Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

რატომ ნაციზმისკენ და არა ფაშიზმისკენ???? ნაციზმის ძებნა უბრალოდ სოფისტური დისკურსია თუ უბრალოდ ჩემი პარანოია???

იმისთვის რომ ნაციზმი გაიგო საჭიროა საჭიროა უბრალოდ ისტორიის რეკონსტრუირება, იტალიურ ფაშიზმს 20 იან წლებში ყველა ერთ იდიოტურ გამონაკლისად თვლიდა რომელიც იტალიაში მოხდა, სამხრეთული ტემპერამენტის კიდევ ერთი უცნაურობა, მაგრამ გერმანული ნაციზმმა გამოაჩინა რომ ეს გამონაკლისი კი არა უკვე სრულფასოვანი მოვლენა იყო. იტალიური ფაშიზმი თუ პაროდია იყო ყველაფერზე რაზეც შეიძლება ყოფილიყო , ნაციზმი გამოვლინდა როგორც სოციალიზმის რადიკალური ალტერნატივა, რა შედეგები მოჰყვა ნაციზმის პირველ გამოსვლას ყველამ კარგად ვიცით მაგრამ დღეს 64 წლის შემდეგ ნელ-ნელა ძალიან პოპულარულია ნაცისტური ტენდენციები, რაც მთავარია ეს ყველას ძალიან მოსწონს და სულაც არ აქვთ პრობლემები წარსულზე. სააკაშვილის მიერ ამილახვარების გაიდიალებაც არ დიადი გზის დასაწყისია.

 

ნაციზმის მოძლიერებას და განვითარებას ჩვენს ზეციურ სამეფოში რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს:

 

1. სოციალისტური პროექტების კრახი.

თავის დროზე ნაციზმიც შეიქმნა როგორც რეაქცია გაძლიერებულ სოციალისტურ ტენდენციებზე, ასე ვთქვათ პასუხი დაბალი ფენების გაძლიერებაზე, კაპიტალისტური კლასისთვის საჭირო გახდა ისეთი პროექტი რომელიც მოიქცეოდა ზუსტად ისე როგორც იქცეოდა რევოლუციური სუბიექტი, თავისი შინაგანი წინააღმდგეგობებით და რაც მთავარია რადიკალური გარდაქმნების დაუოკებელი სურვილით ოღონდ რაც მთავარია ზემოდან, ”სწორად” განხორციელებული, თავად ექსპლუატატორების მხრიდან, ამიტომაც იყო ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლას მსხვილი გერმანული კაპიტალი უჩვეულო ენთუზიაზმით შევხდა. დღეს ნაციზმის მოძლიერება არა სოციალისტური იდეების სიძლიერის ბრალია არამედ პირიქით მისი სისუსტის, საბჭოთა სოც-ბასტიონის განადგურებამ , დისკრედიტირებულმა სოციალისტურმა იდეებმა და ნეოლიბერალიზმის ტოტალურმა ექსპანსია სრული საფუძველი შეუქმნა ნაცისტური იდეების რეგენერაციას.

 

