Jump to content
Planeta.Ge

ბოიკოტი ყველანაირ არჩევნებს!


Recommended Posts

b]Lo Janko[/b]

ბოლო 20 წელია რაც საქართველოში გვესმის არჩევნებით (ან არჩევნების გარეშე) მოსული ხელისუფლების შეპირება და მცდელობა უკეთესი საქართველოს მშენებლობისა. მიუხედავად ყველა მცდელობისა დღემდე პროგრესი არ ჩანს, არ იქმნება ქვეყნის განვითარებისათვის საჭირო სიმძლავრე. რაში მდგომარეობს პრობლემა, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში? პასუხი ალბათ უნდა ვეძებოთ სოციუმის ურთულეს კანონზომიერებაში. გენიალურმა ალბერტ ეინშტეინმა კაცობრიობას უანდერძა – “არცერთი პრობლემა არ შეიძლება გადაწყდეს აზროვნების იმ დონეზე, რა დონეზეც ის შეიქმნა” ანუ პრობლემის გადასაწყვეტად აუცილებელია აზროვნების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლა და აზროვნების იმ დონიდან მისი გადაჭრა.

 

არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩატარდა არჩევნები, რომელმაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში გამოიწვია უკმაყოფილება და დაბადა ბევრი კითხავა. მომავალში ჩატარდება ახალი არჩევნები, გაამართლებს თუ არა ის ჩვენ მოლოდინს? დემოკრატიული არჩევნები ყოველთვის გვაძლევს სასურველ შედეგს?

 

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, განვიხილოთ საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი (შესაძლებელია შეგნებულადაც დახურული თემა) დემოკრატიული კენჭისყრის მექანიზმი, და რა დასკვნამდე მივყავართ მათემატიკურ ლოგიკას და ფილოსოფიურ გააზრებას რეალური დემოკრატიის დამკვიდრებისათვის.

 

XVIII საუკუნეში საფრანგეთში ცხოვრობდა მოაზროვნე ფილოსოფოსი-განმანათლებელი, მათემატიკოსი, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის მუდმივი მდივანი და პოლიტიკური მოღვაწე (საკანონმდებლო კრების დეპუტატი 1791წ, საფრანგეთის ლიბერალური კონსტიტუციის ავტორი) მარი-ჟან ანტუან ნიკოლა კარიტა მარკიზ დე კონდორსე (1743-1794წ.წ.). ერთხელ აკადემია წყვეტდა ერთ ბანალურ საკითხს: სად ჩაეტარებინათ მორიგი სხდომა. ჯერ აკადემიკოსებმა უყარეს კენჭი, რომ სხდომის ჩატარება უკეთესია ვერსალში ვიდრე პარიზში, შემდეგ – უკეთესია ფონტებლოში, ვიდრე ვერსალში და ბოლოს გადაწყდა რომ ჯობია ჩატარდეს პარიზში ვიდრე ფონტებლოში. ამ შემთხვევამ დაუდო საწყისი კოლექტიური გადაწყვეტილების კანონების შესწავლას, რამაც კონდორსე მიიყვანა საინტერესო დასკვნამდე: რიგ შემთხვევაში შეუძლებელია რაიმე შეთანხმებული გადაწყვეტილების მიღება და შესაძლებელია ისეთი გადაწყვეტილების მიღებაც, რომელსაც მხარს არ უჭერს კენჭისყრაში მონაწილე არცერთი პირი.

 

1785 წელს კონდორსემ გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელიც მიეძღვნა დეპუტატების არჩევისას კოლექტიური გადაწყვეტილების მიღების პრობლემებს. დღეისათვის ნაშრომი ცნობილია როგორც კონდორსეს პარადოქსი და პრინციპი.

