წავიკითხე ბოლომდე,მაგრამ რისი თქმა გინდა ეგ ვერ გავიგე.მართლა. :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

წავიკითხე ბოლომდე,მაგრამ რისი თქმა გინდა ეგ ვერ გავიგე

დაიკიდე :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ შეიძლება კი არა სასიცოცხლოდ აუცილებელია.

სააკაშვილის რეჟიმის დამხობა ესაა აუცილებელი ბოროტება რასაც თუ არ გავაკეთბტ მოჰყვება უარესი..როგორც იანვრის გაყალბების შერჩენას მოჰყვა აგვისტოს ომი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შაქროII

სააკაშვილის რეჟიმის დამხობა ესაა აუცილებელი ბოროტება რასაც თუ არ გავაკეთბტ მოჰყვება უარესი..როგორც იანვრის გაყალბების შერჩენას მოჰყვა აგვისტოს ომი

 

 

როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი?

 

 

პ.ს. რუსეთი ამაზე კარგ კანდიდატს პრეზიდენტად ვერც იოცნებებდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა თქმა უნდა არ შეიძლება, ჩვენი მეგობრების გეგმები აირევა (მათ შორის რუსეთისაც)...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ "პროგრესი" შეინიშნება შენში.

 

როგორი რევოლუციონერი ხარ ეს ვერ გავიგე ოღონდ. :(:

 

პ.ს.

რაც შეეხება სააკაშვილის შეცვლა არშეცვლას.

იმის გულისათვის რომ ოპოზიცია არ ვარგა სააკაშვილი არ შვცვალოთ არასწორი მიდგომაა. აქ ამ შემთხვევაში ეს პიროვნება დღითი დღე მეტს უშავებს საქართველოს.

მეორე პრობლეა არის ის, რომ სანამ ეს სააკაშვილი ისააკაშვილებს, მანამდე იქნება ისეთი პოლიტიკური გარემო, სადაც საღი აზროვნების ნორმალური ოპოზიცია არ იარსებებს.

ამაზე მუშაობს სააკაშვილის ბანდა და თან წარმატებით.

დღევანდელ ოპოზიციას მხოლოდ ერთი რამ შეუძლია, ქვეყანა დემოკრატიის გარდამავალ ეტაპამდე მიიყვანოს.

ამის გამკეთებლები არიან არა იმიტომ, რომ სამაგისო აზროვნება ჰყოფნით, არამედ იმიტომ რომ არ აქვთ ეს ერთიანობა, რაც დემოკრატიის გარდამავალი ეტაპისათვის სავსებით საკმარისი.

ამ გარდამვალმა ეტაპმა კი უნდა ჩამოაყხალიბოს საღი აზრობნების ნორმალუი პოლიტიკური ძალა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

შენ სად დადიხარ? :(

 

საიტებს ვაკეტებ. დრო არ მრჩება.

ვჩქარობ. რაჭაში წასასვლელად ვემზადები.

ასეთი წერილი რომ დავუწერო მიშას რამოდენიმე ერთეული, ალბათ შემიშვებენ. :D:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასეთი წერილი რომ დავუწერო მიშას რამოდენიმე ერთეული, ალბათ შემიშვებენ.

 

 

სახლსაც მოგცემენ შოვის კურორტზე. :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სახლსაც მოგცემენ შოვის კურორტზე. :(

 

მე კურორტი არ მინდა შე შეჩვენებულო. რაჭაში მიკარგულ ადგილზე მარტო სადმე სახლი. ტელეფონისა და ინტერნეტის გარეშე.

გაიგე რა მინდა კაცო? :D:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე კურორტი არ მინდა შე შეჩვენებულო. რაჭაში მიკარგულ ადგილზე მარტო სადმე სახლი. ტელეფონისა და ინტერნეტის გარეშე.

გაიგე რა მინდა კაცო? :(:

შენ თუ კაცი ხარ კურორტს და მაიმუნობას ის არა სჯობია რაც შენ გინდა?

 

შენ თუ კაცი ხარ კურორტს და მაიმუნობას ის არა სჯობია რაც შენ გინდა?

 

თუშეთი არ გაწყობს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაშინგტონისა და მოსკოვის მიერ კონტროლირებადი ქართული საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა (სააკაშვილის გარემოცვა) სააკაშვილს მიაღებინებს კატალიზატორი გახდება პროცესებისა, რომლის შედეგად საქართველო დაკარგავს სამცხე ჯავახეთს აჭარას, სამეგრელოს და რუსეთთან მოსაზღვრე ხეობებსა და რაიონებს.
ეუუუუუ, ამან მე უკვე დამკარგა. მაინც ვის ჩუქნი ჩემს თავს asds? :D

 

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე ვაშინგტონი სომხეთს შავ ზღვაზე გაიყვანს სამცხე ჯავახეთისა და აჭარის ხარჯზე და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით სომხეთს ოკუპირებული ტერიტორიების მინიმუმ მნიშვნელოვანი ნაწილის აზერბაიჯანისთვის დაბრუნებას აიძულებს
კიდევ კარგი დარწმუნებული ვარ არც შენ გჯერა ამ ზღაპრების.

 

მე საქართველოში აღარ ვარ biggrin.gif და პროცესების რევოლუციური გზით განვითარების სხვა აქტიური მქადაგებელი არ ჩანს .. (ალბათ იმიტომაც აღარ ვარ საქართველოში)
მეც არა ვთქვი, რატომაა ასეჩაჩუმებული მთელი საქართველო მეთქი? biggrin.gif

 

შესაძლოა აზრი ქონდეს მიხეილ სააკაშვილის, როგორც ცალკე აღებული პოლიტიკოსის და არა ნაც-ბოზ-ბანდის ლიდერის მხარდაჭერას, რადგან ერთი, რომ დასავლეთის მიერ მისი პრეზიდენტობა აღიარებულია, როგორც ლეგიტიმური და მეორეც ის, რომ მოგვწონს თუ არა მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოს ფაქტობრივი პრეზიდენტი და სულ ცოტა ნომინალურად უკიდურესად ძლიერი ადმინისტრაციული რესურსი გააჩნია.
ამას კი ნაღდად არ ველოდი შენგან :D

 

რუსეთი ამაზე კარგ კანდიდატს პრეზიდენტად ვერც იოცნებებდა.

lasha1997, მეც მაგ აზრზე ვარ დიდი ხანია და არაფერზე მიგანიშნებს asdsს პოსტი-ანალიზი? :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...