asds Posted December 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2009 შეიძლება ჩემგან მცირეოდენ გაგიკვირდეთ ეს განცხადება მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ დღეის მდგომარეობით რუსეთის ფედერაცია ნამდვილად არის საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის მტერი! რატომ? იმიტომ რომ ჩემს მიერ ბოლო სამი თვის მანძილზე ჩატარებული მიკრო გამოკვლევისა თუ დაკვირვების შედეგად (ხელისშეშლას მართალია ცდილობდა და ცდილობს ფსბ თუმცა ინფორმაციის მოპოვება გადამუშავება ასე თუ ისე მოვახერხე) შემიძლია დაბეჯითებით განვაცხადო, რომ რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში ფაქტობრივად ვაშინგტონის დიქტატის შესაბამისად მოქმედებს და ყველაფერს აკეთებს რომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანაში არსებული კორუმპირებული-კონტროლირებადი საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის ფარგლებში ვითარდებოდეს ... მარტივად რომ ვთქვა მოსკოვი ისევე როგორც ვაშინგტონი დაინტერესებულია საქართველოს ხელისუფლებაში (მინიმუმ უახლოეს მომავალში) მიხეილ სააკაშვილის შენარჩუნებით და აგრეთვე დაინტერესებულია ქვეყანაში არსებული ნაბოზვარი საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის მიერ პოზიციების შენარჩუნებაში, რაც ნიშნავს ზუსტად იმას რომ მოსკოვი დაინტერესებულია სახელისუფლებო გადათამაშებები უმაღლეს და ყველა სხვა დონეზე, არსებული კონტროლირებადი-პუტანკა პოლიტიკოსების საფუძველზე ხდებოდეს. შესაბამისად მოსკოვი და ვაშინგტონი ანუ რუსეთის ფედერაცია და ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს როგორც სახელმწიფოს და საქართველოს მოსახლეობის მტერი! რატომ? იმიტომ რომ საქართველოში არსებული საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა ნამდვილად არის საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის მტერი (ბოლო 20 წელი დედა მოუდღნეს ხალხს და ქვეყანას) და ყველა მათი მხარდამჭერი ავტომატურად საქართველოა მტერია და არაფერი სხვა! თუ გაინტერესებთ რატომ არის მოსკოვი და ვაშინგტონი პარტნიორი და არა ერთმანეთის ოპონენტი სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთთან მიმართებაში ეს წაიკითხეთ --->>> საქართველო და გეოპოლიტიკა ანუ ომი თუ მშვიდობა დღეს გადავხედე ამ პუბლიკაციას და ვფიქრობ ზუსტად იმაზე ვსაუბრობდი თვეების წინ რაც რეალურად ხდება ... მოსკოვი ვაშინგტონს რეალურად ეხმარება ენერგოპრობლემების მოგვარებაში ანუ სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კრემლი და თეთრი სახლი გეოპოლიტიკური პარტნიორები არიან! უფრო მეტიც .. მოსკოვი ვაშინგტონს და ბრიუსელს გამოძახებისთანავე უწვება გრუპენსექსის ამბავში რადგან როგორც ჩანს მოსკოველი სტრატეგები ფიქრობენ რომ რუსეთი ვერანაირად ვერ გაუმკლავდება ჩინეთის ექსპანსიას შორეულ აღმოსავლეთში დამოუკიდებლად :yes2: ასე და ამრიგად ... რა უნდა გააკეთოს პატარა ქვეყანამ და ამ პატარა ქვეყნის მოსახლეობამ როცა მის განადგურებას "საკუთარი" (ვაშინგტონის ძუკნა) ხელისუფლების გარდა მსოფლიოს ორი უძლიერესი სახელმწიფო ცდილობს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted December 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2009 asds +1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted December 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2009 არ ვიცი როგორ, მაგრამ ასეთმა პატარა და მიუსაფარმა ქვეყანამ არც მწვადი უნდა დასწვას და არც შამფური. ანუ ორი ბატონის მსახური უნდა იყოს. სხვა გზა არ არის სამწუხაროდ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chegesto Posted December 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2009 უF ახალი ამბავი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted December 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2009 asds ამას გეჭიჭყინებოდით ამდენი ხანი - ეხლა გაიგე, რომ რუსეთი საქართველოს მტერია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted December 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2009 (edited) ამ ქვეყანაში ბევრს მართლა სჭირდება მაგის თქმა... ხოდა,,, იქნებ ბევრმა თქვათ, ცოტამ მაინც რომ გაიგონ Edited December 20, 2009 by machkatela Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted December 20, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2009 kisa asdsამას გეჭიჭყინებოდით ამდენი ხანი - ეხლა გაიგე, რომ რუსეთი საქართველოს მტერია?როგორც წესი ინფორმაციის გადამოწმებას ვცდილობ ხოლმე .. ხოდა გადავამოწმე ... ეგ არის რომ ნებისმიერ ნაწერში ყველა სათავისოს ეძებს და შინაარსს და საერთოდ ობიექტურ რეალობას გაურბის .. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted December 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2009 რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში ფაქტობრივად ვაშინგტონის დიქტატის შესაბამისად მოქმედებს და ყველაფერს აკეთებს რომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანაში არსებული კორუმპირებული-კონტროლირებადი საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის ფარგლებში ვითარდებოდეს ...დიდი ბოდიში asds, ვერ დაგეთანხმები. ის რომ რუსეთი საქართველოს მტერია, ეს მანამდე უნდა მიმხვდარიყავი სანამ მაქ მოხვდებოდი.ტერიტორიებს მეგობარი მეგობარს არ ახევს. ეს ერთიმეორე, საიდან დაასკვენი, რომ რუსეთის ხელისუფლება ვაშინგტონის დიქტატის შესაბამისად მოქმედებს?შენ უბრალოდ ვერ დაგიჯერებია, რომ ამერიკა შეიძლება არ იყოს მტერი. თუკი შენ ჩემს რჩევას მიიღებ, მაშინ სცადე ყველაფერი გაანალიზო მიზნიდან და პოლიტიკური სისტემიდან გამომდინარე.თავდაპირველად აუცილებლად უნდა დაუშვა, რომ აბსოლუტურად ბოროტი და აბსოლუტურად კეთილი მარტო ზღაპრებშია და ცხოვრებაში ყველაფერი ხორციელდება პრაგმატული სარგებლის მიღების პოზიციიდან.რა მიზანი ამოძრავებს ამერიკას და რა მიზანი ამოძრავებს რუსეთს?რუსეთის მთავარი პრობლემაა - დერჟავა. ეს არის იმპერია, რომელსაც რეალურად ემუქრება დაშლა და ის ყველაფერს ცდილობს ეს ნგრევა შეაჩეროს. ნგრევის შეჩერების ორი გზაა: ან სამხედრო ძალით უნდა შეადუღაბოს, ან შექმნას ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომელშიც სეპარატიზმი იქნება მინიმუმამდე დაყვანილი.რუსეთის ტრადიციული პოლიტიკური სისტემა არის უნიტარული ვერტიკალი, ეს ფედერაციები შენ ჩემზე კარგად იცი, რომ ფიქციაა და მეტი არაფერი. ამიტომ რჩება მხოლოდ სამხედრო ძალა. რუსეთმა დღეს პოლიტიკური სისტემის დემოკრატიული რეფორმირება, რომც დაიწყოს, სანამ რეალურ დემოკრატიამდე მივა მანამდე დაიშლება. ამიტომ რუსებმა ან უზარმაზარ დერჟავაზე უნდა თქვან უარი, ან სანამ შეძლებენ სამხედრო ძალით შეაკოწიწონ იმპერია. კრემლის დღევანდელი პატრონები კი დერჟავაზე უარს არ ამბობენ და აქედან გამომდინარეობს მათი მტრული დამოკიდებულება ყველაფრისადმი რაც დერჟავას უნგრევს. მგონი გასაგებად ვთქვი. ეხლა რა არის ამერიკის მთავარი პრობლემა. ამერიკა დემოკრატიული ქვეყანაა და ამიტომ პოლიტიკური სისტემის რეფორმირება ან სამხედრო ძალა თავისი ტერიტორიების შემოსამტკიცებლად არ ესაჭიროება. ამერიკა მდიდარი (არ ვგულისხმობ ბუნებრივ რესურსებს) და წარმატებული ქვეყანაა, ამერიკისა და ამერიკელი ხალხის მიზანია კარგი ცხოვრების დონის შენარჩუნება. და რამ შეიძლება ამაში ხელი შეუშალოს? მხოლოდ მათ ვისაც ეს სიმდიდრე სურს ან ვისაც ეს სიმდიდრე ხელს უშლის საკუთარი ქვეყნის დაჩმორებაში. ამერიკა და ზოგადად დასავლეთის მთავარი მიზანია დაიცვას თავი ავტორიტარული რეჟიმებისგან და ტერორიზმისგან. ამიტომა, რომ ამერიკას სურს მსოფლიო ჰეგემონის პოზიციის შენარჩუნება. ამერიკა დაინტერესებულია, რომ მთელს მსოფლიოში იყოს მშვიდობა (ომი ღარიბს უნდა, მდიდარს ომი არ უნდა), ყოველ შემთხვევაში იმ რეგიონებში, სადაც მათი ეკონომიკური ინტერესებია ქვეყვებში იყოს მშვიდობა და სტაბილური პოლიტიკური სისტემა. როგორც ეტყობა ამერიკელებმა ჩათვალეს, რომ საქართველოში სტაბულური იქნება დემოკრატიული სახელმწიფო და ამიტომ უჭერენ დემოკრატიის დამკვიდრებას მხარს. ამერიკელებს ურჩევნიათ ჩვენ დაგვეხმარონ ნორმალური ცხოვრების მოწყობაში ჩვენსავე სამშობლოში, ვიდრე ებრძოლოს გაჭირვების გამო არალეგალურ მიგრაციას საქართველოდან, რომელთა უმეტესობა მერე კრიმინალურ გზას ადგება და დამატებით თავსატეხს უქმნის იმ ქვეყანას.მე დარწმუნებული ვარ მათ არც მიხო მოწონთ, მაგრამ არ თვლიან საჭიროდ ჩვენს შიდა საქმეებში აქტიურ ჩარევა და ეს სწორია. ჩვენ თვითონ უნდა მოვირგოთ დემოკრატია სხვის დაუხმარებლად. მე დარწმუნებული ვარ, ამერიკელების ფაქტორი რომ არა რუსები უკვე თბილისში იქნებოდნენ. ამიტომ მე მათი მადლიერი ვარ და არ ვთვლი მათ მტრებად. ამხელა პოსტი ჯერ არ დამიწერია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chegesto Posted December 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2009 Lo Janko შენ უბრალოდ ვერ დაგიჯერებია, რომ ამერიკა შეიძლება არ იყოს მტერი.გააჩნია საიდან მივუდგებით.. და როგორ მე მაინც ვთვლი რომ არ არის მოყვარე... თუმცა აგრესიული მტერიც არ არის... ვიმეორებ აგრესიული და არა სულ ამის არარსებობამტრის დეფინირებაა საჭირო გააჩნია რას ვგულისხმობთ მასში ამერიკა სხვა ბერკეტებით და პერფომენსებით გვიტევსამერიკელებს ურჩევნიათ ჩვენ დაგვეხმარონ ნორმალური ცხოვრების მოწყობაში ჩვენსავე სამშობლოში, ვიდრე ებრძოლოს გაჭირვების გამო არალეგალურ მიგრაციას საქართველოდან, რომელთა უმეტესობა მერე კრიმინალურ გზას ადგება და დამატებით თავსატეხს უქმნის იმ ქვეყანას.მე დარწმუნებული ვარ მათ არც მიხო მოწონთ, მაგრამ არ თვლიან საჭიროდ ჩვენს შიდა საქმეებში აქტიურ ჩარევა და ეს სწორია. ჩვენ თვითონ უნდა მოვირგოთ დემოკრატია სხვის დაუხმარებლად.ამ მოსაზრებასაც ეჭვ ქვეშ ვაყენებ... ამერიკის დიადი მიზანი საქართველოზე იმ ვერტიკალზე მთავრდება რასაც პოლიტიკური ვაჭრობა ქვია ... ზუსტად იგივე დონის პარტნიორები ვართ ჩვენ ამერიკის როგორიც არის ვენესუელა რუსეთისათვის ძალიან მარტივია საქართველოში ჯერ ამერიკული რეალური ხელი არ მინახავს ჯერ... მიზნისკენ სწრაფვა რასაც ხშირშემთხვევაში აღწევენ კიდეც... აქ მათ ქაოსი შჭირდებათ.. ქაოსი რათა ალტერნატივა არ ჩანდეს... ამერიკა.. ი ვსიო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted December 20, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2009 Lo Janko დიდი ბოდიში asds, ვერ დაგეთანხმები. ის რომ რუსეთი საქართველოს მტერია, ეს მანამდე უნდა მიმხვდარიყავი სანამ მაქ მოხვდებოდი.ტერიტორიებს მეგობარი მეგობარს არ ახევს. ეს ერთიმეორე, საიდან დაასკვენი, რომ რუსეთის ხელისუფლება ვაშინგტონის დიქტატის შესაბამისად მოქმედებს?შენ უბრალოდ ვერ დაგიჯერებია, რომ ამერიკა შეიძლება არ იყოს მტერი. თუკი შენ ჩემს რჩევას მიიღებ, მაშინ სცადე ყველაფერი გაანალიზო მიზნიდან და პოლიტიკური სისტემიდან გამომდინარე.თავდაპირველად აუცილებლად უნდა დაუშვა, რომ აბსოლუტურად ბოროტი და აბსოლუტურად კეთილი მარტო ზღაპრებშია და ცხოვრებაში ყველაფერი ხორციელდება პრაგმატული სარგებლის მიღების პოზიციიდან.რა მიზანი ამოძრავებს ამერიკას და რა მიზანი ამოძრავებს რუსეთს?რუსეთის მთავარი პრობლემაა - დერჟავა. ეს არის იმპერია, რომელსაც რეალურად ემუქრება დაშლა და ის ყველაფერს ცდილობს ეს ნგრევა შეაჩეროს. ნგრევის შეჩერების ორი გზაა: ან სამხედრო ძალით უნდა შეადუღაბოს, ან შექმნას ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომელშიც სეპარატიზმი იქნება მინიმუმამდე დაყვანილი.რუსეთის ტრადიციული პოლიტიკური სისტემა არის უნიტარული ვერტიკალი, ეს ფედერაციები შენ ჩემზე კარგად იცი, რომ ფიქციაა და მეტი არაფერი. ამიტომ რჩება მხოლოდ სამხედრო ძალა. რუსეთმა დღეს პოლიტიკური სისტემის დემოკრატიული რეფორმირება, რომც დაიწყოს, სანამ რეალურ დემოკრატიამდე მივა მანამდე დაიშლება. ამიტომ რუსებმა ან უზარმაზარ დერჟავაზე უნდა თქვან უარი, ან სანამ შეძლებენ სამხედრო ძალით შეაკოწიწონ იმპერია. კრემლის დღევანდელი პატრონები კი დერჟავაზე უარს არ ამბობენ და აქედან გამომდინარეობს მათი მტრული დამოკიდებულება ყველაფრისადმი რაც დერჟავას უნგრევს. მგონი გასაგებად ვთქვი. ეხლა რა არის ამერიკის მთავარი პრობლემა. ამერიკა დემოკრატიული ქვეყანაა და ამიტომ პოლიტიკური სისტემის რეფორმირება ან სამხედრო ძალა თავისი ტერიტორიების შემოსამტკიცებლად არ ესაჭიროება. ამერიკა მდიდარი (არ ვგულისხმობ ბუნებრივ რესურსებს) და წარმატებული ქვეყანაა, ამერიკისა და ამერიკელი ხალხის მიზანია კარგი ცხოვრების დონის შენარჩუნება. და რამ შეიძლება ამაში ხელი შეუშალოს? მხოლოდ მათ ვისაც ეს სიმდიდრე სურს ან ვისაც ეს სიმდიდრე ხელს უშლის საკუთარი ქვეყნის დაჩმორებაში. ამერიკა და ზოგადად დასავლეთის მთავარი მიზანია დაიცვას თავი ავტორიტარული რეჟიმებისგან და ტერორიზმისგან. ამიტომა, რომ ამერიკას სურს მსოფლიო ჰეგემონის პოზიციის შენარჩუნება. ამერიკა დაინტერესებულია, რომ მთელს მსოფლიოში იყოს მშვიდობა (ომი ღარიბს უნდა, მდიდარს ომი არ უნდა), ყოველ შემთხვევაში იმ რეგიონებში, სადაც მათი ეკონომიკური ინტერესებია ქვეყვებში იყოს მშვიდობა და სტაბილური პოლიტიკური სისტემა. როგორც ეტყობა ამერიკელებმა ჩათვალეს, რომ საქართველოში სტაბულური იქნება დემოკრატიული სახელმწიფო და ამიტომ უჭერენ დემოკრატიის დამკვიდრებას მხარს. ამერიკელებს ურჩევნიათ ჩვენ დაგვეხმარონ ნორმალური ცხოვრების მოწყობაში ჩვენსავე სამშობლოში, ვიდრე ებრძოლოს გაჭირვების გამო არალეგალურ მიგრაციას საქართველოდან, რომელთა უმეტესობა მერე კრიმინალურ გზას ადგება და დამატებით თავსატეხს უქმნის იმ ქვეყანას.მე დარწმუნებული ვარ მათ არც მიხო მოწონთ, მაგრამ არ თვლიან საჭიროდ ჩვენს შიდა საქმეებში აქტიურ ჩარევა და ეს სწორია. ჩვენ თვითონ უნდა მოვირგოთ დემოკრატია სხვის დაუხმარებლად. მე დარწმუნებული ვარ, ამერიკელების ფაქტორი რომ არა რუსები უკვე თბილისში იქნებოდნენ. ამიტომ მე მათი მადლიერი ვარ და არ ვთვლი მათ მტრებად.რუსეთთან მიმართებაში რასაც წერ ვფიქრობ მართალია და არაფერი პრინციპულად საკამათო ... პრინციპულად საკამათო თორე მოსკოვი რომ ვაშინგტონს ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიური ინტერესების რეალიზებაში ეხმარება ეს პრინციპში ფაქტია და განსაკუთრებულ ახსნა განმარტებას არც საჭიროებს .. ვაშინგტონს კი მოსკოვი ზუსტად იმიტომ ეხმარება რაზეც შენ ისაუბრე .. ანუ თუ რუსეთი ვაშინგტონს ენერგომომარაგების თემატიკაში (ახლო აღმოსავლეთში და სამხრეთ კავკასიაში სწორედ ეს არის აშშ-ის ძირითადი ინტერესი და არა დემოკრატიების თესვა) არ დაეხმარება, ეკონომიკურად და შესაბამისად სამხედრო პოლიტიკურად დასუსტებული ვაშინგტონი 2030 წლისთვის მსოფლიოს უძლიერეს ქვეყანას ჩინეთს ოპონირებას (მსოფლიო წესრიგის დაცვა) ვერე გაუწევს და შედეგად არ ვიცი რა დაემართერბა ამერიკას მაგრამ რუსეთს რომ ჩინეთი მოდღნავს ეს ფაქტია .. ასე და ამრიგად მოსკოვს სხვა გზა არ აქვს თუ არა ვაშინგტონის რბილად რომ ვთქვა რეკომენდაციების გათვალისწინება თუ ჩინურ სტანოკზე ოცნებებში არ გადავარდა პუტინის ნაშა ... მედვედევი ტობიშ ... აშშ არის საქართველოს მტერი და ეს შენც კარგად იცი ... რუსეთის ხელით რომ აკეთებენ ხშირად სიბინძურეს ეს მათ კაი ტიპობაზე არ მიუთითებს მაინც და მაინც ... ამხელა პოსტი ჯერ არ დამიწერია.011.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted December 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2009 ზუსტად იგივე დონის პარტნიორები ვართ ჩვენ ამერიკის როგორიც არის ვენესუელა რუსეთისათვისchegesto, შეიძლება მასეცაა, მაგრამ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ შევდივართ ამერიკის პრიორიტეტების პირველ ათეულში? რუსეთისთვის აფხაზეთისა და ს.ოსეთის პრობლემა დღეს პირველ სამეულშია. აქ მათ ქაოსი შჭირდებათ.. ქაოსი რათა ალტერნატივა არ ჩანდეს... ამერიკა.. ი ვსიორისი ალტერნატივა, ან ვინ შეიძლება გახდეს ალტერნატივა? რუსეთი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted December 20, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2009 რისი ალტერნატივა, ან ვინ შეიძლება გახდეს ალტერნატივა? რუსეთი?რეალური დემოკრატია, სოციალური სახელმწიფო, ფაქტიური ნეიტრალიტეტი და ევროპასთან მაქსიმალური დაახლოება .. როგორი ალტერნატივაა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted December 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2009 asds როგორც წესი ინფორმაციის გადამოწმებას ვცდილობ ხოლმე ..ოჯახის ხარჯზე ამოწმებ ინფორმაციას - მაგარი საქციელია!შენი ტავი ჯანდაბას, ცოლ-შვილს რას ერჩი?ბავშვი მეცოდება ყველა სათავისოს ეძებსსაჩემოდ არაფერი მჭირდება შენგან, რუსებში ვარ გაზრდილი და მშვენივრად ვიცი რანიც არიან - ასე რომ შენი "ზაპისკი პუტეშესტვენნიკა" 100 წელი არ მჭირდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted December 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2009 კრემლის პროპაგანდას ჩე გევარას მიმდევარ asds ახლა უნდა რუსეთის სატანური ცოდვების ჩადენაში , ქართველთჟლეტაში ვაშინგტონი დაადანაშაულოს.. აგერ ვაშინგტონს დოქტატს ეძახის..მერე კი მოიწონებენ რუსი ფსბ-ჩნიკები,,, ვოტ ვმესტე ამერიკი უბივაემ ღრუზინოვ".. ასე რომ დაგვმორჩილდითოოო მე ხშირად ვთქვი, ნატო არის სახელმწიფოთშორისი უსაფრთხოების სისტემა, რითაც უკვე ყველაფერი ნათქვამია ამერიკამ საფუძველი ჩაუყარა ევროპული ცივილიზაციის უსაფრთხოების მოდერნიზებას სახელმწიფოებს შორის კოლექტიური უსაფრთხოების დამყარებით. ევროპის ხალხები კი არა სახელმწიფოები ტავისი სხელმწიფოებრივი ინტერესების უსაფრთხოების მიზნით გაერთოკანებული არიან საერთო ევრო-ანლანტიკურ სივრცეში ნატოში . ეს მკვეთრად განსხვავებულია კრემლისეული ხალხტა დამონებისაგან - დრუჟბა ნაროდოვ - ხალხების გადრუჟბებაა-ერთიან მორჩილ მასად, ამჟამად კი პუტინოიდებად გადაქცევისაგან.ახლაც რუსი ვეღარ უარყოფს თავის დანაშაულს და წარუმატებელ ჩე გევარების პირით გვამშვიდებს - აგერ ამერიკასთან ერთად გხოცავთო..შეეშვით ამერიკას მე მართო უფრო კომფორტულად ამოგხოცავთოოო.. ეეეხ ჩე გევარა, ფიდელავ და ფარაბუნდო , კომუნიზმის აჩრდილი უკვე დიდიხანია არსად არ დადის, არც დაბოგინობს სისხლისმსმელი ნამგალ-უროთი ... ის მარტო პუტინოიდების გულებსა და ტვინებშია გაკვეხილი ჩუმ ნატვრაში და ავადმყოფურ მანიაკალურ ილუზიებში... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted December 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2009 (edited) ასე და ამრიგად მოსკოვს სხვა გზა არ აქვს თუ არა ვაშინგტონის რბილად რომ ვთქვა რეკომენდაციების გათვალისწინება თუ ჩინურ სტანოკზე ოცნებებში არ გადავარდა პუტინის ნაშა ... მედვედევი ტობიშ ...asds, რუსეთი ორ ცეცხლშია და ადრე თუ გვიან მოუწევს არჩევანის გაკეთება. ერთი მხრივ ამერიკა, რომელიც ძლიერის პოზიციიდან მოითხოვს გარკვეული პირობების შესრულებას. პირველ რიგში ეს ეხება პოლიტიკურ გარანტიებს, რომელიც დერჟავნიკულ რუსეთს არ შეუძლია მისცეს. ინტეგრაცია დასავლურ ინსტიტუტებში, რაც აუცილებლად მოითხოვს პოლიტიკური სისტემის შეცვლას, ეს კი როგორც მოგახსენე დერჟავის რღვევას გამოიწვევს.მეორე ჩინეთისკენ მოტრიალება, რაც კი ვიცით რითაც დამთავრდება.ამიტომ პუტინი და კომპანია ცდილობს მაქსიმალურად, ნებისმიერ ფასად, სამხედრო ძალის გამოყენებით გაუხანგრძლივოს იმპერიას ჟალკოე სუშჩესტვოვანიე და ეგება რაღაცა მოხდეს (ავოს' ჩტო-ტა ბუდეტ), ეგება დიდი ომი დაიწყოს ან კიდევ რაღაცა დიდი კატაკლიზმა და სიტუაცია შეიცვალოს. მშვიდობიანად, რუსეთის იმპერია მოკვდება. რუსებს ჭირდებათ ომი, მაგრამ რადგან თვითონ სისტები არიან ამ ომს თვითონ ვერ დაიწყებენ. სხვები კი დიდ ომს თავს არიდებენ, ამიტომაა რუსეთი ყველა დაპირისპირებაში დასავლეთის მოწინააღმდეგე.ავღანეთის ომში რუსები ამერიკელებს კეთილი ნებით მხარს არ უჭერენ, ეს იძულებითი მხარდაჭერაა. რეალური დემოკრატია, სოციალური სახელმწიფო, ფაქტიური ნეიტრალიტეტი და ევროპასთან მაქსიმალური დაახლოება .. როგორი ალტერნატივაა?არაა ცუდი ალტერნატივა, მაგრამ რეალურია? Edited December 20, 2009 by Lo Janko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.