Jump to content
Planeta.Ge

რუსეთი ჰააგის სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის წიგნში მოყვანილი ინფორმაციის მტკიცებულება


Recommended Posts

თუ ახლა კიდევ ახსენეთ პირადი უთანხმოება "მიშებთან" და პეტრე-პავლეებთან" რუსების მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი ეთნოწმენდის დანაშაულის გამხილვისას , ეს უკვე მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა.

თქვენი პოლიტიკური შეხედულებების, ან პიურადი სიმპათია-ანტიპათიების განხილვა არ უნდა ხდებოდეს რუსების მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი ეთნოწმენდის დანაშაულის განხილვისას !

აქ მე ჩემი პოზიცია გარკვევით ვთქვი ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 52
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

shamili

დროა ამ ეგრეთ წოდებულ რადიკალურ ოპოზიციას მოღალატის იარლიყი მიეკრას , ის პოლიტიკოსები ვინც ოფიციალურ დონეზე სააკაშვილს ადანაშაულებდა ომის დაწყებაში ის პოლიტიკოსები წესით საღამოთი გარეთ ვერ უნდა გამოდიოდნენ ზურაბიშვილს და ბურჯანაძეს არ ვგულისხმობ მაინც ქალები არიან , მე მამრი მოღალატეები მყავს მხედველობაში ( შეგნებულად არ ვწერ კაცს ) , წესით ყოველ ფეხის ნაბიჯზე გინება უნდა ესმოდეთ და საქართველოში აღარ უნდა დაედგომებოდეთ

დაწერე რა ჩაიდინა ამ ხალხმა ასეთი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი - რუსეთი ომს დაიწყებდა ისე, რომ ვერ დაამთავრებდა საბოლოო მიზნის მიღწევამდე (დროებით რა თქმა უნდა, მერე დიდი ამბები ელოდა ოკუპანტს და მეც იმ ამბებში ვიქნებოდი...), მერე კი ვინ წარმოიდგენდა, რომ რუსეთი ამ დაბებს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებდა და თავს უგუნურად მუდმივისაბრძოლო მზადებისა და სეპარატიზმის გაჩაღების რეჟიმში ჩაიგდებდა?! ამას მე ვერ წარმოვიდგენდი და თქვენი არ ვიცი!

ამ უდიდესი რუსული სისულელის შემთხვევაში ყველა ლიგიკური საარჩევნო დაპირება ძალას კარგავს..

ისე ახლა მტერს რომ მტერი ქვია და ოკუპანტი ესეც დიდი მიღწევაა 'მიროტვორეცთან"შედარებით.

დანარჩენი რუსეთში ნახეთ რ ხდება-კიდე რაღაც ააფეთქესო..ცოდვაა ხალხი..ინგრევა ესუტვინო გოლიათი.

Edited by Gagi 67
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Gagi 67

მე საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი - რუსეთი ომს დაიწყებდა ისე, რომ ვერ დაამთავრებდა საბოლოო მიზნის მიღწევამდე (დროებით რა თქმა უნდა, მერე დიდი ამბები ელოდა ოკუპანტს და მეც იმ ამბებში ვიქნებოდი...), მერე კი ვინ წარმოიდგენდა, რომ რუსეთი ამ დაბებს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებდა და თავს უგუნურად მუდმივისაბრძოლო მზადებისა და სეპარატიზმის გაჩაღების რეჟიმში ჩაიგდებდა?! ამას მე ვერ წარმოვიდგენდი და თქვენი არ ვიცი!

 

 

აი ყველაფერი ის რასაც თქვენ ვერ წარმოიდგენდით, ჩვენ დიდი ხანია ვიცით და წარმოდგენილი გვქონდა. ასე რომ გვაცადეთ ბატონო გაგი გამოცდილ ხალხს და ჭკუას ნუ გვარიგებთ.

