Jump to content
Planeta.Ge

განწყობის თეორია და პოლიტიკა


Recommended Posts

ხშირად გაიგონებდით ახალწლების დღეებში ფრაზას "საახალწლო განწყობის შექმნა" სხვადასხვა ვარიაციებით.

თითქოსდა ისეთი არაფერია მაგრამ ყურადღება მიიპყრო ტერმინმა "განწყობის შექმნამ".

 

წინ კი არ მივდივართ და ქვეყანა კი არ ყვავის არამედ მტავარია შევქმნათ განწყობა რომ წინნ მივდივართ და ქვეყანა ყვავის.

 

30კმ დაგებული ჰაივეი რომელიც ძაგძაგებს "დრაჟენიე" და რომელზეც გუბეებად დგება წყალი თუ ზაფხულის ცხელ ამინდშია გადაღებული 1-2 მანქანით ზედ სწორედ ასეთ განყობას ქმნის.

 

განწყობას ქმნის შეღებილი ფასადებიც, გრანდიოზული კონცერტები ქალაქში სადაც ყოველი დიდი წვიმისას კანალიზაცია ქუჩებში მიედინება.

 

ასევეა არჩევნებიც.

 

არჩევნების კარგად ჩატარება კი არაა ამოცანა არამედ საარჩევნო განწყობის შექმნა. თუკი ყველა იგრძნობს რომ არჩვენები ჩატარდა ეს ნIშნავს რომ ჩატარდა.

 

ხელსუფლება ცდილობს შექმნას განწყობა რომ არჩევნებისთვის ყველაფერი კარგადაა, რომ უგულავა იმარჯვებს ოპოზიციას 5-10 ადგილი შეხვდება მხოლოდ და ა.შ.

 

რა შეიძლება დაუპირისპირდეს მსგავს განწყობას?

1. რაც უკვე კეთდება , რომ ალიანსი მზადაა და დიდი შანსები აქვს მოუგოს ხელისუფლებას, რომ ალიანსი წარმოადგენს რეალურ ალტერნატიულ ძალას.

მაგრამ ეს საკმარისი არაა და რთული მისაღწევია. არ იგრძნობა მუხტი.

 

2. ოპოზიციამ უნდა შეძლოს საზ. აქტივობის ინიცირება , რომ საჯარო გახდეს ის რეალური განწყობა რაც არის საზოგადოებაში და გადაიფაროს ის ხელივნურად შექმნილი , ილუზიური განწყობა რასაც ხელისუფლება ჰქმნის თავის მედიის საშუალებით.

3. საზოგადოებისათვის ნათელი უნდა იყოს რომ არც ოპოზიცია არც მისი ამომრჩეველი ხმების მოპარვას არ შეარჩენს ხელისფლებას როგორც მაღალ ასევე დაბალ ეშელონებში მყოფთ რომლებიც ეცდებიან არჩევნების გაყალბებას.

4. რომ საზ. და ოპოზიცია არის მზად ხელისფლების ძალადობას დაუპირისპიროს მშვიდობიანი შეუაიარაღებელი ძალა ყველანაირი ფორმით.

5. რომ ხელსუფლება განწირულია ამ არჩევნებში და მის მიერ გამარჯვებაზე საუბარი არის მხოლოდ გაყალბების ნიშანი (წარმოიდგინეტ რომ იუშენკოს არჩვენების წინ ესაუბრ მის გარდაუვალ ლოგიკურ გამარჯვებაზე)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შაქროII

 

 

ამ ფშივი განწყობით ცხოვრობს დღეს საქართველო და ეს არა ერთხელ მითქვამს.ამის დამადასტურებელი თემა ნახე იქით.„რა კეთდება დღეს“ რომ ვკითხე ჯვრის მონასტერი მიშას დროს აშენდა მეთქი,ეკალი შეგერჭო გულშიო. :(:

 

რაც ჩამოწერე,ეგ ვინ უნდა ქნას? ალასანიას რომ ამბობ,მიყუჩებულია და თითქოს გარანტირებული აქვს ყველაფერი ისეთი შთაბეჭდილება მრჩება.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უზნაძის განწყობის თეორიასთან ამ განწყობილებას არავითარი კავშირი არა აქვს... ასე გაგება ამ დიდი სკოლის გაბაიუბირებაა...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უზნაძის განწყობის თეორიასთან

სადმე ვაზსენე უზნაძე? ანცების ხელში კი ყველაფრის გაბაიბურებაა მოსალოდნელი...