2. გაბოროტებული საშუალო კლასი

საქართველოში საშუალო კლასი ახალგაზრდულია 22-40 წლამდე, ჩემმა თაობამ ბოლო 20 წელიწადში მთლიანად ხელში აიღო ყველანაირი ბერკეტი ხელისუფლების, ისინი აკონტროლებენ აბსოლუტურად ყველა სტრუქტურას დაწყებული ეკონომიკიდან დამთავრებული განათლების სისტემით, თავდაპირველად თუ უფროსი თაობები ამას ნეიტრალურად უყურებდა და ამ ყველაფერს შინაგანად რწმენით ”ასე არის საჭირო ცვლილებებისთვის ამართლებდა” დღეს უკვე ეჭვის თვალით უყურებს ამ ყველაფერს ჩვენდა გასაკვირად აღმოჩნდა რომ არც ისე მარტივი ყოფილა ყველაფერი, იარაღად დარჩა მხოლოდ რიტორიკა და გაუთავებელი კარუსელები, ეს ძალად გაკლასებული ახალი თაობა იმ საშიშროების წინაშე დგას რომ ყოველი მომავალი არჩევნები მათ კეთილდღეობას შეუშლის ხელს, რადგანაც თამაშგარეთ დარჩენილმა უფროსმა თაობებმა არ არის გამორიცხული უბრალოდ რაოდენობრივად აიღოს რევანში. ეს კი სრული საფუძველია იმისთვის რომ ჩემმა თაობამ რომელსაც ყველანაირი ბერკეტი აქვს ხელში მხარი არამარტო დაუჭიროს რადიკალურ მოძრაობას არამედ ავანგარდში ჩადგეს ნებისმიერი მსგავსი მოძრაობას. ამიტომაც იყო რომ მიტინგების თუ სხვა რადიკალური მოვლენების დროს ვირტუალურ სივრცეში ენით აუტანელი ღვარძლი იყო ხოლმე, საოცარია და სტუდენტების და სხვა მოხალისეების აუცილებელ ატრიბუტს საქართველოში სწორედ ახალგაზრდები აპროტესტებენ.

 

3. სამოქალაქო საზოგადოების სისუსტე.

საქართველოში სამოქალაქო საზოგადეობა რაღაც ამოუცნობ ფენომენად გადაიქცა, ნებისმიერი ქართველი პროსახელისუფლებო ინტელექტუალი ჩვენს ყველა პრობლემად სამოქალაო საზოგადოების არარსებობას ასახელებს, მაგრამ საკმარისია ამ სამოქალაქო საზოგადეობამ მცირე პროტესტი მაინც გამოთქვას და რაიმე მაინც გააკეთოს რომ წამსვე დაიწყება ნიაღვარი ბრალდებების და დაბრალელების დაწყებული ტერმინით უსაქმურების პროტესტი და დამთავრებული კრემლის აგენტების და წითელი ინტელიგენციის რევანში, პარადოქსია ნებისმიერი სახელისუფლებო ინტელექტუალი მთავარ პრობლემად საზოგადოების არარსებობას ასახელებს მაგრამ საკმარისია ვინმემ მაინც ხმა ამოიღოს რომ მთელი თავისი რესურსით დაიწყება ამ ჯგუფის მარგინალიზაცია. მათი გამოცხადება ჩამორჩენილება, მოღალატეებად, გრანტებზე მონადირეებად და ასე შემდეგ, როგორც ჩანს სამოქალაქო საზოგადოება ჩვენი ლიბერალებისთვის მხოლოდ მათი მომხრეებია. ეს კი სრულ საფუძველს უქმნის ნაცისტურ იდეების მოძლიერებას ვერავინ გაუწიოს წინააღმდეგობა.

 

 

4.ნეოლიბერალიზმი

თანამედროვე მემარცხენე წრეებში ძალიან პოპულარულია ნეოლიბერალიზმის შედარება ფაშიზმთან, ეს ხშირად განპირობებულია იმით რომ მემარცხენეებმა ბევრ ფრონტზე განვიცადეთ დამარცხება და ნეოლიბერალიზმის შედარება ნაციზმთან განსაკუთრებით მომგებიანია წმინდა პრაგმატულად, ხო შეიძლება ვინმე ლევან რამიშვილზე ან ბენდქიძეზე ოსვენციმის ასოციაცია გაუჩნდეს და რამე გვეშველოს(მემარცხეებს) მაგრამ ვაი რომ ამას მართლა გააჩნია ობიექტური საფუძვლები, ნეოლიბერალიზმი მინიმალური სახელმწიფოს აპოლოგეტიაა და თითქოსდა თეორიულად ხელი უნდა შეუშალოს ძლიერი სახელმწიფოს მომხრე ნაცისტებს, მაგრამ ნეოლიებერალური რეფორმები ყველაზე წარმატებით ნაცისტების სოციალური დარვინისტურ თეორიებს ყოველგვარი კონცლაგერების გარეშე, ეკონომიკური ეფექტურობის მოტივით ხორციელდება ყველანაირი სოციალური გარანტიების ლიკვიდაცია, როგორც ბოროტი ენები ამბობენ

ეს საეჭვოდ ემთხვევა ხოლმე ხელისუფლებასთან დაახლოებული წრეების წარმოუდგენელ ეკონომიკურ წინსვლას. მომენტალურად იქცევა ხოლმე კობა ბექაურები ეკონომიკური აზრის გიგანტებად მაგრამ ეს სულ სხვა საუბრის თემაა, ევროპაში ეს ისე ხორციელდება რომ ასე თუ ისე არსებობს სოციალური გარანტიები და სამოქალაქო საზოგადეობის სიძლიერე მკვეთრად აფერხებს გარდაქმნებს, ჩვენთან ეს ყველაფერი პირდაპირ ურტყამს ყველაზე დაუცველ ფენებს, შედეგად ვღებულობთ სოციალურ ფენებს რომლებიც ძლიერი ხელის მოლოდინით ცოცხლობენ, როგორ ჩემი მეგობარი მიშა ამბობს მემარცხენეები ”დაჩმორებული” და ”ჩაჯმულები” ვართ , ნაცისტებს უფრო მეტი შანსი აქვთ მოძლიერების.

 

5. მილიტარისტულ-ნაციონალისტური რიტორიკა

საერთოდ დიდი ხანი არ არის რომ ეს საინტერესო იდეა გამიჩნდა, ჰეგელის საპირისპიროდ ჩვენი ხელისუფლება ისეთი კი არ არის როგორიც ხალხია არამედ საპირისპირო ტენდენციაა ხოლმე, ხალხი ემსგავსება ხელისუფლებას . დროთა განმავლობაში მოსახლეობა ნელ-ნელა მთლიანად იზიარებს ხელისუფლების იდეებს. პარადოქსია იმის ფონზე რომ ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთ ნაწილს მართლა სჯერა რომ ღვთიური მისია აქვს გარდამქნას ჩვენი სახელმწიფო იძულებულია დაეთანხმოს უფრო პრაგმატული ნაწილს რომელიც ხედავს რა რომ მათი დასაყრდენი შემოცლილია ცდილობს აარჩიოს კონკრეტული ხალხი რომლებიც მათი მხარდაჭერები იქნებიან, მოძებნეს კიდეც ეს არის ჩვენი საზოგადეობის ე.წ ნაციონალისტური ზვიადისტური ფრთა, ჩვენი ხელისუფლება როგორც ჩანს არაცნობიერად მიხვდა რომ ეს ხალხი საკმარისია არჩევნებში ხმების მოსაგროვებლად, ამიტომ სპეკულირებენ ნაციონალისტურ-მილიტარისტული იდეებით, ხოლო შემდეგ პროპაგანდის წყალობით დროთა განმავლობაში ხალხიც გადადის ამ რელსებზე.ხოლო ხელისუფლების ღვთიური მისით შეიარაღებული ნაწილი სულაც არ არის წინააღმდეგი მათ მისიაში ნაციონალიზმი გამოიყენოს, პესიმიზში არ მინდა ჩავვარდე მაგრამ ადრე თუ ნაციონალისტი როგორც წესი მარგინალები იყვნენ ხოლმე ახლა მარგინალად მე ვგრძნობ თავს, რაც მთავარია ოპოზიცია კი ლეიბორისტების ჩათვლით(მემარცხნეე პარტიაა მაინც) ასე ვთქვათ რეიტინგების ტყვეები არიან, რეიტინგები კი ნაციონალისტური იდეების მოძლიერებას ადასტურებენ.

 

არ მინდა ისე გაიგოთ რომ შავ ოთახში შავ კატას ვეძებ რომელიც არ არის მაგრამ ვაი რომ ასე თუ ისე ტენდენციები საგანგაშოა.