მარტივად რომ ვთქვათ კონდორსეს პარადოქსი გამოიყურება შემდეგნაირად, დაუშვათ კომიტეტი, რომელიც შედგება პავლე, პეტრესა და ივანესაგან უნდა უპირატესობის მიხედვით განალაგონ სამი კანდიდატი A,B,ჩ. პავლე განალაგებს შემდეგნაირად A,B,ჩ პეტრე – BB,ჩ,A, ივანე კი ჩ,A,B. ხმების დათვლას მივყავართ ციკლამდე: A უგებს B, B უგებს ჩ კი უგებს A – ყველა უგებს ორ ხმას ერთს.

კონდორსეს პრინციპის შესაბამისად, რათა გაირკვას უმრავლესობის ჭეშმარიტი ნება აუცილებელია, ყველა ამომრჩეველმა ყველა კანდიდატს ჩაუტაროს რანჟირება (გერმ. ღანგიеრუნგ – განაწილება როგითობის მიხედვით) რიგითი უპირატესობის მიხედვით.

ჯერ კიდევ კონდორსემდე მისი მეგობარი მათემატიკოსი ჟან-შარლ ბორდა ცდილობდა ეპოვა კენჭისყრის საუკეთესო წესები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შესაძლებელია მრავალი წესის გამოყენება, მაგრამ მათი შედეგი შესაძლებელია იყოს საპირისპირო, გამარჯვებული ერთი წესის გამოყენებით შესაძლებელია აღმოჩნდეს ბოლო სხვა წესის გამოყენებით.

 

კენეტ ჯოზეფ ეროუ (Kენნეტჰ ჟოსეპჰ Aრროწ ლაბ. 1921წ. ნიუ-იორკი) ამერიკელი ეკონომისტი, 1972 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში (წონასწორობისა და კეთილდღეობის საერთო თეორია), კოლუმბიის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი, მუშაობდა ჩიკაგოს, სტენფორდის და ჰარვარდის უნივერსიტეტებში. საერთაშორისო ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტი (1983-86), ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტი 1973წ., დაჯილდოვებულია ჯონ ბეიტს კლარკის მედლით 1957წ., ჯონ კომონსის პრემიის ლაურეატი 1973წ.

ძირითადი ნამუშევრები: “საზოგადოებრივა არჩევანი და ინდივიდუალური უპირატესობანი”; “ნარკვევები წრფივ და არაწრფივ პროგრამირებაში”; “ეკონომიკის არსის შემეცნება პრაქტიკის მეშვეობით”.

ეროუს წონასწორობისა და კეთილდღეობის საერთო თეორია ჩვენ სამყაროში შევიდა, როგორც სენსაციური აღმოჩენა და წერტილი დაუსვა ოცნებებს იდეალური დემოკრატიის შესახებ. მას გამოყოფილი აქვს ხუთი მკაცრი აუცილებელი პირობა რაციონალური დემოკრატიული არჩევნებისათვის, როგორც ამომრჩეველთა ნების გამოვლენის მექანიზმი.

1. ყველა მოქალაქეს არ ანიჭება მოქალაქეობა;

2. ყველა მოქალაქეს არ აქვს უფლება მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება;

3. ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს ხმის მიცემის უფლება არ აქვს ულება იყაროს კენჭი;

4. ერთი და იგივე კრიტერიების მნიშვნელობა სხვადასხვა ადამიანებში ყოველთვის იქნება სხვადასხვა, ისევე როგორც გათვითცნობიერება ამ კრიტერიებისადმი კანდიდატების შევაბამისობის თაობაზე. აქედან გამომდინარეობს ამომრჩეველთა უთანასწორო კომპეტენტურობა მათი ხმათა “წონის” ტოლობის დროს;

5. დემოკრატიული პრინციპები უნდა გავრცელდეს საზოგადოებრივი ურთიერთობების მხოლოდ მცირე ნაწილზე და მხოლოდ გარკვეული დროით განსაკუთრებულ შემთხვევებში.. დანარჩენში უპირატესობა უნდა მიენიჭოს დიქტატურას, აშკარას ან ირიბს. რეალური დემოკრატია ითვალისწინებს არა მარტო თანაბარ უფლებებს, არამედ არათანაბარ საშუალებას საზოგადოებრივი ცხოვრების დიდ ნაწილში.