 

რატომ ჩაფლავდა ოპოზიცია?

იმიტომ რომ ის ქმნიდა განწყობას რომ ზად იყო ხელისუფლების ხელში ასაღებად მაგრამ კრიტიკულ მომენტებში უკან დაიხია--ამით ხელიფლების შეცვლისათვის განყობილ საზოგადოებას ეს განწყობა გაუფუჭა და სურდა მას თუ არა "მისა მაგარია" განწყობის შექმნაში დაეხმარა ხელისუფლებას.

Edited by შაქროII
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სადმე ვაზსენე უზნაძე? ანცების ხელში კი ყველაფრის გაბაიბურებაა მოსალოდნელი...

 

რატომ ჩაფლავდა ოპოზიცია?

იმიტომ რომ ის ქმნიდა განწყობას რომ ზად იყო ხელისუფლების ხელში ასაღებად მაგრამ კრიტიკულ მომენტებში უკან დაიხია--ამით ხელიფლების შეცვლისათვის განყობილ საზოგადოებას ეს განწყობა გაუფუჭა და სურდა მას თუ არა "მისა მაგარია" განწყობის შექმნაში დაეხმარა ხელისუფლებას.

განწყობის თეორია ერთია,მას უზნაძის განწყობის თეორია ჰქვია! :rolleyes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

განწყობის თეორია ერთია,მას უზნაძის განწყობის თეორია ჰქვია! :rolleyes:

არ შაიძლება ადამიანს თავისი განწყობის ტეორია ჰქონდეს :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მტავარია შევქმნათ განწყობა რომ წინნ მივდივართ და ქვეყანა ყვავის.

შაქროII

ამაშია მიშას აშენებული ვირტუალური სახელმწიფოს ხიბლი, ჩემო შაქრო :(

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შაქროII

მაგრამ ეს საკმარისი არაა და რთული მისაღწევია. არ იგრძნობა მუხტი.

მუხტრი კი არა და ფიტილ წაგიდებული დენთია საქართველოშI უკვე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შაქროII

ამაშია მიშას აშენებული ვირტუალური სახელმწიფოს ხიბლი, ჩემო შაქრო :))

რომელიც ძალიანაც მოგწონს :))

 

შაქროII

 

მუხტრი კი არა და ფიტილ წაგიდებული დენთია საქართველოშI უკვე...

ძალიან ვწუხვარ რომ ბრმა ვარ :sorry:

 

4. რომ საზ. და ოპოზიცია არის მზად ხელისფლების ძალადობას დაუპირისპიროს მშვიდობიანი შეუაიარაღებელი ძალა ყველანაირი ფორმით.

სხვისი არ ვიც, მე პირადად მზად ვარ და არანაირად არ მჭირდება მუხტი,

ვინ მოიგონა ეს სიტყვა საერთოდ, რაღაც ინდური წარმოშობის უნდა იყოს :resent:

თუკი ადამიანს გაცნობიერებული აქვს რომ ეს რეჟიმი ბოროტებაა, რაში მჭირდება

ამ გრძნობის გაღრმავება, ან ანთება რაღაც მოვლენი/თ რომ მათ ვებრძოლო?

 

მუხტი სუსტ დაბალი მორალის მქონე ადამიანებს სჭირდებათ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მუხტი და დენთი ბლომადაა საქართველოში, ერთი ეგაა ამირანი არა გვყავს ცეცხლი რომ მოგვიტანოს და დაანთოს... არც იქნება ამირანი, სანამ მის მოსვლას ველოდებით.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 months later...

აი რით მოიგეს ანცებმა....

შექმნეი განწყობა და აქციე რეალობად :) .

