Nukriko Posted January 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 უხილავ მტრებად მიიჩნევა ის ძალები, რომლებიც ვითომდა რეალურ პოლიტიკურ ცხოვრების უკან იმალებიან და მართავენ პოლიტიკას და საზოგადოებრივ სფეროებს. უხილავი მტერი არის ყველანაირ უბედურების თავი უხილავი მტერი არის ძალიან ძლიერი უხილავი მტერი ებრძვის ჩვენ ფასეულობებს, განსაკუთრებით კი ჩვენს რწმენასუხილავი მტერის შიკრიკები არიან ყველაზე მარგინალური პოლიტიკური ძალებიუხილავი მტერის მიზანი არის ჩვენი საბოლოო დამონებაუხილავი მტერის შიკრიკებად მიიჩნევა ყველა არასასურველი ძალა ეთნიკური მიზეზები: უხილავი მტერი რომელსაც ნაწილობრივ ვხედავთ ეს არიან (გერმანიაში ებრაელები) საქართველოში სომხები (რადგან სომხები საქართველოში იმ როლს თამაშობდნენ, რა როლსაც ებრაელები გერმანიაში) სომეხი გენეტიკურად მტერია, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი საერთო გაგვაჩნია და ძალიან ცოტა შემთხვევაა სომხურ სახელმწიფოსა და ქარტულ სახელმწიფოს შორის ომების. 3-ჯერ მეტი არც ყოფილა ეს ამბავი. თუმცა ისტორიულად სომეხი მტერია. შესაბამისად ყველა უბედურების სათავე არის სომეხი. ვეძიოთ პოლიტიკოსებში მათ გენეოლოგიაში სომხური გვარი, ან ბებია ან დიდი ბებია და ა.შ და თუ ვიპოვეთ მათ წარმომავლობაში სომეხი, ესეგი ის არის ბოროტების და უბედურების თავი და თავი. რელიგიური მიზეზები: მასონებს უკავშირდება, ის ფასეულობები რომელიც მოჰყვება თანამედროვე სამყაროს, აღიქმევა მასონთა შეთქმულებად. ჩვენ გვართმევენ იმ ფასეულობებს (ხშირად გამოგონილია, არ არის ნახსენები ტრადიციებში მაგ:მარჯვენა ხელის მოჭრა, გასუფთავებულია იმ ტრადიციებისგან, ქართულ ტრადიციებზე წარმოდგენა, რომლებიც არ მოგვწონს და დატოვებუილია მხოლოდ მცირე ნაწილი და ისიც ბევრი გვიან გამოგონილია, რომლებიც ტრადიციად მონათლეს) შემოდის დასავლური ფასეულობები და ეს აღიქმევა როგორც ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ ჩადენილი დიდი შეთქმულება. ამიტომ სანამ დროა, უნდა ვუარყოთ ყველანაირი ახალი და მივუბრუნდეთ ძველს. უნდა ჩავქოლოთ მოღალატე ქალი (ნატვრის ხე) და უნდა ვიცხოვოროთ ფილმ "ნატვრის ხე:-ს საზოგადოებების წესების მიხედვით, რომ გადავრჩეთ და გადავარჩინოთ ჩვენი თვითმყოფადობა და რწმენა. პოლიტიკური მიზეზები: აგენტის და მოღალატის ფენომენ ეს ის ფენომენებია, რომელსაც აქტიურად იყენებს ჩვენი პოლიტ. ელიტა უკვე 20 წელია. რა თქმა უნდა არსებობს აგენტის და მოღალატის განმარტება, მარა ამ განმარტებას არ მივყვებით, აქეთ იქით რიგდება ეს "ჯილდოები" და რეალურად არაფერი კეთდება, რეალურ აგენტების წინააღმდეგ. რეალურად ყველა პოლიტიკური სისტემა როგორც წარსულში ისე დღესაც შორს არის იდეალურისგან. ის რომ იდეალური პოლიტიკური სისტემის მითმა იარსებოს და მისი ნაკლოვანებები არ გამოჩნდეს, ჩნდება „მტრის“ მითი, რომელიც ვითომ და ხელს უშლის ამ იდეალური პოლიტიკური სისტემის არსებობას. განსაკუთრებით „მტრის“ მითი არსებობს ავტორიტარულ და ტოტალიტარულ სახელმწიფოებში. ნაცისტი ფილოსოფოსის კარლ შმიტის მიხედვით, იმისთვის რომ სახელმწიფომ იარსებობს, მას ესაჭიროება მკაფიო გამიჯვნა ერთმანეთისგან „ჩვენიანების“ და „მტრების“.