Jump to content
Planeta.Ge

ქუთაისში "საბრძოლო დიდების” მემორიალის აფეთქებას, სავარაუდოდ, მეხვერპლი მოჰყვა


Recommended Posts

აჰა პიარისთვისაც გამოიყენა

მანანა მანჯგალაძე: პრეზიდენტი შეძრწუნებულია, დღუპულ ოჯახებს დაეხმარებიან, გუბერნატორი მოხსნილია, მიშა მაგარია!

ხტფუი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 100
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

აჰა პიარისთვისაც გამოიყენა

მანანა მანჯგალაძე: პრეზიდენტი შეძრწუნებულია, დღუპულ ოჯახებს დაეხმარებიან, გუბერნატორი მოხსნილია, მიშა მაგარია!

ხტფუი!

:D ეს ხომ ისედაც ვიცოდით,ამფეთქებლებს ალბათ ხვალ დასჯიან... :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ხომ ისედაც ვიცოდით,ამფეთქებლებს ალბათ ხვალ დასჯიან...

კი და გირგვლიანის მკვლელებზე მეტს მიუსჯიან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრეზიდენტმა იმერეთის გუბერნატორი მიხეილ ჩოგოვაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა

19 / 12, 2009 22:09

 

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით თანამდებობიდან გაათავისუფლა იმერეთის გუბერნატორი მიხეილ ჩოგოვაძე.

ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტმა დანიაში ვიზიტი ქუთაისში მომხდარი ტრაგედიის გამო შეწყვიტა და საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ საგანგებო თათბირი გამართა.

თათბირს სამართალდამცავი ორგანოებისა და რეგიონული ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრეზიდენტმა მათგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო ქუთაისში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით და იმერეთის გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მანჯგალაძის თქმით, პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიებით მალე დადგინდება დამნაშავე პირთა ვინაობა. პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება და გამოიკვეთებიან დამნაშავეები, რომლებიც პასუხისგებაში მიეცემიან.

მისივე თქმით, პრეზიდენტი შეძრწუნებულია მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახს. ყველა მატერიალურ ხარჯს დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო გაიღებს.

ქუთაისში "დიდების მემორიალი" დემონტაჟის მიზნით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაკვეთის საფუძველზე სს "საქფეთქმრეწვმა" დღეს ააფეთქა. დაიღუპნენ დედა-შვილი ჯინჭარაძეები.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

ნიანგი სტირის ცხარე ცრემლებით.

 

 

ტრაგედიასაც პიარისთვის იყენებს ეს ბრიყვი

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტრაგედიასაც პიარისთვის იყენებს ეს ბრიყვი

აუფ ტორე არ შერაჩება რა

 

 

 

არა რა ამ მანჯგალაძესა ვერ ვხარშავ...სულ იმედის დარბევისას მისი ცინიზმი მახსენდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტრაგედიასაც პიარისთვის იყენებს ეს ბრიყვი

ლ ი ც ი, და როდის რა იყენებდა რო?

 

იქითა ფორუმზე ვიღაცამ დაიჩივლა კი მაინც გადადგებოდესო გუბერნატორიო.

 

რა უნდა გადადგეს, გიჟია? გადადგომას აპატიებს მერე მიხო?

 

ამ ქვეყანაში გადადგომა სამშობლოს ღალატისა და რუსეთის აგენტობის ტოლფასია.

Edited by Lo Janko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რისთვის აღასრულეს ეს სამარცხვინო ვანდალური აქტი, თან როგორი ტრაგედიით დასრულდა!?

ველური ტომები თუ იქცევიან ასე ნეტავ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი, და როდის რა იყენებდა რო?

მართალი ხარ, ჩემო ბატონო Lo Janko , ყოველთვის იყენებდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საშინელებაა რააა

 

...............

 

ვინც მაგის აფეთქება მოიგონა არ უნდა ჩამოკიდო ყვერებით ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქუთაისში "დიდების მემორიალის დემონტაჟისას უბედური შემთხვევა მოხდა. დემონტაჟისას მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ვერსიით, რკინა-ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟისას დაირღვა უსაფრთხოების ნორმები და უბედური შემთხვევა სწორედ ამან გამოიწვია.

 

 

ეხლა წავიკითხე ეს და არც ვიცი რა დავწერო?

 

ამ გარდაცვლილებს სახელმწიფო დაასაფლავებს და ხელებს ვიღაცაზე შეიწმინდავს.აფეთქება ჩემის აზრით, ამ სირი მიშას მოგონილი იქნებოდა,როგორცყველა სირობა.რუსეთის გაღიზიანება უნდოდა ამ ყ... და საკუთარი ხალხი შეეწირა ამ სირობას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვუსამძიმრებ კონკრეტულათ ამ დაღუპულების ოჯახს და საახლობლოს.

 

 

მაშინ სად ეყარა ოპოზიციის ქუთაისური ფილიალები როცა დემონტაჟი დაიწყო?-რამდენიმე კინკილა კაცი შერჩა ვეტერანი და აცალეთ რა ნერვიულობის გარეშე მოკვდნენ-თუ ოპოზიციამაც ჩარეცხა ეგენი?

 

რა თანხებით და სახსრებით შენდება ქუთაისური პარლამენტი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქუთაისში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო 10 პირია დაკავებული

20 / 12, 2009 12:19

 

ქუთაისში საბრძოლო დიდების მემორიალის აფეთქების შედეგად დარღვეული უსაფრთხოების ნორმების გამო სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის მთავარ სამმართველოში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე ათი ადამიანია დაკავებული, რომელთა დაკითხვაც ამ დრომდე მიმდინარეობს.

დაკავებულთაგან უმეტესობა სს "საქფეთქმრეწვის" თანამშრომლები არიან, მათ შორის პასუხისმგებელი პირები. წინასწარი ინფორმაციით, იკვეთება დანაშაულებრივი ნიშნები, რაც ასაფეთქებელი ნივთიერებების ზედმეტი რაოდენობით დამონტაჟებასა და, შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაუცველობაში გამოიხატა.

იმერეთის პოლიციაში დაკავებულთა ვინაობას არ ასახელებენ. ოფიციალური ინფორმაციით, ჯერჯერობით თანამდებობრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ იმერეთის გუბერნატორ მიხეილ ჩოგოვაძეს დაეკისრა.

ქუთაისში "დიდების მემორიალის" აფეთქების შედეგად შაბათს ორი ადამიანი - 8 წლის ნინო ჯინჭარაძე და მისი დედა დაიღუპა. მემორიალი, დემონტაჟის მიზნით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, სს "საქფეთქმრეწვმა" ააფეთქა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია.

უბედური შემთხვევის გამო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დანიაში ვიზიტი შეწყვიტა და თბილისში დაბრუნდა. მან მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა, ხოლო იმერეთის გუბერნატორი ირაკლი ჩოგოვაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...