Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

თბილისის მერიამ “ნიუსვიკის” რუსულ გამოცემაში დაბეჭდილ გიგი უგულავას ინტერვიუსთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა. განმარტება ინგლისურ ენაზე გავრცელდა. “ინტერპრესნიუსი” მის თარგმანს გთავაზობთ:

“ინტერვიუ თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან, რომელიც “ნიუსვიკის” რუსულ გამოცემაში 15 იანვარს დაიბეჭდა, შეიცავს უამრავ უზუსტობას. ყველაზე მნიშვნელოვანი მათგანი არის მერის განცხადება ნატო-სკენ სწრაფვაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ტერიტორიების რუსი საოკუპაციო ძალებისგან გათავისუფლების სანაცვლოდ. გიგი უგულავას არასოდეს უგულისხმია, რომ საქართველოს მისწრაფება ნატო-ს მიმართ სათუოა და შეიძლება ამით ვაჭრობა. ნატო-ში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის ძლიერი სურვილი, რომელიც დადასტურდა 2007 წლის 5 იანვრის პლებისციტის შედეგებით. მერს არ აქვს არც უფლება და არც განზრახვა, იგნორირება გაუკეთოს ქართველი ხალხის ნებას. უფრო მეტიც, მერი თავად დიდი მომხრეა ნატო-ს წევრობის და მიაჩნია, რომ ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია”,-ნათქვამია მერიის განმარტებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსულ „ნიუსვიკში“ დაბეჭდილი ინტერვიუს მიხედვით, უგულავა აცხადებს, რომ „თუ რუსეთი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან თავის ჯარებს გაიყვანს, სანაცვლოდ საქართველო ნატო-ში შესვლაზე უარს იტყვის. ამავდროულად, უგულავა დარწმუნებულია, რომ ამ ნაბიჯს რუსეთი არ გადადგამს. ის ურთიერთობები, რომელიც ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს, არ არის ის ფორმატი, რომლის დროსაც შესაძლებელია ფუნდამენტურ საკითხებზე საუბარი. პუტინსა და სააკაშვილს შორის პერსონალური უსიყვარულობა მეორე პლანზე უნდა გადავიდეს. დროა საუბრის დაწყება, მაგრამ იგი რუსეთმა უნდა დაიწყოს“

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რას ელოდი lasha_alo? ნაცები მხოლოდ ხაზეინის აპალაში მოხვედრის შემდეგ იწყებენ საზოგადოებაზე აღიარებითი ჩვენებების მიცემას , მანამდე ყველაფერი ისეა, როგორც ეს ხაზეინს უნდა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

ნაცები მხოლოდ ხაზეინის აპალაში მოხვედრის შემდეგ იწყებენ საზოგადოებაზე აღიარებითი ჩვენებების მიცემას , მანამდე ყველაფერი ისეა, როგორც ეს ხაზეინს უნდა.

მე გონი ფორუმელებმა შევაშIნეთ :)) :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უკაცრავად და თბილისის მერია რატო აქვეყნებს ოფიციალურ განცხადებას? :))

ითათბირეს და ასე გადაწყვიტეს თუ? ცალკეული პიროვნებები თავად აგებენ პასუხს საკუთარ გამონათქვამებსა თუ საქციელზე, მითუმეტეს მერები.

არადა, დარწმუნებული ვარ იტყოდა. ეხლა ყური აუწიეს და უარყოფს.

და ამის დამტკიცებას რა უნდა,უჩივლოს მართლა. დავიჯერო ნიუსუიქის ჟურნალისტები ინტერვიუს ბლოკნოტში იწერენ კალმით? ჩანაწერი იქნება და მოუსმინოს სასამართლომ.

თუ არ უჩივლა და დაუმტკიცა ე.ი. თქვა, მარა...

 

გურული სპექტაკლის მერე ისეთ ხასიათზე ვარ, სხვა აღარაფერი მაინტერესებს :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

უკაცრავად და თბილისის მერია რატო აქვეყნებს ოფიციალურ განცხადებას?

მერის პრესსამასახურია, ევალება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაიო, დეიპუტა - არ მითქვამსო?

გაზპრომმა გამიჩალიჩაო?

რავი იმ სურათზე კი ზის გაბადრული :)))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

 

მერის პრესსამასახურია, ევალება...

 

არა, აჩი. მერიის პრესსამსახური მხოლოდ იმ განცხადებებს ავრცელებს (წესით), რაც უშუალოდ ქალაქს ეხება, მაქსიმუმ ქალაქის მთავრობის პოზიციას ან ახსნა-განმარტებებს ამა თუ იმ საკითხზე.

ცალკეული პიროვნების სახელით მხოლოდ პირადი პრეს-სპიკერები სარგებლობენ და ასეთი შტატი მხოლოდ პრეზიდენტისთვისაა განკუთვნილი. უთავბოლო ქვეყანაა, რა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

მერიის პრესსამსახური მხოლოდ იმ განცხადებებს ავრცელებს (წესით), რაც უშუალოდ ქალაქს ეხება, მაქსიმუმ ქალაქის მთავრობის პოზიციას ან ახსნა-განმარტებებს ამა თუ იმ საკითხზე.

ცალკეული პიროვნების სახელით მხოლოდ პირადი პრეს-სპიკერები სარგებლობენ და ასეთი შტატი მხოლოდ პრეზიდენტისთვისაა განკუთვნილი.

ნუ ძალიან ისეთი მოსადავებელია რა)))!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...