Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ბატ.ბადრი,აქა ხართ და ჩემი თხოვნა იქნება გააგრძელოთ ამ ფორუმზე პოსტვა.ისეთი არაფერი არ მომხდარა,რომ წახვიდეთ აქედან.

 

 

მე საერთოდ არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ვხვდები, რომ რაღაც არასასიამოვნო მოხდა.

 

თუმცა, ჩემის აზრით, ეს საქმე მაინც მივიყვანოთ ბოლომდე და მერე როგორც თქვენ ჩათვლით საჭიროდ...

 

თქვენც და ყველა აქ მშვენივრად ხედავს, რომ ეს თქვენი მშვენიერი წამოწყება თქვენს გარეშე ერთი ნაბიჯითაც ვერ მიდის წინ, ეს ალბათ ჩვენი, დანარჩენების, სისუსტეცაა, მაგრამ ფაქტი ასეთია.

 

მე გთავაზობთ კომპრომისულ ვარიანტს. იქნებ ასე გვეცადა, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ გნებავთ, პროტესტის ნიშნად, სხვა თემებში არ პოსტოდ და მარტო ამ, თქვენს მიერ გახსნილ თემასა და მეტად კარგ წამოწყებას გაუწიოთ კვლავ კურირება?

 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვიცი რა კონფლიქტზეა საერთოდ საუბარი, კეთილი სურვილებითა და საერთო საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მოგიწოდებთ. არც ისე დიდი დროა 3 მარტამდე, ეხლა არაა მემგონი მაგის დრო. ჩემის აზრით, რასაკვირველია, უკაცრავად, თუ რამე შემეშალა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 236
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

არაფერი არ მომხდარა. იყო მისი შელაპარაკება რამდენიმე პიროვნებასთან(ზოგადად პოლიტიკაზე) და თუ მობრძანდება ,დაპოსტავს . არაა პრობლემა. ფორუმში ასეთები ხდება. Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაფერი არ მომხდარა. იყო მისი შელაპარაკება რამდენიმე პიროვნებასთან(ზოგადად პოლიტიკაზე) და თუ მობრძანდება ,დაპოსტავს . არაა პრობლემა. ფორუმში ასეთები ხდება.

 

ბატონო ლაშა!

რა თქმა უნდა არაფერი არ მომხდარა. ცხოვრებაში ვარსკვლავები არ მომიწყვეტია, მაგრამ არც ის დამიმსახურებია, რაც ამ ფორუმზე მაკადრეს. მე ეხლა საქმის გარჩევას არ დავიწყებ, არ შემფერის, რადგან ადმინისტრაცია მასე თვლის, მე არ ვაპირებ: აქ წაიკითხეთ, იქ წაიკითხეთ-თქო, არ ვარ მაგ დონის.

გმადლობთ, რომ გვეხმარებით ამ კეთილ საქმეში.

 

ბატონო აჩიკო!

გმადლობთ კეთილი სურვილებისათვის. ამ საქმის წამოწყება მარტო იმისთვის ღირდა, რომ თქვენისთანა, პატრიოტულ საქმეზე გულშემატკივარი პიროვნება გამეცნო და უნდა ვთქვა რომ სხვებიც, ვინც ამ საქმეში მონაწილეობა ისურვეს. იმედი მაქვს პირადი გაცნობაც მოხდება და უფრო უკეთესი აზრის გავხდებით ერთმანეთზე.

ნათქვამია: ერთი კაცი ჭამაშიც ცოდვააო”, მე მინდა რომ ამ საქმეში მარტო ბადრიმ და აჩიკომ კი არ მიიღოს მონაწილეობა, არამედ რაც შეიძლება მეტმა ხალხმა, რომ ეს არ იყოს ერთი-ორი კაცის გაკეთებული საქმე, არამედ ეს იყოს მრავალი ადამიანის საერთო საქმე, რომ არსებობენ ადამიანები, ... (აღარ გავაგრძელებ, გამგები გაიგებს).

 

ოთხ ფორუმზე (საკუთარის ჩათვლით) ვაწარმოებ ამ საქმის პროპაგანდას და დამატებით რეალურ საქმიანობას. პირადი წყენა არაფრად მიღირს, მაგრამ კარგი იქნებოდა თუ დაინტერესებული პიროვნებები შემოიხედავდით ჩემს ფორუმზე და ნებას გაძლევთ გადმოიტანოთ ნებისმიერი ახალი ამბავი ამ საქმის შესახებ.

ხვალ უნდა შევხვდე ერთი სიმღერის ანსამბლის ხელმძღვანელს, წინასწარი თანხმობა მაქვს, მაგრამ ხვალ ანსამბლის წევრები მოილაპარაკებენ და მათი წარმომადგენელი თვითონ დადებს თანხმობას ჩემს საიტზე.

 

ყველანაირი ინფორმაცია ჩემს შესახებ: ემაილი, ტელეფონები, არის ჩოხოსანთა საიტის განყოფილებაში ”კონტაქტი” გთხოვთ დამიკავშირდეთ ვისაც გსურთ რეალური დახმარების გაწევა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბადრი_წიქორაძე

 

 

თქვენი საქმისა თქვენ უკეთ იცით და მე რაც ვსთქვი იმას გავაკეთებ. :D ალბათ ინფორმაციას დაგვიდებთ ხოლმე აქაც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხალხოოოოოოოოო!

დაგვრჩა შემდეგი პრობლემები:

 

1. კონცერტში უსასყიდლოდ მონაწილეობის მსურველი მომღერლები.

 

2. აფიშების გაკვრა და ბილეთების გასაღება.

 

3. რეკლამა სხვადასხვა საიტების მეშვეობით.

 

დაგვეხმარეთ ვისაც შეგიძლიათ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაშაააააააააააა! ვაშააააააააააააა! ვაშააააააააააააა!

 

ხუთიოდე წუთის წინ ტელეფონით ვესაუბრე ბატონ ნუგზარ კვაშალს. მან გამოთქვა მზადყოფნა ვახტან ტატიშვილთან და დოიჯაშვილთან თუ ლალიაშვილთან (სიხარულით აღარ მახსოვს) ერთად მონაწილეობა მიიღოს ქალბატონ ლელა ვეფხვაძის საქველმოქმედო კონცერტში. ხუთშაბათს, იმედი მაქვს თუ სამივენი არა, ერთ - ერთი მათგანი მაინც, ჩვენი შეხვედრის დროს პირადად დაადასტურებს ამ ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბადრი_წიქორაძე

რაშიც შეგვიძლია. სამწუხაროდ ფორუმებში შეხლაშემოხლა ხდება. ჩვენ ვცდილობთ წესრიგი იყოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქალბატონი ირმა სოხაძე თანახმაა.

გუშინ საღამოს ტელეფონით ვესაუბრე ქალბატონ ირმა სოხაძეს,, რომელიც ამჟამად პრაღაში იმყოფება. როდესაც ვთხოვე, რომ ინტერნეტით დაედასტურებინა კონცერტში მონაწილეობის სურვილი, მგონი გამიბრაზდა კიდეც, რადგან დაგეთანხმეთ ასეც იქნებაო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო აჩიკო!

გთხოვთ გაამზადოთ აფიშის საბოლოო ვარიანტი შემდეგი მონაცემებით:

1. კონცერტი დაიწყება 15 სთ 00 წთ 3 მარტს, "კინოს სახლში" მისამართი ძმები კაკაბაძეების ქ. N2, მეტრო "რუსთაველთან"

2. მონაწილეობენ: ირმა სოხაძე, ნუგზარ კვაშალი, ვახტანგ ტატიშვილი, ზურაბ დოიჯაშვილი, მამუკა მესხი, ანსამბლი "შავლეგო" და სხვები. (სასურველია, რომ გვარები მკვეთრად გამოირჩეოდეს)

3. ბილეთები იყიდება მისამართზე: ყაზბეგის გამზირი 28 კორპ.2 ბ.1 "ინტერნეტ კაფე". ტელ. 39-06-97; 898-41-76-27

 

ასევე ბილეთების და მოსაწვევის ესკიზები.

 

სასურველია, რომ დღეს ეს ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ხვალ ბატონმა ცეპელინმა შესძლოს აფიშების გაკვრის დაწყება. (არა სამუშაო დღეა)

Edited by ბადრი_წიქორაძე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://s003.radikal.ru/i201/1002/af/25b18f999b35.jpg

 

http://s51.radikal.ru/i134/1002/36/88ce749e69ad.jpg

 

http://s006.radikal.ru/i214/1002/74/b0149d0c2846.jpg

 

 

თუ რამეა შესაცვლელი მითხარით და გავასწორებ. თუ არადა ესეც დასაბეჭდი ფაილები ატვირთული, დიდი ხარისხით:

 

http://www.filefactory.com/file/b013e6g/n/...or_Print_01.rar

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გმადლობთ ბატონო აჩიკო!

 

თუ არ გეწყინებათ გვარები აფიშაზე ორ-ორი დავწეროთ და მოგებული სიმაღლე მოვუმატოთ აუცილებლად: ”ბილეთები იყიდება...” და თუ შესაძლებელი იქნება, აფიშის ზედა ნაწილს ან თქვენ როგორც ჩათვალოთ საჭიროდ.

 

ასევე გთხოვთ დამილაგოთ ფორმატზე მოსაწვევი და ბილეთები, რომ დაბეჭდვა შეიძლებოდეს.

თუ რამე გასაგებად ვერ გამოვთქვი დამირეკეთ აღნიშნულ ტელეფონებზე.

 

სადმე ხომ არ იქნება შესაძლებელი 5ლარი, რომ დავაწეროთ ან მივუთითოთ: ბილეთის ფასი 5ლარი.

Edited by ბადრი_წიქორაძე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://i076.radikal.ru/1002/62/c996e0b03c83.jpg

 

 

ასეთი ვარიანტი?

 

მონაწილეების სახელებსა და გვარებს ერთ ხაზზე ორ-ორს თუ დავწერთ, ან შრიფტი უნდა დავაპატარავო, ისე, რომ წაკითხვა ძნელი იქნება, ან დროშაზე და პარლამენტის სურათზე გადავა, რაც ასევე გაართულებს კითხვადობას. ამიტომ როგორც არის, ისე დავავიწროვე ცოტა და შესაბამისად მისამართიც გაიზარდა.

 

კიდევ თუ რამეა გასასწორებელი, მითხარით, არაა პრობლემა. ბილეთებსა და მოსაწვევებსაც განვალაგებ A4-ზე, დასაბეჭდ ვერსიებზე და ისე ავტვირთავ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კომპიუტერის გენია ყოფილხართ, ბატონო აჩიკო!

 

ახლა ბილეთები და მოსაწვევი დამილაგეთ, როგორც დაეტევა ერთ ფურცელზე, რომ მერე დაჭრა შეიძლებოდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.filefactory.com/file/b0140gb/n/...or_Print_01.rar

 

 

აი აქ არის დასაბეჭდი ფაილები ატვირთული.

კომპიუტერის გენია ყოფილხართ, ბატონო აჩიკო!

 

 

დიდი მადლობა :) გენია აშკარად გადამეტებულია, რაღა დაგიმალოთ. :)

 

გაიხარეთ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...