Jump to content
Planeta.Ge

პაატა ზაქარეიშვილი: ედუარდ კოკოითთან შეხვედრა


Recommended Posts

არა ძუკუ მან გარკვევით ახსენა შეწყალება- ეს ტერმინი უკვე ნიშნავს რომ ამ "პრავოზაშიტნიკმა" უკვე აღიარა ბავშვების დანაშაული და ახდენს მათი შეწყალების შესახებ აპელირებას... გესმის რომ უკვე კონკრეტიკას ერიდები... ეს არაა წესიერი საქციელი.. ძალიან გულს მტკენს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისადმი შენი ამგვარი დაურიდებლობა.. მესმის რომ გეზიზღება სააკაშვილი, მე საერთოდ არ ვიცნობ მას, მაგრამ ხომ არ შეიძლება ამ ზიზღს შესწირო სახელმწიფოებრივი ინტერესები? კაი რა დაგემართად? უსუფაშვილივით უნდა გული გამიხეთქოთ? მაგას კი რომ ჩამოვალ მოვკითხავ პასუხს ამერიკაში წამოროშილი სიტყვებისათვის..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ ეს უკვე ტყუილია, შენ უკვე გამიზნულად ტყუიხარ...

ისრაელში ერთ მოქალაქეში გაცვლას არ აწარმოებს სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად ვინმე არამკითხე და ტანაც არც საკუთარი მოქალაქის ბრალეულობას ამტკიცებს ... რაბ გინდა თქვა ზაქარეიშვილმა გაათავისუფლა ასეულობით ადამიანი?

რუსს ხომ ეგ უნდა სახელმწიფობრიობაზე უარი გვათქმევინოს იმ საბაბით რომ მტავრობას არ შეუძლია საკუტარი მოქლაქეების დაცვა და აგერ რიგითი (რიადოვოი) პრავაზაშიტნიკი აკერკებსო.. რითაა მოტივირებული რუსი მკვლელის ამგვარი ამორჩევითობა? რატომ ყავთ რუსებს ზაქარეიშვილი ამგვარ პრიბვილეგირებულ მდგომარეობაში?

 

ძუკუ,

ზაქარეიშვილის ექსკლუზიური უნარი -რუსული ფე ეს ბე-ს ტყვეობიდან დაიხსნას ასეულ-ათასობით ქართველი, ხომ არ არის რაიმეს მიმანიშნებელი? რატომ აძლევენ რუსული სპეცსამსახურები ზაქარეიშვილს ამ ექსკლუზიურ უფლებას?

ფულის გამო? ამ კაც რა ფული უნდა ქონდეს?

ძალაუფლება? - ვისა, ზაქარეიშვილს?

შენს მიერ ნაქები "მორალური სისპეტაკე" - ვისთან კაცო? მთლათ კი ნუღარ გადარევ, ნორმალურ ადამიანს - რუსული სპესამსახურებისა და ჯალათების დახმარებით წმ.სვიმეონ კანანელის საფლავის მოძღვართა სისხლით მომრწყველი (სოფელ კომანში) ქართველთა შეუბრალებელი მკვლელი და მათი გვამების შეურაცხყოფის სურათებისა და ვიდეო-ბლოგების საქვეყნოდ გამომტანი - (ყოველი ომის შემდეგ რომ ახდენს რუსული ფე ეს ბე ვითომდა დასაშინებლად თავისი ამაზრზენი ამორალიზმის წარმოჩენას საიტებზე)

შენ ამ სატანის მოციქულის მიმართ ზაქარეიშვილის სისპეტაკით მოხიბვლაზე თუ დაიწყებ საუბარს ეგ უკვე წარმოუდგენელია... ეს უკვე ყოველგვარ ადამიანურ ლოგიკას სცილდება!

რუსი ჯალათის მოხიბვლა პიროვნების სისპეტაკით ეს ამაზრზენი დემაგოგია იქნება. იმედია შენ ეს უნებლიედ მოგივიდა და ვეც მიხვდი რას ამბობდი! არ შეიძლება დაუკვირვებლად ამგვარი რამეების მიმართ მიამიტური მიდგომა.

ძუკუ, მე მჯერა, რომ გაანალიზებ რაც თქვი და იმედია აღარ წამოაყენებ "ზაქარეიშვილის სულიერი სისპეტაკის ძალით რუსი სატანის მოციქულის, ქართველთა მკვლელი, მათი სახლებისა და სალოცავების , საფლავების შემგინებელი აგრესორის მოხიბვლის" ოდიოზურ ვარიანტს ამ ადამიანის გასამართლებლად.

 

გიმეორებ, ამ რეალობას და დაუკვირდი. ნუ ატყუებ გამიზნულად ფორუმელებს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ ეს უკვე ტყუილია, შენ უკვე გამიზნულად ტყუიხარ...

ისრაელში ერთ მოქალაქეში გაცვლას არ აწარმოებს სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად ვინმე არამკითხე და ტანაც არც საკუთარი მოქალაქის ბრალეულობას ამტკიცებს ... რაბ გინდა თქვა ზაქარეიშვილმა გაათავისუფლა ასეულობით ადამიანი?

 

ჯერ ერთი თქვენ და არა შენ.

მეორე სად დავწერე მე რომ ისრაელში ამას გარეშე პირები აკეთებენ? აგერ ჩემი სიტყვები:

აიღეთ ისრაელის მაგალითი, რომელიც მზადაა ერთი თავისი მოქალაქე მინიმუმ 300 ტერორისტზე გაცვალოს და არ აწუხებს თუ თქვენნაირები, თუ ასეთები იქაც მოიძებნებიან, რაში დასდებენ მათ ბრალს.

სწორედ სახელმწიფო აკეთებას ამას, რომელიც თავისი მოქალაქის სიცოცხლეს ყველაფერზე მაღლა აყენებს და ფსევდოსახელმწიფო ინტერესებით არ ინიღბება.

მოკლედ მე მოვრჩი თქვენთან ამ თემაზე საუბარს, რადგანაც ვერავითარ აზრს ვერ ვხედავ, თუნდაც იმიტომ,რომ დაწერილი პოსტის წაკითხვა არ შეგიძლიათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Gagi 67

არა ძუკუ მან გარკვევით ახსენა შეწყალება- ეს ტერმინი უკვე ნიშნავს რომ ამ "პრავოზაშიტნიკმა" უკვე აღიარა ბავშვების დანაშაული და ახდენს მათი შეწყალების შესახებ აპელირებას.

 

და რა მერე? აღიარა დანაშაული მერე რა?

 

ეს სახელმწიფოს პოზიცია ხომ არ არის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რასაც ზაქარეიშვილი აკეთებს ამას დავარქმევდ სამოქალაქო გმირობას,

Siknadmo

მისი ოპონენტების აღიარებითაც კი უწესიერესი კაცია, იდეალისტი. ცხადოია მეც არ ვეთანხმები ხშირად,მაგრამ ამას ვერ დავუკარგავთ,რომ რაღაც ხედვა მაინც აქვს.

:yes2:

 

მეც მიმაჩნია,რომ სწორ და საჭირო საქმეს აკეთებს.

აფხაზეთის ომიდან მოყოლებული სულ ტყვეების გაცვლა და წინა ხაზზე სიარული აქვს გამოწერილი.უამრავი მეომარი თუ სამოქალაქო პირი ჰყავს დაბრუნებული ოჯახში ჩვენი თუ მოწინააღმდეგის მხრიდან.სხვათა შორის,არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ კონფლიქტებში.როგორც დანამდვილებით ვიცი ყარაბახის ომის დროსაც,ამ ორ ქვეყანაში არ მოინახა ზაქარეიშვილის ნაირი ადამიანები,რომლებსაც ორივე მხარე ენდობოდა და პაატას უწევდა ,,მშვიდობის მტრედის" როლში ყოფნა,რაშიც ფულს არ აკეთებდა ეს კაცი.მხარეები,მხოლოდ გზის,იქ ცხოვრების და კვების თანხებს უნაზღაურებდნენ,ხელფასს არ იღებდა.....

 

ასე პიროვნებებს,ნორმალურ ქვეყანაში ხელის გულზე ატარებენ ,აქ,საქართველოში კი დევნიან და მოღალატედ აცხადებენ.ის კი,მაინც თავის საქმეს აკეთებს,იმიტომ რომ ასე სწამს და სჯერა,სხვანაირად არ ძალუძს!!!

საღოლ,პაატა ზაქარეიშვილი,გაიხარე შენს ოჯახში! :2kiss:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სურათები:

 

http://s61.radikal.ru/i172/0912/c6/7c2bdea74f71.jpg

http://i035.radikal.ru/0912/fa/55c6c9df5eec.jpg

http://s03.radikal.ru/i176/0912/92/586a1cb9468d.jpg

http://i079.radikal.ru/0912/16/da4be7915c9b.jpg

http://s46.radikal.ru/i112/0912/32/a2a133703c56.jpg

http://s13.radikal.ru/i186/0912/5b/08bf3097a261.jpg

http://s57.radikal.ru/i156/0912/c5/92a3a2178aaa.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...