ყველაზე მართებულ საარჩევნო სისტემას ყველაზე დემოკრატიულ საზოგადოებაშიც ძალუძს მიიყვანოს მარტო იმ სიტუაციამდე, სადაც ამომრჩეველთა არჩევანი თანასწორად არის გადაწილებული, ასეთი მდგომარეობის შექმნა შეუძლებელია დემოკრატიული ხერხებით, ხოლო დიქტატორული საშუალებების გამოყენება დაუშვებელია. ანუ ეროუ მათემატიკურად ამტკიცებს, რომ რეალური დემოკრატია არ შეიძლება იყოს სრული.

შეუძლებელია ვიპოვოთ მეთოდი, რომელიც აკმაყოფილებს ეროუს ყველა აქსიომას და არ იყოს დიქტატორული.

კ. ეროუმ მათემატიკური მეთოდით დაადგინა რომ:

1. არჩევანი უნდა იქნეს განსაზღვრული იმავე სისტემაში, სადაც ის არის ფორმულირებული (ჰომოგენურობის აქსიომა), ანუ თუ ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, უნდა ავირჩიოთ ის რომელიც ჩვენი აზრით უკეთ მართავს ქვეყანას და არა ის, რომელიც უკეთ გამოიყურება ან უფრო გონებამახვილია სხვაზე.

2. არჩევანი უნდა იყოს დამოკიდებული ამომრჩეველთა ინდივიდუალურ სურვილზე თუ ვის ანიჭებს უპირატესობას, გარდა ამისა უნდა იყოს უნივერსალური, ანუ გასცეს პასუხი საზოგადოების წევრების ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში (უნივერსალურობის აქსიომა), ეს გულისხმობს, რომ თუ ამომრჩეველთა ნაწილის სიმპათიები იცვლება, საზოგადოებრივმა არჩევანმა უნდა გაითვალისწინოს ცვლილებები და გვეხმარება თავიდან ავიცილოთ ჩაკეტილი ციკლები.

3. თუ კენჭისყრის დროს ყველა მიეცა პეტრეს არჩეული უნდა იყოს პეტრე და არა პავლეს (ერთხმიანობის აქსიომა), რომელსაც ხმა არავინ მისცა.

და ბოლოს, არჩევანი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმ ალტერნატივებისაგან, რომლებიც არ მონაწილეობენ არჩევნებში, ანუ თუ ამომრჩევლებმა უნდა მიანიჭონ უპირატესობა არჩევნებში მონაწილე ალტერნატივებს და არა ზეწოლის ქვეშ (დამოუკიდებლობის აქსიომა), ეს გულისხმობს, რომ თუ საჭიროა გაკეთდეს არჩევანი პეტრესა და პავლეს შორის კენჭისყრაში მონაწილე ხელმძღვანელობს იმით თუ რომელ კანდიდატს ანიჭებს უპირატესობას და არა იმით, რომ ხმას მისცემდა ივანეს თუ ის იქნებოდა ერთერთი ალტერნატივა.

 

თუ გავერკვევით საფუძვლიანად, ეროუს აქსიომები თავისთავად არის დიქტატორული კენჭისყრის მეთოდები შეზღუდვები, როგორც კანდიდატთა რიცხოვნობაზე, ასევე მათი კვალიფიკაციაზე დიქტატორულია. დემოკრატიული პრინციპებით არჩეული პარლამენტი, სრულიად დიქტატორულად ამკვიდრებს კანონებს და არც ეკითხება ამომრჩევლების ნებას. თავის არსში ეს ნიშნავს, რომ აუცილებელია დემოკრატიის მცნების არსის გადახედვა.

