lasha_alo Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 თბილისის მერიამ “ნიუსვიკის” რუსულ გამოცემაში დაბეჭდილ გიგი უგულავას ინტერვიუსთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა. განმარტება ინგლისურ ენაზე გავრცელდა. “ინტერპრესნიუსი” მის თარგმანს გთავაზობთ: “ინტერვიუ თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან, რომელიც “ნიუსვიკის” რუსულ გამოცემაში 15 იანვარს დაიბეჭდა, შეიცავს უამრავ უზუსტობას. ყველაზე მნიშვნელოვანი მათგანი არის მერის განცხადება ნატო-სკენ სწრაფვაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ტერიტორიების რუსი საოკუპაციო ძალებისგან გათავისუფლების სანაცვლოდ. გიგი უგულავას არასოდეს უგულისხმია, რომ საქართველოს მისწრაფება ნატო-ს მიმართ სათუოა და შეიძლება ამით ვაჭრობა. ნატო-ში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის ძლიერი სურვილი, რომელიც დადასტურდა 2007 წლის 5 იანვრის პლებისციტის შედეგებით. მერს არ აქვს არც უფლება და არც განზრახვა, იგნორირება გაუკეთოს ქართველი ხალხის ნებას. უფრო მეტიც, მერი თავად დიდი მომხრეა ნატო-ს წევრობის და მიაჩნია, რომ ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია”,-ნათქვამია მერიის განმარტებაში. შეგახსენებთ, რომ რუსულ „ნიუსვიკში“ დაბეჭდილი ინტერვიუს მიხედვით, უგულავა აცხადებს, რომ „თუ რუსეთი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან თავის ჯარებს გაიყვანს, სანაცვლოდ საქართველო ნატო-ში შესვლაზე უარს იტყვის. ამავდროულად, უგულავა დარწმუნებულია, რომ ამ ნაბიჯს რუსეთი არ გადადგამს. ის ურთიერთობები, რომელიც ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს, არ არის ის ფორმატი, რომლის დროსაც შესაძლებელია ფუნდამენტურ საკითხებზე საუბარი. პუტინსა და სააკაშვილს შორის პერსონალური უსიყვარულობა მეორე პლანზე უნდა გადავიდეს. დროა საუბრის დაწყება, მაგრამ იგი რუსეთმა უნდა დაიწყოს“http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 უჩივლოს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 და რას ელოდი lasha_alo? ნაცები მხოლოდ ხაზეინის აპალაში მოხვედრის შემდეგ იწყებენ საზოგადოებაზე აღიარებითი ჩვენებების მიცემას , მანამდე ყველაფერი ისეა, როგორც ეს ხაზეინს უნდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 Lo Janko ნაცები მხოლოდ ხაზეინის აპალაში მოხვედრის შემდეგ იწყებენ საზოგადოებაზე აღიარებითი ჩვენებების მიცემას , მანამდე ყველაფერი ისეა, როგორც ეს ხაზეინს უნდა.მე გონი ფორუმელებმა შევაშIნეთ ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chegesto Posted January 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 გავხსენი უკვე ეგ ტემა ლაშ მუხტი არ გყოფნით არაა მუხტეეეეეეეეე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 chegesto გავხსენი უკვე ეგ ტემა ლაშსად აბა?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted January 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 უკაცრავად და თბილისის მერია რატო აქვეყნებს ოფიციალურ განცხადებას? ითათბირეს და ასე გადაწყვიტეს თუ? ცალკეული პიროვნებები თავად აგებენ პასუხს საკუთარ გამონათქვამებსა თუ საქციელზე, მითუმეტეს მერები.არადა, დარწმუნებული ვარ იტყოდა. ეხლა ყური აუწიეს და უარყოფს.და ამის დამტკიცებას რა უნდა,უჩივლოს მართლა. დავიჯერო ნიუსუიქის ჟურნალისტები ინტერვიუს ბლოკნოტში იწერენ კალმით? ჩანაწერი იქნება და მოუსმინოს სასამართლომ.თუ არ უჩივლა და დაუმტკიცა ე.ი. თქვა, მარა... გურული სპექტაკლის მერე ისეთ ხასიათზე ვარ, სხვა აღარაფერი მაინტერესებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 analgin უკაცრავად და თბილისის მერია რატო აქვეყნებს ოფიციალურ განცხადებას?მერის პრესსამასახურია, ევალება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 რაიო, დეიპუტა - არ მითქვამსო?გაზპრომმა გამიჩალიჩაო?რავი იმ სურათზე კი ზის გაბადრული ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted January 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 analgin მერის პრესსამასახურია, ევალება... არა, აჩი. მერიის პრესსამსახური მხოლოდ იმ განცხადებებს ავრცელებს (წესით), რაც უშუალოდ ქალაქს ეხება, მაქსიმუმ ქალაქის მთავრობის პოზიციას ან ახსნა-განმარტებებს ამა თუ იმ საკითხზე.ცალკეული პიროვნების სახელით მხოლოდ პირადი პრეს-სპიკერები სარგებლობენ და ასეთი შტატი მხოლოდ პრეზიდენტისთვისაა განკუთვნილი. უთავბოლო ქვეყანაა, რა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 analgin მერიის პრესსამსახური მხოლოდ იმ განცხადებებს ავრცელებს (წესით), რაც უშუალოდ ქალაქს ეხება, მაქსიმუმ ქალაქის მთავრობის პოზიციას ან ახსნა-განმარტებებს ამა თუ იმ საკითხზე.ცალკეული პიროვნების სახელით მხოლოდ პირადი პრეს-სპიკერები სარგებლობენ და ასეთი შტატი მხოლოდ პრეზიდენტისთვისაა განკუთვნილი.ნუ ძალიან ისეთი მოსადავებელია რა)))! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.