 

 

ნიკუშა მარქსი(ქობულაძე)

 

http://geoleft-marx.blogspot.com/2009/12/blog-post_27.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nikusha_marx

ქვეყანაშI სადაც არაქართველი 30%-ია , ნაციზმი უბრალოდ ვერ გაიხარებს...

 

დიქტატურა კი, მაგრამ გადავრჩით იმ ამბავში რომ 21 საუკუნეა და ინფორმაციის მოპოვება ვერ იბლოკება პლიუს სუსტი და პატარა ქვეყანა ვართ, მინერალური რესურსების გარეშე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქვეყანაშI სადაც არაქართველი 30%-ია , ნაციზმი უბრალოდ ვერ გაიხარებს...

 

დიქტატურა კი, მაგრამ გადავრჩით იმ ამბავში რომ 21 საუკუნეა და ინფორმაციის მოპოვება ვერ იბლოკება პლიუს სუსტი და პატარა ქვეყანა ვართ, მინერალური რესურსების გარეშე

newstudio

 

ჯერ ერთი მგონი ბოლო გამოკითხვით 84 პროცენტი ვართ, მერე მეორე ზსუტად სხვა ერების არსებობაა ნაციზმის საფრთხე...იქ სადაც არ არის პრობლემაც არ არის...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვარ ქათველი ნაციონალისტი ( და არა ნაცისტი ) და მე და ჩემს ახლობლებს გვაქვს საინიციატივო ჯგუფი სადაც ყველა ანტირუსული პოლიტიკური კურსის მომხრეები ვართ და ყველანი ნაციონალისტები ვართ , ჩვენი იდეოლოგიაა ეროვნულ მხედრულ სულისკვეთებაზე დამყარებული რადიკალ ნაციონალისტური , ჰიპერმილიტარისტული საქართველო . ასევე ნაციონალისტური , ჰიპერმილიტარისტული კავკასია ( სომეხი , ოსი და აზერ-თათრები მკვიდრი კავკასიელები არ არიან ) .

ჩემი დევიზია საქართველო ქართველებისთვის , კავკასია იბერო კავკასიური რასის ერთათვის თარგამოსიანთათვის !!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

მე ვარ ქათველი ნაციონალისტი ( და არა ნაცისტი ) და მე და ჩემს ახლობლებს გვაქვს საინიციატივო ჯგუფი სადაც ყველა ანტირუსული პოლიტიკური კურსის მომხრეები ვართ და ყველანი ნაციონალისტები ვართ , ჩვენი იდეოლოგიაა ეროვნულ მხედრულ სულისკვეთებაზე დამყარებული რადიკალ ნაციონალისტური , ჰიპერმილიტარისტული საქართველო . ასევე ნაციონალისტური , ჰიპერმილიტარისტული კავკასია ( სომეხი , ოსი და აზერ-თათრები მკვიდრი კავკასიელები არ არიან ) .

ჩემი დევიზია საქართველო ქართველებისთვის , კავკასია იბერო კავკასიური რასის ერთათვის თარგამოსიანთათვის !!!

მერე ამბობს ნაცისტი არ ვარო... :DD

 

nikusha_marx

ჯერ ერთი მგონი ბოლო გამოკითხვით 84 პროცენტი ვართ, მერე მეორე ზსუტად სხვა ერების არსებობაა ნაციზმის საფრთხე...იქ სადაც არ არის პრობლემაც არ არის...

პირიქით ჩემი აზრით, საქარტველოში საფრთხე ნაციზმის იმიტომ არ არსებობს რომ მრავალეთნიკურია საქართველო..

 

და კიდე იმიტომ რომ ამ ოპატარა ერებთან ბრძოლის შედეგად ქართველები დავმარცხდით, ყველანაირად..

 

მოხდა გაანალიზება და გადაფასება, იმისა რომ აფხაზი და ოსი არის ადამიანი რომელსაც უნდა ჰქონდეს ისეთივე უფლება როგორც ქართველს აქვს, დამარცხებამ დაგვაფიქრა, თორე ომამდე გვეგონა რომ არანაირი უფლება მათ არ უნდა ჰქონდეთ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

 

მაშინ ჩემი სტატია წაიკითხე და ეგებ შენტვის რამე საინტერესო აღმოაჩინო:(

 

Nukriko

პირიქით ჩემი აზრით, საქარტველოში საფრთხე ნაციზმის იმიტომ არ არსებობს რომ მრავალეთნიკურია საქართველო..

 

და კიდე იმიტომ რომ ამ ოპატარა ერებთან ბრძოლის შედეგად ქართველები დავმარცხდით, ყველანაირად..

 

არა ნუკრი ჩემი აზრით კლასიკური რასობრივი ნაციზმი შეუძლებალია...ისე კი მჯერა რომ ზემოდან დირექტივები საბოლოოდ მიგვიყვანს ნაციზმამდე:siriko:

 

ისე კი მრავალეორვნებულობას რა მნიშვნელობა ქვს, იქ სადაც 90 პროცნეტი ერთი ერი ირის ნაციზმი უნდა იყოს:siriko:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამხელა თემას ვერ წავიკითხავ მაგრამ სრულიად გეთანხმები!

 

 

წინ ნაციზმისკენ!!!

 

 

პ.ს. ფაშისტის ნიკს რომ ვიღებდი ბავშობაში მაშინ მთლად არ ვერკვეოდი რა განსხვავებაა ფაშისტს და ნაცისტს შორის ხოდა ნაცისტები არიან პატრიოტები რომლებსაც თავისი ქვეყანა უყვართ და პიდარასტობებს არ დაუშვებენ ხოლო ფაშისტები ვერ არიან ცოტა თავის ჭკუაზე ეგ არგვინდა ნაციზმი გვინდა ოღონდ შეძლებისდაგვარად დემოკრატიულ ჩარჩოებში

Edited by fashisti
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფაშიზმი, ისევე როგორც ნაციზმი ნაციონალიზმის ყველაზე ავადმყოფური გამოვლინებაა.

ეს იგივეა, ქრისტეს სუფთა რწმენისთვის ადამიანები დახვრიტო

როგორ უნდა გაიძულოს შენი ქვეყნის სიყვარულმა სხვისი სიძულვილი.

ანდა რას ნიშნავს საქართველო ქართველებს და კავკასია იბერო კავკასიელებსო.

რას უპირებთ სხვა ერებს... უბრალოდ სასაცილოა, ერთ წამს ვამბობთ 21-ე საუკუნეაო და მეორე წამს 28 საუკუნის წინანდელ ფაქტს ეხლა ვიხსენებთ არგუმენტად.

რაც იყო იყო. კავკასიაში და საქართველოში სხვა და სხვა ერი ცხოვრობს. იმის ნაცვლად რომ ვიფიქროთ ერთად როგორ ვიყოთ, იმას ამბობთ როგორ გავყაროთ სხვებიო.

რა განსხვავებაა ჰიტლერთან და სხვებთან?

ილიას სიტყვებს ვიმეორებთ და ჩვენი ნაციონალიზმი ლიბერალურიდან გამწარებულ რადიკალურში გადადის.

სხვისი სიძულვილით კი არა შენის სიყვარულით უნდა იცხოვრო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე პირადად, ნაცისტებსაც და ნიჰილისტებსაც ვეტყოდი

მეიცადეთ პაწა, თქვენც კარქათ იქნებით და თქვენც,

მაგრამ გვაცალეთ ჩვენ :alk:

თანადათან ვრწმუნდები რომ სიმართლე სადღაც შუაშია

და ნამეტნავი არაფერი არ ვარგა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...
დღეს 64 წლის შემდეგ ნელ-ნელა ძალიან პოპულარულია ნაცისტური ტენდენციები, რაც მთავარია ეს ყველას ძალიან მოსწონს და სულაც არ აქვთ პრობლემები წარსულზე
ეს საიდან მოიტანე nikusha_marx?

ამბიციური და არასწორი განცხადებაა.IMHO

 

თამაშგარეთ დარჩენილმა უფროსმა თაობებმა არ არის გამორიცხული უბრალოდ რაოდენობრივად აიღოს რევანში.
მე არ ვიცი სტატისტიკა, მაგრამ არა მგონია თამაშგარეთ დარჩენილი უფროსი თაობები რაოდენობრივად აღემატებოსდეს ახალგაზრდა თაობას
ახალგაზრდულია 22-40 წლამდე

 

ცდილობს აარჩიოს კონკრეტული ხალხი რომლებიც მათი მხარდაჭერები იქნებიან, მოძებნეს კიდეც ეს არის ჩვენი საზოგადეობის ე.წ ნაციონალისტური ზვიადისტური ფრთა, ჩვენი ხელისუფლება როგორც ჩანს არაცნობიერად მიხვდა რომ ეს ხალხი საკმარისია არჩევნებში ხმების მოსაგროვებლად, ამიტომ სპეკულირებენ ნაციონალისტურ-მილიტარისტული იდეებით
ჩვენი ხელისუფლება თავიდა მაგ ძალებთან იყო ალიანსში.

რა იყო ამის მიზეზი სულ არ მაინტერესებს, მე უბრალოდ ვიცი, როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს ნაციონალისტური იდეებით მოსული ხელისუფლების მმართველობის დასაწყისი, ეს წარმატება იქნება ხანმოკლე და დროებითი, მისი ბოლო მაინც სრული კრახი იქნება.IMHO

 

 

მე პირადად, ნაცისტებსაც და ნიჰილისტებსაც ვეტყოდი

მეიცადეთ პაწა

:zona:

 

პ.ს. ფაშისტის ნიკს რომ ვიღებდი ბავშობაში მაშინ მთლად არ ვერკვეოდი რა განსხვავებაა ფაშისტს და ნაცისტს შორის ხოდა ნაცისტები არიან პატრიოტები რომლებსაც თავისი ქვეყანა უყვართ და პიდარასტობებს არ დაუშვებენ ხოლო ფაშისტები ვერ არიან ცოტა თავის ჭკუაზე
მგონი ბავშვობის შემდეგ არაფერი შეცვლილა. :)

 

ნაციზმი გვინდა ოღონდ შეძლებისდაგვარად დემოკრატიულ ჩარჩოებში
შენ ფიქრობ ასეთი რამე ბუნებაში არსებობს? :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს 64 წლის შემდეგ ნელ-ნელა ძალიან პოპულარულია ნაცისტური ტენდენციები, რაც მთავარია ეს ყველას ძალიან მოსწონს და სულაც არ აქვთ პრობლემები წარსულზეეს საიდან მოიტანე nikusha_marx? 
ამბიციური და არასწორი განცხადებაა.IMHO

 

 

ნაციზმი სწორედ იმიტ შეიქმნა მის დროზე რომ კრიზისი იყო მსოფლიოში...უფრო სწორად ხელისუფლება გერმანიაში სწორედ კრიზისის შემდეგ აიღეს ხელში...

 

ჩვენი ხელისუფლება თავიდა მაგ ძალებთან იყო ალიანსში.
რა იყო ამის მიზეზი სულ არ მაინტერესებს, მე უბრალოდ ვიცი, როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს ნაციონალისტური იდეებით მოსული ხელისუფლების მმართველობის დასაწყისი, ეს წარმატება იქნება ხანმოკლე და დროებითი, მისი ბოლო მაინც სრული კრახი იქნება.IMHO

Lo Janko

 

ყველაფერი დროებითია თუ ამას ისტორიის საზომით აიღებ მაგრამ მთავარია შედეგ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nikusha_marx

ჯერ ერთი მგონი ბოლო გამოკითხვით 84 პროცენტი ვართ, მერე მეორე ზსუტად სხვა ერების არსებობაა ნაციზმის საფრთხე...იქ სადაც არ არის პრობლემაც არ არის...

ნუ არ მჯერა საქართველოში ნაცზმის განვიტარების და მომკალით თუ გინდათ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...