 

ჩემს მიერ ჩამოთვლილი 5 პუნქტი კი ოპოზიიცამ ვერ შეასრულა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გეთანხმები, განწყობა ქმნის ილუზიას, მაგრამ მაგას კონტრასტული ილუზია ჰქვია,

თუ გავიხსენებთ ჩვენს უახლოეს ისტორიას, რომელიც ძირითადად ნეგატიური შინაარსით იყო სავსე და დიდი როლი ამაში, ჩვენს ,,სასიქადულო" ეროვნულებს და მერე ცით მოვლენილ შევარდნაძეს მიუძღვით, მაგიტომ ახლანდელმა მცირედმა პოზიტივმა-,,შუქი" ,,გაზი" ,,ასფალტი" უფრო დიდ მნიშვნელობა, პოზიტიური ელფერი შეიძინა და ხალხი აი ამ კონტრასული ილუზიის ტყვე გახდა. უზნაძის მიხედვით მასეა, კი.

მაგრამ ნორმალური ადამიანისთვის კონტრასტული ილუზია უსასრულოდ არ გრძელდება, გარკვეული დროის მერე ადამიანის ცნობიერება უბრუნდება ობიექტური რეალობის აღქმას. ხოლო თუკი უსასრულოდ გაგრძელდა, მაშინ საქმე გვაქვს არაჯანმრთელ ფსიქიკასთან, ანუ ილუზიის ტყვეობასთან,

რასაც ჩვენს ენაზე არაადექვატურობა ჰქვიან. მაგის პროცენტული გაანგარიშებაც შეიძლება, რამდენს ანგარებით სურს ეს ილუზია რეალობად

გაასაღოს და რამდენი პროცენტი უბრალოდ ტყვეა ამ ილუზიის. მაგის გარდა, მუდმივი აპელირება მოსალოდნელ დაპყრობაზე და დაბომბვაზე

სტრესირებული ადამიანების თავდაცვის ინსტიქტს აღვიძებს და შემოთავაზებულ სასიამოვნო ილუზიას ან ,,ნათელ მომავალს" უკრიტიკოდ ღებულობენ.

ასე რომ ყველაფერი კარგად არის გაანგარიშებული, მაგრამ ანალიზი, მოვლენის შესწავლა და გამოსავლის პოვნა ოპოზიციაში არავის აინტერესებს,

მაგათთვის მთავარია ყველაზე მაღლა ახტნენ, რათა გადმოგდებული ძვალი ჰაერში დაიჭირონ.

Edited by Marta1
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

განწყობას ქმნის შეღებილი ფასადებიც, გრანდიოზული კონცერტები ქალაქში სადაც ყოველი დიდი წვიმისას კანალიზაცია ქუჩებში მიედინება.

 

2-3 წლის წინ ბრიუსელში ვესწრებოდი ევროკავშირის დიდ კონფერენციას აფრიკის ქვეყნებზე. 5-6 აფრიკელი პრეზიდენტი იყო მიწვეული და მთელი ევროკავშირი ჯორავდა დახმარებებს ჯიბეში რატომ იდებთო. მოკლედ მოწვეული მომხსენებელი იყო ერთი ევროპელი ექსპერტი და მაგარი მოხსენება გააკეთა როგორ იქცევიან ადგილობრივი აფრიკული ავტორიტარული რეჟიმები. მთავარი აზრი ის იყო, რომ ამ ავტორიტარებს ძირითადი აქცენტი სულ შადრევნებზე და ფასადებზე აქვთო, რომ მოგესმინა ანგარიში და ბოტსვანის და მუმბა იუმბას მაგივრად საქართველო ჩაგესვა, ნაღდად არაფერი შეიცვლებოდა. მეგონა მიშაზე ლაპარაკობს ეს კაცი თქო.

----------------

მე ყველაზე მეტად მომწონს მიშას ტერმინი სამართლიანობის განცდა. იმას კი არ გვპირდება სამართალს დავამყარებო :D, განცდას შეგიქმნითო :D

Edited by ტაშიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი რით მოიგეს ანცებმა....

შექმნეი განწყობა და აქციე რეალობად :) .

 

ჩემს მიერ ჩამოთვლილი 5 პუნქტი კი ოპოზიიცამ ვერ შეასრულა

 

 

შენ რა რამის იმედი გქონდა მართლა ამ არჩევნებზე? ეგ იქით იყოს და ესეთივე პონტი იქნება საპარლამენტო არჩევნებზე და საპრეზიდენტოზეც.ეხლა ნაცები კონსტიტუციასაც შეცვლიან და რუსეთსაც ჩაახუტებენ საქართველოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...