Jump to content
Planeta.Ge

არქიტექტორები ”არაარქიტექტორების” წინააღმდეგ


Recommended Posts

არქიტექტორები ”არაარქიტექტორების” წინააღმდეგ

 

"განა შეიძლება, მინა, როგორც მასალა "დემოკრატიული" იყოს? ასე რომ, თბილისის საყოველთაო "მოშუშვის" წინააღმდეგი ვარ, ყველაფერი პროფესიონალებმა უნდა გადაწყვიტონ", - ამბობს არქიტექტორი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, აკადემიკოსი ვახტანგ დავითაია და ქვეყანაში მიმდინარე კულტურულ-საზოგადოებრივ პროცესებზე თვალსაზრისს გამოხატავს

 

- როგორ შეაფასებთ ქალაქის მერიის მიერ წამოყენებულ ძველი თბილისის რეაბილიტაციის გეგმას, რომელიც დიდი ენთუზიაზმითა და ხმაურით დაიწყო?

- ეს ძველი თბილისის პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზაა, რადგან თვითონ ქალაქის ბიუჯეტი, მოსახლეობა-მერიის ტანდემი ასეთ ძვირად ღირებულ პროექტს ვერ გასწვდებოდა. ძველი სახლების სამშენებლო კომპანიების მიერ გამოსყიდვის იდეა ურიგო არ არის, მაგრამ თუ ყველა ნიუანსს არ გავითვალისწინებთ, უპირატესობას ფინანსურ დაინტერესებას, მაქსიმალურ მოგებას მივანიჭებთ, შედეგი, შესაძლოა, სავალალოც კი იყოს. ჩემს კოლეგებს, რომლებსაც ძველ თბილისში მშენებარე ნაგებობების განხილვა-დამტკიცება უხდებათ, შევახსენებ, რომ სტილიზაციის ფაქტორი გადამწყვეტი არ არის, გაცილებით მნიშვნელოვანია შენობის არქიტექტურულ კონტექსტში მოქცევის საკითხი.- როგორია ამ მხრივ მსოფლიო გამოცდილება? ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თბილისი ისეთივე უნდა იყოს, როგორიც ევროპის ქალაქები - პარიზი, რომი, ამსტერდამი.- სამწუხაროდ, დღეს საქართველოში მთელი არქიტექტურული პროცესი არაარქიტექტორების მიერ არის უზურპირებული, ამიტომ ჩვენი უპირველესი ლოზუნგია: დაუბრუნეთ არქიტექტურა არქიტექტორებს. ხომ არ შეიძლება მნიშვნელოვანი შენობების არქიტექტორებად მოიწვიო უცხოელი სპეციალისტები, რომლებსაც ტურისტული მოგზაურობისას კაფეში გაიცნობ? რას ჰგავს სავაჭრო ცენტრ "პიქსელის" შემინული შენობა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე, სახანძრო სამსახურის ყოფილი შენობის ადგილას წამოჭიმეს?! იგი სრულიად უცხოა დედაქალაქის სხეულზე. ზოგიერთს ავიწყდება, რომ არქიტექტურა ერის მატერიალური კულტურის განუყოფელი ნაწილი იყო და იქნება, იმისდა მიუხედავად, აღიარებს თუ არა ამას ესა თუ ის ხელისუფლება. რომელი სჯობს, ეს შუშის შენობა თუ ფუნიკულიორი? ფუნიკულიორი ქართული ხასიათის ანარეკლია. იგი ძალიან გახსნილი, სტუმართმოყვარეა, ცოტა არარაციონალურიც, ლაღი და თეატრალური. აი, ასეთი უდიდესი შესაძლებლობა აქვს არქიტექტურას.- პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ასეთი შუშის შენობები ბევრია სინგაპურში, ტაივანზე...

