T_A_T Posted January 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2010 (edited) კოკა ამირეჯიბი - უნდა ითქვას, რომ თბილისი დღეს არის ძალიან სხვადასხვანაირი, არ არსებობს ერთგვაროვანი თბილისი. დღევანდელმა თბილისმა გაიარა განვითარების რამდენიმე ეტაპი, რომელიც დიამეტრულად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. არსებითად შეიძლება 3 ეტაპი ჩამოვაყალიბოთ, ეს არის მე-19 საუკუნის თბილისი, ეს არის მე-20 საუკუნის საბჭოთა თბილისი და უკვე დამოუკიდებლობის პერიოდში აშენებული ახალი თბილისი. სამი დიამეტრალურად საწინააღმდეგო თბილისი გვაქვს ჩვენ დღეს და მათ შორის არის ძალიან დიდი განსხვავება. თუ რამეა საერთო მათ შორის არის ის, რომ როგორც ძველი, ისე ახალი თბილისი ორივე უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. ბოლო დამოუკიდებლობის პერიოდში აშენებული სახლები, ზოგიერთი ძალიან ცუდად არის აშენებული და ისინი მალე ავარიულ მდგომარეობაში იქნება, მაგრამ მათ შორის არის ნორმალურად და ხარისხიანად აშენებული სახლები, მათზე ჯერ ვერ ვიტყვით რომ რაღაც პრობლემები აქვთ. ძველ თბილისს და ახალ თბილისს, საბჭოთა თბილისს ძალიან სერიოზული პრობლემები ედგათ.თამარ ამაშუკელი - ბატონ კოკას ნათქვამს ერთს დავამატებდი, რომ ძალიან ხშირად ჩვენ ვამაყობთ და ჩვენი ხელისუფლებაც ამაყობს იმით, რომ თბილისს აქვს ევროპის და აზიის შეერთების ძალიან სპეციფიკური სახე. არის ევროპული ნაწილი, არის აზიური. ამ აზიურ სახლებში, რომელსაც ჩვენ თბილისის სახლებს ვეძახით, ფასადი არის ევროპული, ეზო კი სუფთა თბილისური. ეს ე.წ. იტალიური ეზო ახლა შემოვიდა და აბსოლუტურად გაუმართლებელი ტერმინია, ეს ეზოები არის თბილისური. იტალიურს იმიტომ ეძახიან, რომ მე მაინც ვფიქრობ ეს ნეორიალისტურ ფილმებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ნელ-ნელა ვკარგავთ თბილისის ძველ სახეს, ძველ ნაწილში ჩნდება ახალი შუშის ნაგებობები, რომელიც მე არ ვიცი რა არის საერთოდ, მას არ გააჩნია არანაირი არქიტექტურული ღირებულება. ერთ-ერთ გადაცემაში თქვეს, რომ ქალაქი არის განვითარებადი და ხომ არ შეიძლება დავაკონსერვოთო. გეთნახმები, რომ ქალაქი არის განვითარებადი და აუცილებლად უნდა განვითარდეს, მაგრამ ისტორიულ ქალაქებში ეს უნდა მოხდეს ძალიან ფაქიზად. ალბათ არა მარტო ექსპერტებმა, არამედ ხალხმაც უნდა იმსჯელოს ამაზე, როგორ და რით ჩავანაცვლოთ. რამდენიმე წლის წინ იყო საუბარი ვირის ხიდის აღდგენაზე, ეს არის მეტეხის ხიდისა და ბარათაშვილის ხიდს შორის, მაშინ ეს პროექტი ჩაიშალა, ფული არ აღმოჩნდა იმდენი რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო, ესეც სადაო იყო, ჭირდება თუ არა თბილისს მესამე ხიდი იმ ტერიტორიაზე, მაგრამ ეხლა აღმოჩნდა რომ ჭირდება. ეხლა დგამენ იმის მაგივრად შუშის რაღაც გაურკვეველ ხიდს, რომელიც დააკავშირებს რიყის რეკრეაციულ ზონას მარჯვენა სანაპიროსთან. თუ აუცილებელი იყო ამ ხიდის გაკეთება, რა აუცილებელია ასეთი შუშის, უხეში ჩარევა მოვახდინოთ ძველ თბილისში? ის ღირებულება და სული თბილისისა აღარ დარჩება. მე მაინც ვფიქრობ, რომ კულტურულ მემკვიდრეობათ აღიქმება მხოლოდ ოქროს ფონდი, ფიროსმანი, კაკაბაძე, სვეტიცხოველი, ჯვარი, და ა.შ. ურბანულ მემკვიდრეობას არ აღიქვამენ როგორც კულტურულ მემკვიდრეობას. ალბათ ბატონი კოკა დამეთანხმება, რომ ყველაზე მეტად ერის და საზოგადოების სახე ჩანს ამ ურბანულ ნაწილში და არქიტექტურაში, როგორ ცხოვრობს, როგორი ეზო აქვს, რანაირად არსებობს, როგორ მოიხმარს ამ საცხოვრებელ ნაწილს - ეს არის თბილისში ყველაზე ღირებული და ამას თუ დავკარგავთ ჩვენ მივიღებთ საბურთალოს ან გლდანს. არაფერი მაქვს მათი საწინააღმდეგო, უბრალოდ ეს არის ახალი ჩამოყალიბებული, როგორც რუსები იძახიან “სპალნი რაიონები”, თუ ჩვენ გვინდა რომ არ გვქონდეს ისტორიული ქალაქი, მაშინ მიიღონ გადაწყვეტილება და არ გვექნება ისტორიული ქალაქი და გვექნება ახალი, თანამედროვე დედაქალაქი. ......................ექვთიმე თაყაიშვილმა გადაარჩინა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა ოქროს ფონდის სახით, ასევე ვიბრძოლოთ იმისთვის რომ გადავარჩინოთ ეს ურბანული მემკვიდრეობა. სიღნაღი დავკარგეთ ფაქტიურად. შემედავებიან და გაბრაზდებიან, მაგრამ ის ქალაქი აღარ არის, ის არის რაღაც დეკორაცია. ცოტა ხანში, ალბათ 10 წელიწადში არაფერი აღარ იქნება დასაცავი, უბრალოდ თბილისი აღარ იქნება, არსად აღარ გვექნება გასასეირნებელი ადგილი, ვერსად ვეღარ წავიყვანთ ჩვენთან ჩამოსულ სტუმარს და ალბათ ჩვენი მენტალიტეტიც შეიცვლება. ჩვენ აღარ ვიქნებით ისინი რაც ვართ, იმიტომ რომ რაც ვიყავით და ვართ იმან შექმნა ის თბილისი და ჩვენ გვაიძულებენ ახლა, რომ ან თბილისზე უარი ვთქვათ. ვიღაცა ინვესტორის გულისთვის მე მინგრევენ “იმელს” და მიდგამენ არც კი ვიცი რას... Edited January 31, 2010 by T_A_T Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 http://www.tavisupleba.org/content/article/1884866.html ავტორი გიორგი გვახარია ქართულ მედიაში თითქმის არ ჩანს ინტერესი ურბანული პრობლემატიკის მიმართ. ამას თავად ურბანისტები ამბობენ - ჩივიან, რომ ქვეყანაში არაა პოპულარული არქიტექტურის თეორია, კრიტიკა, ურბანისტიკა. ეს მაშინ, როცა ქალაქები იზრდება, ქალაქები შენდება...შენებას თან ახლავს ნგრევა - როგორც წესი, ისტორიული და მხატვრული თვალსაზრისით ფასეული ძეგლების ნგრევა. თავად შენება კი, ხშირ შემთხვევაში, უხარისხოა. ქალაქები იზრდება, მაგრამ საზოგადოებას იშვიათად აინტერესებს, როგორ ვითარდება ქალაქი... თუნდაც თბილისი, რომლის განვითარების გენერალურ გეგმაზე ახლახან ისევ დაიწყო მსჯელობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 T_A_T ეჰჰჩვენთან ბევრი საჭირბოროტო თემა არ აინტერებთ.ამ პოლიტიკა და რელიგიას გადავყვებიტ ( არადა შენობების მდგომარება, ქალქის გავითარება, ეკოლოგია,ტრასპორტი,ენერგო მომარაგება, წყლაგაყვანილობა,ნაგავი, განთლება და ა.შ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 არადა შენობების მდგომარება, ქალქის გავითარება, ეკოლოგია,ტრასპორტი,ენერგო მომარაგება, წყლაგაყვანილობა,ნაგავი, განთლება და ა.შ.(((((( Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 ამ აზიურ სახლებში, რომელსაც ჩვენ თბილისის სახლებს ვეძახით, ფასადი არის ევროპული, ეზო კი სუფთა თბილისური. ეს ე.წ. იტალიური ეზო ახლა შემოვიდა და აბსოლუტურად გაუმართლებელი ტერმინია, ეს ეზოები არის თბილისური. იტალიურს იმიტომ ეძახიან, რომ მე მაინც ვფიქრობ ეს ნეორიალისტურ ფილმებთან არის დაკავშირებული.ვინ შემოიღო ეს ტერმინი "იტალიური ეზო" სულ პეროჟნი უნდა ურყტა თავში ჭანო წყლაგაყვანილობა,ნაგავი, განთლება და ა.შ.ეგ განთლება ინჩეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 Siknadmo ნუუ რა მიუხვედრელი ხარ----განათება!!! ლამპოჩკები ანუ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 ტაააააააააატ!როგორ მოგწონს "ახალი" ხიდი?აი ის შუშის მუხლუხო რომ დააყენეს სიონის წინვის რად უნდა ეგ, არ მესმის ან არქიტექტურულად თუ ჯდება იმ ადგილას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Precursor Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 სანამ ჩვენთან შუშობანას თამაშობენ, ნორმალურ ქვეყნებში არქიტექტურა ძალზედ სწრაფად ვითარდება - პროექტირების ახალმა შესაძლებლობებმა და ახალმა ტექნოლოგიებმა ყველაზე თავსგასული ფუტურისტების ფანტასტიკური კონცეფციების განხორციელების დრო მოიყვანა... ჩვენ კი... სად ვბანაობთ? ამხელა არქიტექტურული ტრადიციები, მსოფლიოში აღიარებული სკოლა... და ნაციანალების ბუტაფორული ეპოქა... რაც ამ 7 წელიწადში აშენდა, ყველაფერი დასანგრევი და გადასაყრელი იქნება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 რას ამბობ პრეკუ-ტავისით დაინგრევა და თAვზე დაგვეყრება(( Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.