„მტრის“ მითი ძირითადად სჭირდებათ პოლიტიკოსებს, იმისთვის, რომ მათ შეძლონ ამ მითის საშუალებით საზოგადოების მანიპულირება. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 რომ ძალიან ბევრი საერთო გაგვაჩნიაამის გამოც არის ჩვენი "მტერი" ფორუმლა საკმაოდ მარტივია: "ცუდას რად უნდა მტერობა" --->მხოლოდ კარგებს ემტერებიან, ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nin... Posted January 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 (edited) ჩვენი უხილავი მტერია კიდევ საზოგადოების ქაოსით მართვის ხელოვნება, ანუ დღეს საზოგადოების ნაწილს, არც ხელისუფლება მოსწონს, არც ოპოზიცია, არიან შუა გზაში და არ იციან საით წავიდნენ, ხდებიან გულგრილები და ინერტულები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ცხოვრების მიმართ (აქ არ ვგულისხმობ, რომ ყველას ტრანსპარანტი ეჭიროს ხელში და ქუჩაში იდგეს, უბრალოდ, უმეტესობამ აღარ იცის, ვის უნდა მისცენ ხმა არჩევნებზე, ვის ენდონ... ), ესყველაფერი აქამდე მიიყვანეს ხელოვნურად... სპონტანურად არაფერი არ მომხდარა.... საზოგადოების უაზრო ტელე შოუებით გამოთაყვანება, ესეც მტერია სამწუხაროდ... უნდა ჩავქოლოთ მოღალატე ქალიკაცი? ქრისტიანული რელიგია მამაკაცსაც იგივენაირად სთხოვს ოჯახის ერთგულებას, როგორც ქალს ფორუმლა საკმაოდ მარტივია: "ცუდას რად უნდა მტერობა" --->მხოლოდ კარგებს ემტერებიან, +1 Edited January 24, 2010 by Nin... ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 ყველას თითო თითო სომეხი უნდა მოგამაგროთ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 კაცი? 011.gif ქრისტიანული რელიგია მამაკაცსაც იგივენაირად სთხოვს ოჯახის ერთგულებას, როგორც ქალსქართულ ტრადიციებზე იყო საუბარი და არა ქრისტიანობაზე ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 Nukriko (რადგან სომხები საქართველოში იმ როლს თამაშობდნენ, რა როლსაც ებრაელები გერმანიაში)არ დაიჯერო და ვაბშე ეთნიკური ნიშნით მტრობა..ია ვიცი ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nin... Posted January 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 (edited) ქართულ ტრადიციებზე იყო საუბარი და არა ქრისტიანობაზექართულ ტრადიციებში შედის მამაკაცი მხრიდან ღალატი? :O თუ ძველ ლიტერატურას დავეყრდნობით, აშკარად არა :Xესეც გვიანდელი "ტრადიციაა" მგონი ისე კი არ გაიგოთ, რომ ქალის მხრიდან ღალატის მომხრე ვარ... უბრალოდ კაცებმაც რომ ნაკლები იწანწალონ ჯობია, ჯანმრთელობაა ბოლო-ბოლო ოჯახის ერთგულება Edited January 24, 2010 by Nin... ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 და ვაბშე ეთნიკური ნიშნით მტრობა..ია ვიციყოფით დონეზეა საუბარი, რომელიც ჯერ არ გადასულა, პოლიტიკურ კონფლიკტამდე არ დაიჯეროკაპიტალის მატარებელი ცე4ნტრალურ ევროპაში ებრაელები იყვნენ, საქართველოში კი სომხები.. დღეს შეიცვალა ეს საკიტხი, მარა მიდგომა სომხებისადმი მაინც დარჩა იგივე.. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 ქართულ ტრადიციებში შედის მამაკაცი მხრიდან ღალატი? :O თუ ძველ ლიტერატურას დავეყრდნობით, აშკარად არა :Xესეც გვიანდელი "ტრადიციაა" მგონი ისე კი არ გაიგოთ, რომ ქალის მხრიდან ღალატის მომხრე ვარ... უბრალოდ კაცებმაც რომ ნაკლები იწანწალონ ჯობია, ჯანმრთელობაა ბოლო-ბოლო ოჯახის ერთგულება მე პირადად მხოლოდ ქორწინების შემდგომ მომხრე ვარასეთი ხედვა მაქვს და ნოვატორობას მაბრალებენ, ასეთი პროგრესული იდეებისთვის საზოგადოებაევროკავშირში შესვლის შემდგომ იქნება მზადო ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 ქართულ ტრადიციებში შედის მამაკაცი მხრიდან ღალატი? :O თუ ძველ ლიტერატურას დავეყრდნობით, აშკარად არა :Xესეც გვიანდელი "ტრადიციაა" მგონიკაცის ჩაქოლვა ღალატისთვის არ მსმენია მე, მარა აი ქალის ჩაქოლვა კი მსმენია. პატრიარქალური საზოგადოებისთვის დამახასიათებელია ისე კი არ გაიგოთ, რომ ქალის მხრიდან ღალატის მომხრე ვარ... უბრალოდ კაცებმაც რომ ნაკლები იწანწალონ ჯობია, ჯანმრთელობაა ბოლო-ბოლო ოჯახის ერთგულება 055.gifეს არ მაინტერესებს, ყველა ადამიანმა თავის საქმისა თვითონ იცის, უბრალოდ ცოლ-ქმრულ ღალატისთვის რომ არავინ უნდა ისჯებოდეს ეს ცხადია.. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted January 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 Nukriko, ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ მგონი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არ დაგისახელებია - მენტალური მიზეზი.ყველაზე დიდი უხილავი მტერი ჩვენი ბუნებაა, ჰომო სოვეტიკუსის მენტალობა, რომელსაც ნაცები ვითომ ებრძვიან, სინამდვილეში კი ვირტუოზულად იყენებენ.ის რაც შენ დაწერე შესაძლებელია მხოლოდ ასეთ საზოგადოებაში. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nin... Posted January 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 ეს არ მაინტერესებს, ყველა ადამიანმა თავის საქმისა თვითონ იცის, უბრალოდ ცოლ-ქმრულ ღალატისთვის რომ არავინ უნდა ისჯებოდეს ეს ცხადია..რა თქმა უნდა ცოლ-ქმრული ღალატისთვის კი სამწუხაროდ უნებურად ისჯებიან ბავშვები, კონფლიქტი და ცუდი ატმოსფრეო ოჯახში, მათ ფსიქიკაზე მოქმედებს ცუდად... კაპიტალის მატარებელი ცე4ნტრალურ ევროპაში ებრაელები იყვნენ, საქართველოში კი სომხები..+1 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 Lo Janko ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ მგონი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არ დაგისახელებია - მენტალური მიზეზი.