ცნობილია, რომ მიზანშეწონილია სამუდამო მოსამართლეების ინსტიტუტეს არსებობა სრულიად დიქტატორული უფლებამოსილებით, იმ გააზრებით, რომ პოლიტიკურმა კონიუნქტურამ ვერ მოახდინოს გავლენა მათ პროფესიონალიზმზე. მაგრამ სხვა სახელმწიფო მოხელეებმა არ უნდა გამოავლინონ თავისი პროფესიონალიზმი დამოუკიდებლად?

ჩნდება შეკითხვა, სინამდვილეში არჩევითი დემოკრატია არის ხალხის ხელისუფლება? სავსებით ცხადია, რომ ხელისუფლება ეკუთვნის მას, ვისაც ეკუთვნის, ხოლო პირველობისათვის პრეტენდენტები კამათის დროს კი ხალხს იყენებენ როგორც ერთ-ერთს არგუმენტებიდან.

არ ჩავღრმავდეთ პოლიტიკაში, თუმცა თავისთავად საკითხი – სრული პოლიტიკაა. თუ განვიხილავთ ამ პრობლემის არსს, ვნახავთ, რომ სინამდვილეში ეროუს თეორემა არის “ბურედანის ვირი”ს (“ბურედანის ვირი” ფილოსოფიური პარადოქსი ცნობილია არისტოტელეს შრომებიდან, სადაც დასმულია საკითხი, თუ როგორ შესწევს უნარი ვირს, ორი ერთნაირი შეთავაზებული თივის ზვინისაგან გააკეთოს რაციონალური არჩევანი) გაფართოებული და გართულებული ვარიანტი, რომელსაც აბსტრაქტულ ფორმაში არ აქვს პასუხი და ისე არის ფორმულირებული, რომ არ ჰქონდეს პასუხი თუ A=B მაშინ B=A.

ისტორიულად დედამიწის მოსახლეობის ხალხები, რომლებიც შორს იყვნენ მათემატიკის ნიუანსებიდან, მარტივად პოულობდნენ გამოსავალს ჩიხური მდგომარეობიდან, მოყავდათ დიქტატორები, რომლებიც თავისი ხელისუფლებით ასრულებდნენ ცხოვრების მოთხოვნებს. ჩნდება კითხვა, ვინ და როგორ მოვიყვანოთ დიქტატორი ხელისუფლებაში? გადაწყვეტილების მიღების სპეციალისტები (არსებობენ ასეთი სპეციალისტები) გვეძლევენ რეკომენდაციას – დიქტატორი უნდა იქნეს არჩეული დემოკრატიული მეთოდებით.

სინამდვილეში დიქტატურა თავისთავად არ არის არჩევანის პრობლემის გადაწყვეტა. პრობლემა არც კენჭისყრაშია, როგორც ასეთში, არამედ გარკვეულ კრიტერიებს დაქვემდებარებულ ალტერნატივებს შორის არჩევანშია.

 

დემოკრატიული არჩევნები შეიძლება ითქვას არის რომელიღაც პროექტის ხელმძღვანელის პოსტზე საუკეთესო კანდიდატის არჩევნები. ამავე დროს არსებობს ამ კანდიდატებს შორის სხვაობა ამ პროექტის ხელმძღვანელობის შესაძლებლობის თაობაზე. ჩნდება შეკითხვა, შეუძლიათ თუ არა, მათ ვინც ერკვევა საკითხში უარესად, აირჩიონ ის ვინც ერკვევა უკეთ? და თუ არ იციან საერთოდ რატომ არის საჭირო არჩევანი? თუ მოქალაქეები განსხვავდებიან ჭეშმარიტი კრიტერიუმების შეფასების უნარით, მაშინ უნდა განსხვავდებოდეს მათი ხმის წონაც. დემოკრატიულ ქვეყნებში მოქალაქეთა გარკვეული ნაწილისათვის არსებობს შეზღუდვები არჩევნებში მინაწილეობაზე. მაგალითად, ბავშვები: თურმე ისინი არ ყოფილან კომპეტენტურები დიდებთან შედარებით (ვითომ როგორ, დიდების ნაწილი უფრო კომპეტენტურია ბავშვებზე?). და ეს ზღვარი გაყვანილია სავსებით დიქტატორულად.