- სინგაპურს თავისი ტრადიცია, კლიმატური თუ სხვა თავისებურებები აქვს. ზოგიერთი ქვეყნის მთელი არქიტექტურა იურტით იწყება და მთავრდება, რატომ უნდა უარვყოთ ქართველებმა მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება? ტრადიციულობა სრულებით არ ნიშნავს არათანადროულობას. ასეთი შენობების შექმნა მხოლოდ დიდ არქიტექტორებს ხელეწიფებათ. რაც შეეხება მინის შენობებისადმი ჩემს დამოკიდებულებას, ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად იმეორებენ: ეს არის მინის დემოკრატიული შენობა. განა შეიძლება თავისთავად მასალა, მინა იყოს "დემოკრატიული"? იმაზე უფრო მდუმარე, პირქუში და საიდუმლოებით მოცული შენობები, როგორიც დღევანდელი სასტუმრო "აჭარის", ყოფილი "ივერიის" ფასადებია, არ მეგულება. მცდარია მითი მინის დემოკრატიულობაზე, დემოკრატიულობა არქიტექტურის მახასიათებელია და არა მასალის. მინის გამჭვირვალობა, ვიზუალური შეღწევადობა ვერ უზრუნველყოფს "დემოკრატიულობას", მინის არაერთი შენობა, მათ შორის თბილისშიც, ხაზგასმული შეუღწევადობითა და სიცივით ხასიათდება. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ შენობას აეროპორტის გზაზე, ეს მდუმარე, არქიტექტურულ-კულტუროლოგიური თვალსაზრისით უმისამართო, უსამშობლო მინის მოცულობაა.თბილისის მასობრივი "მოშუშვის" წინააღმდეგი ვარ. ძველი "ივერია", გაცილებით ლამაზი და ქართული იყო, ვიდრე დღევანდელი "რედისონი". დღეს არაერთი საკვანძო არქიტექტურული ობიექტი უცხოელების ხელშია. როცა გავიგე, რომ იტალიელი არქიტექტორი ფუქსასი (ჩვენ ერთი აკადემიის წევრები ვართ და დროდადრო ვხვდებით ერთმანეთს) აშენებს ერთ-ერთ შენობას პროფკავშირების სასახლის წინ, გამიხარდა, რადგან ის ძალიან კარგი არქიტექტორია, ცხადია, თუ საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდა, დიდი არქიტექტორი უკვე თავისთავად ღირებულებაა. ხელისუფლების უმაღლესი პირები უცხოელ არქიტექტორებს პირდაპირ ეუბნებიან: ჩვენ არქიტექტორები არ გვყავს, ჩამოდით, გვიშველეთო! ჩვენ გვყავს დიდი არქიტექტორები, რომლებსაც ხელშეწყობა სჭირდებათ, თუნდაც იმის მეათედი, რაც დღეს საზღვარგარეთიდან მოწვეულ სპეციალისტებს აქვთ. რომელი ქართველი არქიტექტორი გააკეთებდა იმას, რაც სანაპიროზე რესტორან "არაგვის" ადგილზე, სასტუმრო "ჰაიატის" მშენებლობისას გააკეთეს? ბუნების ასეთი ხელყოფა, მთის ჩამოჭრა, ისტორიას არ ახსოვს...- როგორ შეაფასებთ იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ავლაბრის რეზიდენციის ავტორიც იტალიელი მიქელე დე ლუჩია?