მაგ მენტალიტეტს ეგ მითები ქმნის(იმჰო) ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted January 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 მაგ მენტალიტეტს ეგ მითები ქმნისჭანო, ვერ გეტყვი, შეიძლება მასეც იყოს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ამათ გამზადებული მასალა ერგოთ მემკვიდრეობით და უბრალოდ კომუნისტური მითოლოგიის ჩანაცვლებას ახდენენ ვარდების მითოლოგიით. ჩვენი პრეზიდენტი, რომ მითებისა და მითოლოგიური გმირების მოტრფიალეა ამისათვის უბრალოდ ქალაქში გასეირნებაც საკმარისია. ამავე დროს, ბოლო პერიოდში ახალი მითების შექმნაში თვითონაც აქტიურ მონაწილეობას იღებს. მაკკეინის დაჯილდოების ცერემონიის გახსენებაც საკმარისია. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 ჩვენისთანა დაბრიყვებული, დაბალ ღობედ მიჩნეული ერი, ჩვენისთანა სახელგატეხილი ძნელად თუ სხვა მოიპოვება დედამიწის ზურგზე. ვინც გნებავთ, ან ზედ გვაბოტებს, ან გვქელავს და მიწასთან გვასწორებს. ლამის კავკასიის ქედს აქეთ ჩვენი ხსენება გააჩანაგონ, ქართველების სახელი დედამიწის ზურგიდამ აღგავონ და ჩალასავით ქარს გაატანონ, თითქო არც ოდესღაც ვყოფილვართ, არც დღესა ვართ... სულით დაბალნი ჭკუა გონებით ჩლუნგნი, ზნეობადაცემულნი, სულელნი, უსწავლელნი, გაუნათლებელნი, გაღატაკებულნი, ფლიდნი, პირის გამტეხნი, მხდალნი-ლაჩარნი - აი ჩვენის სულიერ და ხორციელ ავლა-დიდების სურათი! აი რანი ვყოფილვართ, რანი ვართ დღეს იმათის სიტყვით, ვისაც ასე თვისდა სასარგებლოდ მიუჩნევია ჩვენის სახელის გატეხა, ჩვენი მიწასთან გასწორება. წერით თუ სიტყვით, შინ თუ გარეთ წელებზე ფეხს იდგმენ, რომ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ჩვენ სწორედ ასეთი უხეირონი და უღირსნი ვყოფილვართ და დღესაც ასეთნივე ვართ, თუ არ უარესნი. ამისთანა დაღით შუბლზე გაისტუმრეს ქართველის სახელი ევროპაში, საცა-კი ენა და კალამი მიუწვდებოდათ. ასეთივე სახელი გაუთქვეს ქართველებს თვით რუსებ შორისაც. მართალია, ვისაც - ევროპელს თუ რუსს - საკუთარის თვალით მოუჩხრეკია ჩვენი ავი და კარგი, ზოგიერთს რასმე ჩვენთვის სანუგეშოსაც ამბობენ, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ცოტანი არიან ამათში იმისთანანი, რომელთაც „თვისი სიტყვის საფუძველი სხვის გულისთქმაზედ არ დაედვას“, სხვის ფეხის ხმას არ აჰყოლოდეს, სხვის ჩაძახილი არ ამოეძახოს და აქ მოსვლისავე უმალ სხვის გულისთქმათა მახეში არ გაბმულიყოს. სახელის გატეხას თქვენი ჭირიც წაუღია. სიტყვითა და კალმით ქვეყანას ეფიცებიან, ვითომც კავკასიის ქედს აქეთ ტიბრისა და ეფრატის სათავეებამდე, თითქმის შავის ზღვიდამ კასპიის ზღვამდე, ეგრეთწოდებული არმენია (ვითომც სომხეთი) ყოფილა ათადამ-ბაბადამ დღევანდლამდე, და თუ სადმე ვიღაც „ვრაცები“ ყრილან - ერთი ათიოდე ბოსლის ადგილი თუ სჭერიათ და ისიც თითქმის სომეხთა მოწყალებით. თითონ ეს „ვრაცები“ ვითარცა ერი არარად სახსენებელია, იმიტომ რომ გაწყვეტასა და გადაშენების გზაზე დგანან და, თუნდ ესეც არ იყოს, ჭკუა იმათ არ გააჩნიათ, რომ თავბედისა გაიგონ რამ, აღებ-მიცემობის უნარი ღმერთს იმათთვის არ უღირსებია, მეურმეობისა და ჩალვადრობის მეტი სხვა ხელობა არ იციან და ის პატარ-პატარა საბოსლეებიც-კი ვერ მოუხმარებიათ, რომელთაც, ქვეყნის სასაცილოდ, საქართველოს ეძახიან. ან როგორ მოიხმარებენ, რომ ამისათვის არც ჭკუა-გონება უჭრით, არც გამრჯელობა, არც სწავლა-ცოდნა, არც სურვილი აქვთ, არც ხალისი - იცოდინონ და ისწავლონ რამ ოუნდ იმავ სომხებისაგან, რომელნიც ვითომც ღვთისაგან და ისტორიით მოვლენილნი არიან, რომ კულტურის დროშით ხელში ააყვავონ და გააბედნიერონ არამც თუ მახლობელი აღმოსავლეთი, არამედ შორეულიცა, ერთობ მთელი ბრიყვი და უმეცარი აზია. ამ სახით ხომ გვართმევენ ყოველს ეროვნულს ღირსებას, სთითხნიან ჩვენს ვინაობას, და რომ სულ მთლად ბოლო მოგვიღონ ქვეყნის წინაშე, გვიბათილებენ მთელს ჩვენს ისტორიასაც, ჩვენს ისტორიულს მატიანეებს, ისტორიულს ნაშთსა და სახსოვარსა, მთელს ჩვენს სისხლით-მოსილს ღვაწლს ქრისტიანობისათვის შეწირულსა, და ყოველს ამას თითონ იჩემებენ დიდის გაძვრენ-გამოძვრენითა. მართალია, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და სხვისა ღირსების ჩამორთმევით ან დაკლებით მათნი არც მოივლინებიან, არც გადიდდებიან, მაგრამ წადილის დაუჭირავსა ყური აქვს მოუსმენი და ენა გრძელი. რისთვის არის ატეხილი ეს მტვერ-ბუქი, ეს ფუქსავატი ჭექა-ქუხილი? იმისთვის, რომ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ამიერკავკასიაში ერთადერთი სომხის ერია, რომელიც ძველისძველადაც ყოფილა, დღესაც არის, და ამის გამო მომავალიც მისთვის უფრო უპრიანია, ვიდრე სხვისათვის, რადგანაც ისტორიულად დაამტკიცეს თვისი სულიერ-ხორციელი სიდიდე და ძალ-ღონე, თვისი შეურყევლობა და სიმაღლე ჭკუა-გონებისაო. ვისი უნარია ყოველივე ეს? ეს რა შავი ყორანია, რომ თავს დაგვტრიალებს, ზედ დაგვყეფს და დაგვჩხავის? ჩვენ ადრეც გვითქვამს და ეხლაც ვიტყვით: ღმერთმა გვაშოროს იგი ბრალი, იგი ცოდვა - მთელს ერს სომხისა შევწამოთ, რომელიც მარტო ერთს გვარს გუნდს სომხებისას და იმ გუნდის მწიგნობარ-მეცნიერთ ეკუთვნის. თუმცა ასეა, მაგრამ მინამ კალამს ხელში ავიღებდით ამ წერილის დასაწერად, დიდხანს ჩავუფიქრდით ერთს ჩვენთვის დიდმნიშვნელოვანს გარემოებას. როგორ ჩამოგვართმევს წერილს მთელი ერი სომხებისა? ეს საკითხი უქმი საკითხი არ არის, როგორც ვნახავთ. ერი, როგორც კრებული ისტორიით შედუღებულ ერთ-სულ და ერთ-ხორც მკვიდრთა, ყოველ პატიოსანისა და ჭკუათამყოფელ ადამიანისაგან უნდა პატივცემულ იყოს ყოველ შემთხვევაში, და მისი ასე თუ ისე გაუპატიურება, ავად ხსენება - დიდად სათაკილო საქციელია. ყოველს ერს თავისი საკუთარი სახე აქვს, თავისი საკუთარი გულთა თქმა, თავისი წადილები, თავისი სულთასწრაფვა, თავისი ღირსება. ამაების შეგინება ერთი იმისთანა სიბრიყვეა, რომელიც გონებაგახსნილს ადამიანს არ ეპატიება, არ შეენდობა. ეს ჩვენ კარგად ვიცით და ღმერთმა გვაშოროს იქ მთელი ერი ვიგულისხმოთ, საცა მარტო ერთგვარი გუნდია ცოდვილი. აი საფრთხე სწორედ აქ არის. აი აქედამ მოველით იმ მტვერ-ბუქსა, იმ კუდიან ქარსა, რომლის აყენებას არ მოერიდება იგი ერთგვარი გუნდი, რომ კაცს თვალები დაახუჭვინოს, თვალები აუბას. ვინ იცის, რა ბუკსა და ნაღარას დაჰკრავს, რა საყვირს დააყვირებს ამ წერილების გამო იგი გუნდი, რომლის მხილება ჩვენ სახეში გვაქვს და რომელსაც ჩვეულებად დასჩემებია მათ შესახებ ნათქვამი მთელს ერს მოახვიოს თავზე, მთელს სომხობაზე გადაიტანოს. აქ განზრახვა აშკარაა. ერის სახელით ბრძოლას სამართლიანადა აქვს დიდი პატივი და საბუთი. ეს იმ გუნდს კარგად შეუგნია და ამიტომ კარგად იციან, რომ ერის სახელით წინათვე მოიბარებენ მსმენელს, წინათვე მოისყიდიან და, მაშასადამე, ნახევარი გამარჯვება უკვე ხელთა აქვთ. ხერხი სჯობია ღონესაო. რაკი ამ თვალთმაქცურს ხერხს ხელს მოჰკიდებენ, მერე ადვილია მთქმელსა და მხილებულს შესწამონ ერთა შორის განხეთქილების შთამოთესვა, ორის ერის ერთმანეთზე გადაკიდების უკადრისი სურვილი. აშკარაა აქ იმათი ქვედა-გრძნობული ანგარიში. ყოველ ამით სურთ შვილდ-ისარი, მათზე მიზიდული, თავიანთ თავს ააცდინონ და გულში თითონ ერსა ჰკრან გასაწბილებლად, ესეთი ხერხიანი ფარი იფარონ და საკუთარის ცოდვების მხილებას ამითი პირში კაპი ამოსდონ, ენა მოსჭრან. მთელი ერი სომხებისა აქ არაფერს შუაშია. იგი, ვითარცა მშვიდობიანად მშრომელი და გამრჯელი, თავისს საქმეს ადგია - ვაჭრობაა თუ ხვნა-თესვა - და ფიქრადაც არ მოსდის და არც ეჭირება პასუხისმგებელი იყოს იმ ზოგიერთთა ცოდვების გამო, რომელნიც არამკითხე მოამბესავით მეტიჩრობენ და გარს დასტრიალებენ, როგორც მუმლი მუხასა. ერმა კარგად იცის, რომ ჭეშმარიტის ღირსების ქვეყანაში მოსაფენად საჭირო არ არის ბუკი და ნაღარა. კარგად იცის, რომ მატრაკვეცობა მისის ერთგვარ გუნდისა ვერაფერი თამასუქია არც იმისათვის, რომ ღირსება მისი ქვეყანაში გაითქვას, არც იმისათვის, რომ სხვისა ავად ხსენებით, სხვა ერის ძაგებით იქ გამოინასკვოს, საცა არ არის. ჭეშმარიტი ღირსება საქმითა თვისითა იღაღადებს მხრლოდ და არა ყვირილითა და დაფა-ზურნითა. ჭეშმარიტს ღირსებას ყვირილი არ უნდა. მისი ბუნება და თვისება ის არის, რომ მით უფრო სასახელოა და საგულებელი, რაც უფრო მდუმარეა. ნუ გგონიათ, ამ ბუნებას ღირსებისას კაცმა ჭკუა ვერ მიაწვდინოს, თუ გამეცნიერებული ღა განათლებული არ არის. ამისათვის საკმაოა საღი ჭკუა და უბრყვილო გული უბრალო გლეხკაცისაც. „კარგი ვარ, ამას ნუ იტყვი, თავს ნუ დაუწყებ ქებასა“, ან „ვაჟკაცი წყნარი სჯობია, ჩალად არა ღირს მკვეხარი“ - განა გლეხკაცის ნათქვამი არ არის? ილია ჭავჭავაძეა სწორი თუ ნიკრიკო ალბათ ამას ისტორია განსჯის ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts