Jump to content
Planeta.Ge

პარასკევს-პაატა ზაქარეიშვილი პლანეტის სტუმარი


Recommended Posts

ძუკუ

სანამ ქართველები ვერ ვისწავლით რომ თუ რაღაც 21 საათზე იწყება 21-ზე უნდა დაიწყოს, მანამდე არაფერი არ გვეშველება

:yes2: :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 44
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

liliko

სანამ ქართველები ვერ ვისწავლით რომ თუ რაღაც 21 საათზე იწყება 21-ზე უნდა დაიწყოს, მანამდე არაფერი არ გვეშველება

ბატონმა პაატამ წინასწარ გამაფრთხილა რომ შეიძლებოდა დაგვიანებოდა...ქალაქგარეთ იყო თუ არ ვცდები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

machkatela

machkatela

machkatela

ამ კონცეფციის გარშემო ბევრი დაიწერა და კიდევ მეტი ითქვა. გარდა საკუთრივ კონცეფციისა ჩვენ გამოვაქვეყნეთ კრებული "პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე". სადაც დეტალებში არის გაწერილი ავტორების დამოკიდებულება კონცეფციის მიმართ. შემიძლია მოგაწოდოთ ეს დოკუმენტები, ანდა ნახოთ ჩემს საიტზე ზაკარეისჰვილი.ცომ, რომელიც ერთი ორი დღეა გათიშული მაქვს მაგრამ ხვალ ან ზეგ ისევ ჩაირთვება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ორიოდ სიტყვით იქნებ გვითხრათ იმ პერიპეტიებზე,რომელიც წინ უძღოდა ბავშვების განთავისუფლებას....

ამ საკითხზეც საკმარისად ბევრი ახსნა განმარტებები მქონდა ქართულ პრესაში და ტელევიზიაში. მთავარია, რომ ამ ბავშვების განთავისუფლება ვერ მოხდებოდა, ქართულ მხარეს რომ არ გაენთავისუფლებინა 5 ეთნიკურად ოსი უკანონოდ დაპატიმრებული პირი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო პაატა..... როგორ აფასებთ მტავრობსი ახალ სტრატეგიას კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში???

 

როგორ ფიქრობთ, სახალხო დიპლომატია რეალურია???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SHARI

როგორ მიგაჩნიათ ბავშვების გამოშვება ნოღაიდელის დამსახურებაა თუ სხვა ძალები იყვნენ ამაში ჩარეულნი

?

 

 

ბავშვების გამოშვება მხოლოდ ხამერბერგის დამსახურებაა. როგორც კი გათავისუფლდნენ 5 ოსი, შემდეგ ამ პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო. მთელი რუსეთი რომ ჩაღტულიყი ამ პროცესში, თუ ქართული მხარე არ გაუშვებდა იმ 5 ოსს, ეს განთავისუფლება არ შეგდებოდა. ჩემი როლი იყო უაღრესად მოკრძალებული, მე უნდა დამეჯერებინა უგზოუკვლოდ დაკარგული ოსების მშობლები, რომ არ ღირდა ხელის შეშლა ბავშვების განთავისუფლებისთვის.

 

2) ბატონო პაატა როგორ ფიქრობთ ოსებთან და აფხაზებთან რა დონეზე შეიძლება აღდგეს კონტაქტები ? არ ვგულისხმობ კონსპირაციულ საუბრებს

 

ამ ეტაპზე შეიძლება აღდგეს კონტაქტები სამოქალაქო საზოგადოებების დონეზე. მაგრამ იმ დონეზე გასვლას რომელიც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ქონდა კოდორის მოვლენებამდე (2006 წლის აგვისტო) ალბათ რამოდენიმე წელი დასჭირდება.

 

3) მაშინ როდესაც ასლან აბაშიზე იყო აჭარის მმართველობაში და სააკაშვილი მიადგა ხალხთან ერთად როგორ ფიქრობთ რამდენად დიდი იყო სამხედრო დაპირისპირების საფრთხე ?

როცა მიადგნენ უკვე კრიზისი გადაგორებული იყო, ვინაიდან რუსეთმა დააჯერა ასლანი, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ქონდა. მაგრამ რამოდენიმე დღით ადრე ასეთი საფრთხეები რეალური იყო. მაგალითად ხიდების აფეთქებამდე

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როცა მიადგნენ უკვე კრიზისი გადაგორებული იყო, ვინაიდან რუსეთმა დააჯერა ასლანი, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ქონდა. მაგრამ რამოდენიმე დღით ადრე ასეთი საფრთხეები რეალური იყო. მაგალითად ხიდების აფეთქებამდე

როგორ ფიქრობთ რატომ იყო დაინტერესებული კრემლი (პუტინი) ასლანის აჭარიდან მოცილების და შესაბამისად სააკაშვილის გაძლიერების?

ვარდების რევოლუციის მეორე დღესაც თბილისში პირველი ივანოვი ჩამოვიდა და მიულოცა ქართველ ხალხს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

proletari

ბატონო პაატა -1) ხომ არ იცით რას საქმიანობს მოძრაობა "კოკოითი ფანდერასტ?

 

არაფერს. დაიხურა პროექტი. ამასწინათ ვნახე კოკოითი და ფანდარასტობის ან გაფანდარასტების არაფერი შემინიშნავს. მე მგონი ვიღაც ვიღაცეები არც თუ ცოტა ფული გააკეთეს ამ პროექტში. აქციები ტარდებოდა ჯავახეთსი. თუ არ ვცდები კოდორის ხეობაშიც (იმ დროინდელ ზემო ახაზეთშიც) კი

 

2) რა უფრო მნიშვნელოვანია ის რომ ბავშვები გაანთავისუფლეს , თუ ის ვინ უფრო ბევრს ილაპარაკებს ვისი დამსახურებაა ეს?

 

ის რომ ბავშვები გაანთავისუფლეს

 

3) ხომ არ გეჩვენებატ რომ ბევრი ფაქტი დოკუმენტურად არ არის ხოლმე დადასტურებული, რაც შესაბამისად ნაციონალების წისქვილზე ასხმას წყალს რომ ოპოზიციის არაკომპეტენტურობაზე მიუთოთოს?

 

არათუ მეჩვენება, არამედ დარწმუნებული ვარ ამაში. საჭიროა მეტი მომზადება დებადებისთის და დისკუსიებისთვის. თუმცა ძალები არათანაბარია, ხელისუფლება სახელმწიფო რესურსებს ძირითადად ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს ახარჯებს. მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაქცევა პოლიტიკურ სამინისტროდ

 

4) რატომ თამაშობენ მუდმივად რესპუბლიკელები "ხელისუფლების" თამაშს, დაყავი და იბატონე?[/quote ]

არ ვთამაშობთ. ეს არის გულახდილი პასუხი. რეალური ვითარებიდან გამომდინარე რესპუბლიკური პარტია გულწრფელად ცდილობს იყოს ადეკვატური. იქ სადაც გაერთიანება არ გამოდის ხელოვნურად ვერ გავერთიანდებით. დრეს დრეობით რესპუბლიკური პარტია გაერტიანებილია საკმაოდ საინტერესო და პერსპექტიულ პოლიტიკურ ალიანსში

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო პაატა მაინტერესებს

მართლაც გჯერათ რომ შესაძლებელია რუსებტან ურთიერთობის დალაგება?

თუნდაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რომ დავთმოთ?

ანუ გვქონდეს კარგი ურთიერთობა და არ ვიყოთ რუსეთის მონები?

გთხოვთ პირდაპირი პასუხი გამეცით კი ანთუ არა

Edited by lasalexx
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

იულონ გაგოშიძემ, მაშინ ჯერ კიდევ სახელმწიფო მინისტრმა, რამოდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საქართველო მხოლოდ ქართველების და აფხაზების სამშობლოა, სხვა დანარჩენი კი დიასპორაა, მათ შორის ოსებიცო.

აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ:

 

სამწუხაროდ ბატონმა იულონმა დიასპორის ცნებაც კი არ ესმის. დიასპორა ვერ იქნება შენს ტერიტორიაზე. ის ყოველთვის სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზეა. საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებისა და ეთნიკური ჯგუფების დიასპორები, მაგრამ ბატონ იულონის მომსახურების ხალხი ცხოვრობენ არა საქართველოს ტერიტორიაზე

 

1. ქვეყანა, სადაც ასე ფიქრობს ხელისუფლების და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, აქვს თუ არა რესურსი ან თუნდაც სურვილი ორი მძიმე ეთნო-ტერიტორიული კონფლიქტის საბოლოო მოგვარებისა?

 

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ბატონი იულონი არ ღებულობს ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილებებს. მასზე დიდხანს საუბარი ალბათ დროის ფუჭად ხარჯვაა. არა იულონის არამედ სააკაშვილსა და მერაბიშვილის მიერ გატარებული პოლიტიკა არის საფრთხის მომცველი საქართველოსთვის

 

2. თვლით თუ არა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილი ოსების (რომელსაც განსაკუთრებით შარშAნდელი აგვისტოს შემდეგ ცხინვალში და ვლადიკავკაზში грузинские осетины-ს და მოღალატეებს ეძახიან) სურვილი, რაც განპირობებულია ოფიციალური თბილისის არასწორი და დანაშაულებრივი პოლიტიკით, 3-ჯერ ბოლო 20 წლის განმავლობაში ძალის გამოყენებით მცდელობა კონფლიქტის მოგვარებისა - დატოვონ საქართველო, ქართული საზოგადოების პრობლემაცაა?

ეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოების პრობლემაა

Edited by lasalexx
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

------------------------------------------------- Edited by lasalexx
ამ თემაში დასვით მხოლოდ შეკითხვები
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

ქართული მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გალელ ქართველებს აიძულებდნენ "აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე" მისვლას. ამავდროულად რუსულ პრესაში ამბობდნენ, რომ იქაური ქართველობა ბაღაფშს უჭერს მხარს, რადგან მას თავისიანად მიიჩნევენ. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით.

 

ამ არჩევნებზე გალის ქართველ მოსახლეობას პრაქტიკულად არ ქონდათ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. ახალი წესებით არჩევნებში მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეები მონაწილეობდენ. გალიდან აფხაზეთის მოქალაქეობა მხოლოდ 3500 კაცს აქვს მიღებული. აშკარად გამოკვეთილი იყო პოზიცია აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებისა, - გალის რაიონს არ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა. ამიტომ ძნელად დამაჯერებლად ჟღერს, თითქოს გალელებს აძალებდნენ არჩევნებში მონაწილეობას. პორით იყო. გამორიცხეს ამ პროცესებიდან. წინათ გალში 20 ათასამდე ამომრჩეველი იყო ეხლა მხოლოდ 3500

 

2. მართალია თუ არა, რომ გალელი ქართველებისთვის ოჩამჩირეს იქეთ გადასვლა საფრთხეს წარმოადგენს?

 

გალელები, როგორც წესი დადიან მთელი აფხზეთის ტერიტორიაზე. როგორც ოჩამჩირეში ისე სოხუმში. დღეს დღეობით სოხუმში ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს და გალელები, როგორც წესი სასურველი მუშები არიან იქ. მთავარია გქონდეს საბუთი (ან აფხაზეთის პასპორტი ან ძველი საბჭოთა პასპორტი აფხაზეთის ჩაწერით)

 

3. გაქვთ თუ არა რაიმე ინფორმაცია რა ხდება პატარა ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებში. ის სოფლებიც გაანადგურეს სეპარატისტებმა? არის თუ არა იქ დარჩენილი ქართული მოსახლეობა?

 

სოფლები განადგურებულია. თუმცა ქართველების რაღაც მინიმალური რაოდენობა მაინც არიან.

 

4. უკვე რამდენი ხანია მივიწყებას მიეცა სოფელი პერევი. კვლავ რუსების კონტროლ ქვეშაა ეს სოფელი?

 

დიახ, ისევ რუსების კონტროლის ქვეშაა. თუმცა, როგორც მე ვიცი, რუსები, აპირებენ საკუთრივ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ალტერნატიული ხიდის აშენებას და შემდეგ გავლენო პერევიდან. რამდენად სწორია ეს ინფორმაცია, ზუსტად არ ვიცი. დაველოდოთ. სხვა რა დაგვრჩენია

 

5. აქვთ თუ არა ახალგორელ ქართველებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფლად გადმოსვლის საშუალება? თუ იქაც ბლოკ-საგუშაგო აქვთ რუსებს, როგორც ერგნეთში?

რუსული ბლოკ პოსტი იქაც დგას, მაგრამ მოსახლეობის გადაადგილების კონტროლში არ მონაწილეობს. მხოლოდ მანქანებს არეგისტრირებს. მოსახლეობი გადაადგილებას ქართული და ოსური ბლოკ პოსტები ახორციელებენ. ასე არის დღემდე. თუმცა მუდმივად გაისმის ხმები, რომ გადაადგილება გამკაცრდება ან შეიზღუდება. მაგრამ ჯერ ჯერობით ვითარება ნორმალურია, ოღონდ მხოლოდ ახალგორელებისათვის. არა ახალგორელებს არც ქართული მხარე ატარებს იქეთ და არც ოსური

Edited by lasalexx
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოჰაჯირებთან ურთიერთობის აღდგენაზე რას იტყვით?? მგონი ეგ საკითხიც არის ახალ სტრატეგიაში
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

paata_zaqareishvili

გალელები, როგორც წესი დადიან მთელი აფხზეთის ტერიტორიაზე. როგორც ოჩამჩირეში ისე სოხუმში. დღეს დღეობით სოხუმში ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს და გალელები, როგორც წესი სასურველი მუშები არიან იქ. მთავარია გქონდეს საბუთი (ან აფხაზეთის პასპორტი ან ძველი საბჭოთა პასპორტი აფხაზეთის ჩაწერით)

:D შერატონ სოხუმი პალასს აშენებენ თურმე აფხაზები, ბოლოს როდის იყავით სოხუმში ბატონო პაატა? :D

Edited by lasalexx
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...