- პრეზიდენტის სასახლის არქიტექტორი სინამდვილეში გიგა ბათიაშვილია, იტალიელი არქიტექტორი დამამთავრებელ ეტაპზე მოიწვიეს, ბათიაშვილი კი ამ საქმეს ჩამოაშორეს. მით უმეტეს, რომ იქ ისეთი არაფერი გაკეთებულა, რასაც გიგა ბათიაშვილი ვერ შეძლებდა: ეს ჩვეულებრივი სნობიზმი და პროვინციალიზმია - თურაშაულის პატრონები ტყეში პანტას ვეძებთ, ყველაფერ უცხოურს ბრმად ვეტრფით.- ბოლო ხანს საზოგადოებამ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა არაერთი ქანდაკების ადგილმონაცვლეობის გამო. როგორია თქვენი დამოკიდებულება "მოსიარულე ძეგლებისადმი", მით უმეტეს, რომ მათ შორის თქვენი ნამუშევარიც არის? ბოლო ხანს დიდი ხმაური მოჰყვა ილიას ძეგლის გადატანას ბათუმის თეატრის წინამდებარე სკვერიდან...- ეს ძეგლი დიდი მოქანდაკის ელგუჯა ამაშუკელისა და ჩემი ერთობლივი ნამუშევარია. როცა ძეგლის გადატანის საკითხი დღის წესრიგში დადგა, ბათუმის მერიიდან დამიკავშირდნენ, აზრი მკითხეს, ასევე საქმის კურსში ჩააყენეს ელგუჯას ამაშუკელის მეუღლე - ლია სტურუა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ძეგლის თეატრის უკანა, პორტის მხარეს გადატანის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ისიც კარგად მესმის, რომ საზოგადოების სამართლიან გაღიზიანებას იწვევს ძეგლების გაუთავებელი ხელყოფა, გადატანა, დაჭრა-დაჩეხა, გადაგდება. ამას წინათ ვიხუმრე, მაგრამ ვიღაც ჩემზე ადრე უთქვამს: ძეგლები ბორბლებზე უნდა შევდგათო.- ლაპარაკია იმაზეც, რომ კიდევ ერთ თქვენს ნამუშევარს - დავით აღმაშენებლის ძეგლს ქუთაისში, პარლამენტის მშენებლობის გამო, შესაძლოა, ადგილი შეუცვალონ...- დავით აღმაშენებლის ძეგლი საოცრად უხდება იმ მოედანს, ბეჭედივით ლამაზად ზის. ამიტომ მისი სხვაგან გადატანის წინააღმდეგი ვიქნები. გაუგონარი ამბავია ის, რაც გასულ წელს სიღნაღში მოხდა - ამირანის ძეგლი, რომლის ავტორები ვახტანგ ონიანი და მე ვართ, 12-მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება ღამით ნიღბოსნებმა დაჭრეს, დაჩეხეს და იქვე, ტურბაზის ეზოში დაყარეს. ეს ხომ ნამდვილი ვანდალიზმია. და ვითომ დღემდე დამნაშავეებს ვერ მიაგნეს. ამის შემდეგ დაგვპირდნენ, რომ სახსრებს გამონახავდნენ და ძეგლს სხვაგან გადაიტანდნენ, მაგრამ ყველაფერი ძველებურად რჩება. ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც კი არ არის აღძრული, ამასთანავე, ყველამ იცის, ვინ ჭრიდა ძეგლს ან ეს ვისი მითითებით ხდებოდა. ამის შემდეგ საზოგადოების ერთიანობაზე ლაპარაკი ძნელია, თავიდათავი კი პროფესიონალიზმის უგულებელყოფაა. დროა, შევიგნოთ, რომ პური მეპურემ უნდა გამოაცხოს, არქიტექტურა კი არქიტექტორებს უნდა დაუბრუნდეს.

 

 

”ყველა სიახლე” 17-12-2009

 

 

ლიცემერი: T_A_T , ხომ არ განავრცობდი?!

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიდი პატივია დავითAიას მერე რამიდ დაწერა( მარტლა)

ჩემი ლექტორი იყო და უდიდეს პატივს ვცემ! იმდენად გენიალური არქიტექტორია რომ თუ ვინმე მალთაყვაში ყოფილა სანაპიროზე ჩონჩხი დგას მისი დაპროექტებული ნაგებობის...ისიც კი გენიალურია და უმშვენიერესი... ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდში კაცი მიწვეული იყო ლექციებზე აშშ-ში, იაპონიაში კუროკავა მთლა მისი ძმაკაცია:( მოკლედ აქსიომაა და საკამათო არაა რომ ჩვენი არქიტექტურის სკოლა იყო უძლიერესი და უნიკალური სანამ ეს ვიგინდარები მოვიდოდნენ და ჩარეცხავდნენ..ჩემი ყურით მოვისინე როცა პირველი განგაში ატყდა თბილისის გენოციდზე გამოხტა და ეგღა მაკლია ვიღაც ვიტომ პროფესორებმა ჭკუა მარიგონო...დავითAია, ვარდოსანიძე( სხვთAშორის ამასწინად ყოფილა წითელ ზონაში გვახარიასთAნ და პოსლეზე მითხრეს:(), ბათიაშვილი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიდი პატივია დავითAიას მერე რამიდ დაწერა( მარტლა)

ჩემი ლექტორი იყო და უდიდეს პატივს ვცემ! იმდენად გენიალური არქიტექტორია რომ თუ ვინმე მალთაყვაში ყოფილა სანაპიროზე ჩონჩხი დგას მისი დაპროექტებული ნაგებობის...ისიც კი გენიალურია და უმშვენიერესი... ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდში კაცი მიწვეული იყო ლექციებზე აშშ-ში, იაპონიაში კუროკავა მთლა მისი ძმაკაცია მოკლედ აქსიომაა და საკამათო არაა რომ ჩვენი არქიტექტურის სკოლა იყო უძლიერესი და უნიკალური სანამ ეს ვიგინდარები მოვიდოდნენ და ჩარეცხავდნენ..ჩემი ყურით მოვისინე როცა პირველი განგაში ატყდა თბილისის გენოციდზე გამოხტა და ეგღა მაკლია ვიღაც ვიტომ პროფესორებმა ჭკუა მარიგონო...დავითAია, ვარდოსანიძე( სხვთAშორის ამასწინად ყოფილა წითელ ზონაში გვახარიასთAნ და პოსლეზე მითხრეს), ბათიაშვილი...

T_A_T

ესე იგი, შენ გინდა თქვა, რომ წამყვანი ქართველი არქიტექტორების აზრს საერთოდ არ ითვალისწინებენ და აიგნორებენ?

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესე იგი, შენ გინდა თქვა, რომ წამყვანი ქართველი არქიტექტორების აზრს საერთოდ არ ითვალისწინებენ და აიგნორებს?

მე ვადასტურებ რომ არქიტექტორები ქალაქგეგმარებას და კერძოდ ურბანისტიკას ჩამოშორებულები არიან..არქიტექტურის სამსახურს საერტოდ ციხეების მენეჯერი განაგებს..სტომატოლოგის რომ პროქტოლოგია შეტენო მგონი უფრო გაერკვევა სიტუაციაში.

მინა-ლითონის კონსტრუქციები ფასადების ღებვა -არქიტექტურა არაა-ესააა ნაცელიტის კლანური ბიზნესის რეალიზება ქალაქის ხარჯზე.

გემოვნებაზე და ქართულ მენტალობაზე აღAრაა ბაასი------უსაფრტხოებაზე დავედიტ-ვინაიდან ქალაქში მკვლელია-ახალშენები!

 

პ.ს.

დროა, შევიგნოთ, რომ პური მეპურემ უნდა გამოაცხოს, არქიტექტურა კი არქიტექტორებს უნდა დაუბრუნდეს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომელი ქართველი არქიტექტორი გააკეთებდა იმას, რაც სანაპიროზე რესტორან "არაგვის" ადგილზე, სასტუმრო "ჰაიატის" მშენებლობისას გააკეთეს? ბუნების ასეთი ხელყოფა, მთის ჩამოჭრა, ისტორიას არ ახსოვს...-

T_A_T

თუ შეგიძლია, რომ ინტერვიუს ეს პასაჟი უფრო კონკრეტულად განმარტო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ შეგიძლია, რომ ინტერვიუს ეს პასაჟი უფრო კონკრეტულად განმარტო?