ასევე ვერ წარმოედგინა მიშიკოს ბევრი რამ და ამიტომაც ცხოვრობს მთელი სამაჩაბლო რეზერვაციებში. ალბათ დამეთანხმები, რომ ასეთი ხალხი არ უნდა მართავდეს ქვეყანას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი - რუსეთი ომს დაიწყებდა ისე, რომ ვერ დაამთავრებდა საბოლოო მიზნის მიღწევამდე
შენ რუსეთზე დიდი წარმოდგენა გქონია. მე მასე არ ვფიქრობ, მე მგონია რუსეთი დღეს ვერც ერთ თავის ჭკვიან მეზობელს ვერ მოერევა.

და რატომ გგონია, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია თავის მიზანს?

მე კი მგონია, მათ სწორად შეაფასეს თავის შესაძლებლობები, საქართველოს სრული ოკუპაცია დღევანდელ მსოფლიოში შეუძლებელია.

სამაგიეროდ თუ ქვეყანას ყავს სულელი მთავრობა, რომლის ნებისმიერ პროვოკაციაზე წამოგება შეიძლება, რატომ არ ეცადათ ის რაც გააკეთეს?

აგვახიეს (დროებით მაინც, სულ თუ არა) პრობლემური ტერიტორიები და ეხლა ცდილობენ მათ გაპრავებას და ამის დაკეთებაში, ვფიქრობ ისევ კომპრომენტირებული ხელისუფლება სჭიდებათ საქართველოში.

ასე, რომ პუტინ მიშა ჯერ კიდევ ჭირდება საქართველოში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეტი რარა უმდა ჩაედინათ , არ არის სალომე ზურაბიშვილის და ყველა იმ ოპოზიციონერის საქციელი ღალატი ვინც სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას ? ოფიციალურ დონეზე არ აკეთებდნენ მაგ განცხადებებს ? გეკითხებით იყო თუ არა ეგ ღალატი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

მეტი რარა უმდა ჩაედინათ , არ არის სალომე ზურაბიშვილის და ყველა იმ ოპოზიციონერის საქციელი ღალატი ვინც სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას ? ოფიციალურ დონეზე არ აკეთებდნენ მაგ განცხადებებს ? გეკითხებით იყო თუ არა ეგ ღალატი

 

სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 დეკ.'07 / 15:00

 

 

პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარება სულ ცოტა თვეების საკითხია.

 

”ცხინვალის რეჟიმი არის მოყანყალებული, როგორც ამოსაღები კბილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ 5 იანვრის [საპრეზიდენტო] არჩევნების კარგად ჩატარების შემთხვევაში, ეს არის მართლა კვირების ან თვეების საკითხი. ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. ამაზე ზუსტი ინფორმაცია მაქვს,” - განაცხადა მან 4 დეკემბერს.

სააკაშვილმა ეს განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა. იმავდროულად, სტუდენტების მეორე ჯგუფმა უნივერსიტეტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. მათი განცხადებით, შეხვედრის ორგანიზატორებმა მხოლოდ სასურველი სტუდებტები შეარჩიეს და სხვებს საშუალება არ მისცეს სააკაშვილთან შეხვედრას დასწრებოდნენ.

 

პრეზიდენტობის კანდიტატმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ბოლო თვეების მანძილზე სიმშვიდეა და სროლებიც არ ისმის, რადგანაც საქართველო გაძლიერდა და ”ყოველ გაფაჩუნებაზე ათ იმდენ პასუხს იღებდა პროვოკაციის მომწყობი”.

”ამრიგად, საუბარია მართლა ძალიან მოკლე პერიოდზე,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”რუსებსაც წამოცდათ რამდენჯერმე, რომ სამხრეთ ოსეთი მათ არ აინტერესებს. ეს მათ წამოცდათ”.

ბოლო ფრაზა ჩემთვის ყველაფერს ამბობს. ამიტომ დაიჯერა მიშამ რომ რუსები არ ჩაერეოდნენ და დაიწყო ფართომაშსტაბიანი სამხედრო მოქმედებები და ამას რაც მოყვა ყველამ ვნახეთ..

 

 

 

ეს მიშას სიტყვებია და არა ოპოზიციის.

 

რა შუაშია აქ სალომე ზურაბიშვილი?

 

 

რაც შეეხება გამოთქმას -"ომი ჩვენ არ დაგვიწყია" არის დიდი სისულელე.

 

გეკითხებით რატომ არ უნდა დავიწყოთ ომი? ტერიტორია დავკარგეთ და ვინ უნდა დაიწყოს ომი თუ არა ჩვენ. ალიევმა განაცხადა რომ ომით ყარაბახის დაბრუნებას არ გამოვრიცხავო. ეს არის სწორო პოზიცია.

 

სხვა საქმეა შანსი ამ ომის მოგებისა. იმის მტკიცება რომ რუსეთი დასუსტდა და ჩვენი ჯარი როსტოვამდე ჩავა არის სირობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაგვიწყია არ დაგვიწყიაზე არ არის აქ დავა . მე ვამბობ იმისდა მიუხედავად ვინ დაიწყო ომი ( არადა არის დადასტურებული რომ 7 აგვისტომდე იმყოფებოდნენ რუსის არასამშვიდობო ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე , რაც უკვე ომის დაწყებაა ) პოლიტიკოსის მიერ სააკაშვილის დადანაშაულება ამ ომის დაწყებაში არის რუსეთის დაკვეთა და ქვეყნის ღალატი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

არადა არის დადასტურებული რომ 7 აგვისტომდე იმყოფებოდნენ რუსის არასამშვიდობო ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე , რაც უკვე ომის დაწყებაა )

 

 

კი მაგრამ ეხლაც იმყოფებიან რუსები აფხაზეთში და სამაჩაბლოში და რატომ არ ვომობთ?

Edited by DATA TUTASXIA
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

აი ყველაფერი ის რასაც თქვენ ვერ წარმოიდგენდით, ჩვენ დიდი ხანია ვიცით და წარმოდგენილი გვქონდა.

:)

ეს იყო სწორედ სააკაშვილის დანაშაულებრივი არაადეკვატურობა და რეალობას მოწყვეტა.

წარმოვიდგენდი კი არა, 24 საათი იმას ვუჩიჩინებდი ზოგიერთებს, რომ ის მოხდებოდა, რაც მოხდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

paolo

ეს იყო სწორედ სააკაშვილის დანაშაულებრივი არაადეკვატურობა და რეალობას მოწყვეტა.

წარმოვიდგენდი კი არა, 24 საათი იმას ვუჩიჩინებდი ზოგიერთებს, რომ ის მოხდებოდა, რაც მოხდა.

 

და რუსეთის აგენტი არ გიწოდეს? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

paolo

და რუსეთის აგენტი არ გიწოდეს? :)

არა, ბეცი ხარო პოლიტიკურად.

ეხლა მიწოდებენ აქ ალბათ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ სალომე ზურაბიშვილს იმ წიგნში ტყუილი უწერია, მაშინ ეგ წიგნი დამამტკიცებელ საბუთად ვერ გამოდგება. სალომე ზურაბიშვილი 2005 თუ 2006 წლიდან აღარაა ოფიციალური პირი.

 

და თუ ის რაც მას უწერია სიმართლეა, მაშინ პირში წყალის ჩაგუბება არაფერს გვიშველის. პირიქით, ეს უნდა ითქვას ხმამაღლა რომ მომავალში მსგავსი შეცდომები აღარავინ აღარ გაიმეოროს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

კი მაგრამ ეხლაც იმყოფებიან რუსები აფხაზეთში და სამაჩაბლოში და რატომ არ ვომობთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ სხვა საკითხია და მაგაზე გავკიცხავთ თუ შევაქებთ სააკაშვილს ეს ჩვენი საქმეა , მაგრამ ამ მოღალატე ,,რადიკალურმა '' ოპოზიციამ ყველა ოფიციალურ ექსპერტიზასა და საგამოძიებო კომისიაზე ადრე დაადანაშაულა ( ვაკონკრეტებ დაადანაშაულა ) სააკაშვილი ომის დაწყებაში და სიხარულით ახუნტრუცებულები ელოდნენ როდის გამოიტანდა ტალიავინის დასკვნა ჩვენს გამამტყუნებელ დასკვნას და მაგიტომ არიან მოღალატეები ( იმისდა მიუხედავად ვინ დაიწყო ომი )
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...