დღეისათვის მთავარი ხმების დათვლის სისწორეში არ მდგომარეობს. პოლიტიკაში, როგორც ბიზნესში ყველაფერს წყვეტს სამი ფაქტორი: ლიდერის ენერგია, იდეა და ორგანიზაცია.

სპეციალისტებმა კარგად იციან, უკეთესია პრობლემის გაჩენის მიზეზის აღმოფხვრა, ვიდრე ებრძოლო პრობლემის შედეგს, როგორც ამას გვთავაზობს ეროუ. მარტივად რომ ვთქვათ, კიდევ არჩევნებამდე უნდა გამოვრიცხოთ პატური სიტუაციები. ასეთი მიდგომა გამოიყენება პრაქტიკაში პარლამენტში არაპროპორციული წარმომადგენლობის სახით, როდესაც პარტიამ რომელმაც მიიღო ხმათა უმრავლესობა, იღებს ადგილების აბსოლუტურ უმრავლესობას. არის სხვა ვარიანტიც, მაგ. ფიზიკური მოცილება, შანტაჟი, მოსყიდვა, ზეწოლა, მაგრამ ამ პირობებშიც არ არის შესაძლებელი გამოსვლა პატური სიტუაციიდან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 81
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

giauridia

მომავალში ჩატარდება ახალი არჩევნები, გაამართლებს თუ არა ის ჩვენ მოლოდინს? დემოკრატიული არჩევნები ყოველთვის გვაძლევს სასურველ შედეგს?
დემოკრატიული არჩევნები იძლევა თუ არა სასურველ შედეგს ეს ჩვენ ჯერ არ ვიცით, მაგრამ არადემოკრატიული რა შედეგს იძლევა უკვე ვიცით და ეს არ არის სახარბიელო შედეგი.

 

ანუ თუ ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, უნდა ავირჩიოთ ის რომელიც ჩვენი აზრით უკეთ მართავს ქვეყანას და არა ის, რომელიც უკეთ გამოიყურება ან უფრო გონებამახვილია სხვაზე.
არსებობს საზოგადოების სხვადასხვა ტიპი, როგორც ეტყობა ქართული საზოგადოება ქალური ტიპისაა, ამიტომ სულ არაა გასაკვირი, რომ პრეზიდენტს ვირჩევთ გარეგნობის მიხედვით. მერე კი ვკრუტუნებთ, როცა ეს პრეზიდენტი მოძალადე გამოდგება და გვაუპატიურებს.

და ყველაფერს ამას ვუძლებთ მანამ, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ჩვენი სატრფო თურმე ყარამან ყანთელი არ ყოფილა, მაგრამ საუბედუროდ ამასობაში უკვე ძალიან დაგვიანებულია.

 

 

 

 

პ.ს. საინტერესოდ წერ, მაგრამ ცოტა მოკლე პოსტებს თუ დადებ უფრო მეტი ეფექტი ექნება. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

 

ძველ საბერძნეთში, ათენში (ჩვ. წ.ა. 640-559წ.წ) ცხოვრობდა პოეტი, სოციალური რეფორმატორი, პოლიტიკური მოღვაწე, მხედართმთავარი, სალამინთან ბრძოლის გმირი, შვიდ აღიარებულ უდიადეს ბრძენთა შორის ერთ-ერთი _სახელად სოლონი.

ახალი მმართველობის სისტემის დაბადება ყოველთვის დაკავშირებულია სიძნელეებთან: ზოგი პრეტენზიას აცხადებს მმართველობაზე, ზოგი მდიდრდება, ზოგიც ღარიბდება და ა.შ სოლონამდე ანტიკურ საბერძნეთშიც შეიქმნა ასეთი ვითარება, სამართალი არ არსებობდა. არა, კანონები კი არსებობდა, მაგრამ დრაგონის (ან დრაკონის), ადამიანის მოკვლისათვის სიკვდილით დასჯა, ხახვის მოპარვისათვის სიკვდილით დასჯა. მოკლედ ყველა დანაშაულისათვის სიკვდილით დასჯა.

ახალგაზრდობაში სოლონს შესთავაზეს ჩაეტარებინა რეფორმები და შედეგად მისმა რეფორმებმა დაუდო საფუძველი ათენის ანტიკურ დემოკრატიას. ყველაფერი ეს რომ ამუშავებულიყო შემოიღო კანონი, რომელიც ძალიან აფართოებდა სახალხო კრების უფლებამოსილებას, მან შექმნა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ოთხასთა საბჭო ანუ ბულე და მისცა მას დიდი უფლებამოსილება. ყველა ზემოაღნიშნული ორგანო იყო არჩევითი და ექვემდებარებოდა მუდმივ როტაციას. სოლონმა მიაღწია მიეღოთ კანონი, რომელსაც ერქვა ატემია, რაც ნიშნავდა “ღირსების აყრას”. მოქალაქე, რომელიც არ მონაწილებდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, ექვემდებარებოდა ათემიას (სამოქალაქო უფლებების წართმევა). თუ ვინმე შეუქმნიდა საფრთხეს დემოკრატიას ეჭვის დონეზეც კი, მათ მიმართ სოლონმა შემოიღო ოსტრაკიზმი (ოსტრაკონი – სპეციალური თიხის ფილა, სადაც იწერებიდა იმ მოქალაქის გვარი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა დემოკრატიას). საინტერესოა, რომ არქეოლოგებმა აღმოაჩინეს თიხის ფილა (ოსტრაკონი), სადაც ნახევრადგანათლებული ადამიანის ხელით იყო ამოფხაჭნილი “ფემისტოკლე” და ფემისტოკლეს თავისი ქვეყნის უდიადესი პატრიოტს, სალამინთან ბრძოლისა და სპარსეთ-საბერძნების ომის გმირს, არქონტს და სტრატეგს, ამ კანონის საფუძველძე გაძევებული იქნა ათენიდან, ღალატისათვის მიესაჯა სიკვდილით დასჯა.

სოლონს შეეძლო აეღო სრული ძალაუფლება ხელში – მას შესთავაზეს ერთპიროვნული მმართველობაც, მაგრამ, როგორც წერს არისტოტელე “მას უნდოდა სამშობლოს გადარჩენა და კარგი კანონების შემოღება”.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სანამ ქართულოი საზოგადოება არ შეიცვლება, არც არჩევნებს აქვს აზრი და არც ბოიკოტს...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სხვათა შორის ნუკრი შენს იდეას ნაწილობრივ ვიზიარებ და ნაწილობრივ არა:D

რატომ ვიზიარებ

 

იმიტომ რომ სანამ გაგრძელდება ეს სტაგნაციური სიტუაცია მანამდე ქვეყანაშI არაფერი შეიცვება, ამიტომ საჭიროა რეალური კრიზისი რომელიც შეცვლის ყველაფერს...

 

მაგრამ არის მეორე მომენტი არით თუ არა საზოგადოებაში ძალა რომელიც კრიზისის მომენტში აიღებს ხელში ძალაუფლებას, ჩემი აზრით არა იმიტომ რომ რეალურად არ არსებობს პოლიტიკური ალტერნატივა, საზოგადეოაში არ მომწიფებულა ჯერ ისეტი ძალა რომელიც შეძლებს საკუთარ ხელში აიღოს პასუხისგებლობა, ალტერნატივა რეალურად მხოლოდ ულტრანაციონალისტური ჯგუფებია რომლებიც წამოყოფენ თავს პირველივე პრობლემის დრო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

სანამ ქართულოი საზოგადოება არ შეიცვლება, არც არჩევნებს აქვს აზრი და არც ბოიკოტს...

ქართული საზოგადოების შეცვლის სამი გზაა IMHO: :sorry:

1. გავასახლოთ ქართველები რუსეთში (რადგან მენტალურად ყველაზე ახლოს რუსებთან ვდგავართ და თან რუსებს საკმარისი ტერიტორია აქვთ რეპატრიანტების მისაღებად) და მათ ნაცვლად ჩამოვასახლოთ კანონმორჩილი და "შეგნებული" გერმანელები და სკანდინაველები. აქ პრობლემა იქნება მხოლოდ ის რომ ეს ხალხი საჭირო რაოდენობით შეიძლება არ დაგვთანხმდეს ჩამოსახლებაზე და უარი თქვას მართლმადიდებლობის მიღებაზე;

2. დაველოდოთ სანამ დღევანდელი საზოგადოების (ჰომო სოვეტიკუსების) ყველა წევრი არ მოკვდება, თუ სამშობლოს სტრატეგიული მიზნები ითხოვს შეიძლება ცოტათი წავეხმაროთ კიდე ამ საქმეში და მერე ახალი უბიწო თაობის მეშვეობით წინ ნატოსაკენ. აქ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სიკვდილიანობა არ არის საკმარისად მაღალი რათა ნათელი მომავალი მალე დადგეს.

3. დაველოდოთ სანამ ხალხის ტვინში მოხდება გარდაქმნა ჰომო სოვიეტიკუსიდან ჰომო პოლიტშეგნებულამდე (პოლიტშეგნებული ეს ის პირია ვინც უკანმოუხედავად დედას აგინებს რუსეთს და რუსეთუმეებს და აღიარებს მხსნელის არსებობას საქართველოში). აქ პრობლემა ის, რომ ჰომო სოვიეტიკუსების ტვინი არ ექვემდებარება გარდაქმნას. ამიტომ ეს გზა უპერსპექტივოა.

 

ასე რომ, აწი თვითონ განსაზღვრეთ აქვს თუ არა არჩევნებს ან მის ბოიკოტს აზრი. :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სანამ ქართულოი საზოგადოება არ შეიცვლება

 

სანამ თვითონ არ შეიცვლები არაფერი შეიცვლება

Lo Janko

გეთანხმები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხომ არ გვეცადა ერთიც _ აზროვნება,

დრომ დაგვარწმუნა, რომ თავისთავად არაფერი შეიცვლება, თუ ჩვენ თვითონ არ შევიცვალეთ.

ამ ცვლილებას ღრმა გააზრება სჭირდება, რადგან, ერთი მხრივ, დასადგენია _ რაა ჩვენში შესაცვლელი, მეორე მხრივ _ როგორ და საიდან დავიწყოთ ეს ცვლილება.

ჩვენი დროის უბედურება ის არის, რომ თანამედროვე მეცნიერული დასკვნების აღქმა, შესაბამისად ფიქრი და მოქმედება აღარ შეგვიძლია. და თუ ჩვენს საზოგადოებაში მოაზროვნე ადამიანები ჯერ კიდევ შემორჩნენ, მაშინ ვალდებულნი ვართ, ერთმანეთი მოვძებნოთ და გავაძლიეროთ, რადგან

”არავინ ანთებს სანთელს, რომ ჭურჭელი დაახუროს ან საწოლქვეშ დადოს: არამედ სასანთლეზე დადებს, რათა შემომსვლელებმა იხილონ ნათელი” (ლუკა 8. 16.).

“მოაზროვნე ადამიანების მცირე ჯგუფებად ჩაკეტვა, იზოლაცია ასუსტებს ერის ფილოსოფიურ სულს და ხალხი სულიერ სიღატაკემდე მიჰყავს” (ალბერტ აინშტაინი).

ცვლილებას რაც შეეხება

ზოგადად ყველა სისტემა მორგებულია ადამიანებისთვის და მათი კეთილდღეობისათვის

მუდამ ჩვენ ჩვენი კონფორტისთვის ვცვლით გარემოს ... რათა ეს გარემო კონფორტულად მოგვერგოს ჩვენ

თუ საზოგადოება სტერეოტიპების გარკვეული დროის მანძილზე მსხვერპლი ხდება ეს დროებითია გადაივლის და შესაბამისი სწორი ააზროვნება ჩაანაცვლებს მითებს .... ხოლო თუ ხელს გიშლიან და მიგითითებენ იპოვო საკუთარი ადგილი ეს უკვე რთულია

დღეს მოაზროვნე ადამიანების 90% იგივე საქართველოში გაზუზუქებულია და თავისი მშვენიერებით ტკბები კომპიუტერის ან ლამაზი ოფისის მაგიდასთან... ერთგვარი ფარშევანგის ეფექტი ეცა ყველას :)) პრანჭვის მეტს არაფერს აკეთებენ...

არ ითვალისწინებენ მარტივ ჭეშმარიტებებს და ცდილობენ, როგომე დოვლათი მოიხვეჭონ...

მეორე ნაწილი კი უბრალოდ ჩრდილშია.. სიზარმაცე და სოციალური წნეხი არ აძლევს გაქანების საშუალებას...

 

nuaka

რატომ არ უშვებენ წინა ფლანგზე ახალგაზრდულ ძალებს?

ოპოებზე მაქვს საუბარი

არ გვამჩნევენ :)

 

არადა ზღვა ენერგია, ზღვა ენთუზიაზმი და რაც მთავარია შემეცნებისთვის ღია გულები გვაქვს :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

wanderer

ნუ ვეძებთ ღვთის სამეფოს ნურც ცაში, ნურც მიწიერ სამოთხეში, ის თითოეული ჩვენგანის არსშია. საკმარისია ადამიანმა ამ უდიადესი ენერგიის, უმაღლესი კანონზომიერების, ჭეშმარიტების ძიება საკუთარი “მე”-ს გარეთ დაიწყოს და ის უკვე ფეხით თელავს იმას, რასაც ეძებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giauridia

წამო ნიშჩე გავხსენი

 

სულ მევასებოდა ამ კაცის უკმაყოფილო და შეურაცხადი აზრები :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

chegesto

დამიანი თავისი ბუნებით პოლიტიკური არსებაა, რომელიც თავის თავს სრულყოფილად მხოლოდ სახელმწიფოში ამჟღავნებს. არისტოტელე მოქალაქედ მას მიიჩნევს, ვისაც საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია. სახელმწიფო მოქალაქეთა ერთობლივი არსებობისათვის საკმარისი თვითშემკრავი ფენომენია. ასეთ პოლიტიკურ საზოგადოებას ხალხისათვის სიკეთე, ანუ მშვიდობა მოაქვს და შრომის შემდეგ დასვენება. აქ ნათლად ჩანს აზრი: სახელმწიფო _ ადამიანისათვის და არა ადამიანი _ სახელმწიფოსათვის.

 

ნუ გეშინიათ მკვლელების, რადგან მათ, უკიდურეს შემთხვევაში, მხოლოდ მოკვლა შეუძლიათ. ნუ გეშინიათ მეგობრების, რადგან, უკიდურეს შემთხვევაში, მათ მხოლოდ ღალატი შეუძლიათ. გეშინოდეთ გულგრილი ადამიანების, რადგან მათი ჩუმი თანხმობით ხდება ყველა ამაზრზენი დანაშაული დედამიწაზე!”

ამიტომ შევთანხმდეთ _

გულგრილობა ბოროტებაზე უფრო საშინელია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giauridia

გულგრილობა ბოროტებაზე უფრო საშინელია.

გეთანხმებით!!

 

სწორედ ამაზე ვსაუბრობდი ზემოთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...