მოდი შორიდან მოვუვლი რომ კარგდ მიხვდეთ რა იგულისხმა:

გახედეტ მამადავითს მთაწმინდაზე..შედარებისთვის გაიხსენეთ ადრეული ხედები..როცა ივანაშვილის მახინა არ იყო წამოჭიმული მის ფონად...ტავისტავად სადმე ფუძიამასძირში , ან ტუნდაც საჩხერის ორღობეებში შეიძლება ძალიანაც კარგი იქნებოდა იაპონელი არქიტექტორის ეს მარტლაც საინტერესო, სუპერთანამედროვე შენობა, მარა მთის უბეში ჩასმული ეს კოხტა ეკლესია, რომელიც თბილისის სავიზიტო ბარათი იყო( ერტერტი) ესთეთიკაც ქონდა ხომ ქალაქის ყველა წერტილიდან ჩანდა ..ჩახერგეს ამ კუბით...

 

იგივე სიტუაციაა არაგვთან დაკავშირებით ...( დაახლოებით)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოდი შორიდან მოვუვლი რომ კარგდ მიხვდეთ რა იგულისხმა:

გახედეტ მამადავითს მთაწმინდაზე..შედარებისთვის გაიხსენეთ ადრეული ხედები..როცა ივანაშვილის მახინა არ იყო წამოჭიმული მის ფონად...ტავისტავად სადმე ფუძიამასძირში , ან ტუნდაც საჩხერის ორღობეებში შეიძლება ძალიანაც კარგი იქნებოდა იაპონელი არქიტექტორის ეს მარტლაც საინტერესო, სუპერთანამედროვე შენობა, მარა მთის უბეში ჩასმული ეს კოხტა ეკლესია, რომელიც თბილისის სავიზიტო ბარათი იყო( ერტერტი) ესთეთიკაც ქონდა ხომ ქალაქის ყველა წერტილიდან ჩანდა ..ჩახერგეს ამ კუბით...

 

იგივე სიტუაციაა არაგვთან დაკავშირებით ...( დაახლოებით)

T_A_T

გამოსავალს რაში ხედავთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაშიც პროფესორები: მღვდელს წირვას ნუ ასწავლიან.

 

არქიტექტურა არქიტექტორების საქმეა!!!!!!!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაშიც პროფესორები: მღვდელს წირვას ნუ ასწავლიან.

 

არქიტექტურა არქიტექტორების საქმეა!!!!!!!!!

T_A_T

მესმის და გეთანხმები.

 

ახლა საერთო მტერი გყავთ და ამან გაგაერთიანათ,მაგრამ მოიხსნება თუ არა ეს საშიშროება მაშინვე ერთმანეთს დაერევით. მსმენია რომ არქიტეტორები ამაში განსაკუთრებით "მაგრები" ხართ . ასე თუ არა?

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მსმენია რომ არქიტეტორები ამაში განსაკუთრებით "მაგრები" ხართ

არაფერი განსაკუთრებული და განსხვავებული: მხატვრებისგან , მწერლებისგან , მედიკებისგან...ნუ გაორმაგებული დოზით შეიძლება..რახან მეცნიერებაცაა და ხელოვნებაც:))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაფერი განსაკუთრებული და განსხვავებული: მხატვრებისგან , მწერლებისგან , მედიკებისგან...ნუ გაორმაგებული დოზით შეიძლება..რახან მეცნიერებაცაა და ხელოვნებაც

შენი პროექტით(ან შენი მონაწილეობით) თუ არის საქართველოში რამე აშენებული

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენი მონაწილეობით

T_A_T

შემეშალა რამე? თანამონაწილეობით უნდა დამეწერა? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა პროსტა დავაკოპირე რომ მონაწილეობით..თAნამეცხედრე ან თAნამეინახე ვიცი მე:)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა პროსტა დავაკოპირე რომ მონაწილეობით..თAნამეცხედრე ან თAნამეინახე ვიცი მე

T_A_T

მე კი გული გამიხეთქე და :)

 

T_A_T

შეგიძლია "ხრუშოვკებზე" და მიშენებულ ლოჯიებზე გახსნა თემა? ვიცი რომ თავის დროზე ხრუშოვკებმა პოზიტიური როლი ითამაშეს, მაგრამ ახლა მაგრად აუშნოებენ ქალაქს.

 

+ კარგი იქნება თუ მათხოვრებზე და მაწანწალებზე+ ციგნებზე გავხსნით თემას. წალეკეს